მედიამონიტორინგი - 8 ივლისი
ტელევიზია
ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა მოინახულა
07.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 07.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად მოინახულა. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 07.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საუბრობენ. საიტზე მითითებულია, რომ მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბანკის მიერ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიძინა 250 000 „პისიარ“ ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 07.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
მარნეულში იძულებით გადაადგილებული სოფლის ტიპის დასახლება აშენდება. პროექტს საქართველოს მთავრობა გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით ახორციელებს. შედეგად კი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 31 სახლი ჩაბარდებათ. ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის ელჩთან ერთად დაათვალიერა. "ეს არის პირველი პილოტური პროექტი, რომელიც მიმდინარეობს გერმანიის მთავრობის დახმარებით . ამ პროექტის ბიუჯეტი არის 10 მილიონი ევრო. ჩვენ კონკრეტულად ვიცით ვინ დასახლდება ამ 31 სახლში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში გახლავთ ის, რომ ამ სახლების მშენებლობაში დევნილი მოსახლეობაა დასაქმებულები. ეს არის ერთგვარი მოტივაცია და თან ამ მშენებლობის პერიოდში აქვთ ანაზღაურებაც. "- განაცხადა ტიკარაძემ.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 07.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ჯანდაცვის სამინისტროს კამპანიის "ერთი თვე სამინისტროსთან ერთად" ფარგლებში გერმანიის ელჩთან ერთად ეკატერინე ტიკარაძე სოფლის ტიპის დასახლება მოჯნახულა, რომელიც იძყულებით გადაადგილებულებისთვის შენდება. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამატებით 122 სახლი აშენედება. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო გერმანიის ფინანსური თანამშრომლეობის ფარგლებში ახორციელებს. ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ დევნილი მოსახლეობა თვითონ არის დასაქმებული ამ სახლების მშენებლობაში და ეს ზრდის მათ მოტივაციას და გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში აქვთ ანაზღაურება.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 07.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლებია მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მიმდინარე სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან ერთად დაათვალიერა. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 07.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ჯანდაცვის მინისტრი სექტემბრიდან, სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას არ გამორიცხავს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული. მისივე თქმით, ჯერ არც სამდღიანი სწავლების აღდგენაზეა გადაწყვეტილება მიღებული ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ისევ დავრჩებით ონლაინ სწავლის რეჟიმში...ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული - ამბობს ტიკარაძე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში გააკეთა , სადაც დევნილებისთვის გერმანიის საელჩოს დახმარებით დასახლება შენდება.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 07.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ეპიდემიის დროს სხვადახვა ტიპის ტენდენციები და მრუდები არსებობს. ვირუსის გავრცელება სწორხაზოვანი არასდროს არის და შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემები მუდმივად არასტაბილურია. საქართველოს მაგალითს თუ ავიღებთ ხშირად, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვეა, ინფიცირებულთა რიცხვი დაბალია და აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, თუმცა, იყო დღეები, როდესაც ამ სტაბილური მონაცემების მიუხედავად, დღის განმავლობაში 25-26 შემთხვევაც დაფიქსირებულა. საქართველოს შემთხვევაში, სპეციალისტების განცხადებით, ეს უკავშირდება რომელიმე ინფიცირებულ ჯგუფს ე. წ კლასტერს, სადაც ვრცელდება ინფექცია და კონტაქტების კვლევისას იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. საქართველოსგან გასხვავებით, მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ვირუსის უეცარი აღმავლობა კარანტინის ზონების შერბილებას და რეგულაციების ვადაზე ადრე გაუქმებას მოჰყვა. ვირუსის ყოველი ახალი სტატისტიკა საზოგადოებაში დამატებით შიში იწვევს COVID-19-ის გაძლიერების შესახებ. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ COVID-19 განხსვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის სხვა შტამებს იცნობენ. ნაწილი ვირუსის არასტაბილურ სტატისტიკურ მონაცემებს რეგულაციების უარყოფას და საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას უკავშირებს, რომ ვირუსი რეალურად არ არსებობს. საქართველოში 14 ივნისის შემდეგ ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა და ინფიცირებულთა რიცხვი 10-ს არ აცდენია. ქვეყანა საკუთარი მეთოდებითაც ებრძვის ვირუსს. მაგალითად, საკარანტინო ზონებით, სადაც 3900 ზე მეტი ადამიანი მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველანაირი სცენარისთვის მზად არის. ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხეები არსებობს. რეკომენდაციების დაცვა ერთ-ერთი ბრძოლის იარაღია კორონავირუსთან საბრძოლველად.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 07.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი ალბათ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ისევ დიდხანს მოგვიწევს. ძიძებმა, დამლაგებლებმა, ხელოსნები/სარემონტო სამუშაოებზე მომუშავეებმა და კიდევ სხვებმა, მთავრობის მიერ დაწესებული დახმარებით ვერ ისარგებლეს. რამდენიმე თვიანი სავალდებულო შესვენების შემდეგ, ბევრი ობიექტი ჯერ ისევ არ გახსნილა, შესაბამისად იქ დასაქმებულებს დღეს, შემოსავლის არანაირი წყარო არ აქვთ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 08.07.