From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 4-5 ივნისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 05.06.2020 09:00
Attachments :

მედია მონიტორინგი

4 ივნისი

ტელევიზია

კორონავირუსი

04.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დღის კურიერი

Link:    04.06.2020 - რუსთავი 2 - დღის კურიერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ზახაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა "არსებობს ვარაუდი და ჩვენც ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე გვექნება მეორე ტალღა, იქნება მატება და მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს ჯანდაცვის უწყება," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა და არ გამორიცხა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა გაზაფხულზე დაფიქსირებულ რაოდენობას გადააჭარბოს. მისივე თქმით, კორონავირუსი დამარცხებული არსად არის და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს: "კორონავირუსი დამარცხებული არ არის არსად და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს. ჩვენ მუდმივად უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, რაც სწორედ იმითია განპირობებული, რომ ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ.

ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა - პოლიტიკური შოუ

04.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    04.06.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს

04.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    04.06.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს. ამჯერად ფონდმა ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე გადასცა. დავით საგანელიძე:" ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს მე ვიმყოფები ქუთაისში იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტში, სადაც ჩვენი მეგობრების მიერ გამოგზავნილი პირბადეების გადაცემა გაიმართა".

ტიკარაძის პასუხი კლინიკებს

04.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

Link:    04.06.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძესთვის 9 კლინიკის მიერ პრემიერისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის და პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი უსაფუძვლოა. ამის შესახებ მან დღეს წერილთან და 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით BM.GE-ს მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, გეგმიური ოპერაციებისთვის დადგენილი მოცდის ვადით, ისინი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას არ ზღუდავენ, არამედ უფრო სრულყოფენ. მისივე თქმით, საქართველოში გადაუდებელი ოპერაციების მაჩვენებელი კრიტიკულია.

აუტიზმის მქონე ბავშვების პრობლემები

04.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დღის კურიერი

Link:    04.06.2020 - რუსთავი 2 - დღის კურიერი

ქცევითი თერაპია ონლაინ-რეჟიმში გადავიდა, ამისთვის მერიამ თანხაც გამოყო, თუმცა ირკვევა, რომ ყველა მოზარდი ამ შეთავაზებით ვერ სარგებლობს. ახლა ოჯახების ნაწილი დახმარებას ითხოვს და აქვს საკუთარი ინიციატივა. შშმ ბავშვის მშობელი, ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი, მარი კორკოტაძე პანდების ფონზე, აუტიზმის მქონე ბავშვების მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მარი კორკოტაძე ამბობს, რომ შექმნილმა ვითარებამ ბავშვებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

ჯანდაცვის სამინისტრო პანდემიის დროს გამოვლენილი ხარვეზების ანალიზების შედეგად პრობლემების გამოსწორების მასზე მუშაობას იწყებს

04.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    04.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

ჯანდაცვის სამინისტრო პანდემიის დროს გამოვლენილი ხარვეზების ანალიზების შედეგად პრობლემების გამოსწორების მასზე მუშაობას იწყებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უწყების გეგმა პარლამენტს წარედგინება. ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო, სისტემის გაძლიერებისთვის მუშაობას იწყებს ეკატერინე ტიკარაძს თქმით, პანდემიის დროს ხარვეზების დროს გამოვლენილი, ხარვეზების ანალიზის შედეგად სპეციალური სტრატეგია შემუშავდება, რომელიც პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება.

04.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    04.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

ჯანდაცვის სამინისტრო, სისტემის გაძლიერებისთვის მუშაობას იწყებს ეკატერინე ტიკარაძს თქმით, პანდემიის დროს ხარვეზების დროს გამოვლენილი, ხარვეზების ანალიზის შედეგად სპეციალური სტრატეგია შემუშავდება, რომელიც პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება. მინისტრმა რეგლამენტის დარღვევის ბრალდებაზეც ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ კანონი არ დაურღვევია და საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დღეში მივა. "გარკვეულ ისაჭიროებები გამოვლინდა ჯანდაცვაში ვინაიდან ჩემთვის, მნიშვნელოვანი არის, მივუდგეთ და ყოველივე ამას მეტად უფრო გლობალურად.

სახალხო დამცველი პარლამენტში იმყოფება

04.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    04.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

სახალხო დამცველის ყველაზე მეტი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტრომ არ შეასრულა- ამის შესახებ დღეს სახალხო განხილვისას ადამიანის უფლებათა დამცველმა განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომაზე სხვადასხვა მხრიდან ომბუდსმენის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს. საუბარია 2019 წელზე. კიდევ ერთი უწყება, რომელთანაც სახალხო დამცველს პრეტენზია აქვს პროკურატტურაა. დღეს ნინო ლომჯარიამ დაასახელა საქმეები, რომლის გამოძიებაც არაეფეხტურად მოხდა. ყველაზე ჩაკეტილ უწყებად იგი იუსტიციის სამინისტროს ასახელებს.

დაბრუნდება თუ არა პლაქვენილი COVID 19-ით დაავადებულების სამკურნალოდ

04.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    04.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

კორონავირუსთან საბრძოლველად "ჰიდროქსიქლოროქსინის" გამოცდა განახლდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭომ დაასკვნა, რომ "პლაქვენილზე" ცდების შეჩერების მიზეზი არ არსებობს. სპეციალისტები თვლიან, რომ რადგან სოლიდარობის კვლევაში პრეპარატი დარჩა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წამალი ეფექტურია კოვიდინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირუსის წინააღმდეგ პრეპარატების დიდი არჩევანი ისედაც არ არის და ყველა შესაძლო მედიკამენტი უნდა გამოიცადოს. მას შემდეგ, რაც "ლანცეტის" კვლევამ აჩვენა, რომ "ჰიდროქსიქლოროქინით" მკურნალობა ახალი კორონავირუსის პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ზრდიდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება "პლაქვენილის" გამოყენება დროებით შეწყვიტა.

სახალხო დამცველის განრიში

04.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    04.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

როგორ შესრულდა სახალხო დამცველის რეკომენდაციები გასულ წელს? ამ საკითხზე პარლამენტში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ნინო ლომჯარიას თქმით ყველაზე მეტი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით გაიცა, თუმცა უწყებამ მისი თქმით უმრავლესობა ამ რეკომენდაციებიდან უბრალოდ არ შეასრულა. ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ არც მთავარმა პროკურატურამ ითანამშრომლა სახალხო დამცველის აპარატთან. ნინო ლომჯარია: "შეუსრულებელი რეკომენდაციების წილი არის ყველაზე მაღალი ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმართებით. შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებით მქონდა შს სამინისტროსთან რეკომენდაცია. იუსტიციის სამინისტრო არამარტო 2018 წლის ანგარიშის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, არამედ პენიტენციურ საკითხებთან დაკავშირებითაც კი ძალიან მინიმალური იყო მათი მხრიდან კომუნიკაცია."

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რამდენიმე დღეში იქნება გეგმა, სადაც გაიწერება თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდეგ 4-5 თვეში

04.06.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    04.06.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით რამდენიმე დღეში იქნება წარდგენილი სტრატეგიულ გეგმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში. ტიკარაძის ინფორმაციით, ამ გეგმაში იქნება საუბარი ასევე ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე. მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა, ბევრად უფრო კომპლექსური იქნება. ტიკარაძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის დროს ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ხელისუფლება მუშაობას იწყებს.

მთავრობის წევრები უარყოფენ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

04.06.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    04.06.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. როგორც ტიკარაძე ამბობს, ხმები, რომელიც გახარიას გადადგომაზე გავრცელდა გამოხმაურებაა იმ ეფექტური მართვიდან, რომელიც პრემიერმა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში აჩვენა. თავის მხრივ ეკონომიკის მინისტრმა პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ფეიკ ნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება ასეთი ინფორმაციის მნახველი არაერთხელ ყოფილა. როგორც ნათია თურნავა ამბობს, ამ ფეიკ ნიუსების უკან ოპოზიცია დგას.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება

04.06.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    04.06.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკარანტინო რეჟიმიდან იხსნება. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ამიტომ გადაწყდა რომ მუნიციპალიტეტში შეზღუდვები მოიხსნას.

5 ივნისი

ტელევიზია

 

ჯანდაცვის პროგრამები

05.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    05.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისთვის, ცხრა კლინიკის მიერ პრემიერისთვის, მის სახელსა და პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი უსაფუძვლოა. ამასთან დაკავშირებით მან წერილსა და 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ბიემ.ჯის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გუშინ ისაუბრა. მინისტრი ამბობს, რომ გეგმიური ოპერაციებისთვის დადგენილი მოცდის ვადით ისინი მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას არ ზღუდავენ, არამედ უფრო სრულყოფენ. მისივე თქმით, საქართველოში გადაუდებელი ოპერაციების მაჩვენებლი არის კრიტიკული. ეკატერინე ტიკარაძე: "ჩვენ ამ 9 კლინიკასთან გვაქვს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი, როდესაც ისინი ამ სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტსა და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით, ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ". 2. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში გეგმიური ოპერაციების რიცხვი საკმაოდ დაბალია და მისი განცხადების თანახმად ამავე გეგმიური ოპერაციების დაფინანსების მიზნით სამინისტროში შესული 52 000-ზე მეტი მოთხოვნიდან დაფინანსებული სამინისტროდან არის 70%.

ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგია

05.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    05.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სისტემის განვითარების სტრატეგია რამდენიმე დღეში იქნება წარდგენილი. ის ამბობს, რომ ამ სტრატეგიის მიხედვით ჯანდაცვის სისტემა წლის ბოლომდე ხარისხობრივად და ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესდება.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

05.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    05.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00

დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოების თავშეყრისას პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარით დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ უზრუნველყოფს, რომ შენობაში ფიზიკური პირი პირბადის გარეშე არ შევიდეს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და ამავე კვირას მიიღებენ.

4 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

04.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    04.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს. ამჯერად ფონდმა ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე გადასცა. სამედიცინო პირბადეები ცენტრს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გადასცა. „დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

04.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    04.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის პირველ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 4 ივნისიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა. “როგორც ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს.

ეკატერინე ტიკარაძე: COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით

04.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    04.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

„COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. ჩვენ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ კორონავირუსის მართვის შესაძლებლობლებს, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტი ვიცით მის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ის, ასევე როგორ ვპოულობთ კონტაქტებს და ა.შ“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ ე.წ. „საბურთალოს კლასტერზეც“ ისაუბრა. „მოიხსნებოდა ეს რეგულაციები თუ არა, საბურთალოს კლასტერი აუცილებლად იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეეპაროთ ეჭვი იმაში, რომ ჩვენ კვლავ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ და შესაბამისად, კონტროლი ისევე როგორც მანამდე, ახლაც საკმაოდ მკაცრია ჩვენი მხრიდან და რეალურად მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა, თუმცა ამავე დროს არაა სასურველი, რომ ჩვენი მოქალაქეები მოდუნდნენ.

ზუსტად ვიცი, რეგლამენტი არ დამირღვევია – ტიკარაძე პარლამენტში არმისვლაზე

04.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    04.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მოსმენის გადავადების მოთხოვნით, მას პარლამენტის რეგლამენტი არ დაურღვევია. ტიკარაძე კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ დაიბარა. მან 18 მაისს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რათა უზრუნველეყო ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა. თუმცა, 2 დღის წინ, ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადება ითხოვა. „პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა – პოლიტიკური შოუ. მე, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ზოგადად როგორც მოქალაქე, ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი.

ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ - პასუხისმგებლიანი და კანონმორჩილი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია

04.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    04.06.2020 - ინფო9

პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმით, რომ პარლამენტში არ მივიდა, რეგლამენტი არ დაურღვევია. „პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ. მე არა როგორც მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში

04.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    04.06.2020 - ინფო9

ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა, ბევრად უფრო კომპლექსური იქნება.

პარლამენტში ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ - ტიკარაძე

04.06.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - 2020ნიუს.ჯი

„პარლამენტში ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ“, - ასე პასუხოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე თუ რატომ არ მივიდა პარლამენტში. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას რეგლამენტი არ დაურღვევია და იგი საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ. მე როგორც არა მხოლოდ მინისტრი ზოგადად როგორც მოქალაქე ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი ისევე როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე კონსულტაციების გავიარე იურისტებთან და ზუსტად ვიცი რეგლამენტი არ დამირღვევია“, - განაცხადა ტიკარაძე. ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში დაიბარეს თუმცა, ეკატრინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილა. როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში არ გამოცხადებით მინისტრმა რეგლამენტი დაარღვია

პარლამენტში მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ - ეკატერინე ტიკარაძე

04.06.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    04.06.2020 - პრესა.ჯი

პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმით, რომ პარლამენტში არ მივიდა, რეგლამენტი არ დაურღვევია. „პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ. მე არა როგორც მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ზახაშვილი: "პლაქვენილის" გამოყენებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

04.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    04.06.2020 - პია.ჯი

კოვიდ-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი "პლაქვენილი", შესაძლოა, ქართულ პროტოკოლში კვლავ დაბრუნდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. "ჩემი ინფორმაციით ამის შესახებ მსჯელობს კლინიკური ჯგუფი. ვფიქრობ, გადაწყვეტილება "პლაქვენილის" სასარგებლოდ იქნება მიღებული", - განაცხადა "რუსთავი 2"- ის ეთერში ზახაშვილმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტულებით "პლაქვენილი" სოლიდარობის კვლევაში დააბრუნეს.

ხანგრძლივად პირბადის ტარება იწვევს თუ არა გართულებებს - სპეციალისტის განმარტება

04.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    04.06.2020 - პია.ჯი

"პირბადის მოხმარებას აქვს გარკვეული წესი და თუ ამ წესებს დავიცავთ მაშინ რისკის მომცველი არ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა პირბადეების ხშირად გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა. ზახაშვილის თქმით, სწორად გამოყენებული ნიღაბი იმის გარანტიას იძლევა, რომ დაავადებაზე ზემოქმედება მოხდეს. "არავინ სთხოვს ადამიანებს მუდმივად პირბადის ტარებას, არის გარკვეული გარემოებები, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ ამ გარემოებაში აუცილებელია მისი გამოყენება. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ პირბადის მოხმარებას აქვს გარკვეული წესი და თუ ამ წესებს დავიცავთ მაშინ რისკის მომცველი არ იქნება, ასევე არ იქნება რისკის მომცველი ბავშვთა ასაკში და ა.შ. სწორად გამოყენებული ნიღაბი იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დაავადების გავრცელებაზე მოვახდენთ ზემოქმედებას. ყველამ უნდა ავითვისოთ ის ელემენტარული წესები, რასაც ნიღაბის გამოყენება ჰქვია", - აღნიშნა "რუსთავი 2" - ის ეთერში ხათუნა ზახაშვილმა.

ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დადგენილება იყოს მორგებული მოქალაქეებზე

04.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    04.06.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო კლინიკებთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მათ შორის იმ ცხრა კლინიკასთან, რომლებმაც გასულ თვეს, პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ღია წერილით მიმართეს. "როდესაც კლინიკები ინტენსიური სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტს და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დანარჩენი დადგენილება იყოს ეფექტური, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიან სერვისებზე წვდომა, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში.

ეკატერინე ტიკარაძე: რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში

04.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    04.06.2020 - კვირა.ჯი

“ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმითვე, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა ბევრად უფრო კომპლექსურია. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ ჩვენი მიდგომა არის ბევრად უფრო კომპლექსური.

ტიკარაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დადგენილება იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მათ მიიღონ ხარისხიან სერვისებზე წვდომა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო კლინიკებთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მათ შორის იმ ცხრა კლინიკასთან, რომლებმაც გასულ თვეს, პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ღია წერილით მიმართეს. „როდესაც კლინიკები ინტენსიური სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტს და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დანარჩენი დადგენილება იყოს ეფექტური, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიან სერვისებზე წვდომა, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში.

ბოლნისში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

04.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    04.06.2020 - კვირა.ჯი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. სოფელში 500 გრძივ მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება.

საკარანტინო ზონებისთვის 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი.

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    04.06.2020 - ამბები.ჯი

„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს. ამჯერად ფონდმა ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე გადასცა. სამედიცინო პირბადეები ცენტრს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გადასცა. „დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

შემოდგომაზე გვექნება მეორე ტალღა - ხათუნა ზახაშვილი არ გამორიცხავს, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა გაზაფხულზე დაფიქსირებულ რაოდენობას გადააჭარბოს

04.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    04.06.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ზახაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა "არსებობს ვარაუდი და ჩვენც ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე გვექნება მეორე ტალღა, იქნება მატება და მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს ჯანდაცვის უწყება," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა და არ გამორიცხა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა გაზაფხულზე დაფიქსირებულ რაოდენობას გადააჭარბოს. მისივე თქმით, კორონავირუსი დამარცხებული არსად არის და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს: "კორონავირუსი დამარცხებული არ არის არსად და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს. ჩვენ მუდმივად უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, რაც სწორედ იმითია განპირობებული, რომ ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ.

ეკატერინე ტიკარაძე - პარლამენტში მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ - პასუხისმგებლიანი და კანონმორჩილი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია

04.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    04.06.2020 - კომერსანტ.ჯი

პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმით, რომ პარლამენტში არ მივიდა, რეგლამენტი არ დაურღვევია. „პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ. მე არა როგორც მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დადგენილება იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე

04.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    04.06.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო კლინიკებთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მათ შორის იმ ცხრა კლინიკასთან, რომლებმაც გასულ თვეს, პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ღია წერილით მიმართეს. „როდესაც კლინიკები ინტენსიური სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტს და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დანარჩენი დადგენილება იყოს ეფექტური, მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიან სერვისებზე წვდომა, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში.

22 მარტი - 22 მაისის პერიოდში, ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 233 პირი გადმოვიდა, კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

მთლიანობაში, 22 მარტი - 22 მაისის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 233 პირი გადმოვიდა, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კოვიდანგარიშშია აღნიშნული. ამავე ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემიამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მისაღებად ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადმოდიოდა.

ბათუმში 262 პირის კვლევის შედეგი Covid19-ზე უარყოფითია – 4 ივნისის მონაცემები

04.06.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    04.06.2020 - ბათუმელები.ჯი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 262 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია. სამინისტროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 13 693 პირს. აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

ტიკარაძე: პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რეგლამენტი არ დამირღვევია

04.06.2020

მედია საშუალებები:    რეგიონს.ჯი

Link:    04.06.2020 - რეგიონს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ის პარლამენტში აუცილებლად მივა, თუმცა დეპუტატებს პოლიტიკური შოუს დადგმის შესაძლებლობას არ მისცემს. "პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე, შედეგობრივი პასუხებით, და არა პოლიტიკური შოუ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების კრიტიკასაც პასუხობს და აცხადებს, რომ მას პარლამენტის რეგლამენტი არ დაურღვევია. "მე არა მხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც ზოგადად მოქალაქე ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე, როგორც კანონმორჩილი, აქედან გამომდინარე, მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს, თუმცა, მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილობითი თხოვნით მიმართა, რომ სხდომა თვის ბოლო ჩანიშნონ.

ხანგრძლივად პირბადის ტარება იწვევს თუ არა გართულებებს - სპეციალისტის განმარტება

04.06.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    04.06.2020 - რეგიონ.ჯი

"პირბადის მოხმარებას აქვს გარკვეული წესი და თუ ამ წესებს დავიცავთ მაშინ რისკის მომცველი არ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა პირბადეების ხშირად გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა. ზახაშვილის თქმით, სწორად გამოყენებული ნიღაბი იმის გარანტიას იძლევა, რომ დაავადებაზე ზემოქმედება მოხდეს.

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    04.06.2020 - ინფო9

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ამის შესახებ „ინფორმაციას” ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას

04.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    04.06.2020 - კვირა.ჯი

“გარკვეული საჭიროებები გამოვლინდა ჯანდაცვაში, ყოველივე ამას უფრო გლობალურად უნდა მივუდგეთ, რადგან გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს, ყველანაირ გამოწვევას შესაფერისი პასუხი გასცეს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაშიც გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, რომელთა გამოსწორებაზეც მუშაობა დაიწყება.

გიორგი გახარია: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ კვლევას, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის ეპიდემიას სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე

04.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    04.06.2020 - კვირა.ჯი

გვინდა გამოვიყენოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ცხოვრების სფეროებზე COVID-19-ის ეპიდემიის ზეგავლენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში იანვრიდან მაისის ჩათვლით ღონისძიებების სრული ანგარიში წერილობით მომზადდა და პარლამენტს გაეგზავნა. „ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით, რა სქემით, რა სტრუქტურით იყო გადაწყვეტილებები მიღებული, რა იყო მოტივაცია და მიზანი ამ გადაწყვეტილებების.

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

04.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    04.06.2020 - კვირა.ჯი

„საპარტნიორო ფონდი“, COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს და ფონდმა ქუთაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე გადასცა. სამედიცინო პირბადეები ცენტრს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებსა და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გადასცა. „დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა - პოლიტიკური შოუ

04.06.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    04.06.2020 - ფორ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ამის შესახებ „ინფორმაციას” ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

04.06.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება.

გიგი წერეთელი ეკატერინე ტიკარაძეზე: არა მგონია, ასეთ საკითხზე პირადად ივანიშვილი ელაპარაკებოდეს

04.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    04.06.2020 - აიპრეს.ჯი

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარიე გიგი წერეთელი მიიჩნევს, “დამოუკიდებელი დეპუტატების” პარლამენტში მიწვევაზე ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან უარის თქმა არის და იმ პრინციპის დარღვევა, რასაც საპარლამენტო კონტროლი და ზოგადად საპარლამენტო ქვეყნის კონცეფციის დარღვევა ჰქვია. როგორც გიგი წერეთელმა “აპირესის” შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მნიშნელობა არა აქვს გასულ კვირაში, პრემიერ-მინსიტრმა ამომწურავად უპასუხა თუ არა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ კითხვებს, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ჩათვალეს, რომ ოფიციალურად უნდა მოიწვიონ ჯანდაცვის მინისტრი.

გიგი წერეთელი:პარლამენტში შეიძლება იმგვარი აურაა, რომ კონკრეტულად ტიკარაძეს აქ მოსვლის პრობლემა აქვს (ინტერვიუ)

04.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    04.06.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მხრიდან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ფორმატში დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი თქვა და მოწვევის ადრესატებს შესაბამისი წერილი გაუგზავნა. დღეს კი, მინისტრმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლიანი და კანონმორჩილი მინისტრია. “მე არა როგორც მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია”-განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

COVID-19 – ყველა სიახლე: დადასტურებული შემთხვევები 1-ით გაიზარდა, კიდევ 4 გამოჯანმრთელდა

04.06.2020

მედია საშუალებები:    სივილ.ჯი

Link:    04.06.2020 - სივილ.ჯი

4 ივნისი, ხუთშაბათი 11:30 მთავრობამ თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, თეთრიწყაროში კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის სხდომის დაწყების წინ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მიუხედავად ინტენსიური ტესტირებებისა, ბოლო 14 დღის განმავლობაში, თეთრიწყაროში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე შეიძლება გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით“, – თქვა პრემიერმა და ადგილობრივებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.10:35 – დადასტურებული შდამთხვევები 1-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 801-მდე გაიზარდა.

გაბუნია ფსიქიატრიულებზე: დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი პროცესია, სტრატეგიაზე ვმუშაობთ

04.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    04.06.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მთავრობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ბენეფიციარების საჭიროებებს იქნება მორგებული. პარლამენტში, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარდგენისას გაბუნიამ თქვა, რომ სტრატეგიაში დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დიდი ინსტიტუციებიდან საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანა იქნება გათვალისწინებული. მინისტრის მოადგილისვე თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და სულ მცირე, 3-5 წლიანი ვადა უნდა გავითვალისწინოთ - უფრო ნაკლებ დროში კარგად განვითარებულ სათემო სერვისს ვერ მივიღებთ.

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 213 ნიმუშიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

04.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    04.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 213 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირთან არ დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, ტელეკომპანია პირველ არხთან საუბარში ამბობეს, რომ კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ კარანტინებში 144 პირი იმყოფება.

საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირება შემთხვევების 13%-ში აღირიცხა - ანგარიში

04.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    04.06.2020 - პუბლიკა.ჯი

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე 5-დან 20%-მდე მერყეობს. კვლევის პერიოდში, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ მომზადებულ ანგარიშში.

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

04.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა.

ტიკარაძე: "ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა"

04.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაზეც მთავრობა მუშაობას იწყებს. მინისტრს არ დაუზუსტებია, რა სახის ხარვეზებზეა საუბარი. „უფრო კორექტული იქნება, თუ ჩვენ დაველოდებით ანგარიშს და მერე უკვე ფართო საზოგადოებასთან ერთად, ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდსტრატეგიის დაგეგმარებასა და ყველა იმ ღონისძიების გატარებაში, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და ყოველივე ამის შემდეგ, ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ ის სხვა სუსტი წერტილები, რომლებიც შესაძლოა, მთავრობას ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი.

ბრალდებები, რომელიც 520-ე დადგენილებაზე ისმის, ჩემთვის არ არის მისაღები – ეკატერინე ტიკარაძე

04.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    04.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენმა მოქალაქემ მიიღოს ხარისხიან სერვისებზე წვდომა, საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში და ამაზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ მნიშვნელოვნად ვაქცევთ ყურადღებას როგორი ხარისხის სერვისი მიეწოდება ჩვენს მოქალაქეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე დადგენილება, ასევე ყველა სხვა დანარჩენი დადგენილება იყოს ეფექტური და მოქალაქეზე მორგებული. „ჩვენ ცხრა კლინიკასთან გვაქვს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი, როდესაც ისინი ამ სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტსა და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით, ეს ეფექტურად არ აისახება იმ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც 520-ე, ასევე ყველა სხვა დადგენილება იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მათ მიიღონ ხარისხიან სერვისებზე წვდომა"

04.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    04.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო კლინიკებთან აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მათ შორის იმ ცხრა კლინიკასთან, რომლებმაც გასულ თვეს, პრემიერ - მინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ღია წერილით მიმართეს. „როდესაც კლინიკები ინტენსიური სამუშაო რეჟიმის მიუხედავად მინისტრს, პარლამენტს და პრემიერს მიმართავენ ღია წერილით ეს ეფექტურად არ აისახება იმ გატარებულ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო ეწევა ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

 

5 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

840 ათასი თვითდასაქმებულიდან 300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-მა მოითხოვა

05.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    05.06.2020 - ბიემ.ჯი

4 ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფოს 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 120 240-მა თვითდასაქმებულმა მიმართა. ინფორმაცია bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს. თვითდასაქმებულებს თანხები მათი დოკუმენტაციის დამუშავებიდან 10 დღეში უნდა დაერიცხოთ. შესაბამისი საბუთები ფიზიკურმა პირები ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ. გარდა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ საბუთი, რომ ნამდვილად იყვნენ თვითდასაქმებულები. შეგახსენებთ, რომ თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაციის დარიცხვას საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს. აღნიშნული დახმარებისთვის მთავრობას ბიუჯეტში 75-მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. "საქსტატის" მიხედვით, საქართველოში 840 ათასი თვითდასაქმებულია.

სახელმწიფომ საკარანტინე ზონებისთვის 32.5 მლნ ლარი დახარჯა - მთავრობის ანგარიში

05.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    05.06.2020 - ბიემ.ჯი

საკარანტინე ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი.

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტი დღეს შევა

05.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    05.06.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი პარლამენტში დადგენილ ვადებში შევა და ის ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იყო გაცხადებული. მისივე ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი შეეხება როგორც მიკროგრანტებს, ასევე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებს, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დაპირებას, დახმარების პროგრამებს, სოციალურ პროგრამებსა და სხვას. „ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტორსთან და პრემიერის ოფისთან ერთად.

წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინის სივრცე კვლავ ამოქმედდა, სადაც აზერბაიჯანიდან შემოსული მოქალაქეები განთავსდნენ

05.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    05.06.2020 - კომერსანტ.ჯი

იმერეთის რეგიონში, წყალტუბოში მდებარე სასტუმრო „პრომეთეში“ კარანტინის სივრცე კვლავ ამოქმედდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან, სახმელეთო გზით ქვეყანაში მოქალაქეთა ჯგუფი შემოვიდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო კარანტინის კიდევ ერთი სივრცის ამოქმედება. ისინი სწორედ აღნიშნულ საკარანტინო ზონაში განთავსდებიან. ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის კარანტინის სივრცეებში ჯამში 180 მოქალაქე იმყოფება.​