From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 21-22 ივლისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 22.07.2020 09:03
Attachments :

მედია მონიტორინგი

21 ივლისი

ტელევიზია

მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

21.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    21.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

მარინა ეზუგბაია: "საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1,049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი გახლავთ, 3 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 2 კი, არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა. 2 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს პირველწყაროს დასადგენად. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ასეთი მატება არ მოახდენს გავლენას ქვეყნის მიღწევებზე კორონავირუსთან მიმართებაში, ეს არ არის კატასტროფული რიცხვები. 6 თვეზე მეტია დაავადებათა კონტროლი წარმატებით აგრძელებს მუშაობას".

კოვიდ 19

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. დადასტურებულ შემთხვევებს კიდევ 10 პაციენტი დაემატა და ჯამში 1049 გახდა. რაც შეეხება განკურნებულებს, კლინიკიდან დღეს 3 პაციენტი გაწერეს. კორონავირუსი სულ 903-მა ადამიანმა დაამარცხა. მარინა ეზუგბაია:"10 ახალი შემტხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

„დღეს ჯანდაცვის სფეროსთვის, სამინისტროსთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოგიდგენთ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდება. გადაეცემა 60 ახალი გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ევროსტანდარტებით არის აღჭურვილი“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „2014 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, 362 მანქანა შევიძინეთ. დღეს, 2020 წელს ეს მანქანები ნაწილობრივ ჩავანაცვლეთ და წელს 140 მანქანით განახლდა ავტოპარკი.

კორონავირუსი

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

გარდაბნის რამდენიმე სოფელში, სადაც COVID19-ის ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დღეიდან გაფართოებული ტესტირება იწყება. კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათას ადამიანს გაუკეთდება ანალიზი. ჯერ უცნობია, მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას. ეკატერინე ტიკარაძე:" დაიმართება საკოორდინაციო საბჭო, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე". 2. კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ათი კი გამოჯანრთელდა. კორონავირუსისთ ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების მოძიება ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ახალი მანქანა გადაეცა

21.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    21.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება გრძელდება

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება გრძელდება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი მანქანების პრეზენტაცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. იქ იყო ჯანდაცვის მინისტრი და თბილისის მერი. ეკატერინე ტიკარაძე:" რვა მანქანა განთავსდება თბილისში, საიდანაც ერთი იქნება რეანომობილი, დანარჩენი მანქანები განაწილდებიან რეგიონებში. რეანომობილებთან დაკავშირებით მონიტორინგი დაწყებულია".

113

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება გრძელდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღონისძიება იწყება. ეკატერინე ტიკარაძე: "მოგესალმებით, დღეს ჯანდაცვის სამინისრროსთვის, ჯანდაცვის სფეროსთვის, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოგიდგენთ, ეს არის სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ავტოპარკის სრული ჩანაცვლება ქვეყანაში. ავთანდილ თალაკვაძის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს სრულიად განახლებული ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ავტოპარკი. მიდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახის, რომელიც დღეს ჩვენ ღონისძიებას ესწრება".

კოვიდ 19- საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 13:00

Link:    21.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. ამირან გამყრელიძე ბრიფინგს მართავს. ამირან გამყრელიძე:"საქართველოში ეპიდსიტუაცია ამ დრომდე მართვადია და კონტროლს ემორჩილება, თუმცა შეინიშნება განსხვავებული ტენდენციები. გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯამში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 46-ია. გამყრელიძის თქმით, ბოლო თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ყოველდღიურად აჭარბებდა ინფიცირებულთა რიცხვს. დღეს კი გვაქვს პირიქით". 2. გახდება თუ არა გარდაბანი ისევ წითელი ზონა?! მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრტხის გამო რეგიონში დილიდან სპეციალისტები მუშაობენ. დაწყებულია მოსახლეობის მასიური ტესტირება. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევაა. აქედან 14 სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა

21.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    21.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 45 სტანდარტული მანქანა და 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდება. პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი და თბილისის მერი დაესწრნენ. ეკატერინე ტიკარაძე: "ჩემს უკან დგას 60 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტებით და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ყველაზე საჭირო მომენტში. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევძლოთ ისევე როგორც ჩვენი ყველა თანამშრომლისთვის, იმ გმირებისთვის, რომლებმაც არა ერთხელ გვაჩვენეს ჩვენ, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შეუძლიათ გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე, გავაუმჯობესოთ მათი სამუშაო პირობები".

ვითარება გარდაბანში

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში მოსახლეობის PCR ტესტირება მიმდინარეობს. კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათას ადამიანს გაუკეთდება ანალიზი. ჯერ უცნობია, მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელახლა ჩაკეტვის გადაწყვეტილებას. საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში საკითხზე დღეს იმსჯელებენ. ქვეყანაში კოვიდინფექციის სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისიდან „ეარფრანსი“კვირაში 2-ჯერ პარიზის შარლ დე გოლისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს შეასრულებს.

გარდაბანში 700-მდე ადამიანს PCR ტესტირება უტარდება

21.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    21.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

გამოცხადდება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა საკარანტინე ზონად - ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 21 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ. ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი უკვე მუშაობს და 700-მდე პირს PCT ტესტირება უკვე ჩაუტარდა. ტესტირების პასუხები დაახლოებით 24 საათში იქნება ცნობილი. გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სწორედ სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას დღეს ეპიდემიოლოგებიც ესწრებიან.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში ბოლო ერთ დღეში. მათგან ორ შემთხვევაში კვლავ ვერ დგინდება ვირუსის გავრცელების პირველწყარო, მიმდინარეობს კვლევა. ბოლო ორ დღეში, ქვეყანაში კორონავირუსის ხუთი მსგავსი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა შემთხვევაშიც ვერ დგინდება დაინფიცირების წყარო. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. სულ ვირუსი დაამარცხა 903 ადამიანმა. საერთო ჯამში, დადასტურებულია 1049 შემთხვევა. კორონავირუსს ემსხვერპლა 16 პაციენტი.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ახალი მანქანა გადაეცა

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

ჯანდაცვის შეჩერებული კანონპროექტი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

Link:    21.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკმაოდ ხმაურიანი კანონპროექტის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. გასული კვირის ბოლოს, კანონპროექტი, რომლის მიღებასაც სამინისტრო დაჩქარებული წესით ითხოვდა, ჯანდაცვის კომიტეტში მესამე მოსმენით მიიღეს, იმავე დღეს პროექტი დეპუტატებს სესიაზე მესამე მოსმენით უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტის თავმჯდომარეს განხილვის გადადება სთხოვა.

კორონავირუსი

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

გარდაბანში ეპიდ სიტუაცია გართულებულია, მაგრამ სოფლების არ ჩაიკეტება - გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, თუმცა ზომები გამკაცრდება. უფრო ინტენსიური გახდება თერმოსკრინინგი და გაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ახალი მანქანა გადაეცა

21.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    21.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

შრომის ინსპექტორების დეფიციტი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

Link:    21.07.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება გაურკვეველი ვადით შეჩერდა, ბიზნესს პრობლემა აქვს. მათ სავალდებულოდ ევალებათ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, ბაზარზე კი კადრების დეფიციტია. რამდენად მოუმზადებელია რეფორმა, რა პრობლემა შექმნა გაუთვალისწინებელმა რისკებმა, სტუმართან ერთდ ვისაუბრებთ თემაზე, ლაშა ლაბაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი. ლაშ ლაბაძე: შეჩერებულია აკრედიტებული პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის სამაინისტროს ნებართვის ქვეშ ხორციელდებოდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ სამინისტრომ დაინახა ის ხარვეზი, რომელიც სერთიფიცირებულ კადრებს უკვე ჰქონდათ, შემდეგ გადაწყდა, რმ მოთხოვნები გაეზარდათ, რაც აისახა დროში, რამაც გაზარდა მეცადინეობების რაოდენობა, გაიზარდა პროვაიდერების მიმართ მოთხოვნები.

კორონავირუსი

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

გარდაბნის რამდენიმე სოფელში, სადაც COVID19-ის ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დღეიდან გაფართოებული ტესტირება იწყება. კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათას ადამიანს გაუკეთდება ანალიზი. ჯერ უცნობია, მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას. 2. კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ათი კი გამოჯანრთელდა. კორონავირუსისთ ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების მოძიება ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

პროტესტის უკიდურესი ფორმა ტყიბულში.

21.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    21.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

პროტესტის უკიდურესი და უპრეცენდენტო ფორმა ტყიბულში - მეშახტემ, დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებულის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. "მთავარის" ინფორმაციით, მეშახტე მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდა და ხელფასის გაზრდას მოითხოვდა. ტყიბულის შახტის 65 წლის თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ტყიბულელმა მეშახტემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციამ მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 900 ლარიანი ანაზღაურებიდან 300 ლარიან ხელფასზე ჩამოჰყავდათ.

ხმაური და დაპირისპირება გარდაბანში

21.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    21.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

ხმაური და დაპირისპირება გარდაბანში, სადაც დღეს დილიდან ეპიდემიოლოგები მოსახლეობის პისიარ ტესტირებას ატარებენ. ადგილობრივები ჟურნალისტებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ტელე კამერებმა ექიმების მუშაობის პროცესის გადაღება დაიყწეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა საკარანტინე ზონად ამ დორისთვის არ ცხადდება, თუმცა ადგილზე მკაცრდება კონტროლი. ადგილზე იყვნენ სამარლდამცავებიც, თუმცა მატ სიტუაციის განმუხტვა არ უცდით. უტიტროდ:"გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი." ლევან კობიაშვილი:"მომდევნო დღეების განმავლობაში, უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება და რა თქმა უნდა, ეს იქნება დისტანციურად". დღეს ნათია თურნავან რეგულარულ ფრენებზეც ისაუბრა.

კოვიდ 19

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    21.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკეტა. თუმცა, ცალკეული სოფლების შესასვლელებში ჩატარდება თერმოსკრინინგი. გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. 2. საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული 903. 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში ინფიცირებული ავტომობილის მძღოლია. 558 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კი უარყოფითია. ცხელების კლინიკებშ მოტავსებული პაციენტების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

შემთხვევა ტყიბულში

21.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    21.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ტყიბულში შახტის 65 წლის მუშამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ის ტყიბულის საავადმყოფოში სასაწრაფოთი გადაიყვანეს და ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს. ამირან ბოჭორიშვილის ყვება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ აიძულა. დღეს დირექტორის კაბინეტში უთხრეს, რომ 300-ლარიან სხელფასზე გადაყავთ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალასა და ყარათაკლიაში გაფართოვებული ტესტირება დაიწყო

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალასა და ყარათაკლიაში გაფართოვებული ტესტირება დაიწყო. კვლევის ფარგლებში ანალიზი შვიდასამდე ადამიანს ჩაუტარდება. ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს, გაფართოვებული ტესტირების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გარდაბნის ორ სოფელში კორონა ვირუსის 24 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაბანი არ ჩაიკეტება

21.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    21.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვას ამ ეტაპზე გმორიცხავს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევათა მატებას უკავშრდება. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები.

ახალი სასწრაფოები

21.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    21.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 60 ავტომანქანით განახლდა. მათგან, 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

მინდელის შახტის ტერიტორიაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 17:00

Link:    21.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

მინდელის შახტის ტერიტორიაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. მეშახტემ ვენები გადაიჭრა. პროტესტის უკიდურეს ფორმას 66 წლის კაცმა მას შემდეგ მიმართა რაც ადმინისტრაციამ ხელფასი შეუმცირა. მამაკაცი დაზიანებებით სასწრაფო დახმარებს ჯგუფმა ტყიბულის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

21.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    21.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში ბოლო ერთ დღეში. მათგან ორ შემთხვევაში კვლავ ვერ დგინდება ვირუსის გავრცელების პირველწყარო, მიმდინარეობს კვლევა. ბოლო ორ დღეში, ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსისთ ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულებს აჭარბებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საყურადღებოდ მიიჩნევენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, არის ილუზია, რომ ქვეყანამ კოონავირუსი დაამარცხა, რაც მისი შეფასებით, არასწორია. მისი თქმით, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა ამის შესანარჩუნებლად წესების დაცვა აუცილებელია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა

21.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    21.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 45 სტანდარტული მანქანა და 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდება. პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი და თბილისის მერი დაესწრნენ. ეკატერინე ტიკარაძე: "ჩემს უკან დგას 60 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტებით და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ყველაზე საჭირო მომენტში.

კორონავირუსის 10ახალი შემთხვევა

21.07.2020

მედია საშუალებები:    კავკასია - დღეს 19:00

Link:    21.07.2020 - კავკასია - დღეს 19:00

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულების რაოდენობა 1049-მდე გიაზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 903-ია. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 იმპორტირებული, 2 საკარანტინო სივრციდან. 2ის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. 3 ახალი პაციენტი დაემატა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, რომელთაგან 1 ის წყაროს დადგენა იმდიანრეობს. მარინა ეზუგბაიას თმქით, ბოლო პერიოდში მომატებული შემთხვევები პანიკის საფუძველს არ იძლევა. კარანტინის რეჟიმიში 5640ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 275 პირი რჩება. ამირან გამყრელიძე: " კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა საყურადღებოა, თუმცა ეპიდსიტუაცია მართვადია“

COVID 19-ის საფრთხე ბაზრობებზე - ეპიდემილოგები ლილოსა და დინამოზე ამ დრომდე არ გამოჩენილან

21.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    21.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობებზე ეპიდემიოლოგებს მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყიათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და სხვა პრევენციული ღონისძიებები ჯერჯერობით ადგილზე არ გატარებულა. კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16-ე პაციენტის ოჯახის წევრები სწორედ ამ ბაზრობებზე მუშაობენ და კოვიდ ინფექცია მათაც დაუდასტურდათ. ლილოს ბაზრობაზე, ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა მათ ინფიცირებული თანამშრომელი არ უნახავთ და მისი მაღაზიაც დაკეტილია. ვირუსი გავრცელების რისკი ბაზრობებზე რომ მაღალია ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა დღეს თავად დაადასტურა.

გადაუდებელი სასწრაფო დახმარების 60 ახალი მანქანა ჯანდაცვის სექტორისთვის

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

გადაუდებელი სასწრაფო დახმარების 60 ახალი მანქანა ჯანდაცვის სექტორისთვის. საგანგებო სიტუაციების კორიდნაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კი კდიევ ერთხელ განახლდა. 45 მანქანა სასწრაფო სამედიცინო დახმერების სტანდარტული ავტომობილია, 15 კი მაღალი გამავლობის რანომობილი. მანქანები, რომლებიც თბილისში იმოძღავებს მერმაც დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძე: "ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევძლოთ და ისევე როგორც ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის და იმ გმირებისთვის, რომლებმაც არაერთხელ გვაჩვენეს, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შეუძლიათ გადაარჩინონ სხვისი სიცოცხლე, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მათ სამუშაო პირობები, შევქმნათ მათთვის უსაფრთხო გარემო."

პროტესტის უკიდურესი ფორმა ტყიბულში.

21.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    21.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

პროტესტის უკიდურესი და უპრეცენდენტო ფორმა ტყიბულში - მეშახტემ, დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებულის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. "მთავარის" ინფორმაციით, მეშახტე მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდა და ხელფასის გაზრდას მოითხოვდა. ტყიბულის შახტის 65 წლის თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ტყიბულელმა მეშახტემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციამ მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 900 ლარიანი ანაზღაურებიდან 300 ლარიან ხელფასზე ჩამოჰყავდათ. 40 წლის გამოცდილების მქონე თანამშრომელი იძულებული გახდა, ხელმძღვანელისთვის პირადად ეთხოვნა, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თავადაა და ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ მეშახტემ ბასრი საგნით მარცხენა ხელის ვენები გადაიჭრა.

კორონავირუსი და საქართველო

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2-ის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. 3 იმპორტირებულია , ხოლო 5 უკვე დადგენილი შემთხვევბის კონტაქტებია. მიუხედავად ამისა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეშფოთებას იწვევს მიმდინარე სტატისტიკა. საზოგადოებას არასწორად ჰგონია , რო მსაქართველომ კორონავირუსი დაამარცხა. ეკატერინე ტიკარაძე:" მას შემდეგ რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება , რომ ვაქცინის მიღება ესაფრთხოა , ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ გამოვიყენოთ ის." განსაკუთრებული ზომების მიუხედავად გახსნის პროცესი გრძელდება და ამჯერად სტადიონზე გულშემატკივარი დაბრუნდება.

60 ახალი ავტომობილი სასწრაფო დახმარებისთვის

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

სასწრაფო დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 ახალი ავტომობილი გადაეცა. აქედან 45 სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილია ავტომობილია , ხოლო 15 კრიტიკული პაციენტებისთვის განკუთვნილი რეანომობილი. აღნიშნული ხელს შეუწყობს პაციენტების და ექიმების საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას. პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა მერთან და საკრებულოს თავჯდომარესთან ერთად გამართა. ეკატერნე ტიკარაძემ მედპერსონალის იმ ღვაწლზე ისაუბრა , რაც მათ კორონავირუსის პანდემიის დროს გასწიეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ახალი მანქანა გადაეცა

21.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    21.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

გარდაბანში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბაზრობები შეიძლება ვირუსის გავრცელების კერად იქცეს

21.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    21.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

კოვიდ 19-ით ბოლო გარდაცვლილი მამაკაცის შვილი ლილოს ბაზრობაზე მუშაობს. საბითუმო მაღაზია ახლა დაკეტილია, თუმცა გარდაცვლილის შვილი რომელიც ახლა თავადაც ინფიცირებულია, აქ გუშინდელ დღემდე ყოველდღიურად მოდიოდა. ამის მიუხედავად ლილოს ბაზრობაზე დღეს ეპიდემიოლეგები არ გამოჩენილან, არც დეზინფექცია ჩაუტარებიათ და არც იქ მომუშავეები შეუმოწმებიათ ვირუსზე. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ლილოს გარდა ე.წ. დინამოს ბაზრობაზეც მუშაობდნენ, მოვაჭრეები ყვებიან რომ არც ისინი შეუმოწმებია ვინმეს კორონავირუსზე.

ტყიბულში მეშახტემ თვითმკვლელობა დირექტორის კაბინეტში სცადა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 22:00

Link:    21.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00

ტყიბულში მეშახტემ თვითმკვლელობა დირექტორის კაბინეტში სცადა. 66 წლის ამირან ბოჭორიშვილმა ვენები გადაიჭრა. პროტესტის უკიდურეს ფორმას მეშახტემ მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციამ 900 ლარიანი ხელფასი 300 ლარამდე შეუმცირა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

უხელფასოდ დარჩენილი ხალხი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 22:00

Link:    21.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00

კორონაპანდემიის შედეგად საქართველოში უმუშევრად დარჩენილების რიცხვმა რეკორდუნ ნიშნულს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ათიათასობით ოჯახს შემოსავალი შეუმცირდა, ან საერთოდ აღარ აქვთ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში კომპანიებმა 207 000 000 -ით ნაკლები ხელფასები დაარიგეს.

22 ივლისი

ტელევიზია

საზღვრების გახსნის გადავადება

22.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    22.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

აქტიურდებიან პოლიტიკოსები, მაინც დაისვენებენ, რადგან დამსახურებულად დაღალნენ და მერე ორთვიან დერბის გამართავენ და შევლენ წინასაარჩევნო მარათონში. გახსოვთ, ალბათ, საქართველოს მთავრობამ ყოველგვარი ახსნის გარეშე გადადო დაანონსებული პირველი ივლისი და საზღვრების გახსნა. შემდგომ დაკავდა ახსნა-განმარტებით, რომ საზღვრების გახსნა დამანგრეველია ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის ვითარების გათვალისწინებით. წამყვანი ეკატერინე ტიკარაძის ფრანგი კოლეგის განცხადებას აცნობს მაყურებელს.

რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობა

22.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    22.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ კოვიდი დავამარცხეთ და ეს არ არის სწორი. დაიცავით რეკომენდაციები, რომელსაც გაძლევთ-მიმართა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას. ქვეყანაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ის წყარო დაუდგენელია. ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ადასტურებს, რომ მე-16 გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ინფიცირებულები არიან. ბრიფინგზე ენსიდისიმ განაცხადა, რომ ივლისში ყოველდღიურად 3500 ტესტი გაკეთდება.

ახალი რეანომიბილები

22.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    22.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სამედიცინო დახმარების სამსახურს გადაუდებელი სასწრაფო დახმარების 60 მანქანა გადაეცა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე სამსახურმა სულ 262 მანქანა შეიძინა. ეკატერინე ტიკარაძე: "სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მომსახურების გაუმჯობესება არის ჩვენი პრიორიტეტი, ამ მანქანებიდან 8 მანქანა განთავსდება თბილისში, საიდანაც ერთი იქნება რეანომობილი, დანარჩენი მანქანა განაწილდება რეგიონებში". ავთანდილ თალაკვაძე: "დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან გადმოგვეცა 60 ავტომობილი, რომელთაგანაც 15 ავტომობილი არის რეანომობილის ტიპის".

ჯანდაცვის მინისტრი ოქსფორდის ვაქცინაზე

22.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    22.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ოქსფორდის ვაქცინის, როგორც კვლევებისათვის, ისე ფართო მასშტაბით გამოყენების თაობაზე, მასში საქართველოც ჩაერთვება. ოქსფორდის ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა. ის ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს. 1,077 ადამიანზე ჩატარებულმა აცრებმა აჩვენა, რომ ინექციის შემდეგ ორგანიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებს და ეგრეთ წოდებულ T-უჯრედებს გამოიმუშავებს, რომელთაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შესწევთ.

კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

22.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    22.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მესამე მოსმენით საკომიტეტო ფორმატში მიიღეს, თუმცა სესიაზე არ დამტკიცდებულა. მესამე მოსმენაზე თამარ გაბუნიამ არჩილ თალაკვაძეს ბიზნესთა შეთანხმებული კანონპროექტის მიღების გადადება სთხოვა. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პლენარულ სესიამდე მას საუბარი მინისტრთან ჰქონდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დოკუმენტი რა ფორმითაც პარლამენტმა მიიღო სავარაუდოდ არარ დამტკიცდება.

მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

22.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    22.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

მარინა ეზუგბაია: "დაგვემატა 24 ახალი შემთხვევა და გვყავს 1073 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა და გვყავს 907. ამ მონაცემებით, ამ პერიოდისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობას აგრძელებს 188 პაციენტი. ამ 24 პაციენტის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ - 5 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული. ისინი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 5 შემთხვევა გახლავთ დაავადებულებთან კონტაქტები, 10 შემთხვევა გახლავთ გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი პირებში დადასტურებული შემთხვევა და ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კონტაქტირებულების კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ჩვენთან გუშინ იყო 26 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და შემოვიდა ჩვენთან 4 ახალი დადასტურებული და დღეს გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა.

კოვიდ 19

22.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 11:00

Link:    22.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე არის გაზრდიილი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში დაფიქსირებული შემტხვევებიდან ყველაზე მეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

მარინა ეზუგბაი

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    22.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00

მარინა ეზუგბაი

21 ივლისი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პერსპექტიულია ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა.

ამირან გამყრელიძე - ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება ყურადღება

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება ყურადღება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა სასურსათო ბაზრობაზე აქტიურად მუშაობს და აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით 1077 ადამიანი.

ამირან გამყრელიძე - ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას აჭარბებს, შესაბამისი ზომებია გასატარებელი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის შედარებით გაზრდა საყურადღებო ინდიკატორია და ამაზე აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას აჭარბებს.

ამირან გამყრელიძე - მოშვება არ შეიძლება, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ 19 დაამარცხა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოეშვას და არ შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ19 დაამარცხა. მისივე თქმით, ვირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და სხვა რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს.

ამირან გამყრელიძე - გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესი გარდაბნის რაიონზე მოდის და საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მთლიანი მაჩვენებლის 2%-ს შეადგენს. გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი 14 შემთხვევა, სოფელ ყარაჯალაში დაფიქსირდა.

საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგიც. „გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ტესტირების მაჩვენებელი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდა — გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    21.07.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ტესტირების მაჩვენებელი ყოველ მილიონ მოსახლეზე 49 000-ა, რაც, მისი თქმით, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელია. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ავტომობილი დაემატა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიეფემ.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოპარკს ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი დაემატა. მათგან, 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო 15 – მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

ტყიბულში მეშახტემ ვენები გადაიჭრა

21.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    21.07.2020 - პია.ჯი

ტყიბულში შახტის თანამშრომელმა ვენები გადაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მეშახტემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც გაოგო, რომ ხელფასს არ გაუზრდიან. დამატებით დეტალებს Pia.ge არკვევს.

დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, დაელოდებიან ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი. “დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

გლობალური სიტუაცია არასახარბიელოა, მოშვების საფუძველი არ არსებობს"- გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს

21.07.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    21.07.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ "კორონავირუსთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია არასახარბიელოა". "ამიტომ, ყოველნაირი მოშვება, რომ გლობალურად ეპიდემია მშვიდდება ან უკეთესობისკენ მიდის, ამის საფუძველი არ არსებობს"- ამბობს მედიკოსი.

ეკატერინე ტიკარაძე: დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    21.07.2020 - ფორ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, დაელოდებიან ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი. "დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

გარდაბნის მინიციპალიტეტი არ ჩაიკეტება

21.07.2020

მედია საშუალებები:    ნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ნიუს.ჯი

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე გარდაბნის საკარანტინე ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „არ იქნა მიღებული ჩაკეტვის შესახებ გადაწყვტილება, გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის შესახებ და ასევე გაფართებული ტესტირებისა მოსახლების, ამ რეგიონში და კერძოდ გაჩიანის დასახლებაში“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ახალი მანქანა გადაეცა

21.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    21.07.2020 - კომერსანტ.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია გამართავს. ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 63 ახალი შემთხვევაა, რაც დამაფიქრებელი ინფიკატორია“– ამირან გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი

საქართველოში ბოლო ათი დღის განმავლობაში შემთხვევათა მატება გვაქვს, რაც საყურადღებო ინდიკატორია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ერთ თვეში კორონავირუსით 63 ადამიანი ინფიცირდა და 46 გამოჯანმრთელდა, რასაც დამატებითი ყურადღება სჭირდება. „ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ გვაქვს 10-11 შემთხვევა. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 63 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში და 46 გამოჯანმრთელებული, რაც დამაფიქრებელი ინდიკატორია.

რა ელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს? - ეკატერინე ტიკარაძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით კენჭიყრსის მოლოდინშია. Bm.ge-მ დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა - როდის დადგება საბოლოოდ კენჭისყრაზე კანონპროექტი ან შევა თუ არა მასში ცვლილებები ანუ დაბრუნდება თუ არა საკანონონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენის რეჟიმში.

"ერთი წელია რეანომობილების მონიტორინგი მიმდინარეობს" - ეკატერინე ტიკარაძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

ერთი წელია რეანომობილების მონიტორინგი მიმდინარეობს, რადგან ვიცით, რა ხდებოდა მაშინ, როცა ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ჩართულობა და მონიტორინგი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ის სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ავტომობილი დაემატა.

გამოიყენებს თუ არა საქართველო ოქსფორდის მიერ შექმნილ ვაქცინას? - მინისტრი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ოქსფორდის ვაქცინის როგორც - კვლევებისთვის, ისე ფართო მასშტაბით გამოყენების თაობაზე, მასში საქართველოც ჩაერთვება. საქმე იმაშია, რომ ოქსფორდის ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა - ის ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს.

საქართველოში ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები საყურადღებოა - ამირან გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

აქართველოში ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები საყურადღებოა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ იმატა.

სულ რამდენი ტესტი ჩატარდა საქართველოში და რამდენი ტარდება დღიურად? - სტატისტიკა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

ივლისში დღიურად კორონავირუსზე 3500-მდე ტესტი კეთდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან საზოგადოებას ტესტირებებთან დაკავშირებული ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები გააცნო. „მილიონ მოსახლეზე 49 ათასზე ავედით ტესტირების მაჩვენებლებზე. 182 ათასი PCR ტესტია ჩატარებული ქვეყანაში და ამას ემატება 116 ათასი სწრაფი ტესტი.

მთავრობა ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მე-16 გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ინფიცირებულები არიან და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები. აქედან გამომდინარე, ამირან გამყრელიძის თქმით, საბჭომ ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო

21.07.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    21.07.2020 - ფორ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაბანში მოსახლეობას გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდება, ასევე ჩატარდება თერმოსკრინინგიც. „გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაა მიღებული გაჩიანის შესასვლელში და დასახლებულ პუნქტებში და ასევე მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების ამ რეგიონში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ავტომობილი დაემატა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიპიენ.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოპარკს ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი დაემატა. მათგან, 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

ეკატერინე ტიკარაძე - დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, დაელოდებიან ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი. "დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო: „სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276–მა პირმა მიიღო“

21.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 218 791 პირი. მათგან 121 520 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, შესაძლოა, ისევ ჩაიკეტოს

21.07.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    21.07.2020 - პრესა.ჯი

გარდაბნის რამდენიმე სოფელში დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო. სპეციალისტების ინფორმაციით, ქვემო ქართლში მდგომარეობაა ისევ საყურადღებოა, რის გამოც მოსალხოების შემოწმება გადაწყდა. კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევა სწორედ გარდაბანში დადასტურდა.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს"

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პერსპექტიულია ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა. „საქმის კურსში ვართ ამ ვაქცინის, ისევე როგორც რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    21.07.2020 - პრესა.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პერსპექტიულია ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა. „საქმის კურსში ვართ ამ ვაქცინის, ისევე როგორც რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ.

ყველა ახალგაზრდას ვულოცავ რეგულაციების შემსუბუქებას" - მინისტრი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    21.07.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - დღეიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების, მათ შორის კონცერტის და ქორწილის გამართვა პრაქტიკულად დაშვებულია, - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაშვების მიუხედავად, დაცული უნდა იყოს ზომიერება და ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის პროტოკოლით არის გათვალისწინებული. „ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შემსუბუქებას.

ლილოს და ვაგზლის ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება

21.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    21.07.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - გარდაბანი არ ჩაიკეტა, ტესტირება დაიწყო. covid-ის 63 ახალი შემთხვევა და 46 გამოჯანმრთელებული, - ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, კვირის ეპიდვითარებაზე და ინფიცირებულებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2% წილზე განაცხადა. 1077 შემოწმებულიდან 94 კარანტინშია გადაყვანილი. მთავარი ეპიოდემიოლოგის ინფორმაციით, გარდაბნის სოფლებში 08 სთ-დან გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

საქართველოში კორონავირუსის 63 შემთხვევიდან შვიდის ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია

21.07.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    21.07.2020 - რეპორტიორი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მისივე თქმით, აქედან 20 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა

21.07.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    21.07.2020 - პუბლიკა.ჯი

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქნახშირის პრესსამსახურში დაუდასტურეს. „მისი პროტესტი მოჰყვა იმას, რომ, ასაკიდან გამომდინარე, უნდა წარმოედგინა ჯანმრთელობის ცნობა (კომიისიის დასკვნა).

ბაზრობებზე ზომები სავარაუდოდ, გამკაცრდება

21.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება ყურადღება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა სხვადასხვა სასურსათო ბაზრობაზე აქტიურად მუშაობს და აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით 1077 ადამიანი. 24 კორონავირუსზე პოზიტიური იყო. 84 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

გამყრელიძე ამბობს, რომ COVID-19–ის ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს

21.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. მისი თქმით, პერსპექტიულია ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა. „საქმის კურსში ვართ ამ ვაქცინის, ისევე როგორც რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ.

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ის ტყიბულის საავადმყოფოდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ცოტა ხნის წინ გაწერეს. როგორც მეშახტე ამირან ბოჭორიშვილი აცხადებს, ვენების გადაჭრის მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაცია ხელფასს უმცირებს.

სარფში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    21.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. PCR ტექნოლოგიით კვლევა, ასევე ჩაუტარდა აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ყველა სხვა უწყების თანამშრომელს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა (საერთო ჯამში 24 საათის განმავლობაში 313 პირის მიზნობრივი ტესტირება განხორციელდა).

სარფში გამოკვლეულ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    21.07.2020 - ტაბულა.ჯი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება თერმოსქრინინგისა და გაფართოებული ტესტირების შესახებ. "არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაკეტვის გადაწყვეტილება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი ევროსტანდარტების შესაბამისი 60 მანქანით განახლდა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    21.07.2020 - ტაბულა.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი ევროსტანდარტების შესაბამისი 60 მანქანით განახლდა. დღეს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ავტომობილების საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის მერ კახა კალაძესთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გამართა.

შემოსავლების სამსახური: სარფში გამოკვლეულ 129 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

კორონავირუსზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი აქვთ და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე მუშაობდნენ

21.07.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის კაცის ოჯახის წევრებიც ინფიცრებული არიან. „ამ პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება.

ტყიბულში, 65 წლის მეშახტემ, დირექტორის კაბინეტში, ვენები გადაიჭრა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    21.07.2020 - ამბები.ჯი

ტყიბულის შახტის 65 წლის თანამშრომელმა შემცირებული ხელფასის გასაპროტესტებლად უკიდურეს ფორმას მიმართა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს. მეშახტემ შეიტყო, რომ ადმინისტრაცია მისი 900-ლარიანი ხელფასის 300 ლარამდე შემცირებას გეგმავდა. ამიტომაც, ის დირექტორთან მივიდა და სთხოვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიეღო და მისთვის ხელფასი არ შეემცირებინა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები 2 კომპანიასთან მიმდინარეობს – ამირან გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. „ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან“ ერთად.

სულ ჩატარებულია 182 ათასი პისიარ ტესტი – გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    21.07.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირგან გამყრელიძის თქმით, სულ ქვეყანაჩი ჩატარებულია 182 პისიარ ტესტი. „ქვეყანაში სერიოზულად გაფართოებულია ტესტირების რაოდენობა. ჩვენ მილიონ მოსახლეზე უკვე 49 ათას ტესტზე ავედით, რაც მსოფლიოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელია. ქვეყანაში ჩატარებულია 182 პისია ტესტირება და ამას ემატება 116 ათასი სწრაფი ტესტი“, – ამბობს გამყრელიძე.

ჯანდაცვის სამინისტრო 200 000 სწრაფი ტესტის შესყიდვას გეგმავს – COVID-19

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    21.07.2020 - ბათუმელები.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯამში 200 ათას ცალ ანტიგენის სწრაფ ტესტს (Antigen (Ag) RDT) და ანტისხეულების სწრაფ ტესტს (IgM/IgG) შეისყიდის. სამინისტრო შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს, მანამდე კი ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ტესტების შესყიდვა, მსოფლიო ბანაკის დაფინანსებით, ამავე ბანკის COVID19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროს დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი ფასები 23 ივლისამდე უნდა წარუდგინონ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა (ფოტო)

21.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    21.07.2020 - კვირა.ჯი

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო. “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი გადაეცა. მათგან – 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო – 15 მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილებიდან მაღალი გამავლობის რვა სასწრაფო დახმარების მანქანა დედაქალაქს მოემსახურება, დანარჩენი კი რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება”, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    21.07.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქნახშირის პრესსამსახურში დაუდასტურეს. „მისი პროტესტი მოჰყვა იმას, რომ, ასაკიდან გამომდინარე, უნდა წარმოედგინა ჯანმრთელობის ცნობა (კომიისიის დასკვნა). მან წარმოადგინა კომისიის დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ აქვს ქრონიკული ბრონქიტი, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, რომ ჩავიდეს შახტში… ჩვენ მას შევთავაზეთ, შახტში აღარ ჩასულიყო და მიწისზედა კომპლექსზე ემუშავა.

ტყიბულში „საქნახშირის“ დირექტორის კაბინეტში მეშახტემ თვითდაზიანება მიიყენა

21.07.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    21.07.2020 - რეგინფო.ჯი

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში ერთ-ერთმა მეშახტემ, რომელიც ნახშირის მოპოვებაზე იყო დასაქმებული, სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. შუახნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მეშახტის პროტეტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კომპანიას სხვა სამუშაო პოზიციაზე გადაჰყავდა, რის შედეგადაც ხელფასი დაახლოებით 50%-ით უმცირდებოდა.

ტყიბულში 65 წლის მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

21.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ტყიბულში 65 წლის მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ირკვევა, რომ მეშახტე სამუშაო პირობების გაუარესებას აპროტესტებდა. კერძოდ, მან შეიტყო, რომ სახელფასო ანაზღაურება 900–ლარიდან 300–ლარამდე დაუყვანეს. ის დირექტორთან შევიდა, აუხსნა ოჯახური მდგომარეობა, რომ ერთადერთი მარჩენალი თავადაა, თუმცა უშედეგოდ. ინციდენტიც ამის შემდეგ მოხდა.

მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

21.07.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    21.07.2020 - გურიანიუს.ქომ

ტყიბულში ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში, დირექტორის კაბინეტში მოხდა. პროფკავშირების წარმომადგენლის, გაგა ისაკაძის თქმით, 66 წლის კაცმა ჯანმრთელობის გეგმური შემოწმებისას სპეციალური კომისია ვერ გაიარა. მას ქრონიკული ბრონქიტი დაუდგინდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ დროებით ალტერნატიული სამსახური შესთავაზა.

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

21.07.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    21.07.2020 - პრესა.ჯი

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ის ტყიბულის საავადმყოფოდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ცოტა ხნის წინ გაწერეს. როგორც მეშახტე ამირან ბოჭორიშვილი აცხადებს, ვენების გადაჭრის მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაცია ხელფასს უმცირებს. „900 ლარი არ მყოფნიდა და 300 ლარს საიდან ვიმყოფინებ? მარჩენალი მეტი არავინ არის, ოჯახს მე ვარჩენ.. ვენები დირექტორის კაბინეტში გადავიჭერი“,- აცხადებს „მთავარ არხთან“ საუბარში მეშახტე. როგორც ექიმი იური ელიაშვილი განმარტავს, პაციენტს ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. „მეშახტე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 საათსა და 45 წუთზე შემოიყვანა. აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა, ერთი 7-8 სმ-ის, მეორე 4 სმ-ის. დაუმუშავდა ჭრილობა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, გავუკერეთ ჭრილობა და შევუხვიეთ“,- ახადებს ექიმი.

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდემიოლოგების პასუხებს დაველოდებით და გარდაბანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ

21.07.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    21.07.2020 - რეგიონ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი და ზოგადად, რა ზომების გატარება გახდება საჭირო აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარების შემდეგ იქნება მიღებული. "ჩვენ ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, ჩვენ დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მარნეულში",-განაცხადა ტიკარაძემ.

შემოსავლების სამსახური: სარფში გამოკვლეულ 129 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიეფემ.ჯი

კორონავირუსზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამოკვლეულ 129 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, PCR ტექნოლოგიით კვლევა, ასევე ჩაუტარდა აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ყველა სხვა უწყების თანამშრომელს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა (საერთო ჯამში 24 საათის განმავლობაში 313 პირის მიზნობრივი ტესტირება განხორციელდა). ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, გლობალური პანდემიის დაძლევის მიზნით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

"რეალურად, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ხვედელიძეა და არა ეკა ტიკარაძე" - გიგი უგულავა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    21.07.2020 - ამბები.ჯი

"რეალურად, დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკა ხვედელიძეა და არა ეკა ტიკარაძე" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" სტუმრობისას განაცხადა. მან "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურენტად არავის მიიჩნევს, თუმცა აქვე დააზუსტა, რომ მათ შორის "ყველაზე ნორმალური რეზიუმეს მქონე სერგეენკოა".

"COVID-19 გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც აქვთ - ისინი ბაზრობებზე მუშაობდნენ" - ამირან გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    21.07.2020 - ამბები.ჯი

17:59 / 21-07-2020 "COVID-19 გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც აქვთ - ისინი ბაზრობებზე მუშაობდნენ" - ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის კაცის ოჯახის წევრებიც ინფიცრებული არიან. ამის შესახებ გამყრელიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა. "ამ პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება. ის იყო დიალიზზე.

ახალი მანქანები სასწრაფო-სამედიცინო ცენტრსითვის

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    21.07.2020 - ინფორუსთავი.ჯი

რუსთავiს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს 3 ახალი ავტომობილი გადმოსცეს. ახალი ავტომობილი ქალაქს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ფარგლებში გადმოსცეს. ახალი ავტომობილების პრეზენტაცია თბილისში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გამართეს.

COVID ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები გარდაბანში

21.07.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    21.07.2020 - ინფორუსთავი.ჯი

ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. „გარდაბნის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცოტა გვაღელვებს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. „პისიარ“ ტექნოლოგიით ტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდება. გარდაბანში სულ კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან მხოლოდ ყარაჯალარში 14 შემთხვევა არის დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი? - ჯანდაცვის მინისტრს ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ აქვს

21.07.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - 2020ნიუს.ჯი

ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი, ამ კითხვაზე პასუხი ჯანდაცვის მინისტრს ჯერ პასუხი არ აქვს. სამინისტრო, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას იკვლევს. ამის შესახებ თავად ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, სამინისტრო ეპიდემიოლოგების პასუხებს ელოდება, პასუხების მიღების შემდეგ კი, გამოვლენილი რიცხვების მიხედვით, მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი.

სოფელ ყარაჯალალში covid19-ზე მასობრივი PCR ტესტირება ტარდება

21.07.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    21.07.2020 - აიპრეს.ჯი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მოსახლეობას PCR ტესტირებას უტარებენ. მიზეზი კი ბოლო კვირაში სოფელში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა. „აიპრესთან“ გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი აცხადებს, ეპიდემიოლოგიებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სოფლის ჩაკეტვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. მისივე თქმით, ძირითადად ვინც იყვნენ ინფიცირების წყარო და მატარებელი, ყველა მოკვლეულია და გაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ - გამყრელიძე

21.07.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - 2020ნიუს.ჯი

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და სხვადასხვა ბაზრობებზე მუშაობდნენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „გუშინ გარდაცვლილ პაციენტს ჰქონდა საკმაოდ მძიმე თირკმელების ქრონიკული დაავადება, ის იმყოფებოდა დიალიზზე და სწრაფად განვითარდა ინფექცია. ასევე ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრები, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე, ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ბაზრობებთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება. კერძოდ, აუცილებელია სკრინინგი, იქ სადაც სიმპტომების გამოვლენა მოხდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში შესაძლოა, კარანტინის ახალი ზონა გაჩნდეს

21.07.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    21.07.2020 - 2020ნიუს.ჯი

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებასა და კარანტინის შესაძლო გამოცხადებაზე. ამის შესახებ მედიას გუშინ, 20 ივლისს განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

22 ივლისი

ინტერნეტ სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5692 მოქალაქე იმყოფება.

პრესა

სამშობიარო დაწესებულებებისთვის რეგულაციების ნაწილი მოიხსნა

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    22.07.2020 - რეზონანსი

სამშობიარო დაწესებულებებისთვის რეგულაციების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედებული რეგულაციის თანახმად, სამშობიაროებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს უფლება აქვთ, დასაქმებული იყვნენ დამატებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ მხოლოდ ორ დაწესებულებაში, მაქსიმუმ 60 კმ-ის დაშორებით. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ბრძანებით კი, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ექიმ-სპეციალისტების შემდეგ ნაწილზე: გენეტიკოსი, ბავშვთა ფიზიატრი-პულმონოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი, ბავშვთა უროლოგი. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული რეგულაცია და, შესაბამისად, ცვლილება შეეხება მესამე დონის სამშობიაროებს, ანუ დაწესებულებებს, რომლებსაც მშობიარის ყველა სახის გართულების მართვა და სპეციალიზებული, კომპლექსური სამედიცინო მომსახურების გაწევა შეუძლია.

ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტი - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    22.07.2020 - რეზონანსი

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მიუხედავად გარდაბანი ჯერჯერობით არ ჩაიკეტა. რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის მართვას სპეციალისტები ფართომასშტაბიანი თერმოსკრინინგით და გაფართოებული ტესტირებით შეეცდებიან. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ახლა სწორედ გარდაბანში ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები რეგიონში რამდენიმე კლასტერზეც საუბრობენ. 24 ინფიცირებულიდან 14 ყარაჯალარშია, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 4 ათასს შეადგენს. მაღალი რისკის გათვალისწინებით და ეპიდ. ვითარების კონტროლის ეფექტიანი მართვისთვის სოფელში მოსახლეობის გაფართოებული კვლევები ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფმა დილიდან დაიწყო.

COVID-19-ის ახალი ცხელი წერტილები თბილისში - დაინფიცირებული პირები "ლილოს" და "დინამოს" ბაზრობებზე იყვნენ დასაქმებული

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    22.07.2020 - რეზონანსი

"ლილოს" და "დინამოს" ბაზრობები დღეს ცხელ წერტილად იქცა, სადაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დიდია. გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ სწორედ ამ ბაზრობებზე იყვნენ დასაქმებული. ინფიცირებულთა კონტაქტები - პირდაპირი და ირიბი კავშირები მოძიებულია. მათი რაოდენობა 94-ია. ისევ დაუდგენელია ინფიცირების წყარო. არ არის გამორიცხული, პირველადი ინფიცირების წყაროები გაიზარდოს. ბაზრობებზე სავარაუდო კონტაქტების მოკვლევა ისევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტერიტორიების დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა კონტროლი გამკაცრდება, აქტიურად ჩატარდება თერმოსკრინინგი და დაწესებულ რეგულაციებს მკაცრად გააკონტროლებენ.

გასული კვირის შემთხვევებიდან 7 ინფიცირებულის წყარო დადგენილი არ არის

22.07.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    22.07.2020 - მესინჯერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შემთხვევათა უმეტესი რაოდენობა – 24, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. „აქედან ექვსი თვითონ ქალაქ გარდაბანში, გაჩიანის დასახლებაში შედის სამი სოფელი და იქედან ოთხი გახლავთ ყარათაკლიაში და 14 ყარაჯალაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი შეუმცირა

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    22.07.2020 - რეზონანსი

კერძო სექტორის 39% დაგეგმილ ინვესტიციას ვერ ახორცილებს, 76%-ს ბრუნა შეუმცირდა, 43%-მა კი უკვე შეუმცირა დაასაქმე ბულებს ხელფასი - ასეთია კოვიდ პარნდემიის ბიზნესზეგავლენა. COVID_19-ის კრიზისის გამო, ქვეყანაში კერძო ბიზნესის მოგების მაჩვენებელი შემცირდა.

მთავრობა ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    22.07.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მე-16 გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ინფიცირებულები არიან და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე ვაჭრობით იყვნენ დაკავებულები. აქედან გამომდინარე, ამირან გამყრელიძის თქმით, საბჭომ ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „გუშინ გვქონდა გარდაცვალების მე-16 შემთხვევა; 72 წლის მამაკაცს ჰქონდა თირმელების ქრონიკული დაავადება და ის იმყოფებოდა დიალიზზე, იქ ინფექცია სწრაფად განვითარდა.

ტყიბულში მეშახტემ ვენები გადაიჭრა - რა პირობებში უწევთ შრომა "საქნახშირში" დასაქმებულებს

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    22.07.2020 - რეზონანსი

ტრაგედიიდან ტრაგედიამდე - ასეთია საზოგადოების, მედიისა და ხელისუფლების ყურადღება ტყიბულელი მეშახტეების მიმართ. ახლა დღის წესრიგში ეს საკითხი დასაქმებულის მიერ უფროსის კაბინეტში ვენების გადაჭრამ დააყენა. მეშახტეები "რეზონანსთან" შრომის რთულ პირობებსა და დაბალ ანაზღაურებაზე ჰყვებიან, რომელიც, ხელისუფლებების ცვლილების მიუხედავად, ტყიბულში არ იცვლება. ფაქტი საქართველოს "პირველ არხს" ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მეშახტესა და თავის უფროსს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მეშახტემ ვენები გადაიჭრა.

​