მედიამონიტორინგი 11-12-13 ივლისი
ტელევიზია
ჯანდაცვის მინისტრი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
11.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 11.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
ჯანდაცვის მინისტრი ჩეხეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექსტები განიხილეს. პირველი პროექტი ჯანდაცვაში ელექტრონული და დისტანციური სერვისების დანერგვას, ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების გადამზადებას ითვალისწინებს. სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტი კი დე-ინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას ხელს შეუწყობს. თამარ გაბუნია:"მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ერთიანი რეფერალის მექანიზმი შეიქმნას და მაღალმთიან რეგიონებშ მცხოვრებ მოსახლეობას იგივე სახის სერვისზე ხემისაწვდომობა ჰქონდეს".
---
11.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 11.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. ასპინძის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
Link: 11.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 13.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირების რაოდენობა საქართველოში საშიში პროგრესით არ იზრდება. საქართველოში ძირითადად იმპორტირებული დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება. გუშინ ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ხუთივე შემთხვევა იმპორტირებული იყო. ვაქციას შქნმნას წლის ბოლომდე ელოდებიან.
---
11.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 11.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობისა და სოციალური სერვისების განვითარების მიზნით ორ პროექტზე მუშაობს. საკითხზე ჯანდაცვის მინისტრი ჩეხეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექსტები განიხილეს. პირველი პროექტი ჯანდაცვაში ელექტრონული და დისტანციური სერვისების დანერგვას, ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების გადამზადებას ითვალისწინებს. სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტი კი დე-ინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას ხელს შეუწყობს. თამარ გაბუნია:"მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ერთიანი რეფერალის მექანიზმი შეიქმნას და მაღალმთიან რეგიონებშ მცხოვრებ მოსახლეობას იგივე სახის სერვისზე ხემისაწვდომობა ჰქონდეს".
Link: 11.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
---
11.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 11.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
ამ დროის მონაცემებით, ახალი სასწავლო პროცესი არ გადაიდება და სექტემბერში დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა. რაც შეეხება ონლაინგაკვეთილებს, ზოგადად, რეკომენდაცია ისეთია, სადაც შესაძლებელია, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სხვა სივრცეებშიც, უნდა გამოვიყენოთ ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდები, - აცხადებს თამარ გაბუნია. ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები სჭარბობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია.
---
11.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 11.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია, - ამის შესახებ „ბიბისის“ პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. საქმე ეხება პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის 7 ივლისის განცხადებას, „რომ „ბიბისიზე“ უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი დღეს მიიღო. ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისიმ“ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. საუბარია ამირან გამყრელიძეზე, პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძეზე. ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრები გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.
---
11.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 11.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ერთ-ერთი აბიტურიენტისთვის „კოვიდ-19“-ის დადასტურების შემდეგ, დამატებითი პრევენციული ღონისძიების გატარება არ იგეგმება და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღია, - ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. სოფო გორგოძე ამბობს, რომ ეპიდემიის პირობებში საგამოცდო პროცესი, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო შემთხვევები, როდესაც დასაშვები ნორმით სიცხიანი აბიტურიენტები სარეზერვო ოთახებში განათავსეს. რაც შეეხება იმ ცხრა აპლიკანტს, რომელებიც ოთახში, კოვიდინფექციის მქონე აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, ისინი შემდეგ გამოცდას სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ოთახებში დაწერენ, სადაც უსაფრთხოება უფრო მკაცრად იქნება დაცული.
---
11.07.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 11.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში. ხუთივე ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის 2 მცირეწლოვანია, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ინფიცირებულია საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო ავტომობილის მძღოლი და მისი ოჯახის წევრები. მძღოლი წითელი ხიდის გავლით 2 ივლისს შემოვიდა საქართველოში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მას იმ დროს არ დაუდასტურდა ვირუსი. (2) ნინო ნიჟარაძე: "თითქმის 80% კონტაქტირებულების უკვე მოძიებულია. გუშინ 18 ახლო კონტაქტები იქნა გამოკვლეული, მათ ჩაუტარდათ PCR დიაგნოსტიკა და ამ 18 პირიდან 5 დაუდასტურდა. დღეს აღებულია 76 ნიმუში."
---
11.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი შაბათს 21:00
Link: 11.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი შაბათს 21:00
ტყვია, დარიშხანი, პარაბენები და სუდანი - ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეს ნივთიერებები უკვე ჩვენს ყოველდღიურ დანამატად იქცა. თითქმის ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ: სათამაშოები, სამკაულები, კოსმეტიკა, საკვები პროდუქტები და სამშენებლო მასალა, მძიმე მეტალებს შეიცავს. დღეს არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფოში მხოლოდ კვების პროდუქტების კონტროლისა და ხარისხის შესაბამისობის ნორმატივები არსებობს. ინფორმაცია, რომ საქართველოში სუნელები ტყვიას შეიცავს, ჯერ კიდევ, ხუთი წლის წინ ამერიკის ლაბორატორიებიდან გამოგზავნილი დასკვნით გავიგეთ და კანონის შესაბამისად, დღეს ბაზრიდან ამოღებულიც უნდა იყოს. სანამ სახელმწიფო შეძლებს პროდუქტის უვნებლობაზე იზრუნოს, მოსახლეობას თავად უწევს საკუთარი ჯამრთელობსიდ დაცვა. ვინც იცის ამას ახერხებს, ზოგისთვის კი გადამწყვეტი სხვა ღირებულებებია. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და იუნისეფის ერთობლივი ბოლო კვლევის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, გამოიკვლიეს 1578 ორიდან შვიდ წლამდე ბავშვის სისხლი. 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერიას თქმით, აქამდე დასაშვებ ნორმად თუ 5 მკგ ითვლებოდა, ბოლო რეკომენდაციების მიხედვით, ეს მაჩვენებელი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთოდ ნულამდე დაწია. გიორგი ჯაფარიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სოციალური ქსელით ის ოჯახები მოძებნა, სადაც ანალიზის შედეგად ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა დაუდასტურდათ. მკვლევარები მათი ბინებიდან სხვადსხვა ნივთების შემოწმების შედეგად ტყვიის ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის წყაროს დადგენას შეეცადნენ. ლაბორატორიული კვლევები და შემაშფოთებელი ციფრები უბრალო სტატისტიკად დარჩება ვიდრე ქვეყანაში ასე თავისუფლად აღწევს მავნე პროდუქცია და ასე ადვილად ხვდება ჩვენს დახლებზე, მერე ჩვენს სახლებში და ბოლოს ჩვენი შვილების სისხლში. ექსპერტები და აქტივისტები ერთხმად მიიჩნევენ, რომ გამოსავალი მხოლოდ შესაბამისი რეგულაციებისა და კანონების სასწრაფოდ მიღებაშია.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 12.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00
1. რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი გაიქცა. შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს,
სადაც ანალიზები აუღეს, თუმცა ვიდრე ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 2. საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბათუმში
1 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსმა, რომელმაც მკურნალობის სურვილი თურქეთში გამოთქვა.ყველა მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში 15 პაციენტი
გარდაიცვალა. 3. ისრაელის კორონავირუსის შესახებ ეროვნულმა საინფორმაციო ცენტრმა ანალიტიკური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ბძოლის წარმატებასა და ამ წარმატების მთავარ ფაქტორებზეა საუბარი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ
მაისის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსის სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – დღეში 15 შემთხვევაზე ნაკლები. ევროკავშირი ამ მონაცემებს საიმედოდ მიიჩნევს, საქართველოს შემთხვევაში არ ეჭვობენ დაავადების სტატისტიკის ფალსიფიკაციასა და მანიპულაციებში.
ანგარიში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ საქართველო მოხვდა ევროკავშირის მიერ შედგენილ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომლის მოქალაქეებსთვისაც შენგენის ზონა ღიაა. ეროვნული საინფორმაციო ცენტრი განმარტავს, რომ ივნისის დასაწყისში, საქართველოს მთავრობა საზღვრების გახსნასთან
დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან, თუმცა 10 ივნისს ეს მოლაპარაკებები, ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეჩერდა. ამ ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად ისრაელელი ანალიტიკოსები, ხელსაყრელი გეოგრაფიული ფაქტორების
გარდა, საქართველოს სამაგალითო ანტიეპიდემიურ პოლიტიკას ასახელებენ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის დასაწყისში მართვა გადაეცა ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომლის ხელმძღავნელიც
ამირან გამყრელიძეა. „აღნიშნულმა უწყებამ იმოქმედა სწრაფად და მტკიცედ. კარანტინის მკაცრი რეჟიმი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ორ კვირაში გამოცხადდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სრულად შეწყდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები, გასართობი ცენტრები და ყველა კომერციული დაწესებულება, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დროება
Link: 12.07.2020 - ფორმულა - დროება
ჩვენი დროის უხელფასო გმირები ჩხობაძის სახელობის კლინიკის თანამშრომლები არიან. "დროების" გადამღები ჯგუფი ქუთაისის საავადმყოფოში იმ დროს მივიდა, როცა მედპერსონალი დირექტორთან გეგმავდა შეხვედრას და მიზერული პრემიების დარიცხვის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამდა. რამდენი აქვს ხელფასი გმირ ექთანს? - 240 ლარი. პრემია რამდენი აიღეს? - 50, 100, 150 ან მაქსიმუმ 260 ლარი. არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ მისცეს ნანატრი პრემია. ნახეთ პარადოქსების ქვეყნის უხელფასო გმირები "დროების" სიუჟეტში. უკბილო ხუმრობას გავს ის , რაც ჯანდაცვის სამინისტრომ ჩხობაძის კლინიკის თანამშრომლებს გაუკეთა. თუ ეკატერინე ტიკარაძეს დავუჯერებთ 4 თვის განმავლობაში დოკუმენტაცია იყო შესასწავლი და იურიდიულ ფორმაში მოსაქცევი.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 12.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
მამაკაცი, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა იპოვეს და საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. მამაკაცს სანქციის სახით ჯარიმის გადახდა მოუწევს. ცნობისთვის, რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა აღნიშნა, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციითვე, პაციენტის "კოვიდ-19-ის" ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის უარყოფითი იყო.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 12.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
თბილისში ცოფის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. დედაქალაქის მასშტაბით უპატრონო ძაღლები თითქმის ყველგან გვხვდება. ცხოველების მხრიდან დაკბენის შემთხვევებიც გახშირდა. ცოფის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ თავშესაფარშიც. თეიმურაზ წიქორიძე ყვება, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით არაეფექტური ნაბიჯები იდგმება, არ არსებობს არც ორგანიზაცია, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის კუთხით აღწერას აწარმოებს და პრობლემებს საფუძვლიანად შეისწავლის. მიმდინარე წელს ცოფის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსთან ბრძოლაში ჩართულია მონიტორინგის სააგენტოც, რომელიც პრევენციის მიზნით ქუჩის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურას ატარებს. ქვეყნის მთავარი იმუნოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ ახლა უკვე ცოფის ვირუსის გამოც მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ერთი შემთხვევის დაფიქსირებაც კი განგაშის საფუძველს იძლევა. მომზადდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საკითხი ჯანდაცვამ, ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს. იმ შემთხვევაში, თუ ცოფის შემთხვევა ისევ დაფიქსირდება, ტენდენცია წინა წლებთან შედარებით მზარდი გამოვა. მთავარ რეკომენდაციად კვლავ დროული ვაქცინაცია სახელდება. ცოფის ადამიანზე გადაცემის ფაქტი კი წელს ჯერჯერობით არ ფიქსირდება.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 10:00
Link: 13.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 10:00
შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გაიმართება დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტს უკვე ხვალ რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყარონ. ანალოგიური პროცედურა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა საკითხი დამატებითი განხილვის მიზეზით გადაიდო. კანონპროექტის მიზნად დასაქმებულთა უფლებებისა და დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციისგან დაცვა სახელდება. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ.
---
ინტერნეტი
ეკატერინე ტიკარაძემ და ჩეხეთის ელჩმა პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს
11.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობისა და ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით ორ პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი პირველად ჯანდაცვაში ელექტრონული და დისტანციური სერვისების დანერგვას, ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების გადამზადებას ითვალისწინებს. მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება. მისივე თქმით, აღნიშნული არამხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის ხელშეწყობას გულისხმობს, არამედ მოხდება არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესება და პრევენციული პრაქტიკის გაძლიერება. „აქცენტი კეთდება კიბოს სკრინინგზე, ასევე იმაზე, რომ შეიქმნას ერთიანი რეფერალი პირველადი ჯანდაცვისა და მეორეული დონის სამსახურების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, რათა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს იგივე ხარისხის სერვისზე წვდომა, რაც არის ცენტრალურ ქალაქებში. ამის საშუალებას მოგვცემს ტელემედიცინის სერვისების განვითარება“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია. ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა განმარტავს, რომ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით სულ მალე სამინისტროსთან მემორანდუმიც გაფორმდება. „მინისტრთან ერთად ორი პროექტი განვიხილეთ, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო აფინანსებს. თითოეული პროექტი დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ფოკუსირება ხდება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისა და ასევე, შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების განვითარების კუთხით. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობის პროექტის იმპლემენტაცია გარკვეულწილად უკვე დაწყებულია. კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში მოხდა სოფლის ექიმების გადამზადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, პროგრამა ბევრად ფართოა და ის პირველადი ჯანდაცვის მთლიან სექტორს მოიცავს. მეორე პროექტი შშმ პირებისთვის ალტერნატიული სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი იმ პირებს, ვინც დიდ ინსტიტუციებში ცხოვრობენ საოჯახო ტიპის გარემოს შესთავაზებს და მათი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს“, - აღნიშნავს დიპლომატი. შეხვედრას სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. მერი მაღლაფერიძემ ხაზი გაუსვა სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მნიშვნელობას და განმარტა, რომ აღნიშნული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის საბოლოოდ დასრულებას შეუწყობს ხელს.
Link: 11.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - აიპრეს.ჯი
---
11.07.2020
Link: 11.07.2020 - პია.ჯი
ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობისა და ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების მიზნით ორ პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. უწყების ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტები ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.პროექტი პირველად ჯანდაცვაში ელექტრონული და დისტანციური სერვისების დანერგვას, ამასთანავე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების გადამზადებას ითვალისწინებს. მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ახალი ეტაპი იწყება. მისივე თქმით, აღნიშნული არამხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის ხელშეწყობას გულისხმობს, არამედ მოხდება არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესება და პრევენციული პრაქტიკის გაძლიერება. „აქცენტი კეთდება კიბოს სკრინინგზე, ასევე იმაზე, რომ შეიქმნას ერთიანი რეფერალი პირველადი ჯადაცვის და მეორეული დონის სამსახურების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, რათა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს იგივე ხარისხის სერვისზე წვდომა, რაც არის ცენტრალურ ქალაქებში. ამის საშუალებას მოგვემს ტელემედიცინის სერვისების განვითარება“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია. ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა განმარტავს, რომ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით სულ მალე სამინისტროსთან მემორანდუმიც გაფორმდება. „მინისტრთან ერთად ორი პროექტი განვიხილეთ, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა და განვითარების სააგენტო აფინანსებს. თითოეული პროექტი დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ფოკუსირება ხდება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ასევე შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების განვითარების კუთხით. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობის პროექტის იმპლემენტაცია გარკვეულწილად უკვე დაწყებულია. კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში მოხდა სოფლის ექიმების გადამზადება, მაგრამ რა თქმა უნდა პროგრამა ბევრად ფართოა და ის პირველადი ჯანდაცვის მთლიან სექტორს მოიცავს. მეორე პროექტი შშმ პირებისთვის ალტერნატიული სერვისების მიწოდებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი იმ პირებს, ვინც დიდ ინსტიტუციებში ცხოვრობენ საოჯახო ტიპის გარემოს შესთავაზებს და მათი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს“, - აღნიშნავს დიპლომატი. შეხვედრას სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. მერი მაღლაფერიძემ ხაზი გაუსვა სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის საბოლოოდ დასრულებას შეუწყობს ხელს.
---
11.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ფუნქციონირებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე ინტეგრაციის ცენტრის მუშაობას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლესთან ერთად გაეცნო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცენტრში საერთაშორისო დაცვის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, გაეცნობიან მოქმედი კანონმდებლობის საბაზისო პრინციპებს, ქვეყნის მოკლე ისტორიასა და კულტურულ თავისებურებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემდგომი ინტეგრაციის პროცესს. „ამასთან, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებაც გაუწევენ კონსულტაციებს, რომლებსაც მათ საქართველო ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებით სთავაზობს. ინტეგრაციის ცენტრის არსებობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით შესრულდა. ცენტრი 2017 წელს გაიხსნა, 2020 წლიდან კი მის მუშაობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Link: 11.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - პია.ჯი
Link: 11.07.2020 - აიპრეს.ჯი
---
11.07.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ორი დღით ვიყავი ბათუმში, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე ამ ორი დღის განმავლობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს. პაატა იმნაძე მადლობას უხდის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომების დაცვისთვის. "ორი დღით ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩივრები იხილებოდა საგანგებო მდგომარების გამოცხადების გარშემო, ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე ამ ორი დღის განმავლობაში. „მადლობა ყველაფრისთვის“ – ეს ის სიტყვებია, რაც სულ მესმოდა. მეც მადლობას ვუხდიდი მათ. მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა, კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, – წერს პაატა იმნაძე.
---
11.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დღეიდან, ასპინძის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო-რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერ როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად გახსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე, ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. უწყების ცნობით, რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე 23 ახალი ადმინისტრაციული შენობაა გახსნილი და ამჟამად კიდევ 30 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
Link: 11.07.2020 - ესქეინიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - პია.ჯი
Link: 11.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
Link: 11.07.2020 - კვირა.ჯი
Link: 11.07.2020 - აიპრეს.ჯი
---
11.07.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 11.07.2020 - აიპრეს.ჯი
სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია, – ამის შესახებ „ბიბისის“ პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. facebook sharing button twitter sharing button messenger sharing button whatsapp sharing button საუბარია პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის 7 ივლისის განცხადებაზე, „რომ „ბიბისიზე“ უკვეთავენ სტატიებს, როგორ გადაარჩინა ქვეყანა სამმა მუშკეტერმა“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა „ბიბისის“, საიდანაც პასუხი დღეს მიიღო. „სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ ეს სტატია შეკვეთილია. მართალია, ვებგვერდ BBC.COM-ზე რეკლამა ქვეყნდება, თუმცა „ბიბისი ნიუსი” და მიმდინარე ამბები ვერ იქნება დასპონსორებული. ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკურ რეკლამას. ისევე როგორც „ბიბისი ნიუსის” მთელი კონტენტი, ეს სტატია არის ჟურნალისტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ნაწილი, რომელიც შეესაბამება ჩვენს მტკიცე სარედაქციო წესებს”, – აცხადებენ „ბიბისის“ პრესსამსახურში. შეგახსენებთ, ბრიტანულმა მაუწყებელმა „ბიბისი“-მ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას გამოაქვეყნა სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. სადაც აღნიშნულია, რომ 3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 12.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 126 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 317 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 126 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. „აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის. 2020 წლის ბოლომდე, სააგენტო, ჯამში, უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 180 ოჯახს განასახლებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
Link: 12.07.2020 - კვირა.ჯი
Link: 12.07.2020 - პია.ჯი
Link: 12.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
Link: 12.07.2020 - აიპრეს.ჯი
12.07.2020
მედია საშუალებები: ინფორუსთავი.ჯი
Link: 12.07.2020 - ინფორუსთავი.ჯი
რუსთავის ცხელების ზონიდან პაციენტი გაიქცა. ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცხელების ზონაში დაუდასტურეს. ახალგზარდა მამაკაცი რუსთავის ცხელების ზონაში საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს, მას კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, კარანტინში უნდა დაბრუნებულიყო. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. პაციენტს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 12.07.2020 - რეპორტიორი.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. „ორი დღით ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩივრები იხილებოდა საგანგებო მდგომარების გამოცხადების გარშემო, ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მაგრამ, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე, ამ ორი დღის მანძილზე. „მადლობა ყველაფრისთვის“ - ეს ის სიტყვებია, რაც სულ მესმოდა. მეც მადლობას ვუხდიდი მათ. მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ“ - ვკითხულობთ პოსტში.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 12.07.2020 - ფორ.ჯი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან. ამავე დადგენილებში შესული ცვლილებებით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ემატება კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: ფრანთნიუს.ჯი
Link: 12.07.2020 - ფრანთნიუს.ჯი
რუსთავის ცხელების ზონიდან პაციენტი გაიქცა. ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცხელების ზონაში დაუდასტურეს. ახალგზარდა მამაკაცი რუსთავის ცხელების ზონაში საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს, მას კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, კარანტინში უნდა დაბრუნებულიყო. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. პაციენტს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 12.07.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტათი უკან დაიხია და საბაჟოზე მედიკამენტების აღიარებითი პროცედურების ვადა შეამცირა. მართალია, ეს შემცირებულიც ამჟამინდელი ვადის გაორმაგებას ნიშნავს, მაგრამ თავდაპირველი მოთხოვნა საერთოდ კატასტროფული იყო. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწვეტილებით ისედაც გაძვირებული მედიკამენტები კიდევ უფრო გაძვირდება. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმი 30 დღის ნაცვლად 15 დღით განისაზღვრა. წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა. „ახლა საუბარია, რომ 7 დღე 15 დღით შეიცვლება, შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ფასზე გარკვეულად იმოქმედოს. ციფრებში თქმა გამიჭირდება იქედან გამომდინარე, რომ ვადა არის არარეგულარული ხარჯი. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ცვლილების მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საკითხის სწრაფად მოგვარებისთვის რესურსი არ ჰყოფნის და თვლის, რომ 7 დღე ცოტაა. როგორც ამბობენ, დადგენილი 15 დღე არის მაქსიმუმი და არ არის საჭირო პროცედურის შესასრულებლად მაქსიმალური ვადა დასჭირდეთ. პრაქტიკაში გამოჩნდება შეიქმნება თუ არა პრობლემები, თუ სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად გამოიყენებენ მაქსიმალურ ვადებს, ჩვენი მხრიდან კვლავ შეიძლება გაჩნდეს შენიშვნები“, - აცხადებს მარგველაშვილი. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, კანონპროექტი პროცედურულ ვადებს ეხებოდა და არ იყო განხილული ფუნდამენტური საკითხები. მისი თქმით, სხვა ცვლილებებს, რომელსაც მნიშვნლოვანი გავლენა ექნებოდა მედიკამენტის ფასზე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს. წამლების სამომავლო ღირებულებაა სწორედ მთავარი, რაზეც პარლამენტში უკვე 2 კვირაა დავობენ. დეპუტატი ლევან კობერიძე პირდაპირ ამბობს, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით ბაზარზე წამლის ფასი გაიზრდება. როგორც კობერიძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და ევროინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, კანონით რთულდება და იზრდება ბარიერები, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციაში მეტი სუბიექტი შევიდეს. „ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის სულისკვეთება ახლა რაც ჩვენ გვაქვს, რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, მიმართულია კონკურენციის შემცირებისკენ და ფასების აუცილებლად მოსალოდნელი ზრდისკენ, კანონის მიღების შემთხვევაში. თავის დროზე, როდესაც იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო ფარმაცევტულ ბაზარზე, დაშვებული იქნა აღიარებითი ქვეყნებიდან ე.წ. პარალელური იმპორტი. როდესაც ხარისხიანი მწარმოებელი ქვეყანა სხვადასხვა სიხშირით, სხვადასხვა ბაზარზე აჩენს გაცილებით უფრო იაფად თავისსავე პროდუქციას, ამ დროს ჩვენი ტიპის ქვეყნის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩავიდნენ და წამალი იყიდონ და ჩამოიტანონ. მსხვილმა იმპორტიორებმა საქართველოში ყოველთვის იცოდნენ, რომ თუ არაადეკვატურად მაღალ ფასს დააწესებდნენ, გამოჩნდებოდა პარალელური იმპორტი, რომელიც აიძულებდა მათ ფასები დაეწიათ. 5-7 დღე იყო ტრანსპორტირების ვადა, ყიდვიდან საქართველოში ტრანსპორტირებამდე. 2014 წლიდან დაიწყო ხელოვნური ბიუროკრატიის შექმნა იმ იმპორტიორებისთვის, რომლებსაც შემოჰქონდათ ასეთი ტიპის პროდუქცია, რამაც განაპირობა, რომ 5-7 დღეში ჩამოტანილი ხარისხიანი, იაფიანი მედიკამენტები დაყოვნდა საბაჟოზე. 2015 წელს 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია იყო გაჩერებული საბაჟოზე ამ დავების გამო და ვერ მოხვდა ბაზარზე. ახლა კი ეს ცვლილება გამოიწვევს იმ სუბიექტების რაოდენობის, რომლებსაც იაფიანი მედიკამენტების შემოტანა უნდათ, შემცირებას. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებლად მოიმატებს ფასები. მოსახლეობას აინტერესებს შედეგი, რაც გაზრდილი ფასები იქნება. ეს კანონი ხელს უშლის კონკურენციას, სადაც კონკურენცია არ არის ოლიგოპოლია, მონოპოლია და კონცენტრირებული ბაზარია“, - განაცხადა კობერიძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი სრულიად საპირისპიროს აცხადეს. მისი აზრით, ოპოზიციის ნაწილის მოსაზრება, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტსაა მოკლებული. საგანგებო მდგომარეობის დროს გაძვირება ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდებოდა. „არგუმენტი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისას საბაჟოზე მისი დაყოვნების ვადა გახანგრძლივდება ამ ცვლილებების გამო, ეს მსჯელობას მოკლებულია. აქ ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გაუმჯობესდეს პროცედურული წარმოება და მეტი გარანტია შექმნას მარეგულირებელმა მოსახლეობისთვის შედარებით ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებისთვის. ზოგადად რამდენადმე გადაჭარბებულია ამ ცვლილებების პოტენციალის შეფასება წამლის ფასებსა და კონკურენციაზე ზეგავლენის თვალსაზრისით“, - განაცხადა გაბუნიამ. მინისტრის მოადგილის თქმით, 2009 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლითაც 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ადასტურებს, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადები მედიკამენტების ფასებს ვერც შეაკავებს და ვერც მათ ზრდაზე მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 12.07.2020 - ინფო9
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისში ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბაღების გახსნის საკითხზე მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს. “შევხვდი კერძო საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს, ვითარება კრიტიკულია. მაშინ, როცა არაერთი ობიექტი გაიხსნა და ახალი წესების დაცვით ფუნქციონირებს, ამ დრომდე ბაღებს არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან - როდის და რა ფორმით შეძლებენ განაგრძონ ფუნქციონირება. არაერთმა ბაღმა მიმართა სახელმწიფოს განცხადებით, რომ სათანადოდ აღჭურვილები არიან და ითხოვენ შემოწმებას, რათა გახსნის ნებართვა მიიღონ. მაგრამ პასუხად მხოლოდ უყურადღებობა და დუმილია,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ბაღი ერთი რიგითი ობიექტია და ამ საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის. “აღსაზრდელების მშობლებთან და პედაგოგებთან ერთი გასაუბრებაც საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ პრობლემათა მთელი წყება: ბავშვები ამოვარდნენ გრაფიკიდან, მათი სწავლა-აღზრდის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია, ვერ ახერხებენ სოციალიზაციას თანატოლებთან, ბევრ მათგანს დაერღვა ფიზიკურ აქტივობის რეჟიმი, რაც ემოციურადაც მოქმედებს მათზე. შეცვლილი ვითარება არის რეალური სტრესი ბავშვებისთვის, მეტად მწვავეა იმ ბავშვების მდგომარეობა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ; არანაკლებ რთულ ვითარებაში არიან მშობლები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ, ბავშვების მოვლას შეუთავსონ სამსახურის გრაფიკი, რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამის გამო დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო,”-აცხადებს ნაცვლიშვილი. მისი თქმით, გაურკვეველია ბაღებში დასაქმებული ადამიანების ბედიც, მათგან მხოლოდ ნაწილმა მიიღო ერთჯერადი დახმარება. ნაცვლიშვილის თქმით, გასაგებია, რომ ვირუსი არსად წასულა, თუმცა გაცხადებულად გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ამ პროცესში რატომღაც მივიწყებულია ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი: ბავშვები და მათი განვითარების ინტერესი. “პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც განათლების და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხდება ამ საკითხების სწრაფი განხილვა და სწორი გამოსავლის მოძებნა, მაგრამ პარლამენტს ისევ ხელები აქვს დაბანილი და ამისთვის არ სცალია, რეპრესიული კანონები აქვს დაჩქარებული წესით განსახილველი. თუ არსებობს რისკები, რომელთა დაძლევა ახალი წესებით შეუძლებელია, ბაღებს გაეცეთ დასაბუთებული პასუხი; სხვა შემთხვევაში - ვირუსის რისკები გააკონტროლონ დადგენილი წესების შესრულებაზე მკაცრი მონიტორინგით, მისცენ ბაღებს წესების დაცვით მუშაობის უფლება, ხოლო მშობლებს საშუალება, იმუშავონ შვილების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 12.07.2020 - ინფო9
ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა ORF Nachrichten სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებით გარშემორტყმული სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფო ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით გაითქვა სახელი. „საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო საქართველომ არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომლებმაც ქვეყნის მაგალითი ამომწურავად შეისწავლეს. მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშეს ე.წ. სამმა მუშკეტერმა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას. მათი დაღვევის შემთხვევაში კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს ჯარიმები ეკისრებოდა. ავტორი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობაში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. ავტორი ყურადღებას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც უთმობს და წერს, რომ ის ღვთისმსახურებას კარანტინის დროსაც აგრძელებდა. სტატიის დასასრულს კი ნათქვამია, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღების აღდგენას 1-ლი ივლისიდან გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა გადაიწია, რადგან ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 12.07.2020 - პია.ჯი
ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა - ORF Nachrichten საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის, შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანამ, რომელიც მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებისგან გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა. „საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო, საქართველომ არა ერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომელთაც საქართველოს მაგალითი ამომწურავად შეისწავლეს. მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით პირველივე ინფიცირების შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშა ე.წ. სამმა მუშკეტერმა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა ვირუსთან ბრძოლის ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში საუბარია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულება, რომელთა უგულებელყოფის შემთხვევაშიც კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს, რიგ შემთხვევებში დიდი ოდენობის ჯარიმები ეკისრებოდათ. ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობაში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც ღვთისმსახურებას პანდემიის აქტიურ ფაზაშიც აგრძელებდა. სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის ტურიზმის გახსნას გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა სიფრთხილის გამო გადაიწია.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 12.07.2020 - კვირა.ჯი
ისრაელის კორონავირუსის შესახებ ეროვნულმა საინფორმაციო ცენტრმა ანალიტიკური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის წარმატებასა და ამ წარმატების მთავარ ფაქტორებზეა საუბარი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაისის დასაწყისიდან საქართველოში კორონავირუსის სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – დღეში 15 შემთხვევაზე ნაკლები. ევროკავშირი ამ მონაცემებს საიმედოდ მიიჩნევს, საქართველოს შემთხვევაში არ ეჭვობენ დაავადების სტატისტიკის ფალსიფიკაციასა და მანიპულაციებში. ანგარიში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ საქართველო მოხვდა ევროკავშირის მიერ შედგენილ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომლის მოქალაქეებისთვისაც შენგენის ზონა ღიაა. ეროვნული საინფორმაციო ცენტრი განმარტავს, რომ ივნისის დასაწყისში, საქართველოს მთავრობა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან, თუმცა 10 ივნისს ეს მოლაპარაკებები, ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეჩერდა. ამ ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზად, ისრაელელი ანალიტიკოსები ხელსაყრელი გეოგრაფიული ფაქტორების გარდა, საქართველოს სამაგალითო ანტიეპიდემიურ პოლიტიკას ასახელებენ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის დასაწყისში, მართვა გადაეცა ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელიც ამირან გამყრელიძეა. „აღნიშნულმა უწყებამ იმოქმედა სწრაფად და მტკიცედ. კარანტინის მკაცრი რეჟიმი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ორ კვირაში გამოცხადდა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სრულად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები, გასართობი ცენტრები და ყველა კომერციული დაწესებულება, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა“, – ნათქვამია მოხსენებაში. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ რეჟიმში ქვეყანამ ორი თვის განმავლობაში იცხოვრა, კარანტინის წესების დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმები და ხალხი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნდობით, ექიმ გამყრელიძის რჩევებს ემორჩილება. „საზღვრები სრულად დაიხურა და აღმოცენებული კერების აღმოფხვრა მოხერხდა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა პანდემიის არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც დაავადების მასშტაბი შემცირდა უსაფრთხო დონემდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ტესტირების მასშტაბი არ შეამცირა, არამედ აგრძელებს მის გაფართოვებას. ზაფხულის დასაწყისში საქართველოში დღეში დაახლოებით 4 500 ტესტი ტარდებოდა (რაც ისრაელის მასშტაბზე 13 000 ტესტს ნიშნავს) ზაფხულის დასასრულისთვის კი ექიმი გამყრელიძე პირობას დებს, რომ დღეში 6-8 ათასი ტესტი ჩატარდება“, – ნათქვამია ისრაელის კორონავირუსის შესახებ ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მოხსენებაში. ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს წარმატება რეგიონის სხვა ქვეყნების წარუმატებლობის ფონზე განსაკუთრებით გამორჩეულია.
---
12.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 12.07.2020 - კვირა.ჯი
ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა “ORF Nachrichten” სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებით გარშემორტყმული სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფო ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა. „საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო საქართველომ არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა, რომლებმაც ქვეყნის მაგალითი ამომწურავად შეისწავლეს. მათივე დასკვნით, გარდა ქმედითი ნაბიჯებისა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევის აღმოჩენისთანავე გადადგა, დიდი როლი ითამაშეს ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ, რომლებმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კერძო პირებს, ისევე როგორც კომპანიებს ჯარიმები ეკისრებოდა. ავტორი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოსახლეობაში ყოველთვის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. ავტორი ყურადღებას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც უთმობს და წერს, რომ ის ღვთისმსახურებას კარანტინის დროსაც აგრძელებდა. სტატიის დასასრულს კი ნათქვამია, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღების აღდგენას 1-ლი ივლისიდან გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა გადაიწია, რადგან ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.
Link: 12.07.2020 - კომერსანტ.ჯი
Link: 12.07.2020 - ფორ.ჯი
---
13.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 13.07.2020 - ბიპიენ.ჯი
ბოლო დროს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო სულ უფრო ხშირად მიგვითითებს ქვეყანაში კორუფციის რისკების არსებობაზე, თუმცა ხელისუფლება პასუხად ამბობს, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მხოლოდ გაუმჯობესდა და შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყანა, ერთი მხრივ, მიმზიდველი იყოს ბიზნესის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ან თუნდაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, კორუფციაში იფლობოდეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბერლინის ბიუროც, რომელმაც კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა და თქვა, რომ საქართველოში გასულ წელს, 2018-თან შედარებით, მაჩვენებლები ორი ქულით გაუარესდა. ოფიციალურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, რომელიც საქართველოს ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ რეგისტრირებულ დანაშაულს აღრიცხავს, 2020 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში მოხდა 224 სამოხელეო დანაშაული და აქედან 4% გაიხსნა. შარშანდელ იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 7% იყო (248 შემთხვევა). ამ სტატისტიკაში ერთი საგულისხმო მონაცემია. მართალია, წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, მაგრამ გაზრდილია გადამეტება; შემცირებულია ქრთამის აღება, მიცემა და სამსახურებრივი გულგრილობა, სამაგიეროდ, მთელი 1400%-ით(!) არის გაზრდილი სხვა კატეგორიის სამოხელეო დანაშაული, მათ შორის ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან უკანონოდ გათავისუფლება, ჩვენების მიცემის იძულება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ზეგავლენით ვაჭრობა, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება და სხვა. საგანგებოდ და გამარტივებულად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. აღმოჩნდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადდა 1495 ელექტრონული ტენდერი, ჯამურად 557 მლნ ლარის ღირებულების. გამართული ტენდერების ნახევარზე მეტში ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა.2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტენდერების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. ასევე შემცირდა კონკურენციაც.საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127,2 მლნ ლარის ღირებულების 11 316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29,2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის ამ საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემაა მათი ხშირი გამოყენება და შერჩეული მიმწოდებლის კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღეს 45 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები (პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%). კვლევაში განხილული 21 შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. არის ისეთი შესყიდვებიც, როცა მიმწოდებელს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს...კვლევაში ვკითხულობთ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება არ აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს. ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზსა და კორუფციული რისკების გაკონტროლებას. თითო პრეტენდენტი 580 ტენდერში ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: "საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა. გაჩნდა განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წესით ისარგებლოს. ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვები 21 მარტიდან 22 მაისამდე. პირდაპირი შესყიდვის გამოყენების საფუძვლად შემსყიდველები ყველაზე ხშირად გადაუდებელ აუცილებლობას ასახელებდნენ. ამ საფუძვლით დახარჯული 57 მლნ ლარი მთლიანი დანახარჯის თითქმის 45%-ია. გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა (24,4 მლნ ლარი) ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯა, მეორე ადგილზეა სასტუმროების მომსახურების შეძენა (23,6 მლნ). აღსანიშნავია საკვებ პროდუქტებსა და სასმელებზე დახარჯული 15,3 მლნ, აგრეთვე სანიტარიულ მომსახურებასა და ჰიგიენურ საშუალებებზე დახარჯული 1,4 მლნ ლარი. სასტუმროებს საკარანტინო სივრცედ ისე ქირაობდნენ, რომ შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობდა. სასტუმროს ზოგადი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა, მაგალითად, როგორიც არის ადგილმდებარეობა და პრიორიტეტი ენიჭებოდა აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან ახლომდებარე ობიექტებს; ასევე მჭიდროდ დასახლებული ადგილებისგან მოშორებით მდებარე ობიექტებს. მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო სავენტილაციო სისტემა - სასტუმროს ნომრებს უნდა ჰქონოდა ცენტრალური ან ინდივიდუალური გათბობა-გაგრილების ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ოთახებს შორის ჰაერის ცირკულაციას. სასტუმროების დაქირავება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა. 2020 წლის 21 მარტიდან კი ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა - მაქსიმუმ 100 ლარი 1 ნომრის ღირებულება. 21 მარტი-22 მაისის პერიოდში გამარტივებული შესყიდვების გზით ყველაზე მეტი - 19,9 მლნ ლარი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დახარჯა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 10,4 მლნ ლარი დახარჯა, საიდანაც 10 მლნ-მდე მოდის სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე. თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა სამსახურმა - ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ 7,7 მლნ ლარი დახარჯა გამარტივებული შესყიდვების გზით, საიდანაც 6 მლნ ლარამდე სატრანსპორტო მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილებისთვის დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირდაპირი შესყიდვით 9,4 მლნ ლარი დახარჯა, აქედან 8,2 მლნ სამედიცინო მოწყობილობებზე, ხოლო 1 მლნ - ფარმაცევტულ პროდუქტებზე. 190 ათასი დაიხარჯა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე. სულ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადდა 1495 ელექტრონული ტენდერი, რომელთაგან 328 შეწყდა, არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემდგარი ტენდერების ჯამური ღირებულება 557 მლნ ლარია. შესყიდვის საშუალებად შემსყიდველები, ძირითადად, ირჩევდნენ ელექტრონულ ტენდერს, აუქციონის გარეშე. ასეთ ტენდერში წინადადების ღირებულების წარდგენა ერთხელ შეიძლება, ფასების კლება ვაჭრობის დამატებით რაუნდებში არ ხდება. ეს შესყიდვის საშუალება 2016 წლიდან არსებობს, რომლის მიზანიც დამატებით რაუნდებში ფასის მნიშვნელოვანი კლების თავიდან აცილებაა, რათა ეს მისაწოდებელი საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ მოხდეს.ჩვენი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ყოველი მეორე ელექტრონული ტენდერი კონკურენციის გარეშე გაიმართა. 974-დან 580 ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აქედან 400-მდე ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, დანარჩენი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. ჯამში 235 მლნ ლარი განაწილდა ისეთი ტენდერებით, რომლებშიც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რაც ტენდერების ჯამური თანხის 54%-ია". "საკომპენსაციო კონტრაქტები" სასტუმროებისთვის?! კვლევაში ცალკეა გამოყოფილი შესყიდვები, რომლებმაც ყურადღება სხვადასხვა საეჭვო გარემოების გამო მიიქცია. ძირითადად, ეს მმართველი პარტიის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას უკავშირდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შესწავლილი კონტრაქტებიდან გამოვლინდა, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა 25-მა კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული შესყიდვით ჯამში 45 მლნ ლარამდე ღირებულების 68 კონტრაქტი მიიღო (პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%). ამ 25 კომპანიის მფლობელებმა 2016-2020 წლებში "ქართულ ოცნებას" ჯამში 2,3 მლნ ლარზე მეტი შესწირეს. მაგალითად, შპს "ყვარლის ედემის" მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს "ქართულ ოცნებას" ჯამში 65.000 ათასი ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277.300-ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. სასტუმროს 2013-2019 წლებში 400.000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე ერთი კონტრაქტით მაქსიმუმ 76.000 ლარი ჰქონდა მიღებული. "ყვარლის ედემთან" დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში "ქართული ოცნებისთვის" სულ 235.000 ლარი აქვთ შეწირული. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით კომპანია შპს "ბაკურიანი ინს" სასტუმროს საკარანტინო სივრცედ გამოყენების მიზნით 21 მარტს 675.740 ლარის, ხოლო 19 მაისს 257.072 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. 3 მარტს და 12 მაისს "სასტუმრო "ივერია ინმა" ტურიზმის ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 1,9 მლნ ლარის ღირებულების ორი კონტრაქტი მიიღო. 25 მარტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან პირდაპირი შესყიდვით შპს "რენესანს კონსტრაქშენმა" 88.740-ლარიანი კონტრაქტი მიიღო. 13 მარტს ტურიზმის ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს სასტუმრო "გუდაური ინს" სასტუმროს საკარანტინო სივრცედ გამოყენების მიზნით 700.620-ლარიანი, ხოლო 12 მაისს - 176,246 ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა... აღნიშნულ ოთხ სასტუმროს ერთმანეთთან ის აკავშირებს, რომ ოთხივეში წილის მფლობელია პაატა კოკაია, რომელმაც 2018 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილს 55.000 ლარი შესწირა. საგანგებო მდგომარეობის დროს პაატა კოკაიას კუთვნილმა სასტუმროებმა ჯამში 3,8 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს. სახელმწიფო შპს "სახელმწიფო კვებითმა უზრუნველყოფამ" პირდაპირი შესყიდვის გზით სს "თ&რ დისტრიბიუშენიდან" 200.000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი შეიძინა. კონტრაქტები 1-ლ და 23 აპრილს გაფორმდა. 2015-2020 წლებში ამ კომპანიას სულ 875.000 ლარამდე ღირებულების 15 კონტრაქტი აქვს მიღებული პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვით. სს "თ&რ დისტრიბიუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რაფიელ სურამელაშვილმა 2016-2017 წლებში "ქართულ ოცნებას" 105.000 ლარი შესწირა, კომპანიის საბჭოს წევრმა ნიკა ზაუტაშვილმა ამავე პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს - 130.000 ლარი, კიდევ ერთმა წევრმა და კომპანიის დირექტორმა ზურაბ აღნიაშვილმა კი სხვადასხვა წელს ჯამში 145.000 ლარი გაიღო იმავე სუბიექტების სასარგებლოდ. კომპანია "თ&რ დისტრიბიუშენმა" საკუთარი სახელით 2016-2017 წლებში "ქართულ ოცნებას" 115.000 ლარი შესწირა. ჯამში ამ კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა ყველა პირმა ერთად 495.000 ლარი შესწირეს "ქართულ ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით შპს "უიკენდისგან" 6 აპრილს 1.329.680 აშშ დოლარის (დაახლოებით 4,2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 7 აპრილს კომპანიამ კიდევ ერთი, 20.617-დოლარიანი (დაახლოებით 68.000 ლარის) კონტრაქტი მიიღო. შპს "უიკენდი" პირდაპირი შესყიდვით კონტრაქტებს 2020 წლის აპრილიდან იღებს და ზემოაღნიშნული ორი ხელშეკრულების გარდა, 60.000 ლარამდე ჯამური ღირებულების 23 კონტრაქტი აქვს მიღებული. შპს "უიკენდის" 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ბონდო გოლეთიანმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 25.000 ლარი შესწირა.
