From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Subject : 6 და 7 ივლისის მედიამონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 07.07.2020 09:09
Attachments :

6 და 7 ივლისის მედიამონიტორინგი


ტელევიზია

ძალადობა

06.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 17:00

Link:    06.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

დედამ 9 წლის გოოგნა სცემა და ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზიანი მიაყენა. შემტხვევა ხელვაჩაურში მოხდა. ამ დროისთვის არასრულწლოვანთან სოც მუშაკები მუშაობენ, მოძალადე მშობელი კი დაკავებული არ არის. შსს ფაქტს არასრულწოვნის წინააღმდეგ ჩადენილი ოჯახში ძალადობის მუხლით იძიებს. დედა ამ წუთებში გადაყვანილია პოლციიაში გამოკითხვაზე. ბავშვ განტავსდა უსაფრთხო, მშვიდ გარემოში. სოციალური მუშაკები აგრძელებენ ოჯახთან მუშაობას.

---

კოვიდ 19 და უსაფრთხოება

06.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - დღის ქრონიკა

Link:    06.07.2020 - იმედი - დღის ქრონიკა

სამი მუშკეტერი, ასე მოიხსენიებს ბიბისის დღევანდელი სტატია პანდემიასთან მებრძოლ ქართულ ტრიოს, რომელთა რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც საქართველოს მთავრობა სწრაფად გაუმკლავდა კორონა ვირუსის გამოწვევას. ინფიცირების 1000-ზე ნაკლები შემთხვევა და 15 გარდაცვლილი. შედეგი შთამბეჭდავია იმ ფონზე, როცა იგივე ზომის მეზობელ სომხეთში 26 000-ს გადააჭარბა სიკვდილიანობამ, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 500-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა რომ საქართველო მთელს რეგიონში გამოიყურება როგორც ოაზისი, ეს ვერ მოგვცემს მოდუნების საშუალებას. პანდემიასთან ბრძოლის შედეგი აღიარებულია, თუმცა მთელი ამ პროცესის მანძილზე შიდა ოპოზიციას არ დაუკლია მცდელობა მოეხდინათ როგორც სახელისუფლებო ძალიხსმევის დისკრედიტაცია, არამედ პირდაპირ შეეშალათ ხელი საზოგადოების კონსოლიდაციისთვის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოთქვა მზაობა საზღვრების გახსნისთვის და უცხელ ვიზიტორთა მისაღებად. საქართველომ გამოცდა ჩააბარა სრულად, ქვეყანა ევროკავშირმა ულაპარაკოდ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, მაგრამ აღმოჩნდა რომ თავად ევროპა არ არის მზად კორონა ვირუსისგან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ოპოზიციამ ახალი კამპანია გააჩაღა ეკონომიკური მოტივით, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, წარმოიშვა ახალი სპეკულაცია დაკარგულ ტურისტზე, ვერმიღებულ შემოსავალსა და გადაადგილების შეზღუდვაზე. რა კოლერაციაა კორონა ვირუსსა და ეკონომიკას შორის, ნიშნავს თუ არა რეგულაციების შემსუბუქება პანდემიის საფრთხის გაზრდას და ამ შემთხვევაში რა ეკონომიკურ სარგებელს ვიღებთ, ვისაუბრებთ ეკონომიკის მინისტრთან, ვანო მაჭავარიანთან. ვანო მაჭავარიანი "ჩვენი წლევანდელი მოლოდინი იყო 10 მილიონ ტურისტზე მეტი, ეს არის დაახლოებით 0.5% რასაც შეიძლება ველოდოთ წლის დასასრულს. ეკონომიკისთვის ძალიან მცირედია. ჩვენ დღეს ფაქტობრივად კოვიდისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. თუ ამ 50 000 კაციდან 1% მაინც იქნება მატარებელი და გაავრცელებს, ჩვენ გვექნება შიდა გავრცელება, რაც ქართული შიდა ტურიზმის განწყობებსაც ისევე დააქვეითებს, როგორც მსოფლიოშია დაქვეითებული. გადამწყვეტი ხდება რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ფრთხილად მოვეკიდოთ არსებულ სტატუსკვოს, ამაზე კარგს ეკონომიკას ვერაფერს გავუკეთებთ. მინდა ქართველ მეწარმეებს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰქონია რომ რესტორნის, სასტუმროს გახსნის შემთხვევაში მათ მოემატებაშ შემოსავლები ცდებიან, იმიტომ რომ გახსნის შემთხვევაში იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების, ეს საკმარისი იქნება კოვიდის გასავრცელებლად, მაგრამ არა ეკონომიკისთვის. " ვანო მაჭავარიანი "ეს არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, ეს არ არის კითხვა გვინდა თუ არა ევროკავშირში, გვინდა თუ არა ნატოში, ეს არის კლასიკური ტექნოკრატული შეკითხვა, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობების გათვალიწინებით. როგორ ევროკავშირმა გაგვიხსნა და თქვენ არ ხსნის, ეს არის სისულელე და მგონია ასეთი სულელებიც არიან, სპეკულირებენ. " ვანო მაჭავარიანი "რამდენიმე თვემ უკეთესი შედეგი მოგვცა, მეტი იციან დღეს კოვიდის შესახებ, მეტი იციან მკურნალობის შესახებ, მიუხედავად იმისა რომ გავრცელება დიდია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში ქვემოთ მიდის. შესაბამისად ყოველი რამდენიმე თვის მოგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველასთვის."

---

რა პირობით იხსნება და რა დათმობაზე წავიდა მთავრობა სპორტდარბაზებთან?

06.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

Link:    06.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტდარბაზები გაიხსნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ უწყებათაორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა, საბოლოო რეკომენდაციები დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.

---

„ბიბისი“ საქართველოზე

06.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    06.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00

„ბიბისი“ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.

---

ძალადობა შვილზე - სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება

06.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    06.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე 40 წლამდე ასაკის ქალმა არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, 9 წლის გოგონას სხეულზე მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა და იგი ამ დროისათვის ერთ ერთ ოჯახში უსაფრთხო ადგილს არის გადაყვანილი. "მთავარის" ინფორმაციით, ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, ხოლო ბავშვის მამა თურქეთი. ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს. ამჟამად სოცმუშაკები სწავლობენ თუ რამდენად საჭიროა მათი სხვა გარემოში გადაყვანა. შვილზე ძალადობაში დადანაშაულებული ქალი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები. ოჯახში კი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

---

ბიბისის სტატია

06.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    06.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

"როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში" - ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. პუბლიკაციაში კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებებია აღწერილი. სტატიაში სამ მუშკეტერად სიმბოლურად ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე არიან მოხსენიებული. სტატიაში ხაზგასმულია მარინა ეზუგბაიას როლიც. პუბლიკაციაში საუბარია გასული თვეების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების, პრევენციისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიისა და ლუგარის ლაბორატორიის წინაღმდეგ რუსული დეზინფორმაციის შესახებ. გარდა ამისა, ნახსენებია საერთაშორისო ფრენების გადადების საკითხი, რაც ჟურნალისტის განმარტებით, ტურიზმის სექტორზე არასახარბიელოდ აისახება. სტატიის თანახმად, ეპიდემიასთან გამკლავებაში მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის პასუხისმგებლობაც.

---

შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი

06.07.2020

მედია საშუალებები:    კავკასია - დღეს 19:00

Link:    06.07.2020 - კავკასია - დღეს 19:00

ხელისუფლება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხნის ახალ ეტაპს იწყებს. იხნება საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებინ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაემული რეკომენდაციები დააკმაყოფილონ. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უახლოეს მომავალში ყველა ასეთ ობიექტს შრომის ინსპქტია შეამოწმებს. კონკრეტული გააწყვეტილება დღეს სპეცრეისებთან დაკავშირებითაც მიიღეს. მათი თქმით, ივლისის შუა რიცხვებში ვიზიარი და მაივეი ეარლაინსი საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებენ.

---

საცურაო აუზები და სპორტდარბაზების შემოწმება ხვალიდან დაიწყება

06.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - ბიზნესპარტნიორი

Link:    06.07.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

საცურაო აუზები და სპორტდარბაზების შემოწმება ხვალიდან დაიწყება. შემუშავებულ რეკომენდაციებს შორის შრომის ინსპექციის დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს. შემოწმების პროცესის გავლის შემთხვევაში საცურაო აუზები და სპორტდარბაზენი ფუნქციონირების განახლებას დაუყოვნებლივ შეძლებენ.

---

საქართველო - მწვანე ზონა

06.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    06.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

საქართველოს კოვიდ19-ის მეორე ტალღის მოლოდინშია. ამის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა ჯერ ისევ მწვანე ზონად რჩება, მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ეპიდვითარების მართისათვის გადადმული ნაბიჯებია. თუმცა თუ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ, შეიძლება მდგომარეობა გართულდეს. დღეს საკორდინაციო საბჭომ კიდევ არა ერთი შეზღუდვა გააუქმა. იხსნება საცურაო აუხები და ფიტნესს დარბაზები, ასევე მოქალაქეები უახლოეს პერიოდში შიდა ფრენებითაც ისარგებლებენ ზონად.

---

"სამი მუშკეტერი" - გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე

06.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    06.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, ამ სამ პროფესიონალზე სტატიას BBC აქვეყნებს და მათ სამ მუშკეტერს უწოდებს. სტატია სახელწოდებით როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ მკითხველს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ უყვება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვირუსთან გამკლავება მყისიერი რეაგირების და ეპიდემიოლოგთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად მიიღო. ავტორი ლუგარი სლაბორატორიის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე იყო. საქართველო ევროკავშირის იმ 15 არაწევრ ქვეყანას შორის არის, რომელისცე ვროკაშირმა საზღვრების გასახსნელად საკმარისად უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს.

---

დღეიდან სპორტ დარბაზებისა და აუზებისათვის ახალი წესები ამოქმედდება

06.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    06.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ექვს კვ. მეტრზე ერთი კაცი. გასახდელებში დისტანცირება, კარადების გადანომრვა, პირსახოცები შეფუთვაში, წის ხარისხის მუდმივი ლაბორატორიული კვლევა, დღეიდან სპორტ დარბაზებისა და აუზებისათვის ახალი წესები ამოქმედდება. სურვილის შემთხვევაში ხვალიდან ყველა ის ობიექტი ამოქმედდება, ვინც სპეც შემოწმებაზე გააკეთებს განაცხადს. მფლობელები ამბობენ, რომ რეკომენდაციები, რომლის დაცვასაც ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს ადვილი შესასრულებელია.

---

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივება იგეგმება

06.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    06.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივება იგეგმება - მმართველი პარტია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების 2021 წლის პირველ იანვრამდე შენარჩუნებას ითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტში მხოლოდ მოქმედების ვადის ცვლილება იგეგმება, მოსმენა მიმდინარე კვირაში ჩაინიშნება და შესწორებები ერთი მოსმენით დამტკიცდება. „ქართული ოცნების“ პოლიტ. საბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ არჩევნების ეფექტიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად რეგულაციების შენარჩუნებაა საჭირო. „როცა საუბარია, რომ თუ იქნა მეორე ტალღა - აქ დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. იყო სპეკულაციები, მაგრამ არავინ არ აპირებს ამას. არ უნდა დაგვჭირდეს პატარა პრობლემის გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უნდა გვქონდეს საშუალება, რომ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს მენეჯმენტს უფლება, მართოს ეფექტიანად. მიმაჩნია, რომ ამ საკითხში უკან არ უნდა დავიხიოთ და არჩევნების კონტექსტში უპრიანი იქნება ვადის გადაწევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2020 წლის მაისში, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მიიღეს და მისი მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა. კანონპროექტში, რომლის ავტორიც „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატია, წერია, რომ მოქალაქეებს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუზღუდავს. კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა: არასამთავრობო ორგანიზაცია ორი მუხლის - გადაადგილებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს. "როგორც ეხლაა, საზღვრები ჩაკეტილია გაუგებარი ვადით, ფრენები არ არის, ადამიანებს შემოსავალი არ აქვთ, ეს შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდი ხანი და ამის დასაბუთებაც კი არ იყოს წესიერი, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს პარლამენტის ზედამხედველობით, სხვა შემთხვევაში არ არსი სწორი და არ ექნება კარგი შედეგი", - გიორგი წერეთელი. პანდემიის გამოყენება სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში როგორც ბერკეტის, ამ თემაზე საუბარის დასავლეთში, ევროკავშირში და სწორედ დასავლეთი სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს აფრთხილებს რომ დაუშვებელია კოვიდ 19-ის სიტუაციის გამოყენება. დღეს აქცია გაიმართა ტურიმზმის ბიზნეს სუბიექტების მხრიდან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტარციასთან.

===

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ დასასვენებლად ზღვაზე მიდიხართ - ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

06.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    06.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

სანაპირო ზოლზე სოციალური დისტანციის დაცვა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ზღვაზე დამსვენებლების ჭარბი რაოდენობა, ჯერჯერობით, არ არის, თუმცა უსაფრთხო დისტანციის დაცვა მოთხოვნასთან ერთად, უკვე პრობლემაც გახდა. მოქალაქეები პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის გათვალისწინების საჭიროებაზე საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათ თავადაც ხშირადაც არღვევენ. სოციალური დისტანციის დაცვა ერთ-ერთია იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ზღვის სანაპირო ზოლისთვის შეიმუშავა. დოკუმენტი როგორც დამსვენებლებს, ისე ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს და სავაჭრო ობიექტებს ეხება. ახალი რეკომენდაციით, აიკრძალა შეზლონგისთვის განკუთვნილი რბილი გადასაფარებლების გამოყენება, საჭირო გახდა წყლის ტრანსპორტის, შეზლონგის, ქოლგის ან სხვა ატრიბუტების გამოყენების შემდგომ სპეციალური ხსნარით გაწმენდა, ასევე, სანაპირო ზოლზე სავალდებულო გახდა ფეხით მოსიარულეთა ბილიკების განსაზღვრა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მალე დამსვენებლებისთვის COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ სპეციალური ბანერები განთავსდება, დამონტაჟდება ხმოვანი შეტყობინებებიც. რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, ბულვარის მონიტორინგის ჯგუფი განახორციელებს. პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვეა უკვე სპეციალური რეკომენდაციებით მუშაობენ სავაჭრო ობიექტებიც. კაფე-ბარების მფლობელები ამ კუთხით ბიზნესისთვის მიყენებულ ზარალზე და პრობლემებზე საუბრობენ. დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის, ასევე, აუცილებელია, სანაპირო ზოლის ნარჩენებისგან პერიოდულად დასუფთავება, დასუფთავებაში მონაწილე პირი კი, სავალდებულოა, ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით იყოს აღჭურვილი.

---

შეზღუდვების მოხსნა გრძელდება - საკორდინაციო საბჭოს სხდომა

06.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    06.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გაუქმების პროცესი ისევ გრძელდება. დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. იხსნება საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, იქამდე კი მათ შრომის ინსპექცია შეამოწმებს. გარდა ამისა,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ავიარეისების განრიგი შეთანხმდა, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად შესრულდება. რეისეს ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი ავიახაზები შეასრულებენ, ნაცვლად აირზენასი. ირაკლი ჩიქოვანი: ,,დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც. აცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებვენ შრომის ინსპექციის რეგულაციებს. აღდგება შიდა ფრენები. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. " ბექა ფერაძე: ,,ყოველ 6 კვ.მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება. ვენტილაციას მიენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება ამ კუთხით დადგენილი. დალაგების შემდგომ, ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება, საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან. ასევე, კარადები უნდა იყოს გამოტოვებული ერთის დაშორებით თითოეული ადამიანისთვის, პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით და წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, არაუმეტეს 10 ადამიანით მოხდება პროცედურის წარმართვა. რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა კოლიბაქტერიებზე იქნება მოთხოვნა და გადახდის შემთხვევაში, უკვე მიკრობიოლოგიური კვლევა სრულფასოვანად განხორციელდება, თუ რაიმე დაფიქსირდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალების გამოყენება და დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შემდგომ."

---

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები გაიხსნება

06.07.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    06.07.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას.

---

ეროვნული გამოცდები

07.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    07.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00

აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა რუსთავში, სადაც საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა. მისი თქმით, პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. „დღეს გახლავთ ეროვნული გამოცდების მეორე დღე, ვიმყოფებით ქალაქ რუსთავის 22-ე სკოლაში. მოწესრიგებულად მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენი თხოვნა იქნება მათი გულშემატკივრების მიმართ, გარე პერიმეტრზე დაიცვან დისტანცია და ხელი შეუწყონ საგამოცდო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო.

