მედია მონიტორინგი
12 ივნისი
ტელევიზია
11.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
Link: 11.06.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1
პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი კონტაქტები ვირუსის მეორე ტალღას მიანიშნებს. გადაცემის სტუმარია - ვატო სურგულაძე: ,,არმინდა ბ-ნ პაატასთან კამათში შესვლა, თუმცა ჩემი აზრით, ეს მეორე ტალღასთან კავშირში არ არის. საკმაოდ კარგად მუძაობს ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური,ძალოვანი უწყებები და მგონია 5 შემთხვევა არ ნიშნავს, რომ წინ მეორე ტალღა გველის, თუმცა ვირუსი ჯერ არ გამქრალა. მნიშვნელოვანია სამედიცინო ინფრასტრუქტურა იყოს მზად, მითუმეტეს თუ ტურისტულ სეზონს გავხსნით."
11.06.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 11.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
1.სერიოზული გამოცდილება მივიღეთ. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსის მეორე ტალღაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია გაძლიერებული მზადყოფნა ცივი სეზონისთვის. 2.კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა საქართველოში და 4-ით გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
11.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 11.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი გახარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეპიდემიოლოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდ.ვითარებას და მოსალოდნელ რისკებს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები დაავადების მეორე ტალღას ელოდებიან, იქამდე კი გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს დაუდგენელი წყაროდან ინფიცირებული პაციენტების შესახებაც ისაუბრა.
11.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 11.06.2020 - I არხი - მოამბე 15:00
ეპიდემიის აფეთქების მაღალი რისკი და „კოვიდ-19“-ს შეკავების უცვლელი მექანიზმები. მთავრობა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკვლევი ჯგუფების გაფართოებას იწყებს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად უნდა მივიჩნიოთ ყველა ადამიანი, რომელსაც რესპირაციული სიმპტომები და 37 გრადუსზე მაღალი სიცხე ექნება.
11.06.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 11.06.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოვებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის და ეს პირველ რიგში, ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა.
11.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 11.06.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში ბოლო ერთი საათის განმავლობაში სამით გაიზარდა. სამივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ პერსონალის თანამშრომელია. ფაქტია რომ გაჩნდა ახალი სანიტრების კლასტერი. ლევან გოფოძე აცხადებს რომ მათი თანამშრომლების დაჩქარებული ტესტირება გადაწყდა მას შემდეგ რაც გუშინ, ამავე საავადმყოფოს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა კოვიდ ინფექცია. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საგანგაშოა ის ფაქტი რომ უცნობია ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო.
11.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 17:00
Link: 11.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
კორონა ვირუსით კიდევ სამი მედიკოსი დაინფიცირდა. რესპუვლიკური საავადმყოფოს ერთ ექთანს და ორ სანიტარს კოვიდ 19 ლაბორატორიულად უკვე დაუდგინდა, ბოლო 24 საათში კი ეს უკვე მეოთხე შემტხვევაა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რაც შეეხება კარანტინს კლინიკაში ის სავარაუდოდ არ გამოცხადდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამი მედიკოსის ინფიცირებამდე დაავადებათა კონტროლსი ეროვნულ ცენტრში თვლიდნენ რომ ქვეყანაში კორონა ვირუსის მეორე ტალღა ფაქტობრივად დაწყებული იყო.
11.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 11.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
1. საქართველომ სომხეთს სასუნთქი აპარატებითა და მედ-პერსონალით დახმარება შესთავაზა. ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო მკურნალობის შესახებ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას და ამ მიზნით ვიდეო კონფერენციაც დაიგეგმა. 2. სწორედ კორონავირუსზე და სომხეთის დახმარებაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ სხდომის დაწყებამდე.