---
პრესა
ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ
13.07.2020
მედია საშუალებები: ბანკები და ფინანსები
Link: 13.07.2020 - ბანკები და ფინანსები
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე პირდაპირი წარმომადგენლობა დახურა ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა როგორიცაა Glaxo, Sandoz, astellas pharma. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზარზე რეგულაციებია საჭირო, რათა არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებები გაკონტროლდეს. ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, დღეს ფარმაცევტული პროდუქტების მიმოქცევის დარგში არაეთიკური გარემოა შექმნილი. „საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ, ანუ ქვეყანაში პირდაპირი წარმომადგენლები მცირდება. ამის მიზეზი არის ის, რომ საერთაშორისო კომპანიების საქმიანობა ნაკლებად კონკურენტულია მარკეტინგული კუთხით. დღემდე გამოწვევად რჩება არაეთიკური მარკეტინგი და არაეთიკური დამოკიდებულება ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიასა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის. პრობლემა იწვევს მედიკამენტების არასწორ დანიშვნასა და არაადეკვატურ გამოწერას, შესაბამისად მნიშვნელოვანად ზარალდებიან ის კომპანიები, რომლებიც კარგ მედიკამენტებს აწარმოებენ. საერთაშორისო კომპანიების პროდუქცია ბაზარზე რჩება, თუმცა, პირდაპირი წარმომადგენლობები აღარ აქვთ. როდესაც კომპანია პირდაპირაა წარმოდგენილი იგი მოქმედებს საერთაშორისო წესებით, კომპანიის სტრატეგიით ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. კომპანია როდესაც ტოვებს ოფიციალურ წარმომადგენლობას ყველაფერი რჩება საქმიანობის მიღმა. საუბრობენ, რომ მარტო ჩვენთან არ ტოვებენ ბაზარს, მაგრამ ხომ არ გვინდა შეგვადარონ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აქვთ, ჩვენ გვინდა რომ წინ წავიდეთ ამიტომ არასწორია შევედაროთ იმ ქვეყნებს სადაც კომპანია ანალოგიური პრობლემების გამო დაიხურა“, – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ცივილური ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ირაკლი მარგველაშვილის განმარტებით, საერთაშორისო კომპანიები აღარ განიხილავენ საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას, რადგან მათ მინიმალური 5 წლიანი პროგნოზის გაკეთებაც არ შეუძლიათ, შესაბამისად, აღარ ფიქრობენ ქვეყანაში ახალი პროდუქტის შემოტანაზე. მარგველაშვილი იმ გზებზე საუბრობს, რომელის მეშვეობითაც პრობლემის დარეგულირებაა შესაძლებელი. „ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წინადადებით მივმართეთ, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ჩვენს ასოციაციას აქვს საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებული ეთიკის კოდექსი, რომლის შემუშავებაშიც საერთაშორისო ფედერაცია დაგვეხმარა. ეთიკის კოდექს ვიღაც უერთდება ვიღაც არა, დღეს ეს ნებაყოფლობითია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ეს სახელმწიფოს მეშვეობით რეგულაციის დონეზე აგვეყვანა, რათა განგვესაზღვრა რა შეიძლება და რა არა. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მეტად გამჭვირვალე უნდა გახდეს ფარმაცევტული კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის. თუ კომპანია სპეციალისტის განათლებაზე ხარჯავს ფულს და კონგრესზე აგზავნის, აქ დასამალი არაფერია, პირიქით მისასალმებელია, მაგრამ თუ კომპანია სპეციალისტს სულ სხვა მიზნით უხდის თანხას ეს დასასჯელია. შესაბამისად, აქედან გამოსავალი არის ის, რასაც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ მიმართა – ხარჯების მეტი გამჭვირვალობა.“, — განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თემაზე მსჯელობა არ არის აქტიური, რადგან მსჯელობის პროცესში იურიდიულ პრობლემები იკვეთება: „ხარჯების გასაჯაროების დროს ჩნდება იურიდიული პრობლემა, თუ რამდენად დაცულია კონფიდენციალურობა. ჩვენ არ ვითხოვდით, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო, ვამბობდით რომ ჯანდაცვის სამინსიტროს სცოდნოდა როგორ იხარჯება ამ სფეროში ფული. როდესაც საუბარი იყო რეგულაციებზე კონკრეტულ ნაბიჯებამდე ვერ მივედით, ამაზე საუბარი 2007 წლიდან დავიწყეთ, როდესაც ჩვენი ასოციაცია დაარსდა. საუბარს 13 წლიანი ისტორია აქვს და დღემდე კონკრეტული რაიმე პროექტი, რომლის განვითარებაზეც იქნებოდა მზაობა არ ყოფილა. სახელმწიფო ამ საკითხზე არ თანამშრომლობს“ ,- აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, თუ რატომ გაძვირდა მედიკამენტები საგანგებო მდგომარეობის დროს. მისი თქმით, გაძვირება გამოწვეული იყო სატრანსპორტო ღირებულების გაზრდით, რადგან შეზღუდული კომპანიები ახორციელებდნენ სატრანსპორტო მიწოდებებს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბაზარზე საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების არსებობის მნიშვნელობა. „პარალელური იმპორტი საქართველოში ოფიციალურად არის დაშვებული და ამას კანონის ფარგლებში კომპანიები ახორციელებენ, ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს. თუმცა, არის არაკონტროლირებადი პარალელური იმპორტი. მედიკამენტები შემოაქვთ თურქეთიდან, რაც ცალკე განხილვის საკითხია. ყველამ იცის, რომ თურქეთში წამლები არის იაფი და ისმის კითხვა რატომ არ შემოგვაქვს თურქეთიდან? არავინ სვამს კითხვას რატომ არის თურქეთში წამლები იაფი. თურქეთში წამალი იაფი იმიტომაა, რომ პირველი – ეს არის სუბსიდირებული წამლები და ადგილობრივი კომპანიები ახერხებენ ამ წამლების გაყიდვას და მეორე- თურქეთში არის ფიქსირებული გაცვლითი ვალუტის კურსი კვოტირებულ მედიკამენტებზე. ჩვენ როდესაც თურქეთიდან მოგვაქვს მედიკამენტი, იმ ქვეყნის ბიუჯეტს ვაზარალებთ. ამ დროს საქართველოში რა ხდება, ოფიციალური წარმომადგენლობა მედიკამენტის რეალიზებას ვეღარ ახერხებს და მისი კომერციულად არსებობა რეგიონში აღარაა გამართლებული. საგანგებო მდგომარეობის დროს მნიშვნელოვანი რაღაც გამოჩნდა. როდესაც ვსაუბრობთ არარეგულირებულ პარალელურ იმპორტზე, ეს არ არის კონტრაქტის საფუძველზე რეგულარული მოწოდება. ერთხელ ჩამოიტანა, ორჯერ ჩამოიტანა, მაგრამ მესამედ ვერ ჩამოიტანს. ამ შემთხვევაში ვინ ზარალდება? პაციენტი, რადგან წამალი აღარ აქვს, ხოლო ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყანაში აღარ არის. საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ ხდებოდა მიმოსვლა და მოწოდება ხდებოდა მხოლოდ იმ კომპანიებისგან, რომელებიც კონტრაქტით აწვდიან დისტრიბუტორებს და ცალკეული იმპორტი ვეღარ ხორციელდებოდა“ , – აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. აღნიშნული პრობლემის შესახებ სახელმწიფო უწყებებს ინფორმაცია დიდი ხანია აქვთ, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედით ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა. ამის მიზეზი მარგველაშვილის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი თქმით სახელმწიფოს უჭირს აკრძალოს გზები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას იაფად შემოტანილი მედიკამენტი იყიდოს. თუმცა მარგველაშვილი აცხადებს იმასაც, რომ აუცილებელია შუალედური გამოსავლის პოვნა, რათა არც ბიზნესის დაზარალდეს და არც მოსახლეობა: „როდესაც ონკოლოგიური პაციენტი მიდის და თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტს ნახევარ ფასში ყიდულობს ძნელია აუკრძალო ყიდვა, რადგან სახელმწიფო ვერ სთავაზობს ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს. ქრონიკული დაავადებების პროგრამები იყო, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბევრი მედიკამენტის მიწოდება ხდებოდა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაფარად. მეორეს მხრივ საერთაშორისო კომპანიები როდესაც ქვეყანას ტოვებენ, არც ერთ სფეროში არ არის კარგი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო გრანტების სახით შემოსავალს იღებს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეს კომპანიები არიან. ავიღოთ გერმანია საფრანგეთი, ეს ქვეყნები ჩვენი განვითარებისთვის ხომ ხარჯავენ ფულს? მადლობელი ვართ მათი, მაგრამ როდესაც კომპანია ქვეყნიდან მიდის არც პოლიტიკურად და არც იმიჯისთვის ეს კარგი არ არის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები GMP სტანდარტების შემოღების კუთხით, რაც ჩემი აზრით მამაცური ნაბიჯია. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, როდესაც იქნება აქტიური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით პრობლემები მოგვარდება“,- განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.
---
13.07.2020
მედია საშუალებები: კვირის პალიტრა
Link: 13.07.2020 - კვირის პალიტრა
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყანასავით ინფორმაციულ ვაკუუმში არ ვართ, ეპიდემიასთან დაკავშირებით მაინც უამრავი კითხვა ჩნდება. ამჯერად კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უპასუხებს. - BBC-ის მიერ გავრცელებულ ახალ ვირუსზე - G4 -ზე გკითხავთ. არის საშიშროება, რომ ამ ვირუსმაც პანდემიის სახე მიიღოს? - ჯერ ერთი, არ არის ახალი ეს ვირუსი და საფრთხეც ჯერჯერობით მოსალოდნელი არ გახლავთ. ამასთან, ორი პანდემიის თანხვედრა არარეალურია. - საბოლოოდ დაინგრა მითი, რომ კორონავირუსი სეზონურია? - ჰო, ასეთი პირი უჩანს. ხომ ვხედავთ, რა ხდება მექსიკაში, სადაც ტროპიკებია და ძალიან ცხელა?! სიცხეს ის სიკეთე ახლავს, რომ ფანჯრები ყველგან ღიაა და ყველაფერი ნიავდება, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ბევრს არაფერს შველის. - როდესაც "კოვიდ 19"-ის არსებობა შევიტყვეთ, ხშირად გვეუბნებოდნენ, ეს ვირუსი უცნობია და მასთან ბრძოლის გამოცდილება არ გვაქვსო. ახლა, როცა გამოცდილება ნაწილობრივ შევიძინეთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს. რითი შეგვიძლია ეს ავხსნათ? - ამ ვირუსის მუხანათობა სწორედ ეს არის - ძალიან ადვილად გადადის, ფართოდ ვრცელდება და რაც უფრო მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტი შემთხვევა დამთავრდება ფატალურად. ამიტომ არის მთავარი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. - ვერ მოიძებნა კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც "კოვიდ 19"-ის ქცევა აიხსნება? - კანონზომიერება ის არის, რომ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დავიჯერებთ, რომ ეს არის საფრთხე და მოვიქცევით სათანადოდ, ვირუსთან თანაცხოვრება გამოგვივა. ანუ უნდა ვაკეთოთ უმარტივესი რაღაცები - დახურულ სივრცეში ნიღაბი გვეკეთოს, დავიცვათ დისტანცია ღია სივრცეში, მოვერიდოთ თავყრილობებს და არ დაგვავიწყდეს ხელების ჰიგიენა. ჩვენს მეზობლებთან მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოსახლეობამ არ დაიჯერა ამ ვირუსის არსებობა. საბედნიეროდ, ჩვენთან ასე არ მოხდა. ჩვენი ეპიდემიოლოგები კლასტერ-კლასტერ დასდევენ კონტაქტებს, კონტაქტის კონტაქტებს და იმის კონტაქტებს... თვითიზოლაცია და კარანტინი გადავიტანეთ - ეს ყველაფერი იყო მიზეზი, რომ გავრცელების მასშტაბი შევამცირეთ. ჩვენთან ყველა ღონისძიება დროულად გატარდა, თადარიგიც დროულად დავიჭირეთ. ფრენების აკრძალვა, კარანტინის შემოღება, კონტაქტების მოძიება, ტესტირება - ამ ყველაფერმა, მოსახლეობის პასუხისმგებლობასთან ერთად, მოიტანა შედეგი. - "ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად" - ჩვენ ეს მოწოდება აღვიქვით, როგორც ხანმოკლე აუცილებლობა, თუმცა ამ მოლოდინს ბოლო ჯერჯერობით არ უჩანს. რამდენ ხანს მოგვიწევს ამ რეჟიმით ცხოვრება? - ჯერჯერობით არ ჩანს ეფექტიანი წამალი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე იმოქმედებს. ვაქცინას რაც შეეხება, გამოჩნდა რამდენიმე, რომლებიც კვლევის მესამე ფაზაშია და შესაძლოა, შემოდგომაზე ბაზარზეც გაჩნდეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ თუ ასე მოხდება, ეს ვაქცინა ჩვენც ვიყიდოთ, მაგრამ შიში, რომ ვიღაც ძალით გაგიკეთებთ ამ ვაქცინას, უსაფუძვლოა. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ენდომება. - ვაქცინა უფრო ადრე იქნება თუ წამალი? - მეგონა, წამალი უფრო ადრე იქნებოდა, რადგან იყო საიმედო მონაცემები, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, შეიძლება ვაქცინა უფრო ადრე იყოს. არის კიდევ ერთი საიმედო რამ - ანტისხეულები. რამდენიმე კვლევის შედეგად ვარაუდობენ, რომ ანტისხეულები "კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ ეფექტიანი იქნება. - იქნება თუ არა მეორე ტალღა და როდის უნდა ველოდოთ? - მეორე ტალღა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობლადაც, უკვე დაიწყო. ჩვენთან რაც ახლა გვაქვს, ეს მეორე ტალღა არ არის. პროცესი მინელდა, მაგრამ თუ რეკომენდაციებს არ დავიცავთ, ყოველთვის შეიძლება მეორე ტალღა დაიწყოს. - ამბობენ, ჩვენ შედარებით ადვილად იმიტომ გადავიტანეთ პანდემიის პერიოდი, რომ ვირუსი მუტირებული იყოო... - ვირუსის მუტაცია არაფერ შუაშია! კვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ ჩვენთან ცირკულირებს ირანული შტამიც, ფრანგულიც, იტალიურიც... - ყველა ქვეყანამ დაადგინა საზღვრის გახსნის რეჟიმი. არის ქვეყნები, რომლებიც ტესტირებისა და კარანტინის გარეშე ხსნიან საზღვრებს. ჩვენთან რა მიგაჩნიათ სწორ გზად ახლა, როცა ტურიზმის გააქტიურების საკითხი დადგა დღის წესრიგში? - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაციაა ამა თუ იმ ქვეყანაში. - ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს სხვადასხვა პირობით მივიღებთ? - რა თქმა უნდა, ზოგს კი საერთოდ არ მივიღებთ... - ითქვა, რომ ზღვის წყალი ვირუსის გადადების თვალსაზრისით საშიში არ არის, ოღონდ სანაპიროზე უნდა დავიცვათ დისტანცია. ტბის ან მდინარის წყალი შეიძლება იყოს ვირუსის გადადების მიზეზი? - მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი წყლით გადადის, არ არსებობს, თუმცა პატარა გუბურებში ბანაობა არასდროს არის რეკომენდებული, ზოგადად ინფექციის და არა - კონკრეტულად კორონავირუსის გამო. - ბრძანეთ, რომ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, შეიძლება მეორე ტალღა აღარც დადგეს... - ზამთრამდე ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ ზამთარში ვერავინ დადებს პირობას, რომ მეორე ტალღა არ იქნება. იმედია, ზამთრამდე გავუძლებთ. - ველოდოთ, რომ სექტემბერში სასწავლო პროცესი ჩეულებრივად გაგრძელდება? - თუ დღევანდელი დინამიკა შევინარჩუნეთ, მაშინ პრობლემები არ გვექნება.
---