From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_02.10.19
Received On : 02.10.2019 13:04

თუკო 6 შეეხება სასესხო შეთანხმების ნაწილს და თავი შევიკავოთ. დანარჩენზე შენიშვნა არ მაქვს

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: October 2, 2019 at 3:33:22 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>, "tikhardziani@gmail.com" <tikhardziani@gmail.com>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_02.10.19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 38721 - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 900 000 ლარი.
  2. ფინანსები 38720 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ფინანსთა სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემს   ქონებას (ავტომანქანა).
  3. ფინანსები 38719 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (ავტომობილი).
  4. რეგიონული 38658 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (სავარაუდო სიგრძით 1.8 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა და ამ სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებები, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის და მგზავრთა შეუფერხებელი, უსაფრთხო გადაადგილება.
  5. რეგიონული 38654 - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი სახსრებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში - 33 836 ლარს მიმართავს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის.
  6. ფინანსები 38630 - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის გაფორმდება სასესხო შეთანხმება (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა; სესხის მოცულობა 60 მილიონი ევრო).
  7. განათლება 38626 - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს მიეცემა უფლება, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2018 წლის განმავლობაში ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს 2019-2021 წლებში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ საიჯარო ვალდებულებების დაფინანსების მიზნით. 
  8. რეგიონული 38611 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ და COWI A/S-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - მყარი ნარჩენები ცენტრალურ საქართველოში - ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
  9. განათლება 38548 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.

პროექტი შეთანხმდა  ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი აიტვირთა მესამედ, წინა ეტაპზე დავიზებულია



ხელმოსაწერი:

  1. 38676 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

კანონპროექტები:

1.    განათლება 38710 - „გრანტების შესახებ“ ცვ პროექტი

პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სსიპ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცემა კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.

2.      გარემო 38573 - „ვაზისა და ღვინის შესახებ“,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  ცვ. პროექტები
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის მეღვინეობაა, შესაბმისად, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავება და მოქმედის  ცვლილება.
კანონპროექტი მიზნად ისახავს, პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად გამოყენებულია ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინო დაექვემდებაროს სამართლებრივ რეგულირებას.
ცვლილების მიხედვით: ტერმინთა განმარტებას ემატება ტერმინები: „დეალკოჰოლიზაცია“, „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, ,,ღვინისეული   სასმელი“;
ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის, ასევე, ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს  ალკოჰოლიანი, ასევე ღვინისეული სასმელის  შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო;
პროდუქტის დამზადების სპეციფიკის გათვალისწინებით მეღვინეობის დარგში ნებადართულად განისაზღვრა ღვინისეული სასმელის წარმოებისას  წყლის, საქაროზას, ბუნებრივი არომატის და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელს დაემატა ღვინისეული  სასმელი და სხვა.

 


პატივისცემით,  

ნათია