11.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 11.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
დგას თუ არა დახურვის საფრთხის წინაშე ონკოლოგიური საავადმყოფო - კლინიკის მედ პერსონალმა დღეს აქცია გამართა. ახლა მათი პროტესტის მიზანი არა ხელფასები არამედ კლინიკის გადარჩენაა. ექიმების განცხადებით, მიიღეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან შენობის რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. თუმცა, მათი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, ონკოლოგიური საავადმყოფო საერთოდ დაიხუროს და თანამშრომლები სამსახურის გარეშე დარჩნენ. "იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ შეგვხვედროდა გიორგი ენუქიძე, კლინიკის დირექტორი.
11.06.2020
მედია საშუალებები: კავკასია - დღეს 19:00
Link: 11.06.2020 - კავკასია - დღეს 19:00
საქართველოში კორონა ვირუსით სამედიცინო სფეროს კოდევ ოთხი წარმომადგენელი დაინფიცირდა. ისინი რესპუბლიკური საავდმყოფოს თანამშრომლები არიან. საავადმყოფოს დირექტორის თქმით კოვიდ-19 ერთ მათგანს გუშინ დაუდასტურდა. სამს დღეს. ლევან გოფოძის თქმით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო წყარეობის კვლევა მიმდინარეობს. კორონა ვირუსის ახალი შემტხვევების ფონზე ქვეყანა 15 ივნისიდან შიდა ტურიზმს ხსნის. თუმცა მთავრობის მეთაური თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს სიფრთხილე დაიცვას. გიორგი გახარიას თქმით ქვეყანაში ინიფირების ისეთი შემთხვევების დაფიქსირება, რომლის წყაროც უცნობია, მისი შეფასებით საგანგაშოა. გიორგი გახარია: "მოგეხსენებათ დღეის მდომარეობით ევროკავშირშიც არარის საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება როგორ მოხდება შიდა გადაადგილება."
11.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 11.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. გიორგი გახარიას განცხადებით, ვერცერთი ქვეყანა კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზისს მარტო ვერ გაუმკლავდება, ამიტომ საქართველო მეზობელი სომხეთის დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამისი მითითება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა. " მე, პირადად, ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. ურთიერთთანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება მიღებული იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს",- ამბობს პრემიერმინისტრი.
11.06.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 11.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო ხდება. შეზღუდვების პრაქტიკულად მთლიანად მოხსნიდან მალევე, თბილისში ოთხი ინფიცირებულის დაავადების წყაროს ამ წუთამდე ვერ ადგენენ. გამოიწვევს თუ არა დაუდგენელი შემთხვევები ხელახალ ეპიდ აფეთქებას, მითუმეტეს, რომ მათი კონტაქტების სია საკმაოდ დიდია. ბოლო 24 საათში გამოვლენილ ცხრა ახალ ინფიცირებულს შორის ოთხი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მეორე ტალღა დაჩქარდეს. ინფიცირების ოთხი დაუდგენელი შემთხვევის გამო სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებენ.
11.06.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 11.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ახლა გამოწვევებისათვის მზადების დროა. გარდა იმისა, რომ არსებული ვითარება უკვე შემაშფოთებელია, წინ გვაქვს მეორე ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით იქნება და იქნება უფრო რთული. ეს რეალურია და ამ მოლოდინს სპეციალისტები არსებული სურათის შეფასების გარდა წინა პანდემიების მაგალითებით ამყარებენ. პრობლემა შეიძლება უფრო დიდი იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება სწრაფად იცვლება და შესაძლოა ახალი შეტევაც დაჩქარდეს. პანდემია არ დასრულებულა, შეზღუდვების მოხსნამ, როგორც ჩანს მოქალაქეთა ყურადღება მოადუნა.
11.06.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 11.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
რა გავლენა შეიძლება იქონიოს, ინფიცირებულების გაბნეულმა წყარომ კოვიდ 19-ის სტატისტიკაზე საქართველოში? პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ისევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს, ოღონდ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. თავად ეპიდემიოლოგები კი ვირუსის გავრცელების მეორე ტალღაზე უკვე საუბრობენ.გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ.
11.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 11.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
კოვიდინფიცირებულების მატება და დაუდგენელი წყაროები. მედიკოსების ინფიცირების შემთხვევები იზრდება, ახალი კლასტერების კონტაქტები კი სპეციალისტებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. 9 ახალი შემთხვევიდან 4 - მედპერსონალია. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო კარანტინის რეჟიმზე არ გადასულა.4 კოვიდდადებითი თანამშრომელი ჰყავს ბოჭორიშვილის კლინიკასაც. ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღაზე უკვე ალაპარაკდნენ, უცნობია, დაბრუნდება თუ არა ძალაში ახლახან მოხსნილი შეზღუდვები- ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 831 შემთხვევაა. მთავრობა ვითარებას უკიდურესად საგანგაშოდ აფასებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დამლაგებელი პირველია, ვისაც კლინიკაში კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
11.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 11.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
ონკოლოგიური კლინიკის ექიმებმა, რომლებსაც ხელფასი 11 თვეა არ აუღიათ კლინიკის ეზოში აქცია გამართეს. ისინი შიშობენ, რომ კლინიკა შესაძლოა დაიხუროს და საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეებს დღეს პასუხი არავინ გასცა. ხელისუფლების ყოფილი წევრები ფიქრობენ, რომ მედპერსონალი ხელისუფლების მხრიდან ტრეფიკინგის მსხვერპლია. პრობლემას კი საერთოდ არ იცნობს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი.
11.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 11.06.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ნეგატიურად აფასებენ. BAG-ში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან დაუყოვნებლივაა საჭირო კონსულტაციების დაწყება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც კრიზისულ ვითარებაში მყოფი კომპანიებისათვის სრულიად დაუსაბუთებელი მარეგულირებელი წნეხის შექმნა.
11.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 11.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
საქართველო სახიფათო ფაზაში შედის. ქვეყანაში ყოველდღე მატულობს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები. სტატისტიკა უკვე საგანგაშოა. მით უმეტეს, რომ ახალი პაციენტების ერთი ნაწილის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობი რჩება. იწყება, თუ არა საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა? - ახალ ინფიცირებულებს თან ერთვის ახალი კლასტერები. ყველაზე დიდი რისკზონა კი თბილისი გახდა. COVID-19-ი აფეთქდა: რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კომპანია "უნისონში" და "თეგეტა მოტორსში".
11.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 22:00
Link: 11.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00
ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღის ზღვარზეა. კოვიდ 19-ით დღეს კიდევ ცხრა ადამიანი დაინფიცირდა. საგანგაშო კი ის არის, რომ ცხრიდან ხუთის დაინფიცირების წყარო უცნობია. სპეციალისტების თქმით, თუ წყარო მალე არ დადგინდა მაშინ შიდა გავრცელების ახალი ეტაპი დაიწყება.
12 ივნისი
ტელევიზია
12.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 12.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
უნივერსალური სამედიცინო ცენტრის იმავე ყოფილი ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლები რამდენიმე თვიანი სახელფასო ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. მედიკოსებისა და თანამშრომლების ნაწილმა გამართა გუშინ აქცია, რომ 6 თვის ანაზღაურება არ აქვთ მათ მიღებული. ისინი საავადმყოფოს დირექტორის გადაგომას ითხოვენ. ჩვენ კლინიკის დირექტორს ვთავაზობთ, გადადგეს, გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომლითაც მას მივმართეთ, ვინ არის კლინიკის ინვესტორი? რა მოელის აქ არსებულ რადიოაქტიურ მასალებს? ის ყველაფერზე გვცემს პასუხს, რომ არ იცის. ჯანდაცვის მინისტრმა 25 მაისს გააკეთა განცხადება ამავე დროს და თქვა, რომ უნივერსალური სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე ორი თვის განმავლობაში ანაზღაურდებათ.
12.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 12.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის ინფორმაციით, საავიაციო სააგენტოზეა საუბარი, მუშავდება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება უსაფრთხო ქვეყნების შერჩევა. ის ამბობს, რომ მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ფრენის განხორციელება უსაფრთხოდ მოხდეს მგზავრებისა და ავიაკომპანიების პერსონალისთვის, აქედან გამომდინარე, მიდის ინტესნიურ რეჟიმში მუშაობა და უახლოეს დღეებში კონკრეტული კრიტერიუმები გამოქვეყნდება, რომლის თანახმადაც შეირჩევა ესა თუ ის ქვეყანა და მიმართულება, სადაც ფრენის აღდგენა დასაშვები გახდება. ლევან კარანაძის თქმით, ფრენის აღდგენისთვის აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების დაცვა.
12.06.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 12.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისი განცხადება თსუ-ს წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, დღეისთვის, ინფიცირებულის პირადი კონტაქტები დადგენილია, ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია და ისინი PCR ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან. ოფიციალურად ქვეყანაში კორონავირუსის 831 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 694 გამოჯანმრთელდა. კოვიდკლინიკებში მკურნალობას 124 პაციენტი განაგრძობს
12.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 12.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება უტარდებათ და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი. თეგეტა მოტორსის თანამშრომლებისანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და პასუხებს ელოდებიან.
12.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 12.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესასოციაციაში ნეგატიური შეფასება მოჰყვა. ბიაიჯიში მიაჩნიათ, რომ სამედიცინო ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან დაუყოვნებლივ არის საჭირო კონსულტაციების დაწყება, რათა თავიდან იყოს არიდებული ისედაც კრიზისულ ვითარებაში მყოფი კომპანიებისთვის სრულიად დაუსაბუთებელი მარეგულირებელი წნეხის შექმნა.
12.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 12.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართა.
12.06.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 12.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლი და საბავშვო ბაღი გაიხსნა.
12.06.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 12.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
კორონავირუსი დაუდასტურდა თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს. დაინფიცირებული ერთ-ერთია იმ 4 პაციენტიდან, რომელთა დაავადების წყაროც უცნობია. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან და მათ PCR ტესტირება უტარდებათ.
12.06.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
Link: 12.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი
მარინა ეზუგბაია: "ბოლო 24 საათში დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ, შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა. ორი გახლავთ უკვე დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი. ერთი გახლავთ ვისი ინფიცირების წყაროც დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ერთნიშნა ციფრები არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ერთნიშნა ციფრების მოვლა თავისუფლად შეიძლება და ქვეყანაში უნდა მოხდეს სტაბილიზაცია, არ უნდა მოხდეს გაუარესება.
12.06.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 11:00
Link: 12.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 11:00
უნივერსიტეტის 10-ე კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიზეზი სასწავლებლის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირებაა. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ინფიცირებულის მკონტაქტები დაზუსტებულია. საქმის კურში არისდ აავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოშ კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
12.06.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
Link: 12.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00
კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებსა და გაიდლაინებზე ისაუბრეს, ვიდეო კონფერენციისას, ქართველმა და სომეხმა მედიკოსებმა. მათ შორის, ტესტირების ალგორითმსა და იმ პრეპარატებზე, რომელთაც მკურნალობისას გამოიყენებენ. ჩაინიშნა მომდევნო შეხვედრა, როდესაც ეპიდემიოლოგიურ ნაწილსა და სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა მოხდება. თამარ გაბუნია: "შეხვედრა კონკრეტულად ეთმობოდა კლინიკური მენჯმენტის საკითხებს და ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, როგორც ხდება კლინიკური შემთხვევების მართვა საქართველოში და ასევე, სომხეთში".
11 ივნისი
ინტერნეტ სააგენტო
11.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 11.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყოს. მისი თქმით, ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს. იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესს ქვეყანა სწრაფად გააჩერებს. „თბილისში ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
11.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 11.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს საღამოს საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის შედგება სატელოფონო საუბარი, რომლის ფარგლებშიც დადგინდება, რანაირად შეიძლება დაეხმაროს საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში. გამყრელიძემ ამის შესახებ 11 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.
11.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 11.06.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღეს კოვიდინფექციის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა შეიძლება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღად შეფასდეს. იმნაძის ცნობით, 5 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო უცნობია. - "ხუთი ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ხუთივე თბილისში. სამწუხაროდ, ამ ხუთიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს. უამრავი კონტაქტია გამოკვლეული, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში.
