| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ელ.მთავრობის საკითხები_22.08.19 |
| Received On : | 22.08.2019 09:25 |
თიკო სალამი შენიშვნები არ მაქვს. უბრალოდ დავიზებისას სადაც ჩვენი დეპარტამენტების მიერ არის შენიშვნები ისინი რომ ავუტვირთოთ.
From: Natia Khmaladze
Sent: Thursday, August 22, 2019 1:23 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის, სოციალურ, დევნილთა და დასაქმების დეპარტამენტებში, ტრეფიკინგის ფონდში.
სოციალურ დეპარტამენტს გააჩნია შემდეგი ხასიათის შენიშვნა:
1. ,,თავი: 16. ბავშვთა უფლებებში, საქმიანობა 16.6.1.1-ის შემდეგ, ნუმერაციის მიხედვით 16.1.1.2 -ის მაგივრად უნდა იყოს საქმიანობა 16.6.1.2, რომლის შესრულებული აქტივობა უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ბავშვების ინტერესებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მუდმივად მიმდინარეობს მათი საქმეების გადახედვა და ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან ალტერნატიულ სერვისებში გადასვლის დაგეგმვა. 2018 წელს ჩვილ ბავშთა სახლიდან მინდობით აღზრდაში განთავსდა 8, გაშვილდა 3, ბიოლოგიური ოჯახში დაბრუნდა 3, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ჩაირიცხა 7 ბენეფიციარი.‘‘
დევნილთა დეპარტამენტს გააჩნია შემდეგი ხასიათის შენიშვნა:
2. მთავრობა 32015 - მტკიცდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ყოველწლიური (2018 წლის) შესრულების ანგარიში. აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სამსახურების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის, სოციალურ, დევნილთა და დასაქმების დეპარტამენტებში, ტრეფიკინგის ფონდში, შენიშვნები არ გააჩნიათ.
3. გარემო 33198 - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 51 883 კვ.მ. მიწის ნაკვეთი განისაზღვრება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების შესაძლო განთავსების ადგილად.
4. გარემო 33197 - ცვლილება შედის ტექნიკური რეგლამენტის - ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, დადგინდება და სამართლებრივი რეგულირების სფეროში მოექცევა ყურძნისეული წარმოშობის სპირტის წარმოების ზოგადი წესი, განისაზღვრება ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი.
5. ეკონომიკა 33193 - მტკიცდება სახელმწიფო პროგრამა „საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების მექანიზმი სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“.
პროექტი არის საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია ინდუსტრიის იმ წარმომადგენელთა დახმარებისათვის, რომლებსაც კომერციულ ბანკებში აღებული სესხის გადახდაში შეექმნათ პრობლემა მიმდინარე წლის ივლისის თვეში ტურიზმის სექტორში შექმნილი ვითარების გამო.
6. ეკონომიკა 33172 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „SOCAR Georgia Investments“-ს (უფლებამონაცვლე - შპს ფაზის ოილი) შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ყულევის თიზი) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი. განხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გადავადება და შპს „ფაზის ოილის“ მიერ დარიცხულ პირგასამტეხლოს თანხასა და წარმოდგენილ საბანკო გარანტიის თანხას შორის სხვაობის დაფარვა.
7. რეგიონული 33163 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი განახორციელებს ქ. თეთრიწყაროში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
8. რეგიონული 33162 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს პროექტების, რომელიც ითვალისწინებს 2 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე ასფალტო-ბეტონის საფარით გზის მოწყობას, ტროტუარების მოწყობას, განათების რეაბილიტაციას, გამწვანებული ზოლის და სკვერის მოწყობას დაფინანსებას.
9. განათლება 33202 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. ატვირთულია განმეორებით
10. რეგიონული 33159 - პროექტი ითვალისწინებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ინფრასტრუქტრული პროექტების განსახორციელებლად საჭირო, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
11. ეკონომიკა 33140 - შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ნივთები, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გავრცელებას და ხარისხიანი თესლის წარმოებას.
12. ეკონომიკა 33131 - ფ/პ თამილა აბსანძეს საკუთრებაში გადაეცემა ქონება მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
13. გარემო 33090 - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, ა(ა)იპ „ასოციაცია ატუს“ მიეცემა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეები (89 ინდივიდი ,,იმერული მუხა“ და 9 ინდივიდი ,,ძელქვა”) და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს სამშენებლო სამუშაოები.
14. გარემო 33086 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და შპს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ) შორის გაფორმდება საგრანტო ხელშეკრულება - „სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერა ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 64 894 ჰა ფართობზე ტყის მართვის აღრიცხვის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით განხორციელებასა და ეკოსისტემულ მიდგომებზე დაფუძნებული ტყის მართვის გეგმის შემუშავებაში“.
15. ფინანსები 33111 – სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 2 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს შეუმცირდება საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. შპს „ISTANBUL BAZAAR“ (ს/ნ 445384646)
2. ამხანაგობა „შპს ,,ინ-სი“ და შპს ,,ქალაქპროექტი“ (ს/ნ 200290899)
ხელმოსაწერი:
1. 33196 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2019 წლის 11 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
შეთანხმება აყალიბებს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის ძირითდ წესებს, აგრეთვე მხარეებს შორის ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენის პირობებსა და პროცედურებს ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების აღმოჩენის შემთხვევაში.
2. 33195 - 2019 წლის 15 სექტემბრიდან ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინება- კონსტანტინე ჟღენტის კანდიდატურა.
3. 33194 - 2019 წლის 15 სექტემბრიდან უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინება - თეიმურაზ შარაშენიძის კანდიდატურა.
4. 33155 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება უკრაინის საკონსულო დაწესებულება ქ. ბათუმში საკონსულო ოლქით - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. საკითხი პირველ ეტაპზე დავიზებულია.
პატივისცემით,
ნათია