From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი 17 ივლისი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 17.07.2020 08:47
Attachments :


მედიამონიტორინგი 17 ივლისი

 

 

ტელევიზია

 

 

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედოს

16.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    16.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს იმ სოციალური ჯგუფების სიის გადახედვა დაავალა, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე წლის ბოლომდე იქნება შესამჩნევი, ამიტომ სახელმწიფომ გარკვეული ჯგუფების დასახმარებლად დამატებითი რესურსი უნდა მოიძიოს. „კიდევ ერთხელ ვნახოთ მიზნობრიობის სახით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, იმისთვის რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. მიუხედავად ყველა იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები, იმისთვის რომ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

---

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინსიტროების წარმომადგენლები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდენენ

16.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

Link:    16.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინსიტროების წარმომადგენლები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდენენ. მხარეებმა ბიზნესისს განვითარების გეგმები და კრიზისიდან გამოსვლის შესაზლებლობები განიხილეს. შეხვედრას "აწარმოე საქართველოში" დირექტორი, საბჭოს წევრი კომპანიების წარმოამდგენლები და ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. "მიმოვიხილავთ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც გეგმავს საქართველოს ხელისუფლება,"-განაცხადა გენადი არველაძემ.

---

ანტისანიტარია, უმძიმესი პირობები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 17:00

Link:    16.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

ანტისანიტარია, უმძიმესი პირობები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა სამედიცინო დაწესებულებებში. სახალხო დაცველის კვლევა, რომელიც 16 მუნიციპალიტეტში ჩატარდა 70 სოფლის ამბულატორიაში არსებულ ვითარებას აღწერს. დასკვნაში რომელიც დღეს გასაჯაროვდა ადასტურებს რომ ანტისანიტარიის გარდა ე.წ სოფლის ექიმებს მუშაობა მიზერულ ხელფასზე უწევთ. კიდევ ერთ გამოწვევად რჩება ინტერნეტი. ექიმებს არ ეძლევათ საშუალება პაციენტის მონაცემები ეიყვანონ ბაზაში და მათ თავად ნახონ პაციენტის ისტორია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩვნთან საუბარიშ ამბობს რომ ეს პრობლემები მათთვის ცნობილია და უკვე ერთი წელია საკითხზე დაწყებულია მუშაობა. "უკვე დასრულებულაი 350 სოფლის ამბულატორიის რმონტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აქტიურად იმშავა ამ მიმართულებით და მომავალი წლიდან იგეგმება 400-მდე შენობის აშენება რეაბილიტაცია", - თამარ გაბუნია.

---

რა ეშველება ხალხს ვინც კორონა პანდემიამ უმუშევარი დატოვა და ამ დრომდე დაუსაქმებელია?

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 17:00

Link:    16.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

რა ეშველება ხალხს ვინც კორონა პანდემიამ უმუშევარი დატოვა და ამ დრომდე დაუსაქმებელია? პრემიერი გახარია აანონსებს რომ ეკონომიკური კრიზისი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთავრობა სოციალურ დახმარებებს კიდევ ერთხელ გასცემს. პრემიერის წუხილი და გამოსავალი მოქალაქეების წინასააღჩევნოდ მოსყიდვის მცდელობად აღიქვეს ოპოზიციაში. "საქართველოს ხელისუფლება მოექცა ბოროტად და უნამუსოდ საკუთარ მოქალაქეებს, როდესაც ყველაზე მძიმე დროს არ გაუწია პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარება ", რომან გოცირიძე. პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება უკვე გაეწია, მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადაიხედოს და დახმარების გასაწევად დამატებითი ფინანსები მოიძიოს.

---

რატომ დაიხურა ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო? - ინტერვიუ ტიკარაძის მოადგილესთან

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

Link:    16.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, ანუ “უნივერსალური სამედცინო ცენტრი” დაიხურა. ყოფილ კლინიკაში დასაქმებული 225 ადამიანი, მათ შორის 150 მედიკოსი სამსახურიდან არის დათხოვნილი. მათ ჯანდაცვის სამინისტრო 2-თვიან კომპენსაციას გადაუხდის. “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში მარტში გადავიდა, იქამდე კლინიკა ასევე სახელმწიფოს ხელში იყო და ის “საპარტნიორო ფონდის” შვილობილ კომპანიას, “კლინიკების განვითარების კომპანიას” ეკუთვნოდა. პანდემიის პირობებში სამედიცინო ცენტრის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით BMG ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს ესაუბრა. წოწკოლაური ამბობს, რომ კლინიკის ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს საქმიანობა შეეჩერებინა. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ კონკრეტდება თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს კლინიკის რეაბილიტაციას. გიორგი წოწკოლაური ასევე ამბობს, რომ კლინიკა ფინანსურ კრიზისშიც იყო და მას მედიკოსთა სახელფასო დავალიანებები ჰქონდა.

---

წამლების დეფიციტი და გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე - ხელისუფლების ახალი რეგულაციის შესაძლო შედეგი

16.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    16.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

წამლების დეფიციტი და გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე - ეს არის შედეგი, რომელსაც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა შვიდიდან 15 დღემდე ხანგრძლივდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამან შეიძლება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ისედაც მძიმე ვითარებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და გაძვირებულ ფასებთან ერთად, მომხმარებელმა, ვისაც წამლის საყიდელი ფული ჯერ კიდევ აქვს, მედიკამენტის ყიდვა უბრალოდ, მისი დეფიციტის გამო ვერ შეძლოს. ნაცვლად იმისა, რომ დღეს, აი ამ გაჭირვებულ პერიოდში, იზრუნონ იმისთვის, რომ რამენაირად წამლის ფასმა დაიწიოს, პირიქით, რაც ბოლო წლებში სულ ზრდისკენ მიდის, აი ამ რეგულაციით, რომელიც მათ მოიფიქრეს და შემოაქვთ, კიდევ უფრო დიდი რისკი არის იმის, რომ წამლის ფასი გაიზარდოს, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონების" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო შეიცვალა და ეს ცვლილებები მცირე კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტ სერგო ჩიხლაძის თქმით, ეს კომპრომისული ვარიანტი სირთულეებს ძირითადად ორი მიმართულებით გამოიწვევს - ფასის მატება და გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი. საგანგაშო პროგნოზებს არ იზიარებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცედურის შვიდი დღიდან 15 დღემდე გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რამაც ბაზარზე წამლის ფასზე შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს.

---

"დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა" - ომბუდსმენმა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებზე ანგარიში წარადგინა

16.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    16.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში - სახალხო დამცველი პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ სპეციალური ანგარიშს აქვეყნებს. მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ამბულატორიების ნაწილში არაერთი დარღვევაა მათ შორის სამედიცინო პერსონალი არასათანადოდაა ტექნიკით უზრუნველყოფილი. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით უკვე მიმართა. "ჩვენ დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა," - აცხადებს სახალხო დამცველი და ხაზს უსვამს იმას, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაავადების გამოვლენაში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს და არსებული სიტუაციის გამოსწორება კრიტიკულად მნიშვნელოვანი

---

პირველი კვლევა პანდემიის შემდეგ

16.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    16.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

სოციალურ ეკონომიკური ნაწილი უკვე აჩენს იმ დრამატულ გავლენას, რომელიც კორონავირუსმა ქვეყანას მიაყენა. უმწვავეს გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. მოსახლეობის 53%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და არც იმედი აქვთ. 74 %-ის აზრით, კოვიდ 19-ის შედეგებისგან ეკონომიკა სწრაფად ვერ აღდგება. სპეციელისტების აზრით, ხელისუფლების მიმართ ნდობას შიმშილის შიში მალე შეცვლის. პესიმისტური მიდგომა ედისონ რისერჩის კვლევის შედეგებმაც დაადასტურა. მმართველი გუნდი ამ სენსიტიურ საკითხზე საუბარს ისევ გაურბის. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ანალიტიკოსების აზრით, სიკვდილის შიშს მალე შიმშილის შიში ჩაანაცვლებს.

---

„იმუშავე საქართველოდან“ - რას სთავაზობს მთავრობა უცხოელებს?

16.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    16.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პროექტი გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები, მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ. ამავე თემაზე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგაც გააკეთა კომენტარი. არის თუ არა - ბიზნეს ვიზიტორების მოზიდვა ერთგვარი ალტერნატივა ტურისტების და რა პირობებებს სთავაზობს მთავრობა? ასევე ქვეყანაში ავია მიმოსვლსი აღდგენა დამოკიდებულია იმაზე თუ რას გაწვდება საქართველოს მთავრობა უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვალსაზრისით. მარიამ ქვრივიშვილი:"ეს შესაძლებლობას მოგვცემს პირველ რიგში შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტა და გრძელვადიანი ვიზიტორები."

---

კორონას უცნობი წყაროები

16.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    16.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

ყარაჯალა კიდევ ერთი სოფელია საქართველოში, სადაც კორონავირუსის არ სჯერათ. ე.წ. ოქროს სტანდარტით ჩატარებული - PCR ტესტით დადგენილია, რომ 10 თვის ბავშვს COVID-19 აქვს, თუმცა ადგილობრივები ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, მათი არგუმენტია, რომ სოფელში COVID-19-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის გამოვლენილი, არც ჩვილის ოჯახის წვერები არიან ინფიცირებულები. ადგილზე მისულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ ბავშვის სიმპტომები კბილის ამოსვლას უკავშირდება. ჩვილის ბებია და პაპა კი ამტკიცებენ, რომ ტემპერატურა, დიარეა და ცხელება ბავშვის მოწამვლამ გამოიწვია. ისინი ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. სოფელ ყარაჯალაში კი პარალელურად ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის წყაროს და კავშირებს ეძებენ. მედიკოსებმა წყაროს ამ დრომდე ვერ მიაგნეს, 17 კავშირი კი უკვე მოძიებული. 10 თვის ბავშვი თელავის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში დედასთან ერთად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატარას ვირუსი ნაწლავური ინფექციით და ტემპერატურით დაეწყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის მონაცემები 2-ჯერ PCR ტესტით გადამოწმდა. დღეს დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც ასევე უცნობია რა გახდა 72 წლის კაცის ინფიცირების წყარო. ხანში შესული მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ამ დრომდე მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების კვლევა. ქვეყანაში ვირუსი ისევ ცირკულირებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დღის განმავლობაში დადასტურებული ერთეული შემთხვევები, რომლის წყაროც უცნობია არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო გააქტიურდა, თუმცა თვლის, რომ საყურადღებოა. ეკატერინე ტიკარაძე: "ვაანონსებთ ყოველთვის და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მნიშვნელოვანი არის ვისწავლოთ თანაცხოვრება ვირუსთან ერთად, რაც მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ შემდეგი გავრცელება ვირუსის ავიცილოთ და ასევე რა არ გაუარესდეს ქვეყანაში ეპიდ ვითარება." ამ პანდემიის პირობებში ყველა იმ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც დახმარება დასჭირდება აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი რესურსები გამოიყოფა. შესაბამისი დავალება დღეს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს მისცა. გიორგი გახარია: "ჩვენ ვიბრძვით 2 ფრონტზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ვისაუბროთ."

---

იუნისეფის კვლევა

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    16.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაერთვება ე.წ. „ოცნების ქალაქის“ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განიხილავს კრიტერიუმებს მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით. ამის შესახებ Unicef-ის წარმომადგენლისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრისას ისაუბრეს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები. იუნისეფის კვლევის თანადამ 2დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის შემცველბოა ძალიან მაღალია. საორიენტაციო ნიშნულად მკვლევაფებმა აიღეს 5მიკროგრამი დეცილიტრი და აღმოჩნდა რომ აჭარაში ყველაზე სავალალო მდოგმარეობაა და ბავშვების დაახლოებით 80%ს ამ ნიშნულზე მაღალი აქვს ტყვიის სისხლში შემცველობა. გურიაში ეს მაჩვენებელი 73%, შედარებით ნაკლებია დედაქალაქში - დაახლოებით 30%. ამ თემასთან დაკავშირებით გადაცემის სტუმარია თაკო უგულავა. მისი თქმით დასავლეთ საქართველოში გაზრდილია პროცენტული რაოდენობა, რის გამოც სახელმწიფომ შეიმუშავა 10წლიანი პროექტი.

---

სოფლის ექიმის პრობლემები

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    16.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დროს მთავარ პრობლემად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ინტერნეტის უზრუნველყოფა და სოფლის სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება რჩება. ,,სოფლის ექიმის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონიტორინგი სახალხო დამცველმა ჩაატარა, დღეს პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. თამარ გაბუნიას განმარტებით, რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ჯანდაცვის სამინისტრო, მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ნინო ლომჯარია : "ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ადგილზე, რეგიონებში. ხშირ შემთხვევაში ინფასტრუქტურული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, ბევრ ადგილზე სუფთა წყალი საერთოდ არ მიეწოდება ამბულატორიებს, ძალიან დაბალია სოფლის ექიმის ანაზღაურება, ხშირად ისინი შეთავსებით რამდენიმე ადგილზე მუშაობენ, მათ უწევთ საკუთარი მცირე ხელფასით შეიძინონ მედიკამენტები. გარდა ამის, ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტზე კომუნიკაცია შეუძლებელია, რაც ართულებს იმას, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეიყვანონ"

---

მძიმე ყოფა ამბულატორიებში

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 22:00

Link:    16.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00

ანტისანიტარია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და უმძიმესი პირობები სამედიცინო დაწესებულებებში. სახალხო დამცველმა 16 მუნიციპალიტეტის სამედიცინო ამბულატორიაში არსებული ვითარება აღწერა, შედეგი კი საგანგაშოა. არასახარბიელოა ექიმების ანაზღაურებაც. სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში რემონტი გააკეთეს, თუმცა ისინი თავიდან გასარემონტებელია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დღეს შეხვედრაზე სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს ისმენდა. ის ზუსტად ვერ ამბობს პრობლემები როდის მოგვარდება.

---

მთავრობის სოციალური დახმარებები

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 22:00

Link:    16.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური კრიზისი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთავრობა სოციალურ დახმარებებს კიდევ ერთხელ გასცემს. რა ვადებში მიიღებენ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანები დახმარებას პრემიერ მინისტრს არ უთქვამს. თუმცა მოსახლეობის თქმით, დახმარება არც წინა ჯერზე მიუღიათ და იმედი არც მომავალში აქვთ. ოპოზციაი დახმარებების გაცემის მორიგ რაუნდს არჩევნებს უკავშირებს, და რომ ქართული ოცნება ამომრჩევლის მოსყიდვას და მათი გულის მოგებას ცდილობს. მსგავს აზრზე არიან ეკონომიკური დარგის ექსპერტებიც.

---

"ოცნების" კანონპროექტმა, შესაძლოა, მედიკამენტები გააძვიროს

16.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    16.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

შესაძლოა, მედიკამენტები კიდევ უფრო გაძვირდეს. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი წამლის ბაზარზე ფასებს შეცვლის. საკანონმდებლო ინიციატივა მედიკამენტის რეგისტრაციის ვადებს ეხება. ამ დრომდე არსებული შვიდდღიანი ვადა წამლის რეგისტრაციისთვის 15 დღემდე იზრდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დამატებითმა ბიუროკრატიულმა ბარიერმა, შესაძლოა, წამლის დეფიციტი შექმნას, რადგან მედიკამენტის ექსპორტის პროცესი დროში კიდევ უფრო გაიწელება. რატომ ართულებს მედიკამენტის რეგისტრაციის პროცესს ხელისუფლება? ამ კითხვაზე სპეციალისტებს ერთადერთი პასუხი აქვთ - საკანონმდებლო ინიციატივის უკან, შესაძლოა დიდი გარიგება იდგეს, რომელიც ძირითად ფარმაცევტულ კომპანიებს განსხვავებულ პირობებში ჩააყენებს მით უფრო მაშინ, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიის არაფორმალური მმართველი გახდა. ახალი კანონი ძირითადად მცირე ტიპის კომპანიებს დაარტყამს. ოპოზიციის პროგნოზი, რომ მედიკამენტის ფასი გაიზრდება და ბაზარზე კონკრეტული წამების დეფიციტი შეიძლება შეიქმნას, არ იზიარებენ ხელისუფლებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის დროის გაზრდა მხოლოდ ხარისხის კიდევ უფრო მკაცრი კონტროლით არის განპირობებული. გაიზრდება თუ არა წამლის ფასი ჯერ უცნობია, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც შესაძლოა მედიკამენტის გაძვირებას შეუწყოს ხელი, პარლამენტში ორი მოსმენით უკვე განიხილეს. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ კი ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის კომპანიებს შვიდის ნაცვლად, 15-დღიანი ლოდინი მოუწევთ.

---

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო დაიხურა

17.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    17.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სახელმწიფოს მმართველობის ეფექტიანობაზე კი სასაუბრო და მოსაყოლი დღესაც ბევრი გვექნება. ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო ანუ უნივერსალური სამედიცინო ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაიხურა. ყოფილ ონკოლოგიურ კლინიკაში დასაქმებული 225 ადამიანი, მათ შორის 150 მედიკოსი სამსახურიდან არის დათხოვნილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა თქვა, რომ კლინიკის ინსფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფომ საქმიანობა შეაჩეროს და მხოლოდ მას შემდეგ განაახლოს, როცა მოხდება მისი კაპიტალური რეაბილიტაცია. ტიკარაძის მოადგილე ვერ ასახელებს, რა დრო დასჭირდება სამედიცინო ცენტრისთვის როგორც ახალი სტრატეგიის შექმნას, ასევე იმ ტენდერებს, რომელიც რეაბილიტაციისთვის გახდა საჭირო.

---

არჩევნების და პანდემია

17.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    17.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ვმუშაობთ იმისთვის, რომ არჩევნები წარიმართოს სრულიად უსაფრთხო გარემოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მთავარი ორი რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული საარჩევნო უბნებზე, ეს არის დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება. ჩვენ ვსწავლობთ დამატებით ყველა საარჩევნო უბანს. ყველა უბანთან მიმართებაში გვექნება გარკვეული რეგულაციები და მითითებები, რის შემდეგაც შევძლებთ ეს არჩევნები ჩავატაროთ სრულიად უსაფრთხო გარემოში“,- განაცხადა ტიკარაძემ.

---

კორონავირუსი

17.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    17.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაფიქსირდა კორონავირუსის ორი შემთხვევა, სადაც არ ვიცით წყარო, საქართველოში ეპიდსიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჩვენთვის ცნობილია, რომ წყაროების დადგენას სჭირდება გარკვეული დრო. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გვაქვს იმის რესურსი, რომ მოხდეს წყაროს დადგენა. ის, რომ საქართველოში ვირუსი არ ფიქსირდება, ამის თქმა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, ვინაიდან გვაქვს 108 აქტიური შემთხვევა. ჯერ კიდევ, თუნდაც საზღვრიდან შემოსული მძღოლების შემთხვევაში, გყავს დაავადებული ადამიანების გარკვეული რიცხვი. აქედან გამომდინარე, ვრჩებით რეჟიმში, როდესაც ვაკვირდებით და გვაქვს მუდმივი მონიტორინგი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, „ამ მონაცემების მიხედვით, რისკი იმისა, რომ საქართველოში მეორე ტალღა განვითარდეს, არ არის“. „თუმცა, ვირუსის თვისებიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და ასევე მსოფლიოში, რა თქმა უნდა, იმის რისკი, რომ შეიძლება საქართველოშიც გვქონდეს ვირუსის რისკის ზრდა, ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ამისთვის ვამზადებთ ჰოსპიტალურ სექტორს. ვაძლიერებთ მას იმისთვის, რომ შეძლონ ვირუსის და პაციენტების შესაბამისი მართვა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

---

17.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    17.07.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

ეპიდვითარება და სწავლის დაწყების თარიღი

---

ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის გადადების რისკი არ არსებობს

17.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    17.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ გავცეთ რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დააკვირდნენ, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად, სწავლის დაწყების თარიღისთვის მიიღონ დამატებითი გადაწყვეტილებები. „ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომელიც თავის მხრივ მუშაობს სასწავლო დაწესებულებებთან ერთად. დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რისკი იმისა, რომ გავცეთ რეკომენდაცია და არ დაიწყოს სწავლა, არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდვითრებას, რა ვითარება იქნება შემოდგომაზე და უკვე კონკრეტულად, სწავლის დაწყების თარიღისთვის მივიღოთ დამატებითი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მინისტრმა.

---

სასწავლო წელი შესაძლოა შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინ-სწავლება

17.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    17.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

სასწავლო წელი შესაძლოა შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინ-სწავლებაც - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასწავლო პროცესის განახლებაზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება“, - განაცხადა გაბუნიამ.

---

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

17.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    17.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

ჯანდაცვის კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს. ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელს სამედიცინო დაწესებულებებში გეგმიურად შესვლის უფლება წელიწადში სამჯერ ექნება. ცვლილებები ექნება ლიცენზირებით ნაწილსაც. კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება. ზურაბ ჭიაბერაშვილი:" სამინისტრის არ აინტერესებს სინამდვილეში სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის ჯანმრთელობა". თამარ გაბუნია:"შედის ცვლილება ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში, რაც გაააქტიურებს ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების მექანიზმს".

---

 

ინტერნეტი

 

 

 

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

16.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    16.07.2020 - პია.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი გამოიყო.სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჯამში, 150-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადები მიიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; ქ. გორი, სამების ქ. N1; ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე, 15 ივლისიდან დაიწყო და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/6a801

---

როცა ანტისხეული „აგენტს“ ცნობს ანუ რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ

16.07.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    16.07.2020 - რეგინფო.ჯი

ძუძუმწოვრებს და მათ შორის ადამიანსაც, ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი უვითარდება, ანუ ეს დაავადება აღარ ემართება. დაავადებების გამომწვევ აგენტებს ანტიგენებს უწოდებენ. პირველადი ინფიცირების დროს, ორგანიზმი თავდაცვის სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს და გამარჯვების შემდეგ, სპეციალურ Y ფორმის ცილებს, ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს) გამოიმუშავებს. ანტისხეული ანტიგენს ისე ერგება, როგორც გასაღები - კლიტეს. ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, იგივე ინფექციის განმეორების შემთხვევაში, დაავადების გამომწვევ აგენტებს ცნობს, „ბრძოლის წესებს“ იხსენებს და მარტივად ამარცხებს მას. ასეთ ადაპტურ (შეძენილ) იმუნიტეტს იმუნიზაცია ჰქვია. რა განსხვავებაა ბუნებრივ და ხელოვნურ იმუნიზაციას შორის? იმუნიზაცია ორი გზით ხდება ბუნებრივად, ანუ დაავადების გამომწვევთან უშუალო, ბუნებრივი კონტაქტის შედეგად და ხელოვნურად, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო ჩარევას. ბუნებრივ კონტაქტს, ჩვენთან, „ბატონების მოხდასაც“ უწოდებენ და სხვადასხვა რიტუალებით ცდილობდნენ ინფექციის დამარცხებას. ხელოვნურ იმუნიზაციას შეგვიძლია მივაღწიოთ ორგანიზმში ვაქცინის შეყვანით ანუ ვაქცინაციით. რა სახის ვაქცინები არსებობს? არსებობს პროფილაქტიკური და სამკურნალო ანუ თერაპიული ვაქცინები. პროფილაქტიკური ვაქცინა შეიძლება იყოს: ცოცხალი ატენუირებული ამ დროს ორგანიზმში შეჰყავთ ინფექციური დაავადების გამომწვევი აგენტების დასუსტებული, მოდიფიცირებული, ნაკლებად ვირულენტური ფორმები, რაც ბუნებრივი ინფიცირების იმიტაციას ქმნს და ორგანიზმი ისეთივე ანტისხეულებს გამოიმუშავებს, როგორც იმ შემთხვევაში, ეს დაავადება ნამდვილად რომ დამართნოდა. ასეთია წითელას, წითურას, ყბაყურას, ყვითელი ცხელების და ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინები. ინაქტივირებული - ამ ტიპის ვაქცინებში დაავადების გამომწვევი აგენტები ქიმიურად, გაცხელებით ან რადიაციით არის განადგურებული. შესაძლოა შეიცავდეს აქტიურობადაკარგულ პათოგენებს მთლიანად (პოლიომიელიტის, ცოფის, ჰეპატიტის, ქოლერას, შავი ჭირის ვაქცინები) ან მათ ნაწილს (დიფტრიის და ტეტანუსის ვაქცინები). რეკომბინაციული და კონიუგირებული - ვაქცინა შედგება პათოგენის ნაწილების: ცილების, პოლისაქარიდების ან კაფსიდებისგან. ამ ტიპის ვაქცნების გამოყენება ჯანმრთელი ადამიანების გარდა, მიზანშეწონილია პაციენტებში, ვისი იმუნური სისტემაც ძალიან დასუსტებულია (პნევმოკოკური და მენიგოკოკური ინფექციების, ადამიანის პაპილომა ვირუსის, B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ). სამკურნალო ვაქცინები გამოიყენება ინფიცირების შემდეგ, იმუნური პასუხის ინიცირების და ან გაძლიერებისთვის. მაგალითად ცოფის წამალი არ არსებობს, ის მომაკვდინებელი დაავადებაა და თავდაცვის ერთადერთი გზა, ცოფის ვაქცინის გამოყენებაა. რა ინფექციური დაავადებები გააქრო ვაქცინებმა? უკანასკნელი 45 წლის მანძილზე ყვავილით არავინ დაავადებულა. ამ დაავადებამ, ბოლო ათასწლეულში 500 მლნ. ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოსახლეობის მასიურმა ვაქცინაციამ ბუნებაში ყვავილის გამომწვევი ვირუსის სრული განადგურება განაპირობა და ის მხოლოდ ატლანტის (აშშ) და ნოვოსიბირსკის (რუსეთი) ლაბორატორიებში ინახება ბიოუსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვით. ვაქცინაციის დამსახურებაა მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის გაქრობა, რომელიც მსოფლიოს სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებდა. თითქმის სრულად დამარცხებულად ითვლება პოლიომიელიტი, რომლის მხოლოდ 500-მდე შემთხვევა ყოველწლიურად ავღანეთში, პაკისტანსა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანაში ფიქსირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს წითელას, წითურას და ყბაყურას 2025 წლისთვის სრული აღმოფხვრა. რა რისკები არსებობს თუ მშობელი ბავშვს არ აცრის? მშობლები ცდილობენ შვილებს უსაფრთხო გარემო შეუქმნან. განსაკუთრებული მონდომებით ამზადებენ ბავშვებისთვის საკვებს, ყურადღებით არჩევენ სათამაშოებს, უვლიან, დარდობენ მათი ავადობის შემთხვევაში და ახარებთ პატარების წარმატება. დროული ვაქცინაცია, ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი, უალტერნატივო შესაძლებლობაა. ითვლება რომ, ვაქცინის შექმნამდე, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ხოლო ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წელს არ აღემატებოდა. დღევანდელი მონაცემებით, ყოველწლიურად 2 მლნ ბავშვი იმ დაავადებებისგან იღუპება, რისი თავიდან აცილებაც დროული ვაქცინაციით შესაძლებელია. ვაქცინაციით თქვენ იცავთ თქვენს შვილებს და ასევე იმათაც, ვისი ვაქცინაციაც არ რეკომენდებული არ არის. ესენია: ახალშობილები (ასაკის გამო), ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები. უნდა გვახსოვდეს, რომ ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, წითელას, წითურას, ყბაყურას, პოლიომიელიტის, ჰეპატიტის, ტეტანუსის და პნევმოკოკური ინფექციები არ აღმოფხვრილა, მაგრამ მათი მართვა, ზიანის შემცირება და ამ დაავადებებით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია. „აცერი და დაიცავი!“ ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდება. რა მიზანი აქვს ანტივაქსერულ მოძრაობებს? ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ვაქცინების ეფექტიანობას და უვნებლობას ეჭვქვეშ აყენებს, ვაქცინების საჭიროების და სანდოობის არ სჯერა. ზოგი იმუნიზაციას მასობრივ ექსპერიმენტად მიიჩნევს, რომლის დროსაც ბავშვების ორგანიზმში „ჩიპები” და „კაცმა არ იცის, რა შეჰყავთ“, ზოგი აცრით გამოწვეულ მძიმე დაავადებებზე საუბრობს, ხოლო ზოგს ჰგონია, რომ კარგი ვაქცინები მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში აქვთ. ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა საფუძველი აქვს ასეთ შეხედულებებს ან რა ასაზრდოებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიას, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტივაქსერული მოძრაობა ახალი არ არის. ბრიტანეთში, მე-19 საუკუნის ბოლოს, ყვავილის ვაქცინის შექმნისთანავე ადამიანები პროტესტს გამოხატავდნენ და მას არაქრისტიანულადაც კი მიიჩნევდნენ, რადგან ეს ვაქცინა ყვავილით დაავადებული ძროხისგან შეიქმნა. ყვავილის აცრის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები აშშ-იც გაგრძელდა და უფრო მეტიც, ანტივაქსერული ორგანიზაციაც კი დაფუძნდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში, დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველის (DTP) აცრების წინააღმდეგ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-სა და ავსტრალიაში. ლონდონში 36 ბავშვის ნევროლოგიური დაავადებები ამ დაავადებას არასწორად დაუკავშირეს. გაზეთებმა ეს ინფორმაცია სწრაფად აიტაცეს და DTP აცრების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, რასაც ყივანახველის ეპიდემია მოჰყვა. წითელა, წითურა, ყბაყურას (MMR) აცრებზე მასშტაბური უარის თქმა დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, როცა ექიმ ანდრიუ ვიკფელდის და მისი თანაავტორების მიერ 1998 წელს საკმაოდ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში The Lancet სტატია გამოქვეყნდა. ავტორები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ 12 გამოკვლეულ ბავშვში, აუტიზმი MMR ვაქცინასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, ჟურნალის რედაქციამ განაცხადა, რომ ეს სტატია არ უნდა დაებეჭდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ანდრიუ ვიკფელდმა საკუთარი ფინანსური ინტერესის სანაცვლოდ, მონაცემები გააყალბა, პაციენტები მიკერძოებულად შეარჩია, აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლები მოისყიდა. ამის გამო, ექიმ ვიკფელდს სამედიცინო ლიცენზია ჩამოერთვა და საექიმო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა. ანტივაქსერული მოძრაობა სხვადასხვა მასშტაბით ისევ იჩენს-ხოლმე თავს. ამ დრომდე, არც ერთ ჩატარებულ კვლევას დაუდასტურებია ვაქცინის რომელიმე დაავადებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. რადგან ვაქცინაციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები ფაქტიურად არ არსებობს, მაშინ, როცა ინფექციური დაავადებებით გამოწვეული მძიმე შედეგები და სიკვდილიც კი სახეზეა. ამიტომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ატარებენ საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიებს, უფრო მეტიც, ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. ბევრი მედია გამოცემა ანტივაქსერული პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე უარს ამბობს, Youtube აკრძალა აცრების საწინააღმდეგო ვიდეოები და განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას. აქვს თუ არა ვაქცინას უკუშედეგი ისევე როგორც მედიკამენტს და რა გზას გადის, ვიდრე მისი გამოყენება დაიწყება? ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოა. იქამდე, სანამ ვაქცინის წარმოება დაიწყება, ის გამოცდის საკმაოდ გრძელ გზას გაივლის. მოწმდება: იმუნოგენებზე - რამდენად ეფექტიანია მისი მოქმედება; კონსერვანტებზე - რამდენად სტაბილურია ვაქცინის კომპონენტები და უძლებს ტრანსპორტირებას; არასპეციფიკურ მინარევებზე - ხომ არ შეიცავს ვაქცინის კულტივირების დროს გამოყენებულ ანტიბიოტიკებს, ცილებს ან სხვა ნარჩენების დიდ რაოდენობას. ვაქცნინაციას კლინიკურად ჯანმრთელ ადამიანებში, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მოჰყვება გართულებები. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ინექციის ადგილის შეწითლებას, შეშუპებას, მოჰყვეს ცხელება, სისუსტე. მიუხედავად, მოსალოდნელი უკუჩვენებისა, გაცილებით უფრო საშიშია აუცრელობის შედეგად დაავადებების განვითარების რისკები. ნუ მიიღებთ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას, დაუჯერეთ პროფესიონალებს, სწორად შეაფასეთ რისკები და დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანები. მარი მურცხვალაძე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი

---

თუ კანონპროექტი არ შეიცვლება, გაიზიარებთ მარეგულირებლების ტენდენციას, გააკონტროლოთ ბიზნესი - კობერიძე გაბუნიას

16.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    16.07.2020 - ბიემ.ჯი

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მან შესაბამისი მიმართვით და კითხვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. პარლამენტში დარჩქარებული წესით განიხილავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ცვლილებებს რამდენიმე კანონში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც. „რეალურად, მარეგულირებელს ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ, ცუდი განზრახვების პირობებში შეაჩეროს კლინიკის საქმიანობა, პლიუს, ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარე, შეჩერების შემდგომ დაბრუნების მექანიზმი თურმე მერე უნდა მოიფიქროს მთავრობამ. გთავაზობთ, რომ აქვე განვიხილოთ ჩარჩო სანებართვო პირობების დაბრუნების, დაიყოს ტექნიკური რეგლამენტით ჯგუფებად კლინიკები და ა.შ. თუ ეს არ იქნება შეტანილი კანონპროექტებში, ალბათ ჩაჯდებით იმ ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციაში, რომლითაც რეგულატორებს უნდათ, რომ ბიზნესები მაქსიმალურად აკონტროლონ“, - მიმართა ლევან კობერიძემ თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელს, ანუ ლიცენზიის და ნებართვის გამცემ ორგანოს აქვს უფლებამოსილება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ლიცენზიის და ნებართვის გაუქმების თაობაზე. „ამ შემთხვევაში სასამართლო ერევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინტერესებული მხარე, ანუ სამედიცინო დაწესებულება ამ გადაწყვეტილებას გაასჩივრებს და მიმართავს სასამართლოს. რაც შეეხება გაუქმების შემთხვევაში სასამართლოს მონაწილეობას, აქაც გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი ნებარვის შეჩერების და არა გაუქმების თაობაზე. აქაც, გაუქმებული ლიცენზიის აღდგენა ბევრად რთული პროცედურაა, ვიდრე შეჩერებული ლიცენზიის ან ნებართვის თავიდან აღდგენა, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ამის ნებართვას მისცემს. ამდენად, არც აქამდე ყოფილა სასამართლოს მონაწილეობა ლიცენზიის გაუქმების საკითხში. რა თქმა უნდა რჩება გასაჩივრების მექანიზმი, რასაც სამედიცინო დაწესებულება გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში. ამ მხრივ შეოთავაზებული ცვლილება სასამართლოს როლის გამოთიშვას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების პროცესში იმ სამედიცინო საქმიანობას და პაციენტების მკურნალობას, ამის გამოცდილება უკვე დავაგროვეთ, სოციალური მომსახურეობის სააგენტო დაუყოვნებლივ ახდენს პაციენტების გადანაწილებას სხვა მსგავსი სერვისების მქონე დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული ბაზისური მოთხოვნები ზუსტად იყოს გაწერილი, რა საკითხზეც კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

---

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო დაიხურა - კლინიკის თანამშრომლები გაათავისუფლეს

16.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    16.07.2020 - ბიემ.ჯი

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, ანუ “უნივერსალური სამედცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაიხურა. ყოფილ კლინიკაში დასაქმებული 225 ადამიანი, მათ შორის 150 მედიკოსი სამსახურიდან არის დათხოვნილი. “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში რამდენიმე თვის წინ გადაეცა, იქამდე ის საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიას “კლინიკების განვითარების კომპანიას” ეკუთვნოდა. ობიექტი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილს წარმოადგენს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკის ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფომ საქმიანობა შეაჩეროს და ის მხოლოდ მას შემდეგ განაახლოს, რაც მოხდება მისი კაპიტალური რეაბილიტაცია. თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე ვერ ასახელებს თუ რა დრო დასჭირდება სამედიცინო ცენტრისთვის როგორც ახალი სტრატეგიის შექმნას, ასევე იმ ტენდერებს, რაც რეაბილიტაციისთვის არის საჭირო. ამასთანავე, როგორც ირკვევა, “უნივერსალური სამედიცინო ცენტრში” უკანასკნელი წლების განმავლობაში ფინანსური კრიზისიც იყო და კლინიკას მედიკოსთა სახელფასო დავალიანებები ჰქონდა წარმოშობილი, ამასთანავე არსებობდა დავალიანებები სხვა მომწოდებლების მიმართაც. “როდესაც მარტში გადმოგვეცა ჩვენ კლინიკა მართვაში, ვნახეთ რომ იყო ძალიან მწვავე ფინანსური კრიზისი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამორტიზებული იყო ინფრასტრუქტურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰოლდინგის განვითარების პირველივე ეტაპზე მომხდარიყო ცენტრის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. შემდგომ ეს ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს, როგორც მულტი-პროფილური კლინიკა. აქედან გამომდინარე თანამშრომლებთან გაფორმდა ინდივიდუალური მემორანდუმები, რომლის საფუძველზეც მათ გაუსტუმრდათ დავალიანებები რაც ჰქონდა კომპანიას, ასევე მათ მიეცათ ორთვიანი კომპენსაციები და მემორანდუმის თანახმად, როგორც კი კლინიკა აღიჭურვება და განახლდება, მაშინვე, ყველა ყოფილი თანამშრომლის უპირობო აღდგენა მოხდება. რაც შეეხება კლინიკის განვითარებას, ამ ეტაპზე კეთდება შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება სამუშაოები, რათა მოხდეს აღჭურვა და აღდგენა. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას და ორთვიან კომპენსაციებს, მისი მოცულობა 2-2.5 მილიონი ლარის ფარგლებშია,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური. სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ კითხვაზე გიორგი წოწკოლაური პასუხობს, რომ კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 80% ამავდროულად, სხვა კლინიკაშიც მუშაობდა, ხოლო იმ მედიკოსებს, რომელთა ერთადერთი სამსახურიც “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” იყო სამინისტრო სხვა კლინიკებში დასაქმებისთვის გაუწევს რეკომენდაციას. “მე მათ როდესაც შევხდვი, ვთხოვე რომ სია გაეკეთებინათ იმ ადამიანების, სადაც იქნებოდა წარმოდგენილი სამედიცინო პერსონალში, ვინც მხოლოდ აქ იყო დასაქმებული. მე ვუთხარი, რომ იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც მოხდება გადაიარაღება ამ კლინიკის, რომ დავეხმარებოდი რეკომენდაციის კუთხით ნებისმიერ ჩვენ ყოფილ თანამშრომელს,”- განაცხადა BMG-სთან საუბარში გიორგი წოწკოლაურმა.

---

“ჩემი შვილიც კარანტინშია… დავაფასოთ, რაც გვაქვს“ – პაატა იმნაძე

16.07.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    16.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელება დაბალია, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გადაცემაში “პირადი ექიმი” განაცხადა. “კვირა არ გავა, არ გამოჩნდეს შემთხვევა, როცა ინფექციის წყაროს ვერ ვადგენთ. იმპორტირებული ან საკარანტინო ზონებში დაფიქსირებული შემთხვევები საშიში არ არის, მაგრამ ფაქტია, არ წყდება შემთხვევები, როცა ინფექციის წყარო უცნობია. ყოველ კვირა ერთი ასეთი შემთხვევა მაინც გვაქვს. მართალია, რაოდენობა მცირეა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს, ” – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, სწორედ ამიზეზის გამო რეკომენდაციებმა, განსაკუთრებით კი პირბადის ტარებამ, ფორმალური ხასიათი არ უნდა მიიღოს. “არ არის სავალდებულო, სამედიცინო, სამშრიანი ნიღაბი გეკეთოთ. რომელ ნიღაბშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ის ნიღაბი გამოიყენეთ, მთავარია, გეკეთოთ” – განაცხადა იმნაძემ. მან ტურისტული სეზონის რისკებზეც ისაუბრა და საინტერესო ფაქტი გაიხსენა: “კითხულობენ, რატომ უნდა შემოვიდეს ტურისტი. რისკი, რა თქმა უნდა, მოიმატებს, მაგრამ ეს არამართვადი რისკი არ იქნება. რაც შეეხება შემოწმებას, შემომსვლელებისთვის აპლიკაცია არსებობს, სადაც, ვისაც სურვილი აქვს, გარკვეულ კითხვებს პასუხობს. რამდენიმე ათეულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოთქვა სურვილი და მათ ვაძლევთ ასეთ წინადადებას: თანახმა ხართ თუ არა, რომ შემოსვლისას გაიკეთოთ ტესტი. საოცარი შედეგი მივიღეთ. ყველამ განაცხადა, რომ თანახმაა. მხოლოდ 2 უარი იყო და ისიც ქართველებისგან, რომლებსაც უცხოური პასპორტები აქვთ. 200 შემთხვევა გვაქვს კარანტინიდან გამოვლენილი, 200 ათასი გახდებოდა, კარანტინში რომ არ მოგვეთავსებინა. დავაფასოთ, რაც გვაქვს… რატომ წარმოუდგენიათ კარანტინი ასე, არ მესმის, ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე” – განაცხადა იმნაძემ. მან სწავლის სრულფასოვან რეჟიმში განახლების შესახებ კითხვასაც უპასუხა. “თუ შევინარჩუნეთ ეს მონაცემები, გარკვეული სიფრთხილის ზომებით, შევძლებთ სასწავლო პროცესის განახლებას. სახელმწიფო რეგულაციები თითქმის ბოლომდე მოხსნილია. ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნება. თუ გაგრძელდა არსებული დინამიკა და გამოვლინდა პერიოდულად გაურკვეველი წარმოშობის შემთხვევები, შევძლებთ, მივსდიოთ და როგორც სხვა კლასტერები, ესენიც ჩავკეტოთ. თუ არადა გვექნება უკონტროლო გავრცელება, როგორიც არის დრეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში”.

---

ტიკარაძე: საგანგაშო მდგომარეობა არ არის

16.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    16.07.2020 - პია.ჯი

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 2-ის წყარო უცნობია. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. „ბოლო 2 შემთხვევით გაგვიჭირდება ვამტკიცოთ, რომ ქვეყანაში ვირუსი აქტიურად იწყებს ცირკულირებას, თუმცა ჩვენ ვაჟღერებთ, რომ კოვიდინფექცია არის და ვვარაუდობთ, რომ ის საკმაოდ დიდხანს იქნება ჩვენთან ერთად. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენონ ჩვენმა მოქალაქეებმა პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა მითითება უნდა გაითვალისწინონ. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რაც საშუალებას მოგვცემს, ვირუსის გავრცელება ავიცილოთ და ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

---

რატომ დაიხურა ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო? - ინტერვიუ ტიკარაძის მოადგილესთან

16.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    16.07.2020 - ბიემ.ჯი

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, ანუ “უნივერსალური სამედცინო ცენტრი” დაიხურა. ყოფილ კლინიკაში დასაქმებული 225 ადამიანი, მათ შორის 150 მედიკოსი სამსახურიდან არის დათხოვნილი. მათ ჯანდაცვის სამინისტრო 2-თვიან კომპენსაციას გადაუხდის. “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში მარტში გადავიდა, იქამდე კლინიკა ასევე სახელმწიფოს ხელში იყო და ის “საპარტნიორო ფონდის” შვილობილ კომპანიას, “კლინიკების განვითარების კომპანიას” ეკუთვნოდა. პანდემიის პირობებში სამედიცინო ცენტრის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით BMG ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს ესაუბრა. წოწკოლაური ამბობს, რომ კლინიკის ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს საქმიანობა შეეჩერებინა. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ კონკრეტდება თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს კლინიკის რეაბილიტაციას. გიორგი წოწკოლაური ასევე ამბობს, რომ კლინიკა ფინანსურ კრიზისშიც იყო და მას მედიკოსთა სახელფასო დავალიანებები ჰქონდა. “როდესაც მარტში გადმოგვეცა კლინიკა მართვაში, ვნახეთ რომ იყო ძალიან მწვავე ფინანსური კრიზისი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამორტიზებული იყო ინფრასტრუქტურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჰოლდინგის განვითარების პირველივე ეტაპზე მომხდარიყო ცენტრის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. შემდგომ ეს ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს, როგორც მულტი-პროფილური კლინიკა. აქედან გამომდინარე თანამშრომლებთან გაფორმდა ინდივიდუალური მემორანდუმები, რომლის საფუძველზეც მათ გაუსტუმრდათ დავალიანებები რაც ჰქონდა კომპანიას, ასევე მათ მიეცათ ორთვიანი კომპენსაციები და მემორანდუმის თანახმად, როგორც კი კლინიკა აღიჭურვება და განახლდება, მაშინვე, ყველა ყოფილი თანამშრომლის უპირობო აღდგენა მოხდება. რაც შეეხება კლინიკის განვითარებას, ამ ეტაპზე კეთდება შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება სამუშაოები, რათა მოხდეს აღჭურვა და აღდგენა. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებას და ორთვიან კომპენსაციებს, მისი მოცულობა 2-2.5 მილიონი ლარის ფარგლებშია,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური. სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ კითხვაზე გიორგი წოწკოლაური პასუხობს, რომ კლინიკაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 80% ამავდროულად, სხვა კლინიკაშიც მუშაობდა, ხოლო იმ მედიკოსებს, რომელთა ერთადერთი სამსახურიც “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” იყო სამინისტრო სხვა კლინიკებში დასაქმებისთვის გაუწევს რეკომენდაციას. “მე მათ როდესაც შევხდვი, ვთხოვე რომ სია გაეკეთებინათ იმ ადამიანების, სადაც იქნებოდა წარმოდგენილი სამედიცინო პერსონალში, ვინც მხოლოდ აქ იყო დასაქმებული. მე ვუთხარი, რომ იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც მოხდება გადაიარაღება ამ კლინიკის, რომ დავეხმარებოდი რეკომენდაციის კუთხით ნებისმიერ ჩვენ ყოფილ თანამშრომელს,”- BMG-სთან საუბარში განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში შეიქმნა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევიდნენ. თებერვალში ეკატერინე ტიკარაძემ ახალი სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად “აეროპორტების გაერთიანების” ყოფილი დირექტორი, გიორგი ჩოგივაძე წარადგინა.

---

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

16.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    16.07.2020 - კომერსანტ.ჯი

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას დაუსვა. „გთავაზობთ, რომ აქვე განვიხილოთ ჩარჩო სანებართვო პირობების დაბრუნების, დაიყოს ტექნიკური რეგლამენტით ჯგუფებად კლინიკები და ა.შ. თუ ეს არ იქნება შეტანილი კანონპროექტებში, ალბათ ჩაჯდებით იმ ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციაში, რომლითაც რეგულატორებს უნდათ, რომ ბიზნესები მაქსიმალურად აკონტროლონ“, - მიმართა ლევან კობერიძემ გაბუნიას. კობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის მთლიანი სისტემის ზრუნვის საგანი და რეალურად სამინისტრომ არ უნდა დაკარგოს თავის რეალური ფუნქცია და არ გადაიქცეს სადამსჯელო რაზმად კლინიკების წინაღმდეგ. „ვინც დასახურია თქვენ ჩემზე კარგად იცით, სამინისტროშიც იციან და ის კლინიკები წესით აქამდეც დახურული უნდა ყოფილიყო და საკანონმდებლო ბაზაც აბსოლუტური სრულყოფილი გაგაჩნიათ, აგერ თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ შეგიძლიათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ლიცენზიის ჩამორთმევა და სანებართვო პირობების გაუქმებაც, ნუ წავიყვანთ სხვა მიმართულებით აქცენტებს, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი ის რომ სასამართლო როგორც არბიტრი და ის ინსტიტუცია, რომელიც ასეთი ნებისმიერი სახის დავის დროს არის მნიშნელოვანი, ჩვენ ხომ არ ვამბობთ რომ ის არ იყოს და საერთოდ არ მონაწილეობდეს, მონაწილეობდეს შესვლა შეგეძლოთ ოღონდ მოულოდნელობის ეფექტის გათვალისწინებით, მაგრამ შემდეგ უკვე პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს სასამართლოში, იმიტომ რომ შეჩერება პრაქტიკულად გაუქმების ტოლფასია“ , - განაცხადა ლევან კობერიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დარჩქარებული წესით განიხილავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ცვლილებებს რამდენიმე კანონში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. „რეალურად, მარეგულირებელს ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ, ცუდი განზრახვების პირობებში შეაჩეროს კლინიკის საქმიანობა, პლიუს, ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარე, შეჩერების შემდგომ დაბრუნების მექანიზმი თურმე მერე უნდა მოიფიქროს მთავრობამ. გთავაზობთ, რომ აქვე განვიხილოთ ჩარჩო სანებართვო პირობების დაბრუნების, დაიყოს ტექნიკური რეგლამენტით ჯგუფებად კლინიკები და ა.შ. თუ ეს არ იქნება შეტანილი კანონპროექტებში, ალბათ ჩაჯდებით იმ ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციაში, რომლითაც რეგულატორებს უნდათ, რომ ბიზნესები მაქსიმალურად აკონტროლონ“, - მიმართა ლევან კობერიძემ თამარ გაბუნიას. მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელს, ანუ ლიცენზიის და ნებართვის გამცემ ორგანოს აქვს უფლებამოსილება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ლიცენზიის და ნებართვის გაუქმების თაობაზე.

---

სოფლის ამბულატორიები წყლის, გათბობის, აღჭურვილობის გარეშე - ომბუდსმენის ანგარიში

16.07.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    16.07.2020 - ტაბულა.ჯი

სახალხო დამცველმა შეისწავლა, რა მდგომარეობაა სოფლის ამბულატორიებში. ომბუდსმენმა იმერეთის, აჭარის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორია შეისწავლა. სახელმწიფოს დადგენილი აქვს, რომ სოფლის ამბულატორიას უნდა ჰქონდეს: მოსაცდელი და ექიმის საკონსულტაციო ოთახი. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი უნდა აღიჭურვოს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდით, პაციენტის გასასინჯი ტახტითა და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადით; ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დასაცავად, შენობის დასასუფთავებლად და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები). ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია. ამბულატორიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ. პანდუსი). აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ექიმები მოქალაქეებს უნდა მოემსახურონ, არ არის ხელსაბანი, გამდინარე წყალი; დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა. შესაბამისად, ამ დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა შეუძლებელია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გურჯაანის, დმანისის, გარდაბნის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ამბულატორიებში. ოთახები, სადაც განთავსებულია ამბულატორიები, ასევე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს. კედლები და იატაკი დაზიანებულია, ფანჯრები არაჰერმეტულია. სოფელ ფუთის და მუხროვანის ამბულატორიები ფოტო: სახალხო დამცველი ამბულატორიების ნაწილი, მაგალითად, სოფლებში: მეორე სვირი, თხინვალი, დედალაური, ივანდიდი, გვიშტიბი, ფუთი, კულაში, ბაში, ტყაჩირი, გომბორი, ჯიმითი, მუხროვანი, ზამთრის პერიოდში შეშით თბება, ნაწილი - ელექტროღუმელით. მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გამართული გათბობის ცენტრალური სისტემა. ზოგიერთ დაწესებულებაში სისტემა დამონტაჟებულია, მაგრამ გაზი არ მიეწოდება, ანდა გაზის საფასურის გადახდა უშუალოდ პერსონალს უწევს. სოფელ ჯიმითის და სოფელ ნარზალოს ამბულატორიები ფოტო: სახალხო დამცველი ამბულატორიების ნაწილი, მაგალითად, სოფლებში - ჯიმითი, უჯარმა, გვიშტიბი, ჯანდარა, მუხროვანი, მაღლაკი, კირნათი, საჩინო - ბოლო პერიოდში არ გარემონტებულა. სოფლების; ჯიმითის, უჯარმის, გვიშტიბის ამბულატორიები ფოტო: სახალხო დამცველი ამავე ამბულატორიებში არ არის/ან არ ფუნქციონირებს სველი წერტილები. ხშირ შემთხვევაში, ისინი განთავსებულია შენობის გარეთ და მინიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს არ შეესაბამება. სავალალო მდგომარეობაა გარემონტებული ამბულატორიების სანიტარიულ კვანძებში, სადაც უხარისხო რემონტის გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სოფლებში: არაშენდა, ბაკურციხე, მაღლაკი, ჭოგნარი. ვაქცინაცია ამბულატორიების უმრავლესობაში ტარდება იმუნიზაცია, რომელიც დადგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის ვაქცინაციის კაბინეტი მოქმედი კანონმდებლობით უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ მოთხოვნებს; კაბინეტი უნდა იყოს სუფთა, მშრალი და დაცული მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან, მოსახერხებელი გადაადგილებისათვის როგორც ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის, ისე პაციენტის/თანმხლები პირისათვის. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სუბიექტს, სავალდებულოა, ჰქონდეს ადგილი, სადაც პაციენტს და/ან მის თანხმლებ პირს ექნება დაყოვნების საშუალება როგორც ვაქცინაციამდე, ისე მის შემდეგ. კაბინეტს უნდა ჰქონდეს: ა) მაგიდა ვაქცინებისა და საინიექციო აღჭურვილობისათვის; ბ) სკამი თანმხლები პირისთვის, რათა მან შეძლოს აცრის ჩატარების დროს ბავშვის დაჭერა სათანადო პოზიციაში და სამედიცინო ტახტი; გ) გამდინარე წყლით, საპნითა და ხელსაწმენდი საშუალებებით აღჭურვილი ხელსაბანი ნიჟარა და, აგრეთვე, ერთჯერადი ხელთათმანების მარაგი; დ) პირველადი სამედიცინო დახმარების და ანტიშოკური საშუალებები: კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი და სხვ.), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვ.), საგულე საშუალებები (ნიკეტამიდი, კოფეინი, კორგლიკონი და სხვ.), გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, სათბური, ლახტი; ე) მაცივარი და/ან ვაქცინმზიდი ყინულის ელემენტებით (რომელიც გამოიყენება, როგორც ვაქცინების ტრანსპორტირებისათვის, ისე აცრის ჩატარების პერიოდში ვაქცინის გახსნილი ფლაკონის სათანადო ტემპერატურაზე შესანახად), თერმომეტრი; ვ) მაცივრის ტემპერატურის ყოველდღიური (დღეში ორჯერ) რეგისტრაციის ფორმა, რომელიც დაწესებულებაში ინახება 5 წლის განმავლობაში; ზ) პენოპლასტის/პოროლონის საფენი და/ან ღრუბელი ვაქცინის ფლაკონისათვის; თ) სათანადო საინიექციო აღჭურვილობა აცრების ჩასატარებლად, ერთჯერადი შპრიცი ვაქცინების აღსადგენად; ი) უსაფრთხო ყუთი გამოყენებული შპრიცების და ნემსების შესაგროვებლად (ერთჯერადი კონტეინერი ბასრი სამედიცინო ნარჩენების შესაგროვებლად). სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის პროცესში დაწესებულებების სამედიცინო პერსონალთან შეხვედრების და შენობების დათვალიერების დროს გამოიკვეთა, რომ ხშირად ამბულატორიებში არ არის ცალკე სივრცე აცრების ჩასატარებლად. ვაქცინაცია ტარდება იმავე ოთახში, სადაც პაციენტების მიღება და სხვა პროცედურები მიმდინარეობს. ასევე პრობლემაა გამდინარე წყლით, საპნითა და ხელსაწმენდი საშუალებებით აღჭურვილი ხელსაბანი ნიჟარა. ამავე დროს, მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ ყველა ამბულატორიას აქვს მაცივარი და/ან ვაქცინმზიდი ყინულის ელემენტებით (რომელიც გამოიყენება როგორც ვაქცინების ტრანსპორტირებისათვის, ისე აცრის ჩატარების პერიოდში ვაქცინის გახსნილი ფლაკონის სათანადო ტემპერატურაზე შესანახად), ასევე, თერმომეტრი, თუმცა რიგ ამბულატორიაში მოძველებული ელექტროგაყვანილობის და სხვა ხარვეზის გამო, მაცივრები არ გამოიყენებოდა ან დაზიანებული იყო. პერსონალის განმარტებით, ამ პრობლემის შესახებ მათ უკვე შეატყობინეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას. სოფლის ექიმები სოციალური მომსახურების სააგენტომ 2014 წელს ერთჯერადად უზრუნველყო სოფლის ექიმები აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით, ექიმის ჩანთა (შევსებული) ასევე გადაეცემოდა ყოველ ახალ ექიმს. მოქმედ ექიმებს, უკვე მუშაობის პროცესში, საკუთარი ანაზღაურებიდან ყოველთვიურად უწევდათ სამედიცინო ჩანთის განახლება სამედიცინო პროდუქციის ხარჯვის გათვალისწინებით. ექიმები, რომლებიც ბევრ პაციენტს ემსახურებოდნენ, მეტს ხარჯავდნენ როგორც მედიკამენტების ჩანთის განახლებაში, ისე ტრანსპორტირებაში, ხოლო ექიმები, რომლებიც ნაკლებ დროს უთმობდნენ სოფლის ექიმად მუშაობას, ნაკლებ ხარჯს გასწევდნენ. მომდევნო წლებში სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნული მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების (გარდა ტონომეტრის და გლუკომეტრისა) კომპლექტებს 6 თვეში ერთხელ შეავსებდა, იმ ოდენობის ფარგლებში, რაც დადგენილი იყო სამედიცინო ჩანთის შესავსებად. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის პერიოდში, ექიმების განმარტებით, კომუნალური და ტრანსპორტირების ხარჯის გარდა, საჭირო მედიკამენტებსა და სამედიცინო ნივთებს ისევ საკუთარი ხარჯით ყიდულობდნენ, რადგან 6 თვეში ერთხელ შევსება საკმარისი არ იყო. 2019 წლის ნოემბრიდან კი, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების კომპლექტს მოთხოვნის შესაბამისად განაახლებს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ სოფლის ექიმის და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში შეტანილმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს წინა წლებში არსებული ხარვეზების ეფექტიანი და სწრაფი აღმოფხვრა. ამასთანავე: სოფლის ექიმის პროგრამის არასათანადოდ განვითარების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) დაბალი ანაზღაურება, რომელიც გაწეულ შრომას არ შეესაბამება. ეს სამედიცინო პერსონალს უკარგავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის მოტივაციას. სოფლად, ექიმი პრაქტიკოსი ექთნის დახმარებით, კოორდინაციას უწევს პაციენტის სამედიცინო მომსახურებას. ისინი გვევლინებიან ქომაგებად, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან პაციენტები და დაეხმარონ მათ სამედიცინო მომსახურების სწორად შერჩევაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად - კომპონენტის ფარგლებში, კონტრაქტს აფორმებდა (ამჟამად ამას აკეთებს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) ფიზიკურ პირთან - სოფლის ექიმთან/ექთანთან/ფერშალთან. გამონაკლისი იყო საჩხერის, ყაზბეგის, თიანეთის მუნიციპალიტეტები და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფელი, სადაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ხელშეკრულებას აფორმებდა დაწესებულებებთან (შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“, ს/ს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება“ და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“), რომლებიც თავად აფორმებენ კონტრაქტს მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებსა და ექთნებთან, თავად ახდენენ მათთვის ასანაზღაურებელი თანხების ადმინისტრირებას და ამ სოფლებში ექიმებისა და ექთნების საქმიანობის მენეჯმენტს. სოფლის ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 650 ლარის, ხოლო ექთნის/ფერშლის - თვეში 455 ლარის ოდენობით. ანაზღაურების სიმცირესთან ერთად, ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც ექიმები ასევე ლაპარაკობენ, არის შვებულების უფლებით სარგებლობა. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის ექიმზე/ექთანზე საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი არ ვრცელდება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 2019 წლის ნოემბრიდან სოფლის ექიმს და სოფლის ექთანს/ფერშალს მიეცა უფლება, წინასწარი შეტყობინების და შეთანხმების საფუძველზე, ისარგებლოს თავისუფალი დღეებით - ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, მხარეებს შორის არსებული/გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ხანგრძლივობის პროპორციულად, ყოველ თვეზე არა უმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღისა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ ან უწყვეტად, მაგრამ, ერთჯერადად არა უმეტეს დღეების ჯამური ოდენობის ნახევრისა, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას. მიუხედავად თავისუფალი დღეებით სარგებლობისა, სოფლის ექიმს, სოფლის ექთანს/ფერშალს მიეცემა მომსახურების ღირებულება. ასევე, სოფლის ექიმებს/ექთნებს მიეცათ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად დარეგისტრირების უფლება, რაც მათ ათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადისგან. სოფლის ექიმი/ექთანი დასაქმებულად არ მიიჩნევა, იგი მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელია, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას დაემატა საჯარიმო სანქციების მუხლი, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ. ამ მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა აჭარის რეგიონის, დმანისის, ბოლნისის მუნიციპალიტეტების 30-მდე სამედიცინო პერსონალთან ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში. ექიმები აპროტესტებენ არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებს, განსაკუთრებით ელექტრონულ პორტალზე ხარვეზით შეტანილი ინფორმაციის გამო. მათი მოსაზრებით, დაჯარიმება უნდა ხდებოდეს შეფასების სისტემის საფუძველზე, ინდიკატორების მიხედვით და სწორ სტიმულებზე უნდა იყოს ორიენტირებული. რეალურად, როდესაც სისტემა გაუმართავია, ონლაინ პროგრამა ხშირად შეფერხებებით მუშაობს. შედეგად, ექიმები საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ ინფორმაციის შეყვანას და ასახვას. ხოლო, თუ ინფორმაცია დროულად არ აისახა, ექიმი დაჯარიმდება ხარვეზის გამო. სოფლის ექიმები, ანაზღაურების სიმცირის გამო, იძულებულები არიან სხვა სამსახური შეითავსონ. ყველაზე ხშირად ეს არის სასწრაფოს ექიმის პოზიცია. ასევე ითავსებენ რაიონის პოლიკლინიკის ოჯახის ექიმის პოზიციას. ამ ვითარებაში, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ ექიმს უწევს რამდენიმე სოფლის მომსახურება, იგი ვერ ახერხებს სამოქმედო არეალში არსებული ყველა სოფლის დროულად მონახულებას, რაც შეუძლებელს ხდის ოპტიმალური დახმარების ადრეული გაწევის პრინციპის დაცვას. ეს, თავის მხრივ, სოფლის მოსახლეობისთვის ექიმის ხელმისაწვდომობის პრობლემას წარმოქმნის. ადგილობრივი დამხმარე პერსონალის (ექთნის) მოძიება, საექთნო განათლების და გადამზადების სისტემის ხელშეწყობა, მათი ანაზღაურების/მოტივაციის სქემების გადახედვა გარკვეულწილად შეარბილებდა ადგილზე არსებულ მწვავე მდგომარეობას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მწვავედ დგას ამბულატორიებში კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფის და ინტერნეტის მიწოდების საკითხი. აჭარის გარდა, სხვა რეგიონებში არა აქვთ კომპიუტერები, ინტერნეტი. სოფლის ექიმები იძულებულები არიან, თანხა მესამე პირს გადაუხადონ, რათა ამ პირმა პაციენტებისთვის ჩატარებული იმუნიზაციის შესახებ და სხვა ინფორმაცია, შესაბამის ბაზებში ასახოს ან სახლში სამუშაო საათების შემდეგ შეიტანოს ინფორმაცია ელექტრონულად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუ ბაზებში შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტულ ვადაში არ აისახა, ან რამე ხარვეზი გამოიკვეთა, ექიმს ჯარიმა დაეკისრება. გასაუბრების დროს ექიმები აღნიშნავდნენ, რომ სისტემა გაუმართავია, პროგრამა ხშირად ხარვეზებით მუშაობს. შედეგად, დიდ დროს ანდომებს ინფორმაციის შეყვანას და ასახვას, თუ არ შეინახა ინფორმაცია, ამის გამოც ექიმი ჯარიმდება. კომპიუტერების და ინტერნეტის არქონის გამო არა აქვთ წვდომა მიმაგრებული პაციენტების ბაზებზე, და მათზე მიმაგრებული პაციენტის ისტორიის ნახვა არ შეუძლიათ. ასევე გაჭიანურებულია სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული (მ.შ. წინა პერიოდში) გეგმური და არაგეგმური აცრების თაობაზე მოცულობითი ინფორმაციის ატვირთვა. ზოგიერთ ამბულატორიას (მაგალითად, სოფლები - უჯარმა, პატარძეული, კაკაბეთი, ფუთი, მერისი) არ აქვს შემოღობილი ეზო, ან სავალი გზის პირას მდებარეობს, რაც ზაფხულობით მტვრის და ხმაურის პრობლემას ქმნის.

---

პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა - დასაქმების სააგენტო

16.07.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    16.07.2020 - მედიანიუს.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

---

თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც “სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ

16.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    16.07.2020 - კვირა.ჯი

“გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე რეალურად გაეშვება” , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას განმარტებით, დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც “სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ. „სოლიდარობის კვლევასთან“ დაკავშირებით ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება. ქვეყანაში სამი ჯგუფისთვის მედიკამენტები ჩამოვიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც ჩამოვიდა, უკვე კვლევის პროტოკოლიდან გაქრა. გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე რეალურად გაეშვება “სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ, რომ ყოფილიყო კვლევა გაშვებული. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევრები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითიც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ. ჯერჯერობით, წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართულები არ არიან“, – განაცხადა გაბუნიამ.

---

სახალხო დამცველმა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალური ანგარიში წარმოადგინა

16.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    16.07.2020 - კვირა.ჯი

სახალხო დამცველმა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. როგორც “კვირას” ომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, ანგარიშის მომზადების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეისწავლეს ეროვნული კანონმდებლობა, გააანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, მუშაობის პროცესში მოპოვებული და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი საჩივრები; ასევე, მოინახულეს და შეამოწმეს ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორია. “მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მონიტორინგისა და არსებული მარეგულირებელი აქტების გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ აუცილებელია გაიზარდოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. კერძოდ: • ამბულატორიების ნაწილში აუცილებელია უმოკლეს ვადებში ჩატარდეს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად, მოწესრიგდეს წყალგაყვანილობის სისტემა და მოეწყოს ხელსაბანი; შშმ პირებისათვის მოეწყოს სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული სივრცე; ასევე აუცილებელია ვაქცინაციისთვის ცალკე სივრცის სათანადო სტანდარტებით მოწყობა. • მნიშვნელოვანია ექიმების კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა (რასაც მხოლოდ აჭარის ამბულატორიებში ვხვდებით), რათა ექიმებს წვდომა ჰქონდეთ სამედიცინო ბაზებზე და შეძლონ პაციენტთა ისტორიების ნახვა და თავის მხრივ, დროულად მოახერხონ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისთვის ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების თაობაზე ინფორმაციის ატვირთვა. • პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება, რომელიც არ შეესაბამება გაწეულ შრომას და ხარჯებს. სოფლის ექიმების და ექთნების შრომითი პირობების ფრაგმენტული გაუმჯობესება პოზიტიურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, თუმცა შესაფასებელია მათი შრომის პირობები, სამუშაო გარემო, შვებულების, ავადმყოფობის მიერ გაცდენილი დღეების, ფიზიკური პირის სტატუსის, სოფლებში მათი ტრანსპორტირების, კომპიუტერული ტექნიკით, კომუნიკაციით და სხვა აუცილებელი ინვენტარით აღჭურვის საკითხები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა და დამატებითი ფინანსების გამოყოფა. • აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს უწყვეტი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის დანერგვა „სოფლის ექიმის“ პროგრამაში ჩართული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ასევე, ოჯახის ექიმის სპეციალობაში უწყვეტი სამედიცინო განათლების სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფა, რაც გაზრდის ექიმების მოტივაციას მიიღონ აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობებში,”- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.

---

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას ზოგიერთ მედიკამენტზე ფასის შესაძლო მომატების თაობაზე, არ იზიარებს

16.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    16.07.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ იზიარებს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა მოიმატოს. როგორც მან "ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგისტრაციის პროცედურის გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რამაც შესაძლოა, მედიკამენტის ფასზე გავლენა იქონიოს. "მედიკამენტების ფასი და ხარისხი არის ის თემა, რაზეც როგორც ფარმაცევტთა ასოციაცია, ასევე პოლიტიკის განმსაზღვრელები მუდმივად აქცენტს აკეთებენ. ბოლო პერიოდში აქცენტები და ყურადღების გაძლიერება გამოიწვია საკონონმდებლო ცვლილებების პაკეტმა, რომელიც წარდგენილია საპარლამენტო განხილვისთვის, მესამე მოსმენამდეა მისული ამ ცვლილებების პაკეტი, რაც ძირითადად პროცედურულ ცვლილებებს ითვალისწინებს და აქ უბრალოდ იყო გამოთქმული წუხილი იმაზე, რომ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებამ შესაძლოა, მედიკამენტების გაძვირება გამოიწვიოს, რასაც ვერაფრით ვერ გავიზიარებთ, რადგან 7 დღიდან 15 დღემდე რეგისტრაციის პროცედურის გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რამაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს წამლის ფასებზე ბაზარზე ან კონკურენციაზე. ეს არის წმინდა ადმინისტრაციული მექანიზმი, რომელიც გააუმჯობესებს ხარისხიანი საქმის წარმოების პროცესებს მარეგულირებლის დონეზე. რაც შეეხება რეალურად წამლის ფასების ტენდენციებს, ამ შემთხვევაში უფრო ძირეული ცვლილებებია საჭირო და ძირეული ცვლილებებისთვის საპარლამენტო კომიტეტი ვფიქრობ, მოკლე ხანში გახსნის საჯარო კონსულტაციებს იმ პროექტზე, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად ამუშავებს",-განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება ფასების ზრდას გამოიწვევს და ამასთან, შესაძლოა რიგ მედიკამენტებზე დეფიციტიც შეიქმნას.

---

ქვეყანას აქვს შანსი, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში გარკვეული რაოდენობა საქართველოსთვისაც გამოიყოს - ეკატერინე ტიკარაძე

16.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

 

Link:    16.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

თუ ვაქცინა დამზადდება და დადასტურდება, რომ უსაფრთხო და შედეგიანია, საქართველოს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა აუცილებლად ექნება, - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ ვაძლიერებთ კონტროლს ჰოსპიტალურ ქსელებზე. პაციენტის მიღება უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც პაციენტებისთვის, ასევე იქ მყოფი თანამშრომლებისთვის. რეგულაციების დაცვა და შემდეგ ამის გადამოწმება სპეციალური სამსახურისგან, რამდენად არის კლინიკა მზად პაციენტების მისაღებად. სრულად არის შესწავლილი, რამდენი სუნთქვის აპარატი უნდა იყოს და როგორ უნდა გადანაწილდეს. ხდება კლინიკების გადაიარაღება. რაც შეეხება ვაქცინას, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სიახლე არ არის. ჩვენ სოლიდარობის კვლევაში ვართ ჩართული, საქართველოს კი, ეს უზრდის შანსს, რომ საქართველო იყოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებისთვისაც ვაქცინის გარკვეული რაოდენობა იქნება გამოყოფილი.,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

სახელმწიფომ პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცა

16.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    16.07.2020 - კვირა.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ – მათივე ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. “სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ”, – ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge

---

პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა - დასაქმების სააგენტო

16.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    16.07.2020 - ბიპიენ.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

---

სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე 90 ათას ლარამდე კომპენსაცია გასცა

16.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    16.07.2020 - პია.ჯი

16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.„სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge“,- აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.

---

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით 80 883 700 ლარი გასცა

16.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    16.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სახელმწიფომ პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 215 826 თვითდასაქმებული. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. უწყებისვე ცნობით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. „უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1-ელ აგვისტომდე. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

---

სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცა

16.07.2020

მედია საშუალებები:    აიბიზნეს.ჯი

Link:    16.07.2020 - აიბიზნეს.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

---

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო მუშაობას რამდენიმე თვით, რეაბილიტაციის დასრულებამდე, შეაჩერებს

16.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    16.07.2020 - კომერსანტ.ჯი

უახლოეს პერიოდში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დაიწყება, ამ პროცესში კლინიკის მუშაობა შეჩერდება, რეაბილიტაცია კი, მიმდინარე წლის ბოლოს ან გაზაფხულისთვის დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იმავე კლინიკაში განაგრძობენ. გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, კლინიკას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამასთან, არის ამორტიზებული. საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტები აღარ ჰყავდა, მიმაგრებული პაციენტები კი, სხვა კლინიკებში გადანაწილდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ონკოლოგიური კლინიკის ექიმების დიდ ნაწილს, 225 თანამშრომლიდან 220-ს, უკვე გაუფორმდა შესაბამისი მემორანდუმი, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი კლინიკის მუშაობის აღდგენისთანავე, ავტომატურად გააგრძელებენ მუშაობას. წოწკოლაური კლინიკის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის მოცულობას ამ ეტაპზე ვერ ასახელებს და ამბობს, რომ თანხის ოდენობა ახლა ზუსტდება. თუმცა, როგორც ის აცხადებს, დონორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ყველა საჭირო ხარჯი დაფინანსდება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კლინიკა ერთდროულად 90-ის ნაცვლად, 400 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

---

რამდენმა მოქალაქემ მიიღო 200 და 300 ლარიანი კომპენსაცია? - 16 ივლისის სტატისტიკა

16.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    16.07.2020 - ბიემ.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge

---

მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს, ეკლესიასა და NCDC-ს ენდობა, ყველაზე ნაკლებად პრეზიდენტს — Edison Research

16.07.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    16.07.2020 - ონ.ჯი

ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევაში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მეტად ჯარს, ეკლესიასა და NCDC-ის ენდობა, ყველაზე ნაკლებად კი პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტს. ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგი ასე გამოიყურება: 90% —ჯარი; 88% — ეკლესია; 79% — NCDC; 70% — პოლიცია; 69% — უნივერსიტეტები; ფოტო: Edison Research / ფორმულა 68% — ქართული მედია; 63% — პრემიერმინისტრი; 61% — სახალხო დამცველი; 57% — ადგილობრივი ხელისუფლება; 52% — მთავრობა. ფოტო: Edison Research / ფორმულა 51% — ცენტრალური საარჩევნო კომისია; 51% — არასამთავრობო ორგანიზაციები; 49% — პარლამენტი; 46% — სასამართლოები. ფოტო: Edison Research / ფორმულა 46% — პროკურატურა; 42% — ბანკები; 42% — პოლიტიკური პარტიები; 41% — საქართველოს პრეზიდენტი. ფოტო: Edison Research / ფორმულა კვლევა Edison Research-მა 23 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. კვლევისთვის პირისპირი გამოკითხვის გზით, ხმის უფლების მქონე 2101 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შესაძლო ცდომილების ფარგლებია 2.1%-ია.

---

„არ ვარ მომხრე, ჩვენი მოსახლეობა კვლევის ნაწილი იყოს“ - როდის გამოიყენებენ ვაქცინას საქართველოში

16.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    16.07.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც მასზე მეცნიერები ზუსტ დასკვნას დადებენ. „ყოველთვის მომხრე ვარ, დაველოდოთ განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოში. როდესაც დაიდება გარკვეული შედეგები და ჩვენ გვექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური გარანტია, იმის შესახებ, რომ პრეპარატი და ვაქცინა სწორად მუშაობს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ქვეყანაში მისი გამოცდა. რა თქმა უნდა ვაქცინაზე საუბრობენ, მაგრამ ეს არ არის პირველი საუბარი მსოფლიოში და სავარაუდოდ არც ბოლო. ჩვენ ალბათ დაველოდებით იმ შედეგებს, რასაც დადებენ მეცნიერები. ამის შემდეგ ჩვენ მოვახდენთ ამ პროგრამაში ჩართვას. საქართველო არაერთი წელია მონაწილეობს სოლიდარობის კვლევაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, სხვა ქვეყნებზე ადრე ჩავერთოთ გარკვეულ კვლევებში. ვაქცინების აპრობაცია ხდება სხვადასხვა ლაბორატორიებში და მას შემდეგ, რაც ისინი შესაბამის აკრედიტაციას მიიღებენ, დავთანხმდებით მის გამოყენებაზე. არ ვარ მომხრე, საქართველოს მოსახლეობა იყოს კვლევის ნაწილი და გამოვიყენოთ ლაბორატორიად“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „პოსტ ტვ“-ის ეთერში.

---

პრეზიდენტი პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დაგეგმილ დისკუსიას გახსნის

17.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    17.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს პრეზიდენტი ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ ინიციატივითა და ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დაგეგმილ დისკუსიას გახსნის. დისკუსიაში, რომელიც სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. დისკუსიას „პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილება: გამოწვევები, შესაძლებლობები, გზა მომავლისკენ“ მოდერაციას გაუწევს ანალიტიკური ორგანიზაციის „ჯეოქეისი“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი. „პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება COVID 19-ის შედეგად დაწესებული შეზღუდვების დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული საერთაშორისო აქტივობებისა და ორმხრივი კომუნიკაციის შესახებ, ეპიდვითარების გართულების პრევენციის მიზნით საქართველოს მიერ შესრულებული შესაბამისი ღონისძიებებისა და ამ ზომებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურების შესახებ, გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთანამშრომლობისა და ქვეყნისადმი დახმარების საკითხებზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

საზოგადოებასლაიდერი თამარ გაბუნია: საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს

17.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    17.07.2020 - კვირა.ჯი

“საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც ბაღი იქნება განთავსებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის ზოგადი. „საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საბავშვო ბაღებიც მოიაზრება. როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე, ზოგადი, რაც ყველა შემთხვევაში გვაქვს. რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც ბაღი იქნება განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაზეც ვიცით, რომ ვმუშაობთ – ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები“, – აღნიშნა გაბუნიამ.

---

თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი შესაძლოა, შერეული მოდელით განახლდეს, რაც სკოლაში სიარულსაც და ონლაინ სწავლებასაც მოიცავს

17.07.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    17.07.2020 - ინფო9

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა დაიცვან. "დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება,“ - განაცხადა გაბუნიამ. კითხვაზე: ხომ არ მოიაზრება ონლაინ სწავლება მაღალი, ხოლო სასკოლო სწავლება დაბალი კლასებისთვის, გაბუნია ამბობს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია ონლაინ საკლასო სწავლება, მაქსიმალურას უნდა იყოს გამოყენებული. „ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ კლასები, არის გარკვეული უნარ- ჩვევა, რომლის განვითარებაც ონლაინ სწავლებით შესაძლებელი არ არის და ამას სჭირდება საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინ მეთოდის გამოყენება, უნდა იქნეს ეს გამოყენებული, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია,“ - განაცხადა გაბუნიამ

---

"ეს არის ორი პრინციპული საკითხი" - რა ცვლილებებს ითხოვენ კლინიკები ჯანდაცვის კანონპროექტში?

17.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    17.07.2020 - ბიემ.ჯი

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ჩაწერილი ნებისმიერი ფრაზა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას", - ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კომიტეტზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებში ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) ცვლილებებს განიხილავენ, რომლის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა. „ცვლილებების პროექტში შეტანილია ჩანაწერი კლინიკების საქმიანობის ნებართვის შეჩერების შესახებ. ყველაზე პრინციპული სწორედ ეს არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება - ეს არის მთავარი პოზიცია. არ უნდა მოხდეს შეჩერების გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც შემოდიან კლინიკაში. პრინციპული საკითხია, ასევე, იმ კრიტერიუმების ცოდნა, თუ რა შემთხვევაში ხდება საქმიანობის შეჩერება. ეს მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოსთვისაც შემდგომში, რადგან სასამართლომ უნდა იცოდეს, თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა კლინიკამ და ეს ჩანაწერი საკმარისი არ არის, ძალიან ბუნდოვანია, ზოგადია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ანუ ჩანაწერი ამბობს, რომ საქმიანობის შეჩერება მოხდება, თუ საქმე ეხება ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ეპიდემილოგიურ მდგომარეობას ანუ ნებისმიერი ეს ფრაზა იძლევა საშუალებას, რომ ინტერპრეტაცია გააკეთოს ადამიანმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში შესულია შემოწმებაზე. ყველა კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონა“, - განაცხადა მახარაშვილმა. თავის მხრივ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ კანონში მსგავსი დეტალები ვერ ჩაიწერება. მან იმედი გამოთქვა, რომ კრიტერიუმების შემუშავების პროცესი იქნება ღია და მასში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

---

სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც

17.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    17.07.2020 - კომერსანტ.ჯი

ვფიქრობთ შერეულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ჯერ აბსოლუტურად კონტროლირებადია. „ვირუსის შემთხვევების დიდი ნაწილი არის იმპორტირებული. არის ერთეული შემთხვევები, რომელზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს და კვლევის შედეგებს ველოდებით, სადაც წყარო ცალსახად იმპორტირებული არ არის. რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის. თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები ამ დღეებში დასრულდება და გამოქვეყნდება. „ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად კი, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება. ამ მოდელის დეტალებზე აჯობებს, განათლების სამინისტროს მიმართოთ, თუმცა ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინკლასები. არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლის განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ონლაინმექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

--- 

 

პრესა

 

მოსალოდნელია წამლების გაძვირება - მიზეზი ახალი რეგულაციაა

17.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    17.07.2020 - რეზონანსი

დეპუტატი: „ესაა მინისტრის ხუშტური, რაც ძალიან ბევრი დაგროვდა ჯანდაცვის სექტორში“ მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა 7-დან 15 დღემდე იზრდება. პარლამენტს კანონპროექტი მხოლოდ მესამე მოსმენით დარჩა დასამტკიცებელი. რა იქნება შედეგი და რატომ სურს მთავრობას ბიუროკრატიული ვადების გაზრდა, ეს დამოუკიდებელ დეპუტატს ეჭვს უჩენს. კანონპროექტს არ ეთანხმებიან არც პროფესიულ წრეებში. მათი აზრით, შედეგი წამლებზე ფასის 7-10%-ით ზრდა და ბაზარზე ოლიგოპოლია იქნება. ფარმაცევტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ წამლის რეგისტრაციის ვადების 7 დღიდან 15 დღემდე გახანგრძლივება მედიკამენტების ღირებულებას 7-10%-ით გაზრდის. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ აღნიშნა, მედიკამენტების ფასების ზრდა არ იქნება ისეთი დიდი, როგორიც ეს 30 დღის დადგენის შემთვევაში მოხდებოდა, თუმცა ამ პერიოდსაც ექნება გავლენა ფასებზე. „მედიკამენტების რეგისტრაციის პროცესის გახანგრძლივება, ბუნებრივია, აისახება მედიკამენტების ფასებზე, არა იმ რაოდენობით და არა იმ პროცენტით, რომელიც თავიდან იყო დაგეგმილი და გათვლილი, თუმცა მაინც იქონიებს გავლენას. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ წამალი ბიზნესი არ არის, ჩვენ ვერ გავექცევით ამას. მარჟა სხვადასხვა მედიკამენტზე სხვადასხვაა, იმის მიხედვით, რომელ ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა, საშუალოდ, ალბათ, 7-10%-ით მოხდება მედიკამენტების გაძვირება“, - განაცხადა ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა. ლევან გოგიბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, ბაზარზე გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვიოს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რომელი მიმართულებით შეიძლება, შეიქმნას დეფიციტი. „პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ფარმაცევტულ ბაზარზე, განსაკუთრებით - საწყის ეტაპზე, როდესაც ტრანსპორტირება შეჩერებული იყო და იმპორტი - შეფერხებული. აქედან გამომდინარე, ამან გამოიწვია, გარკვეულწილად, გაძვირება, თუმცა დღეს ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით რაიმე პრობლემა არ არსებობს“, - აღნიშნა გოგიბერიძემ. პარლამენტში განხილვების ეტაპზევე გამოთქვა ეჭვი დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ. მისი შეფასებით, ეს არის მინისტრის ხუშტური. როგორც დეპუტატი ,,რეზონანსთან“ ამბობს, გაძლიერდა ოლიგოპოლიის საფრთხეც, რაც უკვე არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე. ,,კარგია, რომ არა 30 დღემდე და მხოლოდ 15 დღემდე იზრდება რეგისტრაციის ვადა, თუმცა მაინც ვერ ვხედავ ლოგიკას. რატომ არ შეიძლება, შეიქმნას ბაზა, სადაც ე.წ. სანდო ქვეყნების კომპანიები დარეგისტირდებიან, აღარ დასჭირდება არანაირი დრო კომპანიას და ბაზარზე ყველანაირი დეფიციტის საფრთხეც აღმოიფხვრება? რასაკვირველია, ჩნდება ბევრი ეჭვი, მათ შორის, ფარმაცევტული ბიზნესის ლობირების, რამაც უკვე შექმნა ბაზარზე ოლიგოპოლია. ბიზნესი ამბობს, რომ 7-დღიანი ვადა აწყობს წამლების რეგისტრაციისთვის. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, არგუმენტები არ არსებობს, ამიტომ ესაა მინისტრის ხუშტური, რაც ძალიან ბევრი დაგროვდა ჯანდაცვის სექტორში“, - განაცხადა პარლამენტარმა. ცვლილებები არც არასამთავრობო და პროფესიულ წრეებში მოსწონთ. სამედიცინო სფეროს სპეციალისტი, დოქტორი სერგო ჩიხლაძე ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ წამლის ფასი ისედაც მუდმივად იზრდება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და საერთოდ გაუგებარია ხელოვნური ბარიერების შექმნა, რომლებიც აუცილებლად მოიტანს ფასის ცვლილებას. ,,თავიდან საერთოდ 30 დღეს ითხოვდნენ მთავრობის წევრები, რაც იქნება სრული კატასტროფა. შემდეგ რაღაცნაირად შეჯერდნენ და საბოლოოდ 15 დღეზე შეთახმდნენ. არც პირვანდელი და არც ეს ვერსია არ არის გამართლებული არაფრით და ვერც ვერავინ ახსნა. ვერ ვხედავთ საჭიროებას და არც არავინ ამბობს ლოგიკურ არგუმენტს. ფაქტია, რომ ბიუროკრატიული ბარიერების გახანგრძლივება გააძვირებს და რაღაც დროით დეფიციტსაც შექმნის კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც გაჩნდება მოთხოვნა. ეს არის ზედმეტი ბიუროკრატია. მაშინ, როცა წამლის ფასი ისედაც იზრდება, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ეს არაფერს გააუმჯობესებს, ერთადერთი ვარაუდი შეიძლება იყოს, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, აპირებენ მსხვილი მოთამაშეების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას“, - განუცხადა „რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ. შეგახსენებთ, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა, პარალელური იმპორტის შემთხვევაში კი 20 დღე იყო მოთხოვნილი. შეთანხმებული ვერსიით, ეს ვადა განახევრებულია და პარლამენტი კანონპროექტს ძალიან მალე დაამტკიცებს.

---

ყარაჯალაში კოვიდ 19-ის არსებობის არ სჯერათ

17.07.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    17.07.2020 - ახალი თაობა

ყარაჯალა კიდევ ერთი სოფელია საქართველოში, სადაც კორონავირუსის არ სჯერათ. ე.წ. ოქროს სტანდარტით ჩატარებული - PCR ტესტით დადგენილია, რომ 10 თვის ბავშვს COVID-19 აქვს, თუმცა ადგილობრივები ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, მათი არგუმენტია, რომ სოფელში COVID-19-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის გამოვლენილი, არც ჩვილის ოჯახის წვერები არიან ინფიცირებულები. ადგილზე მისულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ ბავშვის სიმპტომები კბილის ამოსვლას უკავშირდება. ჩვილის ბებია და პაპა კი ამტკიცებენ, რომ ტემპერატურა, დიარეა და ცხელება ბავშვის მოწამვლამ გამოიწვია. ისინი ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. სოფელ ყარაჯალაში კი პარალელურად ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს და კავშირებს ეძებენ. მედიკოსებმა წყაროს ამ დრომდე ვერ მიაგნეს, 17 კავშირი კი უკვე მოძიებულია. 10 თვის ბავშვი თელავის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში დედასთან ერთად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატარას ვირუსი ნაწლავური ინფექციით და ტემპერატურით დაეწყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის მონაცემები 2-ჯერ PCR ტესტით გადამოწმდა. 16 ივლისს დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც ასევე უცნობია რა გახდა 72 წლის კაცის ინფიცირების წყარო. ხანში შესული მამაკაცი მცხეთის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ამ დრომდე მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების კვლევა. ქვეყანაში ვირუსი ისევ ცირკულირებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დღის განმავლობაში დადასტურებული ერთეული შემთხვევები, რომლის წყაროც უცნობია არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო გააქტიურდა, თუმცა თვლის, რომ საყურადღებოა. საქართველოში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 10-ს არ აღემატება. მათი უმრავლესობა იმპორტირებულია. უკვე 70-ს აღწევს სატვირთო ავტომობილების ინფიცირებული მძღოლების რაოდენობა საქართვლოში, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

---

მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს

17.07.2020

მედია საშუალებები:    ჯორჯია თუდეი

Link:    17.07.2020 - ჯორჯია თუდეი

ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შემუშავებული პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 6 თვით ცხოვრების უფლება ექნება. „ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა - საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოთხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ. ინიციატივის მიხედვით, გრძელი ვადით შემოსული ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყანის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. აპლიკაციაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტაქტორის შესახებ, წინასწარი დასტურს სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და სხვ. მინისტრის განცხადებით, ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიანი კარანტინს კომერციული ტარიფით საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება 6 თვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონაც. სიახლე სამინისტროს ხელმძღვანელობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად დარგის წარმომადგენლებს გააცნო და დადებითი უკუკავშირიც მიიღო. „ტურიზმის ინდუსტრიისგან ჩვენ პოზიტიური შეფასება მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას. „ეს ადამიანები დიდი ხნით იცხოვრებენ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამით პირდაპირპროპორციულად დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან,“ - განაცხადა თურნავამ. „ჩვენ პროექტს უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვიტანოთ განსახილველად, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დაიწყონ აპლიკაციების შევსება, საქართველოში იმოგზაურონ და საკუთარი ბიზნეს საქმიანობა აქედან აწარმოონ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

---

კვლევა - რაც უფრო ხშირად იყენებენ ადამიანები საინფორმაციო წყაროებს, მით უფრო მეტ ცოდნას ფლობენ ვირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ

17.07.2020

მედია საშუალებები:    ჯორჯია თუდეი

Link:    17.07.2020 - ჯორჯია თუდეი

რაც უფრო ხშირად იყენებენ რესპონდენტები საინფორმაციო წყაროებს, მით უფრო მეტ ცოდნას ფლობენ ვირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ , - ამის შესახებ COVID 19- ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ არსებობს გარკვეული ნაპრალები რესპონდენტთა ცოდნაში, სამივე ტალღაში. საშუალოდ 27%-ს ან ჰგონია, რომ არსებობს კორონავირუსის სამკურნალო წამალი/ვაქცინა ან არაფერი იცის ამის შესახებ; საშუალოდ მესამედი აცხადებს, რომ არ იცის, გადაეცემა თუ არა ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით, ხოლო კიდევ დაახლოებით 16%-ს ჰგონია, რომ არ გადაეცემა; სამივე ტალღაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩვილები, 1-5 წლის ბავშვები და ორსული ქალები რისკ-ჯგფებს მიეკუთვნებიან „რაც უფრო იზრდება რესპონდენტთა ასაკი, მით უფრო ვერ ახერხებენ რესპონდენტები სწორი ქცევების განსაზღვრას. სასოფლო ტიპის დასახლებებში ცხოვრება უარყოფით გავლენას ახდენს პრევენციული ზომების შესახებ ინფორმირებულობაზე. ის რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ ვირუსი მათთან ახლოსაა, უკეთ ინფორმირებულები აღმოჩდნენ იმათთან შედარებით, ვინც თვლის, რომ ვირუსი მათგან შორსაა.“, - ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში. კვლევის თანახმად, სამივე ტალღაში რესპონდენტების 90%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ ისინი კორონავირუსით დაინფიცირების პრევენციულ ზომებს ასრულებენ. კვლევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის სამი ტალღის შედეგად, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითოკვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს 11 რეგიიონის სრულწლოვანი (18 წლის და მეტი) მოსახლეობა გამოიკითხა. თითოეული ტალღა 1000 რესპოდენტს მოიცავდა. შერჩევის ცდომილება მთელი შერჩევისთვის ±3,1%-ია 95%-იანი სანდოობით. ,,იუნისეფი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან პანდემიასთან ბრძოლის პროცესში,"-ამბობს ღ.ხალილი, იუნისეფის წარმომადგენელი.

---

თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფო მუშაობას რამდენიმე თვით შეაჩერებს

17.07.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    17.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

უახლოეს პერიოდში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დაიწყება, ამ პროცესში კლინიკის მუშაობა შეჩერდება, რეაბილიტაცია კი, მიმდინარე წლის ბოლოს ან გაზაფხულისთვის დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ექიმები მიიღებენ წინა წლებში დაგროვილ, 10-თვიან დავალიანებას და ორი თვის კომპენსაციას. თანხები მათ უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში დაერიცხებათ. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუშაობას იმავე კლინიკაში განაგრძობენ. გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, კლინიკას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამასთან, არის ამორტიზებული. საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტები აღარ ჰყავდა, მიმაგრებული პაციენტები კი, სხვა კლინიკებში გადანაწილდნენ.

---

​