| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_30.08.19 |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 30.08.2019 08:48 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. განათლება 33994 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე
საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირს - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე, ეძლევა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდის: 30200000 (კომპიუტერული
მოწყობილობები და აქსესუარები) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე;
2. განათლება 34006 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეძლევა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N90 დადგენილების დანართით გათვალისწინებული CPV კოდის 30200000 (კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები) ფარგლებში კომპიუტერის აქსესუარებისა და ელექტრო საქონელის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე;
3. მთავრობა 34039 - ,,სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, ხდება სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე იჯარით შპს ,,ჰოსპითალითი მენეჯმენტ გრუპისთვის“ გადაცემაზე თანხმობის გაცემა;
4. ფინანსები 34055 - „სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ქონების განაწილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ პროექტი:
პროექტით მთავრობის მიერ ცნობად იქნება მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დანართ N1-ში მითითებული, განსაკარგავად გადაცემული ქონების (ავტომობილი) ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის
უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე;
5. მთავრობა 34065 - ,,სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ'' პროექტი:
პროექტით, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეძლევა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის სპეციალიზირებული მოწყობილობის (CPV 48800000 - საინფორმაციო სისტემები და სერვერები) სახელმწიფო შესყიდვა
არაუმეტეს 1,537,516.36 (ერთი მილიონ ხუთას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას თექვსმეტი ლარი და 36 თეთრი) ლარის ღირებულების ფარგლებში;
6. ეკონომიკა 34078 - "სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2019 წლის 19 ივნისის N4 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების დამტკიცების და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, მტიკცდება სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2019 წლის 19 ივნისის N4 სხდომის ოქმით მიღებული N2 გადაწყვეტილება და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეძელვა წინასწარი თანხმობა,
განახორციელოს მსუბუქი ავტომობილის (CPV 34100000) სახელმწიფო შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
7. რეგიონული 34080 - "დაბა სურამის განვითარების მიზნით ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე" პროექტი:
პროექტით მტკიცდება დაბა სურამის განვითარების მიზნით ღონისძიებათა განხორციელების გეგმა და შესაბამის დაწესებულებებს ევალებათ გარკვეული ღონისძიებების გატარება - რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტის
შემუშავებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვარში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი
სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით;
8. ეკონომიკა 34081- "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თელავგაზისათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" პროექტი:
პროექტით, განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 056 220.94 (ორი მილიონ ორმოცდათექვსმეტი ათას ორას ოცი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცმა შპს „თელავგაზს” (ს/კ N431437082);
9. სოფელი 34101 - „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან
ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის უბისა-შორაპანის (F3)-ის მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეძლევა
უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, მშენებლობის პროექტის განთვისების ზოლში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ზოგიერთ სახეობები;
10. ეკონონმიკა 34141 - „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პროკურატურისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 თებერვლის N209 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტი:
პროექტით, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელდება სისხლის სამართლის დარგის უცხოელი ექსპერტებისგან იურიდიული და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებაში
დახმარება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, აგრეთვე, აღნიშნული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ამ მომსახურებებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების დაფინანსება;
11. ფინანსები 34142 - "საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე" პროექტი:
პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაკისრებული დამატებითი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოეყოფა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
12. მერია 34144 - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისათვის“ გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, თანხმობა ეძლევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“ (ს/ნ 404384974), „ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდის მიერ ქალაქ თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაციის მიზნით, საქონლის, მომსახურებისა
და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 თებერვლის N444 განკარგულების საფუძველზე 2018 წლის 26 თებერვალს გაფორმებული N18-02-39 და N18-02-40 ხელშეკრულებების შესრულების
ვადა გადაიწიოს და განისაზღვროს 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით;
13. ეკონომიკა 34149 - "საქართველოს მთავრობას, შპს „ალაზანი ენერჯის“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს „ხადორი 3“ ჰესის თაობაზე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების
შესახებ" პროექტი:
პროექტით, „ხადორი 3“ ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა განისაზღვრება მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან 54 (ორმოცდათოთხმეტი) თვით, რაც შეესაბამება 2021 წლის 21 აპრილს, ხოლო ჰესის ექსპლოატაციაში მიღების ვადა შეადგენს მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან
66 (სამოცდაექვსი) თვეს, რომელიც ამოიწურება 2022 წლის 21 აპრილს;
14. კონომიკა 34150 - "საქართველოს მთავრობას, შპს „ფერს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" პროექტი:
პროექტით, „საქართველოს მთავრობას, შპს „ფერს“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამავე მხარეთა შორის დაიდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც გაგრძელდება
მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის დადგენილი ვადები, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთვის კომპანიას განესაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 55 (ორმოცდათხუთმეტი) თვე,
მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 12 (თორმეტი) თვის ნაცვლად, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში მიღებისთვის - ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 78 (სამოცდათვრამეტი) თვე, მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 54 (ორმოცდათოთხმეტი)
თვის ნაცვლად;
15. ფინანსები 34177 - „აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარებით 2017-2030 წლებისთვის კლიმატის ცვლილების საოპერაციო ჩარჩო დოკუმენტის განხორციელების მხარდაჭერის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს თანხმობას „აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარებით 2017-2030 წლებისთვის კლიმატის ცვლილების საოპერაციო ჩარჩო დოკუმენტის’’ განხორციელებასთან დაკავშირებით.
ხელმოსაწერები:
1. 34070 - ,,სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
2. 34071 - ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ თამილა აბსანძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
3. 34076 - ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
4. 34084 - ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
5. 34085 - ,,დაბა ბაკურიანში მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ტექნიკის შესყიდვისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
6. 34088 - ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციას (IFAC) შორის საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის საავტორო უფლებით დაცული მასალის თარგმნისა და გამოცემის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, შემდგომში სამოქმედოდ შემოღების
მიზნით, გასაფორმებელი ხელშეკრულების მოწონების შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
7. 34089 - ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
8. 34090 - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №936 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე''
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
9. 34092 - ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
10. 34108 - ,,შპს „ვიქტორია +“-ისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, ვადიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის შესახებ'' საქართველოს
მთავრობის განკარგულების პროექტი;
11. 34109 - ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ'' საქართველოს მთავრობის
განკარგულების პროექტი;
12. 34111 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018
წლის 18 იანვრის №147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
13. 34117 - ,,სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
14. 34118 - „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლის, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 მარტის №476 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
15. 34119 - ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
16. 34120 - ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ''
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
17. 34121 - ,,ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენის საჭიროებისთვის თანამედროვე ტიპის ვაგონების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის/მშენებლობისთვის დაფინანსების მოზიდვის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
18. 34123 - ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ჭანიჰესს“ შორის „ჭანი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
19. 34124 - ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
20. 34125 - ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე
წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ''საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი;
21. 34126 - ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების – „სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერა ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული
სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 64 894 ჰა ფართობზე ტყის მართვის აღრიცხვის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით განხორციელებასა და ეკოსისტემულ მიდგომებზე დაფუძნებული ტყის მართვის გეგმის შემუშავებაში“ მოწონების თაობაზე'' საქართველოს
მთავრობის განკარგულების პროექტი;
22. 34127 - „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
23. 34130 - ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 6600.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
24. 34147 - „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე''
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი;
პატივისცემით,
ნათია