11.06.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - მედიანიუს.ჯი
“კოვიდი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, სად და როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში არავინ იცის”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. "გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. 1 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ლარსიდან შემოვიდა.
11.06.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 11.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს, - გიორგი გახარიამ ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას.
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში ქვეყანას დღიურად 8 000-მდე პირის ტესტირების შესაძლებლობა იქნება. როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, ივლისის ბოლომდე შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორების რაოდენობა 18-დან 24-მდე გაიზრდება.
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიემ.ჯი
უნივერსალური სამედიცინო ცენტრის(ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა) თანამშრომლები რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. მედიკოსების და თანამშრომლების ნაწილმა დღეს აქცია გამართა, სადაც ითქვა, რომ 6 თვის ანაზღაურება არ აუღიათ. მედიკოსები საავადმყოფოს დირექტორის გადადგომასაც ითხოვენ. „ჩვენი კლინიკის დირექტორს ვთავაზობთ გადადგეს.
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიემ.ჯი
საქართველო მზად არის სომხეთს გარკვეული რაოდენობის PCR ტესტების ნიმუშები საჩუქრად გადასცეს, - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დახმარების პაკეტთან დაკავშირებით სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება.
11.06.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 11.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას მიმართა და კიდევ კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ არ შეექმნათ ილუზია, რომ საქართველოში კორონავირუსი დამარცხებულია. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. "ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ნუ შეგვექმნება და ნუ შევქმნით ილუზიას ქვეყანაში, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დავამარცხეთ, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ჩვენ ის არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და ის სად და როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიდოში, ეს არავინ არ იცის", -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
11.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 11.06.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავისურისის ახალი შემთხვევები, როცა ინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ვირუსის მეორე ტალღაზე მიუთითებს. ამის შესახებ მან "ფორმულასთან" საუბრის დროს განაცხადა. "ხუთი ახალი შემთხვევაა, ხუთივე თბილისში.
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიეფემ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიეფემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს, ასევე მზადაა, მეზობელ ქვეყანას 10 ათასი PCR ტესტი აჩუქოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა და განმარტა, რომ საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიპიენ.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ისინი ვენტილაცია -კონდიცირებასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე კვლევების შედეგებს ელოდებიან, მანამდე კი საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების გამორთვის და პირბადის აუცილებლობის რეკომენდაციები ძალაშია.
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიპიენ.ჯი
ივლისის განმავლობაში იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც PCR ტესტირება ტარდება, 18-დან 24-მდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მზადდება რეგულაციები, რომ კლინიკებს, რომელთაც 100-ზე მეტი საწოლი აქვთ, PCR ტექნოლოგიის ქონის ვალდებულება ექნებათ.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს, ასევე მზადაა, მეზობელ ქვეყანას 10 ათასი PCR ტესტი აჩუქოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა და განმარტა, რომ საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.
11.06.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 11.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
„ეს შემთხვევები შემაშფოთებელია, რადგან ეს არაპირდაპირი ნიშანია რომ ინფექცია ვცირკულირებს, თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს შეიძლება რისკების წინაშე დავდგეთ“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო შემთხვევამ დაგვანახა, რომ კოვიდი არსად წასულა და კვლავ ცირკულირებს.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ადამიანთა დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ტესტების გარკვეული მარაგები არის.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სერიოზული გამოცდილება მივიღეთ. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსის მეორე ტალღაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია გაძლიერებული მზადყოფნა ცივი სეზონისთვის.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ივლისის განმავლობაში იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც PCR ტესტირება ტარდება, 18-დან 24-მდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მზადდება რეგულაციები, რომ კლინიკებს, რომელთაც 100-ზე მეტი საწოლი აქვთ, PCR ტექნოლოგიის ქონის ვალდებულება ექნებათ. „დღეს საქართველოს მასშტაბით 18 ლაბორატორია აკეთებს PCR ტესტირებას, მათ შორის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ლაბორატორიები. ივლისის განმავლობაში ეს რიცხვი ავა 24-მდე.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
გუშინდელმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია. დანარჩენ 4-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და აღებულია მათი პირველადი კონტაქტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რა ფორმით დაეხმარება საქართველო სომხეთს, ეს ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამართული კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის უწყებიდან აცნობეს, საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.
11.06.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 11.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში კლინიკას 4 ინფიცირებული მედიკოსი ჰყავს.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს და რეაბილიტირებული შენობები ოფიციალურად გახსნეს.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 11.06.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ COVID-19-ის ახალი შემთხვევები, რომელთა წყარო ვერ დგინდება, მეორე ტალღაზე მიუთითებს. ამის შესახებ მან ფორმულასთან განაცხადა. როგორც იმნაძემ განმარტა, ამ ეტაპისთვის უკვე უამრავი კონტაქტია გამოკვლეული, ზოგი კარანტინშია და ზოგი უკვე იზოლაციაში გადაყვანილი. მისივე თქმით, წყაროების პოვნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ, პატარა მეორე ტალღა, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ ამასაც გავაჩერებთ", — აღნიშნა იმნაძემ.
11.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 11.06.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს. ამ თემაზე გიორგი გახარიამ დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. პრემიერის პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას.
11.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 11.06.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა, დიდი ალბათობით, იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოებს. მისივე თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობს, აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის. „კორანავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო ჩვენი აზრი.
11.06.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 11.06.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ტემპერატურა, 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გართულება და სხვა რესპირაციული სიმპტომი, აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს, დარეკონ 112-ში, ან პირდაპირ მივიდნენ ცხელების ცენტრში, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდებათ. "ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 11.06.2020 - ინფო9
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან არსენ ტოროსიანს ტელეფონით ესაუბრა და დახმარება შესთავაზა. როგორც მინისტრი ამბობს, მან სომხურ მხარეს სასუნთქი აპარატებით დახმარება და პერსონალის გაგზავნა შესთავაზა, თუ ვინმეს ამის თაობაზე სურვილს გამოთქვამს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შედგება ვიდეოკონფერენცია, რომელსაც სისტემური ხასიათი მიეცემა.
11.06.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 11.06.2020 - ამბები.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს, ასევე მზადაა, მეზობელ ქვეყანას 10 ათასი PCR ტესტი აჩუქოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა და განმარტა, რომ საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.
11.06.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 11.06.2020 - ტაბულა.ჯი
ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს და რეაბილიტირებული შენობები ოფიციალურად გახსნეს.
11.06.2020
მედია საშუალებები: ნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რა ფორმით დაეხმარება საქართველო სომხეთს, ეს ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამართული კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის უწყებიდან აცნობეს, საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციის და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
11.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 11.06.2020 - პუბლიკა.ჯი
კომპანია „საქნახშირი” ეხმაურება ტყიბულში მიმდინარე მეშახტეების პროტესტს. კომპანია რამდენიმე დღის წინ შახტში მომხდარ ინციდენტს მეშახტეების ქმედებას უკავშირებს – კომპანიის განცხადებით, მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს, რა დროისთვისაც ე.წ. „კლეტი“ მუშების გადაყვანისთვის მომზადებული არ იყო.
11.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 11.06.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმა ვიდეოკონფერენცია.
11.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი. როგორც "ინტერპრესნიუსს" დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, მათგან 66 660 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია და სულ გადაირიცხა 19 998 000 ლარი.
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიემ.ჯი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 132 ათასი თვითდასაქმებული. მათგან 66 660 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ კი გადაირიცხულია 19 998 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 802 პირს. "გ
11.06.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 11.06.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია მზადაა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლოს. ამის შესახებ bm.ge-ის BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. საქმე იმაშია, რომ რომ დღეს ასოციაციამ სპეცილური განცხადება გაავრცელა, რომლითაც სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ.
11.06.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 11.06.2020 - კომერსანტ.ჯი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით - 11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი. მათგან 66 660 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 19 998 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 802 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 160 400 ლარს.
11.06.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 11.06.2020 - აიპრეს.ჯი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით – 11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი. მათგან 66 660 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 19 998 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 802 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 160 400 ლარს.
11.06.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 11.06.2020 - მარშალპრეს.ჯი
კახეთში გამოკვლეულ 32 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. ხიზანიშვილის განმარტებით, სინჯების აღება გრძელდება როგორც ცხელების ცენტრებიდან, ასევე რისკჯგუფში შემავალი კატეგორიის სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული პერსონალისგან. ამ ეტაპზე კახეთში ოთხ საკარანტინო სივრცეში 145 ადამიანი იმყოფება.
11.06.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 11.06.2020 - პრესა.ჯი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს Covid-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები და დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
11.06.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 11.06.2020 - მარშალპრეს.ჯი
ივლისის განმავლობაში იმ ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც PCR ტესტირება ტარდება, 18-დან 24-მდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
12 ივნისი
საინფორმაციო სააგენტო
12.06.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 12.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანმო დაბეჯითებით, მკაფიოდ გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ არა საზეიმოდ და იმ შედეგების აღსანიშნავად, რომელიც აქამდე მივიღეთ, არამედ გამოვიყენოთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ფანჯრები იხურება, ამ დროს ნებისმიერი ვირუსის გავრცელება უფრო მაღალია.
12.06.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 12.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი. მათგან 66 660 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 19 998 000 ლარი. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 802 პირს.
12.06.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 12.06.2020 - კვირა.ჯი
11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კომპენსაციის მიმღები 132 ათასი თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულთაგან 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო 66 660-მა პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 19 998 000 ლარი გადაირიცხა. რაც შეეხება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს – 90 802 ასეთ პირს 200 ლარი უკვე ჩაერიცხა, რაც, ჯამურად, 18 160 400 ლარს შეადგენს. ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
12.06.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 12.06.2020 - რეპორტიორი.ჯი
ჩვენ დღეს პანდემიის პირობებში ვფიქრობთ და ვმუშაობთ, რაც არ არის ლოკალური პრობლემა, ამდენად ჩვენ კარს რომ გავაღებთ, კარს მიღმა რაც რისკებია, ის რისკები კარგად უნდა გავაცნობიეროთ და რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ქვეყანა ფიქრობს იმაზე, რამდენად დიდხანს დატოვოს კარი დახურული და ვის გაუხსნას კარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ღია ეთერში“ განაცხადა. „ამ შემთხვევაში, პირველ რიგში დგას საკითხი ასე, ვისთვის არის უსაფრთხო მოგზაურობის ნებართვა და ქვეყანა რამდენად უსაფრთხოა.
12.06.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 12.06.2020 - რეპორტიორი.ჯი
„თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
12.06.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 12.06.2020 - ინფო9
გუშინ დადასტურებული 4 შემთხვევა 4-თვიან პერიოდში პრაქტიკულად პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გარკვეულად შიდა გავრცელების ნიშნები გამოჩნდა ისე, რომ ვერ მოვახერხეთ პირველი წყაროს დადგენა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, კვლევები გრძელდება და გარკვეული პროგრესი შეინიშნება, დამატებითი ინფორმაცია კი მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.
12.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 12.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები, COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის შესაძლოა, 100 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, ამჟამად მუშავდება ტექნიკური რეგლამენტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების კანონს მოერგოს და სწორედ ამ კანონის მიხედვით დარეგულირდება ჯარიმის ოდენობა, რომელიც კომპანიებს დარღვევებთან დაკავშირებული გაფრთხილების შემდეგ შეიძლება დაეკისროთ.