---

სპორტდარბაზებისა და აუზების ინსპექტირება იწყება, ობიექტები, რომლებიც შემოწმებას გაივლიან, დაუყოვნებლივ განაახლებენ ფუნქციონირებას

07.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    07.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ღია და დახურული საცურაო აუზები, ასევე სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ, მუშაობის განახლებას შეძლებენ. ინსპექტირება დღეიდან იწყება. შემოწმების გასავლელად გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი აუზები და სპორტდარბაზები დაუყონებლივ შეძლებენ ფუნქციონერების აღდგენას. საბოლოო რეკომენდაციებზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი გუშინ, გვიან ღამემდე მსჯელობდა. სპორტული დარბაზების შემთხვევაში ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, პირსახოცები კი ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს. ამას გარდა, მთავრობა ჯგუფურ ვარჯიშებზე ლიმიტს აწესებს – ჯგუფში არაუმეტეს 10 ადამიანი უნდა იყოს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შემოღებული რეგულაციები პრევენციული მიზნის არის და თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ვირუსისგან.

---

აუზები და ფიტნესდარბაზები იხსნება

07.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    07.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, წესები, რომლებიც ბიზნესმა უნდა დაიცვას, დეტალურად იქნება მათთვის გაცნობილი და შესაბამისი გაიდლაინებიც გამოქვეყნდება. 2. აუზები და ფიტნესდარბაზები მუშაობას განახლებას შემოწმებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენაციების შემდეგ შეძლებენ. სატესტორნო და სასტუმრო ბიზნესის შემოწმება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ბექა ფერაძის თქმით, შემოწმებული 79 კვების ობიექტიდან მოთხოვნები 52-მა დააკმაყოფილა.

---

საქართველოში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი

07.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 10:00

Link:    07.07.2020 - I არხი - მოამბე 10:00

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა.

---

ინტერნეტი

 

იმ დროს, როდესაც ბიზნესს გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, შრომის კოდექსის ცვლილებები საზიანოა - BAG

06.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.07.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრთა მიერ შექმნილი კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში შრომის ინსპექციის როლის გაზრდა არის დაგეგმილი. ამავე დოკუმენტით თავდაპირველად მინიმალური ხელფასის დაწესებაც იყო განსაზღვრული, თუმცა ბიზნესთან მოლაპარაკებების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივიდან ეს ჩანაწერი ამოღებულია, თუმცა BAG-ის ინფორმაციით, კანონპროექტში კვლავ ბევრი პრობლემური საკითხი რჩება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, პუბლიკაციებში, საჯარო განცხადებებში, საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში სრულიად ღიად და საჯაროდ განმარტა თუ რატომ თვლის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების არსებულ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის ანუ დამსაქმებლების და თვით დასაქმებულთათვის ზიანის მომტანად. “მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ არგუმენტირებულად, პროფესიულად ჩამოაყალიბა და დაასაბუთა ბიზნესის პოზიცია და არაერთხელ მოითხოვა ცვლილებების განხორციელებამდე რეგულირების ზეგავლენის შეფასების მექანიზმის გამოყენება. სამწუხაროა, რომ დღემდე დრო და დრო გვესმის კონსპირაციული თეორიები და ვხედავთ საკითხის მიმართ იდეოლოგიზირებულ მიდგომას, სადაც ბიზნესი აპრიორი „დამნაშავედაა“ გამოცხადებული, რომელთან ანგარიშსწორების იარაღადაც მოიაზრება შრომის ინსპექცია მოქმედების შეუზღუდავი მანდატით სასამართლოს კონტროლის გარეშე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ეფუძნება ევროპულ პრაქტიკას, სადაც, ქვეყნების უმრავლესობაში, შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალი შეზღუდულია და შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლთან ერთად, შრომის ინსპექცია ძირითადად აკონტროლებს ისეთი ფუნდამენტური შრომითი უფლებების დაცულობას, როგორებიცაა მაგალითად არალეგალური დასაქმება, არასრულწლოვანთა შრომა, სამუშაო დროის ლიმიტები, ორსულთა შრომა, სამუშაო პირობები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და სხვა.

---

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

06.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    06.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის. „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგრანტო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge . პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/75c56,“-ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Link:    06.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

Link:    06.07.2020 - ბიემ.ჯი

Link:    06.07.2020 - პია.ჯი

---

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა კვების 27 ობიექტი დააჯარიმა

06.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.07.2020 - ბიემ.ჯი

კვების 27 ობიექტზე მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები გაიცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. „დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია კვების 79 ობიექტი, მოთხოვნები დააკმაყოფილა 52-მა, ვერ დააკმაყოფილა 27-მა და სანქცირების მექანიზმი იქნა გამოყენებული. განთავსების ობიექტებს რაც შეეხება, ჯამში, 1818 ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დადებითი დასკვნა გაცემულია 736 ობიექტზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

---

ბექა ფერაძე: საცურაო აუზებზე წყლის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდება

06.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.07.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზებისთვის რეკომენდაციები გამოქვეყნდება. როგორც ფერაძე ამბობსს, რეკომენდაციების საბოლოო ვერსია ზუსტდება. „რაც შეეხება აუზებს, ამ შეთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების წარდგენა იქნება მთავარი მოთხოვნა და თუკი რაიმე გადახრა დაფიქსირდება, უნდა განხორციელდეს მიკრობიოლოგიური კვლევა. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი მასალების გამოყენება და უნდა მოხდეს მისი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდგომ“, - განმარტა ფერაძემ.

---

ბექა ფერაძის განცხადებით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და დღის ბოლომდე გამოქვეყნდება

06.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    06.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და დღის ბოლომდე გამოქვეყნდება. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეკომენდაციების ნაწილი უკვე შემუშავებულია. „ეს რეკომენდაციები არ იქნება უცხო, მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ეს იქნება მორგებული რეალობას. ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება; ვენტილაციას მიენიჭება დიდი მნიშვნელობა; უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი; დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება; საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან; კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, თითოეული ადამიანისგან; პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით; წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, არაუმეტეს ათი ადამიანის ოდენობით მოხდება პროცედურის წარმართვა. რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება კოლიბაქტერიებზე და გადახრისას სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება და შეზლონგების დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შემდეგ,"- განაცხადა ბექა ფერაძემ.

---

საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული

06.07.2020

მედია საშუალებები:    ესქეინიუს.ჯი

Link:    06.07.2020 - ესქეინიუს.ჯი

სამცხე-ჯავახეთი დაავადება ყირიმ-კონგოს გავრცელების მხრივ ერთ-ერთი მძლავრი კერაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სულ 27 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 17 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. 2020 წლის, იანვარი-ივნისის განმავლობაში მთელს საქართველოში ყირიმ-კონგოს სულ 11 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმრავლესობა, 6 შემთხვევა სამცხე-ჯავახეთშია. წელს დაავადებამ ოთხი მუნიციპალიტეტი მოიცვა. მათგან: ახალციხე (სოფელი ივლიტა) - 3 შემთხვევა; ადიგენი (სოფელი არალი) – 1 შემთხვევა; ასპინძა (დაბა ასპინძა) – 1 შემთხვევა; ახალქალაქი (სოფელი გოგაშენი) – 1 შემთხვევა. 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით სულ 8 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 4 სამცხე-ჯავახეთში: ახალციხე (სოფელი მუგარეთი, ვალე) – 2 შემთხვევა; ასპინძა (დაბა ასპინძა) – 1 შემთხვევა; ადიგენი (სოფელი ვარხანი) – 1 შემთხვევა. 2018 წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს სულ 12 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 7 სამცხე-ჯავახეთში: ახალციხე (სოფლები ჭვინთა, სვირი) – 2 შემთხვევა; ასპინძა (სოფლები იდუმალა, რუსთავი(2) დაბა ასპინძა) - სულ 4 შემთხვევა; ადიგენი (სოფელი აბასთუმანი) – 1 შემთხვევა. „სამცხე-ჯავახეთში კერა გვაქვს საკმაოდ მძლავრი და ვცდილობთ, რომ ვმართოთ სიტუაცია, უყურადღბოდ არ ვტოვებთ“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა დამუშავებას მხოლოდ იმ დასახლებებში ახდებს, სადაც დაავადება დაფიქსირდება. ფერმერი ვალდებულია თავად იზრუნოს როგორც პირუტყვის, ასევე ცხოველთა სადგომის დეზინფექციაზე ტკიპების წინააღმდეგ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე (ტკიპა ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება) ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

---

„არ შეიძლება ბავშვს ყოველდღე სოსისი მისცე“ – ბავშვების უფლებები კარანტინში

06.07.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    06.07.2020 - ბათუმელები.ჯი

დღეს, 6 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა საკარანტინო სივრცეებში არასრულწლოვნების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩიქოვანის განცხადებით, ბავშვების კარანტინში განთავსება „ყოველი შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ხდება“. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი, სხვა კონკრეტული გარემოებები და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეს შემთხვევა არის მაქსიმალურად შესწავლილი“, – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი. მისივე განმარტებით, სახელმწიფომ გადაწყვიტა ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ სივრცეში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური. „აქვე გეტყვით, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ დაავალა ოპერატიულ შტაბს, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დამატებით შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ასევე გახდება საჯარო“. ის, რომ საკარანტინო ზონაში ბავშვების უფლებები ირღვევა და სახელმწიფოს არ აქვს მათთვის აუცილებელი საჭიროებები გათვალისწინებული, ამის შესახებ „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი საუბრობს. ის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად კარანტინში გადაიყვანეს. არგანაშვილის თქმით, საკარანტინო სივრცეში ბავშვის უფლებები დარღვეულია, რის გამოც მან სასამართლოს უკვე მიმართა. „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვი სადაც არის განთავსებული, უნდა იყოს დაცული ბავშვის რაიმე სტანდარტი. ეს სტანდარტი უნდა შეეხებოდეს მინიმუმ იმას, რომ სივრცე უნდა იყოს საკმარისი, კვება უნდა იყოს ბავშვისთვის ადეკვატური. ბავშვს ასევე სჭირდება განვითარების პირობები. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გამორჩა ჩვენს მთავრობას, როცა იღებდა დადგენილებას, რადგან კარანტინში ბავშვის შესაფერისი არანაირი პირობა არ არის“, – ამბობს ანა არგანაშვილი. მისი თქმით, მთავრობის დადგენილებაში არსებობს მუხლი, სადაც წერია, რომ არასრულწლოვნის შემთხვევაში, უნდა განიხილონ მისი თვითიზოლაციაში ანუ სახლში გადაყვანის საკითხი. „პრობლემაა ის, რომ ეს მუხლი არ მუშაობს.

---

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი მოლოდინია, რომ მეორე ტალღას ავიცილებთ, ან გადავავადებთ

06.07.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    06.07.2020 - ინფო9

მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ. გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას განუცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპასუხო ღონისძიებები გაატარეს, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა, შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღის გავრცელებას. „მეორე ტალღის რისკები რა თქმა უნდა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი მიმოსვლა არ არის ქვეყნებს შორის და საზღვრები რკინის ფარდით არ არის ჩაკეტილი, მაინც არის ოფიციალური ვიზიტები, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა სახის მიმოსვლა. რისკები არსებობს და ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამისათვის არაფერი ახალის გამოგონება საჭირო არ არის, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პრემიერი გიორგი გახარია წინსწრებით დგამს ყველა ნაბიჯს და საპასუხო ღონისძიებებს, მათ წინსწრებით გაატარეს საპასუხო ღონისძიებები, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას. ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების შესრულების კუთხით ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა და ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ,,ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება. ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა, რომ თავი შევიკავოთ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან. ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ჩემი მოლიდინია, რომ სულ ცოტა ფართე მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ ღირსეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნა მოხდება გონივრულად და დოზირებულად. ასეთ შემთხვევაში მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის. მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით რომელიც მივიღეთ, გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

