მედია მონიტორინგი
23 ივნისი
ტელევიზია
23.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 23.06.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
შშმ სამი ქალის ისტორია და მათი მამოტივირებელი კლიპი, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და მისი მთავარი მიზანი, სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირებისთვის ყურადღების მიქცევა და მხარდაჭერაა. თემაზე კლიპის ავტორი შვედეთის განვითარების ინსტიტუტის კურსდამტავრებულთა ქსელის აღმასრულებელი საბჭოს წევრი მირანდა ტაბლაძე და შშმ აქტივისტი ესმა გუმბერიძე საუბრობენ. მირანდა ტაბლაძე : "კლიპი დაკავშირებულია პანდემიის შემდგომ და მანამდე პერიოდთან და იდეაც მოდის პანდემიის დროს არსებული პრობლემებიდან, რომელიც უფრო მწვავედ იდგა შშმ პირებთან". ესმა გუმბერიძე: "ორი წელია რაც მიმდინარეობს შშმპ უფლლებების შესახებ კანონზე მუშაობა სხვადასხვა უწყებებში, ჯერ იუსტიციის სამინისტროში, შემდეგ უკვე პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში და სიტუაცია არის ესეთი, რომ უცებ გავიგებთ, რომ განახლდა განხილვები, ვნახავთ, რომ რაღაცა განხილვებს საჭიროებს, ვცდილობთ გამოვითხოვოთ ეს ვერსია, არ მოდის და გაჩერდება ეს საქმე".
23.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველამდე
Link: 23.06.2020 - ტვ პირველი - პირველამდე
რამდენად მოიმატა უმუშევრობამ და როგორია მიმდინარე ეპიდსიტუაციის ფონზე? ბიზნესინსაიდერი ინდუსტრიების ათეულს აქვეყებს, რომლებსაც მტკივნეულად შეეხო პანდემია. სიის სათავეშია: სამორინეები, ტანსაცმლის ბიზნესი, სტომატოლოგიური ბიზნესი. თემეას მედეა ტაბატაძე განავრცობს.
23.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
Link: 23.06.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
"კანონპროექტის ამ სახით მიღება ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ითავსებს პოლიციურ ფუნქციებს" - ასე ეხმაურება "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი კაჭარავა ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც სასამართლოს განჩინების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებას ეხება. “კანონპროექტი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ითავსებს პოლიციურ ფუნქციებს და იქნება ძალიან ცუდი ბიზნესის განვითარებისთვის. თუ კანონპროექტი ამ სახით მიიღეს, კატასტროფა იქნება“, - განაცხადა კაჭარავამ.
23.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 23.06.2020 - I არხი - მოამბე 15:00
სამი ახალი კოვიდინფიცირებული საქართველოში. მათგან ერთ შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების პირველწყარო უცნობია. ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა და მოგზაურობის ისტორია აქვთ.თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. კლინიკამ უკვე დადასტურებული დიაგნოზით ორი ახალი პაციენტი მიიღო, ხოლო ორი გამოჯანმრთელებული კი გაეწერა. „ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა. ორივე იმპორტირებულია, შემოტანილი შემთხვევებია. ორი სტუდენტია, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ, დაბრუნდნენ, კარანტინში ბრძანდებოდნენ და იქ ჩატარებული კვლევით, დადასტურებული პასუხით გადმოყვანილი იქნენ ჩვენთან. ზოგადად, კლინიკაში 24 პაციენტიდან მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
23.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
Link: 23.06.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ფარმაცევტული საწარმოების GMP-ის სტანდარტებზე გადასვლა იყო. მედიკამენტების ადგილობრივ საწარმოებს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება 2022 წლიდან მოუწევთ. მოლოდინია, რომ ამ რთული პროცესების შედეგად ბაზარს არაერთი კომპანია დატოვებს. ფარმაცევტული კომპანიები ითხოვენ, რომ სამინისტრომ მათ მოთხოვნების კონკრეტულად გაწერილი დოკუმენტი წარუდგინოს, რათა იცოდნენ, რისი დაკმაყოფილება უწევთ წელიწადნახევარში. რა შენიშვნები აქვს ბიზნესს და რამდენად არის მზაობა მთავრობის მხრიდან მათი შენიშვნების გასათვალისწინებლად? თემაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, ლევან გოგიბერიძე, ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი. ლევან გოგიბერიძე: ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხრიდან გაჟღერდა აღნიშნული თემა და ის პრობლემები, რაც GMP-ის სტანდარტებზე გადასვლას ახლავს თან.
23.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 23.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
1. კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევიდან 1 სოფელ ყარაჯალას მკვიდრია. ქალი თბილისში მუშაობდა და ბოსნეულს დიდუბის ბაზარში ყიდდა. კონტაქტების სია სავარაუდოდ ვრცელია. 2. ინფიცირებული სოფელ ყარაჯალოდან 63 წლის ქალია. ინფიცირებული თელავის ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში გადმოიყვანეს. დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განცხადებით ქალი რაიონში 2 დღის წინ შვილთან და სიძესთან რელიგიურ დღესასწაულზე დასასწრებლად ჩამოვიდა. დღეს მხოლოდ 3 კონტაქტია მოძიებული. საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი.
23.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 23.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
კოვიდ 19-ით ინფიცირებული ქალი რომელიც სოფელ ყარაჯალადან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს, სამგლოვიარო რიტუალზე იმყოფებოდა. ამ დროისთვისი ნფიცირებულის მხოლოდ სამი კონტაქტია გამოვლენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძრვანელმა განაცხადა.
23.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 23.06.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს იუენდიპი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ხელი დღეს მოაწერეს. ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებენ. პროექტს "კურაციო" განახორციელებს. “გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს ფონდ "კურაციოს", რომელიც შექმნის სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიას. პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს სიმძლავრეები იმისთვის, რათა გაუმკლავდეს ჯანდაცვაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ მუშაობას ამ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
23.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 23.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 18 ივნისს ვაჟი შეეძინა. ისინი დაუკავშირდნენ პირს და 5000 დოლარის სანაცვლოდ ბავშვის მიყიდვაზე შეუთანხმდნენ. ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. 5 000 დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბავშვი ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა გადაყვანილი და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
23.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 23.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. ინიციატივას გაერო-ს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტს „საერთაშორისო ფონდი კურაციო“ განახორციელებს. "გაერო-ს განვითარების პროგრამა დააფინანსებს ფონდ კურაციოს, რომელიც შექმნის ჰოლდინგის განვითრების გეგმას",- განაცხადა ტიკარაძემ. "სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ ხუთი საავადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. ასევე, კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაში.
23.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 23.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
გლდანში მდებარე კერძო საბავშვო ბაღს, შრომის ინსპექციის გაფრთხილების მიუხედავად, მუშაობა დღესაც არ შეუწყვეტია. "კურიერის" გადამღები ჯგუფის დანახვითანავე ბაღის თანამშრომლებმა ისევ სცადეს კარის ჩაკეტვა. ბაღში, სადაც გადამღები ჯგუფი დილის 11 საათზე დღეს კიდევ ერთხელ მივიდა, ადგილზე აღმზრდელი 2 ბავშვთან ერთად დახვდა. ძიძამ ამჯერადაც იგივე გაიმეორა, რომ შენობაში ნივთების ჩასალაგებლად იმყოფებოდნენ და ტერიტორიასაც მალე დატოვებდნენ, თუმცა კამერამ საპირისპირო სიტუაცია გადაიღო. "კურიერმა" დღეს ისიც გაარკვია, რომ პანდემიის პირობებში მუშაობის აკრძალვის მიუხედევად, კერძო საბავშო ბაღი ყოველგვარი ლიცენზიის გარეშეც ფუნქციონირებს. 9 სართულიანი კორპუსის 1-ლ სართულზე არსებული კომერციული ფართი, როგორც საბავშვო ბაღი, დარეგისტრირებული არ არის. ინფორმაცია არც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე და არც საინფორმაციო ცენტრების მონაცემთა ბაზაში არ იძებნება.
23.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 23.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ეპიდემიოლოგები ახლაც ცდილობენ დაადგინონ, რა ვითარებაში დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით დიდუბის ბაზრის მოვაჭრე. 63 წლის ქალის სამი კონტაქტი კარანტინშია გადაყვანილი. პაციენტი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადანაა, თუმცა წინასწარი ვერსიით, სოფელში ის უკვე დაინფიცირებული ჩავიდა. ეპიდკვლევის შედეგებზეა დამოკიდებული, შეიცვლის თუ არა კახეთი ყველაზე უსაფრთხო, ანუ მწვანე ზონის სტატუსს. დღეს ქვეყნის მასშტაბით დაავადებულთა რაოდენობა მხოლოდ სამით გაიზარდა. ახლოვდება ყველაზე მნიშვნელოვანი და სარისკო ეტაპი – პირველ ივლისს ქვეყანა სამთვიანი შეზღუდვის შემდეგ საზღვრებს ხსნის.
23.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 23.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 18 ივნისს ვაჟი შეეძინა. ისინი დაუკავშირდნენ პირს და 5000 დოლარის სანაცვლოდ ბავშვის მიყიდვაზე შეუთანხმდნენ. ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. 5 000 დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბავშვი ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა გადაყვანილი და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
23.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 23.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. ინიციატივას გაერო-ს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტს „საერთაშორისო ფონდი კურაციო“ განახორციელებს.
24 ივნისი
ტელევიზია
24.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 24.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
გილეადი საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ მათ მიერ მოწოდებული მედიკამენტების სპეციალური კურსი დაფინანსდა საქართველოში ცნობილი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც ათასობით საქართველოს მოქალაქეს დაამარცხებინა ჰეპატიტი და ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა როგორც გილეადის პარტნიორი, თვლის, რომ სულ მალე ცე ჰეპატიტის ოფიციალური დამარცხებაც და დასნეულებულთა სრული გამოჯანმრთელება იქნება შესაძლებელი.
24.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 24.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საერთაშორისო ფონდი “კურაციო” UNDP-ის დაფინანსებით, სახელმწიფოს კუთვნილი სამედიცინო ჰოლდინგისთვის ახალ სტრატეგიას მოამზადებს. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკებისთვის სწორი სტრატეგიის ქონა ამ პანდემიის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობას ატარებს. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის თქმით კი, UNDP-ისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის გაღრმავება COVID-19-ის პანდემიის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. “გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს ფონდ "კურაციოს", რომელიც შექმნის სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიას.
24.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 24.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ეხმაურება შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარეობს. "მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომითი გარემო. თუმცა, აღნიშნული მიზნის მიღწევა დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესების პროპორციული და თანაზომიერი გათვალისწინების გარეშე,- ასე ეხმაურება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარეობს. მისივე თქმით, მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ბიზნესის რიგი რეკომენდაციები.
24.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 24.06.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დღეს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგება. პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. თამარ გაბუნია: "ცვლილებები შეეხება ჯანმრთელობის შესახებ კანონს".
24.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 24.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება, დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება, დეზინფექცია, დალაგების დაწყების და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნით და წყლით 20 წამის განმავლობაში, ან 70% ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება, ხშირად შეხებადი ზედაპირების და დაბინძურებული სივრცეების პერიოდული დასუფთავება-დეზინფექცია, რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით. - ეს არასრული ჩამონათვალია იმ წესებისა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბინები და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციების სახით გამოაქვეყნა და შესაბამისად სავალდებულო შესასრულებელ წესად დაადგინა.
24.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 24.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია დღეს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარდგება. პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები - „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება მოხდება. განიხილავენ ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონს, ცვლილებები ასევე შეეხება კანონს ჯანმრთელობის შესახებ დაზუსტდება მარეგულირებლის ფუნქციებიც.
24.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 10:00
Link: 24.06.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 914 შემთხვევაა დადასტურებული. თამარ გაბუნია: "დღევანდელი მდგომარეობით არის სამი ახალი შემთხვევა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული".
23 ივნისი
ინტერნეტ სააგენტო
23.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 23.06.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაყალბდა, აბსურდულია. "ჩვენ გვყავს მხოლოდ 14 გარდაცვლილი და თითოეული გარდაცვლილის ისტორიას საზოგადოებაც კი დეტალურად იცნობს და რომ არ მომხდარა რომელიმე პაციენტის სამედიცინო ისტორიის გაყალბება, ესეც კარგად არის ცნობილი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ალბათ ისევ და ისევ დესტრუქციის შემოტანა და ეჭვის შეტანა მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში",- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაყალბების საკითხს გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. მისი თქმით, სიკვდილიანობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დიდი ტყუილია.
23.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 23.06.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებული ეპიდვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ სწავლის დაწყება არ გადაიდოს. მისი თქმით, წინ კიდევ 3 თვეა გასავლელი და ვითარება შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ახლა რომ სექტემებრი იყოს, სწავლის პროცესი განახლდებოდა. „იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ სწავლა სექტემბერში განახლდება, თუმცა, წინ 3 თვე გვაქვს. გვინდა, მოსახლეობამ გაიაზროს, თუ რა რისკების წინაშე ვდგავართ.
23.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 23.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი 250 000 პირიდან სახელმწიფო კომპენსაცია მხოლოდ 85 000 ადამიანს ჩაერიცხა. თვითდასაქმებული 24 000 მოქალაქიდან მხოლოდ 90 000 მა მიიღო სახელმწიფო დახმარება.
23.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 23.06.2020 - ტაბულა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. "დღეს ჩვენ ვართ მართვის ეტაპზე. ვირუსი, ჩვეულებრივად, ჩვენთან არის. დღეს ჩვენ გვაქვს 3 ახალი შემთხვევა. მართალია, 2 კვლავ კარანტინიდან გვაქვს და 1-ის კვლევა მიმდინარეობს, თუ სად არის წყარო ამ დაინფიცირებულის. როგორც ხედავთ, რაოდენობები არის მერყევი – ხან გვაქვს 20-ის ფარგლებში, ხან გვაქვს ერთეულები და ზოგჯერ გვქონია ისეთი დღეები, როდესაც გვაქვს მხოლოდ ნულოვანი სტატისტიკა. მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ საქართველოში ვირუსი არის და, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაცია, რომელიც არის რეგიონსა და მსოფლიოში".
23.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 23.06.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.
23.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 23.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. „მიმდინარეობს კვლევა. სად მუშაობდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, როგორ იყო ყარაჯალაში ჩასული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კვლევაში. ფაქტია, რომ საავადმყოფოში თავად მივიდა და მას ჰქონდა პნევმონია, შემდგომ ტესტი ჩაუტარდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიმდინარეობს კვლევა. ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამოდენიმე პუნქტში მუშაობენ. ყველაფერი უკავშირდება პერსონალურ ინფორმაციას. მე რომ რამე გითხრათ პერსონალურ საკითხებთან მიმართებაში, ამას მოყვება პანიკა.
23.06.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 23.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. „მიმდინარეობს კვლევა. სად მუშაობდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, როგორ იყო ყარაჯალაში ჩასული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კვლევაში. ფაქტია, რომ საავადმყოფოში თავად მივიდა და მას ჰქონდა პნევმონია, შემდგომ ტესტი ჩაუტარდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიმდინარეობს კვლევა. ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამოდენიმე პუნქტში მუშაობენ. ყველაფერი უკავშირდება პერსონალურ ინფორმაციას.
23.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. ინფიცირებული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალი თბილისიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ინფიცირება კახეთში არ მომხდარა. ,,ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტი არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით.
23.06.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 23.06.2020 - ამბები.ჯი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა. ეზუგბაიას განცხადებით, მესამე ახალი შემთხვევის წყაროსთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეპიდკვლევა. „დღევანდელი მონაცემებით 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ორი არის საკარანტინე სივრციდან და ერთ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით, წყაროს მოძიების თვალსაზრისით, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება. ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი პაციენტი მივიღეთ. ამ ორი ახალი შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე.
23.06.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 23.06.2020 - ბათუმელები.ჯი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 337 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღეს, 23 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 18594 პირს. დღეს არსებული მონაცემების თანახმად, აჭარაში კარანტინში იმყოფება 1125 პირი.
23.06.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 23.06.2020 - აიპრეს.ჯი
სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. ქალს 3 ადამიანთან, შვილთან, სიძესთან და შვილიშვილთან ჰქონდა კონტაქტი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა მედიასთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებული მოქალაქის კონტაქტები საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. “ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტში არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს.
23.06.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 23.06.2020 - აიპრეს.ჯი
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. „მოხარული ვარ, რომ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის რაც საქართველომ კოვიდ- 19-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე.
23.06.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 23.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
შესაძლოა გაფართოვდეს კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა, იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, StopCoV ფონდიდან სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა.
23.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 23.06.2020 - ბიემ.ჯი
საერთაშორისო ფონდი “კურაციო” UNDP-ის დაფინანსებით, სახელმწიფოს კუთვნილი სამედიცინო ჰოლდინგისთვის ახალ სტრატეგიას მოამზადებს. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს ჯანდაცვის მინისტრსა და UNDP-ის პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონს შორის დღეს გაფორმდა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლინიკებისთვის სწორი სტრატეგიის ქონა ამ პანდემიის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობას ატარებს. “გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს ფონდ "კურაციოს", რომელიც შექმნის სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიას. პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს სიმძლავრეები იმისთვის, რათა გაუმკლავდეს ჯანდაცვაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს.
23.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 23.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, პირველადი ვერსიასთან შედარებით გადამუშავებულ ვარიანტში ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. „შესაძლოა გაფართოვდეს კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა, იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, StopCoV ფონდიდან სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან "- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
23.06.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. „მოხარული ვარ, რომ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის რაც საქართველომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე.
23.06.2020
მედია საშუალებები: ესქეინიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ესქეინიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თუ სექტემბერში ქვეყანაში არსებული ეპიდინდუსტრიული სიტუაცია ისეთივე იყო, როგორიც ახლაა, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. "ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ სწავლა განახლდება, თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს სამი თვე წინ. ამ სამ თვეში როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი, რატომ მოვხსენით ჩვენ რეგულაციები და რატომ ვცდილობთ მაქსიმალურად შევარბილოთ ის სიმკაცრე, რომელიც გამოვიჩინეთ პირველ თვეს? ჩვენ გვაქვს სურვილი, მოსახლეობამ გაიაზროს, თუ რა რისკებია და რა თქმა უნდა, ამით ჩვენ არ გვინდა პასუხისმგებლობა გადავიტანოთ მოსახლეობაზე. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით კვლავ ვდგავართ“, - განაცხადა ტიკარაძემ „იმედის დილის“ ეთერში. მისივე თქმით, თუ ვირუსთან ყველამ არ ისწავლა სწორი მოქცევა, შემოდგომასა და ზამთარში მასთან თანაცხოვრება გაგვიჭირდება.
23.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 23.06.2020 - კომერსანტ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.
23.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 23.06.2020 - ბიემ.ჯი
„ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ - ამ სახელწოდებით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას დასრულებულ პროექტებს წარუდგენს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა. კამპანია 18 ივნისს, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრმა პირადად დააანონსა. დღეს კი, tv “იმედზე“ განმარტა, რას მოიცავს კამპანია. „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად - ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა, ხალხთან უფრო ახლოს მივიდეთ და ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო და ის სიკეთეები, რაც შეუძლიათ მიიღონ სამინისტროსგან, მივიტანოთ მათთან. რეალურად მოტივაცია არის ეს. აქედან გამომდინარე, დავგეგმეთ მრავლობითი ღონისძიება... ყველა მოქალაქესთან მივალთ, რომელსაც ესაჭიროება სამინისტროს დახმარება, მე პირადად მივალ; ყველა რეგიონში ვივლი, სადაც დაგეგმილია ღონისძიებები, მაგალითად დაგეგმილია 60 ერთეული სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მანქანების გადაცემა სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საჭიროებისამებრ მე დავესწრები; ასევე ძალიან ბევრი ახალი შენობა-ნაგებობაა ჩვენი ექიმებისთვის და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის - ამ ღონისძიებებს დავესწრები. დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდში 360 ჯახისთვის ბინების გადაცემა და ამ ღონისძიებასაც დავესწრები.
23.06.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 23.06.2020 - ბიეფემ.ჯი
შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
23.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. „მოხარული ვარ, რომ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის რაც საქართველომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე.
23.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 23.06.2020 - კომერსანტ.ჯი
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას. „მოხარული ვარ, რომ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის რაც საქართველომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა.
23.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 23.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი თელავში, სოფელ ყარაჯალაში დადასტურდა. „კოვიდ 19“ ყარაჯალაში მცხოვრებ შუახნის ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, საიდანაც მას თბილისში გადაიყვანენ. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი სოფელში უკვე მუშაობს და სავარაუდო კონტაქტებს იკვლევს. დაავადებათა კონტროლოს კახეთის რეგიონულ ცენტრში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
23.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
23.06.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი
3 ახალი ინფიცირებულიდან ერთ–ერთი მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. 63 წლის ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს. იგი თბილისიდან სოფელში ერთი დღის დაბრუნებული იყო და კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი. "ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტი არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით.
23.06.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ფრანთნიუს.ჯი
თბილისი: "შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა, იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, StopCoV ფონდიდან სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველადი ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.
23.06.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 23.06.2020 - ამბები.ჯი
სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეტროსადგურ "დიდუბის“ მიმდებარედ არსებული ბაზრის მოვაჭრეა. ინფიცირებული ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოკვეთილია მხოლოდ სამი ოჯახური კონტაქტი - ინფიცირებული ქალის შვილი, სიძე და შვილიშვილი. სამივე მათგანი კარანტინშია გადაყვანილი. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალი თბილისიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთან ჰქონია, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ინფიცირება კახეთში არ მომხდარა. "ქალბატონი მუშაობს თბილისში. ყარაჯალაში ჩამოვიდა საღამოს, სამ პიროვნებასთან ერთად. სოფელში კონტაქტი არავისთან ჰქონია და შვილთან ერთად მიაკითხა საავადმყოფოს. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც", - თქვა ხიზანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომით 63 წლის ქალი გუშინ შეიყვანეს.
23.06.2020
მედია საშუალებები: ქეინიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ქეინიუს.ჯი
კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს, რომელიც ოჯახის სამ წევრთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში თბილისიდან ჩამოვიდა, პნევმონია და სიცხე აღენიშნებოდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფლების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალბატონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოს თავად მიაკითხა. მისივე თქმით, მოძიებულია მხოლოდ ოჯახის სამი წევრის კონტაქტი, რომელიც აღნიშნულ ქალბატონთან ერთად მგზავრობდა. ,,საავადმყოფოში მოსვლისას ქალბატონს აღენიშნებოდა სიცხე და ასევე პნევმონია. მას ჩაუტარდა PCR ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. 63 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პირბადით და წესების დაცვით მივიდა. ახლა ის გადაყვანილია თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
23.06.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 23.06.2020 - ფორ.ჯი
იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სწავლა განახლდება, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია ის, რომ წინ კიდევ 3 თვე გვაქვს და ამ 3 თვეში როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რისი გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. „რატომ მოვხსენით რეგულაციები და რატომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ის სიმკაცრე, რომელიც გამოვჩინეთ დავუშვათ, პირველ თვეს? ჩვენ გვაქვს სურვილი, მოსახლეობამ გაიაზროს, თუ რა რისკებია და რა თქმა უნდა, ამით ჩვენ არ გვინდა პასუხისმგებლობა გადავიტანოთ მოსახლეობაზე.
23.06.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 23.06.2020 - ფორ.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც იგი "მთავარ არხს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშულებს. ეკატერინე ტიკარაძე „მთავარ ახზე“ გასულ სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს. მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14-ვე პაციენტის ისტორიას საზოგადოება კარგად იცნობს და არც ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორია არ გაყალბებულა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოპოზიციური არხის მიზანი ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანაა.
23.06.2020
მედია საშუალებები: ქეინიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ქეინიუს.ჯი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მყოფი შუახნის ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიეყვანეს. სამეციდინო დაწესებულების დირექტორის, ზურა საჩიშვილის განცხადებით, ინფიცირებული ქალი მათთან გუშინ საკუთარი ფეხით მივიდა. ,,აღნიშნული ქალბატონი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ჩვენთან გუშინ 10 საათისთვის შემოვიდა და აღენიშნებოდა პნევმონია. ავადმყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ შემოუყვანია, თავად მოვიდა”– განუცხადა Knews.ge-ს ზურა საჩიშვილმა.
23.06.2020
მედია საშუალებები: ქეინიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - ქეინიუს.ჯი
თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის სოფელ ყარაჯალაში ალასკარ სარდაროვის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს მეზობლებთან და ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, ის სოფელში თბილისიდან ტაქსით ჩამოვიდა. ,,ამ ქალს არავისთან ჰქონია კონტაქტი. ვიკითხეთ და არც მეზობლებმა იცოდნენ, რომ ჩამოსული იყო. შვილები, შვილიშვილები და რძლები ყაზახეთში ყავს და აქ სტუმრად ჩამოვიდა. დიდუბეში ვაჭრობდა. სიძე, მისი შვილი და შვილიშვილიც განმარტავენ, რომ მასთან არ ჰქონიათ კონტაქტი. ის თბილისში, ისანში, ჩაჯდა ტაქსში და ჩამოვიდა. როგორც გვითხრეს აქ წყლის რიგში იმყოფებოდა, რაც ჩემი ინფორმაციით არ არის მართალი. სოფელში მედიკოსები მუშაობენ და ზუსტ ინფორმაციას ისინი გაარკვევენ”,– განუცხადა Knews.ge-ს ალასკარ სარდაროვმა. სოფელ ყარაჯალაში თბილისიდან ჩასულ 63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით covid19 დაუდასტურდა. ის თელავის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
23.06.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 23.06.2020 - ფორ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. მიმდინარეობს კვლევა. სად მუშაობდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, როგორ იყო ყარაჯალაში ჩასული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კვლევაში. ფაქტია, რომ საავადმყოფოში თავად მივიდა და მას ჰქონდა პნევმონია, შემდგომ ტესტი ჩაუტარდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიმდინარეობს კვლევა. ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამოდენიმე პუნქტში მუშაობენ. ყველაფერი უკავშირდება პერსონალურ ინფორმაციას.
23.06.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 23.06.2020 - მედიანიუს.ჯი
შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
23.06.2020
მედია საშუალებები: რეგიონ.ჯი
Link: 23.06.2020 - რეგიონ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 20 ივნისს „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით მხოლოდ 14 პაციენტია გარდაცვლილი და არც ერთი ავადმყოფობის ისტორია არ გაყალბებულა. " მთავარ არხზე" სრულიად აბსურდული სიუჟეტი იყო, მსგავსი ფაქტი არ არსებობს, ჩვენ მხოლოდ 14 გარდაცვლილი გვყავს. თითოეული გარდაცვლილის ისტორიას საზოგადოება დეტალურად იცნობს. არც ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის გაყალბება და შემდეგ მისი სიკვილობის გაყალბება არ მომხდარა"-განაცხადა ტიკარაძემ.
23.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 23.06.2020 - ბიპიენ.ჯი
შესაძლოა, გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველად ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
23.06.2020
მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი
Link: 23.06.2020 - ლაივპრეს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს კამპანიას - "ერთი თვე სამინისტროსთან ერთად". ამ კამპანიის ფარგლებში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩავა. უწყება სხვადასხვა ღონისძიებას აანონსებს. მინისტრი მოსახლეობას დასრულებულ პროექტებს წარუდგენს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა. კამპანია 18 ივნისს, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრმა პირადად დააანონსა. ღონისძიებაზე, თემატური სტენდების სახით, წარმოდგენილი იყო, ერთი წლის განმავლობაში, სამინისტროსა და მისი სსიპ-ების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და შესრულებული პროექტები.
24 ივნისი
ინტერნეტ სააგენტო
24.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 24.06.2020 - კვირა.ჯი
ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდება. პარლამენტმა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (84 მომხრე) დაუჭირა მხარი. პროექტის თანახმად, არსებულ კანონს ეცვლება სახელწოდება და მას „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი დაერქმევა. ასევე მოქმედ კანონს ემატება 26 პრიმა და 26 სეკუნდა მუხლები, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო, მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით, განახორციელებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებებისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას.
24.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. „ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი,"- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა.
24.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 24.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 156 ახალაშენებული ბინიდან, 135 - ქალაქ ქუთაისში, ხოლო 21 ქალაქ გორში მდებარეობს. “სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა. საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
24.06.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 24.06.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის. 156 ახალაშენებული ბინიდან, 135 - ქალაქ ქუთაისში, ხოლო 21 ქალაქ გორში მდებარეობს. სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა. საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.
პრესა
24.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 24.06.2020 - რეზონანსი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაყალბდა, აბსურდულია. "ჩვენ გვყავს მხოლოდ 14 გარდაცვლილი და თითოეული გარდაცვლილის ისტორიას საზოგადოებაც კი დეტალურად იცნობს და რომ არ მომხდარა რომელიმე პაციენტის სამედიცინო ისტორიის გაყალბება, ესეც კარგად არის ცნობილი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ალბათ ისევ და ისევ დესტრუქციის შემოტანა და ეჭვის შეტანა მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში",- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაყალბების საკითხს გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. მისი თქმით, სიკვდილიანობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დიდი ტყუილია.
24.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 24.06.2020 - რეზონანსი
სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაფართოვდება. მიზეზი ნაკლები მიმართვიანობაა, რის გამოც ბიუჯეტის სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად უცნაურია იმ პირობებში, როცა სამუშაო ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა. ეს ან გაზრდილი ბიუროკრატიის, ან ჩრდილოვანი ეკონომიკის ბრალია, რის გამოც, დასაქმებულები ვერ ადასტურებენ, რომ სამსახურში მუშაობდნენ და შემოსავალი დაკარგეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, ახალი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფოს კომპენსაციის თხოვნით მოსალოდნელზე ნაკლებმა ადამიანმა მიმართა. „შესაძლოა, გაფართოვდეს კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
24.06.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 24.06.2020 - მესინჯერი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ასევე, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად, საიდანაც ინვესტიციები 2020 წლის I კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად სწორედ აშშ - დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა.
24.06.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 24.06.2020 - ახალი თაობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვაგაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5.000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა.
რადიო
24.06.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
Link: 24.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. „ამ დროისთვის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. სამივე შემთხვევა არის იმპორტირებული. ესეც ნიშანია იმის, რომ ქვეყნის შიგნით ინფექციის გავრცელება არ ხდება. როგორც ჩანს, იმ მაკონტროლებელი ღონისძიებებით, რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, ეფექტურად ხერხდება ეპიდემიის კონტროლი,"- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა.