From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_07.10.19
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 07.10.2019 06:54


           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

            შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 39336 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროლეას“, შპს „კასლეთი 1“-ს და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 17 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობას, შპს „კასლეთი 1“-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების ცვ. პროექტი, რომლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მიღების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 1 მაისამდე (2019 წლის 1 მაისის ნაცვლად); მშენებლობის ნებართვის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 1 ივნისი (2019 წლის 1 ივნისის ნაცვლად); მშენებლობის დასრულებისა და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადა გაგრძელდება 2022 წლის 1 ივნისამდე (2021 წლის 1 ივნისის ნაცვლად).

ხელმოსაწერი:

  1. 39349 - საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას.
  2. 39317 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მისთვის განსაკარგავად გადაცემულ ქონებას (ავტომანქანა HYUNDAI IX 55) უსასყიდლოდ გადაცემს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
  3. 39306 - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა; სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო).
  4. 39304 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, საქართველოს სახელით დადოს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა“ საკრედიტო შეთანხმება (სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო). პირველ ეტაპზე დავიზებულია
  5. 39277 - ფინანსთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, საქართველოს სახელით დადოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) (სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო). პირველ ეტაპზე დავიზებულია
  6. 39265 - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს დამატებით 5 410 ლარის გამოყოფას, სულ  მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 22 999 161 ლარი.
  7. 39264 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით 57 მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, გამოეყო სულ 270 000 000  ლარი.

    რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე.
  8. 39262  - მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მიზნით 47 მუნიციპალიტეტს გამოეყო სულ 16 985 067  ლარი.

    რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დაზუსტებაზე, რაც გამოიწვევს გამოყოფილი თანხის 2 016 ლარით შემცირებას.
  9. 39173 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს - ნათია მიქელაძეს შესაძლებლობა ექნება საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი საქართველოს კანონის პროექტი - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პატივისცემით,  

ნათია

 



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge