მედიამონიტორინგი 13-14 ივლისი
ტელევიზია
ჯანდაცვის კომიტეტზე შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებსა და ინიციატივებს განიხილავენ
13.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
Link: 13.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებსა და ინიციატივებს განიხილავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია იემსი (კოტე ერისთავი) აცხადებს, რომ დოკუმენტი შესაძლოა ვერ დამტკიცდეს, რადგან შემოთავაზებული ცვლილებები კერძო ინტერესსა და ბიზნესის შეტევის ქვეშაა. ცვლილებების ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ კანონპროექტს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 13.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა – ORF Nachrichten 11 ივლისს სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყანამ, რომელიც მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებისგან გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა. „საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია “, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო, საქართველომ არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომლებმაც ამომწურავად შეისწავლეს საქართველოს მაგალითი. მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით პირველივე დაინფიცირების შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშა ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში საუბარია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულება, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაშიც კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს რიგ შემთხვევებში ეკისრებოდათ დიდი ოდენობის ჯარიმები.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
Link: 13.07.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების გამო 36 კვების ობიექტი და ერთი სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა შედარებით მსხვილი ობიექტებისთვის 10 000 ლარია, ინდმეწარმეებისთვის 2000 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე 90 რესტორანი შემოწმდა, გამოდის, რომ ყოველ მესამე რესტორანს, რომელიც შრომის ინსპექციამ შეამოწმა, გარკვეული დარღვევი გამოუვლინდა. ბიზნესი კარგახანია მთავრობისგან მიდგომის შერბილებას ითხოვს და ამბობს, რომ ისედაც დაზარალებულ სექტორს მკაცრი ჯარიმები კიდევ უფრო დიდ ზარალს აყენებს. სტუმართან ერთად ვაგრძელებთ საუბარს, შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. შოთა ბურჯანაძე: დაჯარიმება არის ამ ობიექტების ფაქტობრივად დახურვა, თუ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯარიმის გადახდის აუცილებლობაზე, ეს ობიექტები უბრალოდ დაიხურება. ეს კი დანარჩენი რესტორნებისთვის უარყოფითი მოტივაცია. მიდგომა უნდა იყოს ისეთი, როგორიც აქვს სურსათის უვნებლობის სამსახურს [ დაჯარიმდეს გაფრთხილების შემდეგ], რომ ადამიანმა რეალურად იგრძნოს, რომ კოვიდთან ცხოვრებას სწავლობს. იმისთვის, რომ სექტორის 30% გადარჩეს 2021 წლამდე, მნიშვნელოვანია ბანკებთან ოპერირების შესაძლებლობა გაიზარდოს, ასევე გაიზარდოს ობიექტების შიდა სივრცეებში განთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 50-მდე მაინც და დღგ შემცირდეს. ამის გარეშე სექტორი ვერ გადარჩება კი არა არ იარსებებს.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 13.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
გერმანული გამოცემა Fair Economy ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს აქვეყნებს. კითხვაზე რა არის საქართველოში გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიზეზი, მაშინ როცა მათი რიცხვი იზრდება სხვა ქვეყნებში . მინისტრი პასუხობს, რომ საქართველომ სწრაფად დადროულად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული საფრეები. მთავარი სტრატეგია რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა საეჭვო შემთხვევაში.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 13.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
თბილისსა და რეგიონებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებული 90 რესტორნიდან 31 დაჯარიმდა. ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ კვების ობიექტები თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში დააჯარიმეს. მათივე ცნობით, შემოწმებულ რესტორნებს შორის COVID-19-დან გამომდინარე სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს 59 აკმაყოფილებს.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 13.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 13.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
"ევროპული საქართველო" ბავშვთა გასართობი ცენტრების მიმართ ხელისუფლების დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია აკრძალვაზე, რომლის გამოც აღნიშნული კომპანიები მუშაობას ვერ აგრძელებენ. ამ ფონზე "ევროპული საქართველო" ყურადღებას ამახვილებს კახა კალაძის მეგობრის, გიორგი გოგუაძის და მისი მამის კუთვნილ კომპანია "ნევერლენდის" ღონისძიებებზე, რომელსაც პარტიის ინფორმაციითვე ასეულობით პირი ესწრებოდა. "ამ აკრძალვების მიუხედავად, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან პირადი კავშირები აღმოჩნდა საკმარისი კომპანია "ნევერლენდის" მფლობელისთვის გიორგი გოგუაძისთვის,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 13.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გრძელდება. დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, აუდიტორიის სამიზნე არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ასევე ნებადართული ხდება დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1 000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა. "დღეიდან ნებადართული არის კულტურული ღონისძიებების განხორციელება ღია სივრცეში. ყველა ღონისძიება უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად. სოციალური დისტანციის დაცვით და ზედა ზღვარით თითოეულ ღონისძიებაზე იქნება არაუმეტეს 200 ადამიანისა. დღეის მდგომარეობით 1,000 სასტუმროზე არის ნებართვა გაცემული და მათ შეუძლიათ ოპერირება და ასევე რამდენიმე ათეული აუზის და ფიტნეს დარბაზის საქმიანობა არის ნებადართული," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 13.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
ეკონომიკისა და შრომის ბაზრის განვითარების მორიგ საფრთხედ აფასებს შრომის კანონმდებლოაბში ინიცირებულ ზოგიერთ ცვლილებას ბიზნეს ასოციაცია. როგორც ამბობენ, შრომის კანონმდებლობიშ შემცირების შედეგად ნორმირებული სამუშაო საათების შმეცირება და ზეანაკვეთური სამუშაო საათების მკვეთრი ზრდა მინიმალური ხელფასით სავალდებულოდ შმეოღება და შრომის ინსპციის მანდატით პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოება სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას გამოიწვევს და სამომხმარებლო ხელფასბეი კიდევ უფრო გაიზრდება. დოკუმენტის მიხედვით ნორმირებული სამუშაო კვირის განმავლობაში 40 სთ-ია, ზეგანაკვეთური შორმა კი შესაბამისი ფრომულით უნდა ანაზღაურდეს. ძირითადი შენიშვნები სამუშაო დროის განსაზღვრასთან ისმის, ბიზნესი ფირქობს , რომ ცვლილებებით შრომის ბაზარზე პრობლემები ვერ მოგვარდება რადგან მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს დამსაქმებელს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, რაც ცვლილებებით არ ხდება. ბიზნესი ვალდებული იქნება ვალდებული და ზეგადანკვეთური შრომა ელექტორნულად აღნიშნოს. შალვა ცხაკაიას განცხადებით დღეს მთავრობისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შემქნა. შალვა ცხაკაიამ ასევე განაცხადა, რომ მთავარი პრეტენზია რაც გააჩნია კანონპროექტთანმიმარტებაში ეხება იმ მაღალ სტანდარტს, რომელსაც აწესებს შრომის კანონმდებლობის ის პროექტი, რომელიც არის შემოტავაზებული, კონკრეტულად ეს არის ევროკავშირის იმ დირექტივებთან მიმართებაში, რომელიც რეალურად არ არეგულირებს ამ საკითხებს. დიმიტრი ცქიტიშვილმაკი განაცხდა, რომ ეს არის პროგრესული განვითარებაა საქართველოს ეკონომიკისთვის.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 13.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
რატომ იყო ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი კოვიდ 19 საქართველო? ამ სახელწოდებით სტატიას გერმანული გამოცემა "Fair Economy" აქვეყნებს და ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს გვთავაზობს. გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე რა არის საქართველოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიზეზი, იმ დროს, როდესაც მათი რიცხვი იზრდება სხვა ქვეყნებში, მინისტრი პასუხობს, რომ საქართველომ დროულად და სწრაფად შეაფასა დაკავშირებული რისკები.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 13.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა შედარებით მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ცხრა ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. თუ ბოლო ერთი თვის სტატისტიკას გადავხედავთ, ყოველდღიურად დაავადებულთა რაოდენობა პრაქტიკულად ხუთს არ ასცდენია. თუმცა დამაიმედებელია ის გარემოება, რომ შიდა გავრცელების ნიშნული მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, ეპიდემიოლოგების განმარტებით, ქვეყნის შიგნით დაავადების გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს, რის გამოც ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება და ცალკეული შეზღუდვები ჯერ ისევ ძალაში რჩება. მათ შორისაა რიტუალური სუფრები და კულტურული ღონისძიებები დახურულ სივრცეში.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 13.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ადამიანებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ისწავლეს, თუ როგორ უნდა აჯობონ COVID-19-ს. 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა. აგრესიული ბუნებაც მეტნაკლებად შერბილდა. ექიმები, რომელებიც პირისპირ ებრძოდნენ უხილავ მტერს, დღეს ამბობენ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში გამოსავლის მოძებნა კარგად ისწავლეს. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკამ, სადაც 200 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა, უკვე თავისი ფუნქცია დაიბრუნა. ბოლო ინფიცირებული პაციენტი 12 ივნისს გაწერეს. დღეს კლინიკის მიღწევებზე საერთაშორისო გამოცემებში სტატიები იბეჭდება. პროტოკოლზე დაყრდნობით შიდა გაიდლაინით, მკურნალობდნენ ყველა პაციენტს და საჭიროების მიხედვით ყველა პირთან ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს იყენებდნენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი იყო ბოქსირებულ სექტორში მოთავსებული. ექიმები 4 თვიანი დაუღალავი შრომის პარალელურად, ვირუსის მეორე შემოტევისთვის ემზადებიან. საქართველოში სამედიცინო პერსონალის დადებით შედეგებზე საუბრობენ მათივე კოლეგები. თუმცა ინფექციონისტები გარკვეულ დაგვიანებულ ღონისძიებებზეც მიუთითებენ და თავიდანვე საზღვრების დაგვიანებულ შეზღუდვებზე საუბრობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებს, რომელიც ვირუსის პანდემიისას ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირების საკითხებს შეისწავლის. ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მთავარი ფლაგმანი კლინიკაა, COVID-19-თან ბრძოლის კუთხით იმედი აქვთ, რომ საქართველოს საპასუხო ზომებს სპეციალური კომიტეტი მაღალ შეფასებას მისცემს. საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე მეზობელ და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კორონავურუსის პირობებში ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მწვანე კუნძულად არის დასახელებული. სპეციალისტებს მიჩნიათ, რომ ასეთმა შეფასება დროული რეკომენდაციების და რეგულაციების დაწესების შედეგია, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 13.07.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
პარლამენტი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს. აღნიშნულ ცვლილებებს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. კერძოდ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ცვლილებებლის პროექტს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შემზღუდავი ღონისძიებები წინასაარჩევნოდ გამოიყენოს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებული არ არის და ხელისუფლება მოსახლეობას უბრალოდ აშინებს. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები უნდა მიენიჭოს, რათა ქვეყანაში სიტუაცია არ გაუარესდეს.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 13.07.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანი. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს. 10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, უწყებაში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. 64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრიდან, მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო შემოწმებისთვის არ იყო მზად 21; სხვა მიზეზით კი ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად. რაც შეეხება აუზებს, 30 30 ღია/დახურული აუზიდან მოთხოვნები დააკმაყოფილა 17-მა ხოლო 6-მა ვერ დააკმაყოფილა, შემოწმებისთვის კი მზად 2 ობიექტი არ იყო. ცნობისთვის, სპორტულმა დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის ინსპექციის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ და მათი გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. ამასთან, შრომის ინსპექციამ სამი სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი მუშაობის უფლების არქონის პირობებში მუშაობის გამო, ანუ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე საქმიანობდნენ.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 14.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიბებეის ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად დასაშვებია. 200 კაციანი ქორწილები და ქელეხები რეკომენდებული არ არის. ბექა ფერაძე:"ყველა ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს".
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 14.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ოპერირების ნებართვა ქვეყნის მასშტაბით 1000 სასტუმროს აქვს მიღებული. ბექა ფერაძე:"შემოწმების პროცესი გრძელდება როგორც ფიტნესის, ისე სასტუმროების მიმართულებით".
---
14.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 14.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექტირების საზედამხედველო ფუნქციების გავრცელებას ითვალისწინებს - შენიშვნები აქვთ EMC-ში. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და საკანონმდებლო ორგანოს შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდისკენ მოუწოდებენ. კოტე ერისთავი: "მნიშვნელოვანია, რომ შრომითი უფლებების დაცვა აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ იყოს. დღეს ერთადერთი გზა, რომ მშრომელმა დაიცვას თავისი ინტერესები, არის სასამართლო, თუმცა სასამართლო გადატვირთულობისა და ვადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, არ არის ეფექტური მექანიზმი. შრომის ინსპექცია კი უნდა იყოს სწორედ ის მექანიზმი, რომლითაც შრომის კოდექსის აღსრულება მოხდება. რეფორმა კი, რომელიც ამ ინსპექციას გააძლიერებს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება".
---
14.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 14.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
კიდე ვერთი საკანონმდებლო პაკეტი რაც შომის კოდექსში ცვლილებების შესატანად მომზადდა, პრექტზე პარლამენტი სავარაუდოდ დღეს რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. კანონპროექტი დისკრიმინიაციის წინააღმდეგ ბრძოლის და დეკრეტული შვებულების საკითხებს, ასევე შრომით ურთიერთობებს მოიცავს, უნდა განისაზღვროს დროის რეგურირების საკითხი ოპოზიცია არც ამ ვლილებებს უჭერს მხარს.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 14.07.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში აუზების გახსნა ნებადართულია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება სულ 18-მა აუზმა გაიარა. აქედან თბილისის მასშტაბით 12 დაწესებულება შემოწმდა, მათ შორის ბლექსი ლისი აბანო, ვაკის საცურაო აუზი, ჯინო ფედერაისი და დსხვა.
---
ინტერნეტი
COVID-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევისთვის 31 რესტორანი დაჯარიმდა-მიზეზები
13.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 13.07.2020 - ბიემ.ჯი
თბილისსა და რეგიონებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებული 90 რესტორნიდან 31 დაჯარიმდა. ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ კვების ობიექტები თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში დააჯარიმეს. მათივე ცნობით, შემოწმებულ რესტორნებს შორის COVID-19-დან გამომდინარე სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს 59 აკმაყოფილებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ დაჯარიმება გამოიწვია მაგიდებთან მომხმარებელთა განთავსების რაოდენობის დაუცველობამ; არ იყო დაცული მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია; არ ხდებოდა მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი; ნახმარი ხელსახოცები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განთავსების წესი იყო დარღვეული; არ იქნა წარმოდგენილი დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკომენტაცია, შესაბამისი პროცედურების განსაზღვრით; სარეცხ განყოფილებაში კედელზე არ იქნა წარმოდგენილი ინსტრუქცია ჭურჭლის რეცხვისა და ინვენტარის რეცხვის შესახებ, გამოყენებულო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციის მითითებით; ასევე, ჭურჭლის რეცხვა არ ხორციელდებოდა წყლის დადგენილი ტემპერატურით; ჯარიმის მოცულობა ფზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარი. სამინისტროს ცნობით, ბიზნესსუბიექტებმა ჯარიმის თანხა 1 თვიან პერიოდში უნდა გადაიხადონ, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ეს ვადა გადაიწევს. აღსანიშნავია, რომ 15 ივნისს, რეგულაციების ამოქმედების პირველ დღებში შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტმა კვების 16 ობიექტზე, თითოეულზე 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოწერა, რომელიც ბიზნესსუბიექტებმა გაასაჩივრეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაიგეგმა 2241 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნები 983-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა, ხოლო 458-მა ვერ დააკმაყოფილა; 801 სასტუმრო შემოწმებისთვის მზად არ იყო.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: მედიანიუს.ჯი
Link: 13.07.2020 - მედიანიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ ჩOVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით სამი სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი მუშაობის უფლების არქონის პირობებში მუშაობის გამო, ანუ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე საქმიანობდნენ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 13.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანული გამოცემა Fair Economy ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც COVID-19-ის წარმატებულ მენეჯმენტს ეხება. მათი ცნობით, გამოცემა დაინტერესდა, როგორ ახერხებს საქართველო ვირუსის გავრცელების კონტროლს, მაშინ როდესაც მისი მეზობელი და ასევე სხვა დიდი ქვეყნებისათვის ეს საკითხი დღემდე გამოწვევას წარმოადგენს. „მეორე ტალღის შემთხვევაში რა შეიძლება ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან? ამის გასარკვევად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ მინიტრს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და გერმანულ ენაზეც სრულყოფილად საუბრობს“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი შესავალში და მკითხველს მინისტრის მოკლე ბიოგრაფიას აცნობს. ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს დროს გამოცემა საქართველოს ვირუსთან გამკლავების სტრატეგიით დაინტერესდა. საუბარი შეეხო იმ სპეციალურად შექმნილ ჯგუფებს, რომელიც COVID-19-თან ბრძოლის მიზნით ჩამოყალიბდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის კვლევითი ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც. ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ინფექციის გავრცელების შეკავებას შეუწყო ხელი, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მოსახლეობის მაღალი ინფორმირებულობა იყო. „მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიწყო მასიური საკომუნიკაციო კამპანია ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და სოციალური დისტანცირების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, მათი საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებმა არა მხოლოდ იციან, რომელია ეფექტური გზა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, არამედ თავადაც ამ ზომების შესაბამისად იქცევიან და სოლიდარულები არიან სხვების მიმართ, იციან რომ ხელების დაბანა, თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდება, მათ ეხმარება სხვების დაცვაში“, - აღნიშნავს მინისტრი. ეკატრინე ტიკარაძე განმატავს, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი, რაც ვირუსს ქვეყნის შიგნით გავრცელების საშუალებას არ მისცემდა. „ჩვენ წინა პლანზე დავაყენეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, გავატარეთ მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები, რამაც საკმაოდ დააზარალა ეკონომიკური სექტორი, თუმცა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ამ უმაღლესი ღირებულების დაცვის მიზნით, ვთვლით რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი. ჟურნალისტი მინისტრთან ინტერვიუს დროს დაინტერესდა, რამდენად უსაფრთხოა საქართველო ტურისტებისა და სხვა მოგზაურებისთვის. ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან განმარტავს, რომ ვირუსის შემთხვევების სტაბილიზაცია ქვეყანაში უკვე აპრილის ბოლოდან დაიწყო, ხოლო ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებლის კლების პარარელურად დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესიც. „საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო რომ იყოს, ამისთვის დიდი ძალისხმევა დაიხარჯა სასტუმროებსა და რეკრეაციულ ადგილებში ინფექციის კონტროლის წესების დანერგვაზე. ბიზნესვიზიტორებისთვის ქვეყანაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელი და ბიზნეს გარემო. რეგულარულ PCR ტესტირებაზე იოლი ხელმისაწვდომობა ვიზიტორს საშუალებას აძლევს კარანტინში ყოფნის გარეშე უსაფრთხოდ აწარმოოს ბიზნეს მოლაპარაკებები თუ სხვა საქმიანობა“, - განმარტავს ეკატერინე ტიკარაძე.
Link: 13.07.2020 - აიპრეს.ჯი
Link: 13.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 13.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (79 მომხრე) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი იქნება მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი ახორციელებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესების შესახებ გამოიცემა სპეციალური ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ოქმით გათვალისწინებული მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას, სსიპ „112“-ის მოსამსახურე უფლებამოსილია დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. ელექტრონული ზედამხედველობის ოქმს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლებამოსილების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, რომლის მიმართაც გამოცემულია ოქმი. თუ მოძალადე ან/და მსხვერპლი რაიმე მიზეზის გამო ხელს არ ან ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ მისი გამოცემის უფლებამოსილების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მოძალადის ან/და მსხვერპლის მიერ ხელმოწერის შეუძლებლობის/ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად, მსხვერპლისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალების გადასაცემად, ხოლო მოძალადისთვის შესაბამისი ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად, პოლიცია უფლებამოსილია მსხვერპლი/მოძალადე გადაიყვანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ მოძალადის ადგილზე არყოფნისას მოძალადისათვის ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია პირი დაიბაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად. პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მოძალადის ძებნა ქვეყნის მასშტაბით. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ საზღვარგარეთ პირის გადასვლის შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობა უნდა შეწყდეს. ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის განმეორებით მიღებული გაფრთხილების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ქუთაისიპოსტ.ჯი
Link: 13.07.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი
10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯამში 10 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) ცენტრი. „აქედან შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო არ იყო მზად 21; ამასთან, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად. ამასთან, შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17; ვერ აკმაყოფილებს 6; არ იყო მზად 2; სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სპორტულმა დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის ინსპექციის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ და მათი გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 13.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი? ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით). საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში. ევროკავშირის ქვეყნების (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით. ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია), რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ავსებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ელექტრონულ ანკეტას? ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას/ ან არიან ორმაგი მოქალაქეები. ავსებენ თუ არა ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ელექტრონულ ანკეტას, რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი? არ ავსებენ, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა. სად არის ხელმისაწვდომი ელექტრონული ანკეტა? ელექტრონული ანკეტა ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www. StopCov.ge არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება? არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად. ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში? იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია. რა მიდგომა ვრცელდება ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები? ასეთი ქვეყნებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები. რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც შესაბამისი დათქმით იხსნება სახელმწიფო საზღვარი? აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით. რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან შემოსვლაზე, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი? აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით. რა მიდგომა ვრცელდება ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე? ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით. რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან? სხვა ქვეყნებიდან? საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს. რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს? აღნიშნულ პირზე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი არ ვრცელდება. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით). საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით. რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს? აღნიშნულ პირზე ვრცელდება სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი. ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, შეეძლებათ თუ არა ქვეყანაში სახმელეთო საზღვარით შემოსვლა? სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტები რჩება დახურული. ► ტესტირება რა სახის/მეთოდის კვლევა ტარდება აეროპორტში? აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება. რა შემთხვევაში დაექვემდებარება მგზავრი აეროპორტში PCR კვლევას? აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე. როდის იქნება ცნობილი კვლევის შედეგი? PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდირებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში. როგორ იგზავნება ინფორმაცია კვლევის შედეგის შესახებ? კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. რა დრო იქნება საჭირო PCR კვლევისთვის საჭირო ნიმუშის ასაღებად? ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს. ფასიანია თუ არა კვლევის ჩატარება? აეროპორტში PCR კვლევის საფასურის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ იმ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის, რომელთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. ► კარანტინი რა შემთხვევაშია სავალდებულო კარანტინი? კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება. კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ვინ ფარავს კარანტინის ხარჯებს? საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი. შესაძლებელია თუ არა თვითიზოლაციაში გადასვლა? თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია: ✅ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება; ✅ დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ); ► პროცედურები: ✅ თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს; ✅ შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. შესაძლებელია თუ არა საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ? აღნიშნული შესაძლებელი არ არის. როგორ ხდება საკარანტინო სასტუმროში ტრანსპორტორება? და სავალდებულო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, სასტუმროს დატოვება? აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. რა პერიოდით არის ვალდებული პირი იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში? საზღვრის კვეთიდან 14 დღის განმავლობაში. უტარდება თუ არა პირს საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ PCR კვლევა? ვინ ფარავს ტესტის საფასურს? დიახ, სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - სახელმწიფო. რატომ არის სავალდებულო საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი? სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო. საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით. შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება საქართველოს აეროპორტში? დიახ, შესაძლებელია. რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება? საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, კერძოდ მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება, ტესტირების ან/და 14დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით. ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 13.07.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, წელს სეზონური გრიპით გარდაცვალების 4 დადასტურებული შემთხვევა იყო. ამის შესახებ მან ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ხათუნა ზახაშვილი, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე მედიის კითხვებს პასუხობენ. "სამწუხაროდ, იყო 4 დადასტურებული შემთხვევა. გაცილებით მძიმე იყო შარშანდელი სეზონი, როცა გვქონდა 42 დადასტურებული შემთხვევა", — თქვა იმნაძემ. ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ დადასტურებული შემთხვევა ნიშნავს ლაბორატორიულად დადასტურებულ გარდაცვალების შემთხვევას და კლინიკურად გრიპით გარდაცვალების ფაქტი, სავარაუდოდ, მეტი იქნება.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 13.07.2020 - პუბლიკა.ჯი
ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი შენიშვნების გათვალისწინების დათქმით დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, კომიტეტის მხრიდან საკითხის მხარდაჭერის წინაპირობა ეხებოდა მუხლს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება. „დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა შესაძლოა, და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გაუარესდება. ასევე, აღნიშნული ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არ აქვს აღებული არც ასოცირების შესახებ შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამიტომ, ეს რეალობა მინდა, რომ გავითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში კომიტეტი დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს, რამეთუ ძალიან ბევრი ღირებული სიახლეა და ინიციატივა კარგია ერთიანად, თუმცა ამ ნაწილს, რა თქმა უნდა, ვერ ვეთანხმებით და ვერ დავეთანხმებით. იმიტომ, რომ ახლა რეალობა ეს არის.. ადამიანები რამდენიმე სამსახურში, მინიმუმ ორში და ზოგჯერ სამშიც დადიან არა იმის გამო, რომ მათ ჭარბი დრო აქვთ ან ხალისი აქვთ მოჭარბებული, არამედ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათ ძალიან ხშირად აიძულებს, რომ ისინი უფრო მეტად დაიტვირთონ, ვიდრე ერთ სამსახურში ეს იქნებოდა საკმარისი”, – აღნიშნა ხუნდაძემ. როგორც კანონპროექტის ავტორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ინიციატორები კომიტეტის აღნიშნულ მოსაზრებას გაითვალისწინებენ. „ამ ზედა ზღვარს მოვხსნით და შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-5 ნაწილიც, რომელიც ამ გადაზღვევას აკეთებდა ცალკეულ პროფესიებისთვის, შეგვიძლია ამ ეტაპზე მოვხსნათ და ისიც უკვე საერთო დღის წესრიგში გადავიტანოთ, როდესაც ამაზე გვექნება საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოვა დრო, როდესაც ჩვენ ცალსახად ვიტყვით, რომ 48 საათზე მეტი ადამიანმა არ უნდა იმუშავოს. ამ მუშაობაში უნდა აიღოს ისეთი ხელფასი, რომ მან თავისი ცხოვრებაც უზრუნველჰყოს და პირადი ცხოვრებისთვის და საკუთარი თვითრეალიზებისთვისაც დარჩეს დამატებითი დრო”, – განაცხადა ცქიტიშვილმა. აღნიშნულ კომიტეტზე განხილვის შემდეგ პროექტი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით უნდა გავიდეს. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. პროექტით, შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ. კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში აკრძალულია ერთზე მეტ სრულ ან/და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე ან/და შემდეგი სრული ან/და არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი [აღნიშნული გულისხმობს სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს]. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 13.07.2020 - პუბლიკა.ჯი
რადიო თავისუფლებამ“ ამირან გამყრელიძეს BBC-ის მიერ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაზე მომზადებული მასალის შესახებ ჰკითხა, სადაც ის, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე სამ მუშკეტერს არიან შედარებულნი. „მართლაც თვლით თუ არა თავს 3 მუშკეტერად და თუ კი, რომელ მათგანთან ხედავთ მსგავსებას.“ – ასე ჟღერდა „რადიო თავისუფლების“ შეკითხვა, რაზეც პაატა იმნაძეს ჩაეღიმა და თქვა, რომ მას უფრო მოსწონს დევიზი – „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის.“ ამირან გამყრელიძემ კითხვის ავტორს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს მისი ბავშვობის საყვარელი წიგნია. „ჩვენ რომლები ვართ, არ ვიცი, მაგრამ დარტანიანი ვიცი, ვინც არის, მეოთხე.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, მისივე თქმით, ნახევრად ხუმრობით.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 13.07.2020 - 2020ნიუს.ჯი
თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ერთი კომპანია დაჯარიმდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, დაწესებულებაში ქორწილს იხდიდნენ. "შემოწმებები ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე, იქ სადაც არის ადამიანების თავშეყრის მაღალი ოდენობა, სწორედ ეს არის სამიზნე ამ ეტაპზე", - განაცხადა მან. ჯანდაცვის სამინისტრომ სულ 90 ობიექტი შეამოწმა, მათგან 31 დააჯარიმა. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქორწილის გადახდა და ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სხვა წესების დარღვევისთვის კომპანიას 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 13.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
"საქართველოში ჩამოსული ჩვენი მოქალაქე გაცილებით უფრო მაღალ რისკს ქმნის, ვიდრე ტურისტი", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ტურისტებთან შედარებით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეებისაგან ვირუსის გავრცელების გაცილებით მაღალი რისკია, რადგან მათ მეტი სოციალური კავშირები აქვთ. "ჩამოსულ ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია, გვეცოდინება მისი გადაადგილება და სად გაჩერდება. ჩვენი მოქალაქე, რომელიც ბრუნდება აბსოლუტურად სხვა რეჟიმშია, გაცილებით უფრო მაღალი რისკია ჩვენი მოქალაქისგან, რომელსაც მეტი სოციალური კავშირები აქვს, ვიდრე იმას, ვინც აქ ჩამოდის ღირსშესანიშნაობების სანახავად“, - განაცხადა იმნაძემ. დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 13.07.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, 2019-2020 წლის სეზონზე გრიპის გამო სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 4 შემთხვევაა, წინა სეზონზე კი 42 დაფიქსირდა. ქორწილზე შეზღუდვა ქელეხებზე, ქორწილებსა და იუბილეზე რეკომენდაცი... საზოგადოება 18:26 პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020 14 პაატა იმნაძე: წელს გრიპის გამო სიკვდილიანობა... საზოგადოება 19:53 „ფეისბუქ“ ლაივით ჩართვის დროს აქვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა: „ამ შემთხვევაში საუბარია ლაბორატორიულად დადასტურებულზე, კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ უფრო მეტია“. გრიპის ვირუსზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ვაქცინაზე გაამახვილა ყურადღება. „ზამთრის სეზონზე ყოველთვის აქვს ადგილი ე.წ. ჭარბსიკვდილობას, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს გრიპის სეზონურ გავრცელებასთან. წელს გრიპის გამო სიკვდილობა ძალიან დაბალი გვქონდა. თუმცა 2018-2019 წლებში გრიპის სეზონზე სერიოზული მატება იყო გრიპით სიკვდილობის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ იყო კატასტროფულად მაღალი, რომელიც მოულოდნელი იყო გრიპის სეზონისთვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკვე გასულ სეზონზე საკაოდ კარგად ჩაიარა ვაქცინაციის კამპანიამ. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ოდენობა იყო მიწოდებული სრულიად უსასყიდლოდ. მოსახლეობის გაცილებით მეტი რაოდენობა მიმართავდა კერძო სექტორს ვაქცინაციისთვის. ალბათ, ამ კულტურის დანერგვასთან და განვითარებასთან ერთად გრიპით ავადობის ტვირთი წლიდან წლამდე უფრო შეღავათიანი იქნება“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 13.07.2020 - პია.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როდესაც ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჯერ კარანტინში იყო, შემდეგ კი, საავადმყოფოში. თუმცა, მას შვილებისგან კორონავირუსი არ გადადებია. „ერთი ოჯახიდან ორი ბავშვი იყო ინფიცირებული, მათთან ერთად იყო დედა, კარანტინშიც და შემდეგ, საავადმყოფოში. მთელი ამ დროის მანძილზე დედა არ დაინფიცირებულა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, როგორიცაა პირბადის მუდმივი ტარება, ავადმყოფების მოვლის დროსაც კი, შეიძლება ადამიანის ინფიცირება არ მოხდეს“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 13.07.2020 - ბიემ.ჯი
"ვაპირებთ, აგვისტოში ქვეყანაში დღიურად საშუალოდ 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდეს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. BMG დაინტერესდა, შესრულდა თუ არა მსოფლიო ბანკის რელიზში გაცხადებული პირობა და გასამმაგდა თუ არა საქართველოში სწრაფი ტესტების ჩატარების მაჩვენებელი. „ტესტირება წარმოადგენს კოვიდის მართვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას. ტესტირებები ხდება სწრაფი ტესტებით და PCR ტესტებით. თებერვალში ჩვენი დღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო დაახლოებით - 27, მარტის საშუალო დღიური ტესტირება იყო - 73, აპრილის საშუალო დღიური ტესტირება გაიზარდა 472-მდე, მაისში ეს რიცხვი - 1443 იყო, ივნისში 1816, ხოლო ივლისში გვაქვს 3083. დიახ, როცა მსოფლიო ბანკმა დაიწყო მოლაპარაკება, სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ ივლისში აპრილ-მაისის მონაცემებს გავასამმაგებდით. აგვისტოში ვაპირებთ, რომ ქვეყანაში დღიური ტესტირება იყოს 4000 PCR, ხოლო სწრაფი ტესტებით ჩატარების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ორმაგდება; შემოდგომაზე კი, გვინდა, ეს მაჩვენებელი 5 000-7 000 იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღემდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 152 847 PCR ტესტი. ამასთან, ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამჭვირვალედ მუშაობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებსაც უპასუხა. „ჩვენ ნეპოტიზმში, კორუფციაში დაგვადანაშაულეს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ყველას მოვუწოდებ, გადაამოწმეთ მონაცემები. დღეს ეს ყველაზე გამჭვირვალე პროცესია. პროცესში 20 ლაბორატორია მონაწილეობს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 13.07.2020 - ბიემ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ყველა უცხოელმა ნებაყოფლობით ტესტირებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო ქართველებმა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში უცხო ქვეყნის პასპორტით ჩამოსვლა, უარი თქვეს ტესტირებაზე. პაატა იმნაძის განცხადებითვე, ტურისტებთან შედარებით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ქართველებისგან მეტი რისკია დაავადების გავრცელების, ვინაიდან ისინი მოინახულებენ ნათესავებს და ექნებათ მეტი სოციალური აქტივობა. გარდა ამისა, იმნაძის განმარტებით, ჩამოსულ ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია და სახელმწიფოს ეცოდინება სად გადაადგილდება ის, სად გაჩერდება და ა.შ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 13.07.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. მიისვე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა არსებული სიტუაცია შენარჩუნდეს. ამასთან, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღია პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების ხშირი დამუშავება. „მოგეხსენებათ, ჩვენ შედარებით ბევრად უკეთესად გამოვიყურებით, ვიდრე ჩვენი მეზობელი ან სხვა ევროპული ქვეყნები. ჩვენ გსვურს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ დონის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შევინარჩუნოთ, რათა „არ გაგქვეცეს“ ხელიდან. ამისთვის ყველაფერი კეთდება თქვენთან ერთად. ამიტომ იყო მომართვა, რომ არ უნდა მოვეშვათ, არ უნდა დავიჯეროთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ. მესმის, რომ მოსაბეზრებელია ერთი და იგივეს გამეორება, რომ პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ საჭიროა ხშირად გავახსენოთ მოსახლეობას, რომ ეს არის მთავარი იარაღი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 13.07.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, დასაშვები გახდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. “ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად ივლისის განმავლობაში ავიარეისებს ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი ასრულებენ. დღეს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგით: 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინე პროცედურის გავლა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 857 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 219 პირი. პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანლობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 13.07.2020 - კომერსანტ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ზამთრის წლეევანდელ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, მისივე თქმით, გაცილებით მძიმე იყო ზამთრის წინა სეზონი, როცა გრიპით გარდაცვალების 42 ფაქტია დადასტურებული. „საკმაოდ მსუბუქი ზამთრის სეზონი გვქონდა ჩვენ გრიპისმაგვარი დაავადების და მათ შორის გრიპის მიმართულებით. სამწუხაროდ, იყო გრიპით გარდაცვალების ფაქტები, ოთხი შემთხვევაა გარდაცვალების. გაცილებით მძიმე იყო შარშანდელი, ანუ წინა სეზონი, როდესაც ჩვენ გვქონდა გრიპით გარდაცვალების 42 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ მეტია, ვიდრე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია. „როცა ვსაუბრობთ დადასტურებულ შემთხვევაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორიულად არის დადასტურებული გრიპით გარდაცვალების შემთხვევები, თუმცა კლინიკურად გრიპით გარდაცვალება ალბათ მეტია. თუ ჩვენს სტატისტიკას ნახავთ ყოველწლიურ სტატისტიკურ კრებულში, იქ გრიპით გარდაცვალება მეტი გვექნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 13.07.2020 - კვირა.ჯი
„საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა ის მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებდა ვირუსის გავრცელებას მთელს ქვეყანაში“ – განაცხადა გერმანული გამოცემა fair-economics-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში. „21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მალე საყოველთაო კარანტინი (31 მარტიდან 22 მაისამდე), აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ამ ზომების პარალელურად, დაიწყო კომუნიკაციის მასობრივი კამპანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებისა და სოციალური დისტანციის მნიშვნელობის შესახებ, მოწოდებით ,,დარჩი სახლში”, რაც იმ პერიოდის სლოგანად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, მისი საქართველოს ოფისისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტებმა არა მხოლოდ იციან, თუ როგორ აიცილონ ახალი კორონა ვირუსის გავრცელება, არამედ ასევე მოქმედებენ შესაბამისად და სხვების მიმართაც გამოხატავენ სოლიდარობას. მათ იციან, რომ ხელების დაბანა და საზოგადოებრივი თავშეყრის თავიდან აცილება მათ საკუთარი თავისა და სხვების დაცვაში ეხმარება. აღდგომის დღეს, ეკლესიამ მიიღო საგანგებო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. საეკლესიო მსახურება ტარდებოდა ღია ცის ქვეშ დამსწრეებს შორის სპეციალურად შექმნილი 2-მეტრიანი დაშორებით. ამ ზომების მეშვეობით, ქვეყანამ წარმატებით შეუშალა ხელი COVID–ის გავრცელებას” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თემით, აქტიური დაცვითი ზომები არ ნიშნავს იმას, რომ არ ვენდობით ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ვირუსზე რეაგირების შესაძლებლობას. აქ წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც ზიანი მიაყენა ეკონომიკურ სექტორს, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევთ. მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში“ – განაცხადა აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. შეკითხვაზე, როდის მოიხსნება შეზღუდვები მინისტრი პასუხობს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე მოიხსნა. „აპრილის შემდეგ ვირუსის რეპროდუქციის სიხშირე (RT) 1-ზე დაბალია, სტაბილიზაციის ტენდენციით. შედეგად, მთავრობამ წამოიწყო თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკა. სამინისტრომ ბიზნესისა და ფართო საზოგადოებისთვის შეიმუშავა სავალდებულო რეკომენდაციები ვირუსის თავიდან ასაცილებლად და ხალხის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი თანდათანობით დაიწყო რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. პირველ ეტაპზე ჩვენ განვაახლეთ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ღია სასოფლო-სამეურნეო ბაზრების ოპერირება, შემდეგ სხვადასხვა სერვისები, ღია სარეკრეაციო ტერიტორიების ოპერირება, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების საქმიანობა. ჩვენ ათამდე გავზარდეთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა შეკრებაც დასაშვებია საზოგადოებრივ სივრცეში. მოგვიანებით, გავხსენით ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ღია და შემდეგ დახურული რესტორნები, სასტუმროები, მუზეუმები, უსაფრთხო ტურისტული ადგილები და შიდა ტურიზმი. ასევე, დაგეგმილია სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების მიხედვით და ფრენების თანდათანობით განახლება” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 13.07.2020 - კვირა.ჯი
„საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა”, – გერმანული გამოცემა FAIReconomics-ი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საქართველოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიზეზი მაშინ, როცა მათი რიცხვი განსაკუთრებით იზრდება რუსეთში (სხვა ქვეყნებში), მინისტრი პასუხობს, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები. „საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი ქვეყანაში COVID-19–ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მთავრობამ პანდემიის კონტროლის პირველი ეტაპი ქვეყნაში პირველი COVID შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ამ ფაზაში შედის კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება შესაბამისი მულტისექტორული თანამშრომლობის შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით. მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, მიღებული იქნა მკაცრი საკარანტინოე ზომები, რამაც სერიოზულად დააზარალა ეკონომიკური სექტორი. დღეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამასთან, მისი თქმით, მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებაში. „ქვეყნის გარეთ მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებაში სპეციალური ფრენების საშუალებით. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან 14-დღიანი საკარანტინე ან თვითიზოლაციის წესები”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 13.07.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს და საზოგადოებისთვის მიცემული რეკომენდაციები ფორმალური არ უნდა იყოს. თუმცა, გამყრელიძემ გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რიგ შემთხვევაში, ამ რეკომენდაციებმა ფორმალური ხასიათი მიიღო. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა და ჩვენთან ერთად არის - დღეს 9 შემთხვევა გქვონდა, გუშინ იყო 5, იმის წინ კიდევ 5, ერთეული შემთხვევები არის. ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ხაზს ვუსვათ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს. აქედან გამომდინარე რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და პირველ რიგში, ეს ჩვენი სამოქალქო პასუხისმგებლობაა. ამიტომ გთხოვთ ყველას, პირბადე იქნება, სოციალური დისტანცირება, პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა თუ ა.შ. ეს ყველაფერი დავიცვათ“, - განაცხადა გამყრელიძემ. თავის მხრივ, ამავე კითხვის საპასუხოდ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ „მოსახლეობის მხრიდან ბევრია დარღვევა და რეკომენდაციების არდაცვის შემთხვევები“. „პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება არის საშიში. თუ ჩვენ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ამ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა იმნაძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 13.07.2020 - ბათუმელები.ჯი
„ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას, არ გავჩერდებით!“ – გვითხრა მადონა შაინიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ. უნდოდა გვცოდნოდა, რომ ისევ უიმედოდაა და აქციის მონაწილე, თვითდასაქმებული ქალები, რომლებიც სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას, ან ამ პუნქტის გახსნამდე მრავალჯერად კომპენსაციას ითხოვენ, მისი აზრით, დამაიმედებელ პასუხს ისევ ვერ მიიღებენ: „ვნახოთ ამჯერად რას გადაწყვეტენ, რა პასუხს გაგვცემენ და შემდეგ ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას. აბა რა ვქნათ, მოვიპაროთ? – ვინ გვაპატიებს, თვითონ გვაპატიებს?“ – სვამს კითხვას მადონა, რომლის ადრესატიც, „თვითონ“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეა. მადონა ამ კითხვას თავადვე ასე პასუხობს. „ჰოდა არც ჩვენ ვაპატიებთ გასაჭირში ჩვენს დატოვებას“. მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან მას სხვა კითხვებიც აქვს. მადონა ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც წლები ყოველ დღე კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში მისასვლელად. თავად უარყოფს – „არა, მე ასე არ ვიტყოდიო“ – მაგრამ აქციების წარმართვისას ერთ-ერთი ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღებია. თავად ამბობს, რომ აქციების საუკეთესოდ ორგანიზებას ქალები არა რომელიმე ერთი ლიდერის, არამედ ერთიანობით ახერხებენ – „ამ აქციებზე, ჩვენ ყველა ლიდერები ვართო“. მადონა უპირობოდ მიიჩნევს, რომ როცა მოქალაქეს უჭირს და ეს ამბავი მთავრობის სახლამდე, აჭარის უმაღლეს საბჭომდე, ან სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურამდე მიაქვს, მთავრობის წარმომადგენელი მათ მოსასმენად კაბინეტიდან თუ შენობიდან გარეთ უნდა გამოვიდეს. „მე მათი კაბინეტები არ მაინტერესებს. მოვიდა ხალხი, დგას გარეთ და გთხოვს გამოსვლას, ვინ ხარ შენ, რომ არ გამოდიხარ? – მერე რაა, რომ დეპუტატი ხარ. როგორიც შენ ხარ – თვალი გაქვს და ხელი, ისეთივეა სხვაც. ალბათ დანაშაული გაქვს რაღაც, რომ ვერ გამოდიხარ და ყველას თანდასწრებით ვერ საუბრობ. მე მირჩევნია სიმართლე ვთქვა და დავიღუპო, ვიდრე ტყუილი და გადავრჩე“, – ამბობს მადონა, თუმცა ყველზე მეტად ის მაინც მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს: „არ შეიძლებოდა ერთხელ მოსულიყო ბატონი თორნიკე და ჩვენთვის ეკითხა, თავის ქალაქში, მისი თანაქალაქელები ამდენს რისთვის კივიან და წივიან? – შეიძლება კადიროვია ჩამოსული, არ უნდა მოიკითხოს, რა ხდება აჭარაში? აბა რისთვის ხარ ხელისუფალი, რისთვის ზიხარ? – გამოვიდეს აქციაზე ბატონი თორნიკე და დაგველაპარაკოს, ცუდს არავინ აკადრებს, რადგან ის ჩვენი ხელისუფალია. კონკრეტული პასუხი გაგვცეს თავის თანაქალაქელებს, არ გვინდა მხოლოდ ჰაერში გაფრენილი დაპირებები. გაგვცეს პასუხი, რას უპირებს ამდენ ხალხს, რისთვის არის ეს ხელისუფლება, რამე რომ გამიჭირდეს უნდა ვიფიქრო, რომ უპატრონო ვარ და უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობ? – ნუ მაფიქრებენ ამას და არც ხმამაღლა ვიტყვი.“ მადონა შაინიძე აქციაზე მადონას მონაყოლით, პანდემიის გამოცხადების, თურქეთ-საქართველოს საზღვრის დაკეტვისა და სახლში დარჩენის შემდეგ, თურქეთის მხარეს მომუშავე ქალებმა ფეისბუქში საერთო ჩატი გააკეთეს: „აქ ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ამბებსო“. ისინი იმედოვნებენ, რომ დაახლოებით ერთ თვეში მაინც გაიხსნებოდა საზღვარი და ჩვეულ რიტმში გააგრძელებდნენ მუშაობას, მაგრამ ასე არ მოხდა: „გავიდა სამი თვე და ყველას ამოგვეწურა დანაზოგი, ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგს ბანკის დავალიანება აქვს გადასახდელი, ზოგიერთს კი პროდუქტის ფულიც კი შემოელია“. პრობლემების მატების პარალელურად მათთვის წარმოუდგენელი იყო ისიც, რომ შესაძლოა ვერ მიეღოთ ის ერთჯერადი კომპენსაციაც კი, რაც მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის გაითვალისწინა: „გვითხრეს, რომ ჩვენ მათ რიცხვში არ შევიდოდით“. ამის შემდეგ მათ იგივე ჩატში, სადაც ერთმანეთს საკუთარ ამბებს უზიარებდნენ, საპროტესტო აქცია დაგეგმეს და საკმაოდ ეფექტურად მოახერხეს მისი ორგანიზებაც. „ცუდ დღეში ჩავარდნილ ადამიანს რა არ მოუვა თავში, რომ გამოსავალი მოძებნოს“, – ამბობს მადონა. აქციების პარალელურად მათ ბევრჯერ მიიღეს დაპირება, რომ კომპენსაციის მისაღებად უშუამდგომლებდნენ ცენტრალურ მთავრობასთან, თუმცა უშედეგოდ. მადონას და ასევე სხვა ბევრ ქალს, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, ჯერ კიდევ არ მიუღიათ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციაც კი. ახლა ისინი ითხოვენ, რომ ეს კომპენსაცია ყოველთვიურად გასცეს სახელმწიფომ საზღვრის გახსნამდე. „რომელიმე აქცია შედეგიანად რომ დასრულებულიყო – არავის არ გვეხალისება ქუჩაში გამოსვლა და ხეტიალი. ზოგს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ზოგიერთს ავადმყოფი ქმარი, გამოვიდნენ და ქუჩაში დგანან. ჩვენ აშკარად გვატყუებენ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა – დაწერეთ განცხადებები და დაგასაქმებთო. ორი წლის წინ ვინც დაწერა [განცხადება] ისინი არ დაუსაქმებიათ ჯერ, რატომ გვატყუებენ? – ან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომ გამოგვიგზავნეს სარფში, რისი გაკეთება შეეძლო მაგას ჩვენთვის? – ადამიანი ხვდება, როცა ნამდვილი საუბარი გაქვს. ეს ნამდვილი საუბარი არ იყო. ჩვენ როცა მათ კომენტარებს ვისმენთ, ძალიან არ მოგვწონს და ძალიან ვბრაზდებით. იცი, რომ აშკარად გატყუებს. ეს არის გამაღიზიანებელი. მე უკმაყოფილო ვარ“. მადონა შაინიძემ თურქეთის მხარეს სამუშაო რვა წლის წინ მოძებნა, მას შემდეგ, რაც 24-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს ისე, რომ არაფერი აუხსნეს. მადონას თქმით, ამ დროს სამსახურის პოვნა არც თურქეთის მხარეს იყო იოლი და კონსულტანტის ადგილი ერთ-ერთ მაღაზიაში ერთთვიანი მცდელობის შემდეგ იპოვა: „დამპირდნენ დაგირეკავთო. იმედი არ მქონდა, მაგრამ დამირეკეს და სიხარულით წავედი სამუშაოდ. საზღვრის იქით რვა წელია ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში არაფერი მომითხოვია მთავრობისთვის, ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო და არავის სამოწყალოდ არ დამრჩენია საქმე. ეპიდემია რომ არ ყოფილიყო, არც ახლა არ დამჭირდებოდა, მაგრამ ახლა რა გავაკეთოთ?!“ საუბრის დასასრულს მადონა ასე დაგვემშვიდობა: „ისევ აქციაზე შევხვდებით ალბათ. აქ უკვე გადარჩენაზეა საუბარი. რა მოხდება არ ვიცი, მე რომ მქონდეს დიდი შემოსავალი, ამ ქალებს ყველას დავეხმარებოდი, მაგრამ რა ვქნა.“
---
13.07.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 13.07.2020 - რეპორტიორი.ჯი
„იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, ამ პერიოდში ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ 5 თვის განმავლობაში მიიღო კარგი გამოცდილება კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. “მზადდება გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მთლიანად ჯანდაცვის სასტემის მზადყოფნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ტესტირების სერიოზული გამოცდილება და ასევე დროული მკურნალობა საავადმყოფოებში”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ მისი თქმით, მეორე ტალღის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო მეტად მომზადებული შეხვდება კორონავირუსის ინფექციას. “ქვეყანაში არის 17 ათასამდე საავადმყოფოს საწოლი, აქედან კოვიდისთვის 12 ათასი საწოლის მობილიზება შეიძლება. რადგან დანარჩენი გახლავთ ის საავადმყოფო რომელსაც ვერ გადართავ კოვიდზე. ესენი გახლავთ სამშობიაროები, სამეანო-გინეკოლოგიური და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ამ პირველი ტალღის დროს მობილიზირებული იყო ერთდროულად 500-დან 1500 საწოლამდე ქვეყანაში კოვიდ ინფექციაზე და სტაციონარში მკურნალობდა 400-500-მდე ადამიანი. ასე რომ არავითარი გადატვირთვა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ კარგად გაართვა თავი ამ ადამიანების მართვას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ თუ იქნა მეორე ტალღა, კიდევ უფრო უკეთესად მომზადებული შევხვდებით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძე. საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 13.07.2020 - რეპორტიორი.ჯი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების I მოსმენით განხილვა გააგრძელა. კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე კომიტეტის წინა სხდომაზე დიმიტრი ცქიტიშვილმა წარმოადგინა და კითხვებსაც უპასუხა, დღეს კი კომიტეტის წევრებმა და სხდომაზე დამსწრე, სხვადასხვა სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პოზიციები გამოხატეს. პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, ლადო კახაძის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კოდექსში, რამაც უნდა დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები. კანონპროექტს მხარს უჭერენ პროფკავშირების წარმომადგენლები. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა აზრით კი, გადასაწყვეტია შრომის ინსპექციის თემა და გადასახედია მისი უფლებამოსილებები, საჭიროა შრომითი დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის შემუშავება. შრომის ინსპექციის წარმოდგენილ მოდელს არ უჭერს მხარს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელიც, რომლის განცხადებით, მასში ჩადებულია კომპანიებზე ზემოქმედების დიდი რესურსი. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კომიტეტსაც აქვს გარკვეული შენიშვნები კანონპროექტის მიმართ, რომელიც ინიციატორებს წარედგინებათ. თუმცა მან განსაკუთრებით ყურადღება ერთ პრინციპულ საკითხზე გაამახვილა, რომელიც რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში ერთზე მეტ სამსახურში დასაქმებას ეხება. „ეს არა მხოლოდ შენიშვნაა, არამედ პირობაც იმისა, რომ კომიტეტი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს კანონპროექტს, თუ პროექტიდან ამოღებული იქნება ის პუნქტი, რომლის მიხედვით რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში იკრძალება ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება. ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, უმთავრესია ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება, ამ ვალდებულებით კი დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა გაუარესდება. აღნიშნული ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არა აქვს არც ასოცირების შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამიტომ მსურს, რომ ეს რეალობა გავითვალისწინოთ. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი დაუჭერს მხარს, რამეთუ ძალიან ბევრი ღირებული სიახლეა, თუმცა ამ ნაწილს ვერ დავეთანხმებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, ადამიანები ორ, სამ სამსახურში დადიან არა იმიტომ, რომ ჭარბი დრო აქვთ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათ ხშირად აიძულებთ მეტად დაიტვირთონ. შრომაც და უსაფრთხოებაც უნდა დაიზოგოს, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე არ შეიძლება შეიზღუდოს პირი, რომელსაც აქვს საშუალება, სურვილი და შესაძლებლობაც და, შესაბამისად, მათ დამატებით სხვა სამსახურში მუშაობა არ უნდა აეკრძალოს. ეს ბევრ წილად შეეხება ექიმებს და გარდა სოციალური მდგომარეობის გაუარესებისა, გამოიწვევს გარკვეულ კლინიკებში პროფესიონალი ექიმების დეფიციტსაც, ამიტომ კომიტეტის პრინციპული მოსაზრებაა, რომ აღნიშნულის თაობაზე მუხლი იყოს ამოღებული. შეჯამებისას დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ნაუცბადევად მიღებულ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მისი შემუშავება მრავალი სუბიექტისა და სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოხდა, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, დასაქმებულის გარეშე არ არსებობს ბიზნესი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ზოგადად ბიზნესი არის დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთობლიობა და მათ შორის თანამშრომლობა არის ძირეული და ფუნდამენტური. „თუ არ არის აღიარება ბიზნესის ინტერესების და არ არის ბიზნესისგან დასაქმებულის ინტერესების აღიარება, ქვეყანა წინ ვერ მიდის და ეს არის აპრიორი. ჩვენ გვინდა ევოლუციური გზით წავიდეთ, დავაბალანსოთ პროცესი, სადაც ბიზნესი და დასაქმებული - ორივე ცდილობს საერთო ინტერესი გამონახოს. კომპანიის განვითარება არ უნდა იყოს მხოლოდ მფლობელის ინტერესებში, კომპანიის განვითარება უნდა იყოს დასაქმებულის ინტერესებში იმიტომ რომ უნდა იცოდეს დასაქმებულმა კომპანიის სიკეთე მასზეც აისახება. ეს არის ამ კანონის სულისკვეთება,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. საბოლოოდ, კომიტეტმა შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას, მხარი დაუჭირა. კანონპროექტი წარმოადგენს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივას.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 13.07.2020 - პია.ჯი
პარლამენტი ხვალ, 14 ივლისს, კანონპროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც პანდემიის პირობებში მთავრობას შეზღუდვების დაწესებაზე უბლებამოსილება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება. კანონპროექტს რიგგარეშე სესიაზე გაიტანენ და მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ. მთავრობას პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება 15 ივლისს ეწურება. პროექტი ისეთ ღონისძიებების შეზღუდვას ითვალისწინებს, როგორიცაა გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების. აღნიშნული შეზღუდვების დაწესების უფლება კი, მთავრობას 2021 წლის იანვრამდე ექნება. „გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება და, მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად გარკვეული შეზღუდვები კვლავ არსებობს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში. ამგვარად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 13.07.2020 - პია.ჯი
„მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ საქართველოს - შეხვდნენ ჩვენს ბიზნეს ლიდერებს, იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინა ხაზზე და პირველ რიგში, შეხვდნენ აშშ-ს ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამხედრო ძალებს წვრთნიან. თქვენ ვერ დაინახავთ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს. სამწუხაროა, რომ კომერციული დავა გარკვეულწილად დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლასთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან. საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო სულ, რაც არ შეიცვლება, - გამოცემა „THE HILL“ საქართველოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას სტატიას აქვეყნებს. ბერაიას თქმით, საქართველო ყველა ეკონომიკური ინდექსის მიხედვით მსოფლიოში საუკეთესოთა შორისა მისი დაბალი გადასახადების, იურიდიული გამჭვირვალეობისა და კორუფციის არარსებობის გათვალისწინებით და ფაქტები საქართველოს ღია და ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის შესახებ კონგრესმანის არგუმენტებს ეწინააღმდეგება. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამვჯდომარე აცხადებს, საქართველო მტკიცედ ორიენტირებულია დასავლეთისკენ, რაზეც მეტყველებს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ქვეყანას დასავლური ინტეგრაციის ორიენტირი შეუნარჩუნა, წარმატებით მიიღო ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება DCFTA - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, 2016 წელს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს და 2017 წელს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ხელი მოეწერა, რაც ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას უმაღლეს დონეზე აყენებს და ნატოში გაწევრიანების აგრესიულ მცდელობას მხარს უჭერს ამერიკის მთავრობაც. გამოცემა „THE HILL“-თან ირაკლი ბერაია ქართველ სამხედროებზე საუბრობს, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში დღემდე, ამერიკის წინამძღოლობით, ამერიკელ სამხედროებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან ნატოს მისიებში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და შეერთებული შტატების დახმარებით უფრო უახლოვდება ნატო-ს. ირაკლი ბერაია მისტიურს უწოდებს კონგრესმენ მალინის მცდელობას, შეეფერხებინა საქართველოსთვის შეერთებულ შტატების მხრიდან ფართო მხარდაჭერა, კავშირს მოკლებულ კომერციულ დავაზე დაყრდნობით. „საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად; ჩვენი არჩევნების ჩასაშლელად მიმართული კიბერ შემოტევების წინააღმდეგ; და იმისათვის, რომ აიძულებენ რუსული ძალების გაყვანა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებიდან. 2008 წლის შემოსევების შემდეგ, რუსეთი ჩვენი ტერიტორიების 20% -ს იკავებს, ათასობით რუსული ჯარიკაცი კი განლაგებულია ჩვენი დედაქალაქიდან 40 მილის დაშორებით. თქვენ არ გეცოდინებათ, რომ საქართველო ამერიკასა და მის მოკავშირეებთან ერთად იბრძვის გლობალური ტერორიზმისა და რუსეთის აგრესიისს წინააღმდეგ ყოველდღიურად - მარკვეინ მალინის უსაფუძვლო დახასიათებანი ჩემი ქვეყნის შესახებ „The Hill”-ში. ერაყსა და ავღანეთში განხორციელებული კამპანიების დაწყებიდან დღემდე, ათობით ათასი ქართველი სამხედრო და ქალი იბრძოდა ამერიკელ სამხედროებთან ერთად ამერიკის წინამძღოლობით ნატო-ს მისიებში ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ აგრესიულად ვცდილობთ ნატო-ში გაწევრიანებას, რასც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობაც. ჩვენ ნატო-ს ერთ-ერთი მცირე მოკავშირე ვართ, რომელიც მუდმივად ახდენს მშპ – ს ორი პროცენტის ინვესტირებას თავდაცვის სფეროში; ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ერთობლივ სასწავლო ვარჯიშებში აშშ-ს სამხედრო ძალებთან ერთად უფრო ხშირად, ვიდრე ოდესმე და ჩვენთან ნატო-ს რამდენიმე ახალი დაწესებულებაა. კონგრესმენი მალინის მცდელობა, რომ შეეფერხებინა ფართო მხარდაჭერა საქართველოსთვის შეერთებულ შტატების მხრიდან კავშირს მოკლებულ კომერციულ დავაზე დაყრდნობით მისტიურია. აპრილში, Frontera Resources– მა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ერთხმად წააგო იურიდიული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში. ეს უნდა ყოფილიყო დავის დასასრული. საქართველომ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოაცხადა, რომ დაიცავდა საერთაშორისო ტრიბუნალის განჩინებას, რაც არ უნდა ყოფილიყო ის. Frontera Resources– მა აშკარად სხვაგვარად გადაწყვიტა. ალბათ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან Frontera-ს ბრალად ედება საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების „ექსპლუატაცია” - თავისი ქართველი მუშაკებისთვის ანაზღაურების მიცემაც ვერ მოახერხა და ასობით ადამიანი უსახსროდ დატოვა პანდემიის დროს. კონგრესმენი მალინი ციტირებს კიდევ ორ კომპანიას, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ბიზნესს საქართველოში, რომლებმაც რეალურად მოიგეს იურიდიული სარჩელი საქართველოს სასამართლოებში რამდენიმე წლის წინ. ამჟამად საქართველოში 300 – ზე მეტი ამერიკული კომპანია მუშაობს, ხოლო მათი რიცხვი იზრდება, რადგან ბიზნესისთვის მიმზიდველი ადგილია საქართველო. ფაქტები საქართველოს ღია და ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის შესახებ ეწინააღმდეგება კონგრესმანის არგუმენტებს. პრაქტიკულად, ყველა ეკონომიკური ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესოთა შორის არის, მისი დაბალი გადასახადების, იურიდიული გამჭვირვალეობისა და კორუფციის არარსებობის გათვალისწინებით. მსოფლიო ბანკის ყოველწლიური "Doing Business" რეიტინგების მიხედვით საქართველო მე -7 ადგილზეა მსოფლიოში. მემკვიდრეობის ფონდის ეოკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მე -12 ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში და ერთადერთი განვითარებადი ქვეყანა 20 საუკეთესოს შორის. ეს ძნელად ასახავს იმ ბიზნეს გარემოს, რომელსაც კონგრესმენი მალინი აღწერს”,- აცხადებს ირაკლი ბერაია გამოცემა „THE HILL“-თან.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 13.07.2020 - პია.ჯი
„საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა“ ,- გერმანული გამოცემა „FAIReconomics“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საქართველოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიზეზი, მაშინ, როცა მათი რიცხვი განსაკუთრებით იზრდება რუსეთში (სხვა ქვეყნებში), მინისტრი პასუხობს, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები. „საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი ქვეყანაში COVID-19–ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მთავრობამ პანდემიის კონტროლის პირველი ეტაპი ქვეყნაში პირველი COVID შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ამ ფაზაში შედის კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება შესაბამისი მულტისექტორული თანამშრომლობის შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით. მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, მიღებული იქნა მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც სერიოზულად დააზარალა ეკონომიკური სექტორი. დღეს, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამასთან, მისი თქმით, მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებაში. „ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებაში სპეციალური ფრენების საშუალებით. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან 14-დღიანი საკარანტინო ან თვითიზოლაციის წესები,” - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 13.07.2020 - პია.ჯი
„საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა ის მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებდა ვირუსის გავრცელებას მთელს ქვეყანაში“ - განაცხადა გერმანული გამოცემა fair-economics-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში. „21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მალე საყოველთაო კარანტინი (31 მარტიდან 22 მაისამდე), აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ამ ზომების პარალელურად, დაიწყო კომუნიკაციის მასობრივი კამპანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებისა და სოციალური დისტანციის მნიშვნელობის შესახებ, მოწოდებით „დარჩი სახლში", რაც იმ პერიოდის სლოგანად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, მისი საქართველოს ოფისისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტებმა არა მხოლოდ იციან, თუ როგორ აიცილონ ახალი კორონა ვირუსის გავრცელება, არამედ, ასევე, მოქმედებენ შესაბამისად და სხვების მიმართაც გამოხატავენ სოლიდარობას. მათ იციან, რომ ხელების დაბანა და საზოგადოებრივი თავშეყრის თავიდან აცილება მათ საკუთარი თავისა და სხვების დაცვაში ეხმარება. აღდგომის დღეს, ეკლესიამ მიიღო საგანგებო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. საეკლესიო მსახურება ტარდებოდა ღია ცის ქვეშ დამსწრეებს შორის სპეციალურად შექმნილი 2-მეტრიანი დაშორებით. ამ ზომების მეშვეობით, ქვეყანამ წარმატებით შეუშალა ხელი COVID–ის გავრცელებას” - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თემით, აქტიური დაცვითი ზომები არ ნიშნავს იმას, რომ არ ვენდობით ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ვირუსზე რეაგირების შესაძლებლობას. „აქ წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც ზიანი მიაყენა ეკონომიკურ სექტორს, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევთ. მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეკითხვაზე, როდის მოიხსნება შეზღუდვები, მინისტრი პასუხობს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე მოიხსნა. „აპრილის შემდეგ ვირუსის რეპროდუქციის სიხშირე (RT) 1-ზე დაბალია, სტაბილიზაციის ტენდენციით. შედეგად, მთავრობამ წამოიწყო თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკა. სამინისტრომ ბიზნესისა და ფართო საზოგადოებისთვის შეიმუშავა სავალდებულო რეკომენდაციები ვირუსის თავიდან ასაცილებლად და ხალხის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი თანდათანობით დაიწყო რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. პირველ ეტაპზე ჩვენ განვაახლეთ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ღია სასოფლო-სამეურნეო ბაზრების ოპერირება, შემდეგ სხვადასხვა სერვისები, ღია სარეკრეაციო ტერიტორიების ოპერირება, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების საქმიანობა. ჩვენ ათამდე გავზარდეთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა შეკრებაც დასაშვებია საზოგადოებრივ სივრცეში. მოგვიანებით, გავხსენით ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ღია და შემდეგ დახურული რესტორნები, სასტუმროები, მუზეუმები, უსაფრთხო ტურისტული ადგილები და შიდა ტურიზმი. ასევე, დაგეგმილია სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების მიხედვით და ფრენების თანდათანობით განახლება” - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 13.07.2020 - პია.ჯი
„კოვიდ -19 საქართველო: რატომ იყო ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი“ - ამ სათაურით გერმანული გამოცემა FAIReconomics საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ივლისის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული და მხოლოდ 15 გარდაცვლილი, მაშინ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში, აშშ-ში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში ბევრად მეტი იყო. „რა სტრატეგიას იყენებდა და იყენებს საქართველოს მთავრობა? რომელი ზომები განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან? რა ფორმით შეიძლება გახდეს საქართველო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსალოდნელია მეორე ტალღა? ჩვენ ვესაუბრეთ ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც აგვიხსნა საქართველოს სტრატეგია კორონასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შემთხვევების რიცხვი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში გაიზარდა და გერმანიაში ჯერ კიდევ არსებობს ცხელი წერტილები, გერმანიაში არის რობერტ კოხის ინსტიტუტი, რომელსაც ევალება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. არის თუ არა მსგავსი COVID-19 სამუშაო ჯგუფი საქართველოში და თუ ასეა, როგორ არის ის დაკომპლექტებული? - ამ კითხვაზე ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს: „საქართველში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NCDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირებისთვის შეიქმნა. 2013 წელს რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ინტეგრირება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან მოხდა და შეიქმნა ძლიერი ინსტიტუცია, რომლის ძირითადი ფუნქციებია ჯანმრთელობის რისკების მიმართ მზადყოფნის უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ რისკებზე დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება, ავადმყოფობის, შშმ პირთა რიცხვის და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირება გადამდები, არაგადამდები დაავადებების, კლიმატის ცვლილებისა და გარემო ფაქტორების მიზეზით, ელექტრონული ინფორმაციული სისტემების შემუშავება და ა.შ.“ მისივე თქმით, COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა კორონავირუსის ახალი კლინიკური მართვის ჯგუფი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჯგუფი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტიზის ჯგუფი, სადაც სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები შედიან. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც საქართველო პანდემიას აკვირდება, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ინფორმაცია ჩინეთში უცნობი ვირუსის ეპიდემიის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას 2020 წლის 6 იანვარს წარუდგინა. „მთავრობამ შეიმუშავა დაუყოვნებელი და კონკრეტული ზომები, დაიწყო სხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა და მათი გამოცდილების მუდმივი მონიტორინგი. კერძოდ, COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობისა და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც მიიღება COVID-19–თან დაკავშირებული ყველა ძირითადი გადაწყვეტილება. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც მთავრობის წევრები და პარლამენტი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები. 28 იანვარს გაძლიერდა ოპერატიული კონტროლის გეგმა და განისაზღვრა როგორც ეროვნული კონტროლის ზომები, ისე შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა და მოვალეობები” - აცხადებს მინისტრი. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, იანვრიდან დღემდე, სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, COVID მენეჯმენტის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა ჯგუფები აკვირდებიან მსოფლიოში, რეგიონში და ქვეყანაში კორონავირუსის განვითარების ტენდენციებს, სწავლობენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და დაუყოვნებლივ რეაგირებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და წამყვანი ევროპული ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, პრევენციის, მართვისა და მკურნალობის ზომების თანხვედრაზე. კითხვაზე, არსებობს თუ არა ჰიგიენის კონკრეტული სტანდარტები და რა განსხვავებაა საქართველოში არსებულ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ჰიგიენის რეგულაციებს შორის? ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ქვეყნის ჰიგიენის სტანდარტები და წესები წყლის, სანიტარული და ჰიგიენის რეგულაციებთან დაკავშირებით (WASH) დადგენილია მთავრობის შინაგანაწესით და სავალდებულოა საზოგადოებრივი ობიექტებისთვის, როგორიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, კვების ობიექტები და ა.შ. მინისტრის თქმით, სტანდარტები ძირითადად ემყარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების რეკომენდაციებს. „ახალი COVID-19-ით გამოწვეული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებისა და კონტროლის მიზნით, ჰიგიენის არსებული სტანდარტები სწრაფად იქნა ადაპტირებული საერთაშორისო და ევროპულ რეგულაციებთან. ინფექციების კონტროლისა და ჰიგიენის სტანდარტების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტული კითხვარი იქნა გამოყენებული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტების მზადყოფნის შესამოწმებლად. შედეგად, შეირჩა COVID დიაგნოსტიკური და მართვის დაწესებულებები და კორონავირუსული ინფექციის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა როგორც პაციენტებში, ისე სამედიცინო პერსონალში“ - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. გამოცემა „FAIReconomics “ მინისტრის გერმანულ განათლებას უსვამს ხაზს და წერს, რომ მინისტრი გერმანიაში სწავლობდა 1998 წელს, შემდეგ კი დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი თბილისში და მიიღო დოქტორის წოდება. ის თავისუფლად საუბრობს გერმანულად. 2005 წელს გაიარა ზოგადი სტომატოლოგიის კურსი. 2007-2008 წლებში სწავლობდა გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით ლუდვიგშაფენის უნივერსიტეტში, გერმანიაში, ყბა-სახის იმპლანტის ქირურგიის სპეციალობით. 2016-2019 წლებში სწავლობდა მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საავადმყოფოს მენჯმენტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით კრემსის დუნაის უნივერსიტეტში, ავსტრიაში და მიიღო მენჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია. ტიკარაძე ასევე მუშაობდა პროექტის განვითარების მენეჯერად ნიურნბერგის ფონდში „სტომატოლოგები საზღვრებს მიღმა”- წერს ჟურნალისტი მარკუს ლიხტენბერგი.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 13.07.2020 - კომერსანტ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე რესტორნების, კვების ობიექტების და სხვა დაწესებულებების შემოწმება მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 31 კვების ობიექტია დაჯარიმებული. "შემოწმებები ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე, იქ სადაც არის ადამიანების თავშეყრის მაღალი ოდენობა, სწორედ ეს არის სამიზნე ამ ეტაპზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ინსპექტირებას დაექვემდებარება ნებისმიერ ობიექტი, რომელიც ეტაპობრივად ოპერირებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ კვების ობიექტები შევამოწმეთ და 31 არის დაჯარიმებული, ორი კომპანია დაჯარიმდა არა ნებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის და ერთი კომპანია დაჯარიმდა სოციალური ღონისძიებების გამო, ქორწილი მიმდინარეობდა, რომელიც როგორც იცით, არ არის ნებადართული საქმიანობა და შესაბამისი სანქცირება იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და ეს არ არის თვითმიზანი შრომის ინსპექციის დეპარატამენტის, რომ სანქცირებას დაექვემდებაროს ესა თუ ის ობიექტი. ამიტომ, მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას, დარგობრივ უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, ბიზნეს ასოციაციებთან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ გაფრთხილებების მიუხედავად კომპანია კვლავ არ იცავს რეკომენდაციებს და ახორციელებს თვითნებურად სამუშაოებს, ეს არის იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევა და 10 ათას ლარის ოდენობით არის სანქცია გათვალისწინებული,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 13.07.2020 - ინფო9
მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე შეზღუდვები მოიხსნა, ქორწილებზე, ქელეხებსა და იუბილეზე რეკომენდაცია უცვლელი რჩება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. „ჩვენი ტრადიციები კარგად ვიცით. კონცერტი შეიძლება ჩატარდეს ღია სივრცეში, თუმცა, სამწუხაროდ ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ ჩაივლის, როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ დისტანცია დაცული იქნება? შესაბამისად, ასეთი ღონისძიებები რეკომენდირებული არ არის“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, ქორწილებზე, ქელეხებსა და იუბილეზე შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 13.07.2020 - ინფო9
„კარგია, რომ ქვეყანა თანდათან იხსნება. დიდხანს ჩაკეტილი ვერ ვიქნებით“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკა და ავია მიმოსვლა ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა აღდგეს. „კარგია, რომ ჩარტერულის გარდა, რეგულარული ფრენებიც იქნება. ნებისმიერი შემსუბუქება დაკავშირებულია მომატებულ რისკებთან, მაგრამ ეს რისკები ჩვენ უნდა ვმართოთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: სივილ.ჯი
Link: 13.07.2020 - სივილ.ჯი
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (GYLA) და „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 8 ივლისს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში კოალიციური ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტი 2015-2020 წლების პერიოდს ფარავს და ცალკეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის პროგრესსა და გამოწვევებს აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციები სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვასა და უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებენ. მათი თქმით, პრობლემებს, რომლის წინაშეც სხვადასხვა ჯგუფები მას შემდეგ დადგნენ, რაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო უსახლკაროები გახდნენ, კიდევ უფრო აუარესებს საცხოვრებლის ეროვნული სტრატეგიის არარსებობა, ასევე სუსტი და ხარვეზიანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო. იმავდროულად, მუნიციპალიტეტების დიდი რაოდენობა არ ითვალისწინებს მოთხოვნას უსახლკაროთა რეგისტრაციის თაობაზე. „2020 ივლისის მდგომარეობით, 69 მუნიციპალიტეტიდან, მხოლოდ 13-მა მიიღო სპეციალური წესები უსახლკაროთა რეგისტრაციის შესახებ, რაც დამატებით მოთხოვნებს აწესებს რეგისტრაციის პროცესში“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „ეს მოთხოვნები განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით და არათანაბარ მიდგომას ქმნიან ერთნაირი საცხოვრებელი საჭიროებების მქონე პირებს შორის“. საკანონმდებლო პოლიტიკისა და ინსტიტუციური ხარვეზების, ასეევე ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საცხოვრისის უზრუნველყოფის სერვისები მწირია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას ხელს არ უწყობს, აცხადებენ არასამთავრობოები. შრომის უფლებებზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებისა, მშრომელთა უფლებები სათანადოდ რეგულირებული არ არის, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს, რომ მათი უფლებები დაარღვიოს. მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე სამუშაო დროის რეგულირება და ყველა სხვა ფუნდამენტური უფლება კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება, ნათქვამია დოკუმენტში. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ჯერ არ მოუხდენია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების უმეტესობის რატიფიცირება, მათ შორისაა კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ, ყოველკვირეული დასვენების (მრეწველობა) შესახებ კონვენცია, კონვენცია მაღაროებში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ, მინიმალური ხელფასის შესახებ კონვენცია, სამუშაო საათების (მრეწველობა) შესახებ კონვენცია. ორგანიზაციების თქმით, მათი რატიფიცირება და ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მშრომელთა სამართლებრივ უფლებებს. რაც შეეხება ბავშვთა უფლებებს, დოკუმენტში ხაზგასმულია ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის მნიშვნელოვანი ჩავარდნები, რაც, მათ შორის, ბავშვთა სიღარიბის მნიშვნელოვან მაჩვენებლებსა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში გამოიხატება. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბავშვთა სიღარიბის „მაღალი მაჩვენებელი“ იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მისი აღმოფხვრისკენ არაა მიმართული და რომ არასრულწლოვნების განთავსება სახელმწიფო დაცვის ქვეშ კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ამ კონტექსტში, მათ აღნიშნეს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სამართლებრივი სტატუსი „ბავშვთა სიღარიბის ყველაზე მწვავე პრობლემად“ რჩება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების ხელომისაწვდომობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ის ბავშვები არიან, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს, მათ შორის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალებს, არ აქვთ წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე. ერთ-ერთ საკითხად გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების პრაქტიკული უგულებელყოფა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი
Link: 13.07.2020 - ლაივპრეს.ჯი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი არაუმეტეს 200 ადამიანისა დაიშვება. ეს აქტივობები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით უნდა ჩატარდეს. მთავრობის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, რესტორნების პერიოდულ ინსპექტირებას. დღოპერირების ნებართვა უკვე მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, დღეს შესრულდება რეისი ვარშავა-თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგით: 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი და 28 ივლისი - ათენი.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 13.07.2020 - აიპრეს.ჯი
დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით დიდი ზომის ქორწილის, ქელეხის ან იუბილეს გადახდაზე აკრძალვა ძალაში რჩება. 147 Shares facebook sharing button 147 twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button “აიპრესის” კითხვაზე: დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. აქედან გამომდინარე, მოიხსენება თუ არა აკრძალვები ქორწილების, იუბილის და ქელეხების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ასე უპასუხა: “ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, კონცერტი შეიძლება ღია სივრცეში ჩატარდეს. სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის, ამიტომ, როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჯერჯერობით ჩვენი რეკომენდაცია ასეთი – დიდი ზომის ღონისძიები ჯერეჯერობით არ არის რეკომენდირებული”. შეგახსენებთ, მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდომარეობა გაუქმდა, 2020 წლის 15 ივლისამდე იკრძალება ქორწილის, ქელეხის და დაბადების დღეზე 10-ზე მეტი კაცის შეკრება. იმ შემთხევაში თუ ქორწილში, იუბილეზე, ნათლობაზე და ქელეხზე, 10-ზე მეტი კაცი იქნება, ფიზიკური პირი 2000 ლარიან ჯარიმას გადაიხდის, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარიან ჯარიმას.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 13.07.2020 - აიპრეს.ჯი
mიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი საქათველოში covid19-ით ინფიცირების მეორე ტალღა დაიწყებოდა. ჯერჯერობით მოლოდინი არ გამართლდა. 86 Shares facebook sharing button 86 twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button საქართველო მთავრობის მიერ სპეციალურ შექმნილ ვებ გვერდ stopcov.ge-ზე, სადაც ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 24 საათიანი მონაცემები ქვეყნდება, ინფიცირებულთა რაოდენობა 3-დან 10-მდე მერყეობს. covid19-ის უმეტესი შემთხვევა კი ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა და არ შიდა გადაცემა დადასტურებულა. კორონა ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში აქვს თუ არა ქვეყანას რესურსი მოახდინოს პაციენტების დროული მკურნალობა და ლაბორატორიული კვლევა. საჭიროების შემთხვევაში რამდენი საწოლია მზად? „აიპრესის“ კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს. „იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, ამ პერიოდში ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ემზადება ინტენსიურად, თუ იქნა ეს და დარწმუნებული ვარ უფრო უკეთესად მომზადებული შევხვდებით ვიდრე ეს იყო იანვარ-თებერვალში. ჩვენ სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ 5 თვის განმავლობაში, როგორც საკუთარ ქვეყნაში, ასევე სერიოზული გამოცდილება გავიზიარეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისაგან, ისევე როგორც გლობალური გამოცდილება. მზადდება გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მთლიანად ჯანდაცვის სასტემის მზადყოფნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ტესტირების სერიოზული გამოცდილება და ასევე დროული მკურნალობა საავადმყოფოებში. როგორც იცით ქვეყანაში არის 17 ათასამდე საავადმყოფოს საწოლი, აქედან კოვიდისთვის 12 ათასი საწოლის მობილიზება შეიძლება. რადგან დანარჩენი გახლავთ ის საავადმყოფო რომელსაც ვერ გადართავ კოვიდზე. ესენი გახლავთ სამშობიაროები, სამეანო-გინეკოლოგიური და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ამ პირველი ტალღის დროს მობილიზირებული იყო ერთდროულად 500-დან 1500 საწოლამდე ქვეყანაში კოვიდ ინფექციაზე და სტაციონარში მკურნალობდა 400-500-მდე ადამიანი. ასე რომ არავითარი გადატვირთვა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ კარგად გაართვა თავი ამ ადამინების მართვას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ თუ იქნა მეორე ტალღა, კიდევ უფრო უკეთესად მომზადებული შევხვდებით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 13.07.2020 - აიპრეს.ჯი
უკვე 4 თვეა საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში covid19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსწავლეები აღარ დადიან. 50 Shares facebook sharing button 50 twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button 2020 წლის 2 მაისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა , ამირან გამყრელიძემ სკოლებს სწავლის შეწყვეტის ნაცვლად ონლაინ გაკვეთილების ჩატარება ურჩია. რის შემდეგ განათლების სამინისტრომ მოახერხა და სწავლება ონლაინ პლატფორმაზე გააგრძელა. ამ დროისთვის სკოლებში და ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგებია. თუმცა უცნობია როდის განახლდება სწავლება. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, წავლენ თუ არა პირველკლასელები 14 სექტემბერს სკოლაში. „აიპრესის“ კითხვაზე, როგორია თქვენი რეკომენდაცია, შეძლებენ თუ არა სექტემბერში პირველკლასელები სკოლაში მისვლას და რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ მათ? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილი პასუხობს. “იმედი გვაქვს რომ შეძლებენ. ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო. ვნახოთ, ეს ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია, იმედია სწავლას განაახლებენ არა მარტო პირველკლასელები, არამედ სხვა კლასელები, სხვა მოსწავლეები. ყოველ შემთხვევაში ახლა ხდება ყველანაირი სცენარების გავლა, როთაც შესაძლებელი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვა ისეთ სიტუაციაში როგორ ახლა გვაქვს ქვეყანაში ან მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შემთხვევაში. ამ სცენარებს გაითვალისწინებს როგორც განათლებს სამინისტრო. ასევე რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ სტრუქტურის ერთობლივი მუშაობის შედეგად ვიმედოვნებ რომ დაიდება ყველა ის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოდ განვაახლოთ სწავლება სკოლებში“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ეტალონი.ჯი
Link: 13.07.2020 - ეტალონი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ახლა პაციენტია, რომელიც მკურნალობას გადის და ბუნებრივია, ის გამოცდაზე ვერ გავა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს. „ეს აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი, ავადმყოფია, ის ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ ის სრულად მალე გამოჯანმრთელდება, ის დღეს პაციენტია და გადის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ის გამოცდებზე ვერ გავა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, მას შეეძლება თუ არა გასვლა, რადგან მას ერთი გამოცდა ჩაბარებული აქვს, მიიღებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“, - განაცხადა გამყრელიძემ.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ეტალონი.ჯი
Link: 13.07.2020 - ეტალონი.ჯი
თუ გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს 37.5 მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ის საგამოცდო ცენტრიდან აღარ მოიხსნება - აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია ითვალისწინებს. რეკომენდაციის მიხედვით, ასეთი აპლიკანტი სამმხრივი გამჭირვალე ფარის მქონე მაგიდასთან განთავსდება. „თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 72 სთ-ით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, იგი განთავსდება სამმხრივი გამჭვირვალე დამცავი ფარის/ბარიერის მქონე სამუშაო მაგიდასთან, რომელიც აშორებულია არანაკლებ ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან (მაგიდებს შორის დაშორება ყველა მხრიდან უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა) ამასთან, ეძლევა რეკომენდაცია, რომ შემდეგ გამოცდამდე მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 13.07.2020 - ნიუპოსტს.ჯი
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 90 შემოწმებული რესტორნიდან 31 დაჯარიმდა. დაჯარიმება გამოიწვია მაგიდებთან მომხმარებელთა განთავსების რაოდენობის დაუცველობამ; არ იყო დაცული მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია; არ ხდებოდა მომხმარებელთა ნაკადის კონტროლი; ნახმარი ხელსახოცები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განთავსების წესი იყო დარღვეული; არ იქნა წარმოდგენილი დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკომენტაცია, შესაბამისი პროცედურების განსაზღვრით; სარეცხ განყოფილებაში კედელზე არ იქნა წარმოდგენილი ინსტრუქცია ჭურჭლის რეცხვისა და ინვენტარის რეცხვის შესახებ, გამოყენებულო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციის მითითებით; ასევე, ჭურჭლის რეცხვა არ ხორციელდებოდა წყლის დადგენილი ტემპერატურით. ჯარიმის მოცულობა ფზიკური პირის შემთხვევაში 2000 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარი.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 14.07.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობას სისტემურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუჩერებია. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა 33 პროექტი, რომელთა მიმდინარეობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა. „კოვიდს რაც შეეხება, ყველასთვის მოულოდნელ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენც ძალიან ბევრ რაღაცასთან ადაპტაცია მოგვიწია. ვებრძოდით ინფექციის გავრცელებას და ამასთან ერთად, ვეცადეთ, სისტემური მნიშვნელობის პროექტები არ გაგვეჩერებინა, მაგალითად, როგორიც არის საერთაშორისო მაგისტრალები, სადაც უცხოელი კონტრაქტორები, თავისი უცხოელი პერსონალით უკვე საქართველოში იყვნენ მობილიზებული და აქ უწევდათ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ვეცადეთ, რომ სწორედ ასეთი პროექტები არ გაგვეჩერებინა პირველ რიგში. ჩვენთვისაც ეს გამოწვევა იყო, რადგან ძალიან ბევრი ისეთი საკითხის გადაწყვეტა მოგვიწია, რომელიც არ ყოფილა ბუნებრივი არც ჩვენთვის და არც კონტრაქტორისთვის. 33 პროექტი არ გაჩერებულა, ეს იყო დიდი, სისტემური პროექტები, რომელიც უკვე ვნახეთ. მაგალითად, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი გავხსენით დამატებით, ეს იყო სწორედ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც არ გაჩერებულა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ამასთან, მისი თქმით, იგივე რეჟიმში გრძელდებოდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაც. „გარდა ამისა, ჩვენ ვხედავდით, რომ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა ასევე განუწყვეტლივ, იგივე რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც იყო „კოვიდამდე“, 3 300 ადამიანზე მეტი მუშაობდა იმ დროს ამ პროექტებზე, რომელიც „კოვიდის“ მიუხედავად არ გაგვიჩერებია არც ერთი წუთით. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პროექტის შეჩერება მოგვიწია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკულად კარანტინის რეჟიმში ვიმყოფებოდით. თუ გახსოვთ, მუდმივად ვსაუბრობდით აუცილებელი ბალანსის დაჭერაზე, ბალანსის გამოძებნაზე ეკონომიკის და მნიშვნელოვანი პროექტების არ გაჩერებასა და ვირუსის არ გავრცელებას შორის. შესაბამისად, 33 დიდ პროექტზე ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო და ამაზე მაშინ განსაკუთრებული კონტროლი დავაწესეთ. უკვე შედეგიც სახეზე გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ყველა პროექტის განხორციელება აღდგენილია. „დღეს ყველა პროექტი არის აღდგენილი, უკვე დიდი ხანია, პრაქტიკულად, იმ დღიდან, როგორც კი, შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, როდესაც სამშენებლო საქმიანობა და სამშენებლო მასალების ნაწილში მიწოდება გახდა შესაძლებელი. დღეს ეს არის დაახლოებით 6 ათასი პროექტი, 500-ზე მეტი კომპანია მუშაობს ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე, დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დღეის მდგომარეობით არის დასაქმებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. პირველი არხი
---
14.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ხელისუფლებას სურს, რომ 15 ივლისამდე დაწესებული შეზღუდვები, 2021 წლამდე გაახანგრძლივოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ, კომიტეტზე გადანაცხადა, რომ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება, რადგან ის ვირუსის გავრცელების პრევენციას მოახდენს. კანონპროექტის წინააღმდეგი, მხოლოდ ერთი დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო. შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 14.07.2020 - ამბები.ჯი
ფრილანსინგი ანუ დასაქმება თავისუფალი პირობებით წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2020 წელი კი ამ მიმართულებით განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან კოვიდ19–ით გამოწვეული პანდემიის პირობებში ძალიან ბევრ კომპანიას საქმიანობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწია და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა ფრილანს თანამშრომლებზეც. ეს ტენდენცია აქტუალურია საქართველოშიც. რამდენიმე თვის წინ კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერტიტეტის სტუდენტმა ალექსანდრე თავხელიძემ მეგობრებთან ერთად შექმნა ქართული ფრილანსერული პლატფორმა Wempler, რომელიც ერთმანეთთან დამსაქმებელსა და ვაკანტორს აკავშირებს. აპლიკაციის / საიტის გამოყენებით ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი უნარებით, ნებისმიერი კადრისა თუ სამსახურის პოვნა შეეძლება. საიტზე / აპლიკაციაზე მომხმარებელს აქვს საკუთარი პროფილი, სადაც გამოკვეთილია მისი უნარების და Skill -ების ჩამონათვალი, რეიტინგი, სამუშაო გამოცდილება, სასურველი ანაზღაურება და სასურველი სამუშაოს ტიპი. როგორც თავხელიძე განმარტავს, კომპანიის მისიაა დასაქმება და ანაზღაურების გამომუშავება მარტივი გახდეს და ახალგაზრდებს დასაქმების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ. „მსგავსი საიტი/აპლიკაციას საქართველოს ბაზარზე არ არსებობს. პროექტი სასარგებლო იქნება უპირველესად იმით, რომ იმ ადამიანების დაასაქმებს, რომლებსაც პროფესიული განათლება, შეიძლება, არ გააჩნიათ, მაგრამ უნარებისა თუ ნიჭის დამსახურებით შეუძლიათ გარკვეული სამუშაოს შესრულება. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა მათი დაუფასებელი უნარებისა და ნიჭის ხარჯზე იშოვონ ის ყოველდღიური ფული, რომელიც კვლევების მიხედვით სტუდენტების დაახლოებით 70 პროცენტს სჭირდება,“ – განმარტავს თავხელიძე. ალექსანდრესთან ერთად გუნდის წევრები არიან დავით ბერძენიშვილი და გიორგი ჯავახიძე. მათ ჩაატარეს კვლევა, როგორც სოციალურ ქსელში ასევე უნივერსიტეტებში. გამოკითხულების 78 % ამბობს, რომ არსებობის შემთხვევაში გამოიყენებს აქტიურად მსგავს საიტს ამჟამად საიტის დიზაინი სრულად მზადაა და იგი საჭიროებს მხოლოდ კოდინგს. რაც შეეხება აპლიკაციას, გუნდი მუშაობს „ვემპლერის“ აპლიკაციის მხოლოდ IOS ვერსიაზე და მისი გაშვება დაგეგმილია უახლოეს პერიოდში. ამ ეტაპზე Wempler-ის მთავარი მიზანი არის საქართველოს ბაზარზე დამკვიდრება და განვითარება.
---
პრესა
ხალხი ექიმთან ვეღარ მიდის არა ინფექციის შიშით, არამედ სიძვირის გამო
14.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 14.07.2020 - რეზონანსი
სამედიცინო მომსახურეობაზე, ფასები 35%-ით არის გაზრდილი. ასევე მომატებულია მედიკამენტების ღირებულებაც. პაციენტებს, ეკონომიკური აღდგენის პირობებში იმდენად მაღალი ფასი დახვდათ სამედიცინო მომსახურებაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, ჯანდაცვა უკვე ხელმიუწვდომელია. დარგის სპეციალისტები ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ზრდა არალოგიკურია მაშინ, როცა სამედიცინო პერსონალის ხელფასები იკლებს. ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯებში მკვეთრი ზრდა შეინიშნება. "თიბისი რისერჩის" მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯებში ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა კვირას. გასულ წეთლან შედარებით, მატებამ 35% შეადგინა. სწორედ ეს მომსახურებაა, რასაც ადამიანები ვერ ირჩევენ და გადაუდებლად ესაჭიროებათ. მომსახურების ფასის ზრდას თავად სამედიცინო დაწესებულებები რეგულაციებით ხსნიან, რომელმაც მათი სამუშაო პროცესის გააძვირა. სტომატოლოგები კი ამბობენ, რომ მკვეთრადაა გაძვირებული სამუშაო მასალაც. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი, ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ეკონომიკის გახსნის ფარგლებში, ადღდგენილი სამუშაოს დროს მომსახურებაზე ფასის ზრდა 20-30 ლარით მოუწია. უფრო მეტად გაძვირდა მომსახურება ცენტრალური უბნების კლინიკებში. ,,ფასის ზრდა, იმით არ არის განპირობებული რომ 3 თვე სახლში ვისხედით და ახლა, გადავწყვიტეთ ამოგვეღო ის თანხა. უბრალოდ, რეგულაციების შესრულება დაახლოებით 700-800 ლარი დაგვიჯდა. გაძირებულია მასალა, რითიც ვმუშაობთ და ბუნებრივია, ამან გამოიწვია ფასის ზრდა. გარეუბნებში, ეკონომიკური ფონის გამო, რომელიც განსხვავდება ცენტრისაგან, მხოლოდ 20-30 ლარით მოვუმატეთ ფასი. ჩემი ინფორმაციით, კიდევ მეტად გაზარდეს ტარიფები ცენტრალური უბნის კლინიკებმა“, - განუცხადა კლინიკის მფლობელმა ,,ბიზნეს-რეზონასს“. მომსახურებაზე ფასის ზრდა ყველაზე მეტად, მაინც მომხმარებელზე აისახა. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც გეგმიური ოპერაცია პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა ჩანიშნული და გასაგები მიზეზების გამო გადატანა მოუწია, ამბობს, რომ თებერვალში შეთანხმებულ ფასთან შედარებით, ივნისში 250 ლარით მეტი გადაიხადა. ,,დიდი ხანია ნაღვლის ბუშტი მაწუხებს და წლის დასაწყისში, ძლივს გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. კონსულტაციებზე ვიარე, ანალიზები გავიკეთე და ფასიც შევათანხმეთ. ნაღდ ფულს ვიხდიდი და გეგმიურ ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს, კერძო დაზღვევა კი არ მაქვს. ისე მოხდა, რომ ჩანიშნული ოპერაცია გადაიდო, პანდემიის მეზიზით. ბუნებრივია, სადაც წლები ვითმინე, რამდენიმე თვით გადავადება ვარჩიეთ. საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კი, თავიდან გავიარე წინასაოპერაციო გზა და დამაწვინეს. აღმოჩნდა, რომ 250 ლარით მეტი უნდა გადამეხადა, იგივე მომსახურეობაში, იგივე ექიმთან, იგივე კლინიკაში... ლაპარაკიც კი სასაცილო მგონია უკვე იმაზე, რომ გაძვირებული დამხვდა მეტიკამენტებიც. მაგალითაც, სისხლის გამათხელებელი, რომელსაც ოპერაციის მერე ვიღებ, დაახლოებით 250 ლარი მიჯდება და ა.შ. ამ ქვეყნაში ჯანდაცვა ისეთი ძვირია, რომ არ ვიცი რამდენი ადამიანი ახერხებს მკურნალობას" - უთხრა ანა მელაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“. სამედიცინო მომსახურება იანვარ-მაისში გაზრდილია "საქსტატის" ცნობითაც. მომხმარებლები ამბობენ, რომ მსოფლიო ტრენდის გათავლისიწნებით, კარანტინის შემდეგ ადამიანებს დეპრესია ეწყებათ და ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ. პირველადი ვიზიტის ფასი 35-დან 70 ლარამდე, ანუ ასი პროცენტით გაიზრადა ფსიქოლოგიურ კაბინეტებში. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, მარინა ბერაძე,,ბიზნეს-რეზონანსთან“ იმ მიზეზებს მიმოიხილავს, რამ გააძვირა მომსახურებაზე ფასი და დეტალურად საუბრობს პრევენციის მექანიზმებზე, სადაც ეს შესაძლებელია. ,,მაგალითად, სტომატოლოგიის ნაწილში, ფასი გაზარდა რეგულაციებმა და იმას, რომ ამ სექტორში, თითქმის ყველაფერი ერთჯერადი მოხმარებისაა, რასაც ექიმები იყენებენ პაცენტთან მუშაობისას. ყველაფერი იმპორტირებულია და შესაბამისად, უფრო და უფრო უძვირდებათ. ამიტომ ამ მხრივ ფასის სტაბილიზაციის გზას ვერ ვხედავ, პირიქით, ზრდა გაგრძელდება და ამიტომ ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, დაზღვევიდან სტომატოლოგიის გამოყოფა და ცალკე განხილვაა, რათა სხვა მომსახურებები ამ ნაწილს არ "წურავდეს". რაც შეეხება წამლების ფასს, ის მუდმივად ძვირდება და ამას ვერავინ უშლის ხელს სახელმწიფო დონეზე, პირიქით, ლობირებულია კიდეც. სხვა სამედიცინო მომსახურებების გაძვირება კი ნამდვილად არალოგიკურია, მით უფრო მაშინ, როცა მცირდება სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. როგორ შეიძლება სწორი მუშაობა, ეს კორონავირუსთან ბრძოლისას დავინახეთ. აქაც ესაა საჭირო“, - განუცხადა ბერაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა
Link: 14.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 629 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სიის გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა. წყალტუბოში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები 140 ბინიდან, 40 ერთოთახიანია, 80 – ოროთახიანი, 20 კი სამოთახიანი. სამინისტროში განმარტავენ, რომ წყალტუბოში, კიდევ ექვსი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას, დამატებით 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღე
---
14.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 14.07.2020 - რეზონანსი
10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან - 17-მა დააკმაყოფილა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯამში 10 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) ცენტრი. „აქედან შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო არ იყო მზად 21; ამასთან, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად. ამასთან, შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17; ვერ აკმაყოფილებს 6; არ იყო მზად 2; სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში. აუზზე შესვლამდე მოქალაქეებმა დეზობარიერი და თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ასევე, უნდა ეკეთოთ პირბადე გასახდელში შესვლამდე, სანამ უშუალოდ აუზზე არ გავლენ. საცურაო აუზის მარკეტინგის მენეჯერის, გვანცა ბახტაძის განცხადებით, იმისათვის, რომ საცურაო აუზის მიმღებში რიგები არ შექმნილიყო, მათ მარტიდან ონლაინგაყიდვის პლატფორმაზე დაიწყეს მუშაობა. მისივე თქმით, 6 მ2 წყლის ფართობზე დაშვებულია ერთი მომხმარებელი. შესაბამისად, მათ 700 ვიზიტორის ნაცვლად აუზზე 350-ს დაშვების უფლება აქვთ. ამასთან, შეზლონგები 2 მეტრის დისტანციით უნდა იყოს ერთმანეთისგან დაშორებული და გამოყენების შემდეგ დეზინფექცია უტარდება.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ქრონიკა+
Link: 14.07.2020 - ქრონიკა+
ეკონომიკა კორონავირუსის მძევალი გახდა, - ეს მოცემულობა უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება და ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთებაც შეუძლებელია. პანდემიის პირობებში მსოფლიო ახალ რეალობასთან შეგუებასა და კოვიდ-19-თან ერთად ცხოვრებას სწავლობს, საქართველო კი კვლავ ინარჩუნებს "მწვანე ზონის" სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას გაცხადებული ჰქონდა პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტული მომოსვლის აღდგენა, ამ ეტაპზე ავიარეისები კვლავ შეწყვეტილია. რმადენად ეფექტიანი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის მუშაობა პანდემიის პირობებში? ღირს თუ არა ტურისტების მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით? როგორ უნდა უპასუხოს კორონა პანდემიის შედეგად მიღებულ ეკონომიკურ ზიანს ქვეყანამ? ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ "ქრონიკა+" აკდემიკოს ლადო პაპავას ესაუბრება: -ბატონო ლადო, "ქრონიკა+"-სთან ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ეკონომიკა კორონავირუსის მძევალი გახდა და შედეგები მოგვიანებით აისახებოდა. დღევანდელი მოცემულობით რა ზიანი მოუტანა პანდემიამ ეკონომიკას? -სანამ მედიკოსები, მიკრობიოლოგები და ფარმაკოლოგები არ შეიმუშავებენ უშუალოდ კორონავირუსის მკურნალობის ეფექტიან მეთოდებს, სანამ არ შექმნიან ადეკვატურ ვაქცინას, მანამ ეს კრიზისი არ დასრულდება. დღეს ეკონომისტებს ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ინსტრუმენტი არ გააჩნიათ. ამიტომ კრიზისის საბოლოო შედეგებზე საუბარი შეუძლებელია. მარტივ მაგალითს მოვიყვან: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თქვა, რომ საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 4% იქნება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს პროგნოზის თანახმად კი - 5,4%. სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით ზოგი 2%-ს, ზოგიც - 7%-ს ამბობს. მე არც ერთ პროგნოზს არ ვიზიარებ მარტივი მიზეზის გამო: ეკონომისტებმა არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ისიც კი არ ვიცით, იქნება თუ არა მეორე ტალღა და თუ იქნება, რამდენად ძლიერი აღმოჩნდება იგი. -თქვენ აღნიშნეთ, რომ ეკონომკა უნდა რეორინტირდეს. ეკონომისტებს გაქვთ კონკრეტული მოდელი? -ჩვენნაირი ბუნებრივი კლიმატური პრიობების მქონე ქვეყანაში შიმშილის პრობლემა რომ არსებობს, ეს დანშაულია! ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში არის მხოლოდ 8%, ანუ ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ჩვენი ეკონომიკის მეათედზე ნაკლებს ქმნის. და ეს მაშინ, როცა მრეწველობა, პრაქტიკულად განუვითარებელია. აუცილებელია დაიწყოს ქვეყნის ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია, მრეწველობის აღდგენა და მისი შექმნა ახალ ტექნოლოგიურ საფუძველზე. კომუნისტების დროს საქართველოში 130-მდე კვების მრეწველობისა და სხვა გადამამუშავებელი მცირე საწარმო იყო. კომუნისტების დროს ნამდვილად არ მივტირი. რომელ რეგიონს რა ნედლეული აქვს, იმის მიხედვით უნდა გადამუშავდეს იგი ადგილზევე. რეგიონში, სადაც, მაგალითად, ვაშლი მოჰყავთ, რატომ არ შეიძლება იქ მცირე ზომის საკონსერვო ქარხნის გახსნა, სადაც იმ რეგიონის მოსახლეობა დასაქმდება?! ამის განვითარება შეიძლება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება მთავრობის პროგრამა "აწარმოე საქართველოში", მაგრამ მისი სუსტი მხარეა ის, რომ ფულს სასტუმროებზეც და სხვა ტურისტულ ობიექტებზეც ხარჯავს. ამ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ჰქვია და არა "დაასვენე საქართველოში". ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების სისტემის გააზრება უნდა დავიწყოთ მეცნიერებით, რასაც უნდა მოჰყვეს საუნივერსიტეტო, პროფესიული და სასკოლო განათლების სისტემის სრულყოფა. არცთუ დიდი ხნის წინ გახლდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გვყავდა სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა - 22 ათასი. როგორც რექტორს, ხშირად განმიცხადებია, - ჩვენ რომ გვყოლოდა 17 ათასი სტუდენტი, თვისებრივად გავაუმჯობესებდით სწავლების ხარისხს, მაგრამ 11 მილიონ ლარზე მეტს დაკარგავდა უნივერსიტეტი, რაც საარსებოდ სჭირდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის გამო ბევრ ცნობილ კომპანიას თავისი ქარხნები გააქვს ჩინეთიდან. დადგა საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა, რამდენიმე ქარხნის ახალ ლოკაციად საქართველოს განხილვა? პრინციპში, ეს შეიძლება, რადგან საქართველოს ერთდროულად აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თან საქართველო გეოგრაფიულად ჩინეთსა და ევროკავშირს შორისაა. ლოკაციაც და ხელშეკრულებებიც გვიწყობს ხელს. რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის უახლოეს მომავალში არც განიხილება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობა. გავიხსენოთ, რომ ქუთაისში ჩინელები აპირებდნენ ელექტრომობილების ქარხნის აშენებას. ამ თემის შესახებ დიდი ხანია, არაფერი გვსმენია და ეს აუცილებლად გასაახლებელია, რადგან ჩინური ელექტრომობილების პოტენციური ბაზარი ევროკავშირი იქნება, მაგრამ ამ ქარხანაში მცირე რაოდენობა დასაქმდება. ამიტომაც ჩვენი მიდგომების შეცვლაა აუცილებელი. -როგრო შეაფასებთ მთავრობის მუშაობას პანდემიის პირობებში? რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ანტიკრიზისული გეგმა? -მთავრობის მუშაობას, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მხოლოდ დადებითად ვაფასებ. მედიკოსებმა ბოლომდე არ იციან, რასთან გვაქვს საქმე; ეკონომისტებს კრიზისის დაძლევის ინსტრუმენტი არ გააჩნიათ, რადგან კრიზისი მედიცინაზეა მიბმული; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ზუსტ რეკომენდაციებს ვერ იძლევა. ამის ფონზე, მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ჩვენს სამეზობლოშიც, - თუქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთშიც, - ყველგან მძიმე მდგომარეობაა. ამის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ბატონი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ყური დაუგდო ეპიდემიოლოგებს, ვირუსოლოგებსა და ინფექციონისტებს. ყველა ის ქვეყანა, რომელმაც ეკონოკას მისცა უპირატესობა და ასეთი ქვეყნები ბევრია, ჩვენზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდნენ. სომხეთში თითქმის 30 ათასი ინფიცირებულია, მაშინ როცა ჩვენთან ჯერ ათასიც არ არის. გავიხსენოთ, თავიდან საქართველოს მთავრობამ ავიამიმოსვლა აკრძალა ჩინეთთან, ირანთან, შემდეგ იტალიასთან, ეტაპობრივად შემოჰქონდა შეზღუდვები. რაღაც პერიოდის განმავლობაში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი გაჩერდა, რეგიონების ნაწილი ჩაიკეტა და ამ მიზნით ჯარიც კი გამოიყენეს, საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდებოდა. ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო 15 ქვეყანაში ფრენების აღდგენის შესახებ და პოსტსაბჭოთა სივრციდან, არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ საქართველო მოხვდა ამ სიაში. ამიტომ შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ: მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები დაიდო და გაგვიმართლა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს მთავრობას ბატონი გიორგი გახარია ედგა სათავეში, რომელსაც კარგი მმართველობითი უნარები აღმოაჩნდა. -თქვენ ახსენეთ ავიამიმოსვლის აღდგენა. საქართველოს აქვს "მწვანე ზონის" სტატუსი და შეუძლია აღადგინოს ფრენები, თუმცა ხელისუფლება თავს იკავებს. რამდენად სწორია ეს ეკონომიკური თვალსაზრისით? -ტურუსტული სეზონი ისედაც ჩავარდნილია. იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, ეკონომიკა გაჩერებულია. ჩვენთან ტურისტები, ძირითადად, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან ჩამოდიოდნენ, რომლებთანაც საზღვრების გახსნა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მოსაზრება, რომ ტურისტების შემოსვლით ეპიდემიური ვითარების გაუარესების იმდენად მაღალი რისკებია, რომ არ გვიღირსო, - ვეთანხმები!!! ტურიზმის გახსნა იმდენ შედეგს არ მოგვცემს, რამდენადაც რისკს გაზრდის. ეს რისკი კი ხარჯიანია და არ არის გამართლებული. -გაიზარდა საგარეო ვალი, ეს რა რისკების შემცველია და ოპოზიცია ხშირად აპელირებს ამ თემაზე. რმადენად გამართლებულია მათი შეფასებები? -სანამ არ იქნება ვაქცინა და მკურნალობის ეფექტიანი გზები, ეკონომიკაში არსებითად არაფერი შეიცვლება. ასე რომ, საგარეო ვალის აღება ჩემთვის გასაგებია, მით უფრო ყველა ის დონორი, რომელიც საქართველოს გვერდით დაუდგა, ამ ფულის გამოყენების სისწორედ გააკონტროლებს. გასათვალისწინებელია, რომ ნახევარ მილიარდამდე დოლარი ეროვნულ ბანკს მიეცა, რადგან გაცვლითი კურსის სტაბილურობა შენარჩუნდეს. ასე რომ, ყველაფერი მიზნობრივია. მე "ქართულ ოცნება" სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირადაც გამიკრიტიკებია, მაგრამ ეს მიზეზები ვერ შეედრება იმ ბოროტებას, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებასი ყოფნის დროს ხდებოდა. დღევანდელი მდგომარეობით "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების გარდა ვერ ვხედავ ისევ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლება შეუძლია. "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება კი ნიშნავს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, ბოკერიასა და მერაბიშვილის აგრესიულობის რეალობაში გადატანას. გავიარეთ ეს და აღარ გვინდა! მიუხედავად იმ შეცდომებისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" თავისი მმართველობის 8-წლიან პერიოდში დაუშვა, ეს ნამდვილად არ არის იმ მასშტაბის, რაც უკვე ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველოსას. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს სერიოზული ხარვეზები, "ნაციონალური მოძრაობა", უბრალოდ, საშიშია. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" საკმაო უპირატესობით გაიმარჯვებდა.