From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები_06.08.19
Received On : 06.08.2019 11:02

თიკო სალამი. ელ მთავრობა. 1,9,10 შესათანხმებელია და არ დაავიზო. ხელმოსაწერებში 4 შევიკავოთ თავი.

 

From: Natia Khmaladze
Sent: Tuesday, August 6, 2019 12:13 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
ელ.მთავრობის საკითხები_06.08.19

 

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       ეკონომიკა 31113 - შპსგანმუხურის სასტუმროს“ 2011 წლის 27 მაისს  ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში, 1 ლარად, გადაეცა ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურში მდებარე 14 699 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ქონებაზე საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება, ამ მიზნით, არანაკლებ 1 000 000  აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

პროექტის მიხედვით დგინდება განსხვავებული საპრივატიზებო პირობები:  კერძოდ, კომპანია უზრუნველყოფს ქონებაზე არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის, ექსპლუატაციაში მიღებისა და ფუნქციონირების დაწყების უზრუნველყოფას; სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის და ფუნქციონირების დაწყების მიზნით არანაკლებ 3 000 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აქედან, 2 000 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიცია განხორციელდება არაუგვიანეს 2020 წლის 1 დეკემბრამდე; კომპანიას ექნება უფლება, ქონებაზე, აღნიშნული სასტუმროს გარდა, მისი შეხედულებისამებრ, ასევე ააშენოს .. „აპარტ-ოტელი“ (სასტუმრო-საცხოვრებელი ფართი).

2.     ეკონომიკა 31108 - ()იპ - კოლეჯჰორიზონტსშესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადით, იჯარის უფლებით, 1 ლარად, გადაეცემა . ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე 3963.00 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

2014 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით კოლეჯს, 5 წლის ვადით (2019 წლის 8 აგვისტომდე), იჯარის უფლებით გადაეცა . ოზურგეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე უძრავი ქონება მიწის ნაკვეთის საერთო ფართობით - 4063.00 კვ.  და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი, ხსენებული უძრავი ქონების ბუნებრივი საზღვრებისა და წითელი ხაზების გათვალისწინებით, განხორციელდა მისი სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი.

2019 წლის აგვისტოში კოლეჯს (კოლეჯში მიღებული პროფესიით კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან საქართველოში არსებულ წამყვან სასტუმროებში, რესტორნებში, ტურისტულ სააგენტოებში, კაფე-ბარებში) უწევს ავტორიზაციის გავლა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაწესებული ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელია, კოლეჯს საკუთრებაში ან სარგებლობაში ჰქონდეს განსაზღვრული უძრავი ქონება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა შესაბამის პროექტი.

3.     განათლება 31105 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, 2019-2020 სასწავლო წლისთვის საჭირო გრიფმინიჭებული I-IV კლასის (ქართული, როგორც მეორე ენა), VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების და იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი I კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი) - „დედაენისბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4.     ეკონომიკა 31058 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზა), რომელიც  გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

5.     ეკონომიკა 31040 - წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენების, და აგრეთვე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძველი ხიბულის და ახალი ხიბულის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჩხორიას, ოქტომბრის, დავითიანის, დიდი ნეძის კახათის და ჭაქვინჯის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების და აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6.     რეგიონული 31038 - მთავრობასთან თანხმდება, შპსსაქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასადა „CDM Smith Europe GmbH- შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.

2017
წლის 27 ოქტომბერს გაფორმებულ იქნა სასესხო ხელშეკრულება მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის განსახორციელებლად (გამოყოფილია 30 000 000 ევრო), რომელიც ითვალისწინებს კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას.

მთავრობასთან შესათანხმებელი ხელშეკრულება ფინანსდება სწორედ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში და ითვალისწინებს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის მიერ სერვისების მოწოდებას, იგეგმება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მშენებლობა და კახეთის რეგიონში ნარჩენების კომპოსტირების საწარმოს მოწყობა. ასევე, დაგეგმილია 5 გადამტვირთავი სადგურის მოწყობა, მუნიციპალიტეტების საჭირო ტექნიკით აღჭურვა და რეგიონული ნაგავსაყრელების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რეგიონში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვა.

7.       ეკონომიკა 31037 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპაკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“- 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

8.       გარემო 31019 – იაპონიის პროგრამა 2 KR“-ის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სახელმწიფო ქონების - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით, 1999-2006 წლებში გაფორმდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები (იჯარა, იჯარა-გამოსყიდვა, განვადებით ნასყიდობა) და გადაეცათ შესაბამისი ტექნიკა. ტექნიკის მიმღები პირების მიერ ნაწილობრივ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც გარკვეულ ნაწილს ჩამოერთვათ ტექნიკა, მცირე ნაწილს (9 პირს) სასამართლოში უჩივლეს, ნაწილს კი ტექნიკა დღემდე სარგებლობაში აქვთ. 2012 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დავალიანების მქონე პირები (200-ზე მეტ პირს) ჯერ გათავისუფლებული იქნენ შეუსრულებელი ვალდებულებებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, ხოლო შემდეგ კი სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკა

პროექტი ითვალისწინებს იაპონიის პროგრამა 2 KR I-VII” ფარგლებში საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (უფლებამონაცვლე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან დარჩენილი 32 შესაბამისი პირის გათავისუფლებას.

9.     განათლება 31013 -  სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული, დამხმარე N2 შენობის პირველ სართულზე მდებარე  132.52 კვ.. ფართი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში 5 წლის ვადით (2019 წლის 15 სექტემბრიდან 2024 წლის 15 სექტემბრამდე ვადით) გადაეცემა ()იპ საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ფუნქციონირების მიზნით.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ დეპარტამენტში.

 

10.   ფინანსები 30975 - პროექტის მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ივნისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის მიმართვის მიზნობრიობას საქართველოს სამინისტროები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები შეათანხმებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ან მიმართავენ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - წარმოქმნილი ეკონომია  შეადგენს 394,152 ლარს

პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ეკონომიკურ დეპარტამენტში.

11.  მთავრობა 30960 - საქართველოს პარლამენტის აპარატი პლენარული სხდომების დარბაზის აკუსტიკის გაუმჯობესებისა და აუდიოაპარატურის გამართვის, აგრეთვე პრეზიდიუმის იერსახისა და დარბაზში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით შესაბამის სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

12.  მთავრობა 30958 - ცვლილება შედის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში და შესაბამის აქტებში, რაც განპირობებულია სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციით და განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით, კერძოდ კონტრდაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებს გამოეყოფად უსაფრთხოების დაცვის რეჟიმზე პასუხისმგებელი სამსახურები და ყალიბდება ცალკე სტრუქტურულ ქვედანაყოფად.

13.  გარემო 30941 - განისაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ასაშენებელი ინფრასტრუქტურის საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრები.

 

 

ხელმოსაწერი:

  1. 31110 - პროექტი ითვალისწინებს:  „ორო ჰესიჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ცნობად მიღებას;  „ტარიფის უცვლელად დატოვების თაობაზე“  საქართველოს მთავრობას, სსელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსადა შპსენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანისშორის დასადები შეთანხმების პროექტის მოწონებას; მემორანდუმის ფარგლებში შპსენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანისმიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის დაბრუნებას.
  2. 31069  - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები.
  3. 31067 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენისშუა საუკუნეების საქართველოს საგანძური, მეფე დავით აღმაშენებლის მონეტა, ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციიდან“  მომზადებისათვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ბრიტანეთის საბჭოსგან მიღებული მიზნობრივი გრანტის სახსრებიდან.
  4. 31005 - სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა მიმართ  სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, 412 დევნილ ოჯახს გადაეცემა 472 უძრავი ნივთი.
    პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
  5. 31001 - პროექტი მიხედვით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (RSM) შტაბში (. ქაბული), საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, წარგზავნილი იქნებიან:

    ) DCOS-ის მოადგილის (Deputy DCOS Security Assistance, Deputy Commanding General for TAA, on “share-position” basis – GEO/US) თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ბრიგადის-გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა;

    ) DCOS-ის მოადგილის (Deputy DCOS Security Assistance, Deputy Commanding General for TAA, on “share-position” basis – GEO/US) თანაშემწის თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი.

 

პატივისცემით,  

ნათია