From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 2-3 ივნისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 03.06.2020 09:37
Attachments :

მედია მონიტორინგი

2 ივნისი

ტელევიზია

სახელმწიფო სერვისები პანდემიისას

02.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - დღის ქრონიკა

Link:    02.06.2020 - იმედი - დღის ქრონიკა

პარლამენტი მუშაობას იწყებს კანონპროექტზე, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სივრცეებში პირბადეების გამოყენების აუცილებლობას და დარღვევის შემთხვევაში სათანადო ჯარიმებს დააწესებს. გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჯარიმების ოდენობა უნდა იყოს გონივრული, მას უნდა ჰქონდეს პრევენციის ეფექტი და ამავდროულად არ უნდა უქმნიდეს მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს.

რა მოდელით მოახდენს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირებას?

02.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

Link:    02.06.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

მედიკამენტების ფასების რეგულირების თემა ისევ აქტუალურია. ჯანმდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის ოქტომბერში დაანონსა, რომ მისი უწყება ფასთწარმოქნისა და ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობდა და აქტიურად მიმდინარეობდა საკითხზე მსჯელობა თავად ფარმაცევტულ სექტორთან. ამ განცხადების შემდეგ იყო თემის საპარლამენტო დონეზე განხილვები, თუმცა დეტალები, რა ტიპის რეგულირებაზე მოხდა სექტორთან შეჯერება, ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა.

ხვალ ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში "დამოუკიდებელი დეპუტატების" კითხვებს უპასუხებს

02.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    02.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ხვალ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან - ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი კითხვებზე პასუხის გასაცემად ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა დაიბარეს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ამბობს, რომ მინისტრმა განმარტებები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციასა და სამომავლო პროგნოზებზე უნდა გააკეთოს.

ხვალ პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან

02.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    02.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ხვალ პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს. დეპუტატებს შეკითხვები რამდენიმე საკითხე აქვთ. კორონავირუსის გარდა შეკითხვებია 520-ე დადგენილებასა და სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებაც.

კოვიდ 19

02.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    02.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ნუცუბიძის II მიკრო-რაიონში მდებარე დევნილთა დასახლებაში ეპიდემიოლოგებმა კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრის სადეზინფექციო სამუშაოები დაასრულეს. მთავარი არხის პირდაპირი ჩართვის შემდეგ ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდა. კორპუსში, საიდანაც ცხელების ცენტრებსა და საკარანტინე ზონებში 23 ადამიანია გადაყვანილი, ამჟამად 10 ოჯახი დარჩა. ამ ოჯახებს საშუალება აქვთ თვითიზოლაციის წესები თავად დაიცვან.

მინისტრის პასუხი

02.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    02.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00

დამოუკიდებელი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ეკატერინე ტიკარაძე საკითხს განცხადებით ეხმაურება და თხოვნით მიმართავს დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენა თვის ბოლოს გადაიდოს. ასევე ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია დეპუტატების მიერ მინისტრისთვის გაგზავნილ შეკითხვებზეც.

რამდენი ლარით დაჯარიმდება ის მოქალაქე, რომელიც პირბადის ტარების წესს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაარღვევს ?

02.06.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    02.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

რამდენი ლარით დაჯარიმდება ის მოქალაქე, რომელიც პირბადის ტარების წესს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაარღვევს ? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებმა უნდა გადაწყვიტოს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის სამინისტრომ ლაბორატორიებისა და საგამოცდო ცენტრებისთვის რეგულაციები უკვე შეიმუშავა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    02.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ჯანდაცვის სამინისტრომ ლაბორატორიებისა და საგამოცდო ცენტრებისთვის რეგულაციები უკვე შეიმუშავა.2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი, გამოცდაზე შესულ ყველა აბიტურიენტს. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგამოცდო ცენტრებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. უნივერსიტეტებში კი სასწავლო პროცესის აღსადგენად უკვე ემზადებიან, რომელთაც რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ფინალური გამოცდებისა და სასწავლო კურსის დასრულებისთვის, ჯანდაცვის უწყებამ გაიდლაინი მოაზადა.

