| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | თამბაქოს მოწევის შეწყვეტა-მედიკამენტები |
| Cc : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.08.2019 12:03 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
როგორც მოგეხსენებათ თამბაქოს კონტროლის საქართველოში მაღალი დონის პრიორეტეტია. 2006 წლიდან საქართველო ჯანმო-ს თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მხარეა და, შესაბამისად, აღებული აქვს ვალდებულება ეროვნულ დონეზე განახორციელოს თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი ღონისძიებები. თამბაქოს კონტროლი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. 2014 წელს ხელმოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა ჯანმრთელობის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების, მათ შორის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის, ეფექტური იმპლემენტაცია; მათ შორის, კონვენციის მე-14 მუხლისა და მისი გაიდლაინების აღსრულების გაძლიერების კუთხით. ერთერთი პრიორიტეტული საკითხია ფარმაცევტულ ბაზარზე ნიკოტინჩანაცვლებითი და მე-2 რიგის მედიკამენტების, როგორიცაა: ტაბლეტები, სპეციალური საღეჭი რეზინები ან ტრანსდერმული სისტემები, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მათი ესენციური მედიკამენტების სიაში შეყვანის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევით მათი დაფარვის და მათზე დღგ მოსაკრებლის გაუქმების გზით. ეს უკანასკნელი უკვე განხორციელდა.
სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო შემოთავაზება ფარმაცევტული კომპანია ფაიზერიდან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩამპიქსის შეღავათიანი ფასით მოწოდების თაობაზე. როგორც ამ, ასევე სხვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლო გზაა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მედიკამენტების ინტეგრირება გარკვეული თანაგადახდით. ი-მეილს თან ერთვის პროგრამის ამ კომპონენტის მონახაზი და ფინანსური გათვლები. თუ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მიზანშეწონილად ჩათვლით-გავაგრძელებთ მუშაობას ფაიზერთან და სხვა მომწოდებლებთან 2020 წლისთვის პროგრამის მოსამზადებლად.
მოხარული ვიქნებით ეს საკითხი გავიაროთ სამუშაო რეჟიმში.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister