From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 20 ივლისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 20.07.2020 07:39
Attachments :

20 ივლისი

მედია მონიტორინგი

ტელევიზია

კორონავირუსი

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    20.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ვიდრე ქალბატონი მარინა ეზუგბაია განაახლებს ინფორმაციას 20 ივლისის კოვიდ მდგომარეობის შესახებ, გაგაცნობთ ბოლო მონაცემებს. საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა არის გამოვლენილი კვირის მდგომარეობით და ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდეა გაზრდილი, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899 შეადგინა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გუშინ განმარტა, რომ ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამირან გამყრელიძის თქმით, მათ დანარჩენ ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    20.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სალომე ზურაბიშვილამდე ჯერ ვერ მივიდა კანონპროექტი, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა, თუმცა ბოლო ეტაპზე ინიციატორმა და ავტორმა ჯანადცვის სამინისტრომ, მესამე მოსმენაზე შეთანხმებული და ბიზნესთან შეჯერებული ვერსია გააჩერა. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტმა კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კონსენსუსი დააფიქსირა აღარ დაამტკიცებდნენ.

ყირიმ-კონგოს ცხელებით წყალტუბოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

20.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    20.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

ყირიმ-კონგოს ცხელებით წყალტუბოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი ადასტურებს. რამ გამოიწვია ინფიცირება უცცნობია. ყირიმ-კონგოს ცხელებით შუა ხნის მამაკაცი სავარაუდოდ 1 კვირის წინ დაინფიცირდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ინფექციის გადამტანი ტკიპია და ის ძირითადად იმ ადამიანებზე გადადის, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.

პრობლემები შრომით ურთიერთობებში პანდემიისას

20.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    20.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სამართლისა და ეკონომიკის რუბრიკით ვბრუნდებით საქმიანი დილის ბოლო ბლოკში, ვსაუბრობთ პანდემიის გავლენაზე შრომით სამართლებრივ ურთიერთობებზე. ნათია ხანთაძე: "სამ კატეგორიად დავყოთ გამოწვევები. ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ზოგადად პანდემია ძალიან სწრაფად ვრცელდება და დასაქმების ადგილზე უსაფრთხოების საკითხები არის გლობალური გამოწვევა. მეორე მთავარი გამოწვევა არის შემოსავლისა და სამუშაო ადგილის შენარჩუნება. 05:00

ინტერნეტ სააგენტო

სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ონკოლოგიური კლინიკა უვადოთ დაიხურა

20.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    20.07.2020 - კომერსანტ.ჯი

ონკოლოგიური კლინიკა, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ დაიხურა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, ოფიციალური მიზეზი საავადმყოფოს რეაბილიტაციაა. კლინიკაში დასაქმებული 200- ზე მეტი ადამიანი, რომელთაც 11 თვეა ხელფასი არ მიუღიათ სამსახურიდან დაითხოვეს, მათთან ახლა მემორანდუმები ფორმდება, რომლებიც გულისხმობს: 1. სახელფასო დავალიანების გადახდას 2. ორთვიანი კომპენსაციის მიღებას 3. რეაბილიტაციის შემდეგ კლინიკაში დაბრუნებას სამედიცინო პერსონალის უმეტესობამ მემორანდუმს ხელი მოაწერა, თუმცა დარჩნენ ექიმები, რომლებიც დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ამ ეტაპზე ღიად საუბარი არ სურთ თუმცა აცხადებენ, რომ მათთვის რთულია მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ კლინიკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღონ, პარალელურად ექიმებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ როგორც სახელმწიფოსთან ასევე მენეჯმენტთან, მათთვის ონკოლოგიური საავადმყოფოს ბედი ბუნდოვანი გახდი.

მდინარე ალაზანში 20 წლამდე ასაკის ბიჭს ეძებენ

20.07.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    20.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

მდინარე ალაზანში 20 წლამდე ბიჭს ეძებენ. აღნიშნული პირი მეგობართან ერთად გუშინ, მდინარეზე იმყოფებოდა. მან წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდას დაკარგვის შესაძებ შევიდა ინფორმაცია. ამ დრომდე ერთი პიროვნება უკვე ნაპოვნია. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში 20 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

 

​