From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_31.07.19
Received On : 31.07.2019 12:11

თიკო პირველში შენიშვნით ასატვირთია ის რომ ჩვენი სამინისტროს დასახელება არასწორადაა. დაავიზე უბრალოდ შენიშვნაში მიუთითე. დანარჩენი არაა პრობლემური

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: July 31, 2019 at 3:08:13 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_31.07.19

ბატონო გიორგი,
 
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.  ეკონომიკა 30031 – „თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ორგანიზების  სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მტკიცდება თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ორგანიზების სამოქმედო გეგმა, სადაც საქართველოს სამინისტროს ევალება, სტუმრების სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით რეანომობილების გამოყოფა, ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე.
პროექტი გაგაზვნილი იყო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან და სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.
მოსულია დადებითი პოზიცია.

ტექნიკურად, პროექტში არასწორადაა მითითებული ჩვენი სამინისტროს დასახელება;
2. მთავრობა 30263 - „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №75 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტი:
პროექტი ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის თანამშრომელთა მიერ შვებულებით სარგებლობის და შვებულებიდან გამოძახების წესს;
3. სოფელი 30270 - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე" პროექტი:
პროექტით, გაიცემა წინასწარი თანხმობა სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სხვადსხვა აპარატურის შესყიდვის თაობაზე;
4. ფინანსები 30332 - „ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ბანკისთვის“ სესხის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის ცნობად მიღება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ბანკისთვის“ (ს/კ 204378869) არაუმეტეს 40 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიცემის თაობაზე;
5.  ეკონომიკა 30397 - „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, მოხდება კურორტ ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალი დიდველი) 3 (სამი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის გაცემა;
6. საგარეო 30400 - ,,საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ’’ პროექტი:
პროექტით, თანხმობა ეძლევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მოახდინოს ,,Concordia Hotel’’-ში ინკლუზიური თეატრის დასის ორი დღით განთავსების საფასურის გადახდა არაუმეტეს 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა;
7.      განათლება 30410 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირს - საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრს, ეძლევა თანხმობა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 690 000 (ექვსას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და მუსიკალური აქსესუარების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
7.      მთავრობა 30422 – "2019-2020 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე" და "2019-2020 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე" პროექტი:
პროექტი ითვალისწინებს სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP)  სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას 2019-2020 წლების განმავლობაში; ასევე, საბურავების  სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ჩატარებას 2019-2020 წლების განმავლობაში.


კანონპროექტები:

1.      სოფელი 30200 - „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართვლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით ზუსტდება დაცული ტერიტორიის საზღვერები;
2.      სოფელი 30201 - „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, იქმნება ერუშეთის ეროვნული პარკი;
3.      მთავრობა 30422 - „ამნისტიის შესახებ“ პროექტი (საკანონმდებლო წინადადება):
პროექტი ითვალისწინებს 180-ე (თაღლითობა) მუხლით ჩადენილი დანაშაულების ამნისტიას.




პატივისცემით,


ნათია ხმალაძე