4, 5 და 6 ივლისის მედიამონიტორინგი
ტელევიზია
ჯანდაცვის სამინისტრომ სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა
04.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 04.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა. უწყებამ პორტატული სუნთქვის აპარატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა სასწრაფო დახმარების ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვლილი იქნება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.
Link: 04.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 04.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 04.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 04.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 04.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 04.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00
Link: 04.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
---
კორონავირუსი
04.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 04.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00
1. საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ დადასტურებულია 946 შემთხვევა, განკურნებულია 825 ადამიანი. არის თუ არა ცნობილი ახალი შემთხვევების ინფიცირების წყარო და სად იმყოფებიან პაციენტები, ამ ინფორმაციას თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს. ამირან გამყრელიძე: "ივლისში უკვე 2500-2700-მდე ტესტს ვატარებთ დღეში, თანდათან ვაფართოებთ და ფართოვდება ჯგუფები, ვისაც ვტესტავთ ჩვენ". 2. სომხეთში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 8 ადამიანი. საერთო ჯამში სომხეთში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილია 477 პაციენტი. რუსეთში უკვე მეცხრე დღეა ინფექციის 7000-ზე ნაკლეი ახალი შემთხვევა ვლინდება. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში 582 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
---
ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმსა და ჩაქვში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
04.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 04.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ აჭარაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ბათუმსა და ჩაქვში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ისე დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
---
გიგი უგულავას ბრიფინგი
04.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 13:00
Link: 04.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მთავრობას "ვროპული საქართველო" მოუწოდებს. გიგი უგულავა აცხადებს, რომ დას.საქართველოში ათასობით ადამიანი, რომელიც სეზონურად მუშაობს, სამუშაოს გარეშეა დარჩენილი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ადამიანები, რომლებიც სეზონურად სხვა ქვეყანაში გადადიონენ, ახლა უმძიმეს ვითარებაში არიან და შიმშილი ემუქრებათ. გიგი უგულავა: "წლებია ჩვენი თანამოქალაქეები დადიან თურქეთში, გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა, მივცეთ ადამიანებს შემოსავალი."
---
04.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - რეალური სივრცე 18:30
Link: 04.07.2020 - I არხი - რეალური სივრცე 18:30
სოსო კაციტაძე: "გუშინ უნდა დაწყებულიყო ეს აქცია, მაგრამ ადაიდო ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო რაღაც დათმობაზე წამოვიდა და შეასრულა ზოგი მოთხოვნა." დავით ომსარაშვილო: "გაიჟღერა, რომ თითქოს სამინისტრო დათმობებზე და მოლაპარაკებებზე წამოვიდა ეს ასე არ არის, ეს უნდა ვთქვათ ცალსახად." "ვიზე უნდა ვისაუბროთ, როცა თავად მინისტრი ამდენი ხანი არის არ მიდიდს პარლამენტში." (იდეო 1. 22:43) ადგილობრივმა მოსახლეობამ თბილისის მერიას 5 თვის წინ მიმართა. ილია ელოშვილი: ჩვენი მერიის ხედვაც ემთხვევა მათ ხედვას. ჩვენ მანდ ვერ ვხედვათ კორპუსებს და ასეთ მშენებლობას, უნდა იყოს გასართობი, დასასვენებელი, რაღაც საზოგადოებრივი სივრცე უნდა მოეწყოს." (ვიდეო 3. 04:21) ზურაბ ბაქრაძე: "ეკონომიკის სამინიტრო განსაზღვრავს მთელს სახელმწიფოში კერძო საკუთრებას" (ვიდეო 3. 20:40)
---
04.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 18:00
Link: 04.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ აჭარაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ბათუმსა და ჩაქვში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ისე დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 04.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი შაშკინი ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სპორტდარბაზებში დასაქმებულ ადამიანებს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, რატომ არ შეუძლიათ ამ დრომდე დარბაზების გახსნა. მისივე განცხადებით, დასაქმებულებმა კონკრეტულად უნდა იცოდნენ, როდის დაუბრუნდებიან სამუშაო რეჟიმს. "დაახლოებით 900 ადამიანია თბილისში მარტო, მუშაობდა ფიტნეს ცენტრებში და სპორტულ დარბაზებში. მუშაობდნენ იმისათვის, რომ შეენახათ ოჯახები" - ამბობს შაშკინი.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 04.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
5 ახალი ინფიცირებული და 4 ახალი გამოჯანმრთელებული - ახალი შემთხვევებიდან 2 ცოტა ხნის წინ ბათუმში დადასტურდა, ერთი მედპერსონალია, მეორე კი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადმოყვანლილი.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 04.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
კასპში, სოფელ ახალქალაქში ჩვილის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ტუალეტში იპოვეს.თვითმხილველების ინფორმაციით, ქალმა სახლშობიარა და ჩვილი სავარაუდოდ გაგუდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა და ის დედამ საპირფარეშოში დატოვა. 24 წლის ქალი, რომელმაც სახლის პირობებში იმშობიარა, მძიმე მდგომარეობაში კლინიიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ქალს პოსტმშობიარობის დეპრესია აქვს. ახლა სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ რა მოხდა რეალურად კასპში.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 04.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომელი „შაბათის ფორმულას“ რთული სამუშაო პირობების შესახებ უყვება. აზოტის ქარხანაში ერთი მუშა 12-საათიანი ცვლის განმავლობაში მუშაობს, მათი თქმით, თვეში თითოეულ მათგანს 800 ტონა ტვირთის გადატანა საკუთარი მხრებით უწევს. ორმოც ადამიანს ქარხანაში თვეში 1 000 ლარს უხდიან. რუსთავის აზოტში ირწმუნებიან, რომ თანამშრომლებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი. ოპოზიცია კი კლანურ მმართველობაზე საუბრობს.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 04.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
მძიმე და არაადამიანურ შრომაში, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 15 ათასზე მეტი ბავშვია ჩართული. საწყობებში ტვირთის ზიდვა, საამქროები, მშენებლობა, ჯართის შეგროვება - ესაა იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალი, სადაც მცირეწლოვნები და მოზარდები საარსებო მინიმუმის მოსაგროვებლად მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მცირეწლოვნებს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ ასაქმებენ. განსაკუთრებით მძიმეა იმ ბავშვების მდგომარეობა , რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. პანდემიიისგან გამოწვეულმა სიდუხჭირემ თითქმის გააორმაგა მძიმე შრომაში ჩაბმული ბავშვების რაოდენობა.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 04.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ორი დღით ადრე მედიის წარმომადგენლებს პირობები და წესები გააცნეს, რომელთა შესრულება აბიტურიენტებისთვის და აქ მომუშავე პერსონალისთვის სავალდებულო იქნება. თბილისში 103-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. როგორც ცნობილია, ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან გამჭვირვალე დამცავი ფარით იქნება აღჭურვილი. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირბადე და მხოლოდ აუცილებელი ნივთები.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 05.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირაა ახალი პაციენტი არ მიუღიათ. კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლის პირველად ჩატარებულმა რე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს კი განმეორებითი კვლევის შედეგს ელოდებიან. ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 05.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
დასვენება და განტვირთვა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიუხედავად აღმოჩნდა რომ თბილისში დადგენილ ნორმებს არ იცავენ. ბევრია ისეთი ადგილი, სადაც მოქალაქეები ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად იკრიბებიან, თუმცა ვითარება არ კონტროლდება. ჯანდაცვის სამინიასტრომ უკვე გამოაქვეყნა აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან პლაჟებზე. მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციაა და ასევე აუცილებელია დეზინფექცია ჩაუტარდეს შეზლონგებს. ასევე არ შეიძლება მოქალაქეებმა გამოიყენონ რბილი გადასაფარებელი. თბილისის ზღვაზე არსებული სურათი კი ნამდვილად არღვევს ამ რეკომენდაციებს.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 05.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
1. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 951 გახსა. ცნობილია, რომ ინფიცირების სამივე შემთხვევა იმპორტირებულია,
ამირან გამყრელიძეს ინფორმაციით ისინი ავტომობილის მძღოლები არიან. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 828 შეადგინა. კარანტინში 3569 ადამიანია ხოლო სტაციონარში 199. უცხოეთიდან საქართველოში გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე. სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა. 2. ინფექციური სავაადმყოფოში ჩატარებული 363 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი. საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.ამასთან,
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა.რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია. როგორც აჭარის
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმიური შემოწმებისას სანიტარს ინფექცია დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 05.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
ორშაბათიდან 70 პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი განახლდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ შეამოწმა და სწავლის განახლების ნებართვა მისცა. განათლების მინისტრის მოადგილე თამარქიტიაშვილი სასწავლებლებს ეწვიუა.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 05.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს სამი პაციენტი. ინფიცირების ხუთი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია. ამჟამად სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 108 პირი გადის. ვირუსის დამარცხება 828 მოქალაქემ შეძლო. გარდაცვლილია 15 პაციენტი. ამ დროისათვის კარანტინში რჩება 3815 მოქალაქე.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 13:00
Link: 05.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში. აქედან ერთი 27 წლის მამაკაცია, რომელსაც ყირგიზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე კი ბათუმის ინფექციურის სანიტარია. ამ დროისთვის ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება და სამედიცინო პერსონალსთვის ტესტირების ჩატარება უკვე დაწყებულია. კორონავირუსით დაინდფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამივე იმპორტირებულია, აქედან 2 სატვირთოს მანქანის მძღოლია. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვი 951-ს შეადგენს, აქედან 828 გამოჯანმრთელებულია, 15 კი გარადიცვალა
---
05.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 05.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირაა ახალი პაციენტი არ მიუღიათ. კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლის პირველად ჩატარებულმა რე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს კი განმეორებითი კვლევის შედეგს ელოდებიან. ინფორმაციას ყოველდღიურად აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო.
05.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 05.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
რა წესების დაცვაა აუცილებელი სანაპიროებზე, - ზღვის სეზონის დაწყებასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა. იკრძალება შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. რეკომენდაციები გაიცა ტრენინგ-ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების შესახებაც, აუცილებელია პროცესში ჩართული პირების სამედიცინო შემოწმება, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერის განთავსება. ამ დრომდე დაკეტილი რჩება დახურული ატრაქციონები, ღია ტიპის ატრაქციონების შემთხვევაში კი, ჰიგიენის ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა. ბექა ფერაძე "ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით რომ მოხდეს სანაპირო ზოლის ზონებად დაყოფა და ფეხით მოსიარულეთათვის განსაზღვრული უნდა იყოს საფეხმავლო ბილიკები, სადაც მოხდება კოორდინირებულად ადამიანთა გადაადგილება, იკრძალება ასევე რბილი, შეწოვადი ქსოვილის განთავსება შეზლონგზე და უნდა განხორციელდეს დეზინფეცირება."
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 05.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
დასაქმებულთა თერმოსკრინინგი, მათი სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა, სანაპირო ზოლის პერიოდული დასუფთავება, დისტანცია შეზლონგებს შორის-ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით ზღვის სანაპირო ზოლისთვის, ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა. ასევე სამინისტრომ დამტკიცდა სასტუმროებისთვის და ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის, ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის ზოგადი რეკომენდაციები.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 05.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე რამდენიმე დღეა მსჯელობს იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც აბიტურიენტებმა და მეთვალყურეებმა უნდა დაიცვან. აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში მოხდება დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად ნიშნულების გაკეთება. სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამჭვირვალე დამცავი ფარებით. მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი ერთი მეტრის. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით. გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს და კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 05.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების მისაღებად საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი საგამოცდო ცენტრი უკვე მზად არის. პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. აბიტურიენტებისთვის სავალდებულო არ იქნება ნიღბები უშუალოდ მერხთან დაჯდომის შემდეგ, მანამდე ისინი რეგისტრაციას პირბადეებით გაივლიან. მანამდე მათ გაუზომავენ სიცხეს. პროცესი წარიმართება ჯანადცვის სამინსიტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების დაცვით. განსაზღვრულია ფართობი და ამ ფართობზე დასაშვებ პირთა რაოდენობა, ასევე, სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით. 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულია 39300-ზე მეტი აბიტურიენტი. "მედიცინაში 100%-იანი არაფერი არის, თუმცა რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთავარია პირბადე, რომელიც აბიტურიენტმა უნდა ატაროს ყველა ეტაპზე - შესვლისას, ბილეთის აღებისას, კომუნიკაციისას. მაგიდებს შორის არის ე.წ. დეზობარიერი, გვერდებზე - მარცხნივ და მარჯვნივ არის ორმეტრიანი დაშორება. მაგიდასთან შეუძლიათ პირბადის მოხსნა, თუ ძალიან შეაწუხებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიკეთონ პირბადე, თუ ჩაირთვება კონდიცირება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ერთიანი ეროვნული გამოცდებთან ერთად ასევე სტუდენტების ახალი ნაკადების მისაღებად ემზადებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები. ტექმნიკური უნვერისტეტის წარმომადგენლების თქმით, ისინი ხედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს უსაფრთხო გარემოსთვის.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 05.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
1. ალბათ, საჭირო აღარც არის, რომ რუსეთის ამ ბრალდებებს ვუპასუხოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა,
ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა. 2.ოფიციალური მოსკოვი ისევ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ორგანიზებას ითხოვს, ისევ საერთაშორისო მონაწილეების გარეშე. რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვთ. ამ კონტექსტში კი უწყება ლუგარის ლაბორატორიას ახსენებს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ
საგარეო საქმეთა სამინისტროში და მიმართავენ რუსეთს თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისაგან. ამასთან უწყება რუსულ მხარეს მოუწოდებს, ვითარებაში გასარკვევად კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად დაგეგმილ საერთაშორისო ვიზიტებში მიიღოს მონაწილეობა.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 05.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს სამი პაციენტი. ინფიცირების ხუთი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია. ამჟამად სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 108 პირი გადის. ვირუსის დამარცხება 828 მოქალაქემ შეძლო. გარდაცვლილია 15 პაციენტი. ამ დროისათვის კარანტინში რჩება 3815 მოქალაქე.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 05.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში. აქედან ერთი 27 წლის მამაკაცია, რომელსის საბაჟოდან სემოვიდა, მეორე კი ბათუმის ინფექციურის სანიტარია. ამ დროისთვის ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება და სამედიცინო პერსონალსთვის ტესტირების ჩატარება უკვე დაწყებულია. კორონავირუსით დაინდფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამივე იმპორტირებულია, აქედან 2 სატვირთოს მანქანის მძღოლია. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვი 951-ს შეადგენს, აქედან 828 გამოჯანმრთელებულია, 15 კი გარადიცვალა
---
05.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 05.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
თბილისის 177-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 24 საგამოცდო ცენტრიდან, სადაც ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება. სკოლის გარეთ, აბიტურიენტთა ნაკადისა და სოციალური დისტანციის დასარეგულირებლად უკვე მოწყობილია სპეციალური ჯებირები და ნიშნულები. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საგამოცდო ცენტრები ხვალ, დილის რვა საათიდან, აბიტურიენტთა მისაღებად მზად იქნება. აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში დამცავი ფარით აღჭურვილი სამუშაო მაგიდები დახვდებათ, რომელებიც ერთმანეთისგან ორი მეტრის დისტანციით იქნებიან დაშორებული. საგამოცდო ცენტრებში მოხვედრამდე აბიტურიენტები რეგისტრაციას პირბადით გაივლიან, თუმცა სამუშაო მაგიდასთან ყოფნის დროს, ბუნებრივი კონდიცირების პირობებში მათ პირბადის მოხსნის უფლება ექნებათ. გამოცდაზე შესვლის მსურველი ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგსაც გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ერთიან საგამოცდო სივრცეში მოსახვედრად მას PCR ტესტირების დასკვნა დასჭირდება, უარყოფითი პასუხით. დასკვნის არარსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელი ახალგაზრდის გამოცდაზე დაშვების საკითხი ექიმის მიერ გადაწყდება. PCR ტესტირების დასკვნა დასჭირდება აბიტურიენტს 37.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაშიც, რადგან მისი არქონისა და სხვა რესპირატორორული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ის გამოცდიდან მოიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შეზღუდვები უსაფრთხოების დაცვით მიზნით წესდება. ეროვნული გამოცდების პარალელურად, სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სტუდენტებს განახლებული სივრცეები დახვდებათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები სტარტს ხვალ, 6 ივლისს აიღებს და 25 ივლისს დასრულდება. თითოეულ საგამოცდო ცენტრში ადაპტირებული სივრცეები იქნება მოწყობილი სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის. ცალკე ზონა გამოიყოფა მაღალი ტემპერატურისა და სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომების მქონე ახალგაზრდებისთვის. ერთ სივრცეში 10-ზე მეტი პირის განთავსება დაუშვებელია. ერთ საგამოცდო ცენტრში 2 დამკვირვებელი და 2 მედპერსონალი იქნება. გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 06.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი მომზადებულია საკმაოდ სკულპულოზურად და საკმაოდ კარგად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ყველა რეკომენდაციის დაცვა მოხდება, აბიტურიენტებს არავითარი საფრთხე არ ელით და ინფექციის გავრცელების რისკი მინიმალურია. „ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი მომზადებულია საკმაოდ სკულპულოზურად და საკმაოდ კარგად. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ამ მომზადების პროცესში ორი თვე მუშაობდა. იქ ყველა დეტალი გაწერილია, ამიტომ არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ, მინიმალურზე მინიმალურია ინფექციის გავრცელების რისკი. ყველა იმ რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც წერია, თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება იქ, სადაც აუცილებელია, წინასწარ „პისიარი“, ვისაც ექიმი დაუნიშნავს, კიდევ მრავალი სხვა, მათ შორის კონდიციონერის ჩართვა იმ დროებში, როცა ეს რეკომენდირებულია, დარწმუნებული იყავით, რომ არავითარი გართულება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი გათვლილია და მომზადებულია ძალიან კარგად“-განაცხადა გამყრელიძემ.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 06.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯები დღეიდან სასწავლო პროცესს განაახლებენ. დაწესებულებებმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შემოწმება გაიარეს და სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს. მსოფლიო პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, კოლეჯებში სწავლა 2020 წლის მარტიდან შეწყდა. სწავლის განახლების შემდეგ სასწავლებლების მონიტორინგი სისტემატურად ჩატარდება. სეზონიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვისაც შეიმუშავა. რეკომენდაციების თანახმად, სანაპიროს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, პლაჟების ზონებად დაყოფა.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 06.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯები დღეიდან სასწავლო პროცესს განაახლებენ. დაწესებულებებმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შემოწმება გაიარეს და სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს. მსოფლიო პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, კოლეჯებში სწავლა 2020 წლის მარტიდან შეწყდა. სწავლის განახლების შემდეგ სასწავლებლების მონიტორინგი სისტემატურად ჩატარდება.
---
ინტერნეტი
04.07.2020
ამირან გამყრელიძ: არ დავიმშვიდოთ თავი, რომ გავიმარჯვეთ „კორონაზე“
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 04.07.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი იყოს შემცირებული. „მხედველობაში მაქვს პრევენციული ღონისძიებები, რაც ჩატარდა. ეს რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, თუმცა მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, ნული მთელი რაღაც პროცენტი შეიძლება იყოს, მაგრამ შემიძლია, დაგამშვიდოთ, რომ გამოცდების დროს ნამდვილად ეს რისკი მინიმუმამდე იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, მისივე თქმით, ზოგადი რეკომენდაციები ვრცელდება გამოცდების პერიოდზეც და ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების ახლობლებს საგამოცდო ცენტრებთან თავშეყრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, რომ გამოცდებზე ვგულშემატკივრობთ და მივდივართ ბევრი – ოჯახის წევრები, ნათესავები. არ არის საჭირო, დიდი თავშეყრა ამ დროს არ გვინდა. როდესაც გამოცდა მიდის, იქ ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრიდა თავს და ეს უფრო დამატებითი რისკია, ვიდრე გამოცდებზე მყოფი აბიტურიენტები“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. მისივე განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი კარგი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი აქვს რეგიონში და მთლიანად ევროპაში. „ყოველდღიური დინამიკა უჩვენებს, რომ ჩვენ ერთნიშნა რიცხვს არ ვცილდებით და ეს ადვილად მოვლადი და მართვადია. არ იქნება პრობლემა, რომ ეს ორნიშნაც იყოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეპიდემიის შემდგომი განვითარების რისკი იყოს მინიმალური. ამიტომ, ამაში თქვენც უნდა მოგვეხმაროთ, გაკეთდეს ბევრი გადაცემები, ხალხს ხშირად მივმართოთ, რადგანაც არ შიძლება მოშვება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ „კორონა“ – არა, „კორონას“ დაამარცხებს ერთად მთელი მსოფლიო. რისკი მეორე ტალღის, მესამე ტალღის ყოველთვის არსებობს და ამიტომ, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. ეს არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 04.07.2020 - აიპრეს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმართავს აბიტურიენტების ოჯახის წევრებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა. ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით – მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Link: 04.07.2020 - ფორ.ჯი
---
04.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 04.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ აჭარაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, ბათუმსა და ჩაქვში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს როგორც განსახლების, ისე დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.
Link: 04.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
Link: 04.07.2020 - პია.ჯი
Link: 04.07.2020 - აიპრეს.ჯი
04.07.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 04.07.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩენილ ფიტნეს დარბაზების პერსონალს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც დიმიტრი შაშკინი აცხადებს, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 900-მდე სპორტ დარბაზის მწვრთნელს ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან რამდენიმე მთავარი მოთხოვნა აქვს, მიიღონ პასუხები კითხვებზე, რატომ არის მაღალი რისკის მატარებელი საქართველოში სპორტ დარბაზები, რა უნდა გაკეთდეს რომ ნორმის მიხედვით შეძლონ მუშაობა და როდის შეეძლებათ დარბაზების გახსნა. "ქართული ოცნების" მმართველობის სტილი არის ხალხის იგნორი, ხალხის პრობლემების სრული იგნორირება და ზრუნვა თავის ჯიბეზე. ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა 2 საპროტესტო აქცია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ითხოვდნენ პასუხს იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ აწუხებთ. უკვე 3 თვეა, ფიტნეს-ცენტრების თანამშრომლები არიან უმუშევრები. მათ აინტერესებთ, რატომაა მაღალი რისკის მატარებელი სპორტდარბაზები და როდის მოხერხდება ეპიდემიოლოგიური ნორმების მიხედვით დარბაზების გახსნა, თუმცა ისინი ხელისუფლებისგან პასუხს ვერ იღებენ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 04.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 5 პორტატული სუნთქვის აპარატი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. ჯამში, სულ - 20 ასეთი აპარატის გადაცემა იგეგმება. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვილი იქნება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
Link: 04.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
Link: 04.07.2020 - პია.ჯი
Link: 04.07.2020 - აიპრეს.ჯი
---
04.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 04.07.2020 - კვირა.ჯი
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გულითადად ულოცავს ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს და მადლიერებას გამოხატავს აშშ-ის მთავრობის, ამერიკული დონორი და პარტნიორი ინსტიტუციების მიმართ ათწლეულების მანძილზე გაწეული ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული. “განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამთავრობო დონორი და პარტნიორული ორგანიზაციების ძალისხმევითა და მხარდაჭერით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით და ძლიერი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის მიმართულებებით. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში მაღალ დონეზე გადამზადდა შესაბამისი ადამიანური რესურსი და რაც მთავარია, საქართველოში აშენდა და დაფუძნდა რეფერალური ლაბორატორია – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ს/ჯ კვლევითი ცენტრი, დიდი ხნის მანძილზე რეგიონში ერთადერთი ბიოუსაფრთხოების მესამე დონის (BSL3) ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები. დღეს, ლუგარის ლაბორატორია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ინფექციის დიაგნოსტირების თვალსაზრისით, ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადებების: გრიპის, რესპირატორული ინფექციების, წითელა-წითურას, პოლიოს, როტავირუსული ინფექციების და სხვა ადრეული იდენტიფიცირებისა და დიაგნოსტირების კუთხით. კიდევ ერთხელ ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და მადლობას ვუხდით აშშ-ის მთავრობასა და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში მიუძღვით“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 04.07.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ფასდაუდებელია აშშ-ის დახმარება ბოლოდროინდელი მსოფლიო გამოწვევის პერიოდში. მსგავსი კრიზისი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითმა ცენტრმა, რომელიც არის აშშ-ის მთავრობის უპრეცედენტო ტექნიკურ-ფინანსური ინვესტიცია საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სწორედ ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. სამაგალითოა აღნიშნული პროგრამის მიღწევები, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ აშშ ყოველთვის იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი მსოფლიოში. ეს დღე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს და მინდა ხაზი გავუსვა მის უმნიშვნელოვანეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც პანდემიასთან ბრძოლის, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
---
04.07.2020
მედია საშუალებები: ეტალონი.ჯი
Link: 04.07.2020 - ეტალონი.ჯი
თუ სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია ასეთი იქნება, საკითხი განხილული იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხოდმაზე და დარწმუნებული ვარ, სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, დღეს არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს. „ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და ყველა ზომაა მიღებული, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის. თუ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნებთ, არავითარი საფრთხე სწავლის არდაწყების არ არის, მთავარია საზოგადოებამ დაიცვას ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, თუმცა, „ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა. კერძოდ, მთავარი რეკომენდაციაა პირბადის ტარება, დისტანცირება".
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 05.07.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტურ-ოპერატორების და გიდებისთვის ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორის, გიდებისა და მძღოლების რეკომენდაციებს აქვეყნებს: ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად; ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად; სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 60 - 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით; ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით; მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება; ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი); რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით; ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. გიდის ვალდებულებები: გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი; ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია; ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ; დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა; თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით. შენიშვნა: თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები. გამონაკლისი: 12 წლამდე ასაკის მოზარდის მოთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დასაშვებია დადგენილზე მცირე მანძილზე.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 05.07.2020 - ინფო9
საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამის შესახებ აღნიშნულია მოთხოვნებში, რომელიც მოფრენის შემდეგ ტერმინალთან უნდა გაითვალისწინონ. შესაბამისი, განახლებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „იმ შემთხვევაში თუ მგზავრს დაუფიქსირდა სიცხე, მისი მომსახურება/ გადაყვანა განახორციელეთ არსებული პროტოკოლის დაცვით; მგზავრებს შორის უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის (არანაკლებ 1.5 მეტრი) დაცვა. განსაკუთრებით, თერმული სკრინინგის, საზღვრის კვეთის და ბარგის მიღების პროცესში; მგზავრების ყოფნა დასაშვებია მხოლოდ ნიღბით; მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში სათვალე/დამცავი ფარი); ეკიპაჟის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის და ბავშვიანი მგზავრებისთვის უზრუნველყავით ცალკე კორიდორი; ტერმინალში უზრუნველყავით მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის დაშვება მხოლოდ ნიღბებით (გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი). ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომზადება: უზრუნველყავით ეკიპაჟების სწავლება პანდემიის დროს მგზავრების მომსახურების უსაფრთხო პროცედურებთან დაკავშირებით; მოაწყვეთ დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან; მძღოლები აღჭურვეთ ნიღბებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანებით; გააფრთხილეთ მგზავრები, დახურულ სივრცეებში ატარონ ნიღაბი; რეგულარულად დაასუფთავეთ მძღოლის კაბინა და ავტობუსის სამგზავრო სალონი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ყოველი რეისის მომსახურების შემდეგ); დასუფთავებისას, განსაკუთრებული ყურადღებით დაამუშავეთ კარის შიდა და გარე სახელურები, საჭე და სასიგნალო მოწყობილობების დაფა; სატრანსპორტო საშუალების სალონის დასუფთავებისას დაამუშავეთ სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლაური (ხელის დასასვენებელი ადგილი); რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი; ყოველი მარშუტის დასრულების შემდეგ განახორციელეთ ავტობუსების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ N6 დანართის შესაბამისად.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 05.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კინოწარმოებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციებია: უზრუნველყავით რისკების შეფასება ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომების მიღების ღონისძიებების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი; ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის დროს იხელმძღვანელეთ ღონისძიებათა იერარქიის შესაბამისად (დანართი N1); შეიმუშავეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის გეგმა, ასევე შესაძლო ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა; მაქსიმალურად შეზღუდეთ კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება; კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე დააწესეთ სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე(გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა); გადასაღებ მოედანზე უზრუნველყავით სამედიცინო განათლების მქონე არანაკლებ 1 პირის (ექიმი/ექთანი) ყოფნა, რომელსაც ექნება სათანადო ცოდნა ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით და მოახდენს კორონავირუსული ინფექციის შესაძლო შემთხვევებზე სათანადო რეაგირებას; გამოყავით არანაკლებ ერთი პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე (თითოეულ ლოკაციაზე) რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკომენდაციების შესრულებაზე;
Link: 05.07.2020 - კომერსანტ.ჯი
Link: 05.07.2020 - ბიპიენ.ჯი
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 05.07.2020 - ბიემ.ჯი
ღია სივრცეში არსებული გასართობი ატრაქციონებისთვის დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულოა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: - პარკის და თითოეული ატრაქციონის შესასვლელში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ; ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით ვიზიტორთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ; - ყოველი ატრაქციონის შესასვლელში პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები. - პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია: ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებასა და მათ შემდგომ განკარგვაზე (შენახვა, მოცილება, ნარჩენების კონტეინერში განთავსება); სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენებაზე; - ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; - გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები ყოველ 2 (ორი) საათში ერთხელ, რათა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების) დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; ...
Link: 05.07.2020 - ბიპიენ.ჯი
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 05.07.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით, ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების განხორციელებისთვის გასათვალისწინებლად: - ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მსმენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112- ის ცხელ ხაზს; - ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით; - მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და მსმენელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები); - არ დაუშვათ პერსონალი, მსმენელები და მესამე პირები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა); - განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო მსმენელებისთვის - ყოველი აუდიტორიის შესასვლელში; - შესაძლებლობის გათვალისწინებით გამოიყენეთ მსმენელთა ცვლებში სწავლების რეჟიმი. ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება; - უზრუნველყავით პერსონალისა და მსმენელებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები…
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 05.07.2020 - ინფო9
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირაა ახალი პაციენტი არ მიუღიათ. კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლის პირველად ჩატარებულმა რე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს კი განმეორებითი კვლევის შედეგს ელოდებიან. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ხუთი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდინიცირებულების გარდა, რომლებიც იზოლირებულად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებულნი, სხვა პაციენტებსაც მიიღებენ. ინფექციონისტ დიანა ზვიადაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიუხედავად არსებული სტაბილური ეპიდვითარებისა, გააგრძელონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა. საქართველოში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 05.07.2020 - ინფო9
სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები: ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს; თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება; უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები); სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ); ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი; უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება; ...
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 05.07.2020 - ინფო9
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და მძღოლებისთვის. ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად; ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად; სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 60 - 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით; ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით; მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება; თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი); რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით; ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები. გიდის ვალდებულებები: გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი; ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია; ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ; დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა; თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით. თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები. 12 წლამდე ასაკის მოზარდის მოთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დასაშვებია დადგენილზე მცირე მანძილზე.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 05.07.2020 - ინფო9
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
„კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 951 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 828-ს შეადგენს.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 05.07.2020 - ონ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის. რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება; აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა, სადაც უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ ორი მეტრის დაცვით უნდა მოხდეს. აუცილებელია რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენებით. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, უნდა მოხდეს ერთიან შესასვლელთან თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მეთვალყურეთა რაოდენობა, ან მოხდეს როტაციის პრინციპის გამოყენება იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. აუცილებელია, მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის უნდა გამოიყოს სარეზერვო სექტორი. „ყველა საგამოცდო ცენტრის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; არ დაუშვათ პერსონალი, მეთვალყურეები და გამოსაცდელები საგამოცდო ცენტრში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; განათავსეთ დეზინფექციისთვის საჭირო 60-70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისთვის, ხოლო გამოსაცდელებისთვის – ყოველი საგამოცდო სექტორის შესასვლელში; ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება; უზრუნველყავით პერსონალისა და გამოსაცდელებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები; სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით; გელიანი კალმები, რომლებსაც ხშირად იყენებენ გამოსაცდელები, ყოველი მოხმარების შემდეგ გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით; სექტორები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით, რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; თავდაპირველად გამოცდების დაწყებამდე, ხოლო შემდგომ ყოველი სესიის დასრულებისას ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. გამოსაცდელები წინასწარ გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ ზედმეტი ნივთები, გარდა კალმისა და აუცილებელი ნივთებისა, საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანონ. სხვა შემთხვევაში უზრუნველყავით ნივთების მოთავსება სპეციალურ პარკებში და შემდეგ მათი უსაფრთხოდ გატანა. ამ შემთხვევაში პერსონალი უნდა აღიჭურვოს ნიღბით და სახის დამცავი ფარით“,- წერია რეკომენდაციებში. რაც შეეხება საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსების წესებს, სამუშაოდ უნდა მოხდეს სექტორის მხოლოდ 50%-ის გამოყენება. სამუშაო მაგიდები წინა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამჭვირვალე დამცავი ფარებით/ბარიერებით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი არანაკლებ ერთი მეტრისა. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით. გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს და კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი. „რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა (ფორმა #100); თუ გამოსაცდელს 37 გრადუსზე ან 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37.5 გრადუსამდე შედეგის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული „პისიარ“ ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება“,- წერია დოკუმენტში. ცენტრის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ჰიგიენის წესები მის სამუშაო ადგილზე. სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენოს ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მიაწოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთაოს ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებდა მუშაობისას. ხელის ჰიგიენა ჩაიტაროს ხშირად. რაც შეეხებათ გამოსაცდელებს, მათი ვალდებულებებია: „საგამოცდო ცენტრში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (გარდა გელიანი კალმისა და აუცილებელი ნივთებისა); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ ამ ნივთების შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას; საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი: ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას; ე) 37 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად „პისიარ“ ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა). მითითების შემთხვევაში დაიმუშავეთ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია; დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან“, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 05.07.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის. რეკომენდაციების თანახმად, გამოსაცდელ პირთა მიღებისას საგამოცდო ცენტრებში დაცული უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები, რომელთა თანახმადაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება; აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის დარბაზში წინასწარ ადგილების მონიშვნა, სადაც უსაფრთხო დისტანციის, მინიმუმ ორი მეტრის დაცვით უნდა მოხდეს. აუცილებელია რეგისტრატორების აღჭურვა სახის დამცავი ფარით და ნიღბით ან რეგისტრატორის სამუშაო მაგიდაზე დამცავი გამჭვირვალე ბარიერის გამოყენებით. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, უნდა მოხდეს ერთიან შესასვლელთან თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მეთვალყურეთა რაოდენობა, ან მოხდეს როტაციის პრინციპის გამოყენება იმგვარად, რომ ერთ სესიაზე ერთ სექტორში არაუმეტეს ორმა მეთვალყურემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. აუცილებელია, მიეწოდოთ ინფორმაცია პერსონალსა და გამოსაცდელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, რესპირატორული სინდრომების/ცხელების მქონე გამოსაცდელებისთვის უნდა გამოიყოს სარეზერვო სექტორი.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
გარეშე)
Link: 05.07.2020 - ნიუპოსტს.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი მომზადებულია საკმაოდ სკულპულოზურად და საკმაოდ კარგად. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ყველა რეკომენდაციის დაცვა მოხდება, აბიტურიენტებს არავითარი საფრთხე არ ელით და ინფექციის გავრცელების რისკი მინიმალურია. „ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი მომზადებულია საკმაოდ სკულპულოზურად და საკმაოდ კარგად. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ამ მომზადების პროცესში ორი თვე მუშაობდა. იქ ყველა დეტალი გაწერილია, ამიტომ არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ, მინიმალურზე მინიმალურია ინფექციის გავრცელების რისკი. ყველა იმ რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც წერია, თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება იქ, სადაც აუცილებელია, წინასწარ „პისიარი“, ვისაც ექიმი დაუნიშნავს, კიდევ მრავალი სხვა, მათ შორის კონდიციონერის ჩართვა იმ დროებში, როცა ეს რეკომენდირებულია, დარწმუნებული იყავით, რომ არავითარი გართულება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი გათვლილია და მომზადებულია ძალიან კარგად“-განაცხადა გამყრელიძემ.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 05.07.2020 - ტაბულა.ჯი
“ საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია. დღევანდელი მონაცემებით არის 951 დადასტურებული შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ერთერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. სასურველია და აუცილებელია, ეპიდსიტუაციის ასეთი მდუნე მიმდინარეობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში. ამიტომ, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მხედველობაში მაქვს დისტანცირება, პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრების, ქორწილების, დიდი დაბადების დღეებისა და ა.შ. თუ ასე მოვიქცევით, ისევე როგორც ვიქცეოდით მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც იყო სერიოზული დამყოლობა, მაშინ დიდი იმედია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება. ” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 05.07.2020 - ინფო9
ალბათ, საჭირო აღარც არის, რომ რუსეთის ამ ბრალდებებს ვუპასუხოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა. როგორც გამყრელიძემ საქართველის პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის მისამართით მოსკოვის ბრალდებებს არავითარი საფუძველი არ აქვს და რუსეთი ამას გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის მიზანშეწონილობის თვალსაზრისით იყენებს. „მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარია პარტნიორი ლუგარში და საერთოდ, მთელი ქვეყნის მთავარი პარტნიორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები. მათი წვლილი და ღვაწლი საქართველოში ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით შექმნილი ლაბორატორიული ზედამხედველობის ქსელის ჩამოყალიბებაში, განუზომელია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობის სფეროში ჩაიდო ამერიკის მთავრობის მიერ 2003 წლიდან. ეს არის 22 ლაბორატორია ქვეყანაში. 12 გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 10 დაავადებათა კონტროლის ქვეშ და მათი რეფერალური ლაბორატორია გახლავთ ლუგარის ცენტრი, სადაც მაღალი დონის ბიოუსაფრთხოების მესამე დონის პრინციპების დაცვით მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები. ლუგარის ლაბორატორიამ უკვე უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებაში. სხვა რომ არაფერი, დღევანდელი კორონავირუსული პანდემია შეიძლება აღვნიშნოთ, სადაც პირველი კვლევები სწორედ ლუგარის ლაბორატორიაში დაიწყო. დღესაც ლუგარი მთავარია იმ ყოველდღიურ კვლევებში, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ კორონავირუსული ინფექციის ზედამხედველობის თვალსაზრისით. ლუგარის წვლილი განუზომელია ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. ლუგარს ძალიან დიდი წვლილი აქვს ქვეყანაში განსაკუთრებით საშიში ინფექციების ზედამხედველობაში და კიდევ ბევრი სხვა. მოგეხსენებათ, ეს არ არის მარტო შენობა, ეს გახლავთ ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ, სწორედ მრავალჯერ დატრენინგებული ფუნდამენტური განათლებით, დიდი მეცნიერული გამოცდილებით. სწორედ, ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს არ მოსწონს ის, რატომ ვძლიერდებით ჩვენ ამ მიმართულებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთი და იგივე მეორდება. ჩვენ არ უნდა ვიაქტიუროთ, რომ ვუპასუხოთ ყოველ ასეთ გამოხტომებზე, თუმცა დასაფიქრებელია ეს ყველაფერი, რატომ აკეთებენ ისინი ამას“,- განაცხადა გამყრელიძემ. რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნას, ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, გამყრელიძე ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია, ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო მისიების შემადგენლობის ფარგლებში ეწვიოს. „რაც შეეხება მათ აქ ჩამოსვლას – რამდენჯერმე უკვე ვუპასუხეთ. ისინი მარტო ვერ ჩამოვლენ. ერთხელ უკვე იყო მათი მოწვევა, როდესაც შარშან წინ, 2018 წელს ჩატარდა ე.წ. ერთიანი შეფასება ლუგარის ცენტრის, სადაც 17 თუ 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, 21 ადამიანი. მაშინაც ჟენევის სამდივნომ რუსეთს შესთავაზა, მიეღოთ მონაწილეობდა. რასაც დღეს წერენ, რომ ყველა სართული და კუთხე-კუნჭული გვაჩვენეო, ყველაფერი ენახათ მაშინ რა და როგორ ტარდება. ეს ყველაფერი გამჭვირვალეა, მათი რეპორტი დევს ვებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. შეუძლიათ ნახონ. ამიტომ, რუსებს იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ჩამოვლენ აქ, როგორც ჩვენი უფროსები და ზედამხედველები. კი ბატონო, საერთაშორისო მისიების შემადგენლობაში მათ შეუძლიათ ისევე მიიღონ მონაწილეობა, როგორც გერმანელებს, ფრანგებს, ინგლისელებს. რაც შეეხება რუსების ლუგარში ყოფნას, ისინი მრავალჯერ არიან იქ ნამყოფი. ნამყოფები არიან მათი მეცნიერები, ჟურნალისტები და ძალიან კარგად იციან, რას ვაკეთებთ და როგორ, რითი ვართ დაკავებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პერიოდულად გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიზნით ასეთი გამოხტომები. ამას უზარმაზარი პოლიტიკური სარჩული აქვს და შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს“,- განაცხადა გამყრელიძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ბიოლოგიურსაქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები აქვს. ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ახსენებს. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლუგარის ცენტრში განთავსებულია აშშ-საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველო. სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქმიანობა ეწინააღმდეგება აშშ-ისა და საქართველოს ვალდებულებებს, რომლებსაც ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის მეოთხე მუხლი ითვალისწინებს. რუსეთი ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების ვიზიტის ორგანიზებას ითხოვს ყველა ლაბორატორიულ კორპუსში წვდომის გარანტიების უზრუნველყოფით. „ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში სხვა ქვეყნების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვის გარეშე (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდნენ, ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლები)“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
---
05.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 05.07.2020 - კომერსანტ.ჯი
სეზონიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვისაც შეიმუშავა. რეკომენდაციების თანახმად, სანაპიროს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, პლაჟების ზონებად დაყოფა. პერიოდულად უნდა განხორციელდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით. „დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე); აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება; წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით; დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში. ასევე შემუშავდა მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისთვის. „ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით; სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები; სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას. დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია: ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი. სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი სათვალე ან სახის ფარი“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.
Link: 05.07.2020 - აიპრეს.ჯი
Link: 05.07.2020 - ეტალონი.ჯი
---
06.07.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 06.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების ნაშრომები რამდენიმედღიან კარანტინს გაივლიან. ამის შესახებ EDU.ARIS.GE -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განუცხადა. „კარანტინი ნიშნავს იმას, რომ ეს ნაშრომები არ გაიხსნება რამდენიმე დღე, არავინ არ შეეხება, ამის შემდეგ დავიწყებთ ამოლაგებას. მაინც მაქსიმალური სიფრთხილით, ხელთათმანით, ხელის დამუშავებით, იმიტომ რომ ქაღალდი არის ვირუსის ერთ-ერთი გადამტანი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აგვისტოს ბოლოს პირველადი შედეგები ჰქონდეთ აბიტურიენტებს”,- განგვიცხადა სოფო გორგოძემ. მისივე ინფორმაციით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის დაახლოებით 2000 პირია დასაქმებული, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 06.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. „მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რაც შეეხება კონდიცირების საკითხს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე არის იმის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი ვითარება მათ ცოდნის გამომჟღავნებაში ხელს არ შეუშლის. „ცნობილი მიზეზების გამო წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისამდე გაგრძელდება.
---
პრესა
ამირან გამყრელიძე: ბოლო რამდენიმე კვირაა, კოვიდინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება
06.07.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 06.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქვეყანაში კოვიდვითარება სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები. ძირითადად, ესაა იმპორტირებული შემთხვევები და მათგან, ძირითადად, დაახლოებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ესენი არიან ტრაილერების მძღოლები“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. სამივე ინფიცირებულის წყარო ცნობილია. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 06.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ. განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ფოთისა და ოზურგეთის კოლეჯებს ეწვია და პირადად გაეცნო რამდენად შესაბამისობაშია სასწავლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან. „70-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირება. ისინი სრულად აკმაყოფილებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც სპეციალურად მომზადდა პროფესიული დაწესებულებებისთვის. ჩვენ დღეს დავრწმუნდით, რომ ნამდვილად, ყველა სივრცეა მოწყობილი ამ რეგლამენტის შესაბამისად და კოლეჯები უკვე მზად არიან, რომ გაიხსნან, მიიღონ სტუდენტები და ამის პარალელურად, კოლეჯები ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვისაც“ - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა. ოზურგეთის პროფესიული კოლეჯი ერთ-ერთია იმ სასწავლებლებს შორის, სადაც ხვალ სწავლა განახლდება. კოლეჯის დირექტორის განცხადებით, დაწესებულება მზადაა სტუდენტების მისაღებად. „კოლეჯმა წარმატებით გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია, აღიჭურვა ყველა იმ ინვენტარით, რაც საჭირო იყო და მოცემული იყო რეკომენდაციებით. კოლეჯი მზადაა, აღადგინოს სასწავლო პროცესი, რადგანაც მიღებული აქვს დადებითი შეფასება, ასევე, მზად ვართ, აღჭურვილნი დავხვდეთ შემოდგომის მიღების სტუდენტებსაც“ - აცხადებს ოზურგეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორი, ნანა ჯოლია.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 06.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
მედიკამენტების რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივების გამო ბიზნესსა და მთავრობას შორის მწვავე დაპირისპირებაა. ბიზნესი ბიუროკრატიულ პრობლემებს და გაძვირების საფრთხეს ხედავს, ხოლო მთავრობა კონტროლის დეფიციტს ჩივის. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა წამლებზე ფასების გაზრდას გამოიწვევს. დოკუმენტი მიხედვით ეს ვადა 7-დან 30 დღემდე იზრდება, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ვადის 15 დღემდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ბიზნეს სექტორს ჰქონდა. ამიტომ კომიტეტის შეთავაზებაა, რომ აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადად 15 დღე განისაზღვროს. - ვადებთან დაკავშირებით იყო გარკვეული მსჯელობა და კომიტეტის შემოთავაზებაა, რომ განახევრდეს ის ვადები, რომელიც კანონპროექტით იყო გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში 7 დღის ნაცვლად, ჩვენ ვისაუბრებთ 15 დღეზე, 5 დღის ნაცვლად 10 სამუშაო დღეზე, ხოლო როცა გარკვეული ტიპის რეგისტრაციის ცვლილებებზეა საუბარი, 45 დღის ნაცვლად, 40 დღე. ეს არის პირველი მოსმენის შედეგები, რაზეც შევთანხმდით. მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლისთვის ეს ვადები არის მათ მიერ განსაზღვრულის ნახევარი, მაინც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათთვის ოპერირების შესაძლებლობას და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მეტად საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა გაბუნიამ. პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე „წამლის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რაც მედიკამენტების რეგისტრაციის ვადებს ზრდის, მწვავედ ეხმაურება. „ბიზნესი ამბობს, რომ 7-დღიანი ვადა აწყობს წამლების რეგისტრაციისთვის. თქვენ კიდევ იძახით, რომ უნდა იზრუნოთ ბიზნესზე და ვადა უნდა გავზარდოთო. არგუმენტი მითხარით, 5 დღე იქნება, 7 თუ 10, ძალიან გთხოვთ ან არგუმენტები მოიყვანეთ რატომ ზრდით ვადებს და დაასაბუთეთ, ან პირდაპირ გეტყვით - ეს არის მინისტრის ხუშტური. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ბოლოს მართლაც გამოვიდა ინიციატივით, რომ მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა, 7 დღის ნაცვლად, მხოლოდ 15 სამუშაო დღემდე გაიზარდოს. ამ ინიციატივაზე წამლის სააგენტოს იურისტმა დეპუტატს უპასუხა, რომ თუ ვადად 15 დღე განისაზღვრება, მარეგულირებელი თანახმა იქნება. ხუნდაძე ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ უწყებრივ რეესტრში მარკირების რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 20-დღიანი ვადა 10 დღემდე შემცირდეს, ხოლო სააგენტოს „ა“ ტიპის სარეგისტრაციო ვადად, 30-ის ნაცვლად, დრო შემცირდეს 15 დღემდე. სააგენტოს იურისტი ხუნდაძის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებსაც დაეთანხმა.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 06.07.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
„დასვენების ხარისხზე, ეს ყველაფერი ნამდვილად არ იმოქმედებს" , - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა, სანაპირო ზოლის „კოვიდ-19"-ის პრევენციის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. გოგინავას თქმით, უსაფრთხო დასვენებისთვის აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია და ჰიგიენური ნორმები. „მთავარი რეკომენდაცია, როგორც საკურორტო ზონაში, ასევე სხვაგანაც, კვლავ რჩება ფიზიკური დისტანცირება. კვლევების შემდეგ რა ინფორმაციაც გვაქვს ზღვა, როგორც წყალი, გადამდები არ არის. ზღვაში იმ კონცენტრაციით არ არის ვირუსი, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანებს შორის იყოს დისტანცია, მინიმუმ 2-3 მეტრი, რათა ინფექიის გავრცელების რისკები შემცირდეს მინიმუმამდე. „მთავარი რეკომენდაცია რჩება დისტანცირება და ჰიგინეური ნორმების დაცვა. როგორც თბილისში ვიქევით, რომ ხშირად ვიბანთ ხელებს, ვიმუშავებთ სპეციალური ხსნარებით. ასევე და უფრო გაძლიერებულადაც ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ საკურორტო ზოლში. საზოგადოებამ და მოსახლეობამ ამ დაავადების გავრცელების რისკები თავადვე უნდა შეამციროს" - ამბობს ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა. მისი განცხადებით, დაინფიცირების თეორიული რისკები არსებობს, თუმცა, მოსახლეობას შეუძლია თავისუფლად დასვენება. ეს შეზღუდვები მათი დასვენების ხარისხზე არ იმოქმედებს. „100%-იანი უსაფრთხოება ვირუსის პირობებში არ არსებობს. შეიძლება თორიულად ვინმე დაინფიცირდეს. მაგრამ, თუ ჩვენ ამ ღონისძიებებს დავიცავთ და იქაური სტრუქტურებიც ამ ღონისძიებებს სწორად გაატარებენ, რა თქმა უნდა, დაავადების გავრცელების რისკებს მინიმუმამდე დავიყვანთ. „დასვენების ხარისხზე, ეს ყველაფერი ნამდვილად არ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ადამიანებს ჩვეულებრივად შეეძლებათ, რომ დაისვენონ და ისარგებლონ მეტ-ნაკლებად ყველანაირი სერვისით. მაგრამ, უნდა იყვნენ ფრთხილად და დაიცვან ეს ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია და ჰიგიენური ნორმები. „ასევე, სასტუმროები და დაწესებულებებიც უნდა იყვნენ ფრთხილად და დაიცვან წესები, რადგან დამსვენებლებს ხშირად უწევთ იქ ყოფნა. სიფრთხილე ორმხრივი უნდა იყოს. თუ რომელიმე მხარე დაარღვევს რეკომენდაციებს რისკები, ბუნებრივია, იზრდება", - განაცხადა გოგინავამ. გოგინავას თქმით, უშუალოდ პლაჟზე პროდუქტების შეძენა რისკის შემცველია, რადგან რთულია იმის გაკოტროლება, თუ რამდენადაა დაცული ჰიგიენის ნორმები. „უშუალოდ სანაპიროზე ვაჭრობა და გარკვეული სახის პროდუქტების შეძენა, რა თქმა, უნდა, რისკის შემცველია. ესეც დაცული უნდა იყოს, გამყიდველებმა ხელთათმანი უნდა გამოიყენენონ, რომელსაც ხშირად გამოიცვლიან, ასევე, ხშირად უნდა დაიმუშაონ ხელები სპეციალური ხსნარით. იმისთვის, რომ ეს რისკები შეამცირდეს. „ერთი და იმავე ხელის ხშირი შეხება სხვადასხვა პროდუქტზე რისკებს შეიცავს. თუმცა, თუ დაიცავენ ისინიც წესებს, შესაძლოა, რომ ეს ყველაფერიც უსაფთხოდ გამოვიდეს", - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ. გოგინავას განცხადებით, უშუალოდ ამ შეზღუდვებმა დამსვენებელთა რაოდენობა არ უნდა შეამციროს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, პლაჟის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია „კოვიდ-19" გავრცელების პრევენციული ზომების შესახებ; განსაზღვრული უნდა იყოს ფეხითმოსიარულეთა ბილიკები; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, პლაჟის რამდენიმე ზონად დაყოფა; ასევე სანაპირო ზოლი პერიოდულად უნდა დასუფთავდეს ნარჩენებისგან, რომელიც ერთჯერადი პარკებით მოხვდება დახურულ ნაგავსაყრელზე. რაც შეეხება საპლაჟო ინფრასტრუქტურას. პლაჟებში მომუშავე პირებმა უნდა გაიარონ ყოვეკდღიური თერმოსკრინიკგი, ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა. ასევე მათ უნდა დაურიგდეს ხელის სადეზინფექციო საშუალებები. მაქსიმალურად უნდა შეეცადონ უნაღდო ანგარიშსწორებას, თუ ვერ ხერხდება იმ შემთხვევაში ხელთათმანი უნდა გამოიყენონ. დაცული ინდა იყოს ფიზიკური დისტანცია. აკრძალულია შეზლონგებზე დასაფენი რბილი ქსოვილის ნივთების გამოყენება. სკუტერს, ველოსიპედს, ნავს, შეზლონგს და ქოლგას გამოყენების შემდეგ სათანადო წესით უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. დახურულ სივრცის შესასვლელში აუცილებლად განთავსებული უნდა იყოს დეზობარიერი. რაც შეეხება საშხაპეებს და საპირფარეშოებს, მათი დეზინფექცია უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათის ინტერვალით. მათი დეზინფექციითვის გამოყენებული იქნება „დაავადებათა კონტროლისა და საზაოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ რეკომენდირებული საშუალებები.
---
06.07.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 06.07.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მიმართავს და აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო ცენტრთან არ შეიკრიბონ. "მიღებულია ჩვენთან, საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები. არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება, ამიტომ ჯგუფურად ამ დროს ნუ შევიკრიბებით. მოვუწოდებ და მივმართავ გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებს, არ არის აუცილებელი დიდი თავშეყრა გარე პერიმეტრზე", - ამბობს გამყრელიძე.
---