From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_13.08.19
Received On : 13.08.2019 07:07

თიკო ამ მთავრობაზე შენიშვნა არ მაქვს

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 13, 2019 at 10:41:44 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_13.08.19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 31948 - ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. პროექტი ითვალისწინებს აწარმოე უკეთესი მომავლისთვის ნაწილის ფარგლებში მოქმედი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების ჩართვას.
  2. განათლება 31013 -  სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული, დამხმარე N2 შენობის პირველ სართულზე მდებარე  132.52 კვ.მ. ფართი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში 5 წლის ვადით (2019 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 15 სექტემბრამდე ვადით) გადაეცემა ა(ა)იპ საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ფუნქციონირების მიზნით. პროექტი შეთანხმდა სოციალურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  3. განათლება 31946 - მთავრობასთან თანხმდება,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი.
  4. განათლება 31944 - სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი თავის სარგებლობაში  არსებულ,  ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N49-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილს, კერძოდ, შენობის ნულოვან სართულზე მდებარე 47.6 კვ.მ ფართს, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში -   36 თვის ვადით, გადასცემს შპს „ ვიქტორია +“  სასადილოს ფუნქციონირების მიზნით, წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრება 2 052 ლარის ოდენობით.
  5. განათლება 31940 - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სარგებლობაში არსებულ 4RUNER ტიპის ერთი ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, უვადო სარგებლობაში სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე გადასცემს       ა(ა)იპ კოლეჯ „პრესტიჟს“.
  6. განათლება 31919 - სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი  განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას, 79 900 ლარის ფარგლებში.
  7. გარემო 31907 - ცვლილება შედის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობებში, რომლის მიხედვით, საფასურის გადახდას დაექვემდებარება ის მომსახურებები, რომლებიც პროექტის მიღებამდე ფაქტობრივად უსასყიდლოდ ხორციელდებოდა სააგენტოს მიერ (ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის გაფართოების შესახებ დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა; ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა და სხვა).
  8. ფინანსები 31885 - სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის სსიპ - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებზე გაიცემა ფულადი ჯილდო.
  9. ფინანსები 31871 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 1 400 000 ლარი.

პატივისცემით,   ნათია