| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | კვირის მიმოხილვა |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 31.10.2019 06:36 |
მოგესალმებით, ქალბატონო ეკატერინე!
მოგახსენებთ ამ ეტაპისთვის ჩატარებული საქმიანობების მოკლე ანოტაციას:
1. გვაქვს ჩამოყალიბებული მოსაზრებები სოციალური დაცვის პროგრამებზე (მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის პროგრამაზე) და ვაგრძელებთ სმენის აპარატების თემას. ვფიქრობ, მომავალი კვირის ბოლომდემოხსენებით წავრდგები თქვენ წინაშე ამ თემებზე;
2. ჯანდაცვის პროგრამების ახალი დიზაინის შექმნამდე, წარმოვადგენ ჩვენ მოსაზრებებს მათში გასათვალისწინებელი ასპექტების შესახებ, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლებთან იქნება დაკავშირებული - დღეს ამ მიმართულებით ინსპექტირება არ ხორციელდება, ხდება მხოლოდ სამედიცინო ნაწილის შემოწმება;
3. ავტომობილებზე სისტემიდან მივიღეთ გადანაწილების შესახებ ინფორმაციები, მაგრამ რამდენადაც, იგეგმება გაერთიანებები, ვფიქრობ, ნაადრევი იქნება გადაწყვეტილებების მიღება ამ ეტაპზე. ველოდები თქვენ მითითებებს, თუ საწინააღმდეგო პოზიცია გექნებათ;
4. მომავალი კვირის ბოლომდე წარმოვადგენთ ანგარიშს შესყიდვებთან დაკავშირებით;
5. მარიამ კარკაძემ (შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი) გააკეთა "მხილება" ჩვენთან სამინისტროში და სახალხო დამცველის ოფისში დისკრიმინაციისა და ეთიკის ნორმების დაუცველობასთან დაკავშირებით. ეს არის თქვენი მინისტრობის პერიოდში გაკეთებული პირველი მხილება და არ უნდა დავტოვოთ ამ მიმართულებით კითხვები, რადგანაც სახალხო დამცველის რეაქცია იქნება მკაცრი და სწორი. შესაბამისად, შესწავლა მოითხოვს დროს და ამას დავასრულებთ როგორც წესი და რიგია;
6. ასევე, მიმდინარეობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა ამავე დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ, რაშიც გვაქვს პროგრესი;
7. ყოველდღიურად იმატებს საჩივრების რაოდენობა დევნილების მხრიდან, რასაც სჭირდება წერილობითი პასუხები მოკვლეულ საკითხებზე, რასაც დრო სჭირდება. ბესოსთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი და ზოგად სტატისტიკას ამ მიმართულებით გავაკეთებთ;
8. ყოველდღიურად მონაწილეობას ვღებულობ ე.წ. გასაუბრებებში, რაც მნიშვნელოვანია და ცოტა ამომაგდო კალაპოტიდან, მაგრამ დალაგდება ყველაფერი და დროის დეფიციტი აღარ იქნება.
პატივისცემით, კახა