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში პროფესიული სასწავლებლების მუშობა განახლდა. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასწავლებლის სამივე ფილიალს კორონა ვირუსის პანდემიის გამო 2 მარტიდან ოთხი თვის განმავლობაში სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა. სწავლის გაგრძელების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებამ კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ადმინისტრაციამ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 08.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ღია და დახურული ტიპის აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება გრძელდება. შემოსმების წარმატებით გავლის შემთხვევაში ობიექტები დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონირების აღდგენას. დაწესებულია კონკრეტული ნორმები რომლებიც აღნიშულმა ობიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ. შეზღუდვების მოხსნიშ შემდეგი ეტაპი უკვე კაზინოების და ღამის კლუბებია რომელიც ეპიდმიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ეტაპობრივად გაიხსნება.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 08:00
Link: 08.07.2020 - I არხი - მოამბე 08:00
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით ზუსტდება მედიკამენტებზე რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი, ასევე, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე დამატებული განსხვავებული შეფუთვა-მარკირების პროდუქტების რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლები.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 08.07.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. 838 გამოჯანმრთელებული, 958 ინფიცირებული, 15 გარდაცვლილი, 202 პაციენტი სტაციინარში მეთვალყურეობის ქვეშ და 3903 მოქალაქე კარანტინის რეჟიმში. ასეთია საქართველოში კოვიდვითარებასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები. 2.
ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტიგენის 50 000 ტექსტი და ანტისხეულების 67 000 ტესტი სხვადასხვა სამნედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. თინათინ ხარძიანი: "აღნიშნული ტესტები წარმატებით გამოიყენება
საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კვლევის მიზნებისთვის.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 08.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა. ანტიგენის 50 000 ტექსტი და ანტისხეულების 67 000 ტესტი სხვადასხვა სამნედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. თინათინ ხარძიანი: "აღნიშნული ტესტები წარმატებით გამოიყენება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კვლევის მიზნებისთვის.
08.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 08.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 10:00
Link: 08.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 10:00
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 08.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
---
08.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 08.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ ბარკალაიას მოუსმენენ. ის კანონმდებლებს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა დაცვის, შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს. „ჩვენ წარვადგენთ 2019 წელის ანგარიშის მნიშვნელოვან საკითხებს. ქალთა ძალადობის და ბავშვთა უფლებების საკითხებს. მათ შორის ბავშვთა დაცვის, შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს ასევე ვისაუბრებთ, თუ რა მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით“, - აცხადებს თამარ ბარკალაია. თამარ გაბუნია: "პირველი მოსმენის შემდეგ მივიღეთ გარკვეული შენიშვნები, რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა ვადების გახანგრძილვების საკითხს".
---
08.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 08.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
სპორტული დარბაზებისა და ს აცურაო აუზების შემოწმებას ჯანდაცვის სამინისტრო დღეიდან იწყებს. ფუნქციონირების აღდგენის ნებართვა მხოლოდ იმ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებზე გაიცემა, რომლებიც შრომის ინსპექციის შემოწმების საფუძველზე დადებით დასკვნას მიიღებს. ამისთცის მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ინფორმაციას ბექა ფერაძე ადასტურებს.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 08.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
აუზების და ფიტნესცენტრების გახსნაზე მკიღებული გადაწყვეტილებიდან 24 საათში, ჯანდაცვის სამინისტროში შემოწმების თაობაზე 7 აუზი და 9 ფიტნესცენტრი იყო დარეგისტრირებული. შრომის ინსფექტირების დეპარტამენტის ხელმძრვანელის განცხადებით, რეგისტრაციიდან დაახლოებით 2 დღეში, ყველა ობიექტზე ინსპექტირება განხორციელდება.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 08.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
კოვიდ 19-ის პირობებში შრომით ურთიერთობებში დაზარალებულ მხარეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაცია უფასო მომსახურებას გაუწევს. პროექტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ არის მხარდაჭერილი. კანონი მედიაციის შესახებ 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და დავის გადაწყვეტა ალტერნატიულ მექანიზმს წარმოადგენს. თუ როგორ ხდება დავების გადაწყვეტა მედიაციის პრინციპით, ამაზე მედიატორთა ასოციაციი თავმჯდომარე ირაკლი ყაბდაშვილი ისაუბრებს. ირაკლი ყანდაშვილი:"მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი. 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი. კანონმდებლობიდან გამომდინარე ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენივე ხელით კონფლიქტის მხარეებმა კონფლიქტი შეთანხმებით დავასრულოთ".
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 08.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
სარესტორნო ბიზნესი უკვე ერთ თვეზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს, თუმცა მათი ნაწილი შეზღუდვების გამარტივებას ელის. რესტორატორთა ასოციაცია აქცენტს რამდნეიმე მიმართულებაზე აკეთებს, რომელთა შორისაც ყველაზე მთავარი ერთ მაგიდაზე დაშვებული სტუმრების რაოდენობის გაზრდაა. როგორ მოახერხა ბიზნესმა ახალ რეალობაზე მორგება და როგორ შეიცვალა კორონა ვიურისის პანდემიის შემდეგ მომხმარებლების ქცევა? სტუმრები: გიორგი მურჯიკნელი – Mgroup – ის საოპერაციო დირექტორი; ანდრია ქურასბედიანი - "ბარბარესთან" გენერალური მენეჯერი;
---
ინტერნეტი
07.07.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 07.07.2020 - ბათუმელები.ჯი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 319 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, 5 პაციენტს მკურნალობენ, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსის დიაგნოზი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 24 315 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2179 პირი. _______________ ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 07.07.2020 - ამბები.ჯი
ჩინეთში შავი ჭირით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევა ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში დაფიქსირდა. ინფიცირებულია ერთი ადამიანი, მწყემსი, რომელიც ამ დროისთვის იზოლაციაშია. უცნობია ინფიცირების წყარო. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გააძლიერეს სიფრთხილის ზომები და მესამე დონის განგაში გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალა ნადირობა იმ ცხოველებზე, რომლებიც შესაძლოა შავი ჭირის მატარებელნი იყონ, აიკრძალა მათი ხორცის ჭამაც. შავი ჭირის შემთხვევა გასულ წელს მონღოლეთში დაფიქსირდა და მისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების წყარო მღრღნელის უმი ხორცი იყო. ამ ვერაგმა დაავადებამ შუა საუკუნეებში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, თუმცა შავი ჭირი ჩვენს დროში აღარაა ისეთი სახიფათო, როგორც ადრე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა. ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა. როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან და როდის დაფიქსირდა ბოლოს შავი ჭირის შემთხვევა საქართველოში? - ამის შესახებ ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ. ზახაშვილის თქმით, შავი ჭირის შემთხვევები მსოფლიოში არ არის უცნაური მოვლენა, ყოველწლიურად ხდება და ამ შემთხვევების რეგისტრაცია მიმდინარეობს. "შავი ჭირი არ არის ბოლომდე დავიწყებული დაავადება და პერიოდულად ახსენებს მსოფლიოს თავს. საქართველოში ბოლოს დაახლოებით 1922 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. ზოგადად, შავი ჭირის ვირუსის გადამტანები არიან გარეული მღრღნელების სხვადასხვა სახეობები. ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, განსხვავებულია გადამტანების სახეობა. ძირითადად ისინი ავადდებიან და შემდეგ ადამიანზე გადაცემა რწყილების საშუალებით ხდება. რწყილის გარეშე ეს დაავადება მღრღნელიდან ადამიანზე ვერ გადავა" - გვეუბნება გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი. - თითქოს მსოფლიომ დაამარცხა შავი ჭირი... - არ არის დამარცხებული რეალურად, შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ყოველ წელიწადს თავს იჩენს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგალითად, მადაგასკარში ყოველ წელიწადს აქვთ ეპიდემიის აფეთქება. ეს არის, როგორც გითხარით, მღრღნელების დაავადება, როდესაც მათი რაოდენობა იზრდება, მათში იფეთქებს ხოლმე ეპიდემია. ეს არის ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმი და ეპიდემიის შემდეგ, როდესაც მათი რაოდენობა მცირდება, ხდება ერთგვარი შესვენება. გამრავლების შემდეგ კი ისევ იჩენს თავს. არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები, სადაც საუკუნეებია ვერ აღმოფხვრეს დაავადების შემთხვევები. ადამიანს გადაედება მაშინ, როდესაც ერთ გარემოში ხვდებიან დაავადებული მღრღნელი, ინფიცირებული რწყილი და ადამიანი.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 07.07.2020 - ამბები.ჯი
საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში შრომის კოდექსის რეფორმას განიხილავს. კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, რომელიც AMBEBI.GE-ს იმ მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრება, რაც დასაქმებულებისთვის უფლებრივ გარანტიებს შექმნის. - პირველ რიგში, რა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც ჩათვალეთ, რომ შრომის კოდექსის რეფორმაა აუცილებელი? - პირველ რიგში, ალბათ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან დასაქმებულები. დაახლოებით 2006 წლიდან სახელმწიფო ამ მიმართულებით მთლიანად დერეგულირებაზე გადავიდა, 2006-2007 წლებში გაუქმდა ინსტიტუტები და აღარც ინსპექცია იყო, აღარც დასაქმებულთა უფლებების დაცვის გარანტიები იყო შრომის კოდექსში. რეალურად, მძიმე სურათი მივიღეთ - ერთი მხრივ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, რადგან ძალიან გაზრდილი იყო უბედური შემთხვევების რაოდენობა, მეორე მხრივ, შრომითი უფლებების კუთხით - ამაზეც არაერთ ფაქტს შესწრებია საზოგადოება, ამაზე საუბრობს ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშები, პროფკავშირებს უამრავი „ქეისი“ აქვთ, სადაც სასამართლოში დასაქმებულების უფლებებს იცავენ და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებენ კიდეც. უკანონო გათავისუფლებები, სამუშაო დროის დაურეგულირებლობა, ზეგანაკვეთურად მუშაობა ანაზღაურების გარეშე თუ იგივე, ანაზღაურებით, მრავლად იყო და ამას ყოველდღიურობაში ვხედავთ მეორეა საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც გარკვეულწილად, გზამკვლევს გვიწესებს, ე.ი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ამ მიმართულებით რეფორმების გარკვეულ მიმართულებებს სახავს. რა თქმა უნდა, ევროპულ დირექტივებს ქართულ რეალობასთან ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ცვლილებები გარკვეულ დროში აუცილებლად უნდა მოხდეს. - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ახალ შრომის კოდექსში და რას შეცვლის ის მოქალაქეებისთვის? - ერთი მხრივ, გარანტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო, გასაგებ ენაზე, ანუ, რა უფლებები აქვს დასაქმებულს; მეორეა ის, რომ ამ უფლებების აღსრულების მექანიზმები უნდა არსებობდეს. ბუნებრივია, ერთი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს. თუ დავადგენთ უფლებებს, აუცილებლად უნდა იყოს სტრუქტურა, რომელიც ამის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს. ჩვენ განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადღება გარკვეულ საკითხებზე, სადაც ყველაზე მწვავე მდგომარეობა დავინახეთ, თუმცა პრაქტიკულად, შრომითი ურთიერთობების თითქმის მთელი სპექტრი დავფარეთ: პირველ რიგში, ესაა ანტიდისკრიმინაციული ზომების გამკაცრება. მეორეა დეკრეტული შვებულება, რომელშიც ამ შემთხვევაში ფუნდამენტურად არ იცვლება ანაზღაურების სტანდარტი, მაგრამ შემოდის შესაძლებლობა, რომ მამამ დეკრეტული შვებულება მთლიანად ან ნაწილობრივ გაინაწილოს დედასთან. ასევე, შვილად აყვანის და სუროგაციის შემთხვევაში დაბადებულებისთვისაც მათ მშობლებს დეკრეტული შვებულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ - აქამდე ეს არ იყო, ვინაიდან, ორსულობა-მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებები გამიჯნული არ იყო. ასევე შემოდის დამატებითი გარანტიები ქალებისთვის. სამუშაო დროის რეგულირება, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თემაა ჩვენს კანონპროექტში - ეს გულისმხობს, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დადგენას კვირაში 40 საათის ოდებობით და მხოლოდ გამონაკისის სახით 48-საათიანი სამუშაო კვირის დაშვებას. ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ზედა ზღვრის დაწესებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ, რადგან თავად დასაქმებულების დიდი ნაწილია წინააღმდეგი. იმისთვის, რომ გამოიმუშავონ მეტ-ნაკლებად სამყოფი ანაზღაურება, ბევრი დასაქმებული საკუთარი ნებითაც მუშაობს ზეგანაკვეთურად და შეზღუდვების დაწესება მათ შეუქმნიდა პრობლემას. ამიტომაც, სამუშაო დროის ზედა ზღვარი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს იმის გარანტიები, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს არ დააძალოს ზეგანაკვეთურზე მუშაობა, თავისი სურვილის მიუხედავად და ასევე ზეგანაკვეთურის ანაზღაურება უნდა მოხდეს რეალურად მომატებული განაკვეთით. ასევე დგინდება შესვენებისა და დასვენების დღეების სტანდარტებიც. რაც შეეხება გაკონტროლებას, უნდა დადგინდეს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება წინასწარი შეთანხმებით უნდა მოხდეს.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 07.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, სომხეთს გაუწიოს დახმარება, რომელიც მათ სჭირდებათ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველო დამოკიდებულია სომხურ მხარეზე და იმ საჭიროებებზე, რომელსაც ისინი თავად დაასახელებენ. „ჩვენ დამოკიდებული ვართ სომხურ მხარეზე და იმ საჭიროებებზე, რომელ საჭიროებებს დაასახელებენ ისინი. საქართველოს მხარე მზად არის, რომ მეზობელ ქვეყანას გაუწიოს ის დახმარება, რომელიც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 07.07.2020 - პია.ჯი
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად მოინახულა. უწყების ცნობით, გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 07.07.2020 - კომერსანტ.ჯი
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად მოინახულა. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 07.07.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მთავრობა კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის მზად არის. მინისტრის თქმითვე, აუზებისა და ფიტნესდარბაზების შემოწმება დღეიდან დაიწყო. „არასტაბილური სტატისტიკა არის ჩვეულებრივი მოვლენა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, ვინაიდან ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმებები. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა არის მზად ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის. თქვენ იცით, რომ ძირითადი ინფიცირებულები ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც წინა პერიოდში, გვყავს საკარანტინე სივრცეებიდან. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები და დღესდღეობით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გაფართოებას არ ვგეგმავთ. 14 ივნისის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები, აქედან გამომდინარე, არის სწორედ ის გადაწყვეტილებები მიღებული, რის შედეგადაც ჩვენ ვხსნით აუზებსა და ფიტნესდარბაზებს, ასევე, ვაწესებთ სხვა შეღავათებს. დღეიდან უკვე დავიწყეთ ფიტნესკლუბებისა და აუზების შემოწმება. როდესაც დაიდება გარკვეული პროტოკოლები, რომელიც შემუშავებულია და მოვა შესაბამისობაში არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც დღესდღეობით აქვს ჩვენს აუზებსა და ფიტნესკლუბებს, დაიწყება მათი ეტაპობრივი გახსნა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 07.07.2020 - კვირა.ჯი
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად მოინახულა. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 07.07.2020 - აიპრეს.ჯი
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად მოინახულა. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, დამატებით, 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 07.07.2020 - ბიპიენ.ჯი
Sector 26 აჭარის მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. კომპანიის ადმინისტრაცია, შესაბამისი რეგუალციების დაცვით, ობიექტის ამუშავებას ითხოვს. "ბიზნესპრესნიუსი" Sector 26-ის "ფეისბუკ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ: "ჯანდაცვის სამინისტროს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას. როგორც იცით, უკვე მრავალი წელია Sector26 წარმატებით ფუნქციონირებს ბათუმის სანაპირო ზოლში და განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ზღვისპირა ქალაქში. გთხოვთ, დროულად მოგვცეთ ობიექტის გახსნის უფლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგულაციების გათვალისწინებით, რესტორნებისა და ღია ტერასებისათვის. ობიექტის ამუშავება აისახება პერსონალზეც, რადგან ჩვენს ობიექტზე საქმდება უამრავი ადამიანი და ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს საშუალებაა, განსაკუთრებით პანდემიის დროს. გპირდებით, რომ დაცული იქნება ყველა რეგულაცია, რაც საჭიროა covid19-თან საბრძოლველად. გვაქვს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებების გეგმები - რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას",- ნათქვამია განცხადებაში.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 07.07.2020 - კვირა.ჯი
„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა შემოწმების თაობაზე, თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მუშაობის უფლებას მიიღებენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თითოეულ ობიექტზე ინსპექტირების განხორციელება რეგისტრაციიდან დაახლოებით ორ დღეში მოხდება. „დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია შვიდი აუზისა და ცხრა ფიტნესცენტრის მოთხოვნა შემოწმების თაობაზე. შრომის ინსპექცია არის ძირითადი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს, ასევე, ჩართული გვყავს ადგილობრივი საზედამხედველო სამსახურები მუნიციპალიტეტებში და სურსათის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე, გვეხმარება ინსპექტირების პროცესში. ამიტომ, საკმარისზე მეტი არის ინსპექტორების რაოდენობა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენენ შემოწმებას. განაცხადები შემოსულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რეგისტრაციიდან, დაახლოებით, ორ დღეში მოხდება ინსპექტირების განხორციელება თითოეულ ობიექტზე და თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, დაუყოვნებლივ მიიღებენ მუშაობის უფლებას. იმავე სისტემაში, სადაც რეგისტრირდებიან, მიენიჭებათ სტატუსი დადებითი, რაც აძლევთ მათ უკვე მუშაობის უფლებას“, – განაცხადა ფერაძემ.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 07.07.2020 - აიპრეს.ჯი
უფლებადამცველმა ანა არგანაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასამართლოში დავა მოუგო. “მოვიგეთ! სასამართლომ ბავშვის ინტერესი უპირატესია და გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ თუ, ბავშვის საჭიროებები არ შეგისწავლიათო. ბავშვსაც ესაუბრა მოსამართლე ძალიან ყურადღებით. რომ დამთავრდა ბავშვმა თქვა: ისინი (მოპასუხის 3 წარმომადგენელი) მიტევდნენ და მოსამართლე მიცავდაო. ამიტომ, მჯერა სასამართლო კონტროლის. That they may truly and impartially administer Justice! ხვალ ჩაგვბარდება გადაწყვეტილება და სახლში თვითიზოლაციაში გადავალთ. იმედია, სხვა ბავშვებს ჩვენსავით არ მოექცევიან ადმინისტრაციული ორგანოები ან, წააგებენ სასამართლოში პროცესებს. მადლობა ბავშვის ადვოკატებს, ანას, ანას და სოფის. მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის! მადლობა მოსამართლე თამარ ოქროპირიძეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის!” – წერს ანა არგანაშვილი facebook-ში. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც “აიპრესი” უცველად გთავაზობთ. “2020 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე გ. ი.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად ჩართული მშობლების ა. ა.-ისა და ნ. ი.-ის მონაწილეობით. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვან გ.ი.-ს და მისი მშობლების კარანტინში მოთავსების შესახებ მოპასუხე მხარის ქმედების უკანონოდ ცნობა. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვანს, იძულებით კარანტინში მოთავსებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მშობლის განცხადება თვითიზოლაციის თაობაზე და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მათი პოზიციები, არგუმენტები და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გ.ი.-ს და მისი მშობლების მიმართ გამოყენებული იზოლაციის ფორმა – კარანტინი შეცვალა თვითიზოლაციით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესების დაცვით, გ.ი-ს და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა. სასამართლომ გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, თვითიზოლაციის პირობებში მიღწეული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიზნები”.---
07.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 07.07.2020 - ონ.ჯი
ვერა მურღულია სამ შვილთან — 8 წლის ტყუპებთან და 12 წლის გოგოსთან, ასევე, დედასთან და ძმასთან ერთად საფრანგეთიდან საქარველოში 4 ივლისს მანქანით ჩამოვიდა. იგი თვითიზოლაციაში გადაყვანას ითხოვს, რადგან კარანტინში ბავშვებისთვის შესაფერისი სივრცე არაა. ამასთან, ორი ბავშვი მოიწამლა და საავადმყოფოში გადაყვანა მოუწიათ. ჩამოსვლამდე თვითმფრინავის ბილეთები ოთხჯერ იყიდეს, თუმცა ყველა ჯერზე რეისი გაუქმდა. ბოლოს, ფრენა პირველი ივლისისთვის ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა საქართველომ საზღვრების გახსნა აგვისტოსთვის გადადო. ოჯახს ამ დროს უკვე თავიანთი ინიციატივით ჰქონდა გაკეთებული PCR ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო. საბოლოოდ, საქართველოში მანქანით წამოვიდნენ. ოთხი დღის განმავლობაში გზაში იყვნენ, თუმცა ჰქონდათ მოლოდინი, რომ უკვე გაკეთებული ტესტის გამო კარანტინში არ გაუშვებდნენ. "უკვე ტესტი გაკეთებული გვქონდა, როცა AirFrance-მა ფრენის გაუქმების შესახებ შეგვატყობინა. ჩვენც ვიფიქრეთ, რომ თუკი ჩვენ წამოვიდოდით მანქანით და ტესტი გვექნებოდა, კარანტინში არ გადავეყვანეთ და თვითიზოლაციაში ვიქნებოდით", — ყვება მურღულია On.ge-სთან. საქართველოში შემოსვლის შემდეგ, მანქანა ჩამოართვეს. საზღვარზე რიგში რამდენიმე საათი იდგნენ და საბოლოოდ ხალხით სავსე ავტობუსით კარანტინში გადაიყვანეს: "ვთხოვეთ, რომ სასტუმრომდე მაინც მივსულიყავით ჩვენი მანქანით. უკვე მანქანაში ვიყავით, ოთხი დღე ვიმგზავრეთ. არაფრით არ დაგვრთეს ნება, საკუთარი მანქანით რომ გამოვყოლოდით ავტობუსს". ვერა მურღულია თავის შვილებთან ერთად სასტუმროს მესამე სართულზე მოათავსეს, ხოლო მისი დედა და ძმა — მეთორმეტეზე და ერთმანეთის ნახვის საშუალება არ აქვთ. "მე შემომთავაზეს, ერთ ოთხსაწოლიან ოთახს მოგცემთ ან ორს ერთმანეთში გამავალსო. მე გამავალი ავირჩიე, რადგან უფრო დიდი სივრცეა.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 07.07.2020 - ბიემ.ჯი
გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე მყოფ დაახლოებით 26000 ორსულ ქალს სთავაზობს გინეკოლოგებთან ვირტუალურ კონსულტაციებს. 2020 წლის ივნისიდან დღემდე, წამყვანმა ექიმებმა ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარეს 5000-ზე მეტ ორსულს. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ორსულ ქალებს, დარეგისტრირდნენ და სატელეფონო ზარით მოწვევის შემდეგ გამოიყენონ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვირტუალური სეანსების მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შერბილება. დისტანციური ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში ექიმი თითოეული ქალის შეკითხვას პირადად გამოეხმაურება. ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით სეანსებში 25-მდე ორსული ქალი ჩაერთვება და ისინი შეძლებენ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას ექიმისა და სხვა ორსულებისაგან. პროექტის საწყის ფაზაში ჩაერთვებიან კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში - მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო დაწესებული.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 07.07.2020 - კვირა.ჯი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე გ. ი.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად ჩართული მშობლების ა. ა.-ისა და ნ. ი.-ის მონაწილეობით სარჩელი განიხილა. როგორც სასამართლოს მიერ გავცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა, არასრულწლოვანის და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა. “2020 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე გ. ი.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად ჩართული მშობლების ა. ა.-ისა და ნ. ი.-ის მონაწილეობით. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვან გ.ი.-ს და მისი მშობლების კარანტინში მოთავსების შესახებ მოპასუხე მხარის ქმედების უკანონოდ ცნობა. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვანს, იძულებით კარანტინში მოთავსებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მშობლის განცხადება თვითიზოლაციის თაობაზე და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მათი პოზიციები, არგუმენტები და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გ.ი.-ს და მისი მშობლების მიმართ გამოყენებული იზოლაციის ფორმა – კარანტინი შეცვალა თვითიზოლაციით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესების დაცვით, გ.ი-ს და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა. სასამართლომ გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, თვითიზოლაციის პირობებში მიღწეული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიზნები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 08.07.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სხვადასხა დაწესებულებებისათვის განაახლა და დაამტკიცა. მათ შორის ყველა ტიპის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფიტნეს კლუბების ოპერირებისთვის სავარჯიშო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებებია: o ერთიან შესასვლელთან უზრუნველყავით თერმოსკრინინგის განხორციელება, ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს/ვარჯიშის დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს; o შენობის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით; o პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მათი სწორად მოხმარების წესები; o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება; o შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ); o სავარჯიშო სივრცეში, ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისათვის დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა; o უზრუნველყავით კლუბების ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით; o უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; o უზრუნველყავით საერთო გამოყენების სველი წერტილების დასუფთავება, დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალებით; …
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი
Link: 07.07.2020 - ლაივპრეს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლების რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. „დამატებით ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. თუ ეპიდსიტუაცია იქნება შენარჩუნებული ისე, როგორიც არის დღეს, ამ შემთხვევაში აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, – განაცხადა მინისტრმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 08.07.2020 - ბიპიენ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, ღია და დახურული ტიპის აუზის ყოველ 6 კვ/მეტრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის ყოფნა. ამასთან, რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზების ძირითადი სათავსები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ შეესაბამებოდეს ნაკადურობის ჰიგიენურ პრინციპს, რომლის მიხედვით, ვიზიტორების გადაადგილება ხდება ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა; დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე. ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. წყლის ცვლის ხასიათის მიხედვით დასაშვებია შემდეგი ტიპის აუზები: რეცირკულაციური ტიპის აუზები; გამდინარე ტიპის აუზები; წყლის პერიოდული ცვლის აუზები; ზღვის წყლიანი საცურაო აუზები, რომლებშიც რეცირკულაციური სისტემები არ არის რეკომენდებული და მიზანშეწონილია გამდინარე სისტემა, გაწმენდილი და გაუსნებოვანებელი წყლის სავალდებულო მიწოდებით; ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აუზებში მიწოდებული წყლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრებს; აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია აბაზანებში წყლის განახლება; რეცირკულაციით წყლის განახლებისას ხდება მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 5%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 24 სთ-ში; დოკუმენტის მიხედვით, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის საწარმოო – ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ. რაც შეეხება შეზლონგებს, რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია მისი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. აკრძალულია შეზლოგნებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. შეზლონგებს შორის უსაფრთხო დისტანცია კი უნდა იყოს 2 მეტრი. გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე. გაზიარება
---
07.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 07.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
აქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზადაა COVID-19–ისგავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის. როგორც მინისტრმა მარნეულში ჟურნალებს განუცხადა, 14 ივნისის შემდეგ ქვეყანაში შიდა გადაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა. „ძირითადი ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეებიდან გვყავს. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ეტაპისთვის საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები გვყავს და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაფართოებას არ ვგეგმავთ. 14 ივნისის შემდეგ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ჩვენ ვხსნით აუზებს და ფიტნესდარბაზებს, ასევე ვაწესებთ სხვა შეღავათებს“, - განაცხადა ტიკარაძემ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ აუზების და ფიტნესდარბაზების შემოწმება დღეიდან დაიწყო. „როდესაც დაიდება გარკვეული პროტოკოლები, რომელიც შემუშავებულია და მოვა შესაბამისობაში არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც დღესდღეობით აქვს ჩვენს აუზებს და ფიტნესკლუბებს, დაიწყება მათი ეტაპობრივი გახსნა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, - განაცხადა ტიკარაძემ. ინფორმაციისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 838 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა. სადღეისოდ ქვეყანაში 105 ლაბორატორიულად დადასტურებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 07.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ევროპის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოყოფილია რამდენიმე ქვეყანა, სადაც საქართველოს მსგავსი ეპიდვითარებაა. „საქართველო ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, როგორც მწვანე ქვეყანას. შესაბამისად, მზად არის, გაუხსნას საზღვრები. გამოკვეთილი არის გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია საქართველოს მსგავსია, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა. შესაბამისად, დღეს ჩვენ მუშაობთ ინდივიდუალურად ამ ქვეყნებთან იმისათვის, რომ მოხდეს დეტალურად შეთანხმება, რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით და თუკი ევროპელი მგზავრი იმგზავრებს საქართველოს მიმართულებით“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. ინფორმაციისთვის: 7 ივლისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 838 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა. სადღეისოდ ქვეყანაში 105 ლაბორატორიულად დადასტურებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: ქეინიუს.ჯი
Link: 07.07.2020 - ქეინიუს.ჯი
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში არცერთი პირი არ იმყოფება, სამ საკარანტინე სივრცეში კი განთავსებულია 106 მოქალაქე. ,,გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან 183 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ერთი თვის განმავლობაში რეგიონში შემოწმებას 9000-მდე მოქალაქე გაივლის. რაც შეეხება სოფელ ყარაჯლის შემთხვევას, გამოვლინდა ყველა კონტაქტი, რომელთა ნაწილი გადაიყვანეს საკარანტინე ზონებში, ნაწილი კი – თვითიზოლაციაში. შემთხვევიდან უკვე გასულია ორკვირიანი ვადა, თუმცა არცერთ მათგანთან კორონავირუსის არსებობა არ დადასტურდა”,– აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 08.07.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია კომპენსაციის მიმღები 188 363 თვითდასაქმებული პირი და მათგან 115 719-მა პირმა 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო, რაც სახელმწიფოს, ჯამურად, 34 715 700 ლარი დაუჯდა. 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა პანდემიისას უმუშევრად დარჩენილ 129 237 დასაქმებულს. გადარიცხულმა თანხამ 25 847 400 ლარი შეაგინა. რაც შეეხება მძღოლებს, სულ დარეგისტრირდა 15 904 პირი, მათ შორის 10 660 ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი იყო. აქედან კომპენსაცია დაერიცხა 13 192 პირს, მათ შორის, ტაქსის 9632 მძღოლს 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციები მიიღეს სხვადასხვა ტიპის მოვაჭრეებმაც. კერძოდ, 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია გადაერიცხა ბაზრობის მოვაჭრე 6904 პირსა და სხვა ტიპის 1727 მოვაჭრეს.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 08.07.2020 - ინფო9
ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა. ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება. რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ხოლო, ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული. ამასთან, რეკომენდაციებში დეტალურადაა გაწერილი აღნიშნული ობიექტების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის წესი, ობიექტების დალაგების წესი და ა.შ. რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ ბმულზე.
---
07.07.2020
მედია საშუალებები: რეგიონ.ჯი
Link: 07.07.2020 - რეგიონ.ჯი
ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს. „იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
---
პრესა
სოფლის ტიპის დასახლება დევნილებისთვის
08.07.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 08.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია,ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, მინისტრმა – ეკატერინე ტიკარაძემ მიმდინარე სამუშაოები გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად დაათვალიერა. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამატებით 122 სახლი აშენდება. განსახლების შემდგომ, დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გრანტებიც გადაეცემათ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 08.07.2020 - რეზონანსი
ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში განუცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს. „ჩვენ ვმუშაობთ კიდევ დამატებით განათლების სამინისტროსთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს," - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, ტიკარაძის თქმით, კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 08.07.2020 - რეზონანსი
"ნებისმიერი ტალღის, იქნება ეს მეორე, მესამე, თუ იყო პირველი, საფრთხე არის, რომ შეიძლება მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორედ ამიტომ მთავრობა და ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდეს. "რაც შეეხება დღევანდელ ეპიდსიტუაციას, საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია. ვთვლით, რომ შემდგომშიც გავაგრძელებთ იმ მუშაობას, რის შედეგადაც ვეცდებით, რომ ყველანაირად ავიცილოთ შემდეგი ტალღის და ინფექციის გავრცელება საქართველოში,"- განაცხადა ტიკარაძემ.
---