From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები_21.08.19
Received On : 21.08.2019 10:08

შენიშვნა არ მაქვს თიკო

 

From: Natia Khmaladze
Sent: Wednesday, August 21, 2019 12:19 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
ელ.მთავრობის საკითხები_21.08.19

 

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 33052 - დაზარალებულ / ნიკოლოზ კვეზერელ საკუთრებაში გადაეცემა ქონება მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟშიასევე, ნიკოლოზ კვეზერელი იკისრებს ვალდებულებას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 12799.00 კვ.. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაცეს სახელმწიფოს, საბაზრო ღირებულების, 2 590 262  ლარის გადახდის სანაცვლოდ.
  2. ეკონომიკა 33050 - შპსსაქართველოს აეროპორტების გაერთიანებასდაევალება, ერთი მხრივ, ავიაკომპანია Ryanair DAC-სა (კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი 104547) და მეორე მხრივ, Airport Marketing Service Limited-თან (კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი 280190) გააფორმოს სტიმულირებისა და მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებები, ასევე, ავიაკომპანია Ryanair DAC-სთან გააფორმოს საავიაციო უშიშროების მომსახურებისა და სააეროპორტო მომსახურების ხელშეკრულებები.
  3. ფინანსები 33039 - ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს დაბა ბაკურიანში მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებისთვის, სპეციალური ტექნიკის შესყიდვისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
  4. ფინანსები 33037 – 57 მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, გამოეყო სულ 270 000 000  ლარი. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 19 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დაზუსტებაზე.

    გამოყოფილი თანხები მოხმარდება მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას (გზები, წყალმომარაგება, სპორტული მოედნები და სხვა).სულ მუნიციპალიტეტებისათვის. განკარგულებით გამოყოფილი თანხის ოდენობა უცვლელი რჩება.
  5. ფინანსები 33027 - სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 19 აგვისტოს  გადაწყვეტილების საფუძველზე 41 მუნიციპალიტეტს გამოეყოფა 16 985 067 ლარი.
  6. მერია 33067 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ()იპმუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსმიეცემა უფლება, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში დეცენტრალიზაციის რეფორმის ჩატარების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი შემოსავლებით   არაუმეტეს - 404 350 ლარის ფარგლებში.
  7. ფინანსები 33025 - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტება. მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 22 993 751 ლარი.
  8. ეკონომიკა 33023 - პროექტის მიხედვით, /ონი კასკადი“ - სათვის ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, /ონი კასკადი“ - 206.1 მვტ. სიმძლავრისონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი“ - (ონი - 1 ჰესი 122.4 მვტ. ონი - 2 ჰესი 83.7 მვტ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადა  გაგრძელდება 2019 წლის 18 დეკემბრამდე.
  9. ეკონომიკა 33022 - სსვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“- საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, ასევეშესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში, სსვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“- საკუთრებაში არსებული, . ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N55-ში მდებარე 5354.00 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: და . თბილისში, სოფელ შინდისში, წავკისის გადასახვევის გზის მიმდებარედ არსებული 69.00 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, უფლებრივი ტვირთისაგან თავისუფალ მდგომარეობაში.
  10. ეკონომიკა 32962 - . თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა N3-ში მდებარე 5088 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობები  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1000  ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპსბაუჰაუსს“, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნას და ამ მიზნით 12 712 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელებას.

    უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა:

    . თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში მდებარე 1596 კვ..  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24   თვის    ვადაშიპირადად ან მესამე პირის მეშვეობითფონდთან შეთანხმებული პროექტით  . თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში მდებარე 1596 კვ..  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ორი ერთეული შენობა-ნაგებობის (თითოეული არანაკლებ 350 კვ.. ფართის მქონე) აშენება და  კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება;  ამავე  შენობა-ნაგებობების საცხოვრებლად მზა, გარემონტებულ მდგომარეობაში მოყვანა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) პანდუს(ებ)ით აღჭურვას, ელექტროგაყვანილობას, ბუნებრივი აირის გაყვანილობას, სველ წერტილებს  (მოპირკეთებული ფილებითმოწყობილი ხელსაბან(ებ)ით და  უნიტაზ(ებ)ით)) და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

    ასევე, 2021 წლის 31 დეკემბრამდე შპსბაუჰაუსიპირადად ან მესამე პირის მეშვეობითუზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ერთ ოთახიანი (30-40 კვ.. ფართის მქონე) და ორ ოთახიანი (45-60 კვ.. ფართის მქონე) საცხოვრებელი ბინების (ჯამური ფართი არანაკლებ 2900 კვ..) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას საცხოვრებლად მზა, გარემონტებულ მდგომარეობაში (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ელექტროგაყვანილობას, ბუნებრივი აირის გაყვანილობას, სველ წერტილებს  (მოპირკეთებული ფილებითმოწყობილი ხელსაბან(ებ)ით და  უნიტაზ(ებ)ით)).

      

    პროექტს თან ახლავს ტრეფიკინგის ფონდის / 3 მაისის, 4 ივნისის და სამინისტროს / 17 ივნისის  წერილები.

    თანდართული კორესპოდენციის მიხედვით ირკვევა, რომ რომ . თბილისში, ნუცუბიძის . N3-ში განთავსებულია ფონდის ფილიალი ,,თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“, რომელიც ახორციელებს ბავშვთა 24 საათიან მომსახურებას 0-დან 11 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისათვის.

    სამინისტრო თანახმაა განხილულ იქნას  . თბილისში, ნუცუბიძის . N3-ში არსებული 5088 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სანაცვლოდ  . თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1596 კვ. მიწის ნაკვეთის  ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალტერნატიული სხვა ქონების ფონდისათვის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი შემდეგი პირობებით: ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს: ) სახელმწიფო ფონდთან შეთანხმებული პროექტით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, . თბილისში, ლუბლიანას . N21 -ში, 1596 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ორი ერთეული შენობა-ნაგებობის (თითოეული არანაკლებ 350 კვ..ფართის მქონე) აშენება, კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლოატაციაში მიღება და შემდგომ (არაუმეტეს 3 თვის ვადაში) სახელმწიფოსათვის (შემდგომში აღნიშნული შენობა-ნაგებობებისა და მასზე დამაგრებული 1596 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო ფონდისათვის არსებობის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით) გარემონტებულ მდგომარეობაში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; ) სახელმწიფო ფონდისათვის ალტერნატიული ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადმოცემამდე საპრივატიზებო ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების შენარჩუნება.

     

    პროექტი შეთანხმდა სოციალურ დეპარტამენტთან და ტრეფიკინგის ფონდთან. ფონდის მიერ გამოთქმული მოსაზრება ატვირთული იყო ელ. მთავრობის პროგრამაში, რომელიც ამ პროექტში გათვალისწინებული არ არის . ვესაუბრე ქონების მართვას და ასე მითხრა არ ვიცოდიო ეგ შენიშვნებიო, ამიტომ განმეორებით ავუტვირთავთ და მითხრა გავითვალისწინებო.

 

ხელმოსაწერი:

1.     33055 - შპსენგურის ქვის სიმძლავრეზე‘‘ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე, „ენგური I“-ის საბადოს ქვიშა - ხრეშის 498 930 3-ის ოდენობის  მოპოვების უფლებით, 5 წლის ვადით.

პროექტის მიხედვით, იცვლება ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ხრეში) მოპოვება.

პირველ ეტაპზე დავიზებულია

2.       33003 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩა N22-ში მდებარე 9605 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

3.     32979 - მტკიცდება ,,შპსსაქართველოს ფოსტა“-  მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. 

პროექტი მიზნად ისახავს  შპსსაქართველოს ფოსტა“- საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის ახალი ვადით დამტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს ამ კომპანიის მიერ  უნივერსალური საფოსტო მომსახურების (სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულება, რომელსაც დე-ფაქტო ახორციელებსსაქართველოს ფოსტა“) განხორციელებას - დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

 

 

კანონპროექტები:

  1. ეკონომიკა 32716  - „სახელმწიფო ქონების შესახებდა მისგან გამომდინარე:  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  დაიარაღის შესახებცვ. პროექტები

სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ფუნქციები განისაზღვრება ერთი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციად. შესაბამისად, მოძრავი ნივთის აღრიცხვასთან/შენახვასთან/შეფასებასთან და განკარგვასთან დაკავშირებული მომსახურების სააგენტოს ფუნქციები გადაეცემა ქონების სააგენტოს.

 

პატივისცემით,  

ნათია