კორონავირუსი

02.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    02.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

ამ დროისათვის საქართელოში ორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 796, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634, გარდაცვლილი - 12, კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 304. საბურთალოს კლასტერის მასშტაბები კი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ინფიცირებულ მედიკოსთან კონტაქტის გამო დღეს ნუცუბიძეზე კიდევ ერთი კორპუსი ჩაკეტეს.

კოვიდ 19

02.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    02.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

დღეს ქვეყანაში კორონა ვირუსის ორი ახალ იშემთხვევა დაფიქსირდა, ორივე ქვემო ქართლიდან. ინფიცირებულებიი სოფელ მარეთიდან არიან. რეგიონი წითელი ზონის სტატუსს არ კარგავს. მარნეულსი მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ეპიდემილოგების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სათანადოდ სრულად არ სრულდება.

ხვალ პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან

02.06.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    02.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ხვალ პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს. დეპუტატებს შეკითხვები რამდენიმე საკითხე აქვთ. კორონავირუსის გარდა შეკითხვებია 520-ე დადგენილებასა და სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებაც. დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა ის კანონს დაარღვევს.

ჯანდაცვის მინისტრს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში იბარებენ

02.06.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    02.06.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. მინისტრი "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს. როგორც ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა, ის კანონს დაარღვევს. როგორც ფრაქციაში აცხადებენ, მინისტრი პარლმანეტში ამჯერად 4 საკითხზე დაიბარეს, რომელთაგან 2 კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და სამომავლო პროგნოზს უკავშირდება, დანარჩენი საკითხები კი 520- ე დადგენილებას და სოციალური მუშაკების გათავისუფლებას ეხება.

კორონავირუსი საქართველოში

02.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    02.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

მარნეულის რაიონის სოფელი მერეთი ცხელ წერტილად რჩება. დაფიქსირდა კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა. ინფიცირებულები იმ ოჯახიდან არიან, სადაც სამი ადამიანის დაავადების შესახებ ჯერ კიდევ ორი დღის წინ გახდა ცნობილი. საბედნიეროდ, ბოლო 24 საათში აღარ გაფართოებულა ე.წ. საბურთალოს კლასტერი, რომელსაც 23 ადამიანის ინფიცირება უკავშირდება და რომელიც ახლა ყველაზე დიდი კონტროლის ქვეშაა.

მინისტრის პასუხი

02.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    02.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

დამოუკიდებელი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ეკატერინე ტიკარაძე საკითხს განცხადებით ეხმაურება და თხოვნით მიმართავს დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენა თვის ბოლოს გადაიდოს. ასევე ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია დეპუტატების მიერ მინისტრისთვის გაგზავნილ შეკითხვებზეც.

3 ივნისი

ტელევიზია

კორონავირუსის გავლენა

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    03.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. სრულიად გამართლებულია საქართველოს ხარჯები და ჩვენი მოხსენება ისეთ წამყვან მედიებში, როგორიც სიენენია, ფორბსია, მოგზაურობასთან დაკაშირებული ავტორიტეტული გამოცემები. ძალიან მიშვნელოვანი იყო ვოშინგტონ პოსტში ჩვენზე სტატია. 4. ირანის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები არის გაერთიანებული, რაც არ და ვერ ეღირსა საქართველოს.

ტავ ჯორჯია

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    03.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და არა მხოლოდ ტავ ჯორჯიამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა და მათ შორის შესასვლელებში დამონტაჟებულია ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა.

კორონავირუსი

03.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    03.06.2020 - I არხი - მოამბე 09:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სოფელ მუშევანის მცხოვრებ 76 წლის მამაკაცს, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. „სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

საქართველოს კორონავირუსით უკვე მე-13-ე დაღუპული ყავს

03.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    03.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

საქართველოს კორონავირუსით უკვე 13 დაღუპული ყავს. ფატალური შემთხვევა გვიან ღამით დაფიქსირდა. 76 წლის პაციენტი სოფელ მუშევანიდან იყო და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ბოლო ანალიზის შედეგად ვირუსი აღარ ქონდა, თანმხლები დაავადებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ამავე დროს, 4-ით გაიზარდა დაინფიცირებულთა რაოდენობა. მათგან ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, 3 კი სატვირთოს უცხოელი მძღოლი.

ტიკარაძე პარლამენტში აღარ მიდის - დეპუტატები მინისტრის უარს კითხვებზე პასუხების თავის არიდების მცდელობად აფასებენ

03.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    03.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც დღეს პარლამენტში ელოდებოდნენ - საკანონმდებლო ორგანოში არ მივა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს ერთი დღით ადრე შეატყობინა და ივნისის ბოლომდე თარიღის გადადება მოითხოვა. ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე ძირითადად COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად დაიბარეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

03.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    03.06.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ეკატერინე ტიკარაძე „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს და მას ხვალ ელოდებოდნენ, თუმცა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს მიმართავს თხოვნით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სხდომა გადაიდოს და საკომიტეტო მოსმენისთვის საორიენტაციო პერიოდად განიხილონ მიმდინარე წლის ივნისის თვის ბოლო კვირა.

კორონავირუსი

03.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    03.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 304. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ამირან გამყრელიძე ვირუსით გარდაცვლილზე: ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით

03.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    03.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-13 მოქალაქე, 76 წლისაა. ამის შესახებ მედიას ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. "გვაქვს მე-13 გარდაცვალების შემთხვევა. მამაკაცია, 76 წლის. ბოლნისის იმ ცენტრიდან, სადაც სერიოზული დაზიანებაა. სამწუხაროდ ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით. ბოლო დღეებში ის იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე",-აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში არ მივა

03.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    03.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში არ მივა. მინისტრმა სხდომის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა. ტიკარაძეს დამოუკიდებელი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 18 მაისიდან იბარებენ, რეგლამენტის თანახმად კი მინისტრი კომიტეტში დღეს უნდა გამოცხადებულიყო. ფრაქციაში მიაჩნიათ, იმ საკითხების განხილვა რაც ოპოზიციას ახლა აინტერესებს, ივნისის ბოლოს დაგვიანებული იქნება.

ტიკარაძე პარლამენტში აღარ მიდის - დეპუტატები მინისტრის უარს კითხვებზე პასუხების თავის არიდების მცდელობად აფასებენ

03.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    03.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც დღეს პარლამენტში ელოდებოდნენ - საკანონმდებლო ორგანოში არ მივა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს ერთი დღით ადრე შეატყობინა და ივნისის ბოლომდე თარიღის გადადება მოითხოვა. ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე ძირითადად COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად დაიბარეს. შეკითხვები უნდა ყოფილიყო 520-ე დადგენილებასა და სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებაც. დეპუტატები კანონის დარღვევაზე საუბრობენ და მინისტრის უარს კითხვებზე პასუხების თავის არიდების მცდელობად აფასებენ.

პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ტაქსის მძღოლებისთვის

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    03.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება ტაქსის მძღოლებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სანქციების შემოღების შემთხვევაში, რაც სავარაუდოდ, გარდაუვლად მოხდება, სხვა ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაჯარიმდებიან ტაქსის მძღოლებიც.

ექიმებს ანალიზები აერიათ - კოვიდინფიცირებული მამაკაცი სახლში გაუშვეს

03.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    03.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

მედიკოსების დაშვებულმა შეცდომამ ნინოწმინდაში შესაძლოა კოვიდაფეთქება გამოიწვიოს. ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და კოვიდ-19 ით ინფიცირებული 44 წლის კაცი სახლში გაუშვეს. შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საპატრულო პოლიციის თანხლებით გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მამაკაცი რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, მან 14–დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.

კორონავირუსი

03.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    03.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 76 წლის მამაკაცს, რომელიც სოფელ მუშევანიდანაა თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღე ფილტვების ფელოვნულ ვენტილაციაზე იყო. ასევე დადასტურდა კოვიდ 19-ის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა, 1 საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, 3 კი სატვირთოს უცხოელი მძღოლი. ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ 19-ის 796 დადასტურებული შემთხვევა დასტურდება. გვყავს 10 გამოჯანმრთელებულიც.

ეკატერინე ტიკარაძე პარლამეტს მისი სავალდებულო მოწვევის თარიღის გადადებას სთხოვს

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 11:00

Link:    03.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00

ეკატერინე ტიკარაძე პარლამეტს მისი სავალდებულო მოწვევის თარიღის გადადებას სთხოვს. წერილის ასლი, რომელიც მინისტრმა პარლამენტს დაუბრუნა, უკვე ცნობილი და საჯაროა. ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტს სთხოვს, რომ შეხვედრის თარიღი ივნისის ბოლო კვირაში ჩაინიშნოს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მინისტრი ვალდებულია მოწვევის შემდეგ გამოცხადდეს, პარლამენტმა კი ეს თარიღი ერთი კვირით ადრე უნდა აცნობოს.

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლაზე უარს ამბობს - ტიკარაძემ კომიტეტს წერილი გაუგზავნა

03.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    03.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მისვლაზე უარს ამბობს - ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მოსმენის გადადებას სთხოვს და კითხვებზე პასუხს დეპუტატებს წერილობით უგზავნის. ჯანდაცვის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" მოითხოვეს. რეგლამენტის მიხედვით, მათ კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მინისტრის პარლამენტში გამოცხადების უზრუნველყოფა სთხოვეს.

2 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შეხვდა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    02.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თვითიზოლაციაში მყოფ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

02.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    02.06.2020 - პია.ჯი

თბილისში, ნუცუბიძეზე მდებარე კორპუსში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მიიღეს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დახმარების გადაცემა დევნილთა სააგენტომ და ვაკის რაიონის გამგეობამ, რეკომენდაციების სრული დაცვით უზრუნველყვეს. ჯამში, დახმარება 20 ოჯახს გაეწია.

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მოსმენის გადადებას ითხოვს

02.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    02.06.2020 - პია.ჯი

ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარეს. მინისტრმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს სხდომის გადადება სთხოვა და მიმართა, რომ მოსმენისთვის საორიენტაციო თარიღად ივნისის ბოლო კვირა განიხილონ.

ჯანდაცვის მინისტრი ხვალ პარლამენტში არ მივა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    02.06.2020 - ინფო9

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს და საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ლევან კობერიძეს განცხადებით მიმართავს.

ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში არ მივა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    02.06.2020 - ბიეფემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს და საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ლევან კობერიძეს განცხადებით მიმართავს.

ხვალ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან - ტიკარაძე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა დაიბარეს

02.06.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    02.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. მინისტრი "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს. როგორც ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა, ის კანონს დაარღვევს.

ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება

02.06.2020

მედია საშუალებები:    ქუთაისიპოსტ.ჯი

Link:    02.06.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი

ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, მისი თქმით, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მძღოლები დაჯარიმდებიან. "ტაქსებში დაცვის მექანიზმი პირბადის გამოყენების გარდა, ისიც არის, რომ მხოლოდ უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს მგზავრი და ასევე, კარგია თუ ბუნებრივი ვენტილაცია მოხდება, ანუ ფანჯარა იქნება ჩაწეული. ნიღაბი, რა თქმა უნდა, აუცილებელია''-, განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტიკარაძე პარლამენტში მოსმენის ივნისის ბოლომდე გადავადებას ითხოვს

02.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    02.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გადავადებას ითხოვს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში ტიკარაძე აცხადებს, რომ კომიტეტში ივნისის თვის ბოლო კვირაში მივა.

ჯანდაცვის მინისტრმა “დამოუკიდებელ დეპუტატებს” პარლამენტში მისვალზე უარის წერილი გაუგზავნა

02.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    02.06.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატებს”, რომელმაც მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა, უარის წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე ვერ მივა და მისი ვიზიტის გადადებას ივნისის ბოლო კვირამდე ითხოვს.

თვითიზოლაციაში მყოფ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

02.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    02.06.2020 - აიპრეს.ჯი

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დახმარების გადაცემა დევნილთა სააგენტომ და ვაკის რაიონის გამგეობამ, რეკომენდაციების სრული დაცვით უზრუნველყვეს. ჯამში, დახმარება 20 ოჯახს გაეწია

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით მიმართავს

02.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    02.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით მიმართავს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძისადმი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის წერილშია აღნიშნული, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში მოიცავდა იმ ეპიდემიოლოგიური ინსტრუმენტების და მაჩვენებლების დეტალურ მიმოხილვას, რასაც სამინისტრო პასუხის დაგეგმვისთვის იყენებს და უწყება ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები.

რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შეხვდა

02.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    02.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თამარ გაბუნია - მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება

02.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    02.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ინფიცირების შემთხვევების ეპიზოდური მატება არ მიუთითებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეცპროექტი - COVID-19”-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევები რისკ ჯგუფებს უკავშირდება და ინფიცირებულთა რისკის ზრდა რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებული არაა.

200-ლარიან კომპენსაციაზე 91 810 დასაქმებულის განაცხადი დაკმაყოფილდა – შემოსავლები

02.06.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    02.06.2020 - ბათუმელები.ჯი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სამსახურმა ამ დროისთვის 22 851 დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი 91 810 განაცხადი დააკმაყოფილა. შესაბამისად, აპრილის თვისთვის კომპენსაციის სახით ჯამში 18 362 000 ლარი გაიცემა. „კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მონაცემები გადაეგზავნა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

უარის წერილი დეპუტატებს - ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში არ მივა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    02.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატებს", რომელმაც მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა, უარის წერილი გაუგზავნა. წერილში მინისტრი აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე ვერ მივა და მისი ვიზიტის გადადებას ივნისის ბოლო კვირამდე ითხოვს.

საქართველოში კორონავირუსისგან მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    02.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოში კორონავირუსისგან მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას "პირველი არხი" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. "გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა", - განუცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცს ფილტვების ქრონიკული დაავადება ჰქონდა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    02.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 76 წლის იყო და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

თამარ გაბუნია: მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება

02.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    02.06.2020 - ინფო9

ინფიცირების შემთხვევების ეპიზოდური მატება არ მიუთითებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეცპროექტი - COVID-19”-ის ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ოთხი ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი საბურთალოს კლასტერიის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია

02.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    02.06.2020 - ინფო9

კორონავირუსის ოთხი ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ“ ხედვაში განაცხადა. „დილისთვის გვქონდა 796 შემთხვევა და ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, ოთხი შემთხვევა დაგვემატა, 800 შემთხვევა გვაქვს კოვიდდადებითი.

როდის მიიღებს Covid-19-თან ბრძოლის ფლაგმანი – ინფექციური საავადმყოფო საკუთარ შენობას

02.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    02.06.2020 - პია.ჯი

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკისთვის ახალი შენობის გადაცემის საკითხზე ამ ეტაპზე დოკუმენტური სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება შეფასება, რამდენად შეესაბამება ახალი შენობა კონკრეტულად ამ პროფილის კლინიკას.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია

02.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    02.06.2020 - კომერსანტ.ჯი

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. „დილისთვის გვქონდა 796 შემთხვევა და ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, ოთხი შემთხვევა დაგვემატა, 800 შემთხვევა გვაქვს კოვიდდადებითი. ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან.

კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში

02.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    02.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 76 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს. როგორც გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, პაციენტს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. ის იმყოფებოდა ხელოვნურ ვენტილაციაზე. გამყრელიძის თქმით, პაციენტი ე.წ მუშრევანის კლასტერიდან იყო. ამ დროის მონაცემებით საქარველოში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 13 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსისგან მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

02.06.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    02.06.2020 - პროგრესნიუს.ჯი

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 1tv.ge-ს დაუდასტურა. გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში covid19-ისგან 76 წლის პაციენტი გარდაიცვალა

02.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    02.06.2020 - აიპრეს.ჯი

კსაქართველოში კორონავირუსისგან მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. 76 წლის კაცი “ბოლნისის კლასტერიდანაა”.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 800-მდე გაიზარდა

02.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    02.06.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კიდევ 4-ით, 800-მდე გაიზარდა. 2 ივნისის დილის მდგომარეობით, 796 შემთხვევა იყო. ამის შესახებ გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„პრევენციული ღონისძიებები დაგვჭირდება", - გამყრელიძე ფსიქოლოგიურ საკითხებზე პოსტკორონა პერიოდში

02.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    02.06.2020 - პუბლიკა.ჯი

ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება დაგვჭირდება, იგივე, მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

4 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 1 „საბურთალოს კლასტერიდან", 3 ტრაილერის მძღოლია - გამყრელიძე

02.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    02.06.2020 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დილას განახლებული მონაცემების შემდეგ ქვეყანას კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაემატა და ჯამში 800 Covid-დადებითი შემთხვევა გვაქვს. ამის შესახებ მან გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” განაცხადა. მისი ცნობით, ერთი შემთხვევა უკავშირდება ე.წ. საბურთალოს კლასტერს, დანარჩელი 3 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია.

პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

02.06.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    02.06.2020 - ამბები.ჯი

ინფიცირების შემთხვევების ეპიზოდური მატება არ მიუთითებს, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "სპეცპროექტი - COVID-19"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევები რისკ ჯგუფებს უკავშირდება და ინფიცირებულთა რისკის ზრდა რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებული არაა. "აქტიური პაციენტების რაოდენობა დღეს მაღალი არ არის.

ხვალ ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან – ეკატერინე ტიკარაძე თარიღის გადადებას ითხოვს

02.06.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    02.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტმა დეპუტატ ლევან კობერიძის თხოვნით მიიწვია. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ამბობს, რომ მინისტრმა განმარტებები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციასა და სამომავლო პროგნოზებზე უნდა გააკეთოს. ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტს შეხვედრის თარიღის ივნისის ბოლომდე გადადება სთხოვა.

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” ხვალ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძე დაიბარეს

02.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    02.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. მინისტრი “დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” დაიბარეს. სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა, ის კანონს დაარღვევს.

საქართველოში კორონავირუსის 800-მდე შემთხვევაა დადასტურებული

02.06.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    02.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 800-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. თუმცა მონაცემები ჯერჯერობით მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე არ განახლებულა. „დილისთვის გვქონდა 796 შემთხვევა და ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, ოთხი შემთხვევა დაგვემატა, 800 შემთხვევა გვაქვს კოვიდდადებითი.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დეპუტატებს მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით

02.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    02.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს კომიტეტში მისი მისვლის შესახებ წერილს სწერს.

თვითიზოლაციაში მყოფ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

02.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    02.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

თბილისში, ნუცუბიძეზე მდებარე კორპუსში მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები მიიღეს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის დახმარების გადაცემა დევნილთა სააგენტომ და ვაკის რაიონის გამგეობამ, რეკომენდაციების სრული დაცვით უზრუნველყვეს. ჯამში, დახმარება 20 ოჯახს გაეწია.

3 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა

03.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    03.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისი თქმით, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3

გამყრელიძე: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 800-მდე გაიზარდა

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    03.06.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა და ჯამში 800 გახდა. "ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან. 3 ტრაილერის მძღოლია, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

გამყრელიძე მე-13 გარდაცვლილზე: 76 წლის კაცს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    03.06.2020 - ტაბულა.ჯი

ახალი კორონავირუსით საქართველოში მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდან იყო. "გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე",- თქვა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

გაბუნია: მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    03.06.2020 - ტაბულა.ჯი

საყურადღებოა, რომ ვირუსი, რომელიც მომატებული სახით გვქონდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკავშირდებოდა ცხელ წერტილებს - ეს იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პაციენტებში საკარანტინე სივრციდან, ასევე, ეს ახალი კლასტერი უკავშირდება სამედიცინო პერსონალს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი სატვირთო ავტომობილის უცხოელი მძღოლია

03.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    03.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, მათგან 3 ტრაილერის მძღოლია, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კარანტინის რეჟიმში გამოვლინდა და ის ე.წ. საბურთალოს კლასტერთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

„პრევენციული ღონისძიებები დაგვჭირდება", - გამყრელიძე ფსიქოლოგიურ საკითხებზე პოსტკორონა პერიოდში

03.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    03.06.2020 - პუბლიკა.ჯი

„ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება დაგვჭირდება, იგივე, მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ადამიანზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად იმოქმედა და ეს მეორე პრობლემა ხდება, ზოგადად, პოსტკორონა ეპოქაში.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

03.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    03.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა. გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.

COVID-19-ის პრევენციისთვის მოთხოვნები 2 294-მა ობიექტმა ვერ დააკმაყოფილა - სტატისტიკა

03.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    03.06.2020 - ბიემ.ჯი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რამდენად იცავენ სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებს ეკონომიკური სუბიექტები, ეს მონაცემები შრომის ინსპექციამ შეაგროვა, რომელმაც 2020 წლის 1 მაისიდან 22 მაისამდე 10,479 ობიექტი შეამოწმა. ინფორმაცია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია მოცემული.

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გამყრელიძე

03.06.2020

მედია საშუალებები:    ლაივპრეს.ჯი

Link:    03.06.2020 - ლაივპრეს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 3 ტრაილერის მძღოლია, ხოლო ერთი ე.წ საბურთალოს კლასტერის წარმომადგენელი.

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 800 გახდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი

03.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    03.06.2020 - პუბლიკა.ჯი

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 800 გახდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში სამი ახალი პროექტი იწყება, რომელიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დასაძლევად დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს გაუწევს

03.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    03.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში სამი ახალი პროექტი იწყება, რომელიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დასაძლევად დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს გაუწევს.

‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020

მედია საშუალებები:    ესქეინიუს.ჯი

Link:    03.06.2020 - ესქეინიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები კაცის ანალიზები ექიმებს არ შეშლიათ და იგი მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან, მაშინ როცა მეორე ტესტი სუსტად დადებითი იყო.

ევროკავშირი საქართველოში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ ახალი პროექტებს იწყებს

03.06.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    03.06.2020 - მედიანიუს.ჯი

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში სამი ახალი პროექტი იწყება, რომელიც Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დასაძლევად დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს გაუწევს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესის გახსნას აფერხებს - სახელმწიფო უწყებაში კომუნიკაციის პრობლემაა

03.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    03.06.2020 - კომერსანტ.ჯი

„ვერ გავხსენი ობიექტი იმიტომ, რომ კეთილსინდისიერად ველოდები და მივყვები იმ ინსტრუქციებს, რაც იყო დაანონსებული“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა. როგორც ირკვევა სასტუმრო/რესტორან „ტერასას“ მფლობელი ბიუროკრატიული პრობლემების გამო რესტორნის გარე სივრცეს ვერ ხსნის. სიდამონიძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი პირები შემოწმებაზე ამ დრომდე არ მისულან.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა

03.06.2020

მედია საშუალებები:    ტივი25.ჯი

Link:    03.06.2020 - ტივი25.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისი თქმით, ერთი საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, სამი კი, სატვირთოს უცხოელი მძღოლია დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 634 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

პრესა

"ლუგარის ლაბორატორია მუდმივად იქნება დაპირისპირების თემა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბულობის გამომწვევი"

03.06.2020

მედია საშუალებები:    საქართველო და მსოფლიო

Link:    03.06.2020 - საქართველო და მსოფლიო

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია) საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებობს, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. კვლევითი ცენტრი მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ ნიღაბს არ ატარებთ - პარლამენტი სანქციებს ამკაცრებს

03.06.2020

მედია საშუალებები:    ვერსია

Link:    03.06.2020 - ვერსია

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ჯარიმების გამკაცრებაზე პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. რამდენი ლარით დაჯარიმდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში? _ ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებმა დაჩქარებული წესით უნდა იმსჯელონ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა ახლა, როცა შეზღუდვები მოხსნილია, უფრო მნიშვნელოვანია. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ჯარიმები მაქსიმალურად გონივრული და საზოგადოებაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

კორონაეპიდემია ეს არის გლობალური მოვლენა, რომელიც თავისი მასშტაბებით მსოფლიო ომის მასშტაბს უტოლდება

03.06.2020

მედია საშუალებები:    საერთო გაზეთი

Link:    03.06.2020 - საერთო გაზეთი

სოსო არჩვაძე გვესაუბრება ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი _ ბატონო სოსო, როგორ მოგწონთ მთავ რობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, თქვენი აზრით, იქნება ეს გეგ მა ეფექტური? _ შე დეგის თვალ საზრისით, ეს არის გლობალური მასშტაბის მოვლენა, რომელიც ზარალის მასშტაბებით, შეგვიძლია შევადაროთ მსოფლიო ომის მასშტა ბებს.

ტიკარაძე პარლამენტში მისვლაზე უარს ამბობს - დამოუკიდებელი დეპუტატები აღშფოთებულები არიან

03.06.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    03.06.2020 - რეზონანსი

„კანონში წერია, კონსტიტუციით ვალდებული ხარ, ანგარიშვალდებული ხარ პარლამენტთან, მიდი და გაეცი პასუხი და თუ არ შეგიძლია, ნუ ინიშნები მინისტრად, წადი, გახსენი სტომატოლოგიურიუ კაბინეტი და იქ იმუშავე." - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი გედევან ფოფხაძე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისადმი საკომიტეტო მოსმენის ივნისის ბოლო კვირაში გადადების თხოვნით მიმართვას.

ბინებში კონდიციონერის გამოყენება რისკის შემცველია? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

03.06.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    03.06.2020 - რეზონანსი

ბინებში კონდიციონერის გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონდიციონერი დამატებითი რისკი შეიძლება იყოს საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი უცხო ადამიანი ხვდება ერთმანეთს სხვადასხვა სივრციდან, რომლებიც სხვა შემთხვევაში ოთახის ჰაერს არ გაიზიარებდა.

რადიო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომმიტეტში კითხვებზე საპასუხოდ თვის ბოლოს მივა

03.06.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    03.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომმიტეტში კითხვებზე საპასუხოდ თვის ბოლოს მივა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ეკატერინე ტიკარაძე „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს და მას ხვალ ელოდებოდნენ, თუმცა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან კობერიძეს მიმართავს თხოვნით, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სხდომა გადაიდოს

კორონავირუსი

03.06.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    03.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სოფელ მუშევანის მცხოვრებ 76 წლის მამაკაცს, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. „გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს.

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 800 გახდა

03.06.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    03.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 800 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6- ით გაიზარდა და 640 გახდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 „საბურთალოს კლასტერიდანაა“, 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

კორონავირუსი

03.06.2020

მედია საშუალებები:    რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

Link:    03.06.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გარდაიცვალა. ის რიგით მეცამეტე პაციენტია. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 304.

ტიკარაძე პარლამენტში აღარ მიდის - დეპუტატები მინისტრის უარს კითხვებზე პასუხების თავის არიდების მცდელობად აფასებენ

03.06.2020

მედია საშუალებები:    რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

Link:    03.06.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც დღეს პარლამენტში ელოდებოდნენ - საკანონმდებლო ორგანოში არ მივა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს ერთი დღით ადრე შეატყობინა და ივნისის ბოლომდე თარიღის გადადება მოითხოვა. "ერთი კვირით ადრე უნდა მოემართა. თუ იმას ელოდებიან, რომ თანამდებობიდან მოხსნიან და მისნიტრი აღარი იქნება ივნისში, მაშინ თქვას. თანამდებობაზე იყოს მინისტრი უკვე წელიწაზე მეტი და კომიტეტშიც არ მოდიოდეს, ეს სასაცილოც აღარაა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი სატვირთო ავტომობილის უცხოელი მძღოლია

03.06.2020

მედია საშუალებები:    რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

Link:    03.06.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა. როგორც “მაესტროს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, მათგან 3 ტრაილერის მძღოლია, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კარანტინის რეჟიმში გამოვლინდა და ის ე.წ. საბურთალოს კლასტერთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

​