12.06.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 12.06.2020 - პრესა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რა ფორმით დაეხმარება საქართველო სომხეთს, ეს ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამართული კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდება. არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციის და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
12.06.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 12.06.2020 - პუბლიკა.ჯი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება 9 ივნისს ტყიბულში მომხდარ საწარმოო ინციდენტს, რომელმაც მათივე თქმით 22 მეშახტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. EMC სახელმწიფოს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიკვლიოს, როგორც მომხდარი ინციდენტი, ისე შახტებში დღეს არსებული მდგომარეობა და არ დაუშვას ქვანახშირის მოპოვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში გაგრძელება.
12.06.2020
მედია საშუალებები: ქართლი.ჯი
Link: 12.06.2020 - ქართლი.ჯი
გორში კორონავირუსი ,,ემბავუდის" თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის გამო 8 ადამიანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ძირითადად, ავეჯის მაღაზიის ,,ემბავუდის" თანამშრომლები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ნიმუშების პასუხს ელოდებიან დაავადებული ქალის შვილისგანაც, რომელიც ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, თუმცა ეკა ქორჩაშვილის თქმით, შვილის კონტაქტები თითქმის არაა, რადგან ის სამსახურში დისტანციურად მუშაობდა.
12.06.2020
მედია საშუალებები: ქუთაისიპოსტ.ჯი
Link: 12.06.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი
ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტში დასაქმებულების პროტესტი გრძელდება. მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს, თუმცა, შახტში ჩასვლაზე ისევ უარს ამბობენ და ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო ჯგუფის დასკვნას ელოდებიან. მეშახტეების თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები შახტის უსაფრთხოებას უკვე იკვლევენ, შედეგებს კი 16 ივნისს დადებენ, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა მუშაობას. კვლავ გაურკვეველია საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათის დარიცხვის საკითხი.
12.06.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 12.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
კასპში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 61 წლის ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია. დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კასპში, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, პარალელურად, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
პრესა
12.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 12.06.2020 - რეზონანსი
„სამწუხაროდ, კორონავირუსი მაღალ ტემპერატურას ისე კარგად არ ემორჩილება, მას სეზონურობა არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ზაფხულის ამინდის იმედზე ვერ ვიქნებით. მოსახლეობა უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვიყოთ და ამ დაავადებას ასე ვებრძოლოთ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, განცხადებებს იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.სავარაუდო ე.წ. მეორე ტალღის დაწყების შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააკეთა, რომელმაც ამის პირველ ნიშნად თბილისში კოვიდ-19 ინფექციის მინიმუმ 4 შემთხვევა დაასახელა, რომელთა პირველწყაროს მოძებნა ვერ ხერხდება.
12.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 12.06.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მარტო გაუმკლავდეს. „გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. პირადად მე ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები – ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, ყველა, საგარეო საქმეთა მინისტრი, და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
12.06.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 12.06.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
პაატა იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებას დააჩქარებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტალღა მოჰყვა როგორც 1918, ასევე 2009 წლის პანდემიას. „ორივე ამ პანდემიას ჰქონდა მეორე ტალღა, რომელიც მეორე ზამთრის სეზონზე იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი. 18 წელს უფრო ძლიერიც კი, ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ასე უნდა იყოს. და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას მოვაახლოებთ, ასე ვთქვათ“, - განაცხადა იმნაძემ.
12.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 12.06.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სომხეთს კორონავირუსზე მათი მოქალაქეების ანალიზების გამოკვლევას ლუგარის ლაბორატორიაში სთავაზობს, ასევე მზადაა, მეზობელ ქვეყანას 10 ათასი PCR ტესტი აჩუქოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა და განმარტა, რომ საქართველოს შეუძლია სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.
12.06.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 12.06.2020 - რეზონანსი
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 400 სასტუმროდან მუშაობის ნებართვა 80-ს მიეცა, ხოლო 100-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. „რაც შეეხება სასტუმრო სექტორს. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან ეს სექტორი პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან, ტურისტების ჩამოსვლასთან და არ გვინდა ეპიდემილოგიური ვითარება დამძიმდეს ქვეყანაში.
12.06.2020
მედია საშუალებები: ჯორჯია თუდეი
Link: 12.06.2020 - ჯორჯია თუდეი
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ეს არის გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა.