From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 10-11 ივნისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 11.06.2020 09:37
Attachments :

მედია მონიტორინგი

10 ივნისი

ტელევიზია

გაფიცვა ტყიბულში

10.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    10.06.2020 - I არხი - მოამბე 15:00

პროტესტის მეორე დღე ტყიბულში. მინდელის და ძიძიგურის შახტებში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეწყვეტილია. დასაქმებულები პანდემიის დროს აღებული ხელფასებიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნებას და კომპანიისგან დამხმარე ჭაურის დროულ შერემონტებას ითხოვენ. "მეშახტეებს მოგვცენ ის 20%, რაც დააფიქსირა ეკონომიკის მინისტრმა ჩვენთან შეხვედრის დროს",- განაცხადა მეშახტემ.

დახმარება დევნილებს

10.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    10.06.2020 - I არხი - მოამბე 15:00

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით საჭირო ინვენტარი დევნილთა სააგენტოსგან საჩუქრად გადაეცა. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰქონდეთ საკუთარი მზარდი შემოსავალი და თავად შექმნან სამუშაო ადგილები. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ.

მეშახტეები ქუცაში გამოვიდნენ და სამუშაოს სესრულებაზე უარს ამბობენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 17:00

Link:    10.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

მეშახტეები ქუცაში გამოვიდნენ და სამუშაოს სესრულებაზე უარს ამბობენ. ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტებში ნახშის მოპოვეების სამშაოები შეწყვეტილია. მეშახტეები პანდემიის დროს მუშაობისას არებულ ხელფასებზე სახელწმიფოსგან საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნებას და უსაფრტხოების ნორმების უზრუნველყოფას მოითხოვენ. "მეშახტეებს მოგვცენ ის 20 % რაც დააფიქსირა ეკონომიკის მინისტრმა ჩვენთან შეხვედრის დროს"

ტყიბულში 1000-მდე მეშახტე სამუშაო პროცესზე უარს აცხადებს

10.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    10.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანია "ქოალ ოფ ჯორჯიას" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათია გრძელდება. ამ დრომდე მეშახტეების მოთხოვნებზე შეთანხმება ვერ შედგა. კომპანიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ათასამდე მეშახტე უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას მოითხოვს.

აგრარული ბაზრის მოვაჭრეები 300 ლარიანი დახმარების გარეშე

10.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

Link:    10.06.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

აგრარული ბაზრის მოვაჭრეები 300 ლარიანი დახმარების გარეშე. ირკვევა, რომ ბაზრების ადმინისტრაცია მოვაჭრეებზე თვითდასაქმებულის ცნობას არ გასცემს, შესაბამისად მათ სახელმწიფოს 300 ლარიანი დახმარებით სარგებლობა არ შეუძლიათ. დღეს ე.წ დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებს პროფკავშირების თავჯდომარე შეხვდა, რომელმაც ადმინისტრაციას პრობლემის აღმოსაფხვრელად 3 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზრობებზე დასაქმებულები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

გაფიცვა ტყიბულში

10.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    10.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

1000 მეშახტე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს - უკვე მეორე დღეა, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეწყვეტილია. მეშახტეები პანდემიის დროს მუშაობისას აღებულ ხელფასებზე სახელმწიფოსგან საშემოსავლო გადასახდის უკან დაბრუნებასა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას მოითხოვენ. მინდელის შახტაში ორი დღის წინ ინციდენტიც მოხდა. ლიფტი გაიჭედა და 22 მეშახტე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში შახტში იყო გაჭედილი. მეშახტეები ამბობენ, რომ ასეთი რამ პირველად არ ხდება.

აქცია დეზერტირების ბაზარში

10.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    10.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეების ცნობების მიღებას ითხოვენ. აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე. "ძალიან ბევრ ლოკაციაზე ადმინისტრაცია თავს იკავებს, რომ ცნობები გასცენ, რაც აუცილებელია. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ ის სამას ლარიანი დახმარება, თუ არ დაბრუნდნენ დროზე სამუშაოდ,"- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ტყიბულელი მეშახტეებისა და საბადოს მენეჯმენტის შეხვედრას უკრაინელი ინვესტორი დაესწრო

10.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    10.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ტყიბულელი მეშახტებისა და საბადოს მენეჯმენტის შეხვედრა დასრულდა - "მთავარი არხის" ინფორმაციით, დახულ კარს მიღმა, სამი საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრას უკრაინელი ინვესტორი, მიხეილ სოცკი ესწრებოდა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე. მეშახტეები ამბობენ, რომ შახტებში მუშაობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათი მთავარი მოთხოვნები კი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომის ანაზღაურების გაზრდაა.

კორონა ვირუსი

10.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    10.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიმართულებით ლიდერი ქვეყანაა. მაღალ შეფასებას საქართველოს ორგანიზაცია „დიფ ნოლიჯ გრუპი“ აძლევს. კვლევაში სულ 200 ქვეყანა მოხვდა. კონკრეტული სახელმწიფო სხვადასხვა პარამეტრით შეფასდა. ჩვენ ვკითხეთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რამ განაპირობა ის ფაქტო რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და გამოცემები აქტიურად საუბრობენ რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი და ის სწორად მართავს პროცესს.

გაფიცვა ტყიბულში

10.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    10.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00

ტყიბულში მხარეებმა შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ მიაღწიეს. ქვანახშირის მოპოვების სამუშაოები ადგილზე უკვე ორი დღეა შეჩერებულია. მეშახტეების მთავარი მოთხოვნა უსაფრთხოებას შეეხება. დამსაქმებელი კომპანია კომენტარს არ აკეთებს. მეშახტეების განცხადებით, მუშაობას იმ დროიმდე არ გააგრძელებენ, სანამ მეშახტის ლიფტის უსაფრთოებას არ შეამოწმებს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სპეცჯგუფი .

მსოფლიო კოვიდ 19-ის მეორე ტალღის მოლოდინშია

10.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    10.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

მსოფლიო კოვიდ 19-ის მეორე ტალღის მოლოდინშია, არსებობდა ვარაუდი თიტქოს დათბობის შემდეგ კოვიდ ინფექციის მაჩვენებელი შემცირდებოდა თუმცა ასე არ მოხდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ ვირუსი ჯერ კვლავაც ამოუცნობია. მეორე ტალღის მოლოდინშია საქართველოც. ჯანდაცვის სფეროს რეკომენადციებიც ისევ ყველგან დაცვას ექვემდებარება. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონა ვირუსის 831 დადასტურებული შემტხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 690 პაციენტი, გარდაცვლილტა რაოდენობა 13.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია - როგორ მართა საქართველომ „კოვიდ-19“, რა კრიტერიუმებით შეფასდა, როგორც წარმატებული ქვეყანა და როგორ ემზადება სისტემა მოსალოდნელი მეორე ტალღისთვის

10.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    10.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ეპიდემიოლოგები მზარდ რისკებზე იწყებენ საუბარს. ბოლო კვირებთან შედარებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იმატებს. დღის ბოლოსთვის უკვე ცხრა დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ინფიცირებულთა გარკვეულ ნაწილში „კოვიდ-19“ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც შეზღუდვების მოხსნის ფონზე საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკან მოუხდა იმ განცხადების წაღება, რომლის მიხედვით უსიმპტომო მოქალაქე დაავადების ნაკლებად გამავრცელებელია.

ექიმებს, რომლებსაც მოსახლეობა მადლიერების ტაშს უკრავს, ხელისუფლება ხელფასსაც არ აძლევს.

10.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    10.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

ექიმებს, რომლებსაც მოსახლეობა მადლიერების ტაშს უკრავს, ხელისუფლება ხელფასსაც არ აძლევს. 10 თვეზე მეტია, ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. მინისტრის დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. პანდემიის დროს ანაზღაურების გარეშე დარჩენილი ექიმების სახელფასო დავალიანების საკითხზე შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან გაიმართა, მაგრამ თავად ექიმები აუდიენციაზე არ შეუშვეს.

კორონავირუსის გავრცელების ახალი მაჩვენებელი

10.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    10.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

დღის ბოლოს „კოვიდ-19“ თბილისში მცხოვრებ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა. ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ გაურკვეველია, რა ვითარებაში დაინფიცირდნენ დაავადებულები. ეპიდემიოლოგები ინფექციის წყაროს დადგენას ახლაც ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, მათგან არცერთს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი შემთხვევა სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ უკავშირდება. დილიდან დამატებით საქართველოში მხოლოდ 4 შემთხვევა იყო დადასტურებული, თუმცა ცოტახნის წინ დაავადებთა კონტროლის ეროვნულ ცენტში პირველ არხს დაუდასტურეს რომ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 5-ით.

ტყიბული

10.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    10.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

ტყიბულში თითქმის 4 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებები დამსაქმებელსა და მეშახტეებს შორის პროფკავშირების შუამავლობით მიმდინარეობდა. მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ იმაზე, რომ დიალოგი ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური ჯგუფის მიერ სიტუაციის შესწავლის და დასკვნის შემდეგ გაგრძელდება. ეკონომიკის სამინისტროს დასკვნამდე მუშაობის განახლებას არ აპირებენ დასაქმებულები. მათი თქმით, ჭაური სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებულია სპეციალური ამწეც, რომლის მეშვეობითაც მეშახტეები მიწის ქვეშ ჩადიან.

დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

10.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    10.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა იარაღები თავად შეარჩიეს. უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო. განცხადების მირების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად ეკო-მიგრანტებსაც შეეძლებათ.

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    10.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

სიცოცხლისთვის საშიშ შახტებში დასაქმებულები პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტენ. ასობით მეშახტე მთელი დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავდა. გაფიცვის მიზეზი 2 დღის წინ მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტი გახდა, როდესაც 2 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დღის ბოლოს აქციის მონაწილეებს ტყიბულის შახტის მენეჯერი შეხვდა.

რეგულაციები კინო-თეატრებისთვის

10.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    10.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

რა ფორმით უნდა ჩატარდეს კონცერტები და სპექტაკლები დახურულ სივრცეში. რეკომენდაციებს ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. წესის მიხედვით აუცილებელია სტუმართა ნაკადის მართვა.

11 ივნისი

ტელევიზია

28 ივნისი ფენილკეტონურიის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

11.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    11.06.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

28 ივნისი ფენილკეტონურიის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ცოტამ თუ იცის ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების შესახებ, რომლის ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვილებს ანალიზს დაბადებისთანავე უკეთებენ. დადებითის პასუხის შემთხვევაში კი მშობელს დაუყოვნებლივ აცნობებენ. 3 წლის დემეტრეს და 6 წლის ანასტასიას შემთხვევაში ასე არ მოხდა. რატომ არ რეაგირებს ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო სახლების აშკარა ხარვეზზე? ამ შეკითხვაზე პასუხი დაზარალებული მშობლების მსგავსად, ვერც დილის გადაცემამ მიიღო.

კორონავირუსი სომხეთში

11.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    11.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მეზობელ სომხეთში რეგიონში ყველაზე რთული ეპიდემვითარებაა. ცდილობენ სხვადასხვა დახმარებას საქართველოს ოფიციალური პირები, ყოველ შემთხვევაში ასეთ რამეს ამბობენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერიოდულად ვუკავშირდებითო სომეხ კოლეგებს. ეტყობა კავშირს ტესტავენ, თორემ რაიმე ხელშესახები დახმარება არც გამიგია, მანამდე თუ არ ვცდები საპარტნიორო ფონდის მყისიერი რეაგირება იყო რამდენიმე ათასი პირბადით. ზრახვებზე ენსიდისისა და მთავრობის დონეზე ბევრი მოვისმინეთ.

გაიდლაინები კულტურის სფეროსა და სპორტული დარბაზებისთვის

11.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    11.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

შეზღუდვასა და კონკრეტულ გაიდლინებს რაც შეეხება, განახლებული ინფორმაცია გვაქვს ამ ჯერზე სამუზეუმო შემოქმედებით საქმიანობასა და კულტურულ ღონისძიებებზე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წესებით სპექტაკლების, კონცერტებისა და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად ანტრაქტის გარეშე.

შემოდგომაზე შემთხვევების ახალი ტალღაა მოსალოდნელი, მთავარიამ ეპიდსიტუაცია არ გაგვექცეს - ამირან გამყრელიძე

11.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    11.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

თბილისში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყაროც ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე შემთხვევების ახალი ტალღაა მოსალოდნელი. ამიტომ გახშირებული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ეპიდვითარების კონტროლი. ამირან გამყრელიძე: "მეორე თუ მესამე ტალღებზე სერიოზული საუბარია, იმიტომ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის ბუნება არ არის ცნობილი.

კორონავირუსი

11.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    11.06.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. 121 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით. საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 827 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 690, გარდაცვლილია 13. კარანტინში რჩება 3230, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 285 ადამიანი. 2. დაავადებას მხოლოდ შეზღუდვები აჩერებს - ამბობს პაატა იმნაძე.

11.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    11.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 827 შემთხვევაა.

რა სფეროებში იგეგმება უახლოეს მომავალში წესების შემუშავება? - ბექა ფერაძე დეტალებით საქმიან დილაში

11.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    11.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მთავრობამ დახურულ სივრცეში სპექტაკლის/კონცერტის ხანგრძლივობა განსაზღვრა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული. კერძოდ, წესების მიხედვით, ღონისძიებების დახურულ სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, ორგანიზატორებს მოუწევთ ღონისძიება გამართონ ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე; გარდა ამისა, ღონისძიების სრული ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 3 საათს, ამასთან, სტუმრების დაშვება დახურულ სივრცეში მხოლოდ ნიღბებით იქნება დაშვებული. სტუმარი: ბექა ფერაძე - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი

COVID 19 „თეგეტა მოტორსში" – კომპანიის თანამშრომლები სწრაფი ტესტის პასუხებს ელოდებიან

11.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    11.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს მისი კოლეგების სწრაფი ტესტის პასუხებს ელოდებიან. ინფიცირებული უკვე ერთი კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. ახალგაზრდა ქალს კონტაქტი ჰქონდა ე.წ. საბურთალოს კლასტერთან, თუმცა კომპანიის მომხმარებლებთან შეხება არ ჰქონია. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა. ამ დრომდე იკვლევენ ინფიცირებულის ახლო კონტაქტებს სამსახურში.

"უნისონის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფიცირების პირველწყარო უცნობია

11.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    11.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

სადაზღვევო კომპანია "უნისონის" ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სათაო ოფისში შესვლის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა და COVID 19-ზე სწორედ ამის შემდგომ გადაამოწმეს. უკვე გამოკვლეულია მისი კონტაქტები სამსახურში, რის საფუძველზეც ხუთ თანამშრომელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ვირუსი არცერთს გამოუვლინდა. ისინი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ვირუსით არის ინფიცირებული, 27 მაისის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა. პრევენციის მიზნით, ოფისში სრული დეზინფექცია ჩატარდა. "უნისონის" თანამშრომლის ინფიცირების პირველწყარო უცნობია.

უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით – ამირან გამყრელიძე მოსალოდნელ მეორე ტალღაზე

11.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    11.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

შეზღუდვების მოხსნის ფონზე ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა მას შემდეგ, რაც შიდა და გარე ტურიზმი გააქტიურდება. ეპიდემიოლოგების შეფასებით, მომდევნო სეზონისთვის ქვეყნებიც და მოსახლეობაც სერიოზულად უნდა მოემზადონ. ისინი მეორე ტალღის რისკებზე საუბრობენ.

პირბადის გარეშე სიარულის გამო მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან - კანონპროექტს დღეს განიხილავენ

11.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    11.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. პროექტის მიხედვით, თუ მოქალაქე დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესს დაარღვევს, 20 ლარით, დაწესებულება კი - 500 ლარით დაჯარიმდება. ეს წესი ვრცელდება ტრანსპორტზეც, სადაც 20 ლარიანი სანქცია იქნება მგზავრებზეც და მძღოლზეც.

11.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    11.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი ტყიბულში მომხდარ შემთხვევებს ადგილზე შეისწავლის.

10 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - 2020ნიუს.ჯი

უკვე მეორე დღეა, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეწყვეტილია. ამის შესახებ პროფკავშირის წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ განაცხადა. როგორც ისაკაძემ განმარტა, მეშახტეები პანდემიის დროს მუშაობისას აღებულ ხელფასებზე სახელმწიფოსგან საშემოსავლო გადასახდის უკან დაბრუნებასა და ნახშირის მომპოვებელი კომპანიისგან დამხმარე ჭაურის ე.წ. კლეტის დროულ შერემონტებას ითხოვენ.

ბექა ლილუაშვილი - სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და მათ უკან დგას 120 000 ოჯახი, ჩვენი მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან

10.06.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    10.06.2020 - პრესა.ჯი

ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა პანდემიის მართვის მიმართულებით, ასევე დაიწყო მუშაობა ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით და იმ გეგმის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს, როგორც ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე სექტორულ ჭრილში.

სამშენებელო სექტროში დასაქმებული 120 000 ადამიანის უკან 120 000 ოჯახია - პრემიერის მრჩეველი

10.06.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - 2020ნიუს.ჯი

სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და მათ უკან დგას 120 000 ოჯახი, მთავრობის მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ლილუაშვილის თქმით, საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა პანდემიის მართვის მიმართულებით, როგორც ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე სექტორულ ჭრილში.

40 იძულებით გადაადგილებულ პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    10.06.2020 - ბიეფემ.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

ამირან გამყრელიძე: ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა - მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება. დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში

10.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    10.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

„ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა. მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანების იქნება, თუ იქნა საერთოდ, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

"კორონავირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება. მთლიანად მისი ქცევა უცნობია და არ ვიცით, კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს"

10.06.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    10.06.2020 - პრესა.ჯი

დღეს როგორი პანდემიაც არის ბრაზილიაში, ბრაზილიაში თქვენ არჩევნებს ჩაატარებთ? ვერა. ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა. მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანების იქნება, თუ იქნა საერთოდ, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში, იმისდა მიხედვით, სხვადასხვა სარტყელში სხვადასხვანაირია ხოლმე რესპირაციული ინფექციების დაწყების ეტაპები, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ტყიბულში, მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    10.06.2020 - პრესა.ჯი

ტყიბულში, მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ. მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ღამით შახტიდან ამოსვლისას ლიფტი გაიჭედა, რომელშიც 22 მეშახტე იყო. როგორც მეშახტეები ამბობენ, ადმინისტრაცია მათი პრობლემით არ დაინტერესდა. მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობაზე უარს აცხადებენ და შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ. მეშახტეების თქმით, ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები არ გაზრდილა.

თამარ გაბუნია - ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრი კვლევის მიხედვით, საქართველოს კოვიდის მართვაში ლიდერი პოზიცია უჭირავს

10.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    10.06.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრ კვლევაში, კორონავირუსის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებთან მიმართებაში, საქართველოს ლიდერი პოზიცია უჭირავს. „აქ ყველაფერი მონაცემებზეა დამყარებული, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს პასუხი იყო წარმატებული“,- განაცხადა გაბუნიამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამ განაპირობა ამ პასუხის წარმატებულობა.

კახეთი კვლავ მწვანე ზონაა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ქეინიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - ქეინიუს.ჯი

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან კორონავირუსზე კიდევ 47 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევაში “კოვიდ-19” არ დადასტურდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და კახეთი კვლავ მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს “თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე. არავის არ მოხსნია ეს რეჟიმი.

კორონავირუსი კაცობრიობას ახალ სიურპრიზებს უმზადებს? - რისი ეშინიათ ეპიდემიოლოგებს

10.06.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    10.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ჯერ კიდევ არ ვიცით, კორონავირუსი კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს, ამიტომ ძირითად რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე სუაბრობს. „ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება.

ამირან გამყრელიძე: ჯერ არ ვიცით, კაცობრიობას კორონავირუსი კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებს

10.06.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    10.06.2020 - რეგიონ.ჯი

ჯერ კიდევ არ ვიცით, კორონავირუსი კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს, ამიტომ ძირითად რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება. მთლიანად მისი ქცევა უცნობია. დიდი იმედია იყო, დათბობის შემდეგ კოვიდის რადიკალურად შემცირების, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ დისტანციური სწავლება შემოდგომაზეც საჭირო გახდეს

10.06.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    10.06.2020 - ფორ.ჯი

დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით.

ამირან გამყრელიძე: გამოცდებზე პირბადის გამოყენება ისეთი დისკომფორტი არაა, რომ ეროვნული გამოცდები გადაიდოს

10.06.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    10.06.2020 - ფორ.ჯი

“ეს ისეთი დისკომფორტი არაა, რომლის გამოც ქვეყანამ ეროვნული გამოცდები უნდა გადადოს,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში, გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის პირბადის აუცილებლად გამოყენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

დეზერტირების ბაზარში დასაქმებულები ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობის მიღებას ითხოვენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    10.06.2020 - ონ.ჯი

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან სპეციალური ცნობების გაცემას ითხოვენ. ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილის მიუხედავად, დამსაქმებელი საბუთის გაცემაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

„არ გამოვრიცხავ, რომ დისტანციური სწავლება შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო“

10.06.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - პროგრესნიუს.ჯი

დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით.

ტყიბულში მეშახტეებმა აქცია გამართეს

10.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    10.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ტყიბულელი მეშახტეები სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერძემ განუცხადა. მისივე თქმით, 9 ივნისს შახტში საწარმოო შემთხვევა მოხდა, კონკრეტულად კი გაფუჭდა ლიფტი, რომელსაც შახტში მუშები ჩაჰყავს. დოლაბერიძის თქმითვე, მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ ამ ლიფტს არ გააკეთებენ.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - დაინფიცირების წყარო უცნობია

10.06.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    10.06.2020 - ამბები.ჯი

დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა. "დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა, დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევბის გარკვეული რაოდენობის მატება, არც თუ ბევრი. გეტყვით, პირდაპირ ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერერჯობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე" , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეინიშნება შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, პირველწყაროს იდენტიფიცირება რთულია - ნუ მოვეშვებით!" - ამირან გამყრელიძე

10.06.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    10.06.2020 - ამბები.ჯი

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული. როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საზოგადოება მოეშვა, რის გამოც კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მისივე თქმით, გართულდა ინფიცირების პირველწყაროს დადგენა.დღეს დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა.

ახალციხეში 60-მდე სასტუმროდან გახსნის სურვილი მხოლოდ 6-მა გამოთქვა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ესქეინიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - ესქეინიუს.ჯი

10 ივნისის მონაცემებით, ახალციხეში მდებარე 60–მდე სასტუმროდან გახსნის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ექვსმა მიმართა. შემოწმების შემდეგ, მუშაობის უფლება ერთმა მათგანმა მიიღო. სასტუმროების მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, რომ რეგულაციების შესრულება გაუჭირდებათ. ახალციხეში 60-მდე სასტუმროდან გახსნის სურვილი მხოლოდ 6-მა გამოთქვა ახალციხეში მდებარე სასტუმრო „ტურისტის“ მეპატრონე მანანა გოგოლაძე, ამ ეტაპზე ობიექტის ამუშავებას არ გეგმავს.

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    10.06.2020 - ბიემ.ჯი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტყიბულში ათასამდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს. მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების მატებას მოითხოვენ. მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მინდელის შახტში ლიფტი ჩავარდა, თუმცა გაიჭედა.

"ნუ მოვეშვებით! შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნაბა, პირველწყაროს იდენტიფიცირება კი რთულია"- ამირან გამყრელიძის მიმართვა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    10.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცემული. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოება მოეშვა, რის გამოც კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მისივე თქმით, გართულდა ინფიცირების პირველწყაროს დადგენა. „დღეს დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა.

"დეზერტირების ბაზრის" მოვაჭრეები 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ცნობებს ითხოვენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    10.06.2020 - ბიემ.ჯი

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობების მიღებას ითხოვენ. აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე. „არ გვაძლევენ ცნობებს. გვეუბნებიან, აი დღეს, ხვალ, იურისტები მუშაობენ. მესამე თვეა, რაც კორონავირუსია და რაც გამოცხადდა სახელმწიფო პროგრამა და 300 ლარს დაგვპირდნენ. ხომ უნდა მოგვცენ ცნობა?! ახალი ადმინისტრაცია 6 წელია რაც მოსულია, მე კი 27 წელია, რაც აქ ვვაჭრობ. 27 წელია გადასახადს ვიხდი, ბაჟი შემაქვს.

ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. მეშახტეების თქმით, ამ დროისთვის შეთანხმება შედგა და ტყიბულში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალურ კომისიას ელოდებიან, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. მეშახტეების თქმით, ვიდრე დასკვნა არ დაიდება, შახტში მუშაობას არ განაახლებენ.

თბილისში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია - ხათუნა ზახაშვილი

10.06.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    10.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი

თბილისში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია - ამის შესახებდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ხუთივე ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება და არც ერთი მათგანის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კვლევა და ერთ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ინფიცირების წყაროს მივაკვლევთ“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

„თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – სპეციალური განცხადება

10.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    10.06.2020 - ბიემ.ჯი

„თეგეტა მოტორსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: "„თეგეტა მოტორსი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი (COVID-19). აღნიშნული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან. აღნიშნული თანამშრომელს შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა.

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ხუთ ახალ შემთხვევას, სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს

10.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    10.06.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებულ ხუთ ახალ შემთხვევას სავარაუდოდ, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, კვევა მიმდინარეობს, თუ სად მოხდა დაინფიცირება. „სავარაუდოდ დამოუკიდებელი შემთხვევებია და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სად მოხდა მათი ინფიცირება, ჯერ კვლევაშია“, - განაცხადა ზახაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა.

"შახტში მომხდარი ინციდენტის დროს უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა მოხდა"

10.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    10.06.2020 - პია.ჯი

"შახტში 2 დღის წინ მომხდარი ინციდენტისას ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას", -ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა მიხაილ სოცკიმ განუცხადა. სოცკი მომხდარ ფაქტზე სრულ პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს და ამბობს რომ დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა 2 საათით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი ე.წ. დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე. მეშახტეებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებათა პროცესი დასრულდა.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველ წყაროზე

10.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    10.06.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “საღამოს ნიუსრუმი” განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ხუთივე შემთხვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

შევისწავლით ტყიბულის ინციდენტს, მივიღებთ ზომებს – ზედამხედველობის სააგენტო

10.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    10.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქიონირებს, აცხადებს, რომ ტყიბულში, მინდელი შახტში გუშინ მომხდარ ინციდენტს შეისწავლის. „ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 827-მდე გაიზარდა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    10.06.2020 - ონ.ჯი

საქართველოში დღის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რიცხვი ჯამში 827-მდე გაიზარდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მონაცემების განახლებაზე 5 ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    10.06.2020 - ამბები.ჯი

კოვიდ19–ით გამოწვეული პანდემიის პირობებში მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო სერვისებით სარგებლობის მაჩვენებლი. სამედიცინო წრეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მწვავე და ქრონიკული დაავადება აქვს და კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო საჭირო სამედიცინო სერვისი მიღებისგან თავს იკავებს. Forbes-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში აშშ-ში გარდაიცვალა პაციენტი გულის ინფარქტით, რადგან კორონავირუსისგან პრევენციის მიზნით მან არ მიმართა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და სახლში დარჩენა ამჯობინა.

დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

10.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    10.06.2020 - აიპრეს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

10.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    10.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

„ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში“ – მეშახტეები შახტში ჩასვლაზე უარს ამბობენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    10.06.2020 - პუბლიკა.ჯი

ტყიბულში დაახლოებით 1000-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტში ჩასვლაზე უარს ამბობს. როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, მინდელის სახელობის შატხში 2 დღის წინ გაიჭედა ე.წ. კლეტი – ერთგვარი ლიფტი, რითაც მეშახტეები შახტში ჩადიან – და რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი შახტში იყვნენ გაჭედილები, სანამ შესაბამისი სამსახურების დახმარებით არ ამოიყვანეს. ბუცხრიკიძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმების მოგვარებამდე მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. „მიზეზი პროტესტის არის ის, რომ ამ ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში.

ტყიბულში ათასამდე მეშახტე სამუშაო პროცესზე უარს აცხადებს

10.06.2020

მედია საშუალებები:    ნიუპრეს.ჯი

Link:    10.06.2020 - ნიუპრეს.ჯი

ტყიბულში ათასამდე მეშახტე უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას ითხოვს. მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოყვა. არსებული ინფორმაციით, ლიფტი ჩაწყდა, თუმცა ბოლომდე არ ჩავარდნილა. მასში 22 მეშახტე იყო, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ, ადმინისტრაცია კი მათი პრობლემით არ დაინტერესდა.

ტყიბულელმა მეშახტეებმა მუშაობა შეაჩერეს

10.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ტყიბულელმა მეშახტეებმა მინდელის და ძიძიგურის შახტებში მუშაობა შეაჩერეს. ისინი შრომის პირობების და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროფკავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძის განცხადებით, შახტში ჩასასვლელი კონსტრუქციის გაუმართაობა მეშახტეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და მის დროულად შეკეთებას მოითხოვენ.

„ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გვაქვს, სადაც სამწუხაროდ, პირველწყაროზე ვერ გავდივართ“

10.06.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - პროგრესნიუს.ჯი

5 ახალი შემთხვევა გვაქვს ინფიცირების. ისინი არიან სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები, სადაც სამწუხაროდ, პირველწყაროზე ვერ გავდივართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვძებნით პირვველწყაროს, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა და იმედი გვაქვს, რომ ამ კონტაქტებზე გავალთ, მაგრამ ნუ მოვეშვებით, რადგან ვირუსი ტრიალებს“ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

10.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს.

მოვაჭრეები 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ბაზრის დირექტორისგან ცნობას ითხოვენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციისგან დასაქმების დამადასტურებელი ცნობის გაცემას მოითხოვენ. ცნობა მათ სახელმწიფოსგან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ.

გაფიცულ მეშახტეებთან მოლაპარაკება დასრულდა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ქუთაისიპოსტ.ჯი

Link:    10.06.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი

გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანიის დირექტორს შორის, სამსააათიანი კონულტაციების შემდეგ, მთავარ მოთხოვნაზე შეთანხმება ვერ შედგა. მეშახტეებმა ზუსტად არ იციან დაერიცხებათ თუ არა მთავრობის მიერ შეღავათის სახით ხელფასზე დაწესებული 20%. მათი თქმით, დღის ბოლოს კომპანიის ხელმძღვანელობასთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება და საკითხი საბოლოოდ ამის შემდეგ გადაწყდება.

11 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

იმნაძე: ბევრი ნერვიულობს, რომ COVID-19-ის ვაქცინით დაჩიპავენ

11.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    11.06.2020 - ბიემ.ჯი

ბევრი უკვე ნერვიულობს, რომ ამ ვაქცინით დაჩიპავენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით თუ ვირუსის მეორე ტალღისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში, ეს ძალიან კარგია.

მინდელის სახელობის შახტის ამწე მექანიზმის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის

11.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    11.06.2020 - კომერსანტ.ჯი

10 ივნისს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე. ამის მიზეზი მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ინციდენტი გახდა. კომპანიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში 200-მდე თანამშრომელი შეიკრიბა. მეშახტეები „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ სოცკის შეხვდენ და ამწე მექანიზმთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. როგორც „საქნახშირის“ განცხადებაშია აღნიშნული, ამწე მექანიზმს პრობლემა 9 ივნისს, ღამის 00:40 საათზე შეექმნა. მეშახტეებმა შახტიდან ამოსვლა ცვლის დასრულებამდე გადაწყვიტეს.

"თეგეტა მოტორსი" - ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, მას შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან

11.06.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    11.06.2020 - ბიპიენ.ჯი

თეგეტა მოტორსი“ ადასტურებს, რომ კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა ე.წ. საბურთალოს კლასტერთან. ამასთან, კომპანიის ცნობით, მას შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11.06.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    11.06.2020 - რეგინფო.ჯი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ოთხით გაიზარდა. ვებ-გვერდ Stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 828-ია. მათგან გამოჯანმრთელებულია - 694 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3230 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 285 პაციენტია. გუშინ კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    11.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ეს არის გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა.

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11.06.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

Link:    11.06.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. "მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, ყველა, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენ მეზობლებს.

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა

11.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    11.06.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ შემთხვევები 828-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 694 გახდა. გარდაცვლილია 13 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 230 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 285.

საქართველო გეგმავს, სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმაროს

11.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    11.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოს-პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია, სომხეთს გაუწიოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. გიორგი გახარიას თქმით, სომხეთის მხრიდან თხოვნა სამედიცინო პერსონალით დახმარებას შეეხებოდა. “ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა.

სომხეთს სამედიცინო პერსონალით დავეხმარებით, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მუშაობს — გახარია

11.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    11.06.2020 - ონ.ჯი

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო სომხეთის დახმარებაზე მუშაობს. მისი თქმით, მეზობელ ქვეყანას მედპერსონალით დაეხმარებიან. "ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ კრიზისს მარტო, ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა. [...] ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება მიღებული, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს სომხეთს", — განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

პაატა იმნაძე: პირბადეს ალბათ სახელი უნდა გადავარქვათ და ცხვირ-პირბადე დავარქვათ

11.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    11.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

პირბადე ქართველების ნაწილმა გაიგო, რომ პირ-ბადეა და არა ცხვირ-პირბადე, ალბათ სახელი უნდა გადავარქვათ და ცხვირ-პირბადე დავარქვათ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „თუ ამავე დროს პირბადე უკეთია ჯანმრთელ ადამიანს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი.

პაატა იმნაძე: ბევრი ნერვიულობს, რომ ამ ვაქცინით დაჩიპავენ, მაგრამ ძალით არავის გაუკეთებენ და ნეტავ იმას ეყოს, ვისაც მოუნდება

11.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    11.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

ვაქცინის იმედი ყველას გვაქვს და თუ მეორე ტალღისთვის ვაქცინა იქნება მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. „მართალია, ბევრი უკვე ნერვიულობს, რომ ამ ვაქცინით დაჩიპავენ, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ძალით არავის გაუკეთებენ ამ ვაქცინას და ნეტავ იმათ ეყოთ, ძალიან რომ მოუნდებათ რომ აიცრან.

ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა დისტანციური სწავლება შემოდგომითაც გაგრძელდეს

11.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    11.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო.

საქართველო სომხეთს პირველ ეტაპზე სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    11.06.2020 - ბიემ.ჯი

საქართველო სომხეთს სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალით დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერის თქმით, პირადად ის და მთავრობის ყველა წარმომადგენელი კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე არიან, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსთვის. „მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა.

“ექიმებმა იციან, რომ შესაძლოა დაინფიცირდნენ” – 97 ვირუსმატარებელი და 1 გარდაცვლილი

11.06.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    11.06.2020 - პროგრესნიუს.ჯი

დაავადებული მედპერსონალების რიცხვში შედის როგორც ექიმები, საშუალო მედპერსონალი, დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების მძღოლები – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11.06.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    11.06.2020 - ბიეფემ.ჯი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ეს არის გლობალური კრიზისი, გლობალური გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, მედიცინური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამას გაუმკლავდეს მარტო. ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა.

პაატა იმნაძე: ხალხი თურმე ვერ სუნთქავს ნიღბებით, მაშინ ექიმები დახოცილები უნდა იყვნენ უკვე

11.06.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    11.06.2020 - ფორ.ჯი

ჯერ ზაფხული უნდა გავიაროთ მშვიდად. თუ ასე გააგრძელა მოსახლეობის ნაწილმა დამოკიდებულება ამ ზაფხულს ვერ გავივლით მშვიდად. ყოველგვარ ტურიზმზეც ლაპარაკი ზედმეტი იქნება. არავინ ჩამოვა აქ თუ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია იქნება. რასაც ჩვენ ვუყურებთ, როგორ დამოკიდებულებას იჩენენ ადამიანები. შეზღუდვებია, გასაგებია, სხვა ამ დაავადებას არაფერი აჩერებს.

პაატა იმნაძე: ეკლესიამ ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, როგორი მოწესრიგებულად იყვნენ ხოლმე მორწმუნეები

11.06.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    11.06.2020 - ფორ.ჯი

რა მნიშვნელობა აქვს სად შეიკრიბება ბევრი ადამიანი ერთად - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. პაატა იმნაძემ საზოგადოებას თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „რა მნიშვნელობა აქვს სად შეიკრიბება ბევრი ადამიანი ერთად. ეკლესიამ ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, როგორი მოწესრიგებულად იყვნენ ხოლმე მორწმუნეები, დისტანციის დაცვით, ნიღბებით თან ჩუმად ლოცულობდნენ. დღესაც იყო ერთ-ერთი სახალხო ზეიმი სადაც იყო ხალხი შეკრებილი. თუ ინფიცირებული მოხვდა, ვინც არ დაიცავს წესებს, ყველგან გავრცელდება. ღმერთმა ქნას არც „ფაბრიკიდან“ იყოს კლასტერი.“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

11.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    11.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მარტო გაუმკლავდეს. „გვმართებს ურთიერთთანადგომა, მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, ყველა, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენ მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

ყოველდღიურად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან - პირველ რიგში, ეს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება - გიორგი გახარია

11.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    11.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება მიღებული იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს, პირველ რიგში, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. მისივე თქმით, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან.

მინდელის შახტის ამწე მექანიზმის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის

11.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    11.06.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - 10 ივნისს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებმა უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე. ამის მიზეზი მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ინციდენტი გახდა. კომპანიის ადმინისტრაციული შენობის ეზოში 200-მდე თანამშრომელი შეიკრიბა. მეშახტეები „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ სოცკის შეხვდენ და ამწე მექანიზმთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ევროკავშირშიც არაა საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ჩვენ ველოდებით და გადავწყვეტთ, „მწვანე ზონებზე“ ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრივობას"

11.06.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    11.06.2020 - ბიპიენ.ჯი

„ევროკავშირშიც არ არის საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ველოდებით და ამის შემდგომ გადავწყვეტთ “მწვანე ზონების” თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების ეტაპობრივობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნას, გახარიას თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა თითოეულ მოქალაქეს დიდი სიფრთხილე მართებს.

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დახმარება

11.06.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    11.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი

სომხეთს, სადაც კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაა, საქართველო სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ურთიერთთანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენ უკვე მოვახერხეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს და აქ ურთიერთანადგომა არის მნიშვნელოვანი.

შეიძლება, მეორე ტალღად ჩაითვალოს — იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

11.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    11.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, რომელთა პირველწყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, შეიძლება, მეორე ტალღად ჩაითვალოს. „5 ახალი შემთხვევიდან, რომელიც თბილისში დადგინდა, ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება.

"ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს, ვიმედოვნებთ, მას სწრაფად გავაჩერებთ"

11.06.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    11.06.2020 - აქცენტნიუს.ჯი

"ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. "5 ახალი შემთხვევიდან, რომელიც თბილისში დადგინდა, ოთხის წყარო ჯერ–ჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს.

 

​