მედიამონიტორინგი 26.06.20
26.06.20
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 10:00
ამირან გამყრელიძის კომენტარი კორონავირუსის მიმდინარეობასთან და ეროვნულ გამოცდებტან დაკავშირებით
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7002005
---
26.06.20
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 09:00
შეხვედრა სოციალურ აგენტებსა და გიორგი წოწკოლაურს შორის
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001650
1 არხი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001017
რუსთავი 2 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000966
კურიერი 15:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000174
---
25.06.20
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
თბილისში, ქერჩის ქუჩაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა
თბილისში, ქერჩის ქუჩაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა. სახლში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარების ნაწილი გადავა. კელი დეგნანი:" ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროექტია, რომელიც აჩვენებს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას. ეს არის პროექტი, რომელიც ემსახურება საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ნაწილს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ობოლ ბავშვებს, ჩვილობის პერიოდიდან, ვიდრე ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, უზრუნველყოფს სახლით. ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ისწავლიან, როგორ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, როდესაც ისინი ამ სახლს დატოვებენ. ეს არის პროექტი, რომლიც აშშ-მა 1.2 მილიონი ლარით დააფინანსა“. ეკატერინე ტიკარაძე:" ჩვენ დიდი ზომის ბავშვთა თავშესაფრებიდან უნდა გადავიდეთ მცირე ზომის თავშესაფრებზე". კახი კალაძე:" მერიასაც ბევრი საინტერესო პროგრამა გვაქვს მხარდაჭერის თვალსაზრისით".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001443
მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001416
რუსთავი 2 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001011
მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000093
1 არხი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000030
იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6999919
---
26.06.20
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
პარლამენტმა ჯანდაცვის სამინისტროს კანონპროექტის განხილვა დაიწყო
დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების რეგულირების მიმართულებით ცვლილებებს ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა, თუმცა გარკვეული დათქმებით. რომან კაკულიას კომიტეტმა მთავრობას სთხოვა, რომ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებისას სასამართლოს ფაქტორი კვლავ დარჩეს, თუმცა ორი ვერსია იყოს განხილული- მარეგულირებელმა მიიღოს სასამართლოს ნებართვა და შევიდეს კლინიკაში გაუფრთხილებლად და ან მარეგულირებელი შევიდეს კლინიკაში და ნებართვა 24 საათში მიიღოს. 2. მინისტრი საქართველოს პარლამენტში არ მივიდა. "ამ კონკრეტულ პროექტებში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტს იწვევდეს"- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. "ჩვენ კანონპროექტებს ხშირ შემთხვევაშ ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპროექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას"- ამბობს მინისტრი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001634
---
25.06.20
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის მინისტრი მოადგილეებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მოადგილეებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა დახურულ ფორმატში წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონზე იმსჯელეს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001427
ცვლილებები ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ კანონში
პარლამენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლება პაციენტის მიმართვის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელებული სამედიცინო ხარისხთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შევიდეს დაწესებულებაში, დაიწყოს ამ საქმის მოკვლევა და შესწავლა. ამ საკითხის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. ეკატერინე ტიკარაძე: "ჩვენ გვაქვს ევროპული ხედვა და აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ კანონით და ასევე ჩვენი მიდგომა და ყველა ქმედება იყოს გამჭვირვალე. მოხდება დეტალური ჩაშლა თუ როგორ ხედავს რეგულირების სააგენტო თავისი საქმიანობის ამ კანონის ქვეშ განხორციელებას."
მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001411
იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001238
ტვ პირველი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000703
ფორმულა - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000022
---
25.06.20
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი
ჯანდაცვის სამინისტროს ცვლილებები
ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს იღებს 1%-იანი მაჩვენებლის საფუძველზე და ეს სწორია? - ამ შეკითხვით მიმართა „კარდიოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ“, არჩილ ჩუხრუკიძემ ჯანდაცვის მიისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სამედიცინო სფეროს რეგულირების საკითხის განხილვისას. სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც. „როცა საუბარია რაღაცის შეცვლაზე, ამას ყოველთვის უნდა უძღოდეს წინ სტატისტიკური დასაბუთება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არის მინიშნება, რომ 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე სასამართლოში შესრული შემთხვევების სიხშირეა 147 თუ 148. დამერწმუნეთ, ეს არის საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სერვისების 1 %. ანუ, გამოდის, რომ ჩვენ რაღაც ცვლილებას განვიხილავთ 1%-იანი ცვლილების საფუძველზე და რამდენად სწორია ეს? მე ვარ ექსპერტი, ვწერ დასკვნებს იმაზე, თუ როგორ ჩატარდა მკურნალობა და ეს ექვემდებარება დოკუმენტებს“, - მიმართა ჩუხრუკიძემ გაბუნიას. "აქ ხარისხობრივი მაჩვენებელია მნიშვნელოვანი და არა რაოდენობრივი. ეს 67 შემთხვევა მესმის პრობლემურია. სასამართლო გადაწყვეტილებაზე მგონი ჩვენ შემთხვევით." და კიდევ ერთი ინფორმაცია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე კლინიკების შემოწმებას მხარს არ უჭერს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6999858
---
25.06.20
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 917 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულია 776 . ეპიდემიოლოგები ახალი პაციენტების ინფიცირების პირველწყაროს იკვლევენ. საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმაოდგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001426
---
25.06.20
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სახალხო დამცველის მოსმენა პარლამენტში
მწვავე კითხვების და პოლემიკის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის განხილვა. ომბუდსმენის დოკუმენტში არაერთი გახმაურებული საქმე მოხვდა, მათ შორის პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, ასევე პრეზიდენტის შეწყალების ცნობილი აქტი. განსაკუთრებით მწვავეა ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს და ამ მოვლენების გამოძიებას ეხება. ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არაერთი შენიშვნა აქვს. თუმცა შენიშვნების ნაწილს მმართველი გუნდის დეპუტატები არ ეთანხმებიან. დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვცავდა. ანგარიშში საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ამოქმედებაზე, ასევე ბავშვთა კოდექსის დამტკიცებასა და შრომის უსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. პოლიტიკური ბოიკოტის მიუხედავად განხილვაში ჩაერთო ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ნინო ლომჯარია:" თუკი საჯარო ან კერძო პირები თვლიან, რომ მათ მიმართ მედიასაშუალებამ მოამზადა დეზინფორმაციის შემცველი სიუჟეტი, ასეთ შემთხვევაში ან უნდა მიმართონ მედიასტანდარტების ორგანიზაციებს, ან სასამართლოს".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001314
---
25.06.20
არხი:მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
"ქართული ოცნება" ათასობით მოქალაქის მოტყუებას გეგმავს. მთავრობას აღარ სურს კომპენსაციის გადახდა ათობით ათასი ადამიანისთვის, ვინც კორონავირუსის ეპიდემიის გამო უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
"ქართული ოცნება" ათასობით მოქალაქის მოტყუებას გეგმავს. მთავრობას აღარ სურს კომპენსაციის გადახდა ათობით ათასი ადამიანისთვის, ვინც კორონავირუსის ეპიდემიის გამო უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ხუთიათასმა ადამიანმა მიიღო sms შეტყობინება, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს - რაც დახმარებაზე უარის ტოლფასია. ეს მოქალაქეები დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოებთან შეიკრიბნენ - ჯანდაცვის უწყებას მათ პრეტენზიებზე პასუხი არ აქვს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება მორიგი მასშტაბური თღლითობისთვის ემზადება. ათასობით თვითდასაქმებული 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს. ტაქსის მძღოლებმა, ბაზრის მოვაჭრეებმა, ძიძებმა და კერძო მასწავლებლებმა - ერთნაირი შეტყობინება მიიღეს, სადაც წერია, რომ მათი დოკუმენტები ან არასწორადაა ატვირთული, ან აკლია საჭირო დოკუმენტი. დილიდან მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოებთან მივიდნენ, რომ გაერკვიათ, რატომ დახარვეზდა მათ მიერ გაგზავნილი დოკუმენტები. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა თითქმის ერთი თვის წინ შეავსეს განაცხადი. მათმა ნაწილმა ონლაინრეგისტრაცია გაიარა, ნაწილმა კი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. თავიდან უთხრეს, რომ მათი დოკუმენტები წესრიგში იყო, ახლა კი ჯანდაცვის სამინისტროსთან ამისამართებენ. ისანი-სამგორის მომსახურების სააგენტოს მსგავასად, დახმარების გარეშე დარჩენილი მოაქალაქეების რიგი იდგა. სახელმწიფო უწყების შენობასთან ასობით მოქალაქე ერთი მოთხოვნით მივიდა, მიეღოთ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 300-ლარიანი დახმარება. მათ შორის არის გერმანულის 68 წლის მასწავლებელი, რომელსაც ორი მოსწავლე ჰყავდა, პანდემიის დროს კი შემოსავალი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების მშობლებმა დაუდასტურეს მისი საქმიანობა, სამინისტრო მის დახმარებაზე უარს ამბობს. მინისტრი ტიკარაძე ამტკიცებს, რომ დახმარების სისტემა იმდენად წარმატებულია, რომ მათაც კი ეხმარებიან, ვისაც 300-ლარიანი დახმარება არ ეკუთვნოდა, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები. უახლესი მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კომპენსაციის მისაღებად 150 000-მდე თვითდასაქმებული დარეგისტრიდა. მათგან 95-მდე პირმა 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო. არადა სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 800 ათასზე მეტი თვიდასაქმებული გვყავს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები ანტიკრიზისული გეგმის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ. თვითდასაქმებულებს დოკუმენტების წარსადგენად ახლა ხუთი დღე დარჩათ. იმ შემთხვევაში თუ მათი დოკუმეტებიც დახარვეზდება და პირველ ივლისამდე ვერ გამოასწორებენ შეცდომას, სავარაუდოდ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001313
---
25.06.20
არხი:ფორმულა
გადაცემა: ფორმულა ნიუსი 20:00
თვითდასაქმებულების აქცია
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირების გამო დღეს თვით დასაქმებულებმა საპროტესტო ტალღა დაიწყეს. ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე პასუხებს არ მიიღებენ. მსგავსი პრობლემით ისან-სამგორის სოციალური სააგენტოს წინ რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა. ისინი კუთვნილი კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მთავრობა პროცესის ხელოვნურად გართულებას ცდილობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001172
თვითდასაქმებულები კომპენსაციებს ითხოვენ
რატომ ვერ იღებენ კომპენსაციებს ადამიანები, რომლებმაც პანდემიის დროს შემოსავლის წყარო დაკარგეს. მოქალაქეები ისანი-სამგორის მომსახურების სააგენტოსთან თვითდასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მთავარი კითხვაა - თუ რატომ ვერ იღებენ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ დაპირებულ დახმარებას. თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ შესაბამისი განაცხადი შეავსეს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000744
---
25.06.20
არხი:მაესტრო
გადაცემა: დღის მტავარი ამბები 21:00
კოვიდ-19 და ვირუსთან ბრძოლის შედეგები.
კოვიდ-19 და ვირუსთან ბრძოლის შედეგები. დღეს ქვეყანაში სამი ახალი დაავადებული და 5 განკურნებულია. თუმცა პანდემია მხოლოდ ამით არ იქცევს ყურადღებას. იყო თუ არა კორონას ახალი შტამის დიაგნოზი ვაჭრობის მიზეზი. ცდილობდნენ თუ არა ბოლო პერიოდში გარდაცვაების ფაქტების კოვიდ19-თან მიზანმიმართულ დაკავშირებას საზოგადოების დასაშინებლად და არჩევნების გადასადებად. სუსმა დღეს მოწმეები დაკითხა და შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ერთ-ერთი მედია საშუალება მიზანმიმართულ ტყუილს ავრცელებდა საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოსაწვევად. ეკატერინე ტიკარაძე: "ეს არის სრული აბსურდი, მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ისეთი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე კორონა ვირუსის მართვასთან დაკავშირებით და ასევე იმ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს, ვერ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყოს ფატალური შემთხვევების ხელოვნური გაზრდა იმისათვის, რომ მან მოიგოს ისედაც გარანტრებული არჩევნები, რომელიც არის ოქტომბერში."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001286
---
25.06.20
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
დექსამეტაზონი, როგორც ვაქცინის ალტერნატივა - პირველი სამკურნალო პრეპარატი, რომელიც COVID-19-ით დაავადებულთა სიკვდილიანობას ამცირებს
Covid-19-ის ვაქცინა ხანდაზმულებისთვის, რომლებიც ვირუსით ინფიცირების რისკჯგუფში შედიან, შესაძლოა ეფექტური არ აღმოჩნდეს, რადგან ჯანმრთელი ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაშიც კი კოვიდინფექციის დროს მწვავე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი ვაქცინის დანამატზე მუშაობს, რომ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მოხდეს და მათი იმუნიტეტი გაძლიერდეს. საქართველოში კი დამატებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან. ვაქცინის მიზნობრიობას დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად არის მათ გარშემო მყოფი ადამიანების იმუნიტეტის გაძლიერება. მაგალითად, თუ ბავშვებს და მოზრდილებს ვაქცინა გაუკეთდებათ, მათი ოჯახის ხანდაზმული წევრებიც გარკვეულწილად დაცულები იქნებიან. ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში, ვაქცინის პარალელურად, სპეციალისტები ასევე სხვა პრეპარატის გამოყენების საჭიროებაზე საუბრობენ. მაგალითად, ისეთი მედიკამენტის, როგორიც "დექსამეტაზონია", რომელსაც ვირუსისგან გამოწვეული ანთების დაბლოკვა შეუძლია. საქართველოს კოვიდმიმღები კლინიკები ჰორმონის შემცველ მედიკამენტს მძიმე პაციენტების შემთხევაში ისედაც იყენებდნენ, თუმცა პროტოკოლში "დექსამეტაზონი" გაწერილი არ არის. კვლევამ აჩვენა, რომ "დექსამეტაზონს" ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ყოველი მესამე, ხოლო ჟანგბადზე მყოფი ყოველი მეხუთე პაციენტის გადარჩენა შეუძლია. პრეპარატი მხოლოდ იმ პაციენტების სამკურნალოდაა ეფექტური, რომლებიც საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე ან ჟანგბადზე არიან მიერთებული. ვისაც ვირუსის სუსტი სიმპტომები აქვთ, მათთვის პრეპარატი ეფექტური არ არის. ჯერჯერობით უცნობია, იმუნური რეაგირების რა დონე დასჭირდება ადამიანს კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ვაქცინის ეფექტურობის კვლევა მიმდინარეობს. 100-ზე მეტმა ჯგუფმა შექმნა ვაქცინა და აქედან 11 ცდის პროცესშია. მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ვირუსის მეორე ტალღისთვის მოემზადონ, სოციალური პასუხიმგებლობა და რეგულაციების დაცვა გააგრძელონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7001249
25.06.20
არხი:რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
მთავრობის სხდომა
პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა გამართა. გიორგი გახარიამ შეკრებამდე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის სასურსათო, საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერის შესახებ, რაზეც ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორის შორის ამ დრომდე უთანხმოება იყო. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ იწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს შეეხება. გიორგი გახარია: "111 000 ჰექტარი მიწა, ფაქტობრივად, მოწესრიგდება. ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს. ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს, უფასოდ. დღეს 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=7000963
---
ინტერნეტი
26.06.20
მედიასაშუალება: ინფო 9
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთ მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა ის შეიძლება, არც იყოს
პირველი და მთავარი ეს არის, თვითდამშვიდებას არ მივეცეთ და ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში და ეს ოთხი თვე ჩვენ ვწერთ თანდათან გეგმას, კიდევ რა უნდა გაძლიერდეს, რომ უკეთ მომზადებული შევხვდეთ, ვიდრე სექტემბერში. თუ იქნება ეს მეორე ტალღა, შეიძლება არ იყოს. მაგრამ მზადყოფნა აუცილებლად უნდა გვქონდეს. ის ელემენტარული, რასაც ყოველდღიურად, ხანდახან უკვე დაგვცინიან, რომ ვუმეორებთ ხალხს, რომ დიახ, უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან , – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
---
25.06.20
მედიასაშუალება:აიპრესი
პრემიერი: დღეს 496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება
https://ipress.ge/new/premieri-dghes-496-devnil-ojakhs-satskhovrebeli-pharthi-daukanondeba/
---
25.06.20
მედიასაშუალება: ჯიეიჩენი
პოსტ-პანდემიური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს ჩაატარებს
COVID-19-ის გავრცელების აცილების მიზნით საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციები შემუშავდა, რაც უსაფრთხოების ზომების დაცვას, სოციალურ დისტანციას, დეზინფექციას და სხვა მოთხოვნებს გულისხმობს. ბოლო მონაცემებით ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება. ის განთავსების ობიექტები რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ COVID-19-თან დაკავშირებული გეგმიური ინსპექტირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სრულიად უსასყიდლოდ სატრენინგო კურსს გაივლიან. ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეთავაზებული ტრენინგების მიზანია განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ მოახდინონ ადაპტირება ახალ სტანდარტებზე და შემოწმების შემდეგ განაახლონ ოპერირება. სასტუმროების ინსპექტირება ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ ხდება. COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფი დანერგვის მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 1000-მდე წარმომადგენელს ტრენინგი უკვე ჩაუტარა. ადმინისტრაციის უფასო ონლაინ ტრენინგ კურსი განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს. სასწავლო კურსი შემდეგ ძირითად თემას მოიცავდა: პრევენციული ღონისძიებები/ სოციალური დისტანცია; უსაფრთხოების დაცვის საშუალებები; სტუმრის მიღებისა და მომსახურების წესები; კვებისა და სასმელების ბლოკის ოპერირება; სპორტულ-გასართობი სივრცეების მართვა; დასუფთავება/დალაგების წესები და სხვა.
---
25.06.20
მედიასაშუალება: აიპრესი
ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძეს დახურულ ფორმატში შეხვდება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 16 საათზე პარლამენტში მივა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს დახურულ კარს მიღმა შევხდება. აღნიშნული ინფორმაცია “აიპრესს” პარლამენტის კომიტეტში დაუდასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა საკითხების განხილვა მოხდება აღნიშნულ შეხვედრაზე. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის თემა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი იქნება. თუმცა, როგორც “აიპრესს” განუმარტეს, შეხვედრის დეტალების შესახებ ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას თავად გააკეთებს. შეხვედრა დახურულ ფორმატში 16:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტში მინისტრ ტიკარაძის მოსვლას დიდი ხანია ითხოვენ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები. ეკატერინე ტიკარაძემ მათი მოთხოვნა ივნისის დასაწყისში არ დააკმაყოფილა და წერილის საფუძველზე, აცნობა, რომ პარლამენტში ივნისის ბოლო კვირაში მივიდიოდა.
---
25.06.20
მედიასაშუალება: აიპრესი
ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტზე: აღნიშნული კანონპროექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას
„ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ“, – აღნიშნული ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვედევს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპოექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია, ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს რომელიც გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იმ კომპონენტში, სადაც მნიშვნელოვანია დარგის აზრი ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, – აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.
---
25.06.20
მედიასაშუალება:აქცენტნიუსი
საზღვარგარეთ და მათ შორის თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო დაეხმარება იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის, მივიდეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე და ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, იქნება ეს ჯანდაცვის კუთხით თუ სოციალური კუთხით. ხუთი ათასს მოქალაქესთან ჩვენ იძულებული გავხდით, გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად. როცა მთავრობა ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტაცია სწორად, ასევე ვალდებულია მოითხოვოს მოქალაქეებს ყველა საჭირო კომპონენტი, რომელიც შემდგომში არ დაბადებს კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის: აჭარაში რამდენჯერმე გამართლეს აქცია მოქალაქეებმა, რომლებიც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულები. ისინი სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების გაწევას ითხოვდნენ. განახლება საზღვარგარეთ და მათ შორის თურქეთში თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ, - იუწყება აჭარის მთავრობის პრეს–სამსახური. მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით: „აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ. არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ”.
https://accentnews.ge/ka/article/20607-sazgvargaret-da-mat-shoris-turketshi-dasakmebulebi-3
ბათუმელები - https://batumelebi.netgazeti.ge/news/285727/
კვირა ჯი - http://kvira.ge/577050
აიპიენი - http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=126743
---
25.06.20
მედიასაშუალება:აქცენტნიუსი
რამდენი სასტუმრო აკმაყოფილებს საქართველოში პოსტპანდემიურ მოთხოვნებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში პოსტპანდემიურ მოთხოვნებს 459 სასტუმრო აკმაყოფილებს. თუმცა, 24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1 675 სასტუმრო.
https://accentnews.ge/ka/article/20624-ramdeni-sastumro-akmaqopilebs-sakartveloshi-postpan
---
25.06.20
მედიასაშუალება: აიპრესი
თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა
კვირა ჯი - http://kvira.ge/577012
ექსპრესნიუსი - https://expressnews.ge/?id=105919
---
25.06.20
მედიასაშუალება: ტაბულა
სოციალურ აგენტებს ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდებათ, ისინი ამ ეტაპზე აღარ გაიფიცებიან
სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულებს ანაზღაურება, ანუ სამგზავრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა 100 ლარით გაეზრდებათ. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალური აგენტების მოთხოვნების შესრულებასა და პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. შეთანხმების საფუძველზე დასაქმებულები ამ ეტაპზე აღარ გაიფიცებიან. "შემოგვთავაზეს, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და ადმინისტრირების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ვიმუშაოთ. გვითხრეს, რომ სამგზავრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გაიზრდება 100 ლარით. შიდა პროცესებში, თუ სამუშაო ჯგუფის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ წამოვიდნენ, ჩვენ ჩვენს პროფკავშირებთან და სოლიდარობის ქსელთან ერთად აუცილებლად მოვაწყობთ გაფიცვას". – აღნიშნავს სოციალური აგენტი, გია მეჩიტიშვილი. სოციალურმა აგენტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან მიიღეს დაპირება, რომ კონტრაქტები ჯერ ექვსი თვით, შემდეგ კი ერთი წლით გაუფორმდებათ. ამ დროისთვის სოციალური აგენტების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება 80 ლარია, ხელფასის დანარჩენ ნაწილს კი ისინი ბენეფიციარებთან თითო ინტერვიუსთვის იღებენ, დამატებით 4 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.
---
25.06.20
მედიასაშუალება: კვირა ჯი
ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია მოინახულა
სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია მოინახულა, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პრობლემები (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემები), კვალიფიციური დამხმარე პერსონალის ნაკლებობა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარვეზები და ხარისხთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტიური და არათანმიმდევრული გატარება. “მწვავედ დგას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის საჭიროებაც. არასრული დაფინანსების გამო, პაციენტებს საკუთარი ხარჯებით ან კვლავ სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის დახმარებით უწევთ თანხის შევსება სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ტარიფამდე. ერთიანი სახელმწიფო პროგრამა არსებითად გააუმჯობესებდა კიბოს პაციენტების მკურნალობასა და წამლებზე წვდომას, ასევე, გააჩენდა კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
---
25.06.20
მედიასაშუალება: კვირა ჯი
დიმიტრი ხუნდაძე: არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს
არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს , – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები სავარაუდო გადაცდომების კვალს შლიან, როდესაც რეგულირების სააგენტო მათ შემოწმებას გეგმავს. „არის კლინიკები, სადაც არ ხდება სტანდარტების დაცვა და ზოგჯერ სარისკო ხდება, რომ პაციენტმა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს. შესაძლოა, გარკვეული გადაცდომა სიცოცხლის ხელყოფის ტოლფასიც კი გახდეს. ამიტომ მაკონტროლებელი ორგანოს და სერვისის მიმწოდებლის პასუხისმგებლობაც ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე, რომ იქნას ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი. იყო შემთხვევები, როდესაც მაკონტროლებელი ორგანო სამედიცინო დაწესებულების შესამოწმებლად შედიოდა სასამართლო გადაწყვეტილებით. ეს უკვე ცნობილი ხდებოდა იმ ობიექტისთვის, რომლის შემოწმებაც იგეგმებოდა და ზოგჯერ ხდებოდა გარკვეული ქმედებები, რომელიც შლიდა კვალს გადაცდომის მიზეზის ობიექტურად დასადგენად“, – განაცხადა ხუნდაძემ.
---
25.06.20
მედიასაშუალება: ინფო9
ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების მხოლოდ მცირე ჯგუფია, რომლისთვისაც ახალი კანონპროექტი რატომღაც რისკს წარმოადგენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მძევლები არიან
---
25.06.20
მედიასაშუალება: ნეტგაზეთი
PCR ტესტირებისთვის აპარატურის შესაძენად ADB საქართველოს 400 ათას ევროს გამოუყოფს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს 400 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყვეს. როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ეს თანხა სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდება, რაც PCR ტესტირებისთვის არის საჭირო. “აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 400 000 ევროს ოდენობის გრანტი ხელს შეუწყობს საქართველოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, შეიძინოს სამედიცინო აპარატურა. გრანტის თანხა მოხმარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უახლესი აპარატურის შეძენას ე.წ. PCR ტესტირებისთვის”, – წერია განცხადებაში. გრანტის გარდა, აზიის განვითარების ბანკმა მიმდინარე წელს საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხიც გამოუყო, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს ანტიკრიზისულ გეგმას.
https://netgazeti.ge/news/463550/
---
25.06.20
მედიასაშუალება: ბიემჯი
1331 სასტუმროდან 291-მა შემოწმება ვერ გაიარა
1331 სასტუმროდან 291-მა შემოწმება ვერ გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "ბოლო მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება. ის განთავსების ობიექტები, რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ COVID-19-თან დაკავშირებული გეგმური ინსპექტირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სრულიად უსასყიდლოდ სატრენინგო კურსს გაივლიან. ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება"-ნათქვამია განცხადებაში.
https://bm.ge/ka/article/1331-sastumrodan--291-ma-shemowmeba-ver-gaiara/59211/
---
25.06.20
მედიასაშუალება: მედიანიუსი
„ემპათია“ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი „ემპათია“ გმობს პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს და მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების მხრივ ინიციატივა საბჭოთა მიდგომებთან დაბრუნებას გულისხმობს. ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ. "24 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დაჩქარებული წესით ჩატარდა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/489/9; 16.06.2020) განხილვა. ცვლილებების ინიციატორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ცენტრი „ემპათია“ გმობს ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს და მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების მხრივ აღნიშნული ცვლილებები საბჭოთა მიდგომებთან დაბრუნებას გულისხმობს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, ვინაიდან იგი არღვევს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. ინიცირებული ცვლილებები ზღუდავს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების შესაძლებლობას, სააგენტოს ანიჭებს სასამართლო დავების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების დაჯარიმების უფლებას, ასევე გულისხმობს საჯარიმო სანქციების ზრდასა და ლიცენზირების პირობების შეცვლას. მივიჩნევთ, რომ ამგვარი ცვლილებები შეიცავს პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციისა და სადამსჯელო მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს და წარმოადგენს საბჭოთა მმართველობის სისტემის გაგრძელებას. ამავდროულად, ხასგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული რეგულირების საკითხები დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში რეგულირდება პროფესიული ასოციაციების მიერ, ხოლო სადავო საკითხები წყდება მხარეებს შორის სასამართლო დავებით. ამ მხრივ, საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული რაიმე სახის რეფორმა არ განხორციელებულა. რეგულაციების სიმრავლემ და ცვლილებებმა შექმნა კორუფციული გარიგებებისა თუ პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროების საფრთხეები. ხაზგასასმელია, რომ ცენტრ „ემპათია" სადამსჯელო მისიით 2019 წლის აგვისტოში თავს დაესხა რეგულირების სააგენტოს 3 თანამშრომელი, რომლებიც სრულიად უკანონოდ ითხოვდნენ ორგანიზაციის დაჯარიმებას. სასამართლო დავა ცენტრ „ემპათია“ - სთან 2020 წლის თებერვალში რეგულირების სააგენტომ წააგო, თუმცა, მიუხედავად მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა, ჯანდაცვის მინისტრს რეაგირება არ მოუხდენია. მეტიც, აღნიშნულმა უწყებამ წარმოადგინა სრულიად დაუსაბუთებელი საბჭოთა სტილის ცვლილებები, რომლებიც არც ერთ პროფესიულ ასოციაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილებები კავშირში არ არის პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მნიშვნელოვნად არღვევს პაციენტის თავისუფალი არჩევანის უფლებას",- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
25.06.20
მედიასაშუალება: პია ჯი
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს იცავს
„ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექი მოქალაქეების ინტერესებს იცავს. „ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა, იწვედევს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპროექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია. ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს, რომელიც გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ კომპონენტში, სადაც მნიშვნელოვანია დარგის აზრი, ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი.
25.06.20
მედიასაშუალება:ინფო 9
ეკატერინე ტიკარაძე: ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან
ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ უცხო ქვეყანაში ინფექციის აღმავალი ტალღა შეინიშნება, ეს საქართველოსთვის ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს, რომ მოხდეს ვირუსის შემოტანა და გავრცელება. „ჩვენ გვქონდა მსგავსი შემთხვევა ისრაელთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ განვიხილავდით ფრენების აღდგენას, მაგრამ თვითონ მოკავშირე ქვეყნის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ჩვენ, ორივე ქვეყანა ვთანხმებით, რომ თუ იქ არის ინფექციის აღმავალი ტალღა, ეს წარმოადგენს საქართველოსთვის ძალიან დიდ რისკს, რომ მოხდეს ინფექციის შემოტანა და გავრცელება. ჩვენ დღესაც გვაქვს მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს დიდ რისკს საქართველოსთვის. ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს, რაც დღესაც არის ძალაში და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინე პირობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ბრუნდებიან,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
25.06.20
მედიასაშუალება: ინტერპერსნიუსი
ეკატერინე ტიკარაძე - კომიტეტში შეხვედრის მთავარი საკითხი იყო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ იანვრის თვეში დავიწყეთ
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხარეებმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე ისაუბრეს. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მუშავდება ახალი, მოცულობითი კანონპროექტი, რომელიც 5-10 წლის მანძილზე ფარმაცევტული მიმართულებით ქვეყნის მთავარი სტრატეგია იქნება. „დღეს კომიტეტში შეხვედრის მთავარი საკითხი იყო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ იანვრის თვეში დავიწყეთ. იცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში უსაფრთხო წამლის შემოტანა უზრუნველვყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ფასთა რეგულაციები. დღეს სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც გარკვეული საკვანძო დეტალები განვიხილეთ, მუშაობას განაგრძობენ როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე ჯანდაცვის კომიტეტი. ამ პროცესში მეც სრულად ვიქნები ჩართული. ჩვენ უნდა გავწეროთ გლობალური კანონპროექტი, რომელიც იქნება ქვეყნის სტრატეგია შემდგომი 5-10 წლის მანძილზე. ეს კანონპროექტი ჯერ არ არის შემოტანილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ამჟამად მოქმედი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი მოძველებულია და არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. შესაბამისად, ხუნდაძის თქმით, საჭიროა მისი განახლება. მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირებამდე, ფართო განხილვის საგანი იქნება. „შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო წინასწარ დაგეგმილი თემა, რომელზეც ჩვენ თვეზე მეტია ვმუშაობთ - ეს არის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონი, რომელიც 2009 წელს არის მიღებული და მას შემდეგ ის არ განახლებულა. ეს კანონი დღეს უკვე მოძველებულია და გამოწვევებს ვერ პასუხობს. მთავარი მიზანია, რომ ჩვენ მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მიზანი და რომ ის იყოს ხელმისაწვდომი როგორც გეოგრაფიულად, ასევე ფინანსურადაც. ეს ძალიან მსხვილი პაკეტია. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან. ვამზადებთ ამ კანონპროექტს ინიცირებისთვის, მაგრამ სანამ პარლამენტის წინაშე წარდგება, ის იქნება ფართო განხილვის საგანი. ის ახლა მუშა პროცესშია და მინისტრთან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ხუნდაძემ.
---
25.06.20
მედიასაშუალება: ინტერპრესნიუსი
ჯანდაცვის მინისტრი - იმ კომპონენტში, რომელშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარგის აზრი, გავივლით კონსულტაციებს
იმ კომპონენტში, რომელშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარგის აზრი, გავივლით კონსულტაციებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განუცხადა. მინისტრისვე თქმით, კანონპროექტები, რომლებიც მიიღება შესაძლოა, გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდეს, თუმცა უწყება ნაბიჯის უკან გადადგმას არ აპირებს. „კანონპროექტები, რომელიც მიიღება ხშირ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს ინტერესთა კონფლიქტს, ეს კანონპროექტი რომელიც დასატანია კანონში დასამტკიცებლად, იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და მათ ინტერესებს. ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს უკან მათ დასაცავად, თუმცა იმ კომპონენტში რომელშიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარგის აზრი, გავივლით კონსულტაციებს. მე დღესაც მივდივარ პარლამენტში 16:00 საათზე და ხვალაც მივდივარ,”-განაცხადა ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში მივა. მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდება. ცნობისთვის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, თუკი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევები გამოვლინდება. ამასთან, ცვლილებების პროექტის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, განახორციელებს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას მაკონტროლებელ ორგანოსთან, რომლის ფორმასა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი.
---
25.06.20
მედიასაშუალება: კომერსანტი
მინისტრს აკვიატებული აქვს, რომ ერთი წარბის აწევაზე მთელი სამედიცინო დარგი მის ფეხქვეშ უნდა იყოს გართხმული - ლევან კობერიძე
„ამ დადგენილებებითა და სანქციებით იჩაგრებიან კარგი კლინიკები, ისინი, ვინც ხარისხიანად მუშაობს, ვინც თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ცუდი სამედიცინო სერვისის მიწოდებას არ იკადრებს. თუ მართლა სისტემური რეფორმა უნდა ვინმეს, ნებართვები შეუჩერონ იმ კლინიკებს, რომლებიც გარკვეული მაღალჩინოსნების მფარველობაში არიან და მდარე ხარისხის სამედიცინო სერვისს აწვდიან პაციენტებს და თავისთვის მეტ მოგებას ნახულობენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა. ჯანდაცვის სისტემაში არსებული ცვლილებები, დადგენილებები, № 520-ე და №385-ე დადგენილებები, ბოლოს კი სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი,რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ჯანდაცვის ბოლო დინამიკასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მთავრობის მხრიდან კონკრეტული ქსელური თუ მსხვილი კლინიკებისთვის სასათბურე პირობების შექმნას ემსახურება, რაც მათ სათავეში მყოფი მაღალჩინოსნების ხელშეწყობას ნიშნავს. კობერიძე არ საუბრობს კონკრეტულ კლინიკებსა და მაღალჩინოსნებზე, თუმცა ხაზს უსვამს ქვეყნის უმსხვილესი კლინიკათა ქსელის „ევექსის“ ხელშეუხებლის სტატუსს. „ თითქოს 520-ე დადგენილება საბიუჯეტო თანხების დაზოგვას ემსახურება, სინამდვილეში ეს არის არასწორი განფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და ვისაც ხარისხიანი სერვისი აქვს ჯანდაცვაში სწორედ მათ შეუქმნის პრობლემებს. ვინც მდარე ხარისხის მომსახურებას აწვდის მოსახლეობას , მათ უმტკივნეულოდ გადააქვთ ეს ახალ-ახალი რეგულაციები. რა ნაბიჯებსაც დგამენ სამინისტროში არის არაპროფესიონალური, არასისტემური და ამოვარდნილი მთლიანად იმ მიმართულებიდან, როგორც ვითარდებოდა სექტორი. თუ სახელმწიფო კლინიკებისკენ მიდის ჯანდაცვის მინისტრის ხედვა, მაშინ მოვიდეს პარლამენტში და განვიხილოთ ეს საკითხი. ამ შემთხვევაში, ჯერ სახელმწიფო კლინიკებში გააუმჯობესოს მდგომარეობა და მერე დაიწყოს კერძო კლინიკების დაწიოკება. სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ამის მაგალითია, რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფოები. რამდენი წელია შემოწმებაც შეუძლიათ ამ საავადმყოფოების, სასამართლოს გარეშე.რადგან მათია - მაშინ რატომაა ამ საავადმყოფოებში ასეთი ცუდი მდგომარეობა? მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ მდგენელსაც - ეტყობა არ მოსწონს ვიღაცას არჩევნებამდე ის, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 100 000-ამდე ადამიანი თავს საკმაოდ თავისუფლად გრძნობს, რადგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა კერძო კლინიკები. არ გამოვრიცხავ, რომ ასე დაჩქარებული წესით ამ დადგენილებების შემოტანა ამ მიზეზითაც იყოს გამოწვეული. სამინისტროს უნდა რომ სასამართლო ჩამოიშოროს და თვითონ გახდნენ დამსჯელიც და შემავიწროვებელიც, როგორც საბჭოთა პერიოდში არსებული სისტემა იყო. მინისტრს აქვს აკვიატებული იდეა რომ მისი ერთი წარბის აწევაზე მთელი სამედიცინო დარგი მის ფეხქვეშ უნდა იყოს გართხმული - სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ,“- განმარტავს კობერიძე. როგორია ჯანდაცვის განვითარების ძირითადი ხედვა, რა შედეგის მოლოდინით იდგმება ეს ნაბიჯები კლინიკებში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, როგორია ჯანდაცვის მომავალი, თუკი ამ ტემპით მოხდება ცვლილებების განხირციელება? ვინ იგებს და ვინ აგებს მომავლის ასპარეზზე და ამ ხედვით, არის თუ არა პირველ ადგილზე პაციენტისთვის ხარისხის მიწოდება? ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ამ ყველაფრის ეფექტი, სერვისების დაბალ ხარისხს ან საერთოდ გარკვეული სერვისების გაქრობას გამოიწვევს, რადგან სანქციების შედეგად კლინიკა, როგორც ეკონომიკური სუბიექტი ვეღარ იფუქნციონირებს, აღარ გაკეთდება რთული ოპერაციები და პაციენტები უცხოეთის კლინიკებს მიმართავენ. „ამ სანქციებით, ჩვენ უკუეფექტს მივიღებთ - პაციენტსაც გაუუარესდება სერვისების მიწოდება, კარგი კლინიკები ისეთ პირობებში ჩავარდებიან ბოლოს, რომ მათ მუშაობას აზრი არ ექნება, დარჩებიან მხოლოდ მსხვილი ქსელური საავადმყოფოები, როგორიცაა ევექსი. იხეირებენ სწორედ ასეთი მსხვილი ქსელური კლინიკები იმიტომ, რომ მათი ხმა რატომღაც ამ პროტესტში არ ისმის. ბაზარზე გარკვეული სამედიცინო სერვისები გაქრება კიდეც იმიტომ, რომ კლინიკები უბრალოდ ინვესტიციას აღარ გააკეთებენ მაღალტექნოლოგიურ განვითარებაში, რადგან სახსრები აღარ ექნებათ. რთული ოპერაციები აღარ კეთდება კარდიოქირურგიაში. მომავალში პაციენტებს ან ჯიბიდან ჩუმად დამატება მოუწევთ თანხების ან საზღვარგარეთ წასვლა. უკონტროლო ძალაუფლება ეძლევა სამინისტროს, რომ კლინიკებთან მიმრთებაში როგორც უნდა ისე დასაჯოს. ხელისუფლებას აწყობს მორჩილებაში მყოფი ყველა სექტორი, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის ჯანდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ცვლილებები და ამის განხილვა უნდა ხდებოდეს პარლამენტში და შემდეგ უნდა ხდებოდეს ასეთ რეფორმატიულ აქტებზე მსჯელობა, რა არა ის რომ ახლა უხეში ჩარევებით ცდილობს თითქოს სამინისტრო სექტორის მკურნალობას,“- განაცხადა ლევან კობერიძემ. საქართველოს მთავრობის № 520-ე და №385-ე დადგენილებების ამოქმედების შემდეგ ჰოსპიტალური სექტორის გამოწვევაა ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის დაჩქარებული წესით განხილვასაც ტიკარაძის უწყება ცდილობდა და რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის კომიტეტს ნანახი არ ჰქონდა. ამ კანონპროექტით მკაცრდება სანქციები საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის. მომზადებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გახდა როგორც დეპუტატების, ასევე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების კრიტიკის საგანი. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ კანონპროექტის განხილავა არ დაიწყება ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
---
25.06.20
მედიასაშუალება: ბიემჯი
კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს - ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროს რეგულირებაზე
„ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ“, - აღნიშნული ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „ამ კონკრეტულ კანონპროექტში ბიზნესის ჩართვა შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ კანონპროექტებს, ხშირ შემთხვევაში ვიღებთ, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. აღნიშნული კანონპოექტი იცავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და შესაბამისად მათ ინტერესებს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტი და უპირველესია, ამ მიზნისთვის კი შევინარჩუნებთ იმ პოზიციებს რომელიც გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა იმ კომპონენტში, სადაც მნიშვნელოვანია დარგის აზრი ჩვენ აუცილებლად გვაქვს მათთან კომუნიკაცია“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების კანონპროექტზე იმსჯელეს, რომელიც სექტორში ჯარიმების მოცულობას ზრდის და რეგულირების პროცესში სასამართლოს როლს ამცირებს. კომიტეტის შეფასებით, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა დროებით უნდა შეჩერდეს, ამ პერიოდში კი სამინისტრომ ჯანდაცვის სექტორთან უნდა აწარმოოს კონსულტაციები. კერძო სექტორთან არსათანადო კომუნიკაციის გამო ტიკარაძის უწყებამ კომიტეტის თავმჯდომარისგან კრიტიკაც დაიმსახურა.“რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში, როდესაც მოდის გამუდმებული ჩივილები, რომ არაფერი შეთანხმებული არ არის? რატომ გვაყენებთ ჩვენ ამ მდგომარეობაში?” - ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას. “როგორც ჩანს კერძო სექტორთან მუშაობის ფორმატები ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დასახვეწი. ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი ბევრჯერ გამეორდა დარგის მხრიდან. მე არ ვითხოვ სამინისტროსგან რომ მათ გაითვალისწინონ დარგის ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, უბრალოდ საჭიროა დაფიქსირდეს ფაქტი, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდეს პარლამენტში კანონპროექტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამის არარსებობის გამო, გადავდეთ ეს საკითხი. არ მივესალმებით სასამართლოსთან მიმართებაში იმ მოცემულობას, რაც იყო წარმოდგენილი, მისი ამოღება არ არის კარგი იდეა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ დარჩეს სასამართლოს წესი, თუმცა დოკუმენტაციის ამოღება მოხდეს კლინიკისთვის შეუტყობინებლად,”- განაცხადა გუშინ რომან კაკულიამ. დღეს მორიგი განხილვა შედგა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, სადაც კომიტეტმა ტიკარაძის უწყების მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც სამედიცინო საქმიანობას არეგულირებს, მხარი დაუჭირა, თუმცა ორი დათქმით, რაც პრინციპული საკითხების ცვლილებას ეხება. კერძოდ, კაკულიას კომიტეტმა სთხოვა მთავრობას, რომ სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას სასამართლოს ფაქტორი კვლავ დარჩეს, თუმცა განხილული იყოს ორი ვერსია - მარეგულირებელმა მიიღოს სასამართლოს ნებართვა და შევიდეს კლინიკაში გაუფრთხილებლად, ან მარეგულირებელი შევიდეს კლინიკაში და 24 საათში მიიღოს ნებართვა. მეორე დათქმა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოითხოვა არის შემდეგი: სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს, ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება. აღსანიშნავია, რომ მთავრობა ინიცირებული ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას ითხოვდა, თუმცა საკითხზე პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი განხილვა გაიმართა, რის შედეგადაც, საკითხის განხილვა წამყვანმა, ჯანდაცვის კომიტეტმა გადადო, რაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განმარტებით ნიშნავს, რომ საკითხი დაჩქარებული წესით აღარ განიხილება.
---
ბეჭდური მედია
26.06.20
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მთავრობა მუშაობს!
"ყველა ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშნებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად, მიმართული არის იმ 25 000 ჩვენი მოქალაქის კეთიდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "ყველაზე მნშვნელოვანი გახლავთ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს 5 წლის განმავლობაში. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად მიმართულია იმ 20 ათასი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს“, - განაცხადა გახარიამ. 496 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები დაუკანონდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "დღეს 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანდაცვის სამინისტრო გადსცემს ახალ ფართს, ახალ ბინას, ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვისა. წლის ბოლომდე ჩვენ მსგავსი დადგენილებები კიდევ რამდენიმე გვექნება, რომლებიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის მასშტაბით". მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, - პრემიერ მინისტრის თქმით, მიწის რეგისტრაციის მომდევნო ეტაპი ხუთი მუნიციპალიტეტის - თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეუს შეეხება. "დღეს რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხია, რომელზეც მოგვიწევს მსჯელობა. პირველ რიგში მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი, შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 000 ჰა მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება, ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა
---
26.06.20
მედიასაშუალება: რეზონანასი
ჯერ კრიზისია სამართავი და მერე ანტიკრიზისული გეგმით შემდგომი განვითარება
---
26.06.20
მედიასაშუალება: რეზონანასი
მზადდება დიდი სოციალური პროტესტი - ან ხელფასის გაზრდა, ან გაფიცვა!
სოციალური აგენტები, სოციალურ დაცვას და გარანტიებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ. სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმებულებს 80 ლარიდან ხელფასის 160 ლარამდე გაზრდას და სამუშაო ჯგუფის შემქნას სთავაზობს, სადაც სოცმუშაკების ინტერესების დამცველი პროფკავშირი წარმოდგენილი არ იქნება. ეს პირობები აგენტებისთვის ნიუღებელია. ირკვევა, რომ ადამიანები, რომელთა მუშაობაზეც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის ქულების მინიჭებაა დამოკიდებული, ხშირად ბენეფიციარებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.
---
26.06.20
მედიასაშუალება: რეზონანასი
ამირან გამყრელიძე: ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ძაღლებში ცოფი გაჩნდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა აიცრას, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ამასთან, ცოფის ვაქცინას, წინასწარ, პრევენციული დანიშნულება არ აქვს.
---
26.06.20
მედიასაშუალება: რეზონანასი
100 - კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება - პაატა იმნაძე
რამდენიმე ბიზნესსექტორი დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მალე ამუშავდება, როგორც კი დაკეტილი ბიზნესსექტორი ამუშავდება, მერე დარჩება ქორწილები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ POSTVის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს ქორწილებში ადამიანების რაოდენობის გაზრდაზე მსჯელობა მიმდინარეობს. „ვიცი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელოდება ამას და უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, რაოდენობა გაიზრდება. შევჯერდებით რამდენ ადამიანამდე გაიზრდება ქორწილებში სტუმრების რაოდენობა, მაგრამ 100 კაციანი ქორწილების იმედი ჯერ ნუ გვექნება. თუ მოვდუნდებით, მერე ვეღარ გავაჩერებთ და ამიტომ ჯობია თადარიგი დავიჭიროთ“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
---