მედია მონიტორინგი
15 ივნისი
ტელევიზია
15.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 15.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
საქართველოში ახალი მედიკამენტების ხარისხის აღიარების პროცესს დღეს შვიდი დღე სჭირდება, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მედიკამენტების რეგულირების აღიარების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, მაშინ ახალი წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება. ამას გარდა მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში სხვა ცვლილებებსაც მოიცავს. მედიკამენტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ბიზნესის მხრიდან გაკრიტიკებულია. ბიზნესასოციაციის განცხადებით, ამ ცვლილებებით შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილება.
15.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 15.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ქვეყნის მასშტაბით სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები სტუმრებს მიიღებენ. თუმცა, მათ დადგენილი წესების შესრულება მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილური იქნება, 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვისაც გახსნის, რასაც სასტუმროების მეპატრონეები მათი ბიზნესისთვის გადამწყვეტად თვლიან.
15.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 15.06.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ დღის ბოლომდე კომპენსაციის მიღების მიზნით, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი
15.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 15.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვით გამოწვეული დანაშაულისთვის სანქციები მკაცრდება და იზრდება. ამის შესახებ პარლამენტის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
Link: 15.06.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1
დღეიდან ადგილობრივ მოგზაურებს ისევ აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა რეგიონს ესტუმრონ. ქვეყნის მასშტაბით სასტუმროები და დასასვენებელი კომპლექსები სტუმრებს მიიღებენ, თუმცა პირებს დადგენილი წესების შესრულება მოუწევთ. დამთვალიერებლებისთვის დაცული ტერიტორიები იხსნება. აჭარაში შარშანდელთან შედარებით, წელს დამსვენებლების ნაკლებობა იგრძნობა. სასტუმროებში, რომლებიც დღეიდან გაიხსნა, ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. სასტურმეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას იცავენ.
15.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 08:00
Link: 15.06.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ დღის ბოლომდე კომპენსაციის მიღების მიზნით, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნით. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში შრომითი უფლება შეუწყდათ.
15.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 08:00
Link: 15.06.2020 - I არხი - მოამბე 08:00
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 7 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა თანმხლები ქროონიკული დაავადების გამო შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საშუალო სიმძიმის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაციონარს დღეს 1 გამოჯანმრთელებული დატოვებს. რუხის მულტიფუნქციურ საავდმყოფოში ამ დროისათვის 6 პაციენტი რჩება, მათ შორის 4 კოვიდინფიცირებულია, 2 პაციენტი კი რესპირატორული სიმპტომებითა და ცხელებით შეიყვანეს საავადმყოფოში. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მომავალ კვირაში პაციენტებს განმეორებით ჩაუტარდებატ ტესტირება. რუხის მულტიფუნქციურ საავდმყოფოს მძროლები ისევ მიმართავენ. უკვე გამოკვლეულია 20-მდე მძღოლი დაყველა პასუხი უარყოფითია.
15.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველამდე
Link: 15.06.2020 - ტვ პირველი - პირველამდე
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ამირან გამყრელიძე და ნათია მეზვრიშვილი.
ინტერნეტ სააგენტო
15.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 15.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე მოქმედებდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.
15.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 15.06.2020 - პია.ჯი
მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის მზად არის. "პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.
15.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 15.06.2020 - პია.ჯი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 879 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 704 გამოჯანმრთელებულია, 14 გარდაცვლილი.
15.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 15.06.2020 - ტაბულა.ჯი
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. ასევე, განახლდა სარკინიგზო მიმოსვლა. საქართველოში არსებულ სასტუმროებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესრულება მოუწევს საქართველოს რკინიგზასაც. კომპანიის განცხადებით, ამისთვის მზად არის. ჯერჯერობით, საქართველოს რკინიგზა რეისებს მხოლოდ ხუთი მიმართულებით – დღის საათებში შეასრულებს. შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ "პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოს ტურიზმში".
15.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 15.06.2020 - ბიპიენ.ჯი
დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღეიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე მოქმედებდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.
15.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 15.06.2020 - კომერსანტ.ჯი
2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3,4 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, აღნიშნული თანხა 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება; კომუნალური ხარჯების სუბსიდირება; ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სესხების პროცენტების სუბსიდირებასა და სხვა. „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავრობის ღიად ნათქვამი დაპირება 1 მლრდ-მდე ხარჯების შემცირების თაობაზე მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.
15.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 15.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
თავრობამ განსაზღვრა დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. როგორც მთავრობის ადინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, შეხვედრებზე, ასევე საერთო გამოყენების ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, საგანმანათლებლო სივრცეებში, ტრანსპორტში და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში.
15.06.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 15.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრისას განაცხადა. „ესეც არის ერთ-ერთი ნაწილი ცუდი სცენარის, როდესაც ჩვენ ვიწყებთ საუბარს შიდა გავრცელებაზე. რა თქმა უნდა ეს ქმნის უფრო სწრაფი გავრცელების წინაპირობას. ჩვენ ყოველთვის მზაობა გვაქვს ყველაზე ცუდი სცენარისთვის, რადგან სჯობს რომ რესურსის მაქსიმალური მობილიზაციით დავხვდეთ ყველა მოსალოდნელ ტალღას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. სულ დადასტურებულია – 879 შემთხვევა, აქტიურია – 161, გამოჯანმრთელებული- 703, გარდაიცვალა – 14.
პრესა
15.06.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 15.06.2020 - მესინჯერი
კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-14 პაციენტი, 68 წლის მამაკაცი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იყო. მამაკაცს კოვიდ-19-ის ვირუსი ორგანიზმში უკვე აღარ ჰქონდა, თუმცა პნევმონიისა და მისი ყველა გართულების გამო, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
15.06.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 15.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა„ქრონიკას" განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ციფრები, რომელიც ბოლო სამი-ოთხი დღეა გვაქვს, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ. „ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
15.06.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 15.06.2020 - კვირის პალიტრა
"მათ მინდა მივმართო, ვისაც ვითომ არ სჯერა ვირუსის არსებობის - ასეთი უპასუხისმგებლო მოსაზრებებით საფრთხეს უქმნით ადამიანების სიცოცხლეს. ნუ ავრცელებთ მავნებლურ პოსტებსა და მოწოდებებს, პირბადეებში ნუ დაგვახრჩვეთო" ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის გავრცელების არასტაბილური ვითარების კვალდაკვალ მოსახლეობა თითქოს ერთბაშად მოდუნდა და ხელისუფლების ახალ რეკომენდაციებს უგულებელყოფს. დაუდევრობა იგრძნობა თითქმის ყველგან - ქუჩებში, საჯარო დაწესებულებებში, რიგებში. შესაბამისად, უკვე გამოვლინდა შემთხვევები, რომლის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
15.06.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 15.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის კიდევ სამ წარმომადგენელს დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს. ჯამში ცხრა თანამშრომელია ინფიცირებული. „ცხრავეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია. გვყავს ასევე ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, მათ პნევმონია აქვთ.
15.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 15.06.2020 - ალია
ვახტანგ სურგულაძე: "რაიონებში და სოფლებში, არავითარი ე.წ. კარანტინი არ ყოფილა, ამას არ სჭირდება დამტკიცება, ფაქტია უკვე. რაც შეეხება მეორე ტალღას, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეორე ტალღ, შეიძლება 20 ახალი ინფიფცირებულიც რომ იყოს ერთ დღეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისევ უნდა ჩავკეტოთ ეკონომიკა. აი, საგანგაშო ისაა, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა მედ.პერსონალში. ეროვნული გამოცდები, ძალიან სერიოზული ამბავია, კონდიციოინერი არ იქნება და პირბადით უნდა დაწეროს ბავშვმა გამოცდა - სტრესი, სიცხე და პირბადე.
15.06.2020
მედია საშუალებები: მთელი კვირა (რეზონანსი)
Link: 15.06.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ისეთი პაციანტების რაოდენობა, რომელთა ინფიცირების პირველწყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, ორ დღეში გაორმაგდა. ხუთშაბათს ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 5 იყო, შაბათს კი - უკვე 10. ინფექციონისტთა და ეპიდემიოლოგთა ნაწილი ამის ფონზე სულ უფრო აქტიურად საუბრობს უკვე გაუქებული შეზღუდვების ხელახლა შემოღების აუცილებლობაზე. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ თუ ასეთი პაციენტების რაოდენობა 15-20-ს მიაღწევს, ეს უკვე კრიტიკული ზღვარი იქნება, რის შემდეგადაც ახალი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება გახდება საჭირო. „ეს უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთავრობის ურთიერთშეთანხმებითაა გადასაწყვეტი. მე, მაგალითად, შეიძლება უფრო ადრეც დამეწყო.
15.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 15.06.2020 - ალია
ნათია მეტრეველი, რომელიც, კარანტინშია, სოციალური ქსელით, ჯანდაცვის მინისტრის მიმართავს: “ჯანდაცვის სამინისტრო. ცოცხლები ხართ? სასწრაფოდ მოგვაქციეთ ყურადღება. გონიოში გამომწყვრეულ ხალხს. სასტუმრო “ველუქსში”. არც წყალი გვაქვს არც ინტერნეტი. აჯანყება გინდათ? მიიღებთ. კომენტარებში, ნათია აკონკრეტებს: “არც სასმელი წყალი გვაქვს, არც დასაბანი, არც ინტერნეტი, ტელევიზორები გათიშულია, დილის 8 საათიდან ვითხოვთ სასმელ წყალს, დღეს დილით საჭმელიც ვერ ვჭამე, გული მერევა უკვე ამ ყველაფერზე, ბარემ, დაგვხვრიტონ!” სანამ ჯანდაცვის მინისტრი მთავრობას გადააბრალებს, მასთან ერთად, პრემიერსაც ვთხოვთ, მიაქციოს ყურადღება საკარნტინო სივრცეებს, ამ სასტუმროებს ბიუჯეტიდან ვუხდით თანხას და მათი კონტროლის ფულიც ბიუჯეტიდან გადის!
15.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 15.06.2020 - ალია
ახალი რეგულაციით, ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე ეკეთოს პირბადე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პირი ოპოზიციიდან, ამ თემით სპეკულაციას ცდილობდა. “საქმე ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ისეთ დახურულ სივრცეებს, სადაც კონტაქტების მაღალი რაოდენობა გენერირდება დღის განმავლობაში.
15.06.2020
მედია საშუალებები: ალია
Link: 15.06.2020 - ალია
ჟურნალისტი, ჯაბა ანანიძე, სოციალურ ქსელში, წერს: “დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობა საერთოდ გააუქმეთ, თუ რა ხდება? მესამე დღეა აღარ პასუხობს პრესსამსახური, რომელიც ორი დღის წინ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა. მინისტრის მოადგილეებიც აღარ პასუხობთ ტელეფონს და სამინისტროს ცხელ ხაზზე ხუთი წუთი ვუსმინე: „გთხოვთ, დაელოდეთ“.
რადიო
15.06.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
Link: 15.06.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 704 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება, 2-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 4 შიდა ქართლში ფიქსირდება.
15.06.2020
მედია საშუალებები: რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
Link: 15.06.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 704 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება, 2-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 4 შიდა ქართლში ფიქსირდება. კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.
15.06.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 15.06.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 704 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება, 2-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
15.06.2020
მედია საშუალებები: რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
Link: 15.06.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა„ქრონიკას“ განუცხადა. მისივე თქმით, ციფრები, რომელიც ბოლო სამი-ოთხი დღეა გვაქვს, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.
15.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
Link: 15.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
ანტიკრიზისული გეგმის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში. პირველი ამ პროექტს განიხილავენ ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში. თავდაპირველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კორექტირებული ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო, რის შემდეგაც სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ალტერნატიული პროექტის პრეზენტაცია გამართა. ნაციონალური მოძრაობის პროექტი შეაფასა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით პროექტი საქართველოს ფისკალური პოლიტიკისთვის იქნება დამაზიანებელი. ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო უწყებებს, კონკრეტულად ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროს დაფინანსება უმცირდებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები იზრდება.
15.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
Link: 15.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 704 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება, 2-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
15.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
Link: 15.06.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.საქართველოს რკინიგზამ სრულად გაითვალისწინა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები. გზავრებს ვაგონში ჩასხდომამდე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. მოქმედებს სპეციალური ინსტრუქცია. აუცილებელია დეზობარიერის გავლა და ხელების დამუშავება სადენზინფექციო ხსნარით. მატარებელში ფუნქციონირებს სავენტილაციო სისტემა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.