From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_09.08.19
Received On : 09.08.2019 10:10

თიკო სალამი. ამ თემებზე შენიშვნა არ მაქვს

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 9, 2019 at 1:00:48 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_09.08.19

           ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. შსს 31618 - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შპს „ბეთერფლაი ფილმი“-ს ფილმის გადაღების მიზნით აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადასცემს მის ბალანსზე რიცხულ 2 ერთეულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას, გაუმართავ მდგომარეობაში არსებულ 5 ერთეულ МИ8 ტიპის ვერტმფრენს და ქ. თბილისში, ლ. დავითაშვილის ქ. №2-ში მდებარე უძრავ ქონებას (ტერიტორია).
  2. ეკონომიკა 31599 - მტკიცდება „შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას ოპერატიულად, შემჭიდროვებულ ვადებში და შეუფერხებლად განახორციელოს მწყობრიდან გამოსული სისტემების დროული აღდგენა.
  3. ეკონომიკა 31559 - მტკიცდება „საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესი“, რომლის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვა სამოქალაქო საჰაერო ხომალდის (შემდგომში - სხ) გზის გადაჭრის  რეგულირების გზით. წესი არეგულირებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში ჩართული შესაბამისი უწყებების და  პირების უფლება-მოვალეობებს.
  4. ფინანსები 31557 - საქართველოს პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარედგინება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“ ცვლილების წერილი-შეთანხმება.

    2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა ფინანსური ხელშეკრულება “საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“ 250 (ორას ორმოცდაათი) მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური რესურსის სესხის სახით გამოყოფასთან დაკავშირებით.

წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხის თანხიდან სხვადასხვა საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების დაფინანსებას, მათ შორის გრიგოლეთი- ქობულეთის შემოვლითი გზის, ჩუმათელეთი-ხევისა (ე.წ. “F1”) და უბისა-შორაპანის საავტომობილო გზების (ე.წ. „F3“) მონაკვეთებს.



ხელმოსაწერი:

1.     31598; 31596 - ახლებურად განისაზღვრა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის წესი და პირობები, ასევე, მტკიცდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და ბლანკის ფორმები.

2.     31586 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, 2019-2020 სასწავლო წლისთვის საჭირო გრიფმინიჭებული I-IV კლასის (ქართული, როგორც მეორე ენა), VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების და იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი I კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი) - „დედაენის“ ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3.     31584; 31582; 31580; 31576 - ცვლილება შედის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში და შესაბამის აქტებში, რაც განპირობებულია სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციით და განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, კერძოდ კონტრდაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებს გამოეყოფად უსაფრთხოების დაცვის რეჟიმზე პასუხისმგებელი სამსახურები და ყალიბდება ცალკე სტრუქტურულ ქვედანაყოფად.

 

კანონპროექტი:

4.       ეკონომიკა 31489 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს კანონის პროექტზე: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.

5.     ეკონომიკა 31488 - ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ ცვ. პროექტი

პროექტის მიზანი: სრულყოფილად დარეგულირდეს სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

პროექტის არსი: სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესში კეთდება მითითებითი ჩანაწერი, რომელიც საგამონაკლისო წესით განსაზღვრავს აუქციონის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას.

აუქციონის გამოცხადების 15 დღიანი რეჟიმი გათვალისწინებულია ისეთი რესურსებისთვის, რომელთა ინდუსტრიული ღირებულება არის შედარებით დაბალი. ამ შემთხვევაშიც, კანონპროექტი განსაზღვრავს კონკრეტულ მოცულობას - 500 000 კუბური მეტრის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც უნდა იყოს მოქცეული აუქციონზე გატანილი ობიექტის მოსაპოვებელი რესურსი. თუ ოდენობა გადააჭარბებს აღნიშნულ ზღვრულ მოცულობას, ობიექტი მოექცევა ჩვეულებრივ რეჟიმში და აუქციონის გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს ერთი თვით ადრე. 

პროექტი პირდაპირ განსაზღვრავს რესურსის სახეობებს - ეს არის საწვავი და ენერგორესურსები (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეული, არამადნეული ნედლეული და საშენი მასალები, რომელთა შემთხვევაში მითითებულია ზღვრული მოცულობა და ასევე მიწისქვეშა მტკნარი წყალი, როცა პირდაპირ არის განსაზღვრული მისი მოპოვება სამეწარმეო დანიშნულებით.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული მოპოვებითი სამუშაოების  განუხორციელებლობის შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი გამოვლენილ იქნა ლიცენზიის გამცემის მიერ სალიცენზიო ობიექტის ინსპექტირებისას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დაადგინოს გონივრული ვადა მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთვის.  აღნიშნულ ვადაში მოპოვებითი სამუშაოების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წესით გააუქმოს ლიცენზია.

6.     ეკონომიკა 31485 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ ცვ. პროექტი

პროექტი ითვალისწინებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის  სახელმწიფო ქონების  სასყიდლით,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით  გათვალისწინებული სარგებლობის  ფორმებით, არაუმეტეს 49  წლის ვადით,  აუქციონის  გარეშე გადაცემას,  სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების და მასზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და ა.შ.) ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით გამოყენების პირობით.



პატივისცემით,  

ნათია