მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- მთავრობა 34340 - მტკიცდება „საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესი“, რომელიც ადგენს საქართველოს აეროპორტების სამთავრობო გასასვლელებით მოსარგებლე პირთა კატეგორიას და პირთა წრის შესაბამისად განსაზღვრავს მათი მომსახურების სერვისებს, დელეგაციების დახვედრა - გაცილებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების რეგულირების წესს.
- ეკონომიკა 34308 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგოტრანსს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის დაიდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2031 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული „საწყისი ექსპლუატაციის ვადა“ და, შესაბამისად, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების ხანგრძლივობაც. ამასთან, შეთანხმების პროექტის საფუძველზე, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2031 წლის 1 სექტემბრამდე, ექვსი თვის (აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი) განმავლობაში შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება 5,7 აშშ ცენტით კვტ.სთ.-ზე, ნაცვლად ხელშეკრულების მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 5 აშშ ცენტისა.
- ფინანსები 34298 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს აზიის განვითარების ბანკს „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის“ ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის პირველი და მესამე ტრანშებით მიმდინარე გარკვეული კონტრაქტების „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში არსებული დანაზოგებით დაფინანსების თხოვნით.
- მერია 34268 - ცვლილება შედის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში. დღეის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საგანმანათლებლო ჯგუფის დაკავებულობების თითოეული დამკავებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე, 0,56 მ 2 ფართობის უსაფრთხო ადგილით შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის. მანძილი ამგვარ უსაფრთხო ადგილებსა და იმ შენობას შორის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, უნდა იყოს, შენობის სიმაღლის ნახევრის ტოლი, მაგრამ არანაკლებ, 15 მ-ის.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს გამონაკლისის დამატებას, რათა აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდეს არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქციის ან არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟის და მის ნაცვლად ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის შემთხვევაზე. - განათლება 34267 - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასათვის“ განხორციელდება- 6 500 000 ლარის გადარიცხვა (2019-2020 წლებში ღონისძიებების ჩასატარებლად).
შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯია’’ განახორციელებს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ხელშეკრულების გაფორმებას, მათ დაჯავშნას 2020 წლის სეზონისათვის. - ეკონომიკა 34238 - ცვლილება შედის თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, დაზუსტდა სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფი. კერძოდ კი, განიმარტა „მეწარმე სუბიექტის“ ცნება. წარმოდგენილი ცვლილება საშუალებას მისცემს თანადაფინანსების მექანიზმით ისარგებლონ იმ მეწარმე სუბიექტებმა, რომელთაც აქვთ მიმდინარე რეფინანსირებული სესხები და რეფინანსირებისას მსესხებლის მიერ დაფარული/გადაფარულია სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით ადრე აღებული სესხი/სესხები. ასევე დაკონკრეტდა, რომ თანადაფინანსების მექანიზმის თანხის გამოყენება, შესაძლებელია როგორც 2019 წლის პირველ აგვისტომდე, ასევე პირველი აგვისტოს შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებების დასაფარად.
- გარემო 34227 - ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების აფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) დანართებში შეტანილი ველურად მზარდი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/ და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, 2019 წელს საქართველოში კავკასიური ყოჩივარდას გორგლების (Cyclamen coum) მოპოვების კვოტად დადგენილი 200 000 ერთეული გორგლიდან, 40 000 ერთეული, არაუმეტეს 4 000 კგ - ზე აუქციონის ფასი განისაზღვრება 45 000 ლარის ოდენობით.
- გარემო 34219 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და მალაიზიის მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ,,დაცული ტერიტორიების მენეჯმენტისა და ველური ბუნების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
- გარემო 34217 - ცვლილება შედის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხაში. ნუსხას ემატება კეთილშობილმეტალთა შემცველი, გამოყენებული კატალიზატორები შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ამ ნარჩენების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი - აღდგენის მიზნით.
ხელმოსაწერი:
- 34335 -სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი თავის სარგებლობაში არსებულ, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N49-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილს, კერძოდ, შენობის ნულოვან სართულზე მდებარე 47.6 კვ.მ ფართს, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში - 36 თვის ვადით, გადასცემს შპს „ ვიქტორია +“ სასადილოს ფუნქციონირების მიზნით, წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრება 2 052 ლარის ოდენობით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34334 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34333 - სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას, 79 900 ლარის ფარგლებში. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34332 - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოხდება სეისმური და გეოდეზიური ქსელის განახლებისთვის საჭირო აპარატურის შესყიდვა რის შედეგადაც განხორციელდება სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ კვლევების სრულყოფილად ჩატარება, სწრაფი რეაგირების სისტემების და მაღალხარისხიანი მონიტორინგის განხორციელება.
- 34331 - სსიპ − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34330 - პროექტი ითვალისწინებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცებას. პროექტის შესაბამისად 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრება 1,845,000 ლარის ოდენობით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34329 - ფ/პ თამილა აბსანძეს საკუთრებაში გადაეცემა ქონება მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, რის შედეგადაც, დაზარალებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 34324; 34321; 34320; 34319; 34318; 34317; 34295 - ახალი საკანონმდებლო აქტის - საქართველოს საბაჟო კოდექსის მიღებამ, რომლის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი, გამოიწვია 24 კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება, კერძოდ ცვლილება შედის:
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესში, „საგადასახადო ორგანო“-ს ნაცვლად მიეთითება „საბაჟო ორგანო“.
„პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესში, ,,იმპორტთან“ ერთად გამოიყენება ტერმინი „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება“, ტერმინი „საექსპორტო ოპერაცია“ იცვლება „ექსპორტის პროცედურით“.
„ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის წესსა და პირობებში, „სასაქონლო ოპერაცია“ იცვლება „საბაჟო პროცედურით“, „იმპორტთან“ ერთად გამოიყენება ტერმინი „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება“, „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის“ ნაცვლად მითითება ხდება „საბაჟო დეკლარაციაზე“. პირველ ეტაპზე დავიზებულია
პატივისცემით,
ნათია