Shenishvna ar maqvs
From: Natia Khmaladze
Sent: Tuesday, October 8, 2019 10:53 AM
To: Giorgi Tsotskolauri
Cc: tikhardziani@gmail.com
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_08.10.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ფინანსები 39585 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს მეხსიერების მატარებლებისა და კომპაქტური დისკების ჩამწერის სახელმწიფო შესყიდვას.
- ფინანსები 39584 - სსიპ - შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისათვის დაშვებული გამონაკლისი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გავრცელდება 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.
- ფინანსები 39457 - 2019 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 1 100 000 ლარი.
- გარემო 39441 - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების“ პროგრამის, „ღვინის ლაბორატორიული კვლევის“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- მთავრობა 39428 - შპს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი განახორციელებს ინტერნეტის ქსელის მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 39427 - შპს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი განახორციელებს ინტერნეტის შიდა ქსელის სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 39424 - ცვლილება შედის საქართველოში ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პასუხისმგებელი ორგანოებისა და მათი საქმიანობის განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების შემქმნელ დაწესებულებების/ორგანოების ჩამონათვალს ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.
ხელმოსაწერი:
- 39549 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ ტექსტის მიღების მიზნით.
- 39486 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
კანონპროექტი:
- ფინანსები 39516 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს პარლამენტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი . გთხოვთ იხ. თანდართული ფაილები. მოცემული საკითხი ასევე გადაგზავნილია ეკონომიკურ დეპარტამენტშიც.
პატივისცემით,
ნათია