| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_17.09.19 |
| Received On : | 17.09.2019 09:45 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: September 17, 2019 at 11:55:15 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Cc: "tikhardziani@gmail.com" <tikhardziani@gmail.com>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_17.09.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 36225 - ცვლილება შედის „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდებაში, რომლის მიხედვით, თანხვედრაში იქნება ფონდის ფაქტიური და იურიდიული მისამართი და დაიხვეწება ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ,,ელექტრონული მთავრობის‘‘ პროგრამის გამოყენებასთან.
- შსს 36220 - შინაგან საქმეთა სამინისტრო ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- ეკონომიკა 36216 - „საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ შორის დაიდება შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს: მემორანდუმის მხარის ცვლილებას, რის შედეგადაც მემორანდუმში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ჩაანაცვლებს შპს „ბორჯომჰესი“, მემორანდუმით გათვალისწინებული ვადების 15 თვით გაგრძელებას, რის შედეგადაც წინასამშენებლო ეტაპის ვალდებულებების/სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრული საბოლოო ვადა 12 თვის ნაცვლად განისაზღვრება მემორანდუმის ხელმოწერიდან 27 თვით. გარდა ამისა, აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღების შედეგად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას გააგრძელებს შპს „ბორჯომჰესი“, რომელიც ამ ნაწილშიც ჩაანაცვლებს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“.
- განათლება 36211 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის მიხედვით მოხდება საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვებისთვის საჭირო მინიმალური ზღვრის დადგენა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს დაგროვილი კრედიტქულების საფუძველზე ისარგებლონ მასწავლებლის, მასწავლებლობის მაძიებლის უფლებამოსილებით და მოქმედი კანონმდებლობით მასწავლებლისთვის ან მასწავლებლობის მაძიებლისთვის განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკვე, როგორც მასწავლებელმა ან მასწავლებლობის მაძიებელმა უზრუნველყონ ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება.
- მთავრობა 36085 - პროექტის მიხედვით, 2020-2030 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენის ვადა გადაიწევს ერთი თვით -2019 წლის 1 ნოემბრამდე.
- მთავრობა 36079 - პროექტის მიხედვით, სსიპ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა განისაზღვრება 10 ერთეულით.
- მთავრობა 36076 - მთავრობასთან თანხმდება, საჯარო სამართლის კორპორაცია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ განსახორციელებელი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი - ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში, რომლის ფარგლებშიც პალატის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების კუთხით.
- მთავრობა 36074 - პროექტი ითვალისწინებს, სსკ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ,,შრომის ანაზღაურების" მუხლით დამტკიცებული ასიგენებების გაზრდას 50.000 ლარის ოდენობით.
- ფინანსები 36036 - ცვლილება შედის დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტში, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს აპარატი უფლებამოსილი იქნება სამსახურებრივი საჭიროებისათვის ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი, განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს ექსპერტს, სპეციალისტს, სამეცნიერო დაწესებულებას ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას.
- ფინანსები 36002 - ცვლილება შედის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში, დადგენილების ტექსტი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს საბაჟო კოდექსთან; დადგენილებას დაემატება რიგი საფასურები (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტი და სხვა.)
ხელმოსაწერი:
- 36318 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36317 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36217 - მტკიცდება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი.
- პროექტის მიხედვით, შესაძლებელი გახდება უფრო ეფექტურად და ოპერატიულად იქნას შეძენილი საქართველოს აეროპორტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, მათი მართვის, კოორდინაციის და განვითარების ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი საქონელი თუ მომსახურება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36285 - საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფს - საქართველოს საელჩოს საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას იუნესკოში მიეცემა თანხმობა არქიტექტორულ-სამშენებლო პროცესში საკონსულტაციო-საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა - 39900,60 ევროს ექვივალენტი ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36284 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36210 - 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინება გიორგი ზურაბაშვილის კანდიდატურა.
- 36208 - ცვლილება შედის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადებში და საფასურის გადახდის წესში, რომლის მიხედვით, ცოცხალი ცხოველების ექსპორტის დროს ვეტერინარული სერტიფიცირების მომსახურება განხორციელდება ერთ დღეში (საფასური 100 ლ), რომლის ბოლო ვადა დაემთხვევა ცხოველების ჩატვირთვის თარიღს. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36207 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო განახორციელებს ჰიპერ-კონვერგენტული ინფრასტრუქტურის სპეციალიზირებული მოწყობილობის სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 1,537,516.36 ლარის ღირებულების ფარგლებში.
- 36206 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „საქართველოს ბანკისთვის“ არაუმეტეს 40 მლნ ევროს ოდენობის სესხის მიცემის თაობაზე. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36205 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და მალაიზიის მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ,,დაცული ტერიტორიების მენეჯმენტისა და ველური ბუნების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36188 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უჯარმაში არსებული 347370 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 750 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36181 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 5471,09 კგ. თითბერის ჯართს, ტაძრის სამრეკლოს ზარებისა და შანდლების დასამზადებლად უსასყიდლოდ გადაცემს საქართველოს საპატრიარქოს. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 36159 - შპს „ვიონი საქართველოს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგოითში მდებარე 301.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანიის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩოლობარგში მდებარე 301.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „ვიონი საქართველო“ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (7.70 ლარს) გადაიხდის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.
- 36154 - სსიპ - შემოსავლების სამსახური ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს ჰაერის კონდიცირების საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
პატივისცემით,
ნათია