From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები_27.09.19
Received On : 27.09.2019 11:58

თიკო შენიშვნა არ მაქვს

 

 

From: Natia Khmaladze
Sent: Friday, September 27, 2019 1:01 PM
To: Giorgi Tsotskolauri ; tikhardziani@gmail.com
Subject:
ელ.მთავრობის საკითხები_27.09.19

 

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

 

1.    ეკონომიკა 37362 -  „()იპასოციაცია საქართველოს ეს--ეს ბავშვთა სოფლისათვის“  უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა ქალაქ თბილისში, ნუცუბიძის IV /-ის მიმდებარედ არსებული 42775.00 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც გამოყენებული  იქნება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების ქვეპროგრამის ფარგლებში, ერთდროულად არანაკლებ 75 ბენეფიციარის მომსახურებაზე გათვლილი ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

პროექტი შეთანხმდა სოციალურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.

 

2.    ეკონომიკა 36508 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

პროექტი შეთანხმდა სოციალურ და დევნილთა დეპარტამენტებში, პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნიათ.

 

 

ჩვენი სამინისტროს პოზიცია:

დევნილთა დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  დევნილის სტატუსიდან გამომდინარე 4 / ოჯახის წევრებთან ერთად  უზრუნველყოფილნი არიან  გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამებით. (მიღებული აქვთ საკომპენსაციო თანხა, საკუთრებაში გადაცემული აქვთ ქონება)


 

3.      ეკონომიკა 38002 - შპსკამარა ენერჯისაღნაგობის უფლებით, 49  წლის ვადით გადაეცემა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიონში არსებული 16974 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ჰიდროელექტროსადგურის - „კამარა ჰესისაშენების და ექსპლუატაციაში მიღებას.

4.      ეკონომიკა 37995 - საქართველოს მთავრობას, შპსკამარა ენერჯის“, სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სსგაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპსენერგოტრანსსადა სსელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის დაიდება  შეთანხმება შემდეგი პირობებით: წინასამშენებლო ფაზისთვის განსაზღვრული 25-თვიანი ვადის გახანგრძლივდება 50 თვემდე, საიდანაც მემორანდუმის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პერიოდი იქნება 4 თვე, ნაცვლად 2018 წლის 15 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული 13 თვისა; შეიცვლება ასევე ჰესის ტექნიკური პარამეტრები (მათ შორის, ჰესის სავარაუდო წლიური გამომუშავება განისაზღვრება 63,55 მლნ.კვტ.სთ-ით მოქმედი მემორანდუმით გათვალისწინებული 65,18 მლნ.კვტ.სთ-ის ნაცვლად).

5.    განათლება 38012 - სსიპ - სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ევროკავშირის ერაზმუს + პროექტის - საერთაშორისო გრანტის ASSET-ის  „შეფასების ინსტრუმენტები ახალ სასწავლო გარემოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“/Assessment Tools for new leasning environments in higher education institutions/ASSET (number 585587-EPP-1-2017-1IL-EPPKA2-CBHE-JP 2018-0030/001-001 საგრანტო პროექტის დაფინანსების) ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.

6.    ეკონომიკა 37992 - საქართველოს მთავრობას, შპსკამარა ენერჯისადა სსელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსშორის დაიდება შეთანხმებანაროვან ჰესიჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2017 წლის 21 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის საფუძველზეც, შეიცვლება ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრები (მათ შორის, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე შემცირდება 0,6 მგვტ-მდე მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 0,84 მგვტ-ის ნაცვლად); შემცირდება სამშენებლო საბანკო გარანტიის ოდენობა ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრის პროპორციულად, 42 000 აშშ დოლარიდან 30 000 აშშ  დოლარამდე; 27 თვით გაიზრდება სამშენებლო ფაზის ვალდებულებების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადები, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მშენებლობის დაწყების ვადა განსაზღვრება მემორანდუმის ხელმოწერიდან 39 თვით (ნაცვლად მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 12 თვისა), ხოლო  ჰესის ექსპლოატაციაში მიღების ვადა განსაზღვრება მემორანდუმის ხელმოწერიდან 57 თვით (ნაცვლად მემორანდუმის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 30 თვისა).

7.    ეკონომიკა 37991 - პროექტის მიხედვით, შპს ენერგოტრანსი გათავისუფლდება დაკისრებული  სამშენებლო  საჯარიმო თანხის ჯამში 67800 ლარის გადახდისაგან.

8.    ეკონომიკა 37959 - საქართველოს მთავრობას, სსელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსადა სსსაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსშორის დაიდება შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს: მემორანდუმის მხარის ცვლილებას, რის შედეგადაც მემორანდუმში სსსაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსჩაანაცვლებს შპსბორჯომჰესი“, მემორანდუმით გათვალისწინებული ვადების 15 თვით გაგრძელებას, რის შედეგადაც წინასამშენებლო ეტაპის ვალდებულებების/სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრული საბოლოო ვადა 12 თვის ნაცვლად განისაზღვრება მემორანდუმის ხელმოწერიდან 27 თვით. გარდა ამისა, აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღების შედეგად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას გააგრძელებს შპსბორჯომჰესი“, რომელიც ამ ნაწილშიც ჩაანაცვლებს სსსაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“.

9.    ეკონომიკა 37958 - ცვლილება შედისსსსაპარტნიორო ფონდისწესდებაში, რომლის მიხედვით, თანხვედრაში იქნება ფონდის ფაქტიური და იურიდიული მისამართი და დაიხვეწება ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ,,ელექტრონული მთავრობის‘‘ პროგრამის გამოყენებასთან.

10. გარემო 37957 - შპს ღვინის ლაბორატორიაალკოჰოლურ სასმელებში ნახშირბადის იზოტროპების C12 და C13-ის თანაფარდობის განსაზღვრისათვის, იზოტოპური მას-სპექტომეტრის ერთი კომპლექტის და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით.

11. საგარეო 37951 - 2019 წლის 3-4 ოქტომბერს . ბათუმში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) სხდომის გამართვისა და შესაბამისი ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, უნივერსალური შემადგენლობით, სადაც წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

12. ეკონომიკა 37938 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას, ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

13. ეკონომიკა 37935 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობასა და შპსბერალი ჰესსშორის დაიდებაბერალი ჰესიელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.

14. ფინანსები 37877 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს დოკუმენტების შესანახი კარადების, მაგიდების და ტუმბოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.

15. ფინანსები 37876 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს სტელაჟების ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.

16. გარემო 38031 - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩებით სარგებლობისათვის გაცემულ ლიცენზიებსწლით გაუგრძელოს მოქმედების ვადა.

17.  ეკონომიკა 37824 - პროექტის მიხედვით, სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია‘‘ უზრუნველყოფს კრიტერიუმების შესაბამისი კომპანიებისათვის (შპს ,,რუსთავის ფოლადი“, შპს ,,ჯეოსთილიდა შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიააკმაყოფილებენ მითითებულ კრიტერიუმებს) 2019 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის 210 აშშ დოლარის (დღგ-, ტრანსპორტირების და განაწილების ხარჯების გარეშე) ექვივალენტური კურსით ეროვნულ ვალუტაში მიწოდებას.

18.  ეკონომიკა 37823 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დასადები შეთანხმების (Waiver Letter) პროექტი ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით ექსპერტთა საკონსულტაციო მომსახურებასთან  დაკავშირებით, რომლის გაფორმების შემდეგ EBRD შეარჩევს ექსპერტთა ჯგუფს, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით.

19. რეგიონული 37797 -  მთავრობასთან თანხმდება, „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებსაქართველოს მთავრობასა და შპსანაკლიის განვითარების კონსორციუმსშორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებგასაფორმებელი შეთანხმება და გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რითაც ხელი შეეწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საინვესტიციო საქმიანობას. ახლებურად განისაზღვრება ინვესტორის მიერ წარმოდგენილ დეტალური დიზაინის პროექტზე, სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებისა და ინვესტორის მიერ დოკუმენტის ხელმეორედ წარმოდგენის ვადები.

20. თავდაცვა  37790 - საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ 2020 წლისათვის თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების საკითხზე საქარ­თვე­ლოს პარ­ლამენტის საკომიტეტო და პლე­­­­­­ნარულ სხდომებზე მომხსე­ნებლად განისაზღვრება საქართველ­ოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე.

21. რეგიონული 37767 - პროექტის მიხედვით, ახმეტის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით გადაეცა 3 ერთეული სპეცტექნიკა; შპსსახელმწიფო სამშენებლო კომპანიაარსებული რესურსს, 200 000 ლარს, გადაურიცხავს ახმეტის მუნიციპალიტეტს.

22. იუსტიცია 37654 - სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიეცემა უფლება, მთარგმნელობითი ცენტრის შეუფერხებელი საქმიანობისა და კვალიფიციური თარგმანების ხელშეწყობის მიზნით, არარეზიდენტ იურიდიულ პირთან „SDL Global Solutions LTD“ ხელშეკრულება გააფორმოს არასტანდარტული პირობებით.

23. ფინანსები 37611 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას (17723.5 ლარის ღირებულების 39.75 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა) უსასყიდლოდ გადასცემს ზარზმის მონასტერს.

 

ხელმოსაწერი:

  1. 37988 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციას, ეკონომიის სახით დარჩენილი 130 185 ლარის ფარგლებში.
  2. 37986 - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში 246 146 ლარს მიმართავს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რის შედეგადაც სოფელ ზემო თელეთისა და სოფელ მუღალოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებს (სულ 210 ბენეფიციარი) გაუუმჯობესდებათ პირობები, შემოიღობება საბავშვო ბაღის ეზო, მოეწყობა ატრაქციონები და მოპირკეთდება შიდა ტერიტორია.
  3. 37972 - გორის, კასპის, ქარელისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს: გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხურვალეთი, შავშვები, ბერბუკი და სკრა; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მოხისი და ახალსოფელი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თელიანი და მეტეხი; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვას; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიაანთკარის და სოფელ ხურვალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
  4. 37913 -  ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკებასაქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებშეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  5. 37908 - ხელი ეწერებასაქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებშეთანხმებას.
  6. 37887 - მთავრობასთან თანხმდება, GG-B-UAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ,,ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ‘‘ ხელშეკრულების დამატება 10.

    პროექტის მიხედვით, GG-B-UAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თვითღირებულებისა და ადმინისტრაციული გადასახადის ხარჯები იზრდება 1 540 210 აშშ დოლარით, რის შედეგად გრანტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 20 743 274 აშშ დოლარით.

    პროექტით გათვალისწინებული თანხები მოხმარდება სამეთაურო და საშტაბო ცენტრში გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციური პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კერძოდ, პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერისა და ლიცენზიების უზრუნველყოფის მიმართულებით.
  7. 37886 - ცვლილება შედის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში, დადგენილების ტექსტი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საბაჟო კოდექსთან; დადგენილებას დაემატება რიგი საფასურები (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტი და სხვა.) პირველ ეტაპზე დავიზებულია
  8. 37850 - მთავრობასთან თანხმდება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო - ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ

ინფორმაციის თანახმად, შენობა-ნაგებობებისათვის (ღობეები) დათმობისათვის ანაზღაურების მიმღებ პირთა წრიდან გამოირიცხება მხოლოდ პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტში განსახლებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომელებიც უკვე დაკმაყოფილებულნი არიან გარემონტებული საცხოვრებლით, განსახლების სახელმძღვანელოთი და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკომპენსაციო უფლებათა მატრიცაში განხორციელდება ცვლილება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისათვის (ღობეები) დათმობისათვის პროექტის ზემოქმედების არეალში მყოფი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 11 პირისათვის  ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობის გაჩენის მიზნითაქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ შენობა-ნაგებობის (ღობეების) დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალის ზემოქმედების არეალიდან გატანისთვის დადგენილ ვადას.

პროექტი შეთანხმდა დევნილთა დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე