From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი - 16 ივლისი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 16.07.2020 09:14
Attachments :


მედიამონიტორინგი - 16 ივლისი

 

ტელევიზია

 

 

ჯანდაცვის მინისტრი შრომის კოდექსზე

15.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

Link:    15.07.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზანი გვქონდეს ზონდერული და სადამსჯელო რაზმებით დაკომპლექტებული ერთეულები სამინისტროში“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის კოდექსში იმ ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, რომლის მომზადებულ კანონს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა ბიზნესის მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი უწყების ჩამოყალიბება. ეკა ტიკარაძე: ,, ცვლილებები დეტალურად არის გავლილი როგორც კერძო სექტორთან, ისე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. რა თქმა უნდა ყველა დამატებითი კანონის რეგულაციის შემოღების შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი მიზანი, რომ გვქონდეს ზონდერული, სადამსჯელო რაზმებით დაკომპელქტებული ერთეულები სამინისტროში. ჩვენ ყველა ამ ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ."

---

ერთი თვე სამინისტროსთან ერთად

15.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    15.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

ამ წუთებში შრომის ინსპექციის ხუთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია იწყება. ღონისძიება ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. „დღეს აღვნიშნავთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის იუბილეს. 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ამ სამსახურს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში შრომითი უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მოვახერხეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას - როგორც აღსრულების კუთხით, ასევე საკანონმდებლო კუთხით. მადლობას ვუხდი დეპუტატებს, რომლებმაც ამ მიმართულებით დიდი შრომა გაწიეს, და შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას აწარმოებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და დაფასებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი და მოქალაქეები აღიქვამენ იმ ღონისძიებების აუცილებლობას, რომლებსაც შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტი ნერგავს. 2015 წლიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვნად აისახა 2019 და 2020 წლის სტატისტიკაში. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურობა ნათლად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში. საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც თითოეული სეგმენტისთვის 33 რეკომენდაცია წარმოადგინა" - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. თამარ ბარაკალია მადლობას უხდის ევროკავშირსა და აშშ-ს თანამშრომლობისთვის. „5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის პროგრესი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და დღეს, ჩვენ 5 წლის იუბილეზე ვხვდებით კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმებით, კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედით და რა თქმა უნდა იმედით, თქვენთან თანამშრომლობისა. პირველ რიგში სოციალური პარტნიორების მნიშვნელობა მინდა აღვნიშნო, ვინაიდან სწორედ სოციალური პარტნიორები, სწორედ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, დასაქმებულებთან თანამშრომლობით შესაძლებელია შრომის უსაფრთხოების მიღწევა სამუშაო ადგილებზე, რომელიც არის ყველას, ჩვენი სამივე მხარის ერთობლივი მიზანი. დღეს მადლიერი ვარ თითოეული ჩვენი პარტნიორის, რომელიც ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იზრდებოდა, აყალიბებდა შრომის უსაფრთხოების სისტემას, კულტურას და იმედი მაქვს რომ ჩვენი ასეთი წარმატებული თანამშრომლობა რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში, კიდევ უფრო მეტი წარმატების ხარისხი გვექნება თანამშრომლობისა პირველ რიგში დამსაქმებლებთან, ვინაიდან სწორედ ისინი არიან განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი შრომის უსაფრთხოების კუთხით და გაუმჯობესებული ურთიერთობა და კომუნიკაცია დასაქმებულებთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

---

შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიში

15.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    15.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ერთინ თვე სამინისტროსთან ერთად-ამ კამპანიის ფარგლებში შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაცია იმართება. ჯანდაცვის მინისტრი ხსნის ღონისძიებას. „ჩვენ აღვნიშნავთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის იუბილეს. 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ამ სამსახურს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში შრომითი უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მოვახერხეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის უკანაც ძალიან ბევრი შრომა დგას - როგორც აღსრულების კუთხით, ასევე საკანონმდებლო კუთხით. მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩენს პარლამენტარებს, რომლებმაც ამ მიმართულებით დიდი შრომა გაწიეს, და შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას აწარმოებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და დაფასებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი და მოქალაქეები აღიქვამენ იმ ღონისძიებების აუცილებლობას, რომლებსაც შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტი ნერგავს. 2015 წლიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვნად აისახა 2019 და 2020 წლის სტატისტიკაში. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. შრომის უსაფრთოების დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურობა ნათლად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში. საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც თითოეული სეგმენტისთვის 33 რეკომენდაცია წარმოადგინა" - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. „5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის პროგრესი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და დღეს, ჩვენ 5 წლის იუბილეზე ვხვდებით კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმებით, კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედით და რა თქმა უნდა იმედით, თქვენთან თანამშრომლობისა. პირველ რიგში სოციალური პარტნიორების მნიშვნელობა მინდა აღვნიშნო, ვინაიდან სწორედ სოციალური პარტნიორები, სწორედ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, დასაქმებულებთან თანამშრომლობით შესაძლებელია შრომის უსაფრთხოების მიღწევა სამუშაო ადგილებზე, რომელიც არის ყველას, ჩვენი სამივე მხარის ერთობლივი მიზანი. დღეს მადლიერი ვარ თითოეული ჩვენი პარტნიორის, რომელიც ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იზრდებოდა, აყალიბებდა შრომის უსაფრთხოების სისტემას, კულტურას და იმედი მაქვს რომ ჩვენი ასეთი წარმატებული თანამშრომლობა რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში, კიდევ უფრო მეტი წარმატების ხარისხი გვექნება თანამშრომლობისა პირველ რიგში დამსაქმებლებთან, ვინაიდან სწორედ ისინი არიან განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი შრომის უსაფრთხოების კუთხით და გაუმჯობესებული ურთიერთობა და კომუნიკაცია დასაქმებულებთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Link:    15.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00

Link:    15.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    15.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    15.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    15.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00

Link:    15.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    15.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    15.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    15.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    15.07.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი             

Link:    15.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    15.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    15.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00

Link:    15.07.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

 

 

---

ტიკარაძის განცხადება

15.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

Link:    15.07.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა

მთავრობა ამბობს, რომ კლინიკების მიმართ დავალიანება აღარ აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დავალიანება, რომელიც სამინისტროს შარშან წარმოექნა, გასტუმრებულია. მინისტრის მტკიცებით, ამ ეტაპზე კლინიკებს სრულად აქვთ მიღებული მარტის სახით გაწეული სამუშაოს ანაზღაურება. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებისადმი არსებული დავალიანებაზე საუბარი შარშან შემოდგომაზე დაიწყო, სამედიცინო დაწესებულებების წარმოამდგენლები ამბობდნენ, რომ საყოველთაო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უწყებას მათ მიმართ ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება წარმოექმნა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში დავალიანების ჯამურ მოცულობას ამ დროდე არ ასახელებდნენ. ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდანბ შესრულებულ სამუშაოს,დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო.

---

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

15.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    15.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

თელავის მუნიციპალიტეტში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

---

დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო

16.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    16.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი გამოიყო. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე. ბესარიონ სიმონიშვილი: "მიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო. შემოსავლის გაჩენისა და თვითდასაქმების გაჩენის მიზნით, 150 მიგრანტი დაფინანსდება".

Link:    16.07.2020 - I არხი - მოამბე 08:00

 

 

---

ჩინეთის დახმარება

16.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    16.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო. ჯანდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო. ალექსადრე ხვთისიაშვილი:" ჩინურმა მხარემ კიდევ ერთი დახმარება გაგვიწია, რომელიც მიმართულია კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ".

Link:    16.07.2020 - I არხი - მოამბე 10:00

---

საქართველოს შშმპ უფლებების შესახებ ახალი კანონი აქვს

16.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    16.07.2020 - იმედი - იმედის დილა

საქართველოს, შშმპ უფლებების შესახებ, ახალი კანონი აქვს. 85 ხმა 0-ის წინააღმდეგ. პარლამენტმა კანონი ერთსულოვნად მიიღო. როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კანონი ბევრად უკეთესად დაიცავს შშმ პირთა უფლებებს. სხვათაშორის აქამდე მოქმედი შშმპ სოციალური დაცვის შესახებ კანბონი 1995 წელს იყო დამტკიცებული და მთლიანად იყო შესაცვლელი. ახალ პროექტზე მუშაობდნენ 2017 წლიდან. ცვლილებების და ახალი კანონპროექტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საუბრობს. ის თავად არის ამ კანონპროექტის ინიციატორი. დეპუტატი ეტლში, ავტოავარიის შედეგად მოხვდა. "მე გავხდი შშმპ სამოქალაქო მოძრაობის ერთერთი აქტივისტი და ლიდერი და მიზანი იყო ის, რომ ჩვენ შეგვეცვალა გარემო, შეგვეცვალა ბარიერები, საქართველოში ეს მოძრაობა იყო იმიტომ, რომ იუესეიდი იყო ჩვენი მხარდამჭერი და სხვა არანაირი მხარდაჭერა არ გვქონდა და გვიჭირდა ამისი განვითარება".

---

მმართველი პარტია საარჩევნო სიაზე მუშაობას იწყებს

16.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    16.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

მმართველი პარტია საარჩევნო სიაზე მუშაობას იწყებს. "ქართული ოცნების" ლიდერები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა როგორც ცნობილი ხდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი სახელდებიან. სავარაუდოდ, სიაში არ იქნებიან კახა ოქრიაშვილი და ენზემ მკოიანი. ასევე სავარაუდოდ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის მოადგილე მამუკა მდინარაძე იქნება. ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. სრული პარტიული სია სექტემბერში გახდება ცნობილი.

--- 

ინტერნეტი

პაატა იმნაძე - ქვეყანაში შემომსვლელებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა ტესტის გაკეთება და საოცარია, ყველა უცხოელმა განაცხადა თანხმობა, უარი თქვა ორმა ქართველმა

15.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    15.07.2020 - კომერსანტ.ჯი

ქვეყანაში შემომსვლელებს ვეკითხებით, უნდათ თუ არა ტესტის გაკეთება და საოცარია, ყველა უცხოელმა განაცხადა თანხმობა, უარი თქვა ორმა ქართველმა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, კარანტინში მოთავსებული ადამიანებიდან ყოველდღიურად ხდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა. „ადამიანები ჩამოდიან – გასაგებია, ჩვენი მოქალაქეები არიან, ბრუნდებიან, მათი უფლებაა, თავიანთ ქვეყანაში როცა უნდათ, მაშინ დაბრუნდნენ. მაგრამ ქვეყანასაც აქვს უფლება, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს. ვიცით, რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში; მოიკითხონ, რა ხდება. იგივე, ბრიტანეთში კარანტინის გავლისას სასტუმროში შენი ფულით უნდა იცხოვრო, საკუთარ კარანტინს აფინანსებ თავად. აქ სახელმწიფომ აიღო თავზე, სასტუმროებში არიან ეს ადამიანები. ნორმალური სასტუმროებია, გუდაურში იქნება, ბაკურიანში იქნება – სასტუმროები თავისი კვებით. მერე ადარებენ, ტურისტი რატომ უნდა შემოვიდესო და ა.შ. რა თქმა უნდა, რისკი მეტი იქნება, მაგრამ ეს არ არის ისეთი, რომელიც არამართვადი რისკი იქნება. ტურისტი რომ მოდის, ზუსტად ვიცით, როგორ არის, სად გადაადგილდება. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია. არის ქვეყნები, საიდანაც ნებადართულია საქართველოში შემოსვლა – რადგანაც იმ ქვეყანამ არ მოითხოვა ჩვენგან ცნობა, არც ჩვენ არ ვითხოვთ, მაგრამ წინადადებას ვაძლევთ, თანახმა ხართ თუ არა, შემოსვლისას გაიკეთონ ტესტი. რა საოცარი იყო იცით? ყველა უცხოელმა განაცხადა, რომ თანახმაა. უარი განაცხადა ორმა ქართველმა, რომელსაც აქვს იმ ქვეყნის პასპორტი. დანარჩენი, თქვენთვის მომინდვია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად მისი შვილიც კარანტინშია. „ჩვენი მოქალაქე რომ ჩამოვა, ოჯახი, ახლობლები ენატრება, კარანტინში არ უნდა ყოფნა. კარანტინიდან 200-მდე შემთხვევა გვაქვს გამოვლენილი. ეს 200 შემთხვევა რას ნიშნავს, ეს 200 შემთხვევა გახდებოდა 200 ათასი ცოტა ხანში, რომ არ მოგვევლო ამ შემთხვევებისთვის და არ ყოფილიყვნენ კარანტინში. დავაფასოთ, რაც გვაქვს და მოვუფრთხილდეთ. რატომ არიან ამ კარანტინზე ასე, არ ვიცი. ჩემი შვილიც კარანტინშია ახლა, არის გუდაურში, არის მშვენიერ ჰაერზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

 

შრომის ინსპექციის ანგარიში

კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 13 300-მდე ინსპექტირება განხორციელდა

15.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 13 300-მდე ინსპექტირება განხორციელდა. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, მოხდა თუ არა სახელმწიფო უწყებების შემოწმება და ხომ არ გამოყენებულა მათ მიმართ ფულადი სანქცია, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ზედამხედველობა ხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო უწყებებში, თუმცა პრიორიტეტები ამ შემთხვევაში არის ისეთი ტიპის ადგილები, სადაც ერთ სივრცეში ბევრი ადამიანია. „ჩვენ ვახორციელებთ გეგმურ მონიტორინგს. ჯამში, 13 300-ზე მეტი ობიექტია შემოწმებული ამ პერიოდის განმავლობაში. ინსპექტირების პროცესი მოიცავს, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმებას, ასევე გეგმურ მონიტორინგს, თუ როგორ ხორციელდება სამუშაო პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროტოკოლი. ბუნებრივია, სანქციები არის გამოყენებული იმ შემთხვევებში, თუ ფუნდამენტურად არის დარღვეული ის პრინციპები, რაზეც დგას კოვიდ 19-ის რეკომენდაციები. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესს, რომ ჩვენ ერთად დავიცვათ უსაფრთხო პროტოკოლები. ბუნებრივია, ზედამხედველობას ვახორციელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ასევე კერძო უწყებაზე, მაგრამ პრიორიტეტები ამ შემთხვევაში არის ისეთი ტიპის ადგილები, სადაც ბევრი უცხო ადამიანი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. რისკის შეფასების საფუძველზე ვაგრძელებთ ინსპექტირებას და ეტაპობრივად შემოწმებული იქნება ყველა ობიექტი“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

Link:    15.07.2020 - ბიემ.ჯი

Link:    15.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - კომერსანტ.ჯი

Link:    15.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - ბიპიენ.ჯი

Link:    15.07.2020 - ბიპიენ.ჯი

Link:    15.07.2020 - პია.ჯი

Link:    15.07.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

Link:    15.07.2020 - კვირა.ჯი

 

Link:    15.07.2020 - აიპრეს.ჯი

Link:    15.07.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

Link:    15.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

 

 

 

 

 

---

ჯანდაცვის მინისტრი - საქართველოს მხარე მზადაა, მეზობელ სომხეთს ყველა საჭიროებით დაეხმაროს

15.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს მხარე მზადაა, მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სომხეთისთვის დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში ქართველ და სომეხ ექიმ-სპეციალისტებსა და ეპიდემიოლოგებს შორის, ტელეჩართვების მეშვეობით გამოცდილების გაზიარება მიმდინარეობდა. ,,სომხეთს ჰქონდა სურვილი რამდენიმე ტელეჩართვის, რომ მომხდარიყო ჩვენს შორის გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მოვახდინეთ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია როგორც ექიმ-სპეციალისტებს, ასევე ეპიდემიოლოგებს შორის. ამ ეტაპისთვის ეს დახმარება არის საკმარისი, ხოლო შემდგომში რა საჭიროებაც ექნებათ საქართველოს მხარე არის მზად მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

ეკატერინე ტიკარაძე - სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება, სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს

15.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება, სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოს, - ასე ეხმაურება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, „დღეს ჩვენ ამ კუთხით უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს“. „დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ვთვლი, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

ეკატერინე ტიკარაძე - დღეს, როცა მსოფლიოში პანდემიაა, არ არის დრო, ბრალდებულები ვეძებოთ

15.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა. ტიკარაძის თქმით, დღეს მხოლოდ რაციონალურობის დროა და საჭიროა ერთობლივად დავძლიოთ პანდემია. „საქართველო მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. თუ რამდენად მოახდინა თითოეულმა ქვეყანამ დროული რეაგირება ჯანმოს რეკომენდაციებზე, ეს არის უკვე ქვეყნის გადაწყვეტილება, რამდენად სერიოზულად აღიქვეს მათ ის საფრთხეები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აანონსებდა. მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, დღეს არის მხოლოდ რაციონალური ნაბიჯების დრო და ერთობლივად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ და დავძლიოთ პანდემია“, - განაცხადა ტიკარაძემ. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ის სჭირდება. „ის სრულყოფილი ორგანიზაცია არაა. მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსურს, ეს შეცდომები გასწორებული ვიხილო. მსოფლიოს ჯანმო კორონავირუსის მსგავს ეპიდემიებთან გასამკლავებლად სჭირდება,“- განაცხადა ფაუჩიმ.

---

"ყველა ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ" - ტიკარაძე "შრომის კოდექსში" ცვლილებებზე

15.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    15.07.2020 - ბიემ.ჯი

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზანი გვქონდეს ზონდერული და სადამსჯელო რაზმებით დაკომპლექტებული ერთეულები სამინისტროში“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ს მიერ შრომის კოდექსში იმ ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვებას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს შრომის კოდექსში და მთელ რიგ მუხლებს, რომელიც დამსაქმებლებს ათობით ახალ მოთხოვნას, რეგულაციას და ახალ ბიუროკრატიულ ბარიერებს უწესებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა ბიზნესის მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი უწყების ჩამოყალიბება. ბიზნესის ამ მოსაზრებას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ცვლილებების მთავრი მიზანი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა. ტიკარაძის უწყებას დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და როგორც თავად მინისტრი ამბობს, ყველა ცვლილება განხილული და გავლილია. “ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, დაცული იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის უფლება, შესაბამისად, ეს ცვლილებები დეტალურად არის გავლილი როგორც კერძო სექტორთან, ისე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთაგანაც შეიძლებოდა მოგვესმინა საჭირო მოსაზრება და გაგვეთვალისწინებინა ეს კანონში. როგორც შრომის ინსპექციის მანდატი არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში სადამსჯელო რაზმი, რა თქმა უნდა ყველა დამატებითი კანონის რეგულაციის შემოღების შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი მიზანი, რომ გვქონდეს ზონდერული, სადამსჯელო რაზმებით დაკომპელქტებული ერთეულები სამინისტროში. ჩვენ ყველა ამ ნაბიჯს ვდგამთ მოქალაქეთა სასიკეთოდ. დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ვნახავთ რა ცვლილებებიც იქნება“- განაცხადა მინისტრმა. ყველაფერი, რაც შრომის კოდექსში იცვლება - იკრძალება და რეგულირდება, იხილეთ აქ.

---

„ბიზნესი არ შეწუხდება შრომის ინსპექციით... ცალკეული ბიზნესმენების კრიტიკა არ არის მთელი ბიზნესის ხმა“

15.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    15.07.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს შრომის კოდექსში და მთელ რიგ მუხლებს, რომლებიც დამსაქმებლებს ათობით ახალ მოთხოვნას, რეგულაციას და ახალ ბიუროკრატიულ ბარიერებს უწესებს. შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. შრომის კოდექსში ცვლილებების ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი, შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებით კერძო სექტორის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს არ იღებს. მისი თქმით, აღნიშნულ სტრუქტურას სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და ის აღასრულებს იმ ნორმებს, რომელიც სახელმწიფოს კონსტიტუცური ვალდებულებაა, დაიცვას თითეული ადამიანის შრომითი უფლებები და შრომითი უსაფრთხოება. „შეზღუდული რესუსრების მიუხედავად შრომის ინსპექციას აქვს პოზიტიური რეპუტაცია, პოზიტიური შედეგები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება მძლავრი რეფორმა, რომ ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდეს როგორც დამოუკიდებელი, ავტონომიური სტრუქტურა. არცერთი ბიზნესი არ შეწუხდება შრომის ინსპექციით, ამის კონკრეტული მაგალითები გვაქვს, თუ ის არ დაარღვევს კანონს. თუ ვინმე დაარღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ეს რა თქმა უნდა, იქნება მისთვის პრობლემატური. პირველ რიგში შრომის ინსპექცია იქნება პარტნიორი დამსაქმებელის და პარტნიორი დასაქმებულის. ბიზნესს ჰქონდა წინააღმდეგობა, მათი ბევრი შენიშვნა გათვალისიწნებულია, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ღერძია ამ რეფორმის, არცერთ შემთხვევაში არ იქნება გათვალისწინებული, რადგან შრომის ინსპექციის დასუსტება ლეგიტიმური არ არის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სტრუქტურა, გვჭირდება აღსრულების მექანიზმები. ცალკეული ბიზნესმენების კრიტიკა არ არის მთელი ბიზნესის ხმა, რადგან ბევრი ბიზნესგაერთიანება, მათ შორის ევროპის ბიზნეს ასოციაცია და ა.შ მხარს უჭერდა იმთავითვე ამ პროცესს და დღესაც მხარდაჭერით სარგებლობს მათი მხრიდან“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. Bm.ge-ს კითხვაზე, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პოზიციები არის თუ არა შეჯერებული ჯანდაცვის სამინისტროსთან, ცქიტიშვილი გვპასუხობს, რომ ისინი თავიდანვე თანამოაზრეები იყვნენ. „სამინისტროსთან კანონპროექტის დაწერის პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ, ყველაფერი შევათანხმეთ თავიდანვე. არის გარკვეული ტექნიკური ცვლილებები, რომელიც მეორე მოსმენისას იქნება, მაგრამ ყველა პრინციპული საკითხი თავიდანვე გვქონდა შეთანხმებული. ამ პროცესის განმავლობაში პრაქტიკულად სრული თანხვედრა გვქონდა და ახლაც გვაქვს“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. ყველაფერი, რაც შრომის კოდექსში იცვლება - იკრძალება და რეგულირდება, იხილეთ აქ.

---

თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება - გიგლა მიქაუტაძე

15.07.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    15.07.2020 - ნიუპოსტს.ჯი

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ არა საერთოდ. გიგლა მიქაუტაძე ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, სასწრაფოდ გააკეთოს შესაბამისი განმარტებები და დროულად ჩაურიცხოს ამ ადამიანებს კონკრეტული მიზერული თანხა მაინც. „თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან ძიძები, დამლაგებლები და სხვა პროფესიის უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხს მათ არავინ სცემს. კორონა-კრიზისის ფარგლებში, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შეიმუშავა „ლელოს ანტიკრიზისული მოდელი 3.2.1“ და მთავრობას 1 მილიარდიანი ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც არცერთ უმუშევრად დარჩენილს არ დატოვებდა სოციალური დახმარების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობამ მხოლოდ მიზერული კომპენსაცია შესთავაზა ამ ადამიანებს, ხოლო თვითდასაქმებულების 90% საერთოდ დახმარების გარეშე დატოვა“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ. აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

---

ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს

15.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    15.07.2020 - კვირა.ჯი

“სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს”, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას კლინიკების მიმართ არსებული დავალიანების შესახებ. მისივე თქმით, სახელმწიფო კლინიკების მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს. „დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროსვკლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე, არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

რას ცვლის „შრომის კოდექსი“ დასაქმებულებისთვის

15.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    15.07.2020 - პია.ჯი

პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც შემდეგი საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვა; სტაჟიორების სამართლებრივი სტატუსი; სამუშაო დრო; ზეგანაკვეთური სამუშაო; ორსულობის და მშობიარობის შვებულება; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება. უფრო დეტალურად - შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წ. ლარი გაუფასურდა ეკონომიკა 17:04 თურქეთის ლიდერი 2020 ერდოღანი: აია-სოფიას სტატუსის ცვლილებით შეცდო... უცხოეთი 23:22 14.07 kali-da-katsi_o_h.jpegკანონპროექტით, თანაბარი შრომის პირობებში ქალის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აღმოიფხვრება. კერძოდ, ქალს და კაცს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება ექნებათ. დისკრიმინაციის ფორმას წარმოადგენს შევიწროვება სამუშაო ადგილზე, მათ შორის იგულისხმება სექსუალური შევიწროვება. სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით მიმართავს ნებისმიერ ორგანოს, კანონით, დამსაქმებელს აეკრძალება მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა. სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა arasrultslovani_o_h.jpeg ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. კანონპროექტით, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან ხელშეკრულება იდება მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და დღის განმავლობაში 6 საათს. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და დღის განმავლობაში 4 საათს. არასრულწლოვნისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში - 4 საათს. სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი stazhiori_o_h.jpegკანონპროექტით, დამსაქმებელს აეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორს დასაქმებულის ნაცვლად არ აიყვანენ, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა. არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება ექნება ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა დარეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით. სამუშაო დრო, დასვენების-შესვენების უფლება samushao-dro_o_h.jpeg კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. იხილეთ ვრცლად. ზეგანაკვეთური სამუშაო zeganakveturi_o_h.jpeg კანონპროექტით, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე.დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში. შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო bavshvis-movla_o_h.jpeg კანონპროექტით, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვისაცაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით. შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარი იქნება. შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი khelphasi_o_h.jpeg კანონპროექტით, შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მექანიზმი, მისი მოქმედების ფარგლები და ანაზღაურების დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურების შესახებ კანონით. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება shromis-inspektsia_o_h.jpeg ინიციატივა გულისხმობს შრომის ინსპექციის უფლებამოსილების განსაზღვრას შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით. შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.

---

აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა

15.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    15.07.2020 - კომერსანტ.ჯი

პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი, საჭიროების მქონე პირებს, როგორც ერთჯერადად, ასევე სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ. აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი, უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა. ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი დღეს ადგილზე გაეცნენ. ისინი ცხელი ხაზის ოპერატორებს პირადად შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან. ცხელი ხაზი - 111, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შეიქმნა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს. ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს ბავშთა ფონდის დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით შეიქმნა და ის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ახორციელებს ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

Link:    15.07.2020 - ბიემ.ჯი

 

---

ფრენების აღდგენის და კარანტინის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა

15.07.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    15.07.2020 - რეგინფო.ჯი

ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა თბილისში აქცია – „გადავარჩინოთ ტურიზმი“ გამართეს. მათი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე აღდგეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ე.წ. წვანე ზონის ქვეყნებთან და გაუქმდეს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობაში მონაწილეობა დაახლოებით 400-მა ადამიანმა მიიღო. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა და მომსახურების სფეროში დასაქმებულება, ვინც საზღვრების ჩაკეტვის გამო ოთხი თვეა უმუშევრად არიან დარჩენილები, მსვლელობა გაბრიაძის თეტრიდან დაიწყეს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციით დაასრულეს. „უმთავრესი პრობლემაა ის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ზამთარი. ფაქტობივად გადარჩენისთვის ვიბრძვით. ტურისტულ სფეროში უამრავი ბიზნესია ჩართული - ტურისტული კომპანიები, გიდები, რესტორნები, კაფე-ბარები, სამხატვრო სალონები და ა.შ. იქ დასაქმებული ხალხი დღესდღეისობით ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენი მთვარი მოთხოვნაა, მოხდეს რეგულარული ავიამიმოსვლა ე.წ. მწვანე ზონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ეს შესაძლებელია, მოგვეცენ გადარჩენის საშუალება. ვითხოვთ განმარტებას, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა გადავრჩეთ, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ზამთარი? ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრების პირასაა“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა, სალომე ჩაჩხუნაშვილმა. აქციაზე მოითხოვეს, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენების გრაფიკი შეიმუშავოს და დააკმაყოფილოს ბიზნესის მოთხოვნები ფრენების სიხშირესთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის - გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უპირობოდ გახსნა დაანონსა, ხოლო ევროკავშირის 11 ქვეყნის - იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია - მოქალაქეებს, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. ამ 11 ქვეყნიდან ნაწილმა საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა, ნაწილმა კი სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესა. საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ უცხოელი ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან შეძლებდა, თუმცა ივნისის ბოლო კვირაში ცნობილი გახდა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს. დღევანდელი აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მთავრობა რეგულარული ფრენების აღდგენას არც პირველი აგვისტოდან აპირებს.

---

"თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება"

15.07.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

 

Link:    15.07.2020 - ფრანთნიუს.ჯი

თბილისი: "ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ არა საერთოდ. გიგლა მიქაუტაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, სასწრაფოდ გააკეთოს შესაბამისი განმარტებები და დროულად ჩაურიცხოს ამ ადამიანებს კონკრეტული მიზერული თანხა მაინც. "თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან ძიძები, დამლაგებლები და სხვა პროფესიის უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხს მათ არავინ სცემს. კორონა-კრიზისის ფარგლებში, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შეიმუშავა „ლელოს ანტიკრიზისული მოდელი 3.2.1“ და მთავრობას 1 მილიარდიანი ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც არცერთ უმუშევრად დარჩენილს არ დატოვებდა სოციალური დახმარების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობამ მხოლოდ მიზერული კომპენსაცია შესთავაზა ამ ადამიანებს, ხოლო თვითდასაქმებულების 90% საერთოდ დახმარების გარეშე დატოვა“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

---

ლევან ვეფხვაძე: ვშიშობ, შრომის ინსპექციის ამხელა მანდატი, მათთვისვე იქნება დამაზიანებელი

15.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    15.07.2020 - ბიემ.ჯი

„არაადეკვატური გადაწყვეტილებები, რომელიც იფუთება სიკეთეებით, გვაძლევს დანაკარგებს, თუ მათი დათვლა არ მოხდება. სისულელეები რომ არ ვაკეთოთ დავთვალოთ სარგებელიც და დანახარჯიც, რაც ამ ახალ შრომის კანონმდებლობას მოყვება“ - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე „კომერსანტთან“ შრომის კოდექსში ცვლილებებს. როგორც ცნობილია, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში. კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა, სხვადასხვა სექტორში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. რომელთა შორის, ერთერთი აქტიური „საქართველოს ბიზნესასოციაცია“, სადაც განმარტავენ, რომ კანონი ბევრ ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის, რაც კომპანიების გაკოტრებასა და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. „კანონპროექტის ავტორს აქვს კეთილშობილური მისია, რომ დასაქმებულების პირობები გააუმჯობესოს და ეს არის ევროპულ სტანდარტების შესაბამისი. მაგრამ, როცა ჩვენ გვინდა ევროპულ კანონმდებლობას მოვერგოთ, ამას ვაკეთებთ არაცივილიზებულად და არ გვაქვს გათვლილი პოტენციური დანახარჯები. მთელი არსი თუ არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სარგებელი ამ კანონპროექტით, მაშინ მივიღოთ ეს კანონმდებლობა. მაგრამ როდესაც შემოგვაქვს შეზღუდვები, ეს შეიძლება იყოს დამსაქმებლისთვის და დასაქმებულისთვისაც პრობლემა - ეს გამოიწვევს სერვისების ფასების ზრდას, რადგან დასაქმებული ვერ იქნება ხელმისაწვდომი ისე, როგორც აქამდე. ზეგანაკვეთური შრომის 125 % იანი განაკვეთით ანაზღაურება მხოლოდ სამ ინდუსტრიას 240 მილიონი ლარი დაუჯდება. COVID-19 ის პირობებში, როდესაც მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მოხდეს ბიზნესის, ჩვენ მათ ვუზრდით დანახარჯს. ასეთ პირობებში ბევრი ბიზნესი შეიძლება გაკოტრდეს კიდეც, რაც ისევ და ისევ სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. რასაც მეორე მხარე ამბობს ეს საინტერესოა, მაგრამ თუ ამ ყველაფრით მიღებული დანახარჯები არ დავთვალეთ, მივიღებთ ისეთივე სისულელეს, როგორსაც შარშან. 2019 წელს ბიზნესებს დაევალათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა - რაში სჭირდება ისეთ ბიზნესს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ოფისებში მუშაობას გულისხმობს? რატომ უნდა ქონდეთ მათ ზედმეტი ხარჯის გაწევის ვალდებულება,“ - განმარტავს ლევან ვეფხვაძე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი „შრომის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩანაწერი დარჩება.

---

კვლევა-კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა და გააღარიბა

15.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა და გააღარიბა, - ამის შესახებ COVID 19- ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, პანდემიის პირობებში ოჯახების 23%-ს შემოსავლები შეუმცირდა, 65%-სთვის შემოსავალი იგივე დარჩა, 3%-ს კი გაეზარდა. კვლევაში, აღნიშნულია, რომ შემოსავლების კლება ძირითადად დაბალშემოსავლიან ოჯახებს შეეხო, რომელთა შემოსავალი თვეში 0-300 ლარი და 301-500 ლარი იყო, მონიტორინგის შედეგების თანახმად ღარიბები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ. „მესამე ტალღაში შეინიშნება მოსახლეობის შემოსავლების მცირე ზრდა; ეს ძირითადად შეეხო დაბალშემოსავლიან ოჯახებს (0-300 ლარი); ასეთი ოჯახების წილი მესამე ტალღაში, მეორე ტალღასთან შედარებით, დაახლოებით 6%-ით შემცირდა და მიუახლოვდა პირველი ტალღის ნიშნულს“, - ნათქვამია კვლევის შედეგებში. კვლევის თანახმად სამივე ტალღაში რესპონდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ გამოკითხვის მომენტისთვის ანაზღაურებადი სამსახური არ გააჩნია. 49% (მეორე ტალღაში) აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ ანაზღაურებადი სამსახური კოვიდ 19-ის პანდემიამდე. 55%-მა კი დაკარგა სამსახური იმათგან, ვისაც პანდემიამდე სამსახური ჰქონდა (მეორე ტალღა). კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველ ტალღაში უმუშევრობა გაიზარდა 21%-ით, მეორე ტალღაში - 29%-ით, მესამე ტალღაში კი 20%-ით. კვლევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის სამი ტალღის შედეგად, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითოკვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს 11 რეგიონის სრულწლოვანი (18 წლის და მეტი) მოსახლეობა გამოიკითხა. თითოეული ტალღა 1000 რესპოდენტს მოიცავდა. შერჩევის ცდომილება მთელი შერჩევისთვის ±3,1%-ია 95%-იანი სანდოობით.

---

2019 წელს ყველაზე მეტი დასაქმებული მშენებლობის სექტორში დაიღუპა და დაშავდა - ანგარიში

15.07.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    15.07.2020 - პუბლიკა.ჯი

„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდეობა 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 35%-ით არის შემცირებული”, – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 5 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა. უწყების ცნობით, 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, როგორც ძლიერი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ბიზნესს მიეცა მოსამზადებელი პერიოდი, რათა გაცნობოდნენ და დაეცვათ შრომის უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნები. მათი თქმით, 2018 წლის მარტში მიღებულ იქნა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის ინსპექცია გადავიდა შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის ახალ ეტაპზე. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე და დაიწყო სფეროს კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. 2019 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები სექტორის, ადგილისა და ზიანის მიხედვით: 2019 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული; დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასეთია: – საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად მშენებლობის (F1 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებისა და F2 სამოქალაქო მშენებლობის) სექტორში დაღუპულია 29 და დაშავებულია 54 დასაქმებული; – დამამუშავებელი მრეწველობის C სექტორში დაღუპულია 5 და დაშავებული 42; – სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების B სექტორში დაღუპულია 3 და დაშავებულია 16; – სოფლის მეურნეობის A სექტორში დაშავებულია 2; – ელექტროენერგიის მიწოდების D სექტორში დაღუპულია 4 და დაშავებული 6; – ტრანსპორტისა და დასაწყობების H სექტორში გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 24; – წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის E სექტორში დაღუპულია 2 და დაშავებულია 13; – ნავთობპროდუქტების ვაჭრობის G სექტორში დაღუპულია 1 და დაშავებული 6; – განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების I სექტორში დაშავებულია 5 დასაქმებული.ანგარიშის მიხედვით, საწარმოო უბედურ შემთხვევათაგან 2 არის მასობრივი, ხოლო დანარჩენი კლასიფიცირდა, როგორც 51 – მძიმე და 117 – საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა. დაშავებულთაგან 9 ქალი და 159 – კაცია. დაღუპულთაგან კი 45-ვე კაცია;ანგარიშში აღნიშნულია, რომ საწარმოო უბედური შემთხვევა უკავშირდება 20 წლამდე ასაკის 2 დასაქმებულს, 20-დან 40 წლამდე ასაკის-102, 40-დან 60 წლამდე-90, ხოლო 60 და უფროსი ასაკის – 19 დასაქმებულს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობა 2015-2019 წლების მიხედვით: ► 2015 წელი – 142 ინსპექტირება, მათ შორის, 118 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 24 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით ► 2016 წელი – 287 ინსპექტირება, მათ შორის, 188 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 99 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. ► 2017 წელი – 392 ინსპექტირება, მათ შორის, 279 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 113 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. ► 2018 წელი – მიღებულ იქნა და 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ – 465 ინსპექტირება, მათ შორის, 224 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 154 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 87 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი. ► 2019 წელი – 1 სექტემბრიდან კანონი გავრცელდა ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ობიექტებზე – განხორციელდა 1541 ინსპექტირება, მათ შორის, 150 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება. 127 – იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. 1264 – შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი. „2019 წელს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით აღმოჩენილი შეუსაბამობებისთვის მეწარმეებს სახდელის ზომად განესაზღვრათ გაფრთხილება. გაფრთხილება გულისხმობს დამსაქმებლისთვის გონივრული ვადის მიცემას, რომლის ოდენობის განსაზღვრა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, არსებული დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე. განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა, რომ 127-მა საწარმომ სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო 202 საწარმო შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 200-დან 14 000 ლარის ფარგლებში. ► 2 კალენდარული წლის განმავლობაში კრიტიკული დარღვევისთვის 2 საწარმო დაჯარიმდა 50 000 ლარის ოდენობით. ► ზედამხედველი ორგანოსთვის ხელის შეშლის გამო 7 საწარმო დაჯარიმდა 4000 – 14 000 ლარის ფარგლებში. ► მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაურეგისტრირებლობისთვის 28 საწარმოს ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა 1000 ლარი. ►სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიემართა 117-ჯერ, რომელთაგან 92 ობიექტს, სამუშაო პროცესი შეუჩერდა, უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, მათგან 20-ს ობიექტზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევის გამო, ხოლო დანარჩენზე განხორციელდა ინსპექტირება”, – აცხადებს დეპარტამენტი.

