თიკო სალამი. შენიშვნები არ მაქვს.
From: Natia Khmaladze
Sent: Thursday, August 8, 2019 11:41 AM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_08.08.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- გარემო 31163 - სს „აკურა“, 2019 წლის რთვლისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- რეგიონული 31492 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway Tunnel Group Co. Ltd (PRC)-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების (საგანი: ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის (გვირაბის) მშენებლობა) პროექტი.
- ეკონომიკა 31490 - 2017 წელს საქართველოს მთავრობასა და შპს „პ.კ ინვესტს“ შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბოყვა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლისა და მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მემორანდუმით გათვალისწინებული კვლევები და წინადადება პროექტის განხორციელების თაობაზე, პროექტის მიხედვით შეწყდება საქართველოს მთავრობასა და შპს „პ.კ ინვესტს“ შორის 2017 წლის 21 თებერვალს „ბოყვა ჰესის“ შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. - ეკონომიკა 31474 - პროექტი ითვალისწინებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რუხისა და რიყეს იმ ოჯახების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი გაზის აბონენტებად.
- ეკონომიკა 31473 - ცვლილება შედის, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებებში, რომლის მიხედვით, დამატებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება მოხდება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” 2020 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების ფარგლებში.
- ფინანსები 31471 - საქართველოს მთავრობა ცნობის სახით მიიღებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, შპს „თბილისი ენერჯი“ (ყოფილი შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“) მისთვის განსაზღვრული პირობების შესრულების საფუძველზე, გათავისუფლდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან.
- ეკონომიკა 31449 - „ნიგოზას“, „იმერეთი 1“-ის, „თბილისის“, „კასპის“, „რიკოთი-ფონას“ ქარის ელექტროსადგურ(ებ)ის თაობაზე გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმების მხარეებს განესაზღვრებათ დამატებითი ვადა, 2020 წლის 1 აპრილამდე ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის საკითხის განხილვისა და შესაბამისი ქარის ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის თაობაზე (მათ შორის, მშენებლობაზე უარის შესახებ) გადაწყვეტილების მისაღებად.
- განათლება 31442 - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას არასაბიუჯეტო (საკუთარი) შემოსავლებიდან არაუმეტეს 24 600 ლარის ფარგლებში.
- განათლება 31439 - 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს მიეცემათ შესაძლებლობა სწავლის დასაფინანსებლად მოიპოვონ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.
2019-2020 სასწავლო წლისათვის განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);
ჯანდაცვა;
ჰუმანიტარული;
ხელოვნება;
აგრარული;
განათლება;
სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);
საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);
სამართალი;
მათემატიკა და ფიზიკა;
ინფორმაციული ტექნოლოგიები;
ბიზნესი და ეკონომიკა. - მთავრობა 31365 - ცვლილება შედის, სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვით ა(ა)იპ სპორტული კლუბი არმია საკუთარი შემოსავლების ხარჯვას განახორციელებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
პატივისცემით,
ნათია