15.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 11:00
Link: 15.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00
ამ წუთებში შრომის ინსპექციის ხუთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია იწყება. ღონისძიება ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. „დღეს აღვნიშნავთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის იუბილეს. 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ამ სამსახურს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში შრომითი უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მოვახერხეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის უკანაც ძალიან დიდი შრომა დგას - როგორც აღსრულების კუთხით, ასევე საკანონმდებლო კუთხით. მადლობას ვუხდი დეპუტატებს, რომლებმაც ამ მიმართულებით დიდი შრომა გაწიეს, და შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას აწარმოებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და დაფასებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი და მოქალაქეები აღიქვამენ იმ ღონისძიებების აუცილებლობას, რომლებსაც შრომითი უსაფრთხოების დეპარტამენტი ნერგავს. 2015 წლიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვნად აისახა 2019 და 2020 წლის სტატისტიკაში. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 24%-ით შემცირდა უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის 1-ელ ნახევართან შედარებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობა 35%-ით შემცირდა. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. ყოველივე ამით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ევროპული ოჯახისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტურობა ნათლად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში. საქართველო იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც თითოეული სეგმენტისთვის 33 რეკომენდაცია წარმოადგინა" - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. თამარ ბარაკალია მადლობას უხდის ევროკავშირსა და აშშ-ს თანამშრომლობისთვის. „5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის პროგრესი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და დღეს, ჩვენ 5 წლის იუბილეზე ვხვდებით კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმებით, კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედით და რა თქმა უნდა იმედით, თქვენთან თანამშრომლობისა. პირველ რიგში სოციალური პარტნიორების მნიშვნელობა მინდა აღვნიშნო, ვინაიდან სწორედ სოციალური პარტნიორები, სწორედ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, დასაქმებულებთან თანამშრომლობით შესაძლებელია შრომის უსაფრთხოების მიღწევა სამუშაო ადგილებზე, რომელიც არის ყველას, ჩვენი სამივე მხარის ერთობლივი მიზანი. დღეს მადლიერი ვარ თითოეული ჩვენი პარტნიორის, რომელიც ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იზრდებოდა, აყალიბებდა შრომის უსაფრთხოების სისტემას, კულტურას და იმედი მაქვს რომ ჩვენი ასეთი წარმატებული თანამშრომლობა რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში, კიდევ უფრო მეტი წარმატების ხარისხი გვექნება თანამშრომლობისა პირველ რიგში დამსაქმებლებთან, ვინაიდან სწორედ ისინი არიან განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი შრომის უსაფრთხოების კუთხით და გაუმჯობესებული ურთიერთობა და კომუნიკაცია დასაქმებულებთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Link: 15.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 15.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00
Link: 15.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
---
14.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 14.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
აზარტულ თამაშებსა და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა. ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, ჯანდაცვის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენელი დღეს ადგილზე გაეცნენ.
Link: 14.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
Link: 14.07.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
---
კიბოს უფასო სკრინინგი - ეროვნული სკრინინგ ცენტრი მობილური ჯგუფებით რეგიონებში გასვლას იწყებს
14.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 14.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
კიბოს უფასო სკრინინგის აქცია ზესტაფონში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურის საშუალებით სამედიცინო შემოწმება ჩაიტარონ. რეგიონში სკრინინგის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზესტაფონის მერმა. ის აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ეთერ კიღურაძე: "ეროვნული სკრინინგ ცენტრი, მობილური ჯგუფებით რეგიონებში გასვლას იწყებს. ამ აქტივობას "ჯეო-ჰოსპიტალის" ქსელი უერთდება. ამასთან ჩატარდება სკრინინგული გამოკვლევები, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს გულისხმობს და ასევე, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თავისი მოძრავი ავტომობილით ჩაატარებს ძუძუს უფასო გამოკვლევებს".
---
14.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - ახალი დღე
Link: 14.07.2020 - I არხი - ახალი დღე
1000 სასტუმრომ რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტ დარბაზმა მუშაობა გგაგრძელების ნებართვა მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25 ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან 17 დააკმაყოფილე.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 14.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
აბიტურიენტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა მკურნალობის დასრულებამდე გამოცდაზე ვერ გავა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 14.07.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
რას უჩიოდნენ საკარანტინო სივრცეებში დედები, რომელთაც 2 კვირიანი პერიოდის გავლა მცირეწლოვან შვილებთან ერთად მცირე ფართში მოუხდათ. სისტემური ხარვეზები, რაც ამ პერიოდში გამიოკვეთა. საქართველოს მთავრობამ დიდი რესურსი დახარჯა და საკარანტინე სივრცეები დროულად მოაწყო. ანა აბაშიძე: "უმჯობესეია, სანამ საზღვარს გადმოკვეთავენ, მანამ შეავსონ კონკრეტული განაცხადი, სამომავლოდ გაუგებრობა, რომ ავიცილოთ. ბავშვებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც საჭიროა. არ აქვს მნიშნველობა გვაქვს თუ არა რესურსი. ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე დევს ინფორმაცია, სადაც ატვირთულია განაცხადი. აუცილებელია მისი შევსება. 5 დღეა განსახილველი და იქნებ,სახელმწიფომ ბავშვებს თვითიზოლაციაში გადაყვანა შესთავაზოს".
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
Link: 14.07.2020 - ფორმულა - ბიზნეს ფორმულა
ჯანდაცვის კომიტეტმა წამლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა, შესაბამისად, მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა 7-დან 15 დღემდე გაიზრდება. ასევე ირკვევა, რომ მთავრობა პარლამენტში ფარმაცევტული სექტორის რეგულირების კიდევ ერთი ინიციატივით შესვლას აპირებს, თუმცა კერძო სექტორი არც ამ ცვლილების შესახებ არის ინფორმირებული. რა დათმობაზე წავიდა ჯანდაცვის სამინისტრო და როგორ აფასებს კერძო სექტორი ცვლილებების საბოლოო ვარიანტს? ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის კომიტეტში გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად მედიკამენტები გაძვირდეს. თამარ გაბუნია: მარეგულირებელმა განსაზღვრა ის ვადები, რომელიც მისთვის იყო გონივრული საქმის წარმოებსთვის. ეს არის ტექნიკური საკითხი. ძირითადი მიზანია ჩვენი ფარმაცევტული კანონის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და კარგ გამოცდილებასთან მსოფლიო მასშტაბით. დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის მცირე ჩარევა, რაც, ვფიქრობ, რომ წამლის ფასზე არ აისახება არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად. ხელისუფლებისგან განსხვავებით, კანონში ოპოზიცია წამლის გაძვირების საფრთხეს ხედავს. ლევან კობერიძე: მე არ მაქვს კარგი მოლოდინი ამ კანონპროექტტან დაკავშრებიტ, სწორედ ამიტომ მოვითხოვე ამ სამუშო ჯგუფში ჩართვა. ირაკლი მარგველაშვილი: თუ ეს მედიკამენტები მოხვდება საბაჟო შეზღუდვების პროცესში, რომლის პრობლემის მოგვარებას დასჭირდება არა 7, არამედ 14 დღე, რა თქმა უნდა მისი სარეალიზაციო ფასი გაიზრდება.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 14.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
შრომის კოდექსი პირველი მოსმენით მიღებულია, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთაც ბიზნესთა ნაწილი პრობლემურად მიიჩნევდა. ინსპექტორებს სასამართლოების ნებართვის გარეშე კომპანიებში შესვლის უფლება ექნებათ. ზეგანაკვეთურის მინიმალურ სტანდარტად 125% განისაზღვრა. დასაქმებული კვირაში მინიმუმ ერთი დღე უნდა ისვენებდეს. ცვლებს შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. ღამის სამუშაოებზე მაქსიმალური სამუშაო დრო დღის განმავლობაში რვა საათს არ უნდა აღემატებოდეს.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 14.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
COVID-19 საზოგადოების ნომერ პირველ მტრად რჩება, თუმცა ეს ხშირად საზოგადოების ქცევაში არ აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თუ მთავრობები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებენ, შედეგები უფრო ცუდი იქნება. მსოფლიოში კორონავირუსით 13 მილიონი ადამიანია დაავადებული და ნახევარ მილიონზე მეტია გარდაცვლილი. აქტიური პაციენტია 5 მილიონი, აქედან მძიმე მხოლოდ 1 %-ია. ეპიდემიის დასაწყისში კი არსებული პაციენტების 20% იყო მძიმე და აქედან 5% კრიტიკული, ეს მაჩვენებლები პოზიტიურია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ დაავადების გავრცელების და აქსელერაციის კუთხით დამამშვიდებელი მდგომარეობა მსოფლიოში არ არის. საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა მოდუნების უფლება არ გვაქვს. ეპიდსიტუაცია შეიძლება ყოველთვის შეიცვალოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა სამი რამ - ყურადღების გამახვილება სიკვდილიანობის შემცირებაზე, ვირუსის გავრცელების დაძლევასა და საზოგადოების ჩართულობაზე. ქვეყანას გზამკვლევი და პოსტ-კრიზისული გეგმა თითქმის მზად აქვს. პარალელურად კი უკვე მობილიზებულია 71 მილიონი დოლარი, რომელიც გადაუდებელი რეაგირებისთვის საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული. მოსახლეობისთვის მომაბეზრებელი არ უნდა გახდეს კორონავირუსზე ყოველდღიური საუბარი და იმის შეხსენება, რომ პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა არის COVID-19-ის დამარცხების მთავარი იარაღი.
---
ინტერნეტი
აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული მოზარდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა – სამინისტრო
14.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 14.07.2020 - პუბლიკა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზის – 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი საჭიროების მქონე პირებს როგორც ერთჯერადად, ასევე, სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ. აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი, უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა. „ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან”, – აცხადებენ სამინისტროში. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00-19:00 საათამდე იმუშავებს.
Link: 14.07.2020 - კომერსანტ.ჯი
Link: 14.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
Link: 14.07.2020 - პია.ჯი
Link: 14.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - კვირა.ჯი
Link: 14.07.2020 - რეპორტიორი.ჯი
Link: 14.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - ბიეფემ.ჯი
Link: 14.07.2020 - ფრანთნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - კომერსანტ.ჯი
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა. მათი ინფორმაციით, საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტო ყოველთვის ღიაა მსგავსი შეხვედრებისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება როგორც თავად დევნილთა, ისე პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები.
Link: 14.07.2020 - პია.ჯი
Link: 14.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 14.07.2020 - ბიპიენ.ჯი
6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება აკრძალული გახდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (90 მომხრე) „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტს. კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს. ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ცვლილებების თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ. სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ. „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 14.07.2020 - ბიპიენ.ჯი
დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება, თუკი შრომითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, სავალდებულო ხდება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, წერილობითი ხელშეკრულების დადება აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი „შრომის კოდექსი“ დამსაქმებელს წერილობითი ხელშეკრულების დადებას 3 თვეზე მეტ ხანს შესასრულებელი სამუშაოს შემთხვევაში ავალდებულებს. ამასთან, „შრომის კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შინაარსს შეეხება. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ; ბ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურება და მისი გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი; თ) დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი; ი) კოლექტიური ხელშეკრულებების დებულებები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსხვავებულად არეგულირებენენ დასაქმებულთა შრომის პირობებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმების საკითხებსაც არეგულირებს. პროექტის თანახმად, აკრძალულია შრომით პირობებთან დაკავშირებით არარსრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე. გარდა ამისა, დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლოს მხოლოდ იმის გამო, რომ დამსაქმებელმა უარი თქვა არასრულიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე, ან პირიქით გადასვლაზე ( გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო განაკვეთის ცვლილება შრომითი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული).
---
14.07.2020
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი
Link: 14.07.2020 - ბიპიენ.ჯი
„შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხებს აწესრიგებს. კანონპროექტის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ. კანონპროექტით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღება შესაძლებელი იქნება, 604 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 57 კალენდარული დღე. ამასთან, გარდა ბავშვის მოვლისთვის გათვალისწინებული საშვებულებო დღეებისა, ქალს შეეძლება ორსულობისა და მშობიარობის გამო 126 დღიანი, ხოლო მშობიარობის გართულების შემთხვევაში 143 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება აიღოს. კანონპროექტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომითი პირობებით, ასევე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომითი პირობებით იმ ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, რამდენადაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად და არ იწვევს დამსაქმებლისათვის არაპროპორციული ფინანსური ხარჯების წარმოშობას. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი, თამარ ხულორდავა.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 14.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება,– აღნიშნულს ითვალისწინებს „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის; მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს ყოველ 7 დღეში სულ მცირე 1 დასვენების დღით; თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. კანონპროექტის თანახმად, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.
---
14.07.2020
მედია საშუალებები: სივილ.ჯი
Link: 14.07.2020 - სივილ.ჯი
14 ივლისის 10:40 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 999 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 870 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 15 კი – გარდაიცვალა. ასევე, ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული საქართველოს 31 მოქალაქე სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს. 5 640 მოქალაქე 14 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 219 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 14 ივლისი, სამშაბათი 10:40 – დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა, კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით – 999-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 870 გახდა. 13 ივლისი, ორშაბათი 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 9-ით გაიზარდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 9-ით – 995-მდე გაიზარდა. 12 ივლისი, კვირა 10:45 – დადასტურებული შემთხვევებიტ 5-ით გაიზარდა, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 986-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 857 გახდა. 11 ივლისი, შაბათი 10:45 – დადასტურებული შემთხვევებიტ 8-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 981-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 851 გახდა. 10 ივლისი, პარასკევი 16:45 – ოკუპირებული აფხაზეთი დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთის „მოქალაქეებისა“ და მკვიდრების დასაბრუნებლად „ჰუმანიტარულ კორიდორს“ ხნის ოკუპირებული აფხაზეთი დანარჩენ საქართველოში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩამოსული საკუთარი „მოქალაქეებისა“ და რეგიონის მკვიდრების უკან დასაბრუნებლად „ჰუმანიტარულ კორიდორს“ ხსნის. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობის“ გადაწყვეტილებით, ენგურის გამშვები პუნქტი 13-დან 17 ივლისის ჩათვლით, 10:00-20:00 საათის მონაკვეთებში გაიხსნება. 16:30 – ომბუდსმენმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა სახალხო დამცველის ოფისმა, პანდემიის პირობებში, საკარანტინო სივრცეებში მარტი-მაისის პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში, 41 სასტუმროში მყოფ 112 რესპონდენტისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, გამოკითხულები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავი პირები, სამედიცინო და სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ეთიკურად ეპყრობოდნენ. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, რესპოდენტები აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ხანგრძლივი დროით დაყოვნებაზე მიუთითებდნენ, ასევე აეროპორტებში დაყოვნებისას და ხანგრძლივი მგზავრობის დროს საკვებით და წყლით უზრუნველყოფის ხარვეზებზე საუბრობდნენ. ანგარიშის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობა განმარტოებით იყო მოთავსებული და დღის განმავლობაში რაიმე სახის აქტივობებისა და ოთახის დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ასევე, რესპონდენტების დაახლოებით ნახევარს არ ჰქონდა აივანი. „მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფ პირებს წერილობით ან ზეპირად იშვიათად მიეწოდებოდათ ინფორმაცია მათი [ამ] სივრცეში გადაყვანის საფუძველზე, მათ უფლებებზე, მოვალეობებსა და გასაჩივრების მექანიზმზე“, – აღნიშნავს ომბუდსმენის აპარატი. „ვინაიდან არ არის დადგენილი საქმის განხილვის დაჩქარებული პროცედურა, შესაძლოა გასაჩივრების მექანიზმის გამოყენება აზრს იყოს მოკლებული და გადაწყვეტილება მაშინ იქნას მიღებული, როდესაც საკარანტინო ღონისძიების ვადა გასულია“, – ვკითხულობთ ანგარიშში. 16: 00 – ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მყოფ აბიტურიენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მყოფ ერთ-ერთ აბიტურიენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა. აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან საქართველოს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული შესახებ ცენტრს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან კომუნიკაცია ჰქონდა და ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, „ყველა ღონისძიებაა გატარებული“. 10:30 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით 973-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 846 გახდა. 9 ივლისი, ხუთშაბათი 10:30 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 968-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 844 გახდა. 8 ივლისი, ოთხშაბათი 11:10 – საქართველო საფრანგეთს, გერმანიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს საზღვრებს უხსნის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო – ის პირველი ქვეყანა იქნება, რომელთაც საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილ საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის. საქართველო საფრანგეთს, გერმანიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს საზღვრებს უხსნის 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 963-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 841 გახდა. 7 ივლისი, სამშაბათი 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით – 958-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 838 გახდა. 6 ივლისი, ორშაბათი 13:00 – სპორტდარბაზები და საცურაო აუზები იხსნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასახელებული ობიექტები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება. „აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 11:10 – ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა ოკუპირებული ცხინვალში ყველა – 85-ივე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ოკუპირებულ რეგიონში ვირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის პირველი სამი შემთხვევა 5 მაისს გამოვლინდა. 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევებით 2-ით – 953-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 830 გახდა. 5 ივლისი, კვირა 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 5-ით 951-მდე გაიზარდა. კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 828 გახდა. 4 ივლისი, შაბათი 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 946-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 825 გახდა. 3 ივლისი, პარასკევი 11:00 – დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით – 943-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 821 გახდა. 2 ივლისი, ხუთშაბათი 10:50- დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 8-ით – 939-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი. ამით ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 817 გახდა. 1 ივლისი, ოთხშაბათი 10:30 – დადასტურებული შემთხვევები 3-ით გაიზარდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები 3-ით 931-მდე გაიზარდა.
---
პრესა
დიდი "გულაობა" დევნილების ფულით
15.07.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 15.07.2020 - ვერსია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის პოლიკლინიკა შეამოწმა. ესაა შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ 2017-2019 წლების ფულადი სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების შესაბამისობის აუდიტი. შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ დამფუძნებელი პარტნიორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის წილს 100%- ით, აფხაზეთის ა/რ-ის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მართავს. პოლიკლინიკა ლიცენზირებულია და ლიცენზიის ფარგლებში, მისი ძირითადი საქმიანობაა მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. აუდიტის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა პოლიკლინიკაში უამრავი დარღვევა გამოავლინეს, მათ შორის, შემოსავლებში, შრომის ანაზღაურებაში, საწვავის ხარჯებსა და სახელმწიფო შესყიდვებში. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წელს, პოლიკლინიკის საქმიანობა სოციალური მომსახურების სააგენტომ შეამოწმა. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დოკუმენტების შემოწმებით დარიცხულმა უკან დასაბრუნებელმა საბიუჯეტო სახსრებმა და ჯარიმის თანხამ 80 835 ლარი შეადგინა, მათ შორის, უკან დასაბრუნებელი საბიუჯეტო სახსრები – 21 659 ლარი, ხოლო ჯარიმა – 59 157 ლარი. 2018 წელს, ამ თანხიდან 16 635 ლარი, პოლიკლინიკამ ბიუჯეტში დააბრუნა, ხოლო დარჩენილი თანხა ანუ 64 200 ლარი, სოციალური მომსახურების სააგენტომ პოლიკლინიკას 2018 წელს „ჩამოაჭრა“, რათა 2017 წლის ნოემბერ- დეკემბრისა და 2018 წლის მომსახურების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. `2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, აუდიტის ჯგუფმა, პოლიკლინიკაში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმების წარმოების სისწორე შეისწავლა. შემოწმებით დადგინდა, რომ პოლიკლინიკაში არასრული დოკუმენტაციების წარდგენით იქნა წარმოებული 108 ბენეფიციარის თანხმობის ფორმები, რის გამოც პოლიკლინიკიდან ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 3 422 ლარი~, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2017- 2019 წლებში, პოლიკლინიკის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ჟურნალს ფორმალურად აწარმოებდნენ, ვინაიდან თითოეული თანამშრომლის სამუშაო ადგილზე გამოცხადება- დატოვების ჩანაწერი, მხოლოდ თარიღისა და ხელმოწერის მითითებით გვხვდება. ჟურნალში არაა დაფიქსირებული სამსახურში თანამშრომელთა მისვლისა და წასვლის კონკრეტული დრო (საათი და წუთი) და შესაბამისად, ვერ დგინდება, რამდენად შეესაბამება ნამუშევარი დრო შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო დროს. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, პოლიკლინიკაში, 2017-2019 წლებშიც, როგორც აუდიტის ჩატარების მომენტისთვის, არ წარმოებდა სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელი, რაც ხელფასის გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველია. ეს განპირობებულია პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის მიერ არასათანადო/ შეუსაბამო კონტროლით, რითაც ხელფასების უსაფუძვლოდ გაანგარიშება- გაცემის რისკები იქმნება. `პოლიკლინიკის თანამშრომელთა ხელფასები გაიცემა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებითა და შიდა სტანდარტით მიღებული შემოსავლების, ასევე, მიღებული პაციენტების მიხედვით (ნოზოლოგიების მიხედვით). აუდიტით გაირკვა, რომ დირექტორს არ დაუმტკიცებია ხელფასების კალკულაციის ნორმები, რაც ფინანსურ მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, მათ მიერ შედგენილი ხელფასების კალკულაციის ნორმებში შეიტანოს ცვლილებები და მასზე დაყრდნობით, ხელფასები დაიანგარიშოს~. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ პოლიკლინიკის მიერ გაწეული მომსახურებისა და შედგენილი ხელფასების კალკულაციის ნორმების მიხედვით, სახელფასო უწყისების გაანგარიშების სისწორისა და საბანკო გადარიცხვებთან შესაბამისობის ტესტირების შედეგად, ფინანსური მენეჯერის მიერ დაშვებული შეცდომებისა და პოლიკლინიკის ხელმძღვანელის არაჯეროვანი კონტროლის პირობებში, 2018 წელს, პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განხორციელებულ გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე ხელფასების გაანგარიშება განხორციელდა არა მედიცინის პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების, არამედ, ამავე პროგრამით ანაზღაურებული (საკასო შემოსავლების) თანხების მიხედვით. შესაბამისად, 2018 წელს, პოლიკლინიკის თანამშრომლებზე ხელფასის სახით, ჯამში, 23 810 ლარით ნაკლები გასცეს, მათ შორის, ადმინისტრაციაზე – 4 657 ლარი, მედპერსონალზე – 19 173 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 3 972 ლარით შეამცირეს. `პოლიკლინიკის დირექტორის ბრძანებით, 2017 წლის 31 დეკემბრიდან, შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა პოლიკლინიკის 58 თანამშრომელს, აქედან 7 თანამშრომელს, 2018 წელს, არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულებები. ეს საკითხი შეისწავლა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობა დირექტორი არ იყო უფლებამოსილი, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, თანამშრომლები ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაეთავისუფლებინა. ამის საფუძველზე, პოლიკლინიკის დირექტორის ბრძანებით, შვიდივე თანამშრომელი აღდგენილ იქნა სამსახურში და იძულებითი მოცდენის გამო, მათზე გაცემულმა 2018 წლის იანვარ- თებერვლის თვის შრომის ანაზღაურებამ 6 706 ლარი შეადგინა~. პოლიკლინიკას ბალანსზე ირიცხება ავტომანქანა `ოპელ ომეგა~ (სახელმწიფო ნომრით, შMK-404). ამავდროულად, პოლიკლინიკა სარგებლობდა ავტომანქანა `მერსედეს ბენცი ML-350~-ით (სახელმწიფო ნომრით, Dღ017თჟ), რომლის სარგებლობაზე პოლიკლინიკას გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება _ თხოვების წესით. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ზუგდიდის პოლიკლინიკის ხელმძღვანელობას ავტომანქანის თხოვების ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე. პოლიკლინიკაში არ გახსნილა ავტომანქანების გადაადგილების დამადასტურებელი აღრიცხვის ჟურნალი. `2017-2019 წლებში, ავტომანქანების საწვავით გამართვა ხორციელდებოდა შპს „რომპეტროლ საქართველოს“ კუთვნილი სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურიდან, ოღონდ ბარათებით. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომანქანებზე არ იყო დამონტაჟებული „აგაი“ სისტემა. პოლიკლინიკაში არსებული `საგზაო ფურცლების“ მიხედვით, 2017-2019 წლებში, ავტომანქანა „ოპელ ომეგაზე~ გახარჯულია 3 225 ლარის ღირებულების 1 600 ლიტრი საწვავი, ხოლო ავტომანქანა „მერსედეს ბენც ML-350~-ზე _ 4 621 ლარის ღირებულების 2 313 ლიტრი საწვავი~. აღსანიშნავია, რომ შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ვებგვერდის (მანაგერ. ფილლანდგო. გე/FGშ.FG) მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში, სხვადასხვა დროს, 15 შემთხვევაში, თბილისში მდებარე ავტოგასამართი სადგურიდან, ავტომანქანა `ოპელ ომეგაზე~ ბარათით გაცემულია 1 258 ლარის ღირებულების 518 ლიტრი საწვავი. არადა, აუდიტორების მტკიცებით, ზუსტად ამ პერიოდში, პოლიკლინიკიდან თბილისის მიმართულებით, არც მივლინებით და არც საწვავის ხარჯვის „საგზაო ფურცლებით“, ავტომანქანის გადაადგილება არ ფიქსირდება. `პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის წერილისა და დამფუძნებლის ნებართვის თანახმად, ავტომანქანა „ოპელ ომეგა~, (სახელმწიფო ნომრით, შMK-404), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეფასებულ იქნა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის, შპს „აუდიტ ექსტრას“ (შAღAშA- 580433) მიერ. შეფასებით, ამ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 1 553 ლარი იყო. ამ პერიოდში, ავტომანქანის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენდა 3 988 ლარს. წარმოქმნილი სხვაობა (3 988 _ 1 553), რაც გამოიწვევდა არასაოპერაციო ხარჯების 2 445 ლარით ზრდას, საბუღალტრო ჩანაწერებში არ ასახულა!~ * * * 2017-2019 წლებში, პოლიკლინიკამ 20 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, აქედან ორი ტენდერი არ შედგა, ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ერთი ტენდერი შეწყდა და ერთი ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულება არ შესრულდა. 143 ხელშეკრულების საფუძველზე, პოლიკლინიკამ 212 059 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა, მათ შორის, ელექტრონული ტენდერით – 93 547 ლარის, კონსოლიდირებული ტენდერით – 9 877 ლარის, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით – 108 635 ლარის შესყიდვები. `პოლიკლინიკის წესდებით განსაზღვრული ხელშეკრულებების შეთანხმების წესის მიუხედავად, (ღირებულება აჭარბებს პოლიკლინიკის საწესდებო კაპიტალის 15%-ს ანუ 6 327 ლარს), 2017-2019 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებული 68 224 ლარის 97 ხელშეკრულებიდან, პოლიკლინიკამ არცერთი არ შეათანხმა დამფუძნებელთან. 2018 წელს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მონეტარული ზღვარის დარღვევით, ფარმაცევტული პროდუქტების შესაძენად, პოლიკლინიკამ 6 952 ლარის ოთხი ხელშეკრულება გააფორმა ორ კომპანიასთან – შპს „ჰუმან დიაგნოსტიკა ჯორჯიასა“ და შპს „ავერსი ფარმასთან“. 2019 წელს, პოლიკლინიკის მიმართვის საფუძველზე, აფხაზეთის ა/რ-ის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ პოლიკლინიკას უფლება მისცა, რომ 2018 წელს მიღებული მოგებიდან, 20 476 ლარის რეინვესტირება განეხორციელებინა და ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (HEღ) ფუნქციონირებისთვის, 17 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა შეეძინა. პოლიკლინიკის მიერ კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესაძენად, მონეტარული ზღვრების დარღვევით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „მედიაკომთან“, 21 510 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამასთან, პოლიკლინიკის მიერ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე აიტვირთა 50 დღის დაგვიანებით, 2020 წლის 27 იანვარს~. გარდა ამისა, პოლიკლინიკამ შეუსაბამო შესყიდვის საშუალების (გამარტივებული შესყიდვა) გამოყენებით, სამი მომწოდებლისგან შეიძინა – 28 462 ლარის ღირებულების საქონელი, სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე მოქმედი წესით, დროულად არ ატვირთა გამარტივებული წესით გაფორმებული – 21 510 ლარის ღირებულების ერთი ხელშეკრულება. საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ დადგენილი წესის უგულებელყოფით, პილიკლინიკის ადმინისტრაციის მიერ თანხების ხარჯვა, ფულადი სახსრების არარაციონალურად და არაეფექტიანად გამოყენების რისკებს ქმნის, რაც მიუთითებს, როგორც პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის, ისე დამფუძნებლის მხრიდან კონტროლის მექნიზმების სისუსტესა და არაეფექტიანობაზე. მეტიც, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით, პოლიკლინიკის ხელმძღვანელობამ და ფინანსურმა მენეჯმენტმა შეუსაბამო შესყიდვის (გამარტივებული შესყიდვის) საშუალება გამოიყენა, რითაც ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკები შექმნა.
---
15.07.2020
მედია საშუალებები: ვერსია
Link: 15.07.2020 - ვერსია
პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, დასაშვები გახდა. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით, ნებადართულია. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო ათასმა სასტუმრომ, რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიარეისებს ავიაკომპანიები - ჭIძძ AIღ-ი და MYჭAY AIღLINEშ-ი ასრულებენ. 14 ივლისს, შესრულდა რეისი ვარშავა- თბილისი, მომდევნო დღეებში კი ფრენები განხორციელდება შემდეგი განრიგით: 15 ივლისი _ ბარსელონა, 17 ივლისი _ რომი, 22 ივლისი _ პარიზი, 28 ივლისი _ ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობითა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
---
15.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 15.07.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შეფასებით, საქართველოშ ეპიდსიტუაცია მართვადია და ემორჩილება კონტროლს. შესაბამისად, სკოლებში სწავლის დაწყებაზე პრობლემა არ იქნება. „თუ ჩვენ ამ დონის ეპიდსიტუაციით და ამ მასშტაბით ვიარეთ ივლისი და აგვისტო ვფიქრობ, ჩვენი გადასახედიდან არ იქნება პრობლემა სკოლებში სწავლის დაწყების, თუ რა ფორმით და როგორ ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.