From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_27.08.19
Received On : 27.08.2019 11:22

გიგზავნი ელ მთავრობას. შენიშვნა არ მაქვს

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 27, 2019 at 2:28:40 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Cc: "tikhardziani@gmail.com" <tikhardziani@gmail.com>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_27.08.19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 33722 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“  და კომპანია Société Internationale de Télécommunications Aéronautiques S.C. (SITA)-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანდართული პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა: მიიღოს და გააგზავნოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით მოსარგებლე მგზავრთა სია რეისების დაწყებამდე; მოახდინოს საჰაერო ხომალდის მიღებისა და გამგზავრებისთვის კრიტიკული ინფორმაციის გაცვლა სხვა აეროპორტებთან და ავიაკომპანიებთან; შეასრულოს სხვადასხვა რეგულაციებითა და ხელშეკრულებებით დაკისრებული მოვალეობები ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.
  2. ეკონომიკა 33720 - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დერეფნის გაფართოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 299 200 ლარის ფარგლებში.
  3. რეგიონული 33697 - მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხორნაბუჯის საბავშვო ბაღის შენობის რეკონსტრუქციისა და ახალი 50  ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობის მიშენებისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
  4. ფინანსები 33689 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 5471,09 კგ. თითბერის ჯართს, ტაძრის სამრეკლოს ზარებისა და შანდლების დასამზადებლად უსასყიდლოდ გადაცემს საქართველოს საპატრიარქოს.
  5. ფინანსები 33687 - სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური განახორციელებს 85 ცალი Vmware-ის მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  6. ფინანსები 33685 - სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 28 ცალი HP სერვერებისა და SAN მარშრუტიზატორების ტექნიკური მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  7. ფინანსები 33684 - ცვლილება შედის ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის წესში, სადაც „იმპორტთან“ ერთად გამოიყენება ტერმინი „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება“.
  8. ეკონომიკა 33669 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უჯარმაში არსებული 347370 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 750 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
  9. რეგიონული 33668 - შპს  - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში − 340 239 ლარს, მიმართავს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ე.წ. „ურაველის“ მაგისტრალური მილსადენის გადატანისა და მასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის და ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთებიდან არსებული წყალსადენი ქსელის გადატანისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად.
  10. ეკონომიკა 33660 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხადორის მიმდებარედ არსებული 5629კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
  11. რეგიონული 33658 - ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან დარჩენილ 4 200 ლარს მიმართავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნანარისა და ხოფურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.
  12. რეგიონული 33657 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან დარჩენილ 212 975 ლარს მიმართოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.
  13. რეგიონული 33795 - პროექტის მიხედვით, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით, გასცემს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე გვირაბისა და მისასვლელი გზების მშენებლობის ნებართვას.
  14. რეგიონული 33794 - ტყიბულის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
  15. გარემო 33751 - სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა თანხმობა, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ნენსკრას ხეობაში,  ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობა.
  16. ეკონომიკა 33656 -  მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს მთავრობასა და შპს „ზარზმაჰესს“ შორის „ხუბერი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2019 წლის 20 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამავე მხარეთა შორის დასადები შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას და ხუბერი ჰესის სიმძლავრე განისაზღვრება 1.6 მგვტ-ით (1.8 მგვტ-ის ნაცვლად), ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 6,98 მლნ.კვტ.სთ-ით (7.5 მლნ.კვტ.სთ-ის ნაცვლად); ასევე ხელი მოეწერება შეთანხმებას ხუბერი ჰესის „სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ“.
  17. განათლება 33631 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ცენტრის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია, მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელება, ასევე, მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა და მართვის პროცესის გაუმჯობესება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, ასევე, სამუშაო ძალის გადაადგილება.

ხელმოსაწერი:

  1. 33731 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway Tunnel Group Co. Ltd (PRC)-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების (საგანი: ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის (გვირაბის) მშენებლობა) პროექტი.

პატივისცემით,  

ნათია