From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 29 ივნისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 29.06.2020 11:14
Attachments :

მედია მონიტორიგნი

29 ივნისი

ტელევიზია

სოციალური აგენტების აქცია

29.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    29.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. თუ უწყება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს - ისინი გაიფიცებიან. სოც აგენტები დამსაქმებლებთან შეხვედრას, პროფკავშირების წარმომადგენელთან და მათ უფლებადამცველთან ერთად ითხოვდნენ, თუმცა სამინისტროში მათ მოთხოვნას არ ითვალისწინებენ. როგორც ისინი ამბობენ, დამსაქმებლებს სწორედ სამართლებრივი დარღვევის გამო არ სურთ დასაქმებულებთან იურისტების თანდასწრებით საუბარი.

ჯანდაცვის სამინისტრო

29.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 10:00

Link:    29.06.2020 - I არხი - მოამბე 10:00

ჯანდაცვის სამინისტრო

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

29.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    29.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიმ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ევალებათ, მხოლოდ საჭიროა, დარეგისტრირდნენ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტრო

29.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    29.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ჯანდაცვის სამინისტრო

 

სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან - აგენტები მუშა ჯგუფში მათი იურისტის ჩართულობას მოითხოვენ

29.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    29.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

სოციალური აგენტები ისევ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გამართული შეხვედრის დროს მხარეები კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ, ცვლილებების ძალაში შესვლის ზუსტი დრო უცნობია. სოციალური აგენტები ისევ შეხვედრას ითხოვენ, ამჯერად უკვე იურისტთან ერთად, რომელიც თანამშრომელთა უფლებებს სამართლებრივად დაიცავს. დავით ომსარაშვილი: "დღეს ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ მათი მხრიდან იყო გარკვეული შემოთავაზება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას, რომ დღეს მომხდარიყო შეხვედრა. ჩვენ მოვედით და მზად ვართ, რომ შევხვდეთ, ვისაც ამის სურვილი ექნება.

სოციალური აგენტები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ

29.06.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    29.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ და გაფიცვისთვის ემზადებიან. მათ სამინისტროსთან 10 მოთხოვნა აქვთ, რომელთა ნაწილი ისევ ხელფასებსა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ეხება, ნაწილი კი პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას. 2019 წლის 25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვდნენ. 2 აპრილს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრობლემური საკითხების ნაწილზე შეთანხმდნენ.

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

29.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    29.06.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიმ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ევალებათ, მხოლოდ საჭიროა, დარეგისტრირდნენ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს.

 

 

 

 

 

ინტერნეტ სააგენტო

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყონ სოციალური აგენტებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნა

29.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    29.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ გარემოს“. EMC მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები. „დღეს, 29 ივნისს, შრომითი მედიაციის წარუმატებელი პროცესის შემდეგ, სოციალური აგენტები აპირებენ გაფიცვის დაწყების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართონ და სამ დღეში ოფიციალურად გაიფიცონ.

დევნილთა ბინების შერჩევა დაიწყო

29.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    29.06.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - კოვიდ პანდემიის ფონზე სამშენებლო სექტორის დასახმარებლად სახელმწიფო ბინების შეძენას იწყებს. შესასყიდი ბინებზე 1 მ²-ის ჭერიც განსაზღვრა. თბილისში ფასი არაუმეტეს 1 700 ლარი (დღევანდელი კურსით $ 555) გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად გამოისყიდის მის მიერ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელ ფართების არაუმეტეს 30%, მაგრამ შესაძლებელია კონკურში ნაკლები ფართის შეთავაზებაც. ბინების შესყიდვის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასით. გამარჯვებულები გამოცხადდება რიგითობით, რამდენი მონაწილის მიერ გაყიდვის ოფციით სარგებლობის შემთხვევაშიც შესასყიდი ბინების საფასური დაიფარება საკონკურსო ბიუჯეტით. საცხოვრებელი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას, კერძოდ, უნდა იყოს მზა მდგომარეობაში, არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი რემონტი. განსაზღვრულია ის მასალაც, რაც უნდა იყოს გამოყენებული ამა თუ იმ ოთახში. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმეჯერ, თუმცა იმ პირობით, რომ ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 მილიონ ლარს. დეველოპერებისგან ბინების შესყიდვა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით არის განსაზღვრული.

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

29.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    29.06.2020 - კომერსანტ.ჯი

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ. დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო.

ლევან კობერიძე დიმიტრი ხუნდაძეს - მოგმართავთ თხოვნით, ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ იყოს განხილული სამედიცინო სექტორთან კონსულტაციების გარეშე

29.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    29.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის ინფორმაციით, მან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე ჯერ სამედიცინო სექტორთან გამართულიყო კონსულტაციები და ამის შემდეგ ყოფილიყო კომიტეტზე განხილული, თუმცა როგორც კობერიძე აცხადებს, ამაზე კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის პოზიცია უარყოფითი იყო. როგორც კობერიძემ განაცხადა, კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში, გამოეთქვათ მოსაზრებები და არგუმენტები. „ბატონო დიტო, თქვენ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, უარს ამბობთ ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციაზე ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვის წინ? საჯარო განცხადებებში ჯანდაცვის მინისტრი, პრემიერი, თქვენც, პირდებით და მერე არავინ ხვდება ექიმებს და კლინიკებს.

"მოვუსმინოთ სამედიცინო სექტორს" - ლევან კობერიძის მიმართვა დიმიტრი ხუნდაძეს

29.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    29.06.2020 - ბიემ.ჯი

"ჯანდაცვის მინისტრი იყო პარლამენტში ყავაზე და შოკოლადზე, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ საქმიანად მოვიდეს", - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მას შემდეგ, რაც დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძე გასულ კვირას უმაღლეს საკნონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ-პროექტით, უწყება სასამართლოს განჩინების გარეშე კლინიკების შემოწმების უფლებას ითხოვდა, რაც სამედიცინო სექტორთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, არც ჯანდაცვის და არც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მოიწონეს. საბოლოოდ, გასულ კვირას რომან კაკულიას კომიტეტმა კანონ-პროექტს ორი დათქმით დაუჭირა მხარი - გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდებოდა და მეორე - სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება.

"საქმიანი განხილვა უკვე იყო" - ხუნდაძე კლინიკებთან დამატებით კონსულტაციას არ გეგმავს

29.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    29.06.2020 - ბიემ.ჯი

"სცენის გამართვა თუ გინდათ, სხვა საკითხია, მაგრამ საქმიანი განხილვა უკვე იყო" - ასე უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძის ინიციატივას იმის თაობაზე, რომ ხვალ ჯანდაცვის კომიტეტეზე კლინიკების რეგულირებასთან დაკავშირებული კანონ-პროექტის განხილვამდე კიდევ ერთხელ მოუსმინონ სამედიცინო სექტორს. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ-პროექტით, უწყება სასამართლოს განჩინების გარეშე კლინიკების შემოწმების უფლებას ითხოვდა, რაც სამედიცინო სექტორთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, არც ჯანდაცვის და არც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მოიწონეს.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები

29.06.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    29.06.2020 - მედიანიუს.ჯი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ გარემოს“. EMC მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები.

პრესა

ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტებს პირბადის გარეშე დაუშვებენ?

29.06.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    29.06.2020 - ალია

ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლოა, აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებზე პირბადის გარეშე დაუშვან. “პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით. განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე”.

ფოფხაძე ტიკარაძის წინააღმდეგ - „მას წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია“

29.06.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    29.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

„პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი თავის მხილებას გაურბის და ცდილობს ქვეყანას არ დაანახოს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია", - ასე აფასებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უარს პარლამეტში მისვლაზე. „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ივნისის დასაწყისში დაიბარეს, თუმცა მან ვიზიტის ივნისის ბოლო კვირამდე გადადება ითხოვა. ივნისი უკვე იწურება, თუმცა ტიკარაძე პარლამენტში მისვლას ისევ არ აპირებს. ფოფხაძე ამბობს, რომ მათ ფრაქციას ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედის იმედი აღარ აქვს. მისი შეფასებით, მინისტრის მიერ ვიზიტისთვის თავის არიდება იმის ნიშანია, რომ იგი სიტუაციას ვერ ფლობს.

„ვფიქრობ, რომ თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ და ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის“ - ამირან გამყრელიძე

29.06.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    29.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია. როგორც გამყრელიძემ ,,პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, დღეს 1500-მდე ტესტი ჩატარდა და თუ ინფექცია ქვეყანაში ამ ინტენსივობით განვითარდა ჩვენ ,,დიდი საშიშროება არ გველის". ,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცოფის ტყვია

29.06.2020

მედია საშუალებები:    ასავალ-დასავალი

Link:    29.06.2020 - ასავალ-დასავალი

ადამიანს თოფის ტყვია რომ მოხვდეს, შეიძლება გადარჩეს, მაგრამ , ვისაც ცოფის ტყვია მოხვდება, იმას გარდაუვალი სიკვილი უჭირავს ხელთ, რადგან ცოფი ერთადერთი ინფექციაა, რომელასაც 100 - პროცენტიანი ლეტალობა ახასიათებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას განგაშის ზარებს შემოჰკრა - თბილისში ცოფიანი ძაღლები გამოჩნდნენ და გაფრთხილდითო! ცოფი თარეშობდა საქართველოში, ნაცმიშისტური ცოფი, რომელიც თავის მურტალ საქმეს დღემდე აკეთებს და კიდევ დიდხანს გააგრძელებს, თუ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა ცოფიანი პოლიტიკოსები " ბოკერიას ორმოში" არ ჩაყარა.

ერთ წელიწადში გრანტი 15 დევნილს გადაეცა

29.06.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    29.06.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ საზღვრისპირა სოფლებში რიყესა და შამგონაში დევნილებისთვის დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულეს. სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გრანტი 15 დევნილს გადაეცა. დაფინანსების საშუალებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სათბურები მოაწყვეს, რაც მათთვის დღეს უკვე შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ.

ვინ არის, რა ასაკისაა და სად გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული მე-15 პაციენტი?

29.06.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    29.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გადაიცვალა. იგი გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, რომელსაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და კოვიდინფექცია თავიდანვე მძიმედ განვითარდა. დაავადებული ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო. მამაკაცი მეზობელი ქვეყნიდანაა შემოსული. მე-15 პაციენტი მცხეთაში გარდაიცვალა. „გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, ის საქართველოს მოქალაქეა, შემოსული იყო ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, მისი მდგოამრეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა.ჰქონდა მრავლობითი თანმხლები დაავადებები და უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე“, – აცხადებენ დაავადებათა კონსტროლის ცენტრში.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს კუთვნილ კომპენსაციებს არ აძლევენ?!

29.06.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    29.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

პარტია ,,ახალი საქართველოს" ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შესაბამისი სამსახურები ანაზღაურებას უგვიანებენ, რის მიზეზადაც მძღოლების დოკუმენტებში ხარვეზებს ასახელებენ. პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს მთავრობას კომპენსაციების დროულად ჩარიცხვისკენ მიმართა. ,,მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მიუვიდათ შეტყობინებები, სადაც მათ, თითქოს, ხარვეზები უფიქსირდებათ დოკუმენტებში ან ვერ ადასტურებენ 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონმიკურ საქმიანობას და არ აძლევენ მათ თავიანთ კუთვნილ კომპენსაციებს. მინდა მივმართო მთავრობას, რომ დროულად ჩაურიცხონ ამ ხალხს კომპენსაციები, ნუ აჭიანურებენ და ხელოვნურად ნუ უქმნიან დამატებით პრობლემებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარს „ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

რადიო

დღეს 12:00 საათზე სოციალური აგენტები სამინისტროს ოფიცილური წერილით მიმართავენ

29.06.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    29.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

დღეს 12:00 საათზე სოციალური აგენტები სამინისტროს ოფიცილური წერილით მიმართავენ. დაბალი ხელფასი, ზეგანაკვეთური შრომა და მოკლევადიანი კონტრაქტები-ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალის, რომლის შესრულებასაც სოციალური მუშაკები ითხოვენ. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაურმა სოციალურ აგენტებს მისცა პირობა, რომ ხელშკრულების ვადა გახანგრძლივდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 926 გახდა

29.06.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    29.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 926 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და 791 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 926 გახდა

29.06.2020

მედია საშუალებები:    რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00

Link:    29.06.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 926 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და 791 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

​