| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.08.2019 05:05 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა და კოლეგებო,
გიგზავნით ინფორმაციას „ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ შესაძლო ფუნქციებისა და მოსალოდნელი ტექნიკური დახმარების წყაროების თაობაზე, რაც კოლეგებმა იუსტიციის სამინისტროდან გაგვიზიარეს. როგორც ვისაუბრეთ, ბ-ნ ზაალთან ერთად გავივლოთ კონსულტაციებს შესაფერი უწყებებთან.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Gocha Lordkipanidze [mailto:glordkipanidze@justice.gov.ge]
Sent: 14 August, 2019 20:15
To: Tamar Gabunia
Subject: შეხვედრის შემდგომი მასალები
თამარ მოგესალმებით,
პირველ რიგში მადლიერება მინდა გამოვხატო ნაყოფიერი შეხვედრისათვის. შეთანხმებისამებრ გიზიარებთ ინფორმაციას EU პროექტების თაობაზე:
(1) EU4MD (EU for Monitoring Drugs) – EAP ქვეყნებში განხორციელდება 2019-2021 წლებში & მისი მიზანია ქვეყნებში მონიტორინგის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა, თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერება და კვლევების ჩატარება. ამ პროექტის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა 3 ივლისს ბრიუსელში ჩატარდა. დაესწრნენ MOJ & NCDC (ჯანდაცვა).
(2) SAFE (EU for security, accountability and fight against crime in Georgia) – საქართველოში იწყება ეს პროექტი 2020 წლიდან. პროექტის ჯამური ბიუჯეტია 28 მილიონი ევრო, ხოლო ნარკოტიკების თემაზე პირდაპირი გრანტი (0.8 მლნ EUR) გაიცემა EMCDDA-ზე, რომელიც ასევე მიემართება საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგს და კვლევების ჩატარებას;
(3) EU-ACT - მიმდინარე ნარკოტიკების პროექტი (2020 წლამდე; 2021-ის ივლისამდე გაგრძელების პერსპექტივით) მზად არის მიმართოს ფინანსური რესურსი ცენტრის გაძლიერებისა და დახმარებისაკენ (დაგვიფინანსებს გადამზადებას, 1 უცხოელი ექსპერტის secondment-ს, კვლევების ჩატარებას).
დანართად ასევე წარმოდგენილია მონიტორინგის ცენტრის საქმიანობის მოკლე აღწერა.
აბა ჯერჯერობით და ბედნიერად
გოჩა