| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_04.09.19 |
| Received On : | 04.09.2019 06:57 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: September 4, 2019 at 10:55:36 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_04.09.19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 34670 - „საქართველოსა (წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ) და საკონსულტაციო ფირმა BLUBERRIES GmbH-ის შორის გაფორმდება საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის“ პროგრამის განხორციელება.
- განათლება 34619 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. ატვირთულია განმეორებით, პირველ ეტაპზე დავიზებულია- განათლება 34608 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უზრუნველყოფს სსიპ - შემოქმედებითი საქართველოს დაფინანსებას 252 057.25 ლარის ოდენობით.
ხელმოსაწერი:
- 34672 - ახალი საკანონმდებლო აქტის - საქართველოს საბაჟო კოდექსის მიღებამ, რომლის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი, გამოიწვია ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება, კერძოდ ცვლილება შედის „შესაფუთი ხის მასალის რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34666 - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ა(ა)იპ − ათასწლეულის ფონდი იხელმძღვანელოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) შესყიდვებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტებით (გაიდლაინებით).
- 34665 იქმნება ა(ა)იპ - ათასწლეულის ფონდი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განხორციელებას საქართველოში. ფონდის მიზანია, განათლების სექტორში პროექტების განხორციელება ადამიანური კაპიტალის განვითარების, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34548 - ახალი საკანონმდებლო აქტის - საქართველოს საბაჟო კოდექსის მიღებამ, რომლის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი, გამოიწვია კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება, კერძოდ ცვლილება შედის „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ მთავრობის დადგენილებაში. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34632 - საქართველოს საგადასახადო კოდექსი ცვ პროექტი
პროექტის მიზანია ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2020 წლის 1 იანვრისა, ამოღებული იქნას ის დებულებები, რომლებიც ავალდებულებდა ბაზრობის ორგანიზატორს, 2018 წლის 1 ივლისისთვის უზრუნველეყო საგადასახადო ორგანოსათვის ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა და 2020 წლის 1 იანვრამდე, ეტაპობრივად მოეხდინა არასტაციონარული სავაჭრო ადგილების აღჭურვა საკონტროლო სალარო აპარატებით ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას 2023 წლის 1 იანვრისთვის, ნაცვლად 2020 წლის 1 იანვრისა 2023 წლამდე შეჩერდეს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედება რომლებიც ითვალისწინებს: ა. ბაზრობის ორგანიზატორის ვალდებულებას, უზრუნველყოს ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით) და ბ. დაჯარიმების მექანიზმებს, ისეთი სავაჭრო ადგილის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო სავაჭრო აპარატით. კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა ამ ვალდებულების გადატანას 2023 წლის 1 იანვრისთვის.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge
![]()