| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_12.08.19 |
| Received On : | 13.08.2019 07:06 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 12, 2019 at 2:42:45 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_12.08.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- საგარეო 31784 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გათვალისწინებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამატების აუცილებლობიდან, ახლებურად ყალიბდება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით ასევე, შედის თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
- საგარეო 31782 - პროექტის მიხედვით, პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაფარვა განხორციელდება ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოდან.
- ფინანსები 31778 - მთავრობასთან თანხმდება, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2018 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიში“.
ანგარიში მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2018 წლის შედეგების შეფასებას, დასახულ და განხორციელებულ ამოცანებს და სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის და განვითარების მიზნით შესაბამის დაწესებულებებში დღეისათვის არსებული სიტუაციის ანალიზს.
პროექტი შეთანხმდა შიდა აუდიტის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია. (ატვირთულია განმეორებით)- ეკონომიკა 31773 - პროექტი ითვალისწინებს ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის დავით აფციაურის დანიშვნას.
- ეკონომიკა 31770 - მტკიცდება ,,შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
პროექტი მიზნად ისახავს შპს „საქართველოს ფოსტა“-ს საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის ახალი ვადით დამტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს ამ კომპანიის მიერ უნივერსალური საფოსტო მომსახურების (სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულება, რომელსაც დე-ფაქტო ახორციელებს „საქართველოს ფოსტა“) განხორციელებას - დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.- ეკონომიკა 31741 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს ქ. ცაგერისა და ქ. მარნეულის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
- ფინანსები 31725 - სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 ცალი, (Telerik DevCraft Complete) პროგრამული ბიბლიოთეკის მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 31707 - ცვლილება შედის იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან, პროექტით კონკრეტდება ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესოპერატორი, იმისათვის, რომ სსიპ-სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ბიზნესოპერატორის აღიარება.
ცვლილება შედის „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესში, პროექტი დაარეგულირებს პესტიციდებით ვაჭრობას სპეციალიზებულ ობიექტებში და ასევე დაადგენს პესტიციდების რეალიზატორის (გამყიდველის) შესაბამისი კვალიფიკაციის ან სპეციალური მომზადების აუცილებლობას იმ მიზნით, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ინფორმაცია პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ. ასევე აღნიშნული ცვლილებები შეეხება მკაცრად შეზღუდული პესტიციდების რეალიზატორის მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის ქონის აუცილებლობას.
პროექტი ატვირთულია განმეორებით, პირველ ეტაპზე დავიზებულია.- გარემო 31705 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი - „ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა“, რომლის მიზანია გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების რადიაციული დაცვისა და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. განისზაღვრება პასუხისმგებელი უწყებების ფუნქციები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციები.
პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან შენიშვნები არ გააჩნია.- გარემო 31703 - ცვლილება შედის „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგად წესსა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესში“, რომლის მიხედვით, ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა), დანერგილი უნდა ჰქონდეს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად სურსათის უვნებლობის პროცედურები, რაც შეამცირებს მავნე სურსათის წარმოების და რეალიზაციის ალბათობას და შესაბამისად, უფრო ეფექტიანად იქნება დაცული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ცვლილებები შედის ასევე შესაბამის მარეგულირებელ აქტებში.- გარემო 31700 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს 10 ერთეული ჰაერმბერისა და ერთი ერთეული ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის თანმდევი მონტაჟით) სახელმწიფო შესყიდვას.
- ფინანსები 31675 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას (ავტომანქანა).
- განათლება 31818 - მტკიცდება ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებში.- ფინანსები 31804 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ფინანსთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას (ავტომანქანა).
- ფინანსები 31802 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას (ავტომანქანა).
- რეგიონული 31669 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მის სარგებლობაში არსებულ L=33 მეტრი სიგრძის „CARM“-ის ტიპის მალის ნაშენის ორი კომპლექტს, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცემს ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდ“-ს 2020 წლის 3 დეკემბრამდე.
- განათლება 31664 - ცვლილება შედის, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით განისაზღვრება ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა.
- ფინანსები 31806 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 37 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც შეუმცირდება გადასახადის ოდენობა.
1. შპს „CMRS“ (ს/ნ 404947705)
2. შპს „აუტო-დოკა“ (ს/ნ 206027262)
3. ფ/პ ბადრი გაგუა (პ/ნ 62001022850)
4. შპს „ბებე“ (ს/ნ 405028492)
5. ფ/პ გერმანე ლომინაძე (პ/ნ 33001044994)
6. შპს „გიორგი“ (ს/ნ 417886666)
7. ფ/პ გურამ გაბიძაშვილი (პ/ნ 10001017305)
8. ი/მ ,,დავით მეტრეველი“ (ს/ნ 01019010383, ძველი ს/ნ 109479369)
9. შპს ,,დიდოსტატი 10“ (ს/ნ 401947104)
10. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,დიღომი პალასი“ 11. ი/მ „ერანაკ სანამიან“ (ს/ნ 32001006786)
12. შპს ,,ერგოინტერიერი“ (ს/ნ 205263711) (მოსაკრებელზე)
13. შპს „ერგოინტერიერი“ (ს/ნ 205263711)
14. სს „ერთობა“ (ს/ნ 221299315)
15. ფ/პ ვახტანგი ამირაჯიბი (პ/ნ 01017056506)
16. ფ/პ ვენერა ამირაჯიბი (პ/ნ 01012007386, ძველი ს/ნ 106058006)
17. ი/მ „თამაზ ქარცხია“ (ს/ნ 19001093175)
18. შპს „იემეი ინჯინირინგ“ (ს/ნ 405124627)
19. შპს „კავკასიონი“ (ს/ნ 226517043)
20. შპს ,,კაპო“ (ს/ნ 405126117)
21. შპს „კასტელ ჯორჯია“ (ს/ნ 401980120)
22. ი/მ „კახა ჭითანავა“ (ს/ნ 62005003571, ძველი ს/ნ 109445271)
23. ი/მ ,,ლალი არსენიძე“ (ს/ნ 01029013916)
24. ი/მ „ლევან ათაბაგი“ (ს/ნ 61006021570, ძველი ს/ნ 148390087)
25. ფ/პ ლია ამირაჯიბი (პ/ნ 01012007389)
26. ი/მ ,,მარინა ცქიტიშვილი“ (ს/ნ 18001009781)
27. შპს „მედ ფარმასი გრუპი“ (ს/ნ 206344730)
28. ი/მ ,,მევლუდი ნოზაძე“ (ს/ნ 01605046222)
29. ფ/პ მერაბ ნოზაძე (პ/ნ 01023006566, ძველი ს/ნ 100026507)
30. შპს ,,ორიონ ტექნოლოჯი“ (ს/ნ 202174182)
31. ი/მ „პაატა სვირავა“ (ს/ნ 19001053178)
32. ი/მ ,,რაჯი ჭკადუა“ (ს/ნ 22401026000)
33. ი/მ „სალომე მუსერიძე“ (ს/ნ 09201029328)
34. სს ,,სანატორიუმი ლიკანი“ (ს/ნ 226109528)
35. შპს „სვიჩი“ (ს/ნ 205167326)
36. შპს „უური“ (ს/ნ 215124988)
37. ფ/პ ქეთევან ამირაჯიბი (პ/ნ 01012028186)
პატივისცემით,
ნათია