---

ამირან გამყრელიძე: პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს

06.07.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    06.07.2020 - ინფო9

პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. „საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 953 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 830, გარდაცვლილი - 15. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

---

თენგიზ ცერცვაძე - მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, შესაბამისი სტრუქტურების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები

06.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    06.07.2020 - კომერსანტ.ჯი

ბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდია. მისივე თქმით, საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა. „მსოფლიოში რაოდენობა არა თუ არ იკლებს, არამედ იმატებს. მართალია, ცალკეულ ქვეყანაში იკლებს, მაგრამ ჯამში უფრო იმატებს, ვიდრე იკლებს. თქვენ იცით, რომ საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა. მას ჰყავს ყველაზე ნაკლები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი, გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტია – 1.6. ახალი შემთხვევების მხრივაც, საქართველო ევროპაში არის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში. სულ სამი, ორი, ოთხი ახალი შემთვევაა, ანუ ერთნიშნა რიცხვით. დღევანდელი მონაცემებით ევროპაში ხომ საუკეთესოა და ახალი შემთხვევების მხრივ მსოფლიოში 123-ე ადგილზეა. ანუ, პრაქტიკულად არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაცია გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის განმარტებით, სწორედ ამგვარი მონაცემების შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის შეიყვანა. „ამის შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელიც ჩაითვალა უსაფრთხოდ და მიეცა რეკომენდაცია ქვეყნებს, რომ საქართველოსთან გახსნან მიმოსვლა და საზღვრები“, – აღნიშნა ცერცვაძემ. თუმცა, ცერცვაძის თქმით, მიღწეულ შედეგს შენარჩუნება სჭირდება.

---

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა

07.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებები (ნეიტრალური), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (ნეიტრალური), საქართველო (შეფასების გარეშე)

Link:    07.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 838 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

---

BBC: როგორ დაეხმარა “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

06.07.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    06.07.2020 - აიპრეს.ჯი

ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრები გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა. 3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს. შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვლინდება „კოვიდ-19“-ის ასობით ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს. „ბიბისი“ წერს, რომ საქართველოში ახალი კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, რაზეც მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები. „ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე.

---

დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა

06.07.2020

მედია საშუალებები:    ტივი25.ჯი

Link:    06.07.2020 - ტივი25.ჯი

ხელვაჩაურში დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. „ბათუმელების“ ინფორმაცით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. “არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს,” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი ოჯახში ძალადობის მუხლით.

---

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა

07.07.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    07.07.2020 - ინფო9

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 838 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე

---

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07.07.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    07.07.2020 - მედიანიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 838 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

---

პრესა

 

 

თენგიზ ცერცვაძე: "მეორე ტალღას ავიცილებთ, ან გადავავადებთ"

07.07.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    07.07.2020 - ახალი თაობა

მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ. გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას განუცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპასუხო ღონისძიებები გაატარეს, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა, შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღის გავრცელებას. - მეორე ტალღის რისკები რა თქმა უნდა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი მიმოსვლა არ არის ქვეყნებს შორის და საზღვრები რკინის ფარდით არ არის ჩაკეტილი, მაინც არის ოფიციალური ვიზიტები, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა სახის მიმოსვლა. რისკები არსებობს და ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამისათვის არაფერი ახალის გამოგონება საჭირო არ არის, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პრემიერი გიორგი გახარია წინსწრებით დგამს ყველა ნაბიჯს და საპასუხო ღონისძიებებს, მათ წინსწრებით გაატარეს საპასუხო ღონისძიებები, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას. ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია, - თენგიზ ცერცვაძემ. რეგულაციების შესრულების კუთხით ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა და ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. - ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება. ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა, რომ თავი შევიკავოთ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან. ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ჩემი მოლიდინია, რომ სულ ცოტა ფართე მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ ღირსეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნა მოხდება გონივრულად და დოზირებულად. ასეთ შემთხვევაში მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის. მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით რომელიც მივიღეთ, გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

---

კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცებულია

07.07.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    07.07.2020 - ახალი თაობა

ჯანდაცვის სამინისტრომ `კოვიდ19~ის პირობებში კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა, მაგალითად, როგორიც არის გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილოკვების ბლოკი, სხვა ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება. კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე უნდა დაწესდეს სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე, გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთა ვების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა. _ გადასაღებ მოედანზე უზ რუნველყავით სამედიცინო განათ ლების მქონე არანაკლებ ერთი პირის ექიმისექთნის ყოფნა, რომელსაც ექ ნება სათანადო ცოდნა ახალი კორო ნავირუსული ინფექციის შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დი აგნოსტიკის, გავრცელებისა და პრე ვენციის საკითხებთან დაკავშირებით და მოახდენს კორონავირუსული ინ ფექციის შესაძლო შემთხვევებზე სათანადო რეაგი რებას. გამოყავით არანაკლებ ერთი პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე თითოეულ ლოკაციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენ მიერ გან საზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და სა ქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახა ლი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკო მენდაციების შესრულებაზე მოახდინეთ კინოგადაღებაში ჩართული მსახიობების და კინოგადაღებაში ჩართული პერსონა ლის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცი ით კინოგადაღებების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში თუ კინოწარმოებაში ჩართულია უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი, საზღვრის კვეთის დროს ჩატარე ბული ტესტირების დოკუმენტაციის, რომლის ხან დაზმულობა არ აღემატება 72 საათს, წარმოდგენის შემთხვევაში მას კინოგადაღებების დაწყებამდე ტეს ტირება აღარ მოეთხოვება და შემდგომ ყოველ მე14 დღეს. გადასაღებ მოედანზე დაუშვით მხოლოდ კოვიდუარყოფითი შედეგის მქონე პირები; მსახიო ბებს მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია გადა საღებ მოედანზე არსებული საკარანტინო წესების არსებობის შესახებ. უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება. ერთიან შესასვლელთან განახორ ციელეთ ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით; უზრუნველყავით მსახიობების და მასობრივ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისაგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა; გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გაითვალისწინეთ არანაკლებ 4 პირბადე 12საათიანი სამუშაო დღისთვის. ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონტრაქტორებსაც. საგარდერობოში დაიცავით უსაფრთხო დისტანცია; გრიმიორის და თმის სტილისტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყავით მათი აღჭურვა ნიღბით, ხელთათმანებითა და სახის დამცა ვი ფარით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა, მაგალითად, თმაზე მუშაობის პროცესში, მაქსიმალურად ხშირად დაიმუშავეთ ხელი არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით; კინოგადაღების პროცესში დააწესეთ სანიტარიული შესვენებები. გადაღებების გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები მუშაობდნენ ცვლაში და მინიმუმამდე იქნეს დაყ ვანილი უშუალო კონტაქტი სხვადასხვა ჯგუფის წევრებთან; შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ჯგუფში მოახდინეთ არაუმეტეს 10 ადამიანის გაერთიანება. იმ შემთხვევაში, თუ კინოგადაღების პროცესში თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში არის 10 ადამიანზე მეტი, უზრუნველყავით სივრცის განაწილება იმგვარად, რომ ყოველ 5 მ2 ფართობზე იყოს ერთი ადამიანი, ან არანაკლებ ორი მეტრის უსაფრთხო დისტანცია; უზრუნველყავით ჯგუფების ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა არანაკლებ 11,5 საათი; გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; მაქსიმალურად შეამცირეთ კინოგადაღების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა; უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება; აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია. კინოგადაღების დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით, _ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

---

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, როგორ ხდება არასრულწლოვნის კარანტინში განთავსება

07.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    07.07.2020 - რეზონანსი

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რაც არასრულწლოვნის კარანტინში განთავსების დროს შესაძლოა არსებობდეს. „ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი თუ სხვა კონკრეტული გარემოებები და ყოველი ასეთი კონკრეტული შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად არის შესწავლილი. სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი კონკრეტული ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რაც მათთვის იქნება ადეკვატური და მათთვის მაქსიმალურად მისაღები. აქვე გეტყვით, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საბჭოს მიერ ოპერატიულ შტაბს დაევალა, რომ დამატებით შეიმუშაოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რაც ასევე საჯარო გახდება“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

---

"ბიძინა ივანიშვილის უძლეველობა მითია!"

07.07.2020

მედია საშუალებები:    ქრონიკა+

Link:    07.07.2020 - ქრონიკა+

მსოფლიო კორნასთან თანაცხოვრებას ნელ=ნელა სწავლობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მეტიც: ცივილიზებული მსოფლიო კორონასთან ბრძოლის ქართულ მეთოდებს აღიარებს, რასაც საქართველოში გაერო განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონის განცხადებაც მოწმობს: "ჩვენ ვხედავთ პოზიტიური გამოცდილების ძალიან კარგ შედეგს ახლა, როცა სქართველო შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ეკონომიკური უპირატესობასაც მიიღებს, როგორც ფრენების, ისე ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით..." რა გახდა კორონასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზი - ეს კითხვა "ქრონიკა+"-მა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ექიმ მანანა ჯებაშვილს დაუსვა. - იმაზე არავინ კამათობს, რომ მედპერსონალმა, მართლაც, შეუძლებელი შეძლო და "უხილავ მტერთან" ბრძოლაში ვინმე არც გამყრელიძე-იმნაძის როლს აკნინებს, მაგრამ, ქალბატონო მანანა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სფეროს ზედმიწევნით კარგად იცნობთ, პირდაპირ მითხარით, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიურ შოკებს გაუძლო თუ ვერა? - ამ პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები, ცხადია, იყო, მაგრამ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ტრაგიკული შედეგები არ მოჰყოლია. მიმაჩნია, რომ დაავადებტა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კარგად იმუშავა. - უფრო კონკრეტულად? - იმ გადაწყვეტილებების უმრავლესობა, რომელსაც ამ სტრუქტურის ხელმძღვანელები იღებდნენ, სწორი იყო. სამაგიეროდ, კრიტიკას იმსახურებს მტავრობა და პრემიერ-მინისტრი, როპმელმაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დაპაუზებულ პერიოდსი დაუცველი, ყოველგვარი დახმარების გარეშე დატოვა. ყველას გვახოვს პანდემიამდე არსებული საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და გაღატაკებული ქართველი ხალხის სიდუხჭირე. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში 77 ათასი ბავშვი შიმშილობდა. - ისე, თ საქართველოს მწვანე ზონაა, მაშნ საინტერესოა, ხელისუფლება საზღვრებს რატომ არ ხსნის? ხომ არ ფიქრობთ, რომ კორონა, ერთგვარად, "ოცნების" მოკავშირე" გახდა და ეპიდემიას ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს? - ვერ გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება ამას არ იკადრებს -მეთქი, მაგრამ ბოლო დროს ყველა COVID-19-ის შემთხვევა უცხოეთიდანაა შემოტანილი. - ანუ? - ამ ვირუსით დაავადებულები, ძირითადად, უცხოეთიდან შემოსული სატვირთო ავტომობილსი მძღოლები და ჩვეულებრივი მგზავრები არიან. თ საზღვრებს ფართოდ გავხსნით, ბუნებრივია, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რასაც ვირუსის გავრცელება მოჰყვება. - სვათა შორის, ახლახან პარლამენტმა კანონში ცვლილებები შიტანა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებების დაჯარიმების მექანიზმი შეიცვალა. ეს, თქვენი აზრით, რას ემსახურება? - ინიცირებული ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების შესაძლებლობას ზღუდავს, რეგულირების სააგენტოს კი სასამართლო დავების გარეშე სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების უფლებას ანიჭებს. ასევე ზემოხსენებული ცვლილილებები საჯარიმო სანქციების გაზრდასა და ლიცენზირების პირობების შესცვლასაც გულისხმობს. ვფიქრობ, ეს კანონი პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციისა და სადამსჯელო მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების გამოყენების რისკებს შეიცავს, რაც დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს არღვევს და საბჭოთა პერიოდში გვაბრუნებს!

---

"ყველაზე ცუდისთვის უნდა მოვემზადოთ!" დემურ გიორხელიძე: "ბილ გეითსის შექმნილი ვაქცინის გაკეთება არმინდა!"

07.07.2020

მედია საშუალებები:    ქრონიკა+

Link:    07.07.2020 - ქრონიკა+

რამდენიმე კვირის წინ გაერომ მსოფლიოს ამცნო, რომ დედამიწას ე.წ. ბიბლიური შიმშილობა ემუქრება - კარანტინმა და რეხესიამ ადამიანების შემოსავლენის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ამასთან ცნობილი გახდა ექსპერტთა გამოთვლები, რომლის თანახმადაც,დღეს მსოფლიოში უკვე 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 135 მილიონი კი შიმშილის კრიტიკულ ზღვარზეა და ეს რიცხვი, მინიმუმ, 130 მილიონით გაიზრდება. გვაიმედებენ, რომ საქართველოში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყანა ღარიბია. რატომ ვართ ღარიბები? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: არ გვაქვს ეკონომიკა. დემურ გიორხელიძე, რომელიც ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში კარგად ერკვევა, "ქრონიკა+"-სთან ამბობს, რომ თუ მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკას შეცვლის და სოფლის მეურნეობის აღორძინების კუთხით გარკვეულ ნაბიჟებს გადადგამს, საქართველომ მოსალოდნელ კრიზისს შესაძლოა, თავი დააღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ზამთარში მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით! -მართალია, ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ საზღვრები პირველ ივლისს გაიხსნებოდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ საზღვრების გახსნა "შორეული ოცნებაა". ბატონო დემურ, ეს ქართულ ეკონომიკაზე როგორ იმოქმედებს და, საერთოდ, ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს საზღვრები გაუხსნა,რას ემსახურება? -ამ ფონზე პრევენციის ასეთი მაღალი ხარისხი საჭიროა თუ არა, ამაზე, ალბათ, უფრო მედიკოსებმა უნდა ილაპარაკონ, მაგრამ თუ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ასეთი სიხისტე სარგებლიანი, ცხადია, ვერ იქნება. საერთოდ არავინ იცის, ეს ეკონომიკური კრიზისი რით დასრულდება.მოკლედ, გონივრული პროგნოზს ვერც სავალუტო ფონდი აკეთებს და ვერც - მსოფლიო ბანკი, ანუ პროგნოზი შეუძლებელია. -ამასობაში, საქართველოს ინვესტორები ტოვებენ. აი, მაგალითად, "ვიზიარმა" ოფისი დროებით დახურა. სამაგიეროდ, "აირზენას" თვეში რამდენიმე რეისის შესრულების უფლება ეძლევა. ყველაფერი ეს იმ "ოპერიდან" ხომ არაა, რაზედაც ბოლო დროს ხშირად საუბრობენ და რასაც "ჯიგრულ ქართულ კორუფციას" ეძახიან? -შესაძლოა, მცირებიუჯეტიანი კომპანიის გასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობდეს. მგზავრთა ნაკადი არაა და ეს მცირებიუჯეტიან კომპანიას, რომელიც ბილეთებზე დიდ შეღავათს აკეთებს, მძიმე მდგომაროებაში აგდებს. მოკლედ, "ვიზიარის" გასვლა არ მიკვირს. -საქართველოს თურქეთმაც გაუხსნეს საზღვრები, თუმცა ქართული მხარე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიამდე თურქეთში იყვნენ დასაქმებულნი და ლუკმა-პურის ფულს შოულობდნენ, საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. -ხელისუფლება თავის საქმიანობას ხისტად აგრძელებს. სხვათა შორის, ჯანდაცვის მინისტრის ერთი განცხადება არ მომეწონა. თუ ვაქცინაცია იქნება, ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიქნებითო. ისე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აქ ერთი მომენტია, პირადად მე ბილ გეითსის შექმნილი ვაქცინის გაკეთება არმინდა. მირჩევნია, ჩემმა სახელმწიფომ ისეთი რამ გამიკეთოს, რომლის სანდოობაშიც დამარწმუნებს. -არ გამორიცხავთ, რომ უახლოსეს მომავალში საქართველოში სურსათის დეფიციტი გაჩნდეს? -ამის საფრთხე მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელს მსოფლიოში არსებობს და გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სპეციალურმა ორგანიზაციამ პირდაპირ განაცხადა, - წელს, უფრო ზამთრისკენ, ბიბლიური მასშტაბის შიმშილია მოსალოდნელიო. არც ის მომწონს, მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს. როგორ შეიძლება, კრიზისის საბოლოო შედეგი არ იცოდე და ანტიკრიზისულ გეგმას სახავდე? ეს არასერიოზულია. თუ დოლარს პრობლემები გაუჩნდა, აი, საქართველოს პრობლემები მაშინ ნახეთ! მთავარია კრიზისიდან ყველა გამოვიდეს და ეს საქართველოსთვის კარგი იქნება, მაგრამ თუ დიდ ქვეყნებში ვითარება პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო დაძაბა, მაშინ ჩვენ ყველაზე ცუდისთვის უნდა მოვემზადოთ!

​