From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_03.09.19
Received On : 03.09.2019 06:04



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: September 3, 2019 at 9:53:09 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_03.09.19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 34498 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო ასფალტისა და ბეტონის საფარის, ასევე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 723 400 ლარის ფარგლებში.
  2. განათლება 34472 - სსიპ თბილისის მარიონეტების სახელმწიფო პროფესიული თეატრი,  მარიონეტების საკონცერტო დარბაზის სკამების  სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს ელექტრონული საშუალებით.
  3. განათლება 34471 - სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, 2019 წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 340 000 ლარის ფარგლებში, მუსიკალური ინსტრუმენტების და აქსესუარების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  4. ფინანსები 34430 - სსიპ - შემოსავლების სამსახური ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს ჰაერის კონდიცირების საშუალებების  სახელმწიფო შესყიდვას.
  5. მერია 34414 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში დეცენტრალიზაციის პროცესის ჩატარების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვას განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პატივისცემით,  

ნათია