---

ონკოლოგიური კლინიკა იხურება, თანამშრომლებთან კი მემორანდუმები ფორმდება - რას ჰპირდებიან თანამშრომლებს

15.07.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    15.07.2020 - პუბლიკა.ჯი

ონკოლოგიური კლინიკის, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“, თანამშრომლებმა „პუბლიკას“ კლინიკის დახურვაზე ინფორმაცია მიაწოდეს. თანამშრომელთა ინფორმაციით, კლინიკაში დასაქმებულებს ხელმოსაწერად სამი სხვადასხვა შინაარსის მემორანდუმი გადასცეს. ერთი მემორანდუმი სამსახურიდან თანამშრომელთა გაშვების შემდეგ ორთვიანი კონპენსაციის გადახდას ეხება, მეორე – მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზეა, მესამე მემორანდუმით კი კომპანია იღებს თანამშრომლის კლინიკაში აღდგენის ვალდებულებას, მას შემდეგ, რაც კლინიკა ეკონომიკურ საქმიანობას გააგრძელებს. „პუბლიკა“ გაეცნო სამივე მემორანდუმს, რომელთა ხელმოწერასაც ცენტრის თანამშრომლებისგან მოითხოვენ. ერთ-ერთი მემორანდუმი გათავისუფლებაზე შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც, ხელმომწერი თავისუფლდება დაკავებული პოზიციიდან და კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასს იღებს. მეორე დოკუმენტი სახელფასო დავალიანების გასტუმრების გრაფიკს ადგენს. ტექსტის მიხედვით, სახელფასო დავალიანება დაიფარება ორ ეტაპად – 2020 წლის მაისის ჩათვლით წარმოშობილ სახელფასო დავალიანებას ივლისის ბოლომდე დაფარავენ, ხოლო მაისის შემდგომი სახელფასო დავალიანება სრულად დაიფარება 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე. მესამე მემორანდუმის მიხედვით, ცენტრი ხელმომწერის წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მიერ ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთანავე ხელმომწერი სამედიცინო დაწესებულებაში დაასაქმოს. ცენტრის თანამშრომლებს პროცესის მიმართ გარკვეული კითხვები აქვთ და ფიქრობენ, რომ ხელმოწერილი დოკუმენტები სამსახურში მათი აღდგენის გარანტია ვერ იქნება. დეტალებზე ღიად საუბარი თანამშრომლებმა „პუბლიკასთან“, მათივე თქმით, ობიექტური მიზეზების გამო არ ისურვეს. რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიურ კლინიკაში და ვინ იღებს დასაქმებულთან პასუხისმგებლობას, რომ გათავისუფლების შემდეგ, როცა კლინიკა მუშაობას გააგრძელებს, ისევ დაასაქმებს მათ დღეს დაკავებულ თანამდებობებზე? ამ თემაზე „პუბლიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი წოწკოლაურს ესაუბრა.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, წლების განმავლობაში კლინიკის ინფრასტრუქტურამ განიცადა ამორტიზაცია და როცა მარტში ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა ონკოლოგიური კლინიკა, აქ იყო მძიმე ფინანსური მდგომარეობა. წოწკოლაურის თქმით, კლინიკას დაახლოებით 10 თვის სახელფასო დავალიანება ჰქონდა კომპანიის დასაქმებულებთან. „ამორტიზებული იყო ინფრასტრუქტურა და პაციენტის ნაკლებობა იყო. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის. აქედან გამომდინარე, კომპანიამ აიღო ვალდებულება, გასცეს სამი ტიპის დაპირება. ერთი – რომ დავალიანება გაისტუმროს, ყველა დასაქმებულს სახელფასო მაჩვენებელი აუნაზღაურდეს. გაიცემა ორთვიანი საკომპენსაციო თანხა. კლინიკა აღჭურვამდე მუშაობას შეაჩერებს და როცა დასრულდება რეაბილიტაცია/აღჭურვა, ისინი უპირობოდ აღდგებიან იმ პოზიციაზე, რომელზეც იყვნენ“. – ამბობს წოწკოლაური. წოწკოლაურის თქმით, ონკოლოგიურ კლინიკაში დღეს 225 თანამშრომლის შტატია და 225-ვე თანამშრომელთან ფორმდება მემორანდუმი. მისივე თქმით, თანამშრომელთა დიდ ნაწილთან ის უკვე გაფორმებულია. შეკითხვაზე – რა ვადებში დასრულდება რეაბილიტაცია/აღჭურვის სამუშაოები და როდიდან გააგრძელებს ოპერირებას კლინიკა? – წოწკოლაურმა გვიპასუხა, რომ ზუსტი დროის თქმა გაუჭირდება. „ჩვენ დამოკიდებულები ვართ ჩვენს საერთაშორისო დონორებზე და ისინი კიდევ ჩვენ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე. უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები შენობის მდგრადობის საქსპერტო დასკვნის მომზადების მიმართულებით. როდის დასრულდება, ამაზე ზუსტი პასუხი გაგვიჭირდება. მაგრამ, რაც მალე დასრულდება, ჩვენთვის უკეთესი იქნება“, – ამბობს წოწკოლაური. შეკითხვაზე – რა იურიდიული ძალა აქვს დასაქმებულებისთვის შეთავაზებულ მემორანდუმს?– გვიპასუხა: „კომპანია, რომელიც აქამდე ოპერირებდა და მისი მმართველი, ანუ ჰოლდინგი, იღებს პასუხისმგებლობას ყველა იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს. პირველი – ეს არის თანხის ჩარიცხვა, მეორე – რეაბილიტაცია და მესამე – მათი აღდგენა სამსახურში. ეს კლინიკა მოცემულ მომენტში ოპერირებდა დაახლოებით 100 საწოლის ფარგლებში და სამომავლოდ 300-400-მდე საწოლზე გათვლილი მულტიპროფილური კლინიკა უნდა იყოს“, – ამბობს წოწკოლაური. შეკითხვაზე – ვინ იღებს იურიდულ პასუხისმგებლობას ამ ვალდებულებების შესრულებაზე, ლიცენზიის მფლობელი კომპანია თუ ჰოლდინგი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო მართვაში შემავალი რგოლია? – წოწკოლაურმა გვითხრა, რომ იურიდიული პასუხისმგებლობა კომპანიისა, რადგან ლიცენზიების მფლობელი სწორედ ის არის. „თუმცა ეს კომპანია გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს მხარეს არსებულ ჰოლდინგს. საბოლოო ჯამში მისი მმართველები ვართ ჩვენ და ამას იურიდული პასუხისმგებლობა მოჰყვება. კომპანიას, რომელიც ოპერირებს, აქვს ნებართვა და როცა დასრულდება აღჭურვა, მუშაობა უნდა გააგრძელოს“, – ამბობს წოწკოლაური. ——————————————————— ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა სახელფასო დავალიანებებასთან დაკავშირებული პრობლემა არაერთხელ გააპროტესტა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალმა 2019 წლის 4 ოქტომბერს ცეტნრის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. ექიმები ამბობდნენ, რომ კლინიკა მათ შვიდი თვის დავალიანებას არ უხდიდა. როგორ ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში მინისტრმა საქართველოში სამედიცინო ჰოლდინგის შექმნაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდა. ჰოლდინგის მიზანი ჩამოთვლილი საავამყოფოების განვითარებაა. ონკოლოგიურ კლინიკასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია 25 მაისით არის დათარიღებული. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, „სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში“ შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება. მისი თქმით, საწყის ეტაპზე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. სრულად აღდგება ცენტრი და თანამედროვე სტანდარტებს მოერგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. „ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სრულად უზრუნველყოფილი იქნება ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობა და დისპოზიცია სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას.

---

პაატა იმნაძე: კვირა არ გავა, ერთი შემთხვევა მაინც არ გაჩნდეს, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით

15.07.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    15.07.2020 - რეპორტიორი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში ყველა სამსახურის კარგი მუშაობისა და ხალხის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია. ამიტომ, იმნაძე ამბობს, რომ მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, კვლავ აუცილებელია წესების დაცვა და სიფრთხილით ცხოვრება. „ყველას გვიხარია, რომ ჩვენთან ცოტა შემთხვევაა, გადავხედოთ, გარეშემო რა ხდება, რა ხდება მსოფლიოში. რატომ ვართ ასე? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კარგად იმუშავა ქვეყანაში ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ეხებოდა და ხალხმა მხარი აგვიბა. ხალხს რომ მხარი არ აება, არაფერი გამოვიდოდა, რაც უნდა კარგად ემუშავათ ადამიანებს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაგვავიწყდა, აგერ ვუყურებთ ხომ რა ხდება სამეზობლოში, ცოტა იქით, ცოტა აქეთ, ყველგან, პრაქტიკულად ერთი-ორი ქვეყანა არის მსოფლიოში გამონაკლისი. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი, მაქსიმალურად შევეცადოთ, რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების წესი ცოტა ხანი მოვარგოთ, მათ შორის პანაშვიდი, ყველაფერს“, – განაცხადა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“. პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ვირუსის ცირკულაცია ინტენსიური არ არის, თუმცა კვირაში ერთხელ მაინც ფიქსირდება შემთხვევა, როცა ინფიცირების წყარო უცნობია. „საბედნიეროდ, დღეს ქვეყნაში ვირუსის ცირკულაცია არ არის დიდი, ეს მივაღწიეთ, მაგრამ ცირკულაცია მაინც არის. თითქმის კვირა არ გავა, ერთი შემთხვევა მაინც არ ამოხტეს სადღაც, სადაც არ ვიცით ინფიცირების წყარო. სატვირთოების მძღოლები როცაა და ჩვენი მოქალაქეები რომ ჩამოდიან და შემდეგ კარანტინში ვაფიქსირებთ ვირუსს, ეს არ არის საშიში, იმპორტირებულია, მაგრამ კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით. ამ ვირუსს აქვს ცუდი თვისება, რომ შეიძლება მიმდინარეობდეს ისე, რომ კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ იყოს. თავი წამოგტკივდეს ან პატარა სიცხე მოგცეს ერთი დღე. სამაგიეროდ, ვისაც გადაედება, ის შეიძლება მოკლა. ესაა მთელი ფილოსოფია ამ ვირუსის. თუ ბევრს დაემართება, შესაბამისად, ბევრი დაიღუპება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

---

აქვს თუ არა სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება? - ეკატერინე ტიკარაძის პასუხი

15.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    15.07.2020 - ბიემ.ჯი

„სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება“- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ს კითხვას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკების მიმართ დავალიანებას შეეხებოდა. „სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება. სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოებს. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, ვინაიდან წინა წლის ამ დროს კლინიკებს ერიცხებოდა დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7-8 თვეს. დღესდღეობით კლინიკებს უკვე ერიცხებათ მარტის შესრულებული სამუშაო, რაც დადგენილებაში სრულად არის მოქცეული. შესაძლებლობა არის ასევე, რომ თვის ბოლომდე მათ ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც იქნება სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინსწრებით დაფარული მათი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება“-განაცახადა ჯანდაცვის მინისტრმა.

---

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 372 ლარია

15.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    15.07.2020 - ბიემ.ჯი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს საარსებო მინიმუმის შესახებ განაახლა ინფორმაცია. 2020 წლის ივნისში ხუთსულიანი ოჯახისთვის ოფიციალური საარსებო მინიმუმი 371.9 ლარი იყო. ეს მაჩვენებელი მაისთან შედარებით 5,9 ლარით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი 2,9 ლარით არის შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 186,6 ლარი; ორსულიანი - 264,4 ლარი; სამსულიანი - 297,5 ლარი; ოთხსულიანი - 330,5 ლარი; ხუთსულიანი - 371,9 ლარი; ექვსსულიანი და მეტი - 439,6 ლარი. როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი) ლობიო - თვეში 600 გრამი; ბრინჯი - თვეში 300 გრამი; მაკარონი - თვეში 450 გრამი; ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი; ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი; ძეხვი - თვეში 300 გრამი; კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი; კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი; მაწონი - თვეში 750 გრამი სრული რაციონი იხილეთ ბმულზე. საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა. რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”? დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს. 2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან? სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.

---

პაატა იმნაძე: დღეს არსებული ეპიდვითარების შემთხვევაში, გარკვეული სიფრთხილით, სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებლად მიგვაჩნია

15.07.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    15.07.2020 - ფორ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების შემთხვევფაში, სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელია. თუმცა, იმნაძე აღნიშნავს, რომ წინასწარ ძნელია თქმა, ზუსტად როდის შეიძლება განახლდეს სწავლა და ეს პროცესი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. „ამის თქმა წინასწარ ძალიან ძნელია. დღევანდელი, ასეთი მონაცემები რომ იყოს, გარკვეული სიფრთხილით, სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებლად მიგვაჩნია. მაგრამ, დაველოდოთ რა მოხდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, ჩვენ როგორ მოვიქცევით. სახელმწიფო რეგულაციები არის მაქსიმალურად მოხსნილი, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია. თუ დღეს როგორიც არის, ასეთი სიტუაცია იქნება, გვექნება პერიოდულად რაღაც გაურკვეველი წარმოშობის შემთხვევები, რომელსაც შევძლებთ, რომ შემდეგ თვალყური მივადევნოთ, როგორც ყველა კლასტერი აქამდე ჩავკეტეთ და არ გავრცელდა, ასევე ჩავკეტოთ. ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტი იქნება უკონტროლო ზრდა, რაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებშია – ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა იმნაძემ. ამასთან, პაატა იმნაძემ სარიტუალო სუფრებზე, ასევე ქორწილების დროს ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკზეც გაამახვილა ყურადღება. „როგორც სარიტუალო სუფრები, ისე საქორწილო სუფრები, განსაკუთრებით საქორწილო, მარტო სუფრა არ არის, ამას თავისი ბიზნესები მოჰყვება. არის ფოტოები, ვიდეო გადაღება, კოსმეტიკა, მაკიაჟი, კაბები, ა.შ. შემდეგ ამას მოჰყვება ფლორისტები. ამასთან ბევრი ბიზნესია დაკაშირებული და ეს ადამიანები დარჩენილები არიან თავიანთი შემოსავლის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, მაგრამ მეორე მხრივ, წარმოიდგნეთ, 100-კაციანი ქართული ქორწილი, ნახევარი საათის შემდეგ რომელი გაჩერდება. ადარებენ რესტორნებს, რესტორანში ყველა ზის თავის მაგიდასთან, ყველა მიირთმევს. როგორც კი ეს არის ერთი სუფრა, ყველა ვყოფილვართ ქართულ სუფრაზე, ვინ გაჩერდება თავის მაგიდასთან და ასე ვთქვათ მიირთმევს. ეს ხომ ელემენტარულია, რისკი გაცილებით მეტია ჩვეულებრივ რესტორანთან შედარებით. იგივე, როდესაც არის საქორწილო სუფრა და 100 ნასვამი ადამიანი, თავის ადგილებზე ისხდნენ და არ ჩაეხუტონ ერთმანეთს, გინახავთ ასეთი ქორწილი? მე არ მინახავს. იგივეა ჭირისუფლებზეც. გასაგებია, თავიდან ყველა ზის, მერე იწყება აქაც. პანაშვიდებზეც იგივეა, მეც დავდივარ პანაშვიდებზე და ნიღბის გარეშე არსად დავდივარ. ჯერ ერთი მე ვარ რისკი, სხვებთან შედარებით მომატებული რისკი მაქვს, ვალდებულად ვთვლი ჩემ თავს. ხელს არ ვართმევ, თავს ვუკრავ ხოლმე“, – აღნიშნა იმნაძემ.

---

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

15.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    15.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ. „კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინო სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოცდები განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს. აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეები მოწყობილია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა აბიტურიენტი გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და ზედმიწევნით იცავს მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის შექმნილ პროტოკოლს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა აბიტურიენტს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოვლენისთვის და წარმატებას უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

---

ტიკარაძე: „საქართველო მზადაა, მეზობელ სომხეთს ყველა საჭიროებით დაეხმაროს“

15.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

საქართველოს მხარე მზადაა, მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სომხეთისთვის დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში ქართველ და სომეხ ექიმ-სპეციალისტებსა და ეპიდემიოლოგებს შორის, ტელეჩართვების მეშვეობით გამოცდილების გაზიარება მიმდინარეობდა. ,,სომხეთს ჰქონდა სურვილი რამდენიმე ტელეჩართვის, რომ მომხდარიყო ჩვენს შორის გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მოვახდინეთ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია როგორც ექიმ-სპეციალისტებს, ასევე ეპიდემიოლოგებს შორის. ამ ეტაპისთვის ეს დახმარება არის საკმარისი, ხოლო შემდგომში რა საჭიროებაც ექნებათ საქართველოს მხარე არის მზად მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

კახეთში კორონავირუსი ჩვილს დაუდასტურდა

15.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    15.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩვილი თბილისშია გადაყვანილი. რაც შეეხება სოფელ ყარაჯალას, ამ ეტაპზე ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს.

---

ორი ყოფილი მინისტრი მაჟორიტარად – ვის კანდიდატურას განიხილავს „ქართული ოცნება“

16.07.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    16.07.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებად დავით სერგეენკოსა და სოზარ სუბარს განიხილავს. ამასთან, კანონის შესაბამისად, ქალების მონაწილეობასაც უზრუნველყოფს. „ქართული ოცნების“ ლიდერები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ. „ქრონიკისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად განიხილება 2 ყოფილი მინისტრი: დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი. სავარაუდოდ, სიაში არ იქნებიან კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი. ასევე სავარაუდოდ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის მოადგილე მამუკა მდინარაძე იქნება. მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა თვის ბოლომდე გახდება ცნობილი, საპარლამენტო არჩევნები კი 31 ოქტომბერს ჩატარდება.

---

ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა

16.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    16.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო. „ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, - განაცხადა დიპლომატმა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა, 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი. გაზიარება

Link:    16.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

 ---

 

მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

16.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    16.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარზე მეტი გამოიყო. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჯამში, 150-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ. განაცხადები მიიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; ქ. გორი, სამების ქ. N1; ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღება, ამავე მისამართებზე, 15 ივლისიდან დაიწყო და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

Link:    16.07.2020 - პია.ჯი

---

თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება - გიგლა მიქაუტაძე

15.07.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    15.07.2020 - პრესა.ჯი

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ არა საერთოდ. გიგლა მიქაუტაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოდ გააკეთოს შესაბამისი განმარტებები და დროულად ჩაურიცხოს ამ ადამიანებს კონკრეტული მიზერული თანხა მაინც. „თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან ძიძები, დამლაგებლები და სხვა პროფესიის უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხს მათ არავინ სცემს. კორონა-კრიზისის ფარგლებში, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შეიმუშავა „ლელოს ანტიკრიზისული მოდელი 3.2.1“ და მთავრობას 1 მილიარდიანი ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც არცერთ უმუშევრად დარჩენილს არ დატოვებდა სოციალური დახმარების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობამ მხოლოდ მიზერული კომპენსაცია შესთავაზა ამ ადამიანებს, ხოლო თვითდასაქმებულების 90% საერთოდ დახმარების გარეშე დატოვა.“ - გიგლა მიქაუტაძე.

--- 

პრესა

 

კვლევა: პანდემიამ ოჯახებს შემოსავალი შეუმცირა და დიდხანს ვერც აღდგება

16.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    16.07.2020 - რეზონანსი

კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა ანდა საერთოდ მის გარეშე დატოვა. ასეთია კოვიდ-19-ის შედეგები, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აზარალა. პანდემიის შემდეგ, ყველაზე მნიშნველოვანია ის გარემოება, თუ რამდენ ხანში აღდგება კრიზისამდე არსებული ვითარება. როგორც საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი, პანდემიის პირობებში ოჯახების 23%-ს შემოსავლები შეუმცირდა, 65%-ისთვის იგივე დარჩა, 3%-ს კი გაეზარდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების კლება, ძირითადად, დაბალშემოსავლიან ოჯახებს შეეხო, რომელთა შემოსავალი თვეში 500 ლარამდე იყო. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ღარიბები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ. „მესამე ტალღაში შეინიშნება მოსახლეობის შემოსავლების მცირე ზრდა; ეს, ძირითადად, შეეხო დაბალშემოსავლიან ოჯახებს (0-300 ლარი); ასეთი ოჯახების წილი მესამე ტალღაში, მეორე ტალღასთან შედარებით, დაახლოებით 6%-ით შემცირდა და მიუახლოვდა პირველი ტალღის ნიშნულს“, - ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომლის თანახმადაც, სამივე ტალღაში რესპონდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ გამოკითხვის მომენტისთვის ანაზღაურებადი სამსახური არ გააჩნია. 49% (მეორე ტალღა) აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ ანაზღაურებადი სამსახური კოვიდ 19-ის პანდემიამდე, 55%-მა კი დაკარგა სამსახური იმათგან, ვისაც პანდემიამდე სამსახური ჰქონდა (მეორე ტალღა). კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პირველ ტალღაში უმუშევრობა გაიზარდა 21%-ით, მეორე ტალღაში - 29%-ით, მესამე ტალღაში კი - 20%-ით. ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ადასტურებს, რომ კორონავირუსმა საქართველოში მცხოვრები ოჯახები საკმაოდ დააზარალა, რადგან მათი დიდი ნაწილი სამსახურისა და შემოსავლის გარეშეა დღასაც დარჩენილი. „პანდემიის შედეგად ბევრმა ოჯახმა დაკარგა სამუშაო ადგილი და შემოსავალი. ეს ყველაფერი ეკონომონიკის ვარდნის ტემპსაც ეტყობა. პანდემიამდე არსებული ვითარების აღდგენის დროში გაწელვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაუბრუნდება საქართველოს ეკონომიკა თავის ჩვეულ რიტმს. ეს დაკავშირებულია ტურიზმის ზრდის ტემპზე, რაც თავისთავად კავშირშია იმასთან, თუ როდის გაიხსნება ეკონომიკური საზღვრები და როდის მოისურვებენ ტურისტები, საქართველოს ისევ ესტუმრონ. როდესაც ტურიზმი პანდემიამდე არსებულ რეჟიმს დაუბრუნდება, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ ის პოზიცია აღიდგინა, რაც იყო პანდემიამდე”, - უთხრა „რეზონანსს” ცომაიამ. პანდემიის შედეგების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რამდენ ხანში აღდგება კრიზისამდე არსებული ვითარება. პროფესორ პაატა აროშიძის განცხადებით, ისედაც რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა პანდემიამ გამოუვალ ვითარებაში ჩააყენა. „კორონავირუსის გავლენა ყველა სფეროზე მნიშვნელოვანია და მათ შორის - ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე. პანდემიით ყველაზე მეტად ის მოქალაქეები დაზარალდნენ, რომლებიც იყვნენ ან სოციალურად დაუცველები, ან არ ჰქონდათ მუდმივი სამუშაო და სეზონურად იყვნენ დაკავებულნი. შეიძლება ითქვას, რომ ყველზე იოლად პანდემიით მიყენებული ზარალი გადაიტანა მან, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს, ვინც სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული და ასევე, მან, ვინც მუშაობს ისეთ სექტორში, რომელმაც ფინანსურად შეძლო ამ მდგომარეობის დაძლევა, ასეთი სექტორები კი საქართველოში ბევრი არ არის. ის სახელმწიფო დახმარებები, რომლებიც სოციალურად დაუცველებისთვის, უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის და ა.შ. პანდემიის პირობებში შემოიღეს, ზღვაში წვეთია, მაგრამ მძიმე მდგომარეობას გარკვეული სახით ამსუბუქებს. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ პანდემიამ ისედაც რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა კიდევ უფრო გააღარიბა და პრობლემა შეუქმნა. ვერც ერთი ეპიდემიოლოგი, პოლიტოლოგი თუ ეკონომისტი ვერ იტყვის, რა მოხდება მომავალში, რადგან კრიზისი არნახულია და ისეთია, რომელიც ჯანდაცვის სტრუქტურების სრულ გამართულობასა და სოციალურ შეგნებაზეა დამოკიდებული. საკმაოდ რთულია ამაზე მსჯელობა, მაგრამ იმ ნაბიჯებმა, რომლებიც გადადგმულია, მინიმუმადე უნდა დაიყვანოს ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც კრიზისს მოჰყვება. ძველ მდგომარეობამდე დაბრუნება ჯერ, ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ განიხილება. მთელი მსოფლიო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რომელზეც პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავის არ შეუძლია”, - განაცახდა პაატა აროშიძემ. მისი აზრით, მეორე ტალღას საქართველო მომზადებული შეხვდება როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე - ეკონომიკურად. „მეორე ტალღას ყველა სახელმწიფო მომზადებული შეხვდება და მათ შორის, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული იქნება საქართველო. მთავარია, მოხდეს თანაშეწყობა. ფაქტია, რომ მეორე თუ მესამე ტალღის შემთხვევაში ბევრად უფრო მომზადებული ვიქნებით როგორც ფსიქოლოგიურად, ისე - ეკონომიკურად. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ფინანსები არ ეყოფა იმისთვის, რომ მუდმივად დაასუბსიდიროს ყველა დარგი, მაგრამ, მაგალითად, 2021 წლის ბიუჯეტში აუცილებლად გამოინახება ისეთი თანხები, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული”, - დასძინა პაატა აროშიძემ „რეზონანსთან” საუბრისას.

---

შრომის ინსპექციას სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება, მაგრამ ბიზნესი მაინც დიდ საგონებელშია „სანამ კანონს ჩაქუჩს არ დაარტყამენ, მაინც არის კითხვის ნიშნები“

16.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    16.07.2020 - რეზონანსი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა შრომის კოდექსში ცვლილებებსა და იმ მუხლებს, რომლებსაც დამსაქმებლები ბარიერად აღიქვამენ. სწორედ ამ ცვლილებებზე ზედამხედველობას მიიჩნევს პროფკავშირები ახლა მთავარ საკითხად. კანონპროექტის ავტორები ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებზე საპასუხოდ აღნიშნავენ, რომ შრომის ინსპექციას სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და ის აღასრულებს იმ ნორმებს, რომლებიც სახელმწიფო კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები და შრომითი უსაფრთხოება. ახლა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი კვლავ პარლამენტშია და უკვე მას მხარს საპარლამენტო უმრავლესობაც უჭერს. კანონპროექტების პაკეტმა შარშან ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. მას შემდეგ შინაარსი, გარკვეულწილად, შეიცვალა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. დოკუმენტის მიხედვით, ნორმირებული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში არის 40 საათი, ზეგანაკვეთური შრომა კი შესაბამისი ფორმულით უნდა ანაზღაურდეს, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური საათების გასამრჯელო ნორმირებული სამუშაოსთვის გადახდილი თანხის, მინიმუმ, 125% უნდა იყოს. რაც შეეხება კანონის აღსრულებას, ამას შრომის ინსპექცია თავისი გაფართოებული მანდატით უზრუნველყოფს. ცვლილელებები, რომლებსაც პროფესიული კავშირები და საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილიც უჭერს მხარს, ბიზნესის კრიტიკას იმსახურებს. „საქართველოს ბიზნესასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმ ჩანაწერს აკრიტიკებს, რომელიც შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას ეხება. კოდექსში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შრომის ინსპექციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიაში შესვლა და, შრომის პირობებთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. „ამ ტიპის მანდატი ევროკავშირის ქვეყნების ნახევარში მე არსად მხვდება. 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია გვაქვს და ძალიან კარგად გვახსოვს, კონკრეტული ინსტრუმენტები და ინსტიტუტები როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული ბიზნესსუბიექტების წინააღმდეგ. ვშიშობ, ამხელა მანდატი იქნება მათთვის დამაზიანებელი იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი, ცდუნება, ეს ინსტიტუტი გამოიყენოს ნეგატიურად მათი პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ. მთავარია, ნუ მივცემთ იმხელა ძალაუფლებას სტრუქტურას, რომ გაირყვნას მაკონტროლებელი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. ის, რასაც დამოუკიდებელ საბაზრო ეკონომიკაში ჩარევად მიიჩნევს ბიზნესი, მოსწონს მინიტრს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შრომის ინსპექციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიაში შესვლა და, შრომის პირობებთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა ბიზნესის მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი უწყების ჩამოყალიბება. ბიზნესის ამ მოსაზრებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ცვლილებების მთავრი მიზანი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა. ტიკარაძის უწყებას დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და, როგორც თავად მინისტრი ამბობს, ყველა ცვლილება განხილული და გავლილია. მთავარი მაინც ის არის, ვინ და როგორ შეძლებს აღსრულებას, რამდენად აქვს რესურსი ამ ფორმაციის შრომის ინსპექციას, აღასრულოს გაზრდილი უფლება-მოვალეობები. პროფკავშირების თავმჯდომარეს შენიშვნები აქვს წარმოდგენილ კანონპროექტთან, თუმცა მისი მიღება მაინც აუცილებლად მიაჩნია. ,,ამ ფორმაციის შრომის ინსპექციას, რასაკვირველია, არ აქვს რესურსი, აღასრულოს გაზრდილი უფლებამოსილება, ამიტომაც ვითხოვთ ცვლილებებს კანონში. ბიზნესი მთელი ძალით იბრძვის, რომ დარჩეს ისეთი, როგორიც დღეს არის და პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ უსაფრთხოებაზე. ჩვენ ამ დროს ვსვამთ ლოგიკურ კითხვას, რაზეც არავის აქვს პასუხი: თუ იცავთ ნორმებს, თუ დასაქმებულის უფლება არ ირღვევა და სამუშაო კვირა 40-საათიანია, რა პრობლემაა ასეთი ბიზნესისათვის, რომ შრომის ინსპექციამ სრულფასოვნად იმუშაოს? ბუნებრივია, პირველი მოსმენა ჩვენთვის არაფრის გარანტიას არ იძლევა და სანამ კანონს ჩაქუჩს არ დაარტყამენ, მაინც არის კითხვის ნიშნები. სხვადასხვა კომიტეტი უმნიშვნელოვანესი საკითხების ცვლილებას ითხოვს და ამ პირობით დაუჭირეს მხარი, ამიტომ ამ კანონს სჭირდება ზედამხედველობა, სანამ მას მიიღებენ", - განაცხადა პეტრიაშვილმა. პროფკავშირების ხელმძღვანელი ,,რეზონანსთან” იმასაც ამბობს, რომ წარმოდგენილ შრომის კოდექსში საუბარი არ არის ხელფასის მინიმალურ ოდენობაზე, თუმცა მას ხელისუფლების მხრიდან ასეთი პირობა აქვს, რომ საკითხი დღის წესრიგში შემოდგომიდან დადგება. ცვლილებები აუცილებლად მიაჩნიათ არასამთავრობო სექტორშიც. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი ამბობს, რომ ცვლილებები, ერთი მხრივ, ევროდირექტივაა, მეორე მხრივ კი - აუცილებლობა, რომელიც დასაქმებულების უფლებების დაცვის გარანტიებითაა განპირობებული. „მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები ყველა სექტორში, ყველა მიმარულებით. დასაქმებულები არიან დაუცველნი, რადგან არ გვაქვს მექანიზმი, რომელიც აღასრულებდა შრომის კოდექსს. კოდექსი დიდწილად დღეს არის მხოლოდ ფურცელზე. ერთადერთი გზა, რომ მშრომელმა დაიცვას თავისი ინტერესები, არის სასამართლო, თუმცა გადატვირთულობისა და ვადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ეს არ არის ეფექტური მექანიზმი, ამიტომ ხშირად დასაქმებულები ვერ იცავენ საკუთარ ოჯახს. სწორედ ამიტომ ერთადერთი გზა შრომითი უფლებების დაცვისთვის არის შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება სრულყოფილი მანდატი და გავრცელდება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, არამედ - შრომით უფლებებზე. რეალურად აკრიტიკებენ და არ ეთანხმებიან, რომ შრომის კოდექსი აღსრულდეს, ხომ? ეს არის აქ მინიმალური მოთხოვნა. ამაზე ნაკლები მოთხოვნა რაღა შეიძლება, იყოს“, - განუცხადა „რეზონანსს" კოტე ერისთავმა. ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. 41-გვერდიანი კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია.

---

თითქმის, ყოველ კვირას სადღაც უცებ ჩნდება შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით - პაატა იმნაძე

16.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    16.07.2020 - რეზონანსი

კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემა, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია" სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ყველა სამსახურის კარგი მუშაობისა და ხალხის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია. იმნაძე აცხადებს, რომ მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, წესების დაცვა და სიფრთხილით ცხოვრება კვლავ აუცილებელია. „ყველას გვიხარია, რომ ჩვენთან ცოტა შემთხვევსა, გადავხედოთ გარეშემო რა ხდება, რა ხდება მსოფლიოში. რატომ ვართ ასე? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კარგად იმუშავა ქვეყანაში ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ეხებოდა და ხალხმა მხარი აგვიბა. ხალხს რომ მხარი არ აება, არაფერი გამოვიდოდა, რაც უნდა კარგად ემუშავათ ადამიანებს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაგვავიწდა, აგერ ვუყურებთ ხომ რა ხდება სამეზობლოში, ცოტა იქით, ცოტა აქეთ, ყველგან, პრაქტიკულად ერთი ორი ქვეყანა არის მსოფლიოში გამონაკლისი. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი! მაქსიმალურად შევეცადოთ, რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების წესი ცოტა ხანი მოვარგოთ, მათ შორის პანაშვიდი, ჭირი იქნება, ყველაფერს", - განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის ცირკულაცია ინტენსიური არ არის, თუმცა კვირაში ერთხელ მაინც ფიქსირდება შემთხვევა, როცა ინფიცირების წყარო უცნობია. „საბედნიეროდ, დღეს ქვეყნაში ვირუსის ცირკულაცია არ არის დიდი, ეს მივაღწიეთ, ამგრამ ცირკულაცია მაინც არის. თითქმის კვირა არ გავა, ერთი შემთხვევა მაინც არ ამოხტეს სადღაც, სადაც არ ვიცით ინფიცირების წყარო. სატვირღოების მძღოლები როცაა და ჩვენი მოქალაქეები რომ ჩამოდიან და შემდეგ კარანტინში ვაფიქსირებთ ვირუსს, ეს არ არის საშიში, იმპორტირებულია, მაგრამ კვირა არ გავა ისე, რომ სადღაც უცებ არ გაჩნდეს შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო არ ვიცით. ამ ვირუსს აქვს ცუდი თვისება, რომ შეიძლება მიმდინარეობდეს ისე, რომ კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ იყოს. თავი წამოგტკივდეს ან პატარა სიცხე მოგცეს ერთი დღე. სამაგიეროდ, ვისაც გადაედება, ის შეიძლება მოკლა. ესაა მთელი ფილოსოფია ამ ვირუსის. თუ ბევრს დაემართება, შესაბამისად, ბევრი დაიღუპება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

---

პაატა იმნაძე: რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნიღაბი ძალიან ფორმალური გახდა

16.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    16.07.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას პირბადის აუცილებლაბაზე ისევ ისაუბრა: „ძალიან ხშირ შემთხვევაში, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნიღბების ტარება ძალიან ფორმალური გახდა. ერთხელ ვთქვი, რომ სახელიც უნდა შევიცვალოთ და პირ-ცხვირბადე დავარქვათ-თქო, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ. ბოლო მაგალითი იცით, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, აბიტურიენტებისთვის კომფორტული გარემო შექმნილიყო. ამიტომ, წერის დროს დავთანხმდით, რომ ნიღაბი არ ჰქონოდათ და მივიღეთ რა, ერთი აბიტურიენტის გამო, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა, ცხრა აბიტურიენტი არის კარანტინში. არის კვლევები, თუ ინფიცირებულს უკეთია ნიღაბი, ეს 70 პროცენტამდე ამცირებს გადაცემის შანსს. თუ ჯანმრთელს უკეთია და ინფიცირებულს არ უკეთია, ეს გაცილებით ნაკლებად ამცირებს გადაცემის შანსს. მაგრამ თუ ორივეს უკეთია, პრაქტიკულად გადაცემის შანსი ნულამდე დადის. ეს არის კვლევების საფუძველზე დადგენილი და ჩვენ მარტო იმას ვამბობთ, იმას ვუწევთ რეკომენდაციას, რაც დადგენილია კვლევების საფუძველზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

​