მედია მონიტორინგი
8 ივნისი
ტელევიზია
08.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 08.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საქართველოს მთავრობის გააწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. ასევე, სავალდებულო რჩება რამდენიმე მოთხოვნა. დღეიდან შესაძლებელი იქნება მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. ეკონომიკური საქმიანობა ასევე, დასაშვები ხდება რესტორნებში, ბარებსა და კაფეების დახურულ სივრცეებში. ასევე, დასაშვები ხდება სასტუმროების მუშაობა, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. იმერეთში მყოფ პრემიერს არც ადგილობრივმა ნიავმა უშველა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მოკითხვის შემდეგ არაერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ დედაქალაქში შემოწმებული თითქმის 8 ათეული სასტუმროდან მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა მოთხოვნებიო.
08.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 08.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. კვირის ბოლოსკენ საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. რამდენად მზად ხვდებიან სექტორის წარმომადგენლები სტუმრებს, ამის შეფასება ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი, თუმცა, ამ დროისთვის როგორც გიორგი გახარია ამბობს, გასული კვირის მიწურულს თბილისში შემოწმებული 75 სასტუმროდან მოთხოვნები მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა. პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც შემოწმება გაიარეს, აკმაყოფილებენ სტანდარტს და ამ სასტუმროების ცხრილი უახლოეს მომავალში ყველას ეცოდინება. გიორგი გახარია: "ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებში უკვე დაწყებულია მიღება კონკრეტული სასტუმროებიდან განაცხადების, რომ მოდით შემამოწმეთ და თუ გაკმაყოფილებთ, გავიხსნებით... პირველი იქნება შიდა ტურიზმი, მერე უკვე ტურიზმის სააგენტო მოგეხმარებათ".
08.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 08.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ უწყების პირველმა პირმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაანონსა. ამის შემდეგ იყო ფარმაცევტული სექტორის ჩართულობით საპარლამენტო განხილვები ჯანდაცვის კომიტეტში. ადგილობრივი ფარმაცევტული მწარმოებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სურს, მიზნად არა რეგულირება, არამედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა უნდა დაისახოს, რათა მივიღოთ ისეთი მისაღები ფასები მედიკამენტებზე, როგორიც ეს მეზობელ თურქეთშია. სტუმარი: მამუკა ბრეგვაძე - PSP(პეესპე) ოპრაციების დირექტორი
08.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 08.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა მოძველებულია, პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები კი სათანადო ხარისხით არ არის დაცული - ამის შესახებ სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია საუბარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაფასა პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებული მონაცემების უსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკა და დაწერა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას.
08.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 08.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დღეიდან სავალუტო ჯიხურებშის ფუნქციონირება განახლდა. თანამშრომლები სამსახურებს დღეიდან დაუბრუნდებიან. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი აქაც აუცილებელი ატრიბუტი იქნება. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. სავალუტო ჯიხურების ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა ეს ობიექტებიც იმავე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან იქაც ფულის გადაცვლის ოპერაციები სრულდება. ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვალუტის გადამცვლელი 800 პუნქტი იყო დახურული.
08.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 08.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
სატვირთო ავტომობილის მძღოლები დახმარებას ითხოვენ. ისინი "მთავარს" უყვებიან, რომ ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში არასათანადო პირობებში იმყოფებიან. მათი თქმით, სასტუმროში უვარგის საკვებს ურიგებენ და გამოძახების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაც არ უტარდებათ. სატვირთო მძღოლები ამბობენ, რომ კარანტინში ყოფნიდან 72 საათი უკვე გასულია და მათ კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ. მძღოლები საზღვრის გადაკვეთისა და მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. "72 საათში თუ დაიტვირთები და წახვიდოდი უკან ისევ, გადაკვეთავდი საზღვარს, შეგვეძლო მუშაობა, თუ 72 საათი გავიდოდა, უნდა ჩამოვსულიყავით კარანტინში. ჩვენი სახსრებით მოვედით , ზესტაფონში ვცხოვრობ, ფული ვხარჯე, რომ მოვსულიყავი ამ სასტუმროში, თუ არადა, ჯარიმას გამომიწერდნენ სამი ათას ლარს. არ არის პირობები არაფერი, ექიმებს რომ ვიძახებთ არ მოდიან თავის დროზე და უყურადღებოდ ვართ,"- ამბობს სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ვარლამ შავიძე.
08.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 08.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
დღეიდან სასტუმროების ის ნაწილი გაიხსნება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმდა და დადგნილ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ. დადგენილია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. დეზობარიერის გავლის შემდეგ, აუცილებელი პირობაა ხელების სანიტარული ხსნარით დამუშავება. ჩატარდება თერმოსკრინინგიც. ბექა ფერაძე:"მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ მათ, ვინც შემოწმების შედეგად დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ".
08.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 08.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00
შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დაიწყო – დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება. ჯერ ისევ არ მოძრაობს მატარებელი. სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება. დღეიდან მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურები, რესტორნები სრულად, ასევე ის სასტუმროებიც, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა მიიღეს და მზად არიან, თანამშრომლების და ვიზიტორების უსაფრთხოება უზრუნველყონ. როგორ მიმდინარეობს პროცესი, თათია ტაბეშაძე დეტალებით. მრიამ ქვრივიშვილი: "სავალდებულოა განთავსების ობიექტების პირველ ეტაპზე რეგისტრირება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე, მათ უნდა გაიარონ პირველადად შემოწმება და მხოლოდ ნებართვის გაცემის შემდგომ ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ და უმასპინძლონ სტუმრებს".
08.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 08.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დღეიდან სავალუტო ჯიხურებშის ფუნქციონირება განახლდა. თანამშრომლები სამსახურებს დღეიდან დაუბრუნდებიან. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი აქაც აუცილებელი ატრიბუტი იქნება. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.
08.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 08.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
დღეიდან სასტუმროების ის ნაწილი გაიხსნება, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმდა და დადგნილ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებენ. დადგენილია სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. დეზობარიერის გავლის შემდეგ, აუცილებელი პირობაა ხელების სანიტარული ხსნარით დამუშავება. ჩატარდება თერმოსკრინინგიც. ბექა ფერაძე:"მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ მათ, ვინც შემოწმების შედეგად დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ".
ინტერნეტ სააგენტო
08.06.2020
მედია საშუალებები: რეგინფო.ჯი
Link: 08.06.2020 - რეგინფო.ჯი
8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, აუცილებელია შესაბამისი წესებისა და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა. დღეიდან ასევე გაიხსნა ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.
08.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 08.06.2020 - ბიპიენ.ჯი
1-ლი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს. შესაბამისად, უკვე ივლისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენები აღდგება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის, რომლის თანახმადაც, ზოგადი რჩევებია: შეიმუშავეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა აღწერდეს ვირუსის საეჭვო შემთხვევისას რეაგირების ღონისძიებებს; უზრუნველყავით მუდმივი კავშირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურებთან; გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში უზრუნველყავით ნაკადის კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება.
08.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 08.06.2020 - კვირა.ჯი
საქართველოში სასტუმროები მუშაობის განახლებას დღეიდან შეძლებენ. საუბარია იმ სასტუმროებზე, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა აქვთ. ნებართვის მისაღებად საჭიროა, სასტუმრომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება გაიაროს და მოთხოვნები დააკმაყოფილოს. როგორც სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციაში განმარტავენ, მაღალი კლასის სასტუმროები და საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები აკეთებენ განაცხადს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, შემოწმების შემდეგ მიღებული ნებართვის საფუძველზე კი ეძლევათ საქმიანობის უფლება. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე იკრძალება ჰოსტელების მუშაობა, გამონაკლის გარდა, რაც ინდივიდური ოთახის შეთავაზებას გულისხმობს.
08.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.06.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 9. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 810 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 683 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 13. კარანტინის რეჟიმში 2 915 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 237. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 114 პაციენტი
08.06.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.06.2020 - ონ.ჯი
დღეიდან, 8 ივნისიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იხსნება. ეკონომიკური საქმიანობებიდან, რესტორნებში შესაძლებელი იქნება ყველა სახის მომსახურეობა; ასევე, ამუშავდება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება. დღეიდან გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რკინიგზის გარდა. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა. დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში.
08.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 08.06.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კითხვარები, რომლითაც მთავრობა დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების შესრულებას გააკონტროლებს. კითხვარები მომზადებულია იმ სფეროებისთვის, რომლისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების გაიდლაინები შეადგინა. მათ შორის რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის, სავარჯიშო სივრცეებისთვის და სხვა.
08.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 08.06.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კითხვარები, რომლითაც მთავრობა რესტორნებში უსაფრთხოების ზომების შესრულებას გააკონტროლებს. კითხვარები მომზადებულია იმ სფეროებისთვის, რომლისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების გაიდლაინები შეადგინა. რესტორნებისთვის უსაფრთხოების პროტოკოლი ჭურჭლის 65 გრადუსის ტემპერატურის წყალში გარეცხვას, ასევე ერთ მაგიდაზე 6-ზე მეტი ადამიანის განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს.
08.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 08.06.2020 - ბიემ.ჯი
თუ მოქალაქეებმა პირბადის გარეშე სიარულისთვის ჯარიმა უნდა გადაიხადონ, მაშინ მინისტრებსაც დაუწესდეთ ჯარიმები და ერთი თვის ხელფასი ჩამოეჭრათ პარლამენტში არმოსვლაზე", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. "ქართული ოცნების" დეპუტატის ანრი ოხანაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტით, რომლის ინიცირებაც დღეს მოხდება, მთავრობა პირბადის გარეშე სიარულის შემთხვევაში მოქალაქეებს 50-ლარიან ჯარიმას დაუწესებს. „საზოგადოება, ფაქტობრივად, უკვე აჩვენებს საკმაოდ კარგ მზაობას და გონივრულობას ეპიდემიასთან დაკავშირებით.
08.06.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 08.06.2020 - რეპორტიორი.ჯი
დღეიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ 27 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ამასთან, დღეიდან იხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. რესტორნები დღეიდან შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ.
08.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 08.06.2020 - ბიემ.ჯი
ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ უნდა ეშინოდეს, სად მოდის და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, საიდან მოდის“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კითხვას, რომელიც 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველოს მზაობას შეეხებოდა. „ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი“, - აღნიშნა მან. მედიამ პაატა იმნაძეს კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა.
08.06.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 08.06.2020 - ბათუმელები.ჯი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 70 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.
08.06.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 08.06.2020 - ამბები.ჯი
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან მოიხსნა. აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.
პრესა
08.06.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 08.06.2020 - კვირის პალიტრა
8 ივნისიდან, რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა: რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. ლაპარაკია დახურული ტიპის რესტორნებზე, რადგან ღია ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი ივნისიდან მიეცათ. თუმცა, ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა რეკომენდაციების დაცვა.
08.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 08.06.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა“ ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, - ამის შესახებ Imedinews „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.
08.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 08.06.2020 - ალია
„საკარანტინო ზონებისთვის (ჯამში 84 სასტუმრო) სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა“, – ნათქვამია COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა დაასრულა. იქვე ვკითხულობთ, რომ ყველა სასტუმროსათვის მოქმედებდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებდა სასტუმროს ნომრის ღირებულებას – 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენდა 25 ლარს.
08.06.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 08.06.2020 - ახალი თაობა
გუშინ, 7 ივნისს, ბათუმში მუშა დაიღუპა. ის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ერთერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. შსსს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 240ე მუხლის მე2 ნაწილით, რაც სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ იანვარში 30.000 ლარით დააჯარიმა.
08.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 08.06.2020 - ალია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მორიგ განცხადებას აკეთებს კონდიციონერებზე: “ოჯახში მაინც ერთად ვართ. კი, ძირითადად ოჯახური კერები გვაქვს საქართველოში, სახლში კონდიციონერი არ ჩართოო არავის უთქვამს. აქ საუბარია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე. მე რომ ახლა თავისუფალი ექსპერტი ვიყო, იმდენ რამეს ვიტყოდი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ჩვენ როდესაც რაღაცას აქ გადავწყვეტთ და ვურჩევთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ მერე პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ იმაზე.
08.06.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 08.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მედიკამენტი პლაქვნილი კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდა და მისი გამოყენება შესაბამისი კრიტერიუმებით მოხდება. "თქვენ იცით, პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო, გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზე კვლავ აღდგება "პლაქვენილის" გამოყენება და გამოყენება მოხდება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა. საერთოდ, კვლევაში ჩართულ პაციენტებზე არის გამოყენებადი, ასეთი მითითებაა და ჩვენი ცენტრი არის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი და პაციენტები კვლევაში თავისუფლად გვყავს ჩართული, აქ პრობლემა ჩვენ არ გვაქვს”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
08.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 08.06.2020 - ალია
არის თუ არა დიდი დროით ნიღბის ტარება ჯანმრთელობისთვის საშიში და იწვევს თუ არა გართულებებს?! ამის შესახებ ზახაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაა არაა ვალდებული ნიღაბი მუდამ ეკეთოს და ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე იქნება აუცილებელი. „არავინ სთხოვს ადამიანებს მუდმივად ეკეთოთ ნიღბები. არსებობს გარემოებები, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ ამ გარემოებაში აუცილებელი უნდა იყოს მისი გამოყენება. ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ნიღბის გამოყენებას აქვს გარკვეული წესები.
08.06.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 08.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
ზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია.
08.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 08.06.2020 - ალია
ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს მედიასთან პოლიტიკაში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ “ძალიან კარგ ადგილზეა” და ერთიდაიგივე მდინარეში სამჯერ არ შედიან. “პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ შემოთავაზება იყო 2012-ში. არ გიმალავთ ჩემს ასაკს 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია.
რადიო
08.06.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 08.06.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
დღეიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგა. ამასთან, დღეიდან იხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. რესტორნები დღეიდან შესაბამისი რეკომენაციების დაცვით იმუშავებენ.
08.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
Link: 08.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 48 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 73 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა. გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა.
08.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
Link: 08.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
საქართველოში სასტუმროები მუშაობის განახლებას დღეიდან შეძლებენ. საუბარია იმ სასტუმროებზე, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა აქვთ. ნებართვის მისაღებად საჭიროა, სასტუმრომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება გაიაროს და მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ძველ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, სრულიად დაიტვირთება რესტორნები ღია და და დახურული ნაწილი.
08.06.2020
მედია საშუალებები: რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
Link: 08.06.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
დღეიდან, 8 ივნისიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 27 მაისს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა შემსუბუქებეზე, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება. პრეიერმა თქვა, რომ 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედებენ. 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.- განაცხადა გახარიამ.