From : Konstantine Ochigava <K.Ochigava@ncdc.ge>
To : Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
Subject : ინფორმაცია რეორგანიზაციის პროცესის შესახებ
Received On : 29.07.2019 13:14
Attachments :

ბატონო ალექსი,

 

შეთანხმებისამებრ, წარმოგიდგენთ ინფორმაციას რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით:

 

- „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველსაყოფად მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივლისის #01-237/ო ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს, გამოიცა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებსაჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2019 წლის 24 ივლისის #06-138/ო ბრძანება;

 

- ბრძანება 24 ივლისს განთავსდა ცენტრის შენობა-ნაგებობებში თვალსაჩინო ადგილებზე და ასევე, 25 ივლისს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით დაეგზავნა ცენტრის უკლებლივ ყველა დასაქმებულს;

 

- 25 ივლისს მომზადდა (თითოეული სტრუქტურული ერთეულისა და დასაქმებულის მითითებით) გაფრთხილების ფორმები, რომლის მიხედვითაც დაიწყო თანამშრომელთა სათანადო ხელმოწერით დადასტურებული გაფრთხილება მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, გარდა მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე მყოფი თანამშრომლებისა, რომელთა გაფრთხილება ასევე ხელმოწერით, ხორციელდება სამსახურში დაბრუნების პირველივე სამუშაო დღეს. აღნიშნული ფორმების დასკანერებული ვერსიები იგზავნება და იკრიბება სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით, ხოლო სრულად ხელმოწერილი ვერსიების დედნები დამუშავებული და შენახული იქნება სათანადო წესით;

 

- მომზადებულია ფუნქციური ანალიზი, რომლის გათვალისწინებითაც ორგანიზაციულ სტრუქტურასთან დაკაშირებით სათანადო წინადადებები, კურატორ მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით, წარმოდგენილი იქნება უახლოეს დღეებში.

 

ამასთან ერთად, დანართის სახით გიგზავნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებსაჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2019 წლის 24 ივლისის #06-138/ო ბრძანებას.

 

 

პატივისცემით,

 

კონსტანტინე ოჩიგავა

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი,

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

 

Konstantine Ochigava
Head of Administrative Department, 
National Center for Disease Control & Public Health

ტელ./Tel.: 116 001- 434 (Ext)
მობ./Cell: 995 (577) 581488
ელ.ფოსტა/Email: k.ochigava@ncdc.ge
ვებგვერდი/Website: www.ncdc.ge

 

cid:image001.jpg@01D48CB2.4D6DB610