From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
Subject : თეა ახვლედიანის მივლინება პორტუგალიაში
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 24.12.2019 12:44
Attachments :

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ქ-ნ თეა ახვლედიანს დაგეგმილი აქვს მივლინება პორტუგალიაში, რომელიც შეთანხმებული აქვს ქალბატონ მინისტრთან.

გიგზავნით პრემიერ-მინისტრთან გასაგზავნი წერილის პროექტს.

პატივისცემით,

მაიკო

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ გიორგი გახარიას

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

 

მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 იანვარს საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (ზუსტდება დელეგაციის შემადგენლობა)) დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ქალბატონი თეა ახვლედიანის სამუშაო ვიზიტი პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში საქართველოსა და პორტუგალიას შორის ლეგალური დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების პროექტის განხილვისა და მხარეთა შორის მოლაპარალებების გამართვის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალბატონი თეა ახვლედიანის ორმხრივი შეხვედრა პორტუგალიის შრომის, სოლიდარობისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრის მოადგილესთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ასევე, პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით იგეგმება დისკუსია გაფართოებულ ფორმატში პორტუგალიის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, შიდა ადმინისტრირების სამინისტროსა და იმიგრაციისა და საზღვრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

ღონისძიების პროგრამისა და ფრენის განრიგის გათვალისწინებით, ქალბატონ თეა ახვლედიანს პორტუგალიაში  გამგზავრება დაგეგმილი აქვს 2019 წლის 9 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, თქვენს თანხმობას.

პატივისცემით,