From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 2020 წლის გეგმა
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 19.12.2019 05:57

მოგესალმებით, ქალბატონო ეკატერინე!


გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, თქვენი ბრძანებით, უნდა დამტკიცდეს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის სამუშაო გეგმა.

ამასთან, უნდა გითხრათ, რომ მე დღეს და ხვალ ვიქნები ბესოსთან კომისიებზე და სავარაუდოდ ვერ გნახავთ, ამიტომ, გამოგიგზავნით ჩვენ წინადადებებს და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებების ნახვა იმის თაობაზე, თუ თქვენ რა კორექტივებს გაგვიკეთებდით, რათა მომავალი წელი იყოს შინაარსიანი და შედეგის მომცემი.


ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავგეგმოთ:


1. სმენის აპარატების შესყიდვისა და განაწილების აუდიტი.  მოგეხსენებათ, თქვენი დავალება იყო ამ საკითხების შესწავლა. მოვიკვლიეთ ყველაფერი, დოკუმეტაცია, ბაზები და ა.შ. ეხლა უნდა მოხდეს ამ საკითხების დეტალური შესწავლა. დავალებები იყო ბევრი და როგორც ვასწრებდით, ისე ვმუშაობდით ამ თემებზე.

2. სოციალური მომსახურების სააგენტოს შესყიდვების აუდიტი. ვასიკოს მიერ იყო ეს დავალება გააქტიურებული და ძალიან საინტერესო საკითხებს ვაწყდებით. შესაბამისად, აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხებზე კონცენტრირება მომავალი წლიდან.

ეს არის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. დანარჩენი საკითხები თქვენი წინადადებების მიხედვით დავგეგმოთ, ქალბატონო ეკა.


აქვე უნდა გაცნობოთ, რომ მომავალი წლიდან დაგვჭირდება შტატების გაზრდა იმისათვის, რომ  ხარისხი იქნას უზრუნველყოფილი და დროში გაწერილი. კონკურსები უნდა ჩატარდეს აბსოლუტური გამჭვირვალობით და, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შიდა რესურსის გამოყენებით.


ორშაბათს გეწვევით ქალბატონო ეკატერინე და გეგმის საკითხებს თქვენთან შეთანხმებით გადავწყვეტთ. აქვე გაცნობებთ, რომ ინსპექტირების სამმართველო მუშაობს საჩივრების სიხშირის მიხედვით, ხოლო აუდიტის სამმართველო აუდიტებს ატარებს წინასწარ დამტკიცებული გეგმის მიხედვით.


პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი