From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 20-21 ივლისის მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 21.07.2020 07:55
Attachments :

მედია მონიტორინგი

20 ივლისი

ტელევიზია

ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    20.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სალომე ზურაბიშვილამდე ჯერ ვერ მივიდა კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა, თუმცა ბოლო ეტაპზე ინიციატორმა და ავტორმა ჯანადცვის სამინისტრომ, მესამე მოსმენაზე შეთანხმებული და ბიზნესთან შეჯერებული ვერსია გააჩერა. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტმა კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კონსენსუსი დააფიქსირა აღარ დაამტკიცებდნენ.

ყირიმ-კონგოს ცხელებით წყალტუბოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

20.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    20.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

ყირიმ-კონგოს ცხელებით წყალტუბოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი ადასტურებს. რამ გამოიწვია ინფიცირება უცცნობია. ყირიმ-კონგოს ცხელებით შუა ხნის მამაკაცი სავარაუდოდ 1 კვირის წინ დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ინფექციის გადამტანი ტკიპია და ის ძირითადად იმ ადამიანებზე გადადის, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.

ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს

20.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    20.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას აკეთებს. ეკატერინე ტიკარაძე:"ვთვლი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ. ქართული ოცნება სრული გუნდით და მაღალპროფესიონალი კადრებით დარწმუნებული არის, რომ ქართველ ხალხს არ გაუმტყუნებს მოლოდინს".

ჯანდაცვის შესახებ კანონი

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

Link:    20.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

რა ბედი ეწევა “ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს”, რომელის დამტკიცების პროცეუდერები მოულოდნელად გადაიდო. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტზე კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონსენსუსი შედგა, არ დაამტკიცებდნენ.

აქცია მთავრობის ადმინსტრაციასთან

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 13:00

Link:    20.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი თემქაზე მცხოვრები დევნილები. მოსახლეობა წყალზე დახმარებას ითხოვს და მთავრობის ადმინისტრაცასთან აქციას მართავს. ადგილობრივებს ორ კვირაზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ტვ პირველთან დევნილები ამბობენ, რომ ონკანის წყლიდან 22-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, მათ შრის არიან მცირეწლოვნები.

მინისტრების განცხადება

20.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    20.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

მინისტრთა კაბინეტის წევრებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებენ და სწორედ ქართულ ოცნებას მისცემენ ქვეყნის მართვის სადავეებს. მინისტრები ამბობენ, რომ მთავარი პრინციპი დემოკრატიული განვითარებაა. თეა წულუკიანი:" 2012 წელს ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ მშვიდობიან და სტაბილურ პირობებში ჩვენს ქვეყანაში განვითარებას და წინსვლას" ირაკლი ღარიბაშვილი:" მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს".

კოვიდ 19 - გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა

20.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    20.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

კორონა ვირუსით კიდევ ერთი მე-16 მოქალაქე გარდაიცვალა, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ის მცხეთის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. რამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება? ამირან გამყრელიძე: ,,16-ე ავადმყოფი დაგვეღუპა, არის მამაკაცი. ისევ და ისევ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები. კორონავირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა ქვემო ქართლში კვლავ საყურადღებოა.

კოვიდ 19

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    20.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

საქართველოში კორონავირუსით მეთექვსმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო. ''რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მეთექვსმეტე პაციენტი დაგვეღუპა. არის მამაკაცი 70 წელს გადაცილებული. კლინიკას ვერ გეტყვით'' - უთხრა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.

რატომ შეჩერდა შრომის ინსპექტორების გადამზადება?

20.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

Link:    20.07.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

პანდემიასან ბძოლისთვის საჭიროა ქვეყანაში იყოს საკმაო რაოდენობის გადამზადებული და მაღალკვალიფიციური შრომის ინსპექტორები, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესს უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნაში, შესაამისი გადამზადების პროგრამების შეჩერებით კი ეს პროცესი ფაქტობირვად შეუძლებელია. ასეთია კერძო სექტორის მოსაზრება. რატომ შეჩერდა შრომის ინსპექტორების გადამზადებს პროგრამები და რა პრობლემებს უქმნის ეს კომპანიებს? თემაზე სტუმართან ერთდ ვისაუბრებთ, მიშა კორძახია, ექსპერტი შრომის უსაფრთხოების საკითხებში. მიშა კორძახია: ეს კურსი, რმელიც არსი ქვეყანაში არის არაერთგვაროვანი, არსებობს პარალელური მოდულები და კურსები.

კორონავირუსი

20.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    20.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

1. საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. პაციენტი 70 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 2. კორონავირუსის 11 ახალი შემტვევა გამოვლინდა და 1 განიკურნა. ქვეყანაში სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი. პაციენტებიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია 7 კი კონტაქტი. 3. გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს. რამდენიმე სოფელში ხვალიდნა გაფართიებული ტესტირება იწყება. ბოლო შემთხვევებიდან 20 სწორედ ამ ტერიტორიიდანაა. ფამატებითი ღონისძიებების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

კორონავირუსი საქართველოში

20.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    20.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული კაცია. ის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1039 შემთხვევა ფიქსირდება. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა დაფიქსირდა გაფართოებული ტესტირება იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძე: ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება, გვინდა რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ.

კოვიდ 19

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 17:00

Link:    20.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

კორონა ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი მეთექვსმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძს ინფორმაციით გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია რომელიც მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაშ მკურნალობდა. რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 1039-ს შეადგენს.

კოვიდ 19 - გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა

20.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    20.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

გარდაბანი შეიძლება ჩაიკეტოს, ამის მიზეზად გაზრდილი შემთხვევები სახელდება. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იგეგმება. 2. ზოგადი ეპიდემიოლოგიური სურათი საქართველოში- გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 11 ახალი ფაქტი გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ინფიცირებულთა რაოდენობა 1039-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი საქართველოში

20.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    20.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00

11 ახალი ინფიცირებული და ერთი დაღუპული პაციენტი, - ასეთია საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სტატისტიკა. დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია, რომელსაც სხვა თანმდევი გართულებებით მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ.

საქართველოში კორონა ვირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

20.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    20.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

საქართველოში კორონა ვირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მამაკცია. კორონა ვირუსით საქართველოში კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა. 4 იმპორტირებულია, დანარჩენი 7 კი დაინფიცირებულების კონტაქტია. დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ კორონა ვირუსის გავრცელების მიმართულებით მდგომარეობა ქვემო ქართლში კვლავ საყურადღებოა. ამიტომ მისი თქმით, ხვალიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოვებული ტესტირება დაიწყება.

"ჯანდაცვის სისტემაში შევარდნაძის დრო დაბრუნდა" - კახა კუკავა ჯანდაცვის მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

20.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    20.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

პარტია "თავისუფალი საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს სიცრუეში ადანაშულებს. პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძე იყუება როცა აცახდებს, რომ ექიმების რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება უკვე გადახდილია. პრესკონფერენციაზე კონკრეტულად დაასახელეს ის სამედიცინო დაწესებულებები სადაც მედიკოსებს სამ თვეზე მეტია კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. ჯანდაცვის სისტემაში უკვე რეალურად დაბრუნდა შევარდნაძის დრო, როდესაც რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანება ერიცხება თითქმის ყველა ცენტრალური კლინიკის მედპერსონალს. ერთ-ერთი არის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც მარტის შემდეგ არ არის გაცემული ხელფასები, - პარტია ''თავისუფალი საქართველოს'' თავმჯდომარე კახა კუკავა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა

20.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    20.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა. ახალი ტექნიკა ტყვიის წყაროების შესასწავლად და კვლევებისთვის გამოიყენება. საჩუქარი დაავადებათა ეროვნულ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა და გადასცა.

ტყვიის ლაბორატორია საქართველოშია

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    20.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

რა იწვევს ტყვიის შემცველობის მატებას ბავშვებში? კონკრეტული გარემოებების დადგენა ამიერიდან სპეციალური აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველოს აშშ-სგან და ესპანეთისგან გაერომ გადმოსცა. პრობლემის შესახებ წინა გამოშვებებში არაერთხელ მოგიყევით, კვლევის თანახმად, 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიის შემცველობა ზედმეტია. მედიკოსები თვლიან, რომ იგი 5 მიკროგრამ/დეცილიტრზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა აჭარაში, რადგან ტყვიის შემცველობა ნორმაზე 16-ჯერ მეტია. 15-ჯერ მეტი გურიაში, დედაქალაქში კი 30 მიკროგრამს უდრის.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

20.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    20.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ბოლო დღეების ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს. დღევანდელი 11 ახალი შემთხვევიდან ნაწილი ისევ სატვირთო მანქანის მძღოლია. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გარდაბნის რაიონის რამდენიმე სოფელია, სადაც ხვალიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება იწყება. არ არის გამორიცხული, რომ რაიონის ჩაკეტვა გახდეს საჭირო. კლასტერი, რომელიც გარდაბანში გაჩნდა, უკვე 20 ადამიანს მოიცავს. ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტებიდან სამ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.

21 ივლისი

ტელევიზია

სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების წესი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    21.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო და რიტუალური ღონისძიება: ქორწილი იქნება, იუბილე თუ სხვა ნებისმიერი, უკვე ნებდართული ღონისძიებაა. მთავრობის გადაწყვეტილებით ასეთ ღონისძიებაზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრება, ანუ 100-კაციანი ქორწილები უკვე მოსულა. საბჭომ გასულ კვირას დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეებში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვა სავალდებულოა.

საერთაშორისო ფრენების აღდგენის მცდელობა

21.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    21.07.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

რამდენიმე თვის წინ გავრცელებულმა პანდემიამ შეაჩერა და სახლში გამოკეტა მსოფლიოს მოსახლეობა. შეწყდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა, მათ შორის შეწყდა ფრენები საქართველოდანაც. დღეს კი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც, პირველი ტალღის გადავლის შემდეგ ძალებს იკრებს ნელ-ნელა. საქართველო საერთაშორისო ფრენების აღსადგენად თითქმის უკვე მზადაა. ქვეყანამ ფრენები 5 ქვეყანასთან უკვე გახსნა. თუმცა, ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს თბილისის აეროპორტი. ევროკავშირის საბჭომ წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია საზღვრები გაუხსნას 15 უსაფრთხო ქვეყანას. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.

მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

21.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    21.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

მარინა ეზუგბაია: "საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1,049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი გახლავთ, 3 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 2 კი, არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევა. 2 პაციენტზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს პირველწყაროს დასადგენად. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ასეთი მატება არ მოახდენს გავლენას ქვეყნის მიღწევებზე კორონავირუსთან მიმართებაში, ეს არ არის კატასტროფული რიცხვები. 6 თვეზე მეტია დაავადებათა კონტროლი წარმატებით აგრძელებს მუშაობას".

კოვიდ 19

21.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    21.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. დადასტურებულ შემთხვევებს კიდევ 10 პაციენტი დაემატა და ჯამში 1049 გახდა. რაც შეეხება განკურნებულებს, კლინიკიდან დღეს 3 პაციენტი გაწერეს. კორონავირუსი სულ 903-მა ადამიანმა დაამარცხა. მარინა ეზუგბაია:"10 ახალი შემტხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 2 კი საკარანტინო ზონებში დადასტურებლი შემთხვევა.

სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება

21.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    21.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

„დღეს ჯანდაცვის სფეროსთვის, სამინისტროსთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოგიდგენთ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდება. გადაეცემა 60 ახალი გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ევროსტანდარტებით არის აღჭურვილი“, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „2014 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, 362 მანქანა შევიძინეთ.

 

20 ივლისი

ინტერნეტ სააგენტო

ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს -„თავისუფალი საქართველო“

20.07.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - მედიანიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს, ექიმებს რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ, -ამის შესახებ პარტიაში „თავისუფალი საქართველო“ აცხადებენ. პარტიის ლიდერებმა, კახა კუკავამ და თენგიზ ომანიძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

„თავისუფალი საქართველო“ - ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს, ექიმებს რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ

20.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს, ექიმებს რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. პარტიის ლიდერებმა, კახა კუკავამ და თენგიზ ომანიძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

კორონავირუსი 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 გამოჯანმრთელდა — Stopcov

20.07.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    20.07.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 StopCov-ის სტატისტიკით, 20 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსი 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1039 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 900 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 687 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 232. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 ადამიანი გადმოიყვანეს.

ეკატერინე ტიკარაძე - „ქართული ოცნება" მოსახლეობას არ გაუცრუებს იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს

20.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    20.07.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე.

გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს, რამდენიმე სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიპიენ.ჯი

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

გაფართოებული მანდატის მქონე შრომის ინსპექციას ბიზნესი მომზადებული კადრებით უნდა დახვდეს - ევროპული ბიზნესასოციაცია გადამზადების პროგრამების შეჩერებაზე საუბრობს

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიპიენ.ჯი

„ აუცილებელია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების პროცესის დაჩქარება, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს და განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, როდის და რა ფორმით იგეგმება სწავლის განახლების პროცესი - რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად განჭვრეტადი და უფრო მეტად აღარ დაზიანდეს ბიზნესი,“ - ამის შესახებ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ჯონ ჰიუგო ბრაეკეველდტმა ასოციაციის პოზიცია გაავრცელა.

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 2020 წლის არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

20.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    20.07.2020 - კვირა.ჯი

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მოსახლეობას მოლოდინს არ გაუცრუებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ. ამიტომ, „ქართული ოცნება”, თავის გუნდით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალი კადრებით არ გაუცრუებს მოსახლეობას იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს”, – განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, პარტიამ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. მისივე თქმით, გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. "დაახლოებით 15 წუთის წინ მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მე-16 პაციენტი დაგვეღუპა, სამედიცინო დაწესებულებას ვერ გეტყვით, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით მე-16 ადამიანი გარდაიცვალა

20.07.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    20.07.2020 - ნიუპოსტს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით რიგით მეთექვსმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ის 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ფაქტს დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს. "დაახლოებით 15 წუთის წინ მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მე-16 პაციენტი დაგვეღუპა, სამედიცინო დაწესებულებას ვერ გეტყვით, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

20.07.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - 2020ნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

20.07.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - 2020ნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.

ტიკარაძე: „ქართული ოცნება“ ხალხს მოლოდინს არ გაუმტყუნებს

20.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    20.07.2020 - პია.ჯი

„ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ჩვენი მოსახლეობა გაკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ შეძლებს ქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი, რომელსაც ჩააბარებს „ქართულ ოცნებას“.

მთავრობამ ქორწილები და ქელეხები დაუშვა, მაგრამ გარკვეული პირობით

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიემ.ჯი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ. (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.), ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს, რამდენიმე სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

20.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

გარდაბნის ორ სოფელში COVID-19-ზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება - გამყრელიძე

20.07.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    20.07.2020 - რეგინფო.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, რის გამოც ორ სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება. კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ სოფლები ჩაიკეტოს, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს. „ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბანში, სადაც ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება გარდაბანის ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.

დღეიდან ღია სივრცეში ქორწილსა და სარიტუალო ღონისძიებებზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა

20.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

დღეიდან ღია სივრცეში 100-კაციანი ქორწილებისა და ქელეხების გამართვა დასაშვები გახდა

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიეფემ.ჯი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ, ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება

20.07.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ, ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

„რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ წამალი ბიზნესი არაა, ამას ვერ გავექცევით“ – მედიკამენტების გაძვირების მორიგი ტალღის მოლოდინში

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიეფემ.ჯი

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კერძოდ, პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7-დან 15 დღემდე იზრდება. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ვადის 30 დღემდე გაზრდა განიხილებოდა, თუმცა შემდგომი კონსულტაციების შედეგად, რეგისტრაციის ვადები 15 დღემდე შემცირდა. „მარეგულირებელმა პროცედურული წარმოებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ მისი მთავარი საყრდენი გადაწყვეტილების მისაღებად არის დოკუმენტი, მოითხოვა ვადის გახანგრძლივება.

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

20.07.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    20.07.2020 - ამბები.ჯი

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი დაიღუპა

20.07.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    20.07.2020 - პრესა.ჯი

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ დაადასტურა. გარდაცვლილი მამაკაცი წყალტუბოს მაცხოვრებელია. ინფიცირების წყარო უცნობია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. გოჩა გიორგიძის განცხადებით, დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია.

ეკატერინე ტიკარაძე - მმართველ გუნდს სჯერა, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს

20.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს სჯერა, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას მოლოდინს არ გაუცრუებს. “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ და შესაბამისად, “ქართული ოცნებაც” თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალი კადრებით დარწმუნებულია, რომ შეძლებს არ გაუცრუოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი, რა პასუხისმგებლობასაც მოსახლეობა ჩააბარებს “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ”,- განაცხადა ტიკარაძემ.

დღეიდან ღია სივრცეში 100-კაციანი ქორწილებისა და ქელეხების გამართვა დასაშვები გახდა

20.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური და ა.შ, ღონისძიებების ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

ეკატერინე ტიკარაძე: ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ

20.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    20.07.2020 - კვირა.ჯი

„ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება” შეძლებს, ქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი, რომელსაც ჩაიბარებს. „პარტია “ქართული ოცნება”, თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალური კადრებით შეძლებს, არ გაუმტყუნოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი, რა პასუხიმგებლობასაც მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააბარებს ,,ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: "ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ"

20.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

"ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივპასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებულივართ.

ეკატერინე ტიკარაძე: „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს იმედებს არ გაუცრუებს

20.07.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    20.07.2020 - რეპორტიორი.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს სჯერა, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას მოლოდინს არ გაუცრუებს. “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ და შესაბამისად, “ქართული ოცნებაც” თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალი კადრებით დარწმუნებულია, რომ შეძლებს არ გაუცრუოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი, რა პასუხისმგებლობასაც მოსახლეობა ჩააბარებს “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ”,- განაცხადა ტიკარაძემ.

გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს, რამდენიმე სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

20.07.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    20.07.2020 - ინფო9

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხვალიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება. „ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ.

დღეიდან, ღია სივრცეში 100 კაციანი ქორწილი დაშვებულია

20.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    20.07.2020 - პია.ჯი

დღეიდან, 20 ივლისიდან, ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება დასაშვები გახდა, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

"არ ვფიქრობ, რომ მიღწეული შეთანხმებები შეიცვლება" - თამარ გაბუნია ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტზე

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებზე მიღწეული შეთანხმებები არ შეიცვლება. როგორც bm.ge-ის გაბუნიამ განუცხადა, „ჯერ კიდევ ყველაფერი ზუსტდება“. ცნობისთვის: 17 ივლისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს.

აეროპორტში ბიზნეს-ვიზიტორებისთვის PCR ტესტი უკვე ხელმისაწვდომია - ფასი 320 ლარამდეა

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიემ.ჯი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლადაა შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია, ვიზიტორმა წინასწარ, სპეციალური აპლიკაცია შეავსოს და ვიზიტი შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეათანხმოს. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, როგორც ჩამოსვლისას - აეროპორტში, ისე ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე, საკუთარი სახსრებით.

"ქართული ოცნება" მოსახლეობას

20.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    20.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოსახლეობას არ გაუცრუებს იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს. ამის შესახებ ტიკარაძემ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. "დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე.

ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ - ეკატერინე ტიკარაძე

20.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    20.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

"ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ჩვენი მოსახლეობა გაკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტია "ქართული ოცნება" შეძლებს ქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი, რომელსაც ჩააბარებს ქართულ ოცნებას.

ხვალიდან გარდაბანი, შესაძლოა, ჩაიკეტოს

20.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    20.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მე-16 ადამიანი ემსხვერპლა. ხვალიდან კი, შესაძლოა, გარდაბანი ჩაიკეტოს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ხვალიდან ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

საქართველოში ბიზნეს ვიზიტის სურვილი 600-მდე უცხოელმა დააფიქსირა - თამარ გაბუნია

20.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    20.07.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლის თაობაზე 600-მდე განაცხადია შემოსული. საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლადაა შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია, ვიზიტორმა წინასწარ, სპეციალური აპლიკაცია შეავსოს და ვიზიტი შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეათანხმოს. როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ საჰაერო გზით ჩამომსვლელი საქმიანი ვიზიტორებისთვის, PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი სპეციალური ოთახი უკვე ამოქმედდა.

ეკატერინე ტიკარაძე: ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში

20.07.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    20.07.2020 - აიპრეს.ჯი

„ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ჩვენი მოსახლეობა გაკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

21 ივლისი

საინფორმაციო სააგენტო

ივნისში კომპანიების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 56%-ით შემცირდა

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიემ.ჯი

COVID-19-ის კრიზისის გამო, ქვეყანაში კერძო ბიზნესის მოგების მაჩვენებელი შემცირდა. სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედმა ბიზნესებმა მოგების გადასახადის სახით 32.6 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.1 მილიონი ლარით ანუ 56%-ით ნაკლებია. გასული თვის განმავლობაში მოგების გადასახადის მსგავსად შემცირდა დღგ-ისა და საშემოსავლოდან მიღებული შემოსავალიც: გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობამ 37.75 მილიონი ლარით ანუ 11.4%-ით იკლო და მხოლოდ 294.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი მეორედ, დღეს გახდება ცნობილი

21.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    21.07.2020 - ბიპიენ.ჯი

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვითარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეიდან გარდაბანის რამდენიმე სოფელში, სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გაფართოებული ტესტირება იწყება. მისივე თქმით, გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება. „ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და გადაგვყავს სამკურნალოდ.

 პრესა

"წყაროსგარეშე შემთხვევები და ეპიდკერები" - კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება გარდაბანში

21.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    21.07.2020 - რეზონანსი

საქართველოში 20 ივლისს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შემთხვევების დიდი რაოდენობა დაკავშირებული გარდაბანის მუნიციპალიტეტთან. „ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით რადიკალურ გაუარესებაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა", - ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეხზონანსთან" საუბრისას. გარდაბანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა 21 ივლისიდან გაფართოებული ტეტსირება იწყება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს 3 შემთხვევა, რომლის ინფიცირების პირველწყარო აღმოჩენილი არ არის.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

21.07.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    21.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია

21.07.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    21.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია სრულად მართვადია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში საქართველოშიც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე აპრილ-მარტში იყო. „იქნება ხუთი, ათი, თუ 12 შემთხვევა, მთავარია, რომ მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ზოგადად, გლობალურად არამარტო საქართველოში, კოვიდის სიმძიმე უფრო მცირდება. სიკვდილიანობის პროცენტი შვიდიდან 4.1 პროცენტზე ჩამოვიდა. ამ ზაფხულის პერიოდში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენთანაც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ეს იყო აპრილ-მარტში, ანუ დინამიკა არის შემსუბუქებული და მძიმე ავადმყოფები თითქმის არ იყვნენ. გვყავდა ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

100-კაციანი შეკრებები ნებადართულია

21.07.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    21.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური ღონისძიებები, რომლებზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო . პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

 

​