From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მოწვევა ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Received On : 17.10.2019 13:19
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

 

მოგახსნებთ, რომ ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსის ინიციატივით მთელს მსოფლიოში აღინიშნება ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, რომლის მიზანია  ჯანმრთელობაზე ტყვიის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) განხორციელდა. კვლევის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის კომპონენტი განხორციელდა.

კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს, მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს, ხოლო ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-დან 10 მკგ/დლ-მდეა.

MICS კვლევის შედეგებზე რეაგირების მიზნით, „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წ. 19 აპრილის #869 განკარგულების შესაბამისად, 2019 წლის 30 ივლისიდან სახელმწიფო პროგრამის „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ ფარგლებში მიმდინარეობს „სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის“ კომპონენტი, ასევე ხორციელდება სხვადასხვა სახის კვლევები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითა და თანამშრომლობით, ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს, 14:30 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი პალასში (მის.: თბილისი, თელავის ქუჩა #20). ტარდება „ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია“, რომელზეც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენი გრაფიკი მოგცემთ საშუალებას, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციის გახსნით ნაწილში და მისასალმებელი სიტყვით მიმართოთ დამსწრე საზოგადოებას. თუ თქვენი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, თქვენი მონაწილეობა ვერ მოხერხდება, გთხოვთ, დასახელდეს სამინისტროს ხელმძღვანელი პირი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით გახსნის სამეცნიერო კონფერენციას.

 

დანართის სახით წარმოგიდგენთ კონფერენციის პროგრამას.

 

პატივისცემით,

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3