თიკო სალამი შენიშვნა არ მაქვს
From: Natia Khmaladze
Sent: Tuesday, September 10, 2019 10:51 AM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_10.09.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მერია 35249 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდი‘‘, ქალაქ თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის განხორციელების მიზნით საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 25 000 000 ლარის ფარგლებში.
- გარემო 35218 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 116 ერთეულით.
- გარემო 35212 - სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიეცემა თანხმობა, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
- განათლება 35202 - სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკავშირის ერაზმუს + პროექტის-საერთაშორისო გრანტის ASSET-ის „შეფასების ინსტრუმენტები ახალ სასწავლო გარემოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“/Assessment Tools for new leasning environments in higher education institutions/ASSET number 585587-EPP-1-2017-1IL-EPPKA2-CBHE-JP (2018-0030/001-001საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლებში „კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარები“-ს (სავარაუდო ღირებულება 38 553 ლარი) სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
კანონპროექტი:
- 35256- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ ცვ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
ცვლილების მიხედვით, სსიპ - ტექნოლოგიური ინსტიტუტს შეეცვლება სახელწოდება და განისაზღვრება როგორც სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შესაბამისად ცვლილება შედის სსიპ ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ კანონში და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში.
პატივისცემით,
ნათია