From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_18.01.19
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 18.10.2019 08:05

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 41127 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციას და შესყიდის სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი  სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.
  2. რეგიონული 41122 - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი განახორციელებს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების (სასმელი წყლის ჭაბურღილებისა და შიდა ქსელის მოწყობა; ადმინისტრაციული შენობის რებილიტაცია; მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და სხვ.) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის შესყიდვას და პროექტების განხორციელებას.
  3. გარემო 41093 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის  მენეჯმენტის გეგმა“, რომლის საფუძველზეც, განხორციელდება კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მართვა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.

    პროექტის მიხედვით, „ტექნიკური რეგლამენტის - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ დამტკიცების გათვალისწინებით, ძლადაკარგულად გამოცხადდება დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 8), ხოლო დადგენილების სათაურიდან ამოღებული იქნება სიტყვები „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“.
  4. მთავრობა 41088 - ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის რეგლამენტში, რომლის მიხედვით, რეგლამენტს ემატება რეგულაცია, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრის ქვეყნის ფარგლებს შიგნით/გარეთ სამსახურებრივი მივლინების ფაქტი არ შეზღუდავს მას პროექტის, ასევე კანონპროექტის შეთანხმების პროცედურაში მონაწილეობის მიღებისაგან.
  5. მთავრობა 41104 - საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სფეროში უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  6. ეკონომიკა 41086 - საქართველოს მთავრობასა და სს „გურია ჰიდროფაუერს“ შორის დაიდება „გუბაზეულის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
  7. ეკონომიკა 41082 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში, კურორტის ქუჩა №4-ში არსებული 8276კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც რეგისტრირებული იქნება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს სარგებლობის უფლება.
  8. ეკონომიკა 41078 - შპს „ველაჯიოს“ (უფლებამონაცვლე - შპს „მპ დეველოპმენტი“) კომპანიას 810 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა  ქ. ფოთში, მშვიდობის ქ. N2-ში მდებარე 5400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის, 150 მაყურებელზე გათვლილი ერთი ან რამდენიმე კინოდარბაზის მოწყობის ვალდებულება.

    პროექტი ითვალისწინებს ვალდებულებების ცვლილებას, კერძოდ,  კინოთეატრის ნაცვლად, თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენების და ამ მიზნით 2 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  9. ეკონომიკა 41036 -  მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი  მიყიდვის ფორმით,   70000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ პირს ნიკოლოზ რუხაძეს.

    საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა უძრავი ნივთის ფართობის არანაკლებ 70 %-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება  და ინფრასტრუქტურის ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის დამცავი მესერით და საირიგაციო სისტემ(ებ)ით უზრუნველყოფას) მოწყობა. ამ მიზნით, არანაკლებ 220 000  ლარის ინვესტიციის განხორციელება.
  10. განათლება 41030 - ცვლილება შედის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რაც გამოწვეულია სამინისტროში ფუნქციათა ოპტიმალური განაწილების, დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფისა და დამატებითი რესურსების დაზოგვის აუცილებლობიდან.
  11. განათლება 41029 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება.
  12. ფინანსები 41014 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება 2019 წლის 7 ოქტომბერს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება ((საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო).
  13. ფინანსები 41012 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება 2019 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის ხელმოწერილი საკრედიტო შეთანხმება ((საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო).
  14. იუსტიცია 40968 - სპეციალური პენიტენციური სამსახური სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 400 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, კერძოდ, 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეუფერხებლად განხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
  15. განათლება 40915 - პროექტის თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.
  16. განათლება 40896 - პროექტის მიხედვით, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017 – 2021“-ს ემატება 2019 წლის სამოქმედო გეგმა.
  17. გარემო 40864 - ცვლილება შედის „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ მთავრობის დადგენილებაში, რომლის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს, დანერგოს და უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური და დოკუმენტურად დასაბუთებული სისტემა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პერსონალის, მათი ცოდნისა და უნარების ადექვატურობას, ასევე საჭიროების მიხედვით შენობა-ნაგებობების და მოწყობილობების ორგანიზაციას, ასევე ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს მდგრადი ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა და ჰქონდეს   ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.               
  18. გარემო 40862 - მტკიცდება  წესი - „ახალი („ნოველ“)  სურსათის შესახებ“.

    პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.

 

ხელმოსაწრი:

  1. 41024 - სსიპ შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე  სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნისათვის საჭირო  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა ნაცვლად 2019 წლის 1 აგვისტოდან  2019  წლის  1 ოქტომბრამდე, განისაზღვრება  2019 წლის 1 აგვისტოდან  2020 წლის  1 იანვრამდე. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  2. 40985 - ქვემო ბოლნისის სამეკლესიან ბაზილიკას  განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
  3. 40975 - სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმი განახორციელებს მუზეუმის საექსპოზიციო  დარბაზის ავეჯის  სახელმწიფო შესყიდვას.პირველ ეტაპზე დავიზებულია

 

კანონპროექტი:

 

  1. გარემო 38573 - „ვაზისა და ღვინის შესახებ“,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  ცვ. პროექტები

    კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის მეღვინეობაა, შესაბმისად, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავება და მოქმედის  ცვლილება.

    კანონპროექტი მიზნად ისახავს, პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად გამოყენებულია ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინო დაექვემდებაროს სამართლებრივ რეგულირებას.

    ცვლილების მიხედვით: ტერმინთა განმარტებას ემატება ტერმინები: „დეალკოჰოლიზაცია“, „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, ,,ღვინისეული   სასმელი“;

    ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის, ასევე, ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს  ალკოჰოლიანი, ასევე ღვინისეული სასმელის  შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო;

    პროდუქტის დამზადების სპეციფიკის გათვალისწინებით მეღვინეობის დარგში ნებადართულად განისაზღვრა ღვინისეული სასმელის წარმოებისას  წყლის, საქაროზას, ბუნებრივი არომატის და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელს დაემატა ღვინისეული  სასმელი და სხვა. ატვირთულია განმეორებით პირველ ეტაპზე დავიზებულია

     

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge