From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 22 ივნისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 22.06.2020 09:27
Attachments :

მედია მონიტორინგი

22 ივნისი

ტელევიზია

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

22.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 08:00

Link:    22.06.2020 - I არხი - მოამბე 08:00

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიასთან ერთად შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე პრესკონფერენციას გამრთავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ ინიცირებული პაკეტი ითვალისწიენბს მნიშნველოვან დებულებებს ევროდირექტივებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვერციებით დაწესებულ სტანდარტებს რომელთა კანონმდებლობაში ასახვა და რეგურირება დასქმებულთა უფლებების გაძლირებასა და მათ პრაქტიკაში რალიზებას არსებითად შეუწყობს ხელს.

კომპენსაციების გაცემის პროცესი

22.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    22.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

19 ივნისის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ საკომპენსაციო მიმღებთა რაოდენობა იყო 144 674, მათგან 84 564-მა 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გადაირიცხა 25 369 200 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 775 პირს.

შრომის კოდექსში ცვლილებების განხილვა დღეს პარლამენტში დაიწყება

22.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 10:00

Link:    22.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 10:00

ეპიდემიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ შრომის კანონმდებლობა ქვეყანაში ხარვეზიანია. არასამთავრობო ორგანიზაციებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი დასაქმებულთა უფლებებს ამჯერად მაინც გაითვალისწინებს და ახალი დოკუმენტი მხოლოდ დამსაქმებელთა ინტერსებზე მორგებული არ იქნება. შრომის კოდექსში ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დღეს იწყებს. თავდაპირველად, კანონპროექტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ერთობლივ პრესკონფერენციას, შრომის კოდექსში არსებულ ხარვეზებზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს. "პირველ ვერსიასთან შედარებით, ბევრად შეთხელებული, მოკრძალებული ვერსიაა, ბიზნეს ლობისტებმა იმუშავეს იმაზე, რომ ამოეღებული ყოფილიყო ბევრი გარანტია და დღეს უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ მინიმუმ ეს ბასიზური გარანტიები მაინც შევიდეს კანონი. ასევე ძალიან ბევრი გარანტია უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც რჩება კანონის მიღმა, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა-გახარიას განცხადება

22.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    22.06.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

1. მთავრონის ადმინისტრაციაში, ცოტა ხნის წინ, დასრულდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. პრემიერმა გიორგი გახარიამ ვირუსის გავრცელების კონტროლის შესახებ ისაუბრა და ის შედეგები შეაჯამა, რომელიც ქვეყანამ ამ დრომდე გაიარა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებსსაც და კომპანიებსაც, მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. 2. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე. პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა ჩაატაროს გამჭირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები. 3. "პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს. გიორგი გახარიას შეფასებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება და წინ გადადგმული ნაბიჯი.

დღეს პარლამენტში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

22.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    22.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

დღეს პარლამენტში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილია. მისი განმარტებით, კოდექსის რეფორმა დისკრიმინაციის კუთხით დამატებით დაზუსტებებს და რეგულაციებს შემოიტანს, ასევე არეგულირებს სამუშასო დროს და მის აღსრულებას. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ შრომის კოდექსის განსახილველი ვარიანტი ბიზნესლობისტების მეშვეობით, შემცირებული და არასრულია. სწორედ ამ საკითხზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და საია ერთიობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დიმიტრი ცქიჯტიშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კანონის აღსრულების მექანიზმებია, მათ შორის შრომის ინსპექციის კანონის, რომელიც გულისხმობს ახალი სიპის შექმნას, იმისთვის რომ ეს პროექტი არ დარჩეს ფურცელზე".

ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში

22.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    22.06.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიასთან ერთად შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე პრესკონფერენციას გამრთავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ ინიცირებული პაკეტი ითვალისწიენბს მნიშნველოვან დებულებებს ევროდირექტივებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვერციებით დაწესებულ სტანდარტებს რომელთა კანონმდებლობაში ასახვა და რეგურირება დასქმებულთა უფლებების გაძლირებასა და მათ პრაქტიკაში რალიზებას არსებითად შეუწყობს ხელს.

გიორგი გახარიას განცხადება

22.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    22.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, როგორც ყოველთვის ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები - ეს განცხადება პრემიერ მინისტრმ ესკუთვნის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. პრემიერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც გასათვალისწინებელია.

ინტერნეტ სააგენტო

BAG: შრომის კოდექსში ცვლილებებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რჩება პრინციპული საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს

22.06.2020

მედია საშუალებები:    ბიპიაი.ჯი

Link:    22.06.2020 - ბიპიაი.ჯი

თბილისი (BPI) – სართველოს ბიზნეს ასოციაცია იმ საკითხებს განმარტავს, რომელზეც შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორებთან უკვე შედგა კომპრომისული შეთანხმება, თუმცა ასევე რჩება პრინციპული საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, „ბიზნესსექტორთან, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებთან, დასაქმებულებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან ინტენსიური კომუნიკაციისა და ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის დეტალური ანალიზის შედეგად შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტში გამოიკვეთა ის არსებითი პრობლემები, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ ბიზნეს გარემოზე.

შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორებთან უკვე შედგა კომპრომისული შეთანხმება,თუმცა,რჩება საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს -BAG

22.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    22.06.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმ საკითხებს განმარტავს, რომელზეც შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორებთან უკვე შედგა კომპრომისული შეთანხმება, თუმცა ასევე რჩება პრინციპული საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, „ბიზნესსექტორთან, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებთან, დასაქმებულებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან ინტენსიური კომუნიკაციისა და ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის დეტალური ანალიზის შედეგად შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტში გამოიკვეთა ის არსებითი პრობლემები, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ ბიზნეს გარემოზე.

პრემიერი - გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რაც გვაქვს შევინარჩუნოთ - მოქალაქეებსაც და კომპანიებსაც პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებთ

22.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    22.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, დღეს 2 ახალია შემთხვევა დაგვემატა, გუშინ გვქონდა 8. „ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად, მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია.

გახარია - გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რაც გვაქვს შევინარჩუნოთ

22.06.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    22.06.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

თულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს უნდა შევინარჩუნოთ. „დღეს 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა 8. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ“, - განაცხადა პრემიერმა. როგორც მან აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების ტემპი იზრდება შესაბამისად, ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. „პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი: ვირუსის გავრცელების კონტროლის შესანარჩუნებლად გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს

22.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    22.06.2020 - პია.ჯი

რემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გაორმაგებული პასუხისმგებლობაა საჭირო, ვირუსის გავრცელების კონტროლის შესანარჩუნებლად. "დღეს 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა 8. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია, -განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, რეალურად ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს. "ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით იზრდება და აქ ჩვენ, გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

22.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    22.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები. „ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია. კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ნიღბების ტარება, თავის არიდება დიდი შეკრებებისგან, დისტანცირება. ის ფაქტი, რომ ასეთი ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პრესა

"ამისთანა სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ" - გამყრელიძე "მთავარი არხის" სიუჟეტზე

22.06.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    22.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გადაჭრით უარყოფს გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას, რომელიც რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მცდელობას ეხებოდა ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. 20 ივნისს „მთავარი არხის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც მოქალაქეები ხელისუფლებას კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მცდელობაში ადანაშაულებენ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „მთავარი არხის" მტკიცებით, ქალაქ მარნეულში იმ ოჯახს მიაკვლია, რომლის წევრიც ორი კვირის წინ გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ოჯახს კი ჯერ ექიმებმა, ხოლო შემდეგ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 ათასი ლარი შესთავაზეს, რათა გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 ჩაეწერათ. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „რეზონანსი" ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. იგი ამ ინფორმაციას „სისულელეს" უწოდებს. „ამისთანა სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ", - განიცხადა გამყრელიძემ „რეზონანსს".

გაივლიან თუ არა ტურისტები 14 დღიან კარანტინს? - მინისტრი პროცედურებს ასახელებს

22.06.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    22.06.2020 - ალია

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს: „პირველი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ PCR-ტესტის ჩატარებას. ეს ყველაფერი გაკეთდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, გვაქვს მოლაპარაკება სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან ტესტის პასუხებს. მოლაპარაკებები იმაზე, თუ ვინ გადაიხდის ამ ტესტირების ხარჯებს, სხვა სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.” საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს. ჩამოსული ტურისტები კარანტინს არ გაივლიან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ ექნებათ აღებული ტესტი ვირუსზე, მათ საქართველოში აღებული ტესტის პასუხამდე მოუწევთ მხოლოდ იზოლაციაში ყოფნა!

გახდება თუ არა 50-თეთრიანი "დექსამეტაზონი" კოვიდთან ბრძოლის საუკეთესო პრეპარატი?!

22.06.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    22.06.2020 - კვირის პალიტრა

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ტემპერატურა დღითი დღე იმატებს, თუმცა ამ ფონზეც არ კარგავს აქტუალურობას პანდემიასთან დაკავშირებული სიახლეები. როგორც BBC იუწყება, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 2 ათასი "დექსამეტაზონით" მკურნალობდა. მათი შედეგები შეადარეს იმ 4 ათასისას, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ "დექსამეტაზონმა" ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებთან ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებდა, რისკი 1/5-ით შემცირდა.

ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძევს - ამირან გამყრელიძე

22.06.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    22.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კორონავირუსის ახალი ერთეული შემთხვევა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები. „ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია.

​