| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | საერთაშორისო ვიზიტებზე ინფორმაცია |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.10.2019 12:17 |
| Attachments : |
ქალბატონო
ეკატერინე
მოგესალმებით,
როგორც
გუშინ
მოგახსენეთ,
აღნიშნული
წერილით
წარმოგიდგენთ
უახლოეს
მომავალში
დაგეგმილ
საერთაშორისო
ვიზიტებზე
ინფორმაციას:
მიმდინარე
წლის 4
ნოემბრის
კვირაში
იგეგმება
მთავარი
დონორი
ინსტიტუციების:
აშშ-ის
თავდაცვის
საფრთხეების
სააგენტოს (DTRA)
და
აშშ-ის
დაავადებათა
კონტროლისა
და
პრევენციის
ცენტრების (CDC)
დირექტორატისა
და
წარმომადგენლების
სტუმრობა
საქართველოში.
უმეტეს
მათგანთან
პირადად
გქონდათ
შეხვედრები
აშშ-ში
თქვენი
ვიზიტის
დროს
და
შესაბამისად,
მათაც
აქვთ
სურვილი
საპასუხო
შეხვედრები
გამართონ
სამინისტროს
ხელმძღვანელობასთან
მიმდინარე
და
სამომავლო
გეგმებთან
დაკავშირებით.
CDC-ის
დელეგაცია
თბილისში
ოფიციალურ
ვიზიტს
გეგმავს 5-6
ნოემბერს.
ვიზიტის
ძირითადი
მიზანია
დელეგატებმა
ქართულ
პარტნიორულ
ინსტიტუციებთან
ერთად
განიხილონ CDC-ის
რეგიონალიზაციის
საკითხები,
რაც
უკავშირდება
ა.წ.
მაისში
ვიზიტით
მყოფი CDC-ის
დირექტორის -
ბატონი
რობერტ
რედფილდის
მიერ
საქართველოში
მიმდინარე
პროგრამული
აქტივობებისა
და
შედეგების
დადებით
შეფასებას
და
მის
გადაწყვეტილებას
საქართველოში,
როგორც
რეგიონში
მძლავრი
პოტენციალის
მქონე
ქვეყანაში
რეგიონული
ჰაბის
დაარსებას
აღმოსავლეთ
ევროპისა
და
ცენტრალური
აზიის
ქვეყნებისათვის (EECA).
დელეგაციის
წევრებს
წარმოადგენენ:
ბ-ნი
მიჩ
ვულფი (ვაშინგტონის
ოფისის
დირექტორის
მოვალეობის
შემსრულებელი,
სამედიცინო
საკითხების
მთავარი
ოფიცერი)
ქ-ნი
ქეთრინ
რობინსონი (CDC-ის
რეგიონული
ოფისებისა
და
გლობალური
ჯანმრთელობის
საკოორდინაციო
დეპარტამენტის
დირექტორი)
და
ბ-ნი
ჩარლზ
ვიტეკი (რეგიონალიზაციის
საკითხებზე
მომუშავე
სტრატეგიული
ჯგუფის
ხელმძღვანელი).
რადგან
დელეგაცია
ჩამოდის 5
ნოემბერს,
შეხვედრისთვის
სასურველი
თარიღია
6 ნოემბერი,
დღის
პირველი
ნახევარი.
რაც
შეეხება DTRA-ს
ვიზიტს,
რომელიც
ძირითადად
ციკლური
ხასიათისაა,
იგეგმება 4
ნოემბრიდან 8
ნოემბრამდე.
წელიწადში
რამდენჯერმე
საქართველოს
პორტფოლიო
მენეჯერი -
ბ-ნი
დენის
მიშულინი
სტუმრობს
ქართულ
პარნიორულ
ორგანიზაციებს
და
შეხვედრების
ფარგლებში
მიმდინარე
პროგრამული
ღონისძიებების
პროგრესისა
და
გამოწვევების
მიმოხილვას
აკეთებს
თავის
გუნდთან
ერთად.
ამჯერად, DTRA-ს
ჩამოსვლის
ძირითადი
მიზანია,
გაეცნოს
ამერიკული
მხარის
მიერ
დაფინანსებულ
პროექტების
პროგრესს:
დაავადებათა
ზედამხედველობის
ერთიანი
ინტეგრირებული
სისტემის (EIDSS)
ახალი,
მე-7
ვერსიის
სტატუსის
განხილვა;
ლაბორატორიული
საინფორმაციო
სისტემის (LIMS)
დანერგვის
სტატუსის
განხილვა;
გადაუდებელი
შემთხვევების
მართვის
ცენტრის - EOC
ეკიპირებისათვის
საჭირო
ინფორმაციის
შეგროვება
და
შეფასება;
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
რეგიონული
სპეციალისტებისა
და
ლაბორატორიების
მუშაკებისთვის
უწყვეტი
პროფესიული
მზადების
ფარგლებში
დაფინანსებული
ტრენინგების
მიმოხილვა;
ბრიტანულ
სამედიცინო
ჟურნალთან (BMJ)
შემდგომი
სამწლიანი
კოლაბორაციის
გაგრძელება
და
სამინისტროსთან
მემორანდუმის
გაფორმება;
აბრეშუმის
გზის
ქვეყნების
ბიოზედამხედველობის
ქსელის (BNSR)
ბოლო
აქტივობების
შეჯამება
და
სამომავლო
გეგმების
დასახვა;
თბილისში (მარიოტის
სასტუმროში 4-8
ნოემბერს)
დაგეგმილ
ბიოტერორიზმთან
ბრძოლისა
და
კვლევების
საერთაშორისო
კურსის
ორგანიზება
და
შესაბამისი
ქართული
უწყებების
მოწვევა
მონაწილეობის
მიღების
მიზნით.
ზემოხსენებული
ვიზიტის
ფარგლებში
და
სამინისტროს
მოწვევის
საფუძველზე 5-6
ნოემბერს
საქართველოში
ასევე
ჩამოდის BMJ-ის
პარტნიორული
პროგრამების
ჯგუფიც.
მათი
ვიზიტის
მიზანია
სამინისტროსთან
გააფორმონ 3
წლიანი
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი,
რომელიც
გულისხმობს 2020
წლიდან
საქართველოს
მასშტაბით 5 000
ლიცენზირებული
ექიმის
ჩართვას
საგანმანათლებლო
ონლაინ
პლატფორმაში
და
უფასო
წვდომას
ჟურნალის
რესურსებზე.
როგორც
მოგეხსენებათ,
ფინანსურ
მხარეს
კვლავ DTRA
დაფარავს.
დღეის
მდგომარებით
უკვე
ჩართულია 1650
მომხმარებელი.
შესაბამისად,
სამინისტროს
ბაზაზე
შექმნილი
საკოორდინაციო
ჯგუფის
მიერ
შესამუშავებელი
იქნება
სამოქმედო
გეგმა
შემდგომი
ღონისძიებების
გასატარებლად.
მემორანდუმი
აგრეთვე
გულისხმობს BMJ-ის
ქართულენოვანი
პორტალის
შენარჩუნებას 2020
წლის
ბოლომდე
და
შემდგომ
ახალი
დონორული
რესურსების
მოძიებას
მისი
ტექნიკური
მდგრადობისათვის.
აღნიშნული 3
წლიანი
პერიოდი
წარმოადგენს
გარდამავალ
პერიოდს,
რის
ფარგლებშიც
ქართულმა
მხარემ
ეტაპობრივად
ნიადაგი
უნდა
მოამზადოს
სისტემის
გადმობარებისათვის
პოსტდიპლომური
და
უწყვეტი
სამედიცინო
განათლების
სტრატეგიის
საფუძველზე.
DTRA-ს
და BMJ-ის
წარმომადგენლებთან
შეხვედრა
და
მემორანდუმის
ხელმოწერის
ცერემონიალი
სასურველია
დაიგეგმოს
5 ან 6
ნოემბერს.
აღნიშნული
ვიზიტებისა
და
შეხვედრების
პარალელურად,
აქვე
დავამტებ,
რომ
ა.წ.
მაისის
თვიდან
დანიის
სამეფოს
ჯანდაცვის
სამინისტროს
ხელმძღვანელობასა
და
სერუმ
ინსტიტუტთან
მიმდინარეობს
მოლაპარაკებები
საქართველოს
მონაწილეობის
შესახებ
ევროპის
ანტიმიკრობული
რეზისტენტობის
შესწავლის
პროექტში,
რომელსაც
აფინანსებს
მსოფლიო
ბანკი
და
კოორდინირებას
უწევს
დანია.
ვაშინგტონში,
მსოფლიო
ბანკთან
წლიური
შეხვედრის
ფარგლებში
დანიის
სამეფოს
ჯანდაცვის
მინისტრი -
ბ-ნი
მაგნუს
ჰუინიკი
შეხვდა
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრს -
ბ-ნ
ივანე
მაჭავარიანს,
რომელმაც
მხარდაჭერა
აღუთქვა
პროექტის
იმპლემენტაციის
პროცესს
და
რეკომენდაცია
გაუწია
დანიის
მხარეს,
რომ
შეხვედრა
დაეგეგმათ
თქვენთან
თბილისში
ვიზიტის
დროს.
აქედან
გამომდინარე,
მოგახსენებთ,
რომ 30
ოქტომბერს
ჩამოდის
ანტიმკრობული
რეზისტენტობის
საერთაშორისო
ცენტრის (ICARS)
მთავარი
კონსულტანტი
და
პროცესების
კოორდინატორი-
ბ-ნი
რობერტ
სკოვი
და
თუ
შესაძლებელი
იქნება,
მასთან
ხანმოკლე
შეხვედრა
დაიგეგმოს
31 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნული
დელეგაციების
ვიზიტების
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
პარტიორებისთვის
დიდი
პატივი
იქნება,
თუ
ბილატერალური
შეხვედრები
დაიგეგმება
პირადად
თქვენთან,
თუ
თქვენი
განრიგი
ამის
საშუალებას
იძლევა
ან
თქვენს
მიერ
ნომინირებულ
მოადგილესთან
მონიშნულ
თარიღებში.
გთხოვთ,
გვაცნობოთ,
რამდენად
შესაძლებელია
და
მისაღები
მითითებულ
პერიოდში
შეხვედრები.
ველით
თქვენს
შემდგომ
რეკომენდაციებსა
და
მითითებებს.
წინასწარ
გიხდით
მადლობას.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge