From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები_11.09.19
Received On : 11.09.2019 08:44

თიკო შენიშვნა არ მაქვს.

 

From: Natia Khmaladze
Sent: Wednesday, September 11, 2019 12:32 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
ელ.მთავრობის საკითხები_11.09.19

 

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. იუსტიცია 35404 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − „იუსტიციის სახლიდაარასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოგანახორციელებენ შესყიდვის ობიექტების (საოფისე ავეჯი, სტელაჟები, კომპიუტერული აქსესუარები და სხვა) სახელმწიფო შესყიდვებს.
  2. ფინანსები 35405 - იმის გათვალისწინებით, რომ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ქალბატონ იეშიმ ელჰან-კაიალარს უსრულდება მისი როგორც მუდმივი წარმომადგენლობის  დირექტორად მუშაობის ვადა, 2019 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სახელით გამოხატავს თანხმობას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალ დირექტორად ბატონი შეინ როზენტალის დანიშვნის თაობაზე.
  3. ფინანსები 35406 - 4 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.        
  4. გარემო 35356 - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განახორციელებს (კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების, ქსელების და სხვ.) სახელმწიფო შესყიდვებს.
  5. რეგიონული 35345 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, მისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში სულ 1 429 314 ლარს მიმართავს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული  პროექტების დასაფინანსებლად.
  6. ფინანსები 35307 - 2018-2019 წლებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 1 380 000 ლარი.
  7. გარემო 35294 - ზესტაფონისა და ხარაგაულის  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე E–60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ხევი - უბისას (F2)-ის მონაკვეთის მშენებლობის მიზნით,   საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს მაგისტრალის მშენებლობა.
  8. ფინანსები 35412 - პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს თანხმობასაზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარებით 2017-2030 წლებისთვის კლიმატის ცვლილების საოპერაციო ჩარჩო დოკუმენტის‘‘ განხორციელებასთან დაკავშირებით.
  9. გარემო 35293 - მტკიცდება:

    ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესი“ „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი

    წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი

    ღორის  იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა  და  მათი  სადგომის/დროებითი  სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი

    პროექტის შესაბამისად, დაკონკრეტდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის შემუშავებისას გასათვალისწინებელი პირობები და ის გარემოებები, რასაც არეგულირებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა; ჩამოყალიბდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის და მისი შემადგენელი ელემენტების არსი, ამასთან, განისაზღვრა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სუბიექტები, ერთმანეთისგან გაიმიჯნა და განისაზღვრა პასუხისმგებელი პირისა და მომვლელის ვალდებულებები.
  10. ფინანსები 35284 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური, განახორციელებს 2 ცალი გამოთვლითი, ქსელის აპარატურულ პროგრამული კომპლექსის სახელმწიფო შესყიდვას.
  11. ფინანსები 35274 - 2007 წლის 21 ივნისს ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ იქნა ჩარჩოხელშეკრულება EIB-ის მიერ საქართველოში სამომავლოდ განსახორციელებელი საქმიანობის თაობაზე (Governing EIB activities in Georgia). EIB საქართველოში ნებისმიერი სამომავლო პროექტის განხორციელებისათვის საჭიროებს საქართველოს მთავრობის წერილობით თანხმობას, EIB-ის მიმართვის წერილის წარდგენიდან 30 დღის ვადაში.

პროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო აცნობებს ევროპის საინვესტიციო ბანკს EIB-ის მიერ სს მისოკრისტალი“-სთვის არაუმეტეს 4.1 მლნ ევროს ექვივალენტის დოლარში სესხის მიცემის თაობაზე. აღნიშნული სესხის მიზანია საქართველოს მიკროსაწარმოების დაფინანსების მხარდაჭერა.

 

 

ხელმოსაწერი:

  1. 35389 - საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებაში დახმარებისა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევის, აგრეთვე აღნიშნული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პროკურატურას გამოეყოფა 283 000  აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
  2. 35388 - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაკისრებული დამატებითი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოეყოფა 600 000 ლარი.

პატივისცემით